სწავლანი > განმარტებანი
ქრისტეანთა ნუგეშისცემა
ამონაწერები წმიდა წერილიდან, წმიდა მამათა თხზულებებიდან და პატერიკებიდან
მძიმე ცხოვრებისეულ ვითარებაში ჩავარდნილ ადამიანთა ნუგეშისცემისთვის
(გ. დიაჩენკოს წიგნის "შემწე და მფარველის" (Помощник и покровитель) მიხედვით
სარჩევი
1. ყოველთა მწუხარეთა საზოგადო ნუგეშისცემა
ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წერილიდან
იობის წიგნი
თ. 2
მუხლი 10-
თ. 5
17-
თ. 11
13-
თ. 16
19-
თ. 33
19-
თ. 34
10-
თ. 36
5-
იგავნი
"უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ; რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს (იგავნი 3:11-
"სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი -
"ბრძმედი ვერცხლისთვის არის, ქურა -
"თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა" (24:10).
"ჭიანი კბილი და დადამბლავებული ფეხი სანდო არ არის, როგორც მოღალატე კაცი გასაჭირში. გინდა ტანსაცმელი გაგიხდია კაცისთვის და ძმარი დაგისხამს ჭრილობაზე, გინდა გულმწუხრისთვის მხიარული სიმღერა გიმღერია. რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატრონობს" (25:19-
ზირაქის სიბრძნე
"შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი. გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს. მიეახლე მას და ნუ განშორდები, რათა ამაღლდე საბოლოოდ. რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი. რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი -
უფლის მოშიშნო, მის წყალობას ელოდეთ და ნუ მიიქცევით, რათა არ დაეცეთ. უფლის მოშიშნო, გწამდეთ მისი და არ დაგეკარგებათ საზღაური. უფლის მოშიშნო, იმედი გქონდეთ სიკეთისა, საუკუნო სიხარულისა და წყალობისა.
გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ირწმუნა უფლისა და შერცხვენილ იქნა? ან ვინ იყო მის შიშში და მიტოვებულ იქნა, ანუ ვინ მოუხმო მას და მან უგულებელყო? რადგან უფალი შემბრალეა და მოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი და მხსნელი გასაჭირის ჟამს.
ვაი, გულმხდალებს და ხელძაბუნებს, და ცოდვილებს, ორი გზით მავალთ! ვაი, გულს დაძაბუნებულს, რადგან არა სწამს, ამიტომაც დაცული არ იქნება! ვაი, თქვენ, მოთმინების დამკარგავნო! რას მოიმოქმედებთ, როცა უფალი მოგაკითხავთ? უფლის მოშიშნი ურწმუნოდ არ მოეკიდებიან მის სიტყვებს და მისი მოყვარულნი მის გზებს დაიცავენ. უფლის მოშიშნი მის წყალობას ეძიებენ და მისი მოყვარულნი აღივსებიან რჯულით. უფლის მოშიშნი თავიანთ გულებს გაამზადებენ და მის წინაშე თავს დაიმდაბლებენ. ჩავვარდეთ უფლის ხელში და არა კაცთა ხელში, რადგან რა დიდიცაა იგი, იმგვარივეა მისი წყალობა." (2:1-
"დაიამე სული და გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს და უსარგებლოა იგი.ნათელი გული და სიკეთე თავის საზრდელზე თავად იზრუნებს" (30:23, 25).
"მათგან ზოგნი აამაღლა და წმიდაჰყო, ზოგნი კი სადაგ დღეთა რიცხვს მიაკუთვნა. ყოველი ადამიანი მიწისგანაა და მიწისგან შეიქმნა ადამიც. მათგან ზოგნი აკურთხა და აამაღლა, ხოლო ზოგნი წმიდაჰყო და თავისთან მიიახლა, სხვანი კი დაწყევლა და დაამდაბლა და მიაქცია ისინი მათი ადგილიდან" (33:9-
გოდება იერემიასი
"ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი მაქვს მისი; კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის; კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან; კარგია, როცა კაცი უღელს ატარებს სიჭაბუკეში; ზის სიმარტოვეში და სდუმს, რადგან უფალმა დაადო ტვირთი; მტვერითაც რომ აუვსო პირი, მაინც ექნება უფლის იმედი; თუნდაც მიუშვიროს ლოყა მის მცემელს, გაძღეს გინებით; არ გასწირავს საუკუნოდ უფალი; კიდეც დასტანჯავს და კიდეც შეიბრალებს დიდი წყალობით. რატომ ჩივის ცოცხალი კაცი, ვაჟკაცი, თავის ცოდვებზე? გავჩხრიკოთ ჩვენი საქციელი, გავარკვიოთ და უფალს დავუბრუნდეთ; " (3:24-32, 39-40).
ფსალმუნი
"მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა" (ფსალმ. 4:2).
"სიტყუანი ჩემნი ყურად-
"მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი. და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის? მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობისა შენისათჳს, რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ. დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო. განრისხდა გულისწყრომითა თუალი ჩემი, განვჰკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა. განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი, რამეთუ შეესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისა; ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა, უფალმან ლოცვა ჩემი შეიწყნარა. " (6:5-
"უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო. აღესრულნედ ძჳრნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა, ღმერთო მართალო. შეწევნა ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი გულითა. ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელმან არა მოავლინის რისხვა მისი მარადღე. არა თუ მოიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს, მშჳლდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი; და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწველთათჳს ქმნნა. აჰა, ესერა, ელმოდა სიცრუჱ, მუცლად-
"რამეთუ ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ. რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას? დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-
"ვყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა. და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო. უგალობდეთ უფალსა, რომვლი დამკჳდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი. რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიჴსენა და არა დაივიწყა ღაღადებაჲ დავრდომილთა. მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, რომელმან აღმამაღლა მე ბჭეთაგან სიკუდილისათა, რათა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა" (9:10-
"უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა. უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთო, ხოლო ვის უყუარს სიცრუჱ, მას სძულს სული თჳსი. წჳმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაჲ და სული ნიაღვარისა _ ნაწილი სასუმელისა მათისა. რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან" (10:4-
"ჭირისათჳს გლახაკთასა და სულთქმისათჳს დავრდომილთასა აწ აღვდგე, იტყჳს უფალი, დავდვა ცხორებაჲ და განვცხადნე მას ზედა. სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოჴურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შჳდ წილად. შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ და დამიმარხენ ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე" (11:6-
"ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან? ვიდრე ვისთჳს დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემ ზედა? მოიხილენ, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ. ნუსადა თქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას; მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-
მათეს სახარება
თ. 5
"ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი. განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა: ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-
"ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც" (44-
თ. 7
"ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ. რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ. თუ გეგულებათ თქვენს შორის კაცი, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას? ან თევზი სთხოვოს და გველი მისცეს მას? ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილი საბოძვარი მისცეთ თქვენს შვილებს, რაოდენ უფრო მეტ სიკეთეს მისცემს მამა თქვენი ზეციერი მის მიმართ მთხოვნელთ? როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი. შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას" (7-
თ. 10
"და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია. მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ" (22, 28-
თ. 11
"მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი -
იაკობი
თ. 1
"ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას;მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე. ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარეთ. ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს" (2-
თ. 5
"მაშ, მრავლისმთმენნი იყავით, ძმანო, უფლის მოსვლამდე. აჰა, გლეხკაცი ელის მიწის სანუკვარ ნაყოფს; მოთმინებით ელის როდის ეღირსება წვიმას, ნაადრევს თუ ნაგვიანევს. თქვენც მრავლისმთმენნი იყავით და გაიმაგრეთ გული, რადგანაც მოახლოვდა მოსვლა უფლისა. ჭირთათმენისა და სულგრძელობის ნიმუშად გყავდეთ, ძმანო ჩემნო, წინასწარმეტყველნი, რომელნიც ლაპარაკობდნენ უფლის სახელით. აჰა, ჩვენ შევნატრით ჭირთამთმენთ; ხოლო გსმენიათ იობის მოთმინება და გიხილავთ უფლის აღსასრული, რადგან ის მრავალმოწყალეა და მლმობელი. უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას" (7, 8, 10).
1 პეტრე
თ. 2
"პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს. მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც. რადგანაც მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს. მართლაცდა, თუკი შეცოდებისათვის გცემენ და ითმენთ, ვითომ რა საქები საქციელია? ხოლო თუ სიკეთის ქმნისათვის გაწამებენ და ითმენთ, ეს კი მადლია ღვთის წინაშე. ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს" (17-
თ. 4
"საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ. არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ. თუ ქრისტეს სახელისთვის გაგინებენ, ნეტარნი ხართ, რადგანაც თქვენზე ივანებს სული დიდებისა და სული ღვთისა, მათ მიერ რომ იგმობა, თქვენით კი იდიდება. მხოლოდ ნურცერთ თქვენგანს ნურა ევნება რა, როგორც მკვლელს ან მპარავს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს. ხოლო თუ ევნება, როგორც ქრისტიანი, ნუ დაირცხვენს, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო. ამიტომ ღვთის ნებით ვნებულთაც მას, როგორც ჭეშმარიტად შემოქმედს, მიანდონ თავიანთი სული" (12-
თ. 5
"მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ. მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე. იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად. ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ" (6-
2 კორინთელებს
თ. 5
"კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ყოველგვარი ნუგეშისა, ყოველნაირ გასაჭირში რომ გვანუგეშებს, რათა ჩვენც შეგვეძლოს ვანუგეშოთ ყოველი გაჭირვებული იმ ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი. ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც. რადგან, თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს, ხოლო თუ ვინუგეშებით, ისევ თქვენივე ნუგეშისათვის, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რასაც ჩვენ ვიტანთ" (3-
"ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი. ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის, როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული წარმავალია, უხილავი კი -
თ. 6
"ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში, გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში,სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი; თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი" (3-
თ. 7
"ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან. ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია" (9-
ებრაელთა მიმართ
თ. 12
"... ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-
ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?
ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ? რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს -
ღმერთი ყველას ნუგეშისმცემელია: "კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ყოველგვარი ნუგეშისა" (2 კორ. 1:3).
მწუხარებისას ნუგეში ღმრთისგან გვეძლევა: "მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი! ვინა ხარ, რომ გეშინია მკვდარი კაცისა და ადამის ძისა, ბალახად რომ შეირაცხება?" (ეს. 51:12). "მოთმინებისა და ნუგეშის ცემის ღმერთმა კი, დაე, ერთსულოვნად გამყოფოთ ქრისტე იესოს მიერ" (რომ. 15:5), "ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც" (2 კორინთ. 1:5).
ჭირვებაში ნუგეშს უფალი გვპირდება: "ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან. მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი" (ფსალმ. 125:5-
ღვთიური ნუგეშისცემა მარადიულია: "ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და საუკუნო ნუგეშთან ერთად კეთილი იმედიც მოგვმადლა, ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ სიტყვასა და კეთილ საქმეში" (2 თესალონიკ. 2:16-
მორწმუნეთა ნუგეშისცემის საფუძვლები:
ა) ამჟამინდელი ჭირვების დროებითი ხასიათი: "ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის" (2 კორ. 4:17). "რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას" (ებრ. 11:25). "... რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს და რასაც შეჰხარით, თუმცა ამჟამად, ცოტა არ იყოს, შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით" (1 პეტრ. 1:6). "ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ" (1 პეტრ. 5:10).
ბ) სასოება საყოველთაო აღდგომისა: "მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი სახების მზერით" (ფსალმ. 16:15). "მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის" (დან. 12:2). "თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ" (კოლას. 3:1). "საყვარელნო, ამიერიდან ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ გამჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით მხოლოდ, რომ, როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორიც არის" (1 ინ. 3:2).
გ) მარადიული ცხოვრების აღთქმა: "ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც. სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა. ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი" (1 ტიმ. 4:8-
დ) მარადიული დიდებისა და ნეტარების სასოება: "რადგანაც ვფიქრობ, რომ აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ" (რომ. 8:18). "ამიტომაც არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა სიკვდილით, რომლითაც აღესრულა, გამოესყიდა პირველი აღთქმისას ჩადენილი დანაშაულნი და, ამრიგად, საუკუნო მემკვიდრეობისთვის ხმობილთ მიეღოთ აღთქმული" (ებრ. 9:15). "მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულის შენი სახის წინაშე, ნეტარება -
ე) უცვლელი და მარადიული ნეტარების აღთქმა: "შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმიდური იქ ვერ გაივლის; გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ" (ეს. 35:8). "ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით. ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი" (გამოცხ. 7:15-
როგორ ვანუგეშოთ ჭირში მყოფნი
ა) სნეულთათვის: იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან კვდები, ვერ გადარჩები. კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიამ და შეევედრა უფალს: უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელი გულით რომ დავდიოდი შენს წინაშე. კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში! და მწარედ ატირდა ხიზკია. შიდა ქალაქიდან არ იყო ესაია გასული, რომ გამოეცხადა უფლის სიტყვა. გაბრუნდი და უთხარი ხიზკიას, ჩემი ერის წინამძღოლს: ასე ამბობს-
"განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე" (ფსალმ. 29:2). "ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა" (ფსალმ. 102:3). "გაიხსენე ჩემი ტანჯვა და ჩემი სიმწარე, აბზინდა და შხამი; კარგად ვიხსენებ ამას და მიღონდება სული; ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი; არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები; განახლდება ყოველ სისხამზე, დიდია შენი იმედი. ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი მაქვს მისი; კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის; კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან" (გოდება იერ. 3:19-
"ჭირსა შინა აღიმსთობიან ჩემდამო და მეტყვიან: წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას" (ოსია 6:1). "და, აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი; იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები" (მთ. 9:2). "რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება" (იაკ. 5:15). "საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ. არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ. ამიტომ ღვთის ნებით ვნებულთაც მას, როგორც ჭეშმარიტად შემოქმედს, მიანდონ თავიანთი სული" (1 პეტრე. 4:12, 13, 19).
ბ) ღარიბთა და უპოვართათვის: "საპყარს მტვერიდან წამოაყენებს, სანეხვედან აღამაღლებს უპოვარს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას; ტახტს დიდებისას დაუმკვიდრებს, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძველნი და სამყარო მათზე დაამყარა" (1 მეფ. 2:8). "რადგან შენა ხარ საპყართა სიმტკიცე, გლახაკთა სიმტკიცე მათ გასაჭირში, თავშესაფარი ქარიშხალში, ჩრდილი პაპანებაში; რადგან მტარვალთა სუნთქვა კედელს მიხლილი ქარიშხალია" (ეს. 24:4). "უგალობეთ უფალს, ადიდეთ უფალი, რადგან იხსნის ღატაკის სიცოცხლეს ბოროტეულთა ხელიდან" (იერ. 20:13). "შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?" (მთ. 6:26). "ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?" (იაკ. 2:5).
გ) ქვრივთა და ობოლთათვის: "თუ დაუჯერებ და ყველაფერს აღასრულებ, რასაც გეუბნები, მტრად მოვეკიდები შენს მტრებს და შევავიწროვებ შენს შემავიწროებლებს. როდესაც წაგიძღვება ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხივიელებთან, იებუსეველებთან და მე მოვსპობ მათ" (გამ. 23:22-
დ) განსაცდელში მყოფთათვის: "თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში ჩემს გვერდით მყოფნი. და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა მამამ ჩემმა სასუფეველი. რათა ჭამდეთ და სვამდეთ ჩემს ტაბლაზე ჩემსავ სასუფეველში, და დასხდებით ტახტებზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი. და თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ დააპირა თქვენი გაცხრილვა, როგორც ცხრილავენ ხორბალს. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები" (ლუკა 22:28-
ე) დევნულებაში მყოფთათვის: "თავშესაფარია ძველი ღმერთი და სიღრმეთაგან მკლავი მარადიული. მტერი განდევნა შენგან და თქვა: გაავლე მუსრი!" (2 სჯლ. 33:27). "ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ" (მათე 5:10-
"ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს" (გამოცხ. 2:10).
ვ) უსასოებასა და მწუხარებაში ჩავარდნილთათვის: "დაგავიწყდება ტანჯვა-
ზ) ტვირთმძიმეთა და მაშვრალთათვის: "მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ" (მათე 11:28).
თ) საკუთარ ცოდვათა მგლოვარეთათვის: "ანუგეშეთ, ანუგეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი. მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით მისი ცოდვებისათვის" (ესაია 40:1-
თ) ნუგეშისცემა მათი, ვინც დაჰკარგა გულისთვის ახლობელი ადამიანი: "თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი" (იობი 1:21). "კიდეც დასტანჯავს და კიდეც შეიბრალებს დიდი წყალობით" (გოდება იერ. 3:32). "წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას. ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე" (ოსია 6:1-
"უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე" (იოანე 11:25). "მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით. ასე რომ, ამ სიტყვებით ანუგეშეთ ერთიმეორე" (1 თესალონიკ. 4:13-
ი) მათთვის, ვინც ყველამ მიატოვა: "დამაგდო ჩემმა დედ-
კ) სიბერით შეჭირვებულთათვის: "ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ... ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს -
ლ) მომაკვდავთათვის: "მაგრამ ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე! და როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, უსხეულმყოფელიც ვიხილავ ღმერთს" (იობი 19:25-
"მაგრამ მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ? უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი. მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, თვითეულ თესლს -
"რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული. მიტომაც ვგმინავთ, რომ გვსურს შევიმოსოთ ზეციური სასახლე ჩვენი. მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი. ვინაიდან ამ კარავში მყოფნი სიმძიმილით ვგმინავთ, რადგანაც განძარცვა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა ცოცხალმა შთანთქას მოკვდავი. სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი. ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ. რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით. მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ" (2 კორ. 5:1-
2. ფიქრები განსაცდელზე
განსაცდელთა აუცილებლობა
1. "როგორც შეუძლებელია ადამიანისთვის სიკვდილის თავიდან აცილება, ასევე შეუძლებელია მისთვის ცხოვრება განსაცდელთა გარეშე" (წმ. იოანე ოქროპირი).
2. "როგორი განსაცდელიც უნდა გეწვიოს, ნურავის დაადანაშაულებ მასში საკუთარი თავის გარდა, და თქვი: "ეს მე საკუთარი ცოდვების გამო შემემთხვა" (ამბა ორე).
3. "დაითმინე ჭირვებანი, რადგან მათში, ვითარც ეკლებში, იზრდება და ყალიბდება სათნოებანი" (წმ. ნილოს სინელი).
4. სიჩუმის დროს ელოდე ქარიშხალს, ჯანმრთელობის დროს -
განსაცდელთა მარგებლობა
1. რამდენიც გინდათ შეაგონეთ ბავშვს, რომელსაც საკუთარ ხელში მძაფრი იარაღი უჭირავს, რათა მით თავი არ დაიზიანოს; მაგრამ თუ მას არ წაართმევთ ამ იარაღს, მთელი თქვენი დარიგება წყალში ჩაიყრება; ასევე ღმერთიც იძულებულია ზოგჯერ წაართვას ადამიანს ჯანმრთელობა, მონახვეჭი და სხვა სიკეთენი, როდესაც ადამიანი მათით საკუთარი თავის საზიანოდ სარგებლობს და არც სინდისის შეგონებას ისმენს და არც მოყვასთა დარიგებას.
2. არ გაშინებს არც დედა, არც მამა, არც მოძღვარი, არც უფროსი, არც მოსამართლე და არც მსაჯული? არ გამხელს მეგობარი? არ გასწორებს შენი სინდისი? -
3. განსაცდელთა აუცილებლობა ცხონების გზაზე
"ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს" (2 კორინთ. 4:8). საიდან ჰქონდათ, ძმანო, წმინდანებს ასეთი ძალა და გამძლეობა, ასეთი ანგელოზური მოთმინება და სათნოება, რომ ღირსეულად უმკლავდებოდნენ მრავალგვარ შეჭირვებას? ცხადია, იქიდან, რომ გრძნობდნენ ამგვარ განსაცდელთა აუცილებლობას თავიანთი ცხონების გზაზე და ეჭვმიუტანლად სჯეროდათ მოციქულის ღმრთითშთაგონებული სიტყვებისა, რომელიც ბრძანებს: "მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველში" (საქმე 14:22).
და მართლაც, განსაცდელი აუცილებელია! ჯერ ერთი, ცხონების გზაზე მავალ ადამიანს განსაცდელი სამართლიანი მსჯავრითაც უნდა შეხვდეს. ღმერთს ადამიანის ზეცად აღტაცება სამოთხისეული გზით სურდა; მაგრამ როდესაც ქმნილება გარდახდა შემოქმედის ნებას, ხიბლში შთავარდა და ღმრთის გატოლება მოისურვა, თვითონ დაამხო საკუთარი თავი ღმრთითბოძებული პატივისგან. ძეძვი და ეკალი, ოფლი და შრომა, მოთქმა და მწუხარება ითესება მის გზებზე, ბოლოს კი დროებითი ან მარადიული სიკვდილიც გამოჩნდება.
შობის კანონის მიხედვით ჩვენ ყველამ მივიღეთ პირველმშობელთა შეცოდება და მისგან განუყოფელი მემკვიდრეობა -
გიხაროდენ, ადამიანო, რადგან ქრისტეს სიკვდილით "სიკვდილი დაითრგუნა" და უკვე სიცოცხლისკენ მიყევხარ ღმრთის მოწყალებას; ამიტომაც უსიტყვოდ და მორჩილად მიიღე მსუბუქი და ხანმოკლე გაკვეთილები მართლმსაჯულებისა: შრომა, ჭირვება და ურვა.
მეორეც, განგების ხელში განსაცდელი სულთა სამკურნალო საშუალებაა. ცოდვა, ვითარც სნეულება, მტკიცედ იდგამს ფესვს ადამიანში. ვნებიანი შთაბეჭდილებები და ტკბობა სულში თავის წარმწყმედელ კვალს ტოვებს, რომელიც ცოდვილ მოქმედებათა განმეორების შემთხვევაში ღრმავდება და, მოგონებათა მეშვეობით განახლდება, რაიც ცოდვის კვლავ ჩადენის წყურვილს ბადებს. ამიტომაც, როგორც ამქვეყნიური მკურნალი, როდესაც ადამიანის სხეულის დაზიანებულ და მოწყლულ ასოს ხედავს, მის ჭრილობას რკინით ამოშანთავს და აყენებს ხელოვნურ ტკივილს, რათა აღმოფხვრას სნეულება, ჩვენი სულების ზეციური მკურნალიც განსაცდელთა და ჭირვებათა საჭრეთელით კვეთს ჩვენს სულებს რათა აღმოფხვრას იქიდან ცოდვის ნაკვალევი და ტანჯვათა მიერ აღმოწვას ცოდვილ სიამტკბილობათადმი ლტოლვა. სწორედ ამაზე უთითებს წმ. მოციქული პეტრე, როცა ბრძანებს: "ამრიგად, რაკი ქრისტე ჩვენთვის ევნო ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან ხორციელად ვნებული აღარა სცოდავს. რათა კაცთა გულისთქმით კი არა, ღვთის ნებით გალიოთ სიცოცხლის დარჩენილი დღენი" (1 პეტრე. 4:1, 2).
მესამეც, ღმრთის განგებულება განსაცდელებით გამოსცდის მორწმუნეთა სულებს, სრულყოფს მათ და უზენაესი ნეტარების მისაღებად ამზადებს. განსაცდელი ყოვლისმხედველი ღმრთისთვის კი არ არის საჭირო, არამედ თვით ადამიანისთვის, რომლის "გული ღრმაა" (ფსალმ. 63:7) და, რომელმაც თვითონაც კი არ იცის რა შეიძლება იქიდან გამოაშკარავდეს და გამოღებული იქნას. როგორც რკინა, რომელიც ქვაზე დარტყმით ცეცხლს აკვესებს, თუმცა მანამ ცეცხლის ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა, სულიც, როდესაც მას განსაცდელი დაატყდება, სათნოებათა ცეცხლით აღინთება და რომ არა განსაცდელი, შესაძლოა არც არასოდეს გამოეაშკარავებინა ეს თვისება.
წარმოვიდგინოთ როგორ მტკივნეულ დარტყმებად აღიქმებოდა აბრაამის მამობრივ გულზე ღმრთის განგების ყოველი სიტყვა, რადგან უთხრა: "მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ" (დაბ. 22:2). მაგრამ როდესაც უჩვეულო განსაცდელმა ღმრთისადმი უზომო სიყვარულისა და უჩვეულო თავგანწირვისკენ აღძრა აბრაამი, მისი სათნოება წარმოუდგენელი ნათლით გამობრწყინდა და უფალმაც გამოუთქმელი მადლი მიაგო მის რწმენასა და ერთგულებას! მან მიიღო უზენაესი კურთხევა და იხილა დღე უფლისა (იოანე 8:56), გახდა წინაპარი ქრისტესი და მამა მრავალთა მორწმუნეთა.
მოდი, გავიხსენოთ რამდენი ჭირვება და განსაცდელი გადაიტანა მოციქულმა პავლემ! მაგრამ მიუხედავად ამისა, კადნიერად და გაბედულად ამბობდა: "რაკიღა რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ვისი მეოხებითაც რწმენით მივემთხვიეთ იმ მადლს, რომელშიც ვდგავართ და ღვთის დიდების სასოებით ვიქადით;და არა მარტო ამით, არამედ შეჭირვებითაც, რადგანაც ვიცით, რომ შეჭირვება შეიქმს მოთმინებას, მოთმინება -
"ვიქადითცა ჭირთა შინა" (კოლას. 1:24), -
ვინ ჩამოსთვლის ყველა წმიდათა განსაცდელებს, რომლებიც ზეციური სასუფევლის დასამკვიდრებლად მოთმინებით იტანდნენ მრავალგვარ გაჭირვებას, -
"მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა" (სიბრძნე სოლ. 3:5-