განმარტებანი - როგორ გადარჩებიან აბორიგენები? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
როგორ გადარჩებიან აბორიგენები?
რასები
მრავალი ადამიანი იძლევა კითხვას: "ქრისტეანები თუ ამტკიცებენ, რომ საღმრთო ჭეშმარიტება მოცემულია მხოლოდ ბიბლიაში, და, მხოლოდ მისი კითხვით შეიმეცნებს ადამიანი ჭეშმარიტი ღმრთისა და ცხოვნების იმ გზას, რომელიც მან კაცობრიობას განუმზადა, რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომელთაც თავიანთ ცხოვრებაში არასოდეს სმენიათ ბიბლიის შესახებ (შემდგომში ჩვენ პირობითად ვუწოდებთ მათ აბორიგენებს)? როგორ შეიტყონ მათ ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე? და როგორ აპირებს ღმერთი მათ დასჯას იმისთვის, რაც მათ არასოდეს ცოდნიათ და არც შეიძლება ცოდნოდათ გარკვეული ვითარებების გამო?"

ეს ძალზედ სერიოზული საკითხია, და ჩვენ შევეცდებით გაჩვენოთ, რომ ის უფრო ღრმაა, ვიდრე ეს შეიძლება ერთის შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ამისთვის მოგვიწევს საკითხს შევხედოთ მეორე მხრიდან.

ადამიანებს ყოველთვის სურდათ ცოდნოდათ, როგორ მოექცევა ღმერთი სხვებს, ნაცვლად იმისა, დაფიქრებულიყვნენ საკუთარ თავსა და ბედზე. რატომ აკეთებენ ისინი ამას? იმიტომ, რომ ადვილია ფოკუსის გადართვა საკუთარი თავიდან სხვაზე და ღმრთის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გადატანა ან სხვა ადამიანებზე ან თვით ღმერთზე, ხოლო საკუთარი თავის შეცნობასა და შემოქმედთან საკუთარი ურთიერთობის გარკვევას არ ცდილობენ.

ბიბლია ამბობს: "რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?" (მათე 16:26). შენ ამბობ, რომ გაღელვებს აბორიგენების ბედი? სინამდვილეში ეს ასე როდია: აბორიგენი და მისი ბედი შენ აბსოლუტურად არ გაინტერესებს. ის შენთვის მხოლოდ ღმერთთან დავის საბაბია...

ის ადამიანები, რომლებსაც მართლაც აღელვებდათ უბედურ აბორიგენთა ბედი, მისიონერები გახდნენ და დედამიწის ნაკლებად შესწავლილ კუთხეებს მიაშურეს, რათა ჭეშმარიტება მაცხოვრის შესახებ მათთვისაც მიეწოდებინათ. შენ კი როგორ შეგიძლია ღელავდე სხვა ადამიანების სულზე, როცა საკუთარზეც კი არ გიზრუნვია?

ამრიგად, რაში გაღელვებს ველურთა ბედი? შენ თუ გესმა სიტყვა ღმრთის შესახებ? შენ თუ შეიცან საღმრთო ჭეშმარიტება? შენ თუ შეურიგდი ზეციერ მამას უფალ იესუ ქრისტეს სისხლით? მიიღე ცოდვათა მიტევება? ... თუ შენ უყურებ იმ აბორიგენებს, რომელთაც არასოდეს ჰქონიათ ბიბლია, და ფიქრობ, რომ შენთვის ეს რაიმე შეღავათი იქნება?

ახლა თუ არ გაღელვებს ველურთა ბედი, მაშინ, როცა მოკვდები, მისი თავი საერთოდ არ გექნება... კითხვა დღის წესრიგში ასე დგას: "მიაღწია თუ არა ღმრთის სიტყვამ შენამდე, ჩემამდე, თითოეულ ჩვენთაგანამდე, და მივიღეთ თუ არა ჩვენ ის, როგორც ჭეშმარიტება?" როდესაც თითეული ჩვენთაგანი დადგება ღმრთის წინაშე, თავის მართლება სიტყვებით: "რა შუაში ვარ მე, როდესაც მას (აბორიგენს) ბიბლიაც კი არ წაუკითხავს" ან "რას იტყვით აბორიგენთა შესახებ, მას ხომ ეჭვიც კი არა აქვს ბიბლიის არსებობის შესახებ?" - არ გაჭრის. რადგან აბორიგენთა მიერ ბიბლიის ცოდნა ან არცოდნა შენს ბედზე ვერ იქონიებს ვერავითარ ზეგავლენას და ვერ გაგამართლებს საუკუნო სამსჯავროზე.

რაც შეეხება თვით ღმერთს, ის მართლმსაჯულია. მან იცის, ვინ როგორ განსაჯოს, რადგან მან ყველაფერი იცის თითოეულ ჩვენთაგანზე. გარდა ამისა, ყოველი ადამიანი იმყოფება განსაზღვრულ ურთიერთობაში შემოქმედთან. საიდან უნდა ვიცოდეთ, რა ურთიერთობა აქვს აბორიგენს ღმერთთან? იქნებ, ამ ველურს, რომელმაც ბიბლიაზე არაფერი უწყის და არც წერა-კითხვა იცის, უფალი პირადად ეცხდება და თვითონ უცხადებს საღმრთო ჭეშმარიტებას? ველური ღმრთის ქმნილებაა, და მხოლოდ უფალმა უწყის, რა ხდება მის სულში. გარდა ამისა, ღმერთი ყოველ ადამიანს აძლევს შანსს მიიღოს ან უარყოს ჭეშმარიტება, აღიაროს ღმერთი უფლად და მოიპოვოს ან დაჰკარგოს მარდიული სიცოცხლე. უფალი "... გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად" (იოანე 1:9). ხოლო თუ როგორ აკეთებს ის ამას, ერთმა ღმერთმა უწყის, სწორედ იმიტომაც არის ის ღმერთი: "რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი" (ესაია 55:8).

რაც შეეხება ბიბლიას, იქ შავით თეთრზე წერია: "რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება, რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას, თავიანთი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას. ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, რადგანაც ღმერთმა განუცხადა მათ. და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება. რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ; და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს, ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული; სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ" (რომ. 1:18-25).

ჩვენ სულ ახლახან წავიკითხეთ, რომ უფალმა, გარემომცველი სამყაროს მიერ, ადამიანებს გამოუცხადა ჭეშმარიტი ცოდნა საკუთარ თავზე. მხოლოდ ბრმას არ შეუძლია ამის დანახვა და ოდენ უგუნურს თუ ძალუძს ჩვენი შემოქმედის სიძლიერისა და სიდიადის უარყოფა. და, რა თქმა უნდა, უფალს გააჩნია კიდევ ერთი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ის განსჯის კაცობრიობას: "ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება" (ლუკა 12:48). აბორიგენს თუ არასოდეს ხელში არ ჭერია ბიბლია, მას ამის შესაბამისად მოეკითხება. რაც შეგვეხება ჩვენ, რომელთაც მივიღეთ ღმრთის სიტყვა და სახარება, თანაც დაბეჭდილი სახით, სხვაგვარად მოგვეკითხება, რამეთუ მეტი მოგვენდო, ვიდრე ველურებს.

ამიტომაც, ნუ ვუყურებთ სხვა ადამიანებს, და ნუ ვიკითხავთ, როგორ გადაარჩენს ან დასჯის მათ ღმერთი, არამედ შევხედოთ უფალს და, ღმრთის სიტყვის კითხვით, საკუთარ სულის გადარჩენაზე ვიზრუნოთ...

წყარო: http://mirsbogom.ru/45/a-kak-spasutsia-aborigeny
Назад к содержимому