განმარტებანი - სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ

ამბა ამონის (IV ს.) განმარტება
მოყვასის სიყვარული
1 კორინთელთა მიმართ 13:1-2: "კაცთა  და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ  რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. წინასწარმეტყველების მადლიც  რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ  მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ".

ამბა ამონი (IV ს.): "სიყვარულის გარეშე, როგორც მოციქული ამბობს, ანგელოზთა ენებზეც  რომ ვმეტყველებდეთ, მთების დაძვრაც რომ შგვეძლოს, მთელი ჩვენი ქონება რომ  გავიღოთ გლახაკთათვის და დასაწვავად მივცეთ ჩვენი სხეული - ეს  ყოველივე (სიყვარული თუ არა გვაქვს) არას გვარგია. მაგრამ თქვენ იტყვით:  "როგორ არის შესაძლებელი მთელი ჩვენი ქონება გავიღოთ გლახაკთათვის და არ  გვქონდეს სიყვარული? განა მოწყალება არ არის სიყვარული?" - არა. მოწყალება არ არის სრულყოფილი სიყვარული, არამედ სიყვარულის მხოლოდ ერთ-ერთი  გამოვლინებაა. რადგან მრავალნი მავანთ სწყალობენ, სხვებს კი ჩაგრავენ;  მავათ სტუმრად შეიწყნარებენ, სხვებს კი მტრობენ; ზოგს იცავენ, ზოგს კი  გმობენ; უცხოთ თანაუგრძნობენ, თავისიანები კი სძულთ. ეს არ არის სიყვარული,  რადგან სიყვარულს არავინ სძულს, არავის გმობს, არავის განიკითხავს, არავის  ამწუხრებს, არავის უგულებელჰყოფს - არც მორწმუნეთ, არც ურწმუნოთ, არც  უცხოთ, არც ცოდვილთ, არც მეძავთ, არც უწმიდურთ, არამედ, პირიქით, უყვარს  ცოდვილნიც, უძლურნიც და უდებნიც; სწორედ მათ გამო ყველაფერს ითმენს, მათ  გამო იტანჯება, სწუხს და ტირის. მეტიც, ის უფრო თანაუგრძნობს ცუდ და ცოდვილ  ადამიანებს, რითაც ბაძავს ქრისტეს, რომელმაც მოუხმო ცოდვილთ, და ჭამდა და  სვამდა მათთან ერტად. ამიტომაც, გვიჩვენებს რა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი  სიყვარული, ის (ქრისტე - ადმ.) გვასწავლის: "იყავით სახიერნი და  სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა". და როგორც  "ერთნაირად უგზავნის წვიმას მართალთაც და უსამართლოთაც და ერთნაირად  ავალებს მზეს გაუნათოს მართალთაც და ცოდვილთაც" (იხ.მათე 5:45), ისინიც,  ვისაც სრულყოფილი სიყვარული გააჩნია ყველანი  უყვართ, ყველას თანაუგრძნობენ და ყველაზე ლოცულობენ. ზოგიერთი მოწყალებას  იქმს, და ოდენ მასზე დაიმედებული უამრავ ცოდვას სჩადის, მრავალნი სძულს და  საკუთარ სხეულს ვნებებით ბილწავს. ასეთი ადამიანები თავს იტყუებენ, რადგან  მხოლოდ მოწყალებაზე აფუძნებენ თავიანთ იმედს და ჰგონიათ რომ იქმან  მოწყალებას".

წყარო: Послания.
Назад к содержимому