სწავლანი > განმარტებანი
"ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა"
(იოანე 8:7)
ქრისტეს ეს გამონათქვამი მოგვიწოდებს მოწყალებისკენ, აღგვძრავს მოყვასის არგანკითხვისკენ და გვიკრძალავს ფარისევლობას. ამ გამოთქმას იყენებენ თანამედროვე ადამიანებიც, როდესაც საკუთარი ან სხვა ადამიანების მიმართ ითხოვენ შეწყნარებას. ეს ფრაზა იშვა ქრისტეს პირიდან, როდესაც მას ქმრის ღალატში მხილებული დედაკაცი მიუყვანეს, და მიდიოდნენ რათა ჩაექოლათ.
როდესაც ფარისევლები ეკითხებოდნენ ქრისტეს: "შენ რაღას იტყვი?", - მაგრამ ფარისევლები მაკვრობდნენ. უფლის პასუხის გადასხვაფერებით, მათ სურდათ ქრისტე მოსეს სჯულის დარღვევაში ემხილებინათ.
"მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით; მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი? ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე. მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა. მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო. ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი. წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი? მან კი მიუგო: არავინ, უფალო, და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ" (იოანე 8:3-11).
მრუშობა მოსეს სჯულში ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა იყო. სჯულის დამრღვევს სასჯელო ელოდა. ისინი, ვინც ქრისტეს კითხვა დაუსვა, პატივდებულნი იყვნენ რელიგიურ მოძრაობაში (ფარისევლები). ისინი გულდასმით ასრულებდნენ თავიანთ რიტუალებს და უსმენდნენ რაბინთა გადმოცემებს. წესები მრავლად იყო, და ისინი მათთვის ღმრთის ნებაზე მეტად ჩანდა.
მოგვიანებით სიტყვა "ფარისეველი" განზოგადდა. დღემდე ასე უწოდებენ პირმოთნეებს. იესუ მათ სრულად ხედავდა. მათი მოჩვენებითი სამართლიანობის, ჰუმანურობისა და ღვთისმოშიშების მიღმა ბოღმა, სიძულვილი და შური იმალებოდა. ქრისტე ამხილებდა მათ ამაში, ფარისევლებს კი იესუ ამის გამო სძულდათ და მის დაღუპვას ცდილობდნენ.
ამჯერადაც, ისინი კიდევ ერთხელ ეცადნენ გამოეყენებინათ შემთხვევა, მიეცათ შეკითხვა და, მასზე პასუხის შემდგომ, როგორც მათ ეჩვენებოდათ, შეუძლებელი იქნებოდა ქრისტეს ბრალდების მიზეზი არ ჰქონოდათ. ისინი ელოდნენ, რომ იესუ ან მოიწონებდა ჩაქოლვას ან აკრძალავდა. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ მესამე გზა არ არსებობდა. იესუს მოსეს სჯულის მიხედვით სასჯელის აღსრულება რომ აეკრძალა, მაშინ მას სჯულის დარღვევას დასწამებდნენ. ქალი სასიკვდილოდ რომ გაეწირა, მაშინ მას, სავარაუდოდ, ჩამოსცილდებოდნენ მოწაფეები, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ მის მოწყალებას თვით უკიდურეს შემცოდეთა მიმართაც კი.
ეს ყველაფერი რთულდებოდა კიდევ იმით, რომ იუდეველებს წართმეული ჰქონდათ დასჯის ან შეწყალების უფლება. ასე რომ გულღრძო ადამიანები სწრაფად მიუტანდნენ ცნობას პილატეს ამ ინციდენტის შესახებ, და კიდევ ეტყოდნენ, რომ მან თავი მეფედ გამოაცხადა, და იესუს მიწიერი ცხოვრება დროზე ადრე დასრულდებოდა.
მაგრამ ღმრთის ძემ სხვანაირად თქვა და მისი სიტყვა ყოველი ადამიანის გულამდე მივიდა. მან მოუწოდა შეესრულებინათ სახარებისეული სწავლება, რომელიც ზეციერი მამისგან მომდინარეობდა.
"ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა" (იოანე 8:7).
ამ მომენტში ფარისევლების სინდისმა გაიღვიძა. მათ იგრძნეს საკუთარი ცოდვების სიმძიმე, დაყარეს ქვები და ქალი ღმერთკაცის პირისპირ დატოვეს. ქრისტემ აპატია ქალს მისი ცოდვა და მშვიდობით განუტევა.
ეს გამოთქმა, მართალია, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქრისტეს სიტყვებია. ასე ასწავლის ეკლესია. მას გამოთქვამენ იმ ადამიანების მისამართით, ვინც მკაცრია სხვათა ნაკლოვანებებისადმი, საკუთარ თავს კი ბევრ რამეს პატიობს. ეს გამოთქმა მოგვიწოდებს არავინ განვიკითხოთ. ის ყოველ ჩვენთაგანს ასწავლის, რომ სანამ სხვის განკითხვას შეუდგებოდეს, ჯერ საკუთარი ნაკლოვანებები აღმოფხვრას. და მას, ვინც ასე არ იქცევა, უფალი თვალთმაქცს უწოდებს და ულმობლად ამხელს:
"რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ? ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან" (მათე 7:3-5).
საიტი "აპოკალიფსისი". მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2023. თებერვალი.