განმარტებანი - ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
"ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:

ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში" (ლუკა 18:17)

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის (XII ს.) განმარტება
უბიწოება
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XII ს.) "ვინც მორჩილად და უზაკველად ცხოვრობს, ვინც ღმრთის სასუფეველს ყრმასავით ღებულობს არა მზაკვარებისა და ცნობისმოყვარეობის გარეშე, არამედ რწმენით, ის სათნოა ღმრთისთვის. რადგან ზედმეტად ცნობისმოყვარე ყოველთვის კითხულობს: ეს როგორ არის? - მას თავისი ურწმუნოება დაღუპავს და ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რომლის მიღებაც არ სურდა უბრალოებით, ცნობისმოყვარეობისა და მორჩილების გარეშე. ამიტომაც, ყველა მოციქული და ყველა მათგანი, ვინაც გულის უბრალოებით მიიღო ქრისტე, ყრმებად იწოდებიან, ისევე როგორც მაცხოვარმა უწოდა ყრმანი მოციქულებს: "ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაჲა?" (იოანე 21:5). ხოლო წარმართი ბრძენკაცები, რომლებიც ფილოსოფოსობით ცდილობენ ჩაწვდნენ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოს და არ სურთ მისი მიღება განსჯის გარეშე, სამართლიანად არიან უარყოფილნი ამ სასუფეველისგან. უფალს არ უთქვამს: ""ამათია" ცათა სასუფეველი, არამედ თქვა - "მათნაირებისაა", ანუ იმათი, ვინც ნებაყოფლობით შეიძინა უბოროტობა და მორჩილება, ბუნებრივად რომ ახასიათებს ბავშვებს. ამრიგად, ყოველივე საეკლესიო, რასაც ღმრთის სასუფეველი შეადგენს, ცნობისმოყვარეობის გარეშე, რწმენითა და მორჩილებით მივიღოთ, რადგან ცნობისმოყვარეობა საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას და თვითბრძნობას ახასიათებს"

წყარო "ლუკას სახარების განმარტება".
Назад к содержимому