სწავლანი > განმარტებანი
ქრისტეანთა ნუგეშისცემა
ამონაწერები წმიდა წერილიდან, წმიდა მამათა თხზულებებიდან და პატერიკებიდან
მძიმე ცხოვრებისეულ ვითარებაში ჩავარდნილ ადამიანთა ნუგეშისცემისთვის
(გ. დიაჩენკოს წიგნის "შემწე და მფარველის" (Помощник и покровитель) მიხედვით
განყოფილება პირველი
ნაწილი მეორე
1. ჯვრის მტვირთველთა ნუგეშისცემა
ა) წმიდა წერილის მოწმობანი იმის შესახებ, რომ აუცილებელია საკუთარი ჯვრის აღება
"მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის (სიცოცხლის -
"და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება" (მარკ. 13:13).
"უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო... მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული" (ლუკა 21:12, 19).
"თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ" (იოანე 16:2).
"ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო" (საქმე 16:22).
"ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში, გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში, სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში, ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში, სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი. " (2 კორ. 6:3-
"ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-
"ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება" (2 ტიმ. 3:12).
"მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული" (ებრ. 10:36).
"ძმური სიყვარული ეგოს. სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთს ისე გაუწევია მასპინძლობა ანგელოზებისთვის, რომ თვითონ არც კი სცოდნია. გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს მათთან ერთად გედოთ ბორკილები და იტანჯებოდეთ, რადგან თვითონაც ხორციელნი ხართ" (ებრ. 1-
"და რასაც შეჰხარით, თუმცა ამჟამად, ცოტა არ იყოს, შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით, რათა თქვენი რწმენის გამოცდა, გაცილებით უფრო ფასეული, ვიდრე გამოცდა ოქროსი, თავისი ხრწნადობის მიუხედავად ცეცხლში რომ გამოიცდება, -
"რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად" (გამოცხ. 3:10).
ბ) ჯვრის ტვირთვისა და მოთმინების ბიბლიური მაგალითები
აბრაამი: "მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ. ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის მემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი. და უთხრა ღმერთმა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დამონებული და დაბეჩავებული ოთხას წელიწადს" (საქმე 7:4-
"რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდითდა. რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უცხოს, და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად" (ებრ. 11:8-
"ხოლო მართალი ლოტი ურჯულოთა უგვანი ქცევით გაწამებული, იხსნა, (ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს ალალ-
"ჭირთათმენისა და სულგრძელობის ნიმუშად გყავდეთ, ძმანო ჩემნო, წინასწარმეტყველნი, რომელნიც ლაპარაკობდნენ უფლის სახელით. აჰა, ჩვენ შევნატრით ჭირთამთმენთ; ხოლო გსმენიათ იობის მოთმინება და გიხილავთ უფლის აღსასრული, რადგან ის მრავალმოწყალეა და მლმობელი" (იაკ. 5:11).
"მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე" (რიცხვ. 12:3) "და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას" (ებრ. 11:25).
რა დაითმინა დავითმა, რომელიც ქრისტეს წინასახე იყო? "უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი. მიხსენი ყველა მდევნელისაგან და გადამარჩინე" (ფსალმ. 7:2). "მე შენი წყალობის იმედი მაქვს, შენი შველით იხარებს ჩემი გული; ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს" (ფსალმ. 12:6).
"უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღვის დიდებას" (იგავნი 15:33).
"შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი" (ზირ. 2:1).
"მაშინ ეს კაცები, თავიანთი ქვედა და ზედა სამოსებით, მოსასხამებითა და სხვა შესამოსელით შემოსილნი, შეკრეს და ცეცხლით გახურებულ ღუმელში ჩაყარეს" (დან. 3:21). ასე ეპყრობოდნენ წმიდა მოციქულებსა და ქრისტეს მოწამეებს.
მაგრამ, ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მოთმინების მაგალითი ყველა წმიდათა მოთმინებას აღემატება: 1. ის იყო ყველაზე მორჩილი და უდრტვინველი მათგან, ვისაც კი ჯვარი უტარებია; 2) არ დრტვინავდა ღმრთის მიმართ, მაშინ როდესაც თვით იობი, იერემია და მოსეც კი დრტვინავდნენ; 3) ჰქონდა უმყარესი რწმენა; და მაშინაც კი, როცა დროებით მიატოვა ღმერთმა, "თავის ღმერთს" უწოდებს (მათე 27:46, 4). გულმხურვალედ ლოცულობდა თავის მტრებზე და საკუთარი თავისთვის შურს არ ეძიებდა, თუმცა შეეძლო ესეც ექნა.
გ) ღმრთის სიტყვის ნუგეშისცემა ჯვრის მტვირთველთათვის
"ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.... ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-
"მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი -
2. ქრისტემ ყველა სახის ჯვარი იტვირთა
მოკლედ ჩამოვთვალოთ ჯვრის ის სახეები,
რომელიც ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ ჩვენი გულისთვის იტვირთა.
ის თანაუგრძნობდა კაცობრივ უძლურებასა და დაცემას; ამიტომაც ტიროდა იერუსალემის წარწყმედის გამო. ასევე, როდესაც ლაზარე, მისი მეგობარი, მოკვდა, სულით შეიძრა, იგლოვა და იტირა ისე, რომ იუდეველები ამბობდნენ: "უყურე, როგორ ჰყვარებია იგი" (იოანე 11:36).
მან სრულად შესვა თასი დამცირებისა და შეურაცხყოფისა: ეწინააღმდეგებოდნენ მის სიტყვებს, აკვირდებოდნენ მის საქმეებს, დასცინოდნენ მის ტანჯვას, გმობდნენ მის სიკვდილს და ქვეყნიერების მაცხოვარს, განკაცებულ უფალს უწოდებდნენ ღვინისმსმელს (ლუკა 7:34), მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარს, ხიბლში მყოფს, რომელსაც ეშმაკი ჰყავს, სამარიტელს, მგმობარს და უგუნურს, რომელმაც მიისაკუთრა პატივი ღმრთისა, და ამგვარად, ღმრთის დაუსაბამო სიბრძნეს აცხადებდნენ სიგიჟედ და უგუნურებად.
მაგრამ, ეს კიდევ არაფერი, გარდა იმისა, რომ სიტყვიერად დასცინოდნენ, იუდეველები მას საქმეებითაც აყენებდნენ შეურაცხყოფას: "თავს უბურავდნენ, სახეში ურტყამდნენ და ეკითხებოდნენ: იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა?" (ლუკა 22:64). როგორც სამეფო ღირსების უკეთურ მიმთვისებელს "ტანთ გახადეს და შემოსეს მეწამული ქლამიდით. დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში კი ლერწამი მისცეს; მუხლს იყრიდნენ მის წინაშე, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, მეუფეო იუდეველთა! და აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავზე ამტვრევდნენ მას. ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და წაიყვანეს, რათა ჯვარს ეცვათ" (მათე 27:28-
ცნობილია რაოდენ დიდი იყო ხორციელი ტანჯვა მაცხოვრისა: როგორ შეჰკრეს იგი, როგორი მძვინვარებით მიათრევდნენ გზაზე და ეხებოდნენ მის ჭრილობებს, უმოწყალოდ ცემდნენ, ურტყამდნენ სახეში, თავში, რომელზეც ეკლიანი გვირგვინი ედგა, ცემდნენ წკეპლით და კიდევ მრავალგვარად ტანჯავდნენ და ჰგვემდნენ მას. და აი ასე აღსრულდა მასზე ფსალმუნთმგალობელის სიტყვები: "რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის" (ფსალმ. 37:18).
შემდეგ, როდესაც უკვე გოლგოთის გზას შეუყენეს, საკუთარი ჯვარი საკუთარი მხრებითვე ატარებინეს და ჯვარზე გააკრეს. ჯვარზე ვნებისთვის კი რაღა ითქვას? ამაზე ესაია ამბობდა, რომ "ის, -
ესეც არ აკმარეს და ჯვარზე გაკრულს წყლის მაგივრად ძმარი ასვეს: "გაიხსენე, -
როგორ სიმძიმეს განიცდიდა გული ღმერთკაცისა, როდესაც საკუთარ თავზე აიღო ცოდვები კაცთა მოდგმისა, ცოდვები თითოეული ადამიანისა, რომელსაც კი უცხოვრია სამყაროს დასაბამიდან, რათა ჯვარზე აღეხოცა ისინი; როდესაც უფალი, უბიწო კრავი, რომელსაც "არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს" (1 პეტრე 2:22), საკუთარ თავს მისცემდა ვითარც დამნაშავეს, რათა ჩვენთვის დაეკმაყოფილებინა სიმართლე მამის წინაშე, როგორც წინასწარმეტყველებდა ამას წმ. დავითი და ამბობდა: "რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო" (ფსალმ. 68:5).
ის ნათლად ხედავდა, ვინ და როგორი შეურაცხყოფა მიაყენა მამის სახიერებას. ის ხედავდა, როგორი ბოროტებაა -
ახლა კი მითხარ, რომელი ჯვარი არ უტვირთავს მაცხოვარს ქვეყნიერებისა? და ეს ყოველივე მან შენთვის იტვირთა, რათა შენ, "იფიქრო იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შედრკე და არ დაგეკარგოს სულის სიმხნევე" (შეად. ებრ. 12:3), არ დაუძლურდე სულიერად; არამედ, ქრისტეს ვნებების მაცქერალი, აღენთო მისი მაგალითით და თქვა: თუკი მან ამდენი დაითმინა ჩემი გულისთვის, მე რაღა მმართებს ვქნა უფლის სახელის სადიდებლად?
3. ყველა ადამიანს იმგვარი განსაცდელი ევლინება, როგორის ტვირთვაც ძალუძს
"წამი სასწორი უფლისა მიერ, რამეთუ
საქმენი მისნი სასწორ სიმართლისაჲ"
(იგავნი 10:11).
ჩემო ძმაო, თუ გწამს, რომ ღმერთი ბრძენია, ან უფრო სწორედ, უბრძენესია, როგორ დაადებს ადამიანს ისეთ ჯვარს, რომლის ტვირთვაც არ ძალუძს? განა არ წაგიკითხავს: "სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-
ღმერთი ბრძენიც არის და ჭეშმარიტიც, "შენ ყოველივე ზომით, თვლითა და წონით განაწესე; რადგან მთელი სამყარო შენს წინაშე მხოლოდ რხევაა სასწორის პინებისა და წვეთია დილის ცვარისა, დედამიწაზე რომ იფრქვევა. ყველას შემბრალე ხარ, რადგან ყველაფერი შეგიძლია, და არად მიიჩნევ კაცთა ცოდვებს, რათა მოინანიონ. რადგან ყოველი არსებული გიყვარს, და არც არას მოიძულებ, რაც შეგიქმნია; რომ გძულებოდა, ხომ არც შექმნიდი! როგორ იარსებებდა რაიმე, შენ რომ არ მოგესურვა? ან როგორ შეინახებოდა, შენ რომ არ მოგეხმო? ყველაფერს უფრთხილდები, რადგან ყველაფერი შენია, სულისმოყვარეო უფალო" (სოლ. სიბრძნე 11:20, 22-
მან ზუსტად უწყის ვის მხრებს რისი ზიდვა შეუძლია და რისი არა; ამიტომაც, ყველას უგზავნის გასაჭირს იმ ზომით, რათა არავის დააწვეს ან საკმაოდ მძიმე ჯვარი ან კიდევ საკმაოდ მსუბუქი. უფალი აკვირდება, როგორი და რა სახის ჯვარი გამოუგზავნოს თავის შვილებს. მას თითქოსდა ხელში უპყრია სასწორის პინები, რომლის ერთ მხარეს ჯვრის სიმძიმეა, მეორე მხარეს კი მტვირთველის ძალი, და ადარებს მათ ერთმანეთს, რათა არავის მიეცეს იმაზე მეტი განსაცდელი, რომლის ტვირთვაც ძალუძს.
წმ. დავითმაც ბრძანა: "ცრემლით გვაჭმევ პურს და ცრემლის საწყაულით გვასმევ" (ფსალმ. 79:6). ზომიერად გვაძლევს, და არა უზომოდ, რათა განსაცდელებისა და უბედურებების მძიმე ჯვარმა მისი მტვირთველი ადამიანი არ გასრისოს (წმ. ამბროსი მედიოლანელი. 118-
მაშ, ვის შეუძლია იწუწუნოს, რომ იმაზე მძიმე ჯვარი, რისი ტვირთვაც ძალუძს? ამგვარი ტვირთი ადამიანმა შეიძლება აჰკიდოს მეორე ადამიანს, რადგან არ იცის მტვირთველის ძალა და შესაძლებლობანი; და რომც იცოდეს, და იმაზე მეტი ტვირთი აჰკიდოს, რისი ტარებაც შეუძლია, სასტიკი აღმოჩნდება. ხოლო ღმერთისთვის ამგვარი რამ დამახასიათებელი არ არის, რადგან ის არის ბრძენი და სახიერი.
მაშ, რატომ მოთქვამს, შეიძლება იკითხო, ჩვენი ხორცი, რომ იმაზე მეტ ტვირთს ატარებს რისი ტარებაც შეუძლია? იმიტომ, რომ "ხორცის ზრახვა სიკვდილია" (რომ. 8:6), ის არასწორად მსჯელობს ღმრთის სიკეთეზე. სახალხო თამაშების მომწყობთანგან მაინც ისწავლე რაოდენ სახიერია ჩვენი ღმერთი, რადგან ისინი უგუნურად და შემთხვევით როდი არჩევენ ორთაბრძოლებში მონაწილეთ, არამედ ყურადღებით სწავლობენ, ყოველის ასაკსა და ძლიერებას აკვირდებიან, და მხოლოდ ამის შემდეგ უწესებენ მათ თუ ვის წინააღმდეგ ძალუძთ პაექრობა, -
განა ერთნაირი დარტყმით გამოიცდება სხვადასხვა ჭურჭელი? ბროლის ჭურჭელს ოდნავ თუ შეეხება ოსტატის ხელი, მაშინ როდესაც ვერცხლის თასს ძლიერად ურტყამს, ხოლო ზარს ჩაქუჩის დარტყმით გამოსცდის; და რაც უფრო მძიმეა ზარი, მით უფრო ძლიერი დარტყმებით გამოიცდება იგი, რადგან იცის ოსტატმა, რომ ძლიერია და არ გატყდება. ასეა მამა ჩვენი ზეციერიც, რომელიც თავის შვილებს იმ ზომის ჯვარსა და განსაცდელთ აძლევს, რამდენის ატანაც მათ შეუძლიათ: უძლურებსა და სუსტებს მსუბუქად სცდის, ხოლო მხნეთა და მტკიცეთ უმეტესი განსაცდელით. ასე, რომ ნუ შეძრწუნდები თუ ვინმეს ძლიერი განსაცდელი ევლინება, რადგან ყველა ჯვარი უფლის მამობრივი მზრუნველობით არის ბოძებული.
ნუთუ შენ ფიქრობ, რომ მამა ზეციერი აღიძვრის უსამართლო რისხვით, არ უყურებს, არ განსჯის და არ ზრუნავს იმაზე, ვინ სცემოს და საკუთარ შვილებს აძლევს უმძიმეს და ხანგრძლივ განსაცდელებს? ცხადია, ეს ასე არ არის, რადგან ღმერთი არავისზე მრისხანებს, არავინ სძულს და ყველას შესაძლებლობას აფასებს, სასწორზე აწონილი საგნის სიმძიმისა თუ სიმსუბუქის მსგავსად.
საუკუნითგან განსაზღვრა მან, რომ კაცთათვის სასარგებლონი და სულის განმწმენდელნი იქნებოდნენ სხვადასხვა ხასიათის ჭირვებანი. ამიტომ, ნუ გეშინინ ჯვაროსანო! ნუ უწოდებ მამას სასტიკს, რომელიც წინასწარმეტყველის მიერ ასე ტკბილად ანუგეშებს მისდამი მორწმუნეთ: "ნუ გეშინია, რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ. როცა წყლებს გადახვალ, შენთან ვიქნები, და მდინარეებს -