სწავლანი > განმარტებანი
"შეუწველი მაყვლოვანის" საიდუმლოებანი:
რა საიდუმლოებებს მალავენ მისი სიმბოლოები
მართლმადიდებელთა შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ურთულესი სიმბოლიზმით გადატვირთული ხატი - "შეუწველი მაყვლოვანი". მაგრამ, ყველას კარგად გვესმის, რომ მისი გაგების გასაღები დევს ჩვენი სულიერი წინაპრების რელიგიურ ცნობიერებაში. ვნახოთ როგორია ამ სიმბოლოთა ჭეშმარიტი მნიშვნელობა და როგორ უნდა აღიქვას დღევანდელმა ქრისტიანმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეს გასაოცარი ხატი.
შეუწველი მაყვლოვანის ცეცხლში...
"შეუწველი მაყვლოვანი" - ეს არის ხატი, რომელიც სიმბოლურად ასახავს ძველაღთქმისეულ მოვლენას, რომელიც გამოსვლათა წიგნშია აღწერილი. სინას მთის არემარეში, ხორების (ძვ. ბერძნ.: Χωρηβ, ებრ. חֹרֵֽבָה (kho-rabe') – "აპოკ." რედ.) მთის სიახლოვეს, წინასწარმეტყველმა მოსემ, რომელიც იქ ცხვრებს აძოვებდა, ჩეამჩნია ალმოდებული ბუჩქი, მიუახლოვდა, რათა ენახა, თუ რატომ არ იწვოდა იგი: "თქვა მოსემ: მივალ და ვნახავ ამ დიდებულ სანახავს, რატომ არ იწვის მაყვლოვანი" (გამ. 3:2). როდესაც ღმერთმა იხილა, რომ "მოდის მოსე სანახავად" დაუძახა "შუაგულ მაყვლოვანიდან" (გამ. 3:4) და დაავალა ეგვიპტიდან გამოეყვანა ისრაელი და წაეყვანა იგი აღთქმული მიწისკენ. ქრისტიანთათვის ეს ბუჩი, რომელიც ცეცხლში არ იწვის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინასახე გახდა, რომელიც არ დაწვა ღმერთმა, მისი უბიწო ჩასახვის მომენტში.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "შეუწველი მაყვლოვანი". სოლოვეცის მონასტერი. XVI ს-ის მიწურული.
ამ სიმბოლიზმის ახსნას გვაძლევენ წმინდანები: იოანე დამასკელი (675-754 წლები), თევდორე სტოდიელი (759-826), კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკიფორე (758-828), VII მსოფლიო კრების მამები. ყველაზე პოპულარული ახსნა, წმიდა ბასილი დიდის (IV ს) თქმით გახდა ხატის განმარტება, როგორც "წიგნისა უსწავლელთათვის". მაგრამ რას ნიშნავს ეს თანამედროვე ენაზე? ნუთუ ეს არის უბრალო ილუსტრაცია, ერთგვარი ღვთისმოსავი "კომიქსი"? საქმეც იმაშია, რომ მართლმადიდებლური ხატმწერლობითი კანონის წმიდა შემქმნელებს, სულ სხვა რამ ჰქონდათ მხედველობაში.
დროისა და სივრცის მიღმა
სიმბოლურად აჩვენებს რა სულიერ, "ზეციური სამყაროს გამოუხატავ ფენომენებს", ხატი მის მაცქერალს იზიდავს იქით, იმ ქვეყნისკენ. ის ზეცას მიაპყრობს მისი მჭვრეტელი ადამიანის გონებას. მასზე ერთდროულად ასახულია ქვეყნიერების წარსული, აწმყო და მომავალი. ის პრინციპულად დგას დროისა და სივრცის მიღმა. ის აერთებს მიწიერსა და ზეციერს, მორწმუნე ადამიანს უცხადებს მარადიულ სულიერ კოსმოსს, რომლისადმი თანაზიარობა მისი ცხოვრების აზრს წარმოადგენს.
"შეუწველი მაყვლოვანი" - ეს არის წმიდა წერილის სიმბოლოებისა და პერსონაჟების "კონცენტრატი": მთავარანგელოზები, აპოკალიპტური ტეტრამორფი (ოთხი ფრთოსანი აპოკალიპტური არსება, რომლებიც კიდევ ოთხ მახარობლებს გამოხატავენ), ანგელოზები - სტიქიათა მფარველები, ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები და მათი ხილვები - ეს ყოველივე გარს აკრავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცენტრალურ ხატებას, რომელსაც ხელში ყრმა მაცხოვარი უჭირავს. ზეციური და მიწიერი სამყარო, აქ უზენაესის ჩანაფიქრით გაერთიანებულია, ისინი შობენ მაცხოვარს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეშვეობით.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოხატულია რვაკიდურიან ვარსკვლავში, რომელიც ორი - მწვანე და წითელი (ალმოდებული მაყვლოვანის) ოთხკუთხედებისგან შედგება. თანაც თვით რვაკიდურიანი ვარსკვლავის სიმბოლო მჭიდროდ არის დაკავშირებული ღვთისმშობელთან და მის საიდუმლოსტან: ეს არის მარადიულობის, სიმტკიცის, ამქვეყნიურობის საზღვრებიდან გასვლის სიმბოლო. ეს არის სამოთხის, საბოლოო ფერიცვალების, ზეციური იერუსალიმის სიმბოლო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხატი გამოხატავს სულიერ, "ღვთისმშობლისეულ" კოსმოსს: ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ირგვლივ შემოიკრიბა მარადიული ყრმა და მთელი სამყარო - მიწიერი და ზეციერი ძალები.
ღმრთის ჩანაფიქრით, სწორედ ასე, ერთად შეკრულად უნდა დამარცხდეს სიკვდილისა და ხრწნილების ქაოტური ცენტრიდანული ძალები.
წყარო: foma.ru
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.