იდუმალი სამყარო - ინკუბუსებისა და სუკკუბუსების დემონიალიტეტი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > იდუმალი სამყარო
ლუდოვიკო მარია სინისტრარი

ინკუბუსებისა და სუკკუბუსების დემონიალიტეტი
ინკუბუსების და სუკუბუსების დემონიალიტები
"როგორც ნეტარი ავგუსტინე მოწმობს, ინკუბუსებთან და სუკკუბუსებთან სექსუალური კონტაქტი სინამდვილეა და არა წარმოსახვის ნაყოფი".

ლ. მ. სინისტრარი



ლუდოვიკო მარია სინისტრარი - უკანასკნელი დემონოლოგია, რომელიც მისდევდა რემის, ბოგესა და სხვათა ინკვიზიტორულ ტრადიციებს. ის ცნობილი იყო როგორც მეცნიერი და ინტელიგენტი; კარგი ლინგვისტი და საინტერესო მოსაუბრე. ლუდოვიკო მარია სინისტრარი ფრანცისკანელ-მინორიტთა ორდენის აბატი გახლდათ. ის დაიბადა სენ-ჟიულის ოლქის ქალაქ ამენოში 1622 წელს. იზრდებოდა და განათლება მიიღო პავიაში, სადაც 1647 წელს, 25 წლისა შევიდა კიდევაც ფრანცისკანელთა ორდენში.

სინისტრარი იყო თავისი დროის საკმაოდ განათლებული ადამიანი. თავიდან მან მიიღო ფილოსოფიის პროფესორის ხარისხი, შემდეგ კი ღვთისმეტყველებისაც. ამ მეცნიერებებს ის სწავლობდა 15 წელი. მან შეისწავლა რამოდენიმე უცხო ენა, და არაერთხელ იცავდა თავის შეხედულებებს ფრანცისკანელთა ორდენის შეკრებებზე რომში. როგორც თვითმხილველები ამბობენ: "მისი ქადაგებები მსმენელს ანცვიფრებდა თავისი მჭევრმეტყველებითა და სათნოებით".

მეცნიერებისადმი მისი სწრაფვა და განათლება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. დროთა განმავლობაში მან დაიკავა წმინდა ინკვიზიციის უზენაესი სასამართლოს მრჩეველის პოსტი და ორი წლის განმავლობაში იყო ავინიონის საეპისკოპოსოს ვიკარიუსი, ასევე მილანის ეპისკოპოსის ღვთისმეტყველი.

1688 წელს სინისტრარიმ შეადგინა ფრანცისკანელთა ორდენის წეს-განგება. მისი ყველაზე დიდი ნაშრომი "De Delic-tis et Poenis" ("დანაშაულთა და სასჯელთა შესახებ") ვენეციაში გამოქვეყნდა 1700 წელს, მაგრამ შემდეგ ის შეიტანეს "აკრძალულ წიგნთა ინდექსში", სანამ 1753 წელს, უკვე ავტორის გარდაცვალების შემდეგ, რომში არ იქნა კორექტირებული.

აი როგორ ახასიათებენ ლუდოვიკო სინისტრარის თავისი თანამედროვეები: "ის ბუნებისგან ყველაზე ბრწყინვალე ნიჭებით იყო დაჯილდოვებული, რომლებიც ისევე ძვირფასია საერო ცხოვრებისთვის, როგორც რელიგიისთვის: სიმაღლე, ღია სახე, ფართე შუბლი, სწრაფი გამოხედვა, სახის ბრწყინვალე ფერი, სასიამოვნო და სხარტი მეტყველება; გარდა ამისა, ის ბრწყინავდა თავისი მოთმინებით, რომლითაც იტანდა ე. წ. "ნიკრისის ქარის" მძიმე შეტევებს და მოთმინებით ემორჩილებოდა ორდენის მკაცრ წესებს". როგორც ვხედავთ, თავისი დროისთვის, სინისტრარის ფიგურა საკმაოდ უზადო იყო, როგორც, სხვათა შორის, მისი ტრაქტატიც.

თანამედროვე დასავლელ ღვთისმეტყველთა შორის გავრცელებულია აზრი, რომ ინკუბუსები და სუკკუბუსები - არიან დემონები (ბოროტი სულები), რომელთაც გააჩნიათ სექსუალური ბუნება.

______________

შენიშვნა: ინკუბუსი, ანუ ინკუბონიუსი (ლათ.: incubus, სიტყვიდან incubare - "ზემოდან დაწოლა") - დემონი, რომელიც ეძებს სექსუალურ კონტაქტს ქალებთან. მას ასევე უწოდებენ: alb-ს (გერმ.), duende (ესპ.), folleto (იტალ.). შესაბამისი დემონი, რომელიც მამაკაცებს ეცხადება სექსუალური კონტაქტებისთვის სუკკუბუსად (succuba - საყვარელი, succub(āre) - ქვეშ დაწოლა) იწოდება.

______________

ეს ხატი მჭიდროდ შევიდა თანამედროვე მითოლოგიაში, მაგრამ, როდესაც სინისტრარის თხზულებას წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ "ინკუბუსებისა და სუკკუბუსების დემონიალიტეტის" ავტორი სრულიად სხვა აზრისა გახლდათ მათ ბუნებაზე და მათში გარკვეული სახის ცოცხალ არსებებს ხედავდა. ის მიიჩნევდა, რომ ინკუბუსები და სუკკუბუსები არიან რაღაც საშუალონი ადამიანსა და სულიერ არსებებს (დაცემულ სულებს) შორის.

სინისტრარის თანახმად, ინკუბუსები და სუკკუბუსები არ იყვნენ ბოროტი ანგელოზები ან დემონები, არამედ ადამიანის მსგავსი არსებები, რომლებსაც გააჩნიათ გრძნობები და აქვთ უფლება ისარგებლონ ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლით.

მეორე, არანაკლებ საინტერესო ფაქტი გახლავთ ის, რომ ტრაქტატი "ინკუბუსებისა და სუკკუბუსების დემონიალიტეტი" გვეუბნება იმის შესახებ, რომ სულიერ სამყაროზე შეუძლია უშუალოდ იმოქმედოს ამა თუ იმ ორგანული კომპონენტის ბუნებამ, თანაც, მოცემულ მოქმედებას შეიძლება არ ჰქონდეს "მაგიური" პროცედურის ხასიათი.

უნდა აღინიშნოს, რომ სინისტრარის მიერ აღწერილი ეს იდუმალი არსებები ძლიერ გვაგონებენ თანამედროვე შეტყობინებებს ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა თუ "უცხოპლანეტელთა" მიერ ადამიანთა მოტაცების შესახებ. თავის წიგნში ის ჰყვება ვინმე დედაკაცის, იერონიმას ისტორიას, რომელსაც დასდევდა ინკუბუსი, მის წინაშე პატარა, მოწიფული კაცის სახით ცხადდებოდა და, ცხადია, ცდილობდა მის მიდრეკას სექსუალური აქტისკენ.

არსება იერონიმას ევლინებოდა საძინებელ ოთახში; იერონიმას ქმარს კი მთელი ინციდენტის განმავლობაში ღრმად ეძინა. ინკუბუსების ვიზიტები შეიძლება რამოდენიმე წელი გრძელდებოდეს. მოთხრობის თანახმად, ეშმაკური ქმნილება ქალს იმის შემდეგ გამოეცხადა, რაც მან გასინჯა ფუნთუშა, რომელიც უცნობი მიზეზით სახლში მიუტანეს. ინკუბუსი ქალს აუპატიურებდა და ერთხელ მთელი ტანისამოსიც კი შემოახია ხალხის თვალწინ.

ინკუბუსების საქმეს თან სდევს სხვა იდუმალი ფენომენებიც, მაგალითად, ძუძუთა ბავშვის ლევიტაცია, ნგრევა, დაკარგვა და სხვადასხვა საგნების გადაადგილება ოთახში. ეს კიდევ ერთხელ გვაგონებს თანამედროვე შეტყობინებებს ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, მათ შორის ბევრი საერთო მომენტი არსებობს. ინკუბუსი (ან სუკკუბუსი) ადამიანს ევლინება პატარა ჰუმანოიდის სახით, ეწვევა მას რამოდენიმეჯერ და აშკარად ცდილობს ადამიანის მიდრეკას სექსუალური კონტაქტისკენ.

გარდა ამისა არსებობს ცნობები ფიზიკური ძალადობის შესახებაც. ზოგჯერ ამგვარი კონტაქტების დროს ადამიანს შემოახევენ მთელს ტანისამოსს. და, ბოლოს, ფუნთუშის შეთავაზება იერონიმასთვის ძალზედ გვაგონებს ახლო კონტაქტების იმგვარ შემთხვევებს, როდესაც "უცხოპლანეტელები" ადამიანებს რაიმე საჭმელს ან სასმელს სთავაზობდნენ... მკითხველს ალბათ ახსოვს რამოდენიმე წლის წინანდელი შემთხვევა გურიაში, როდესაც იდუმალი არსება ("უცხოპლანეტელი"), რომელიც ერთ ოჯახს შეეჩვია, ოთახში კანფეტებს ყრიდა... არსება თავს "უცხოპლანეტელად" ასაღებდა.

აი რას ვკითხულობთ ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერნეტ წყაროში: "ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ნონა ჯაჯანიძე ამტკიცებს, რომ გასული საუკუნის 90–იან წლებში უცხოპლანეტელებთან კონტაქტი ჰქონდა. მისივე თქმით, დედამიწის "სტუმრებმა" მას ბევრი რამ ასწავლეს. მისი თქმით, უცხოპლანეტელებმა დედამიწა რამდენიმე წლით დატოვეს, ახლა კი ისევ უკან ბრუნდებიან. ქალბატონი ნონა რედაქციაში უამრავი მასალით, მათ შორის უცნაური ხელნაწერებით მობრძანდა. მისი თქმით, ეს ხელნაწერები, არც მეტი, არც ნაკლები, უცხოპლანეტელებს ეკუთვნით.

– ქალბატონო ნონა, როგორ დაიწყო თქვენი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან?

– პირველი შეხება 1990 წლის აპრილში მქონდა. მაშინ ერთ–ერთი გაზეთის რედაქტორი ვიყავი. იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიაში ერთ–ერთ ოჯახში უცნაური რაღაცეები ხდებოდა. სკოლის მოსწავლე გოგონა უცნაურ არსებებს ხედავდა, სახლშიც სხვადასხვა ნივთი ცვიოდა. თითქოს უჩინარი ხელი რაღაცეებს ისროდა. ეს ამბავი მთელ საქართველოში გახმაურდა. ტელევიზიებში სიუჟეტებიც გაკეთდა. მე, როგორც ჟურნალისტს, გურიაში ჩასვლა მინდოდა, მაგრამ ცოტა ხანში შემატყობინეს, ის გოგონა რუსთავში ჩამოიყვანესო. მეც რუსთავში ვცხოვრობ. გამიხარდა, იმ გოგონას სანახავად შორს წასვლა რომ არ დამჭირდა.

– გოგონას სახლში რა ნახეთ?

– ნამდვილად უცნაური რაღაცეები ხდებოდა. ჩვენ წინ საგნები "დაფრინავდა". იმ დღეს შვილები სახლში ვერავის დავუტოვე. ამიტომ მათთან ერთად წავედი. იქ ცნობილი უფოლოგი თალეს შონია და ოპერატორი დაგვხვდა, რომელიც იმ ყველაფერს ფირზე იწერდა. მერე ის კადრები ტელევიზიითაც აჩვენეს. ჯერ ვაშლი "გამოფრინდა" და იატაკზე დაეწება, მერე – პური, ბოლოს კი სამზარეულოს დანაც ისროლეს. დანა კედელს მოხვდა და იატაკზე ჩაცურდა. ჩემს შვილებს ისე შეეშინდათ, ტირილი დაიწყეს, დედა, აქედან წავიდეთო. საინტერესო ის იყო, რომ იმ ოჯახში იმ მომენტში ვაშლი და პური არ ჰქონდათ.

– ნივთებს პოლტერგეისტი ხომ არ ისროდა?

– სხვათა შორის, პოლტერგეისტის ფენომენს წლების განმავლობაში ვსწავლობდი. მაინტერესებდა, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე. ზოგი პოლტერგეისტს ოჯახის სულს ეძახდა. უცხოპლანეტელებმა კი სხვანაირად აგვიხსნეს. პოლტერგეისტი იგივე ენერგეტიკაა, რასაც ერთმანეთთან კონტაქტის დროს გამოიყენებთ. ამ დროს ბურთის მაგვარი მასა წარმოიქმნება და ის ხმაურობს, ნივთებს ადგილს უცვლისო. იმ შემთხევევაში კი ნივთებს უცხოპლანეტელები ისროდნენ.

– ქალბატონო ნონა, თანამიმდევრულად გვიამბეთ. იმ გოგონასთან რომ მიხვედით, თქვენი პირველი კონტაქტი მაშინ დამყარდა?

– სწორედ ასე იყო. მერე კი ჩემთან უფრო ახლო კონტაქტში შემოვიდნენ.

– რა ენაზე გესაუბრებოდნენ?

– ჩვენი კონტაქტი ტელეპატიურ ენაზე ხდებოდა. გონებაში ფრაზები შემოდიოდა და მეც ასევე ვპასუხობდი.

– ამ ნაწერებზეც გვითხარით, როგორ წერდნენ?

– როგორც გვითხრეს, ისინი იეროგლიფებით წერდნენ, მაგრამ ამ ქაღალდებზე ქართული ასოებია გამოსახული. ჩვენთან ურთიერთობისას ზოგჯერ ამ ფორმას იყენებდნენ. ქართულ ასოებს ამსგავსებდნენ. თითქოს უჩინარი წერდა, მხოლოდ ფანქარი მოძრაობდა და ასოები გამოჰყავდა. ზოგჯერ კი ფანქარი საერთოდ არ მოძრაობდა, თავისით იწერებოდა.

– ვიზუალურად თუ ხედავდით და როგორები იყვნენ?

– კი, ზოგჯერ მეჩვენებოდნენ. ისინი, ვინც ჩვენ გვეკონტაქტებოდა, მაღლები, ადამიანის მაგვარი არსებები იყვნენ. 25 სანტიმეტრიან არსებებსაც ვხედავდით. დავინტერესდი და ვკითხე, რომელი პლანეტიდან ხართ–მეთქი. მითხრეს, ჩვენ წითელი ვარსკვლავიდან ვართო. რომ გამოვთვალეთ, გამოვიდა, რომ პლანეტა ვენერადან იყვნენ.

– მათი ჩამოსვლის მიზანი რა იყო?

– ექიმები იყვნენ და სხვადასხვა დაავადებას კურნავდნენ.

– კიდევ რას გეუბნებოდნენ?

– მაგალითად, მითხრეს, რომ საქართველოში მიწისძვრა მოხდებოდა და სამი ადამიანი დაიღუპებოდა. მართლაც ასე მოხდა. რაჭასა და საჩხერეში მომხდარ მიწისძვრას სწორედ ამდენი ადამიანი ემსხვერპლა. ასევე მითხრეს, მალე ქაღალდის ჭამას დაიწყებთო. როცა პურზე ტალონები შემოვიდა, მაშინ მივხვდი, მათი ნათქვამი რასაც ნიშნავდა. კითხვებზე მოკლე პასუხებს გვაძლევდნენ. არ უყვარდათ, როცა შეკითხვებით თავს ვაბეზრებდით.

– მათთან კავშირი რატომ დაკარგეთ?

– მათთან ურთიერთობა 5 თვის მანძილზე მქონდა. მერე კი, უბრალოდ, ჩვენგან წავიდნენ. მითხრეს, რომ 17–18 წელში უკან დაბრუნდებოდნენ. ეს დრო ახლა დადგა და ვგრძნობ, რომ ისინი ბრუნდებიან. ამას იმ სხივითაც ვგრძნობ, რომელიც სახლში შემოდის. ისინი ჩვენს პლანეტას მხოლოდ სიკეთეს მოუტანენ" (წყარო: "უცხოპლანეტელები დედამიწაზე").

ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ქ-ნ ნონა ჯაჯანიძეს, სამწუხაროდ, აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენა აქვს პოლტერგეისტზეც და ე. წ. "უცხოპლანეტელებზეც" და ეს, როგორც წესი, მართლმადიდებლური ფესვებიდან მოწყვეტის შედეგია. ასეთ შემთხვევაში ადამიანები ცდილობენ თვითონ, საკუთარი ძალით ჩასწვდნენ იმას, რაში წვდომა მათ არ ძალუძთ. პოლტერგეისტი გერმანულიდან "სულების ამბოხს" ნიშნავს და ის დემონურ აქტიურობასთან არის დაკავშირებული. ხოლო "უცხოპლანეტელები", როგორც ასეთი საერთოდ არც არსებობენ. თუ რატომ ვფიქრობთ ასე, საუბრის სხვა თემაა და მომავლისთვის გადავდოთ, რადგან არც ისე მარტივია და ძალზედ დაგვაშორებს წინამდებარე პუბლიკაციაში განხილულ საკითხს.

აქვე გვსურს გავიხსენოთ ქართული ხალხური ფოლკლორიც, რომელშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ალს, ჭინკებს და სხვა მსგავს არსებებს... სამეგრელოში მათ "წყლის დედას" ("წყარიშ დიდა") ან "ტყის დედოფალს" ("ტყაშმაფა") უწოდებენ და მათთან უერთიერთობის წესებიც კი აქვთ ჩამოყალიბებული. არსებობენ სხვა იდუმალი არსებებიც, რომლებთან კონტაქტებზე ჩვენი წინაპრები, ნაცნობები თუ უცნობები მსჯელობდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ უღრან ტყეებში მათ ნამდვილად შეხვედრიან. ვინ იცის, იქნებ ხალხური ლეგენდების მიღმა მართლაცდა არსებობს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი... მითუმეტეს, რომ წმ. ანტონი დიდის ცხოვრებაში დადასტურებულია ამგვარი არსებების რეალობა, რადგან ერთი მათგანი ანტონი დიდს შეხვდა კიდევაც უდაბნოში და საკუთარი ხალხის სახელით ქრისტეს წინაშე შუამდგომლობა სთხოვა.

ქართულ ხალხურ გადმოცემებში ინკუბუსებისა და სუკკუბუსების არსებობის თემას ჩვენ მომავალში აუცილებლად შევეხებით, ამჯერად კი კვლავ დავუბრუნდებით ლუდოვიკო მარია სინისტრარის თხზულებას "ინკუბუსებისა და სუკკუბუსების დემონიალიტეტი" და შევახსენებთ მკითხველს, რომ ამ მასალის გამოქვეყნება მხოლოდ და მხოლოდ გაცნობის თვალსაზრისით არის განპირობებული.

უნდა გვახსოვდეს, რომ ავტორი არის კათოლიკე აბატი, რომლის ასკეტურ-რელიგიური შეხედულებები ძლიერ განსხვავდება მართლმადიდებლურისგან, მაგრამ შესაძლოა ის ეხება ისეთ საკითხებს, რომელიც არასოდეს ყოფილა მართლმადიდებლური ასკეტიკის საგანი.

ამ ნაშრომის თარგმნით და გამოქვეყნებით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თემის შესწავლას ვაძლევთ დასაბამს, რისთვისაც სინისტრარის თხზულება აუცილებელ და საჭირო დასაწყისად გვიჩნს.

ჩვენი ტექსტი თარგმნილია რუსულიდან, ჟურნალ "Изида"-ში 1912 წელს გამოქვეყნებული მასალების მიხედვით.


* * * * * * * * * *


თავი I

ტერმინ "დემონიალიტეტის" (დემონთან დაცემის) წარმომავლობა და რითი განსხვავდება ეს დანაშაული "ბესტიალიტეტისგან" (პირუტყვთან დაცემისგან)

პირველი ავტორი, რომელმაც გამოიყენა ტერმინი "დემონიალიტეტი", როგორც მე ვიცი, იყო ხუან კარამუელი, რომელმაც ეს სიტყვა თავის "ძირითად ღვთისმეტყველებაში" ახსენა; თუ არ ვცდები, მანამდე არავის არ განუცალკევებია ეს დანაშაული "ბესტიალიტეტისგან". მართლაც, ყველა მორალისტი-ღვთისმეტყველი ტერმინ ბესტიალიტეტში გულისხმობს "ადამიანის ყოველგვარ ხორციელ კავშირს სხვა სახეობის ან გვარის ობიექტთან" (თომა აქვინელი). კაეტანი ამ საკითხთან დაკავშირებულ თავის განმარტებაში ეშმაკთან სქესობრივი კონტაქტის დამყარებას "ბესტიალიტეტის" კატეგორიას განაკუთვნებს.

მაგრამ ცნობილია, რომ თომა აქვინელს, როდესაც ამ საკითხს ეხებოდა, სულაც არ ჰქონია მხედველობაში ეშმაკთან სექსუალური კავშირი. ლაპარაკია ბუნების საწინააღმდეგო ცოდვაზე, "როდესაც ხდება სექსუალური კავშირი სხვა სახის ობიექტთან, რაც "ბესტიალიტეტად" იწოდება და ამ სახელწოდების ქვეშ ადამიანისგან განსხვავებულ სხვა სახეობისა და გვარის არსებას გულისხმობს; ამიტომაც მას არ შეუძლია აქ გამოიყენოს სიტყვა ობიექტი ან საგანი ამ სიტყვების საზოგადო მნიშვნელობით". თომას აქ სურდა განესაზღვრა ადამიანის კავშირი სხვა გვარის ცოცხალ ობიექტთან, ანუ პირუტყვებთან, და სულაც არ გულისხმობდა სექსუალურ კავშირს ეშმაკთან. ამრიგად, ეშმაკთან კავშირი - დემონიალიტეტი, იქნება ეს ინკუბუსი თუ სუკკუბუსი, განსხვავდება ბესტიალიტეტისგან და არ წარმოადგენს ამ უკანასკნელისთვის რაიმე სპეციალურ სახეს და რასაც გინდა ამბობდნენ ძველი მწერლები, ამ შემთხვევებში ძალზედ განსხვავებულია ბუნების საწინააღმდეგო ცოდვები.

ეს სწავლება დაგმო პაპმა ალექსანდრე VII იმიტომ, რომ ყოველ ამ ცოდვას ახასიათებს საკუთარი უკეთურება, რომელიც უბიწოების საწინააღმდეგოა, და ადამიანის მოდგმის გამრავლებას ხელს უშლის. შეიძლება დავიმოწმოთ მორალისტების საკმაოდ ცნობილი სწავლებაც, რომელიც აღიარებულია ღვთისმეტყველთა მიერ, და რომლის თანახმადაც სინანულისთვის საკმარისია აღსარებაზე ახსენო ვითარებანი, რომლებიც განაპირობებენ ცოდვის სახეობას.

დემონიალიტეტი და ბესტიალიტეტი ერთი თუ და იგივეა, თუმცა განსხვავებული სახით, მაშინ მონანულისთვის, თუ მას ეშმაკთან ჰქონდა სექსუალური კავშირი, საკმარისია თავის სულიერ მოძღვარს უთხრას - "მე ჩავიდინე ბესტიალიტეტის ცოდვა".

მაგრამ ეს არასწორი იქნება, რადგან ეს ორი ცოდვა განსხვავდება ერთმანეთისგან.

შესაძლოა თქვან, რომ ეშმაკთან კავშირის პირობები სულიერ მოძღვარს უნდა გაუმხილონ იმ შეურაცხყოფის გამო, რასაც ისინი რელიგიას აყენებენ: მართლაც, ეს შეურაცხყოფა აღესრულება მიუხედავად იმისა, ეშმაკის თაყვანისცემის გამო მოხდა იგი, მისდამი შეწირული მსხვერპლისა და ლოცვებისა, თუ მასთან დადებული შეთანხმების შედეგად. მაგრამ, როგორც შემდგომში ვიხილავთ, ინკუბუსები და სუკკუბუსები ნამდვილად არსებობენ და მათ ეს ყოველივე არანაირად არ ეხებათ.

გარდა ამისა, ყველა მორალისტ-ღვთისმეტყველის აღიარებით, ეშმაკთან დაცემის ცოდვა უფრო მძიმეა, ვიდრე მსგავსი ქმედება, ჩადენილი რომელიმე პირუტყვთან.

თუმცა, როდესაც ცოდვები აღესრულება ერთსა და იმავე განსაკუთრებულ სახეობაში, ერთი ცოდვა შეუძლებელია იყოს მეორეზე უმძიმესი, არამედ ყველა ერთნაირად მძიმეა: ასეთ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა - ვირთან გექნება სექსუალური კავშირი, ძაღლთან თუ ჭაკთან.



თავი II

როგორც ნეტარი ავგუსტინე მოწმობს, ინკუბუსებთან და სუკკუბუსებთან სექსუალური კონტაქტი სინამდვილეა და არა წარმოსახვის ნაყოფი

დავადგინეთ რა განსხვავება ტერმინებს შორის "დემონიალიტეტი" და "ბესტიალიტეტი", ამ დანაშაულის მთელი სიმძიმის შეფასება რომ შევძლოთ და განვსაზღვროთ სასჯელი, რომელსაც ამის ჩამდენი იმსახურებს (რაც ყველაზე მთავარია ჩვენთვის), უნდა გამოვიკვლიოთ, რაოდენ განსხვავებული სახეობებით შეიძლება მისი ჩადენა, რადგან ეშმაკი, ინკუბუსის ან სუკკუბუსის ფორმით, კავშირს ამყარებს არა მარტო ადამიანთან, არამედ პირუტყვებთანაც. ზოგიერთი ავტორის აზრით, ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი. მსგავსი რამ, ამბობენ ისინი, მხოლოდ ჯადოქრების შესახებ შეთხზულ ამბებში გვხვდება; ეშმაკის ზემოქმედებით ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ესწრებიან ღამეულ შაბაშებს და ეშმაკთან ხორციელ კონტაქტებს ამყარებენ; სინამდვილეში კი ეს მხოლოდ მათ წარმოსახვაში ხდება, როგორც ეს იყო დადასტურებული ორი კრების მიერ.

ჯადოქრები მართლაც ესწრებიან ღამეულ შაბაშებს და ხორციელი კავშირიც აქვთ ეშმაკთან. ეს არის ღვთისმეტყველთა და იურისტთა აზრი, რომელიც ვრცლად არის გადმოცემული თხზულებაში "Compendium Maleficarum" ("ჯადოქრების სია").

და ბოლოს, საკითხის გადასაწყვეტად, ჩვენ გვაქვს ნეტარი ავგუსტინეს ავტორიტეტი, რომელიც თავის თხზულებაში ("ზეციური ქალაქის შესახებ". წიგნი 15, თ. 23)) ამბობს: "ძალზედ გავრცელებულია აზრი, რომ სილვანები (ინგლ. Sylvans - რედ.) და ფავნები, რომელთაც ჩვეულებისამებრ ინკუბუსებს უწოდებენ, ხშირად აწუხებენ ქალებს. არიან ასევე დემონები, რომელთაც გალიელნი დუზიებად ხმობენ და ასევე ბილწ კავშირებს ეძლევიან. ეს იმდენი მრავალრიცხოვანი ავტორიტეტების მიერ არის დამოწმებული, რომ კადნიერება იქნებოდა მათი უარყოფა".

ინკუბუსების და სუკუბუსების დემონიალიტები
ტყის ფერია (ქართ.: "ალი") - სუკკუბუსი


თავი III

ჯადოქრების დამოკიდებულება ეშმაკთან და მათი განდობის რიტუალები


სხვადასხვა ავტორები მრავალრიცხოვანი მაგალითებით ამტკიცებენ, რომ ეშმაკს აქვს ორი საშუალება დაამყაროს სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან და დედაკაცებთან. პირველი ეხება ჯადოქრებს, მეორე კი - ჯადოქრობისგან შორს მდგომ მამაკაცებსა და დედაკაცებს.

პირველ შემთხვევაში ეშმაკი კონტაქტს ამყარებს ჯადოქრებთან მხოლოდ საზეიმო შეთანხმების შემდეგ, რომლის ძალითაც ეს უბედური ადამიანები გადადიან ეშმაკის მფლობელობაში.


თავი IV

ხრიკები, რომელსაც იყენებს ეშმაკი სხეულის მოსაპოვებლად


შეიძლება გვკითხონ, როგორ ახერხებს ეშმაკი მამაკაცებთან და დედაკაცებთან სქესობრივი კონტაქტის დამყარებას, მას ხომ მატერიალური სხეული არ გააჩნია? ამაზე შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ ის ზოგჯერ ეუფლება ადამიანის გვამს ან კიდევ აყალიბებს თავის სხეულს სხვადასხვა გზებით. თუ ქალს თავში მოუვა ფანტაზია დაორსულდეს ეშმაკისგან (რაც შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობითა და სურვილით მოხდეს), ეშმაკი წინასწარ გადაიქცევა დედაკაცად (სუკკუბუსად), შეეყოფა მამაკაცს, ან კიდევ მამაკაცში გამოიწვევს ვნებიან სიზმარს, რომლის დროსაც მოჰტაცებს მას თესლს და გადაიტანს დედაკაცის საშოში, რითაც დააორსულებს.

ზოგჯერ ეშმაკი ინკუბუსის ან სუკკუკბუსის სახით უკავშირდება მამაკაცს ან დედაკაცს, რომლებიც მას განსაკუთრებულ პატივს არ სცემენ და არც იმ მსხვერპლს სწირავენ, რომელსაც ის ჩვეულებრივ ჯადოქრებისგან ითხოვს, როგორც ეს ზემოთ იყო ნათქვამი. ეს უბრალოდ ვნებიანი ავხორცია, რომელსაც სხვა მიზანი არ გააჩნია იმ არსების დაუფლების გარდა, რომლისკენაც ილტვის. ამის შესახებ არსებობს სხვადასხვა ავტორთა მიერ დამოწმებული მრავალი მაგალითი. ერთ-ერთი მათგანია მელიპე ლუკიას შემთხვევა. მელიპემ, იმის შემდეგ, რაც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ერთ ქალთან, მასზე დაქორწინება ისურვა, მაგრამ ვინმე ფილოსოფოსმა, რომელიც ქორწილს ესწრებოდა, მელიპეს უთხრა, რომ მას საქმე ჰქონდა კომპუზასთან, ანუ დემონ-სუკკუბუსთან, - ამის გაგონებაზე პატარძალმა ერთი ამოიოხრა და უგონოდ დაეცა.

ჰეკტორ ბოეტიუსი ჰყვება შემთხვევას, რომელიც თავს გადახდა ერთ ახალგაზრდა კაცს, რომელთანაც, მიუხედავად იმისა, რომ მყარად ჰქონდა ჩარაზული კარ-ფანჯარა, რამოდენიმე თვის განმავლობაში დადიოდა დამატყვევებელი სილამაზის დემონი-სუკკუბუსი; დემონი ყველა ღონეს ხმარობდა იმისთვის, რათა სიყვარულისკენ მიედრიკა ახალგაზრდა კაცი -მოფერება, კოცნა, მოხვევა, ვედრებანი, არაფერი დაუკლია მას ამ ახალგაზრდისთვის, მაგრამ სათნოთმოყვარე კაცის შეცდენა მაინც ვერ შესძლო.


თავი V

ინკუბუსები თავს მარტო დედაკაცებს როდი ესხმიან



შეიძლება მოვიტანოთ მრავალ მაგალითი იმგვარი დედაკაცებისა, რომლებსაც აცთუნებდა დემონი-ინკუბუსი. ქალები თავიდან ეწინააღმდეგებოდნენ საცთურს, მაგრამ მალე მისი თხოვნისკენ მიიდრიკებოდნენ და იხიბლებოდნენ ინკუბუსის ვედრება-ცრემლებითა თუ მოფერებით; ეს არის დაუოკებელი ავხორცი, რომელსაც იძულებული ხარ დაუთმო. ზოგჯერ ეს ხდებოდა რომელიმე ჯადოქრის დახმარებით, რომელსაც ეშმაკი შუამავლად იყენებდა, მაგრამ არცთუ იშვიათად, ის თვითონაც მოქმედებდა.

ეშმაკი კავშირს ამყარებს არა მარტო ქალებთან, ჭაკებთანაც; თუ ისინი დაუთმობენ მის სურვილს, ის თავს ევლება და ეფერება მათ; შეუძლია ისე დაუწნას ფაფარი ნაწნავებად, რომ მისი გახსნა შეუძლებელი ხდება; მაგრამ თუ ისინი ეწინააღმდეგებიან დემონს, მაშინ ცემს მათ, ყოველნაირად ვნებს და ბოლოს ჰკლავს კიდეც.


თავი VI

"ფოლეტას" სულები, რომელთაც შეფუცვებისა არ ეშინიათ

ნამდვილად საკვირველი და თითქმის გაუგებარია ინკუბუსების ის კატეგორია, რომელთაც საფრანგეთსა და იტალიაში ფოლეტებს, ხოლო ესპანეთში - დუენდესს უწოდებენ, და რომლებიც არ ემორჩილებიან შემფუცველებს, არც შეფუცვების ეშინიათ და, წმიდა საგნების მოახლოების შემთხვევაში, დემონებისგან განსხვავებით, შიშს ოდნავადაც არ გამოხატავენ; რადგან რაოდენ ჯიუტნიც იყონ ეს ბოროტი სულები, რაოდენ ურყევნი თავიანთ წინააღმდეგობაში არ დაემორჩილონ შემფუცველებს, რომლებიც მათ შეპყრობილი ადამიანის სხულის დატოვებას უბრძანებენ -საკმარისია წარმოსთქვა იესუ ქრისტეს ან ქალწულ მარიამის სახელი, ან წაიკითხო რამოდენიმე მუხლი წმიდა წერილიდან, მიადო ადამიანს წმიდა რელიქვიები, ძირითადად, წმიდა ჯვრის ნაწილები, ან მიუახლოვო წმიდა გამოსახულებები, რომ იმწამსვე ისმინო როგორ ბღავის შეპყრობილის პირით დემონი და ნახო მისი კბილების ხრჭიალი, მღელვარება და კანკალი, - ერთი სიტყვით, შიშის ყოველგვარი გამოვლინებანი. მაგრამ ფოლეტებზე მსგავსი არაფერი მოქმედებს: თუ ისინი წყვეტენ თავიანთ დევნას, მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც თვითონ ისურვებენ. ამისი მოწმე თვითონ გახლდით და ერთ დაუჯერებელ ისტორიასაც მოგიყვებით.


თავი VII

ქალბატონ იერონიმას უცნაური სტორია

დაახლოებით ოცდახუთი წლის წინ, ქ. პავიას წმ. ჯვრის მონასტრის ღვთისმეტყველების პროფესორად ყოფნისას, ამ ქალაქში ცხოვრობდა ერთი მაღალზნეობრივი გათხოვილი ქალი, რომლის შესახებაც, ვინც კი მას იცნობდა, უმთავრესად კი მონაზვნები, აუგს ვერ იტყოდნენ. მას იერონიმა ერქვა და წმ. მიქაელის სამრევლოს ეკუთვნოდა. ერთხელ ეს დედაკაცი ცომს ზელდა, რადგან საზოგადო ღუმელის მფლობელისგან პურის გამოცხობა ჰქონდა დავალებული. მან იერონიმას მოუტანა მზა, გამომცხვარი პური და დიდი, საკმაოდ უცნაური ფორმის ორცხობილა, რომელიც ვენეციური, კარაქშერეული ცომისგან იყო დამზადებული.

იერონიმა უარს ამბობდა ამ ორცხობილას აღებაზე, რადგან ამბობდა, რომ მსგავსი არაფერი გამოუცხვია. "მაგრამ, - მიუგო საცხობის მფლობელმა, -დღეს მე, თქვენი პურის გარდა სხვა პური არ მიმიღია. აიღეთ ეს ორცხობილა; როგორც ჩანს ცუდი მეხსიერება გაქვთ". დარწმუნებულმა კეთილმა ქალმა აიღო ორცხობილა და შეჭამა ის ქმართან, სამი წლის ქალიშვილთან და მოახლესთან ერთად. მომდევნო ღამეს, როდესაც ოჯახმა დაიძინა, იერონიმას უცებ გაეღვიძა ხმისგან, რომელიც ჩუმ და ფაქიზ სტვენას წააგავდა და, რომელმაც ყურში სრულიად მკაფიოდ ჩასჩურჩულა: "გემრიელი იყო ორცხობილა?" შეშინებულმა ქალმა პირჯვარი გამოისახა და ქრისტესა და ქალწულ მარიამის სახელებს მოუხმო.

"ნურაფრის გეშინია, - ამბობდა ხმა, - მე არ მსურს შენთვის ბოროტი; მე ყველაფერზე წავალ, ოღონდ შენ მოგეწონო; დატყვევებული ვარ შენი სილამაზით, შენთან ალერსი კი ჩემი ყველაზე დიდი სურვილია". ამავე დროს ქალმა ლოყაზე უფაქიზესი და მსუბუქი კოცნა იგრძნო, რომელიც იმდენად ფაქიზი იყო, თითქოსდა ლოყაზე ბამბა წაუსვესო. იერონიმა წინააღმდეგობას უწევდა უხილავ ძალას, არ პასუხობდა, გამუდმებით იმეორებდა წმიდა სახელებსა და პირჯვარს იწერდა. საცთური დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, რომლის შემდეგ მაცთური დედაკაცს განშორდა. დილით იერონიმამ თავის მოძღვარს, განათლებულ და გონიერ ადამიანს მიაკითხა, რომელმაც სარწმუნოებრივად გაამხნევა ქალი და დაარწმუნა მედგარი წინააღმდეგობა გაეწია ბოროტისთვის. მან ასევე ურჩია მანდილოსანს მოემარაგებინა რამოდენიმე წმიდა საგანი. მომდევნო ღამეს იგივე საცთურები კვლავ განმეორდა... ამ მძიმე და მომქანცველი საცთურებით დაღლილმა ქალმა, თავისი სულიერი მოძღვრის რჩევით გადაწყვიტა მიემართა შემფუცველთათვის, რათა თავი გამოეცადა და ენახა ბოროტი სულით ხომ არ იყო ის შეპყრობილი. შემფუცველებმა ვერაფერი ჰპოვეს დედაკაცში ისეთი, რაც ბოროტი სულის მუნმყოფობაზე მიანიშნებდა; განწმინდეს სახლი, საძინებელი ოთახი, საწოლი და შეჰფუცეს ინკუბუსს შეეწყვიტა თავისი ოხუნჯობანი. მაგრამ ამაოდ! საცთური მაინც გრძელდებოდა: მზაკვარი თავს იკატუნებდა და არწმუნებდა დედაკაცს, რომ კვდებოდა მისი სიყვარულით, ტიროდა და ოხრავდა, რათა მოეგო დედაკაცის გული, რომელიც, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ღვთის წყალობით მედგრად იგერიებდა დემონის შეტევებს.

მაშინ ინკუბუსმა ტაქტიკა შეცვალა: ლამაზმანს ის უჩვეულო სილამაზის ახალგაზრდა კაცის სახით წარუდგა; მამაკაცს ოქროსფერი კულულები, თეთრი წვერი და მუქი-მწვანე ფერის თვალები ჰქონდა. მისი თმები სელივით იყო დახვეული; ხოლო ყოველივე ამისთვის ხიბლი რომ შეემატებინა, ახალგაზრდა მამაკაცი დახვეწილი ესპანელის ტანისამოსში გამოეწყო. ის მუდმივად ეცხადებოდა ლამაზმანს სადაც უნდა ყოფილიყო იგი; შეყვარებულივით ტიროდა, ითხოვდა მის ერთ კოცნას, მოკლედ, იყენებდა ცთუნების ყველა მეთოდს, რათა როგორმე მოეგო ქალის გული.

ამ ახალგაზრდა ყმაწვილს მხოლოდ იერონიმა ხედავდა და მხოლოდ მას ესმოდა მაცთურის, სხვა დედაკაცთათვის კი ის უხილავი იყო. მაგრამ კეთილი მანდილოსანი მაინც მტკიცედ იდგა; ბოლოს, რამოდენიმე თვის გააფთრებული მცდელობების შემდეგ, ინკუბუსმა დევნის სხვა სახეს მიმართა. ჯერ ვერცხლის ჯვარი მოჰპარა მანდილოსანს, რომელშიც წმიდა ნაწილები იყო მოთავსებული; შემდეგ ბეჭდებსა და სხვა ძვირფასეულობას მიადგა, და ყველაფერ ამას ისე იპარავდა, რომ ხელუხლებელი რჩებოდა ზარდახშის ბოქლომი. ბოლოს, ინკუბუსმა ქალი საშინლად ცემა. ყოველი ამგვარი თავდასხმის შემდეგ იერონიმას სახეზე, ხელებსა და სხეულზე აჩნდა წამების კვალი და ჩალურჯებები, რომლებიც ერთი ორი დღის შემდეგ ქრებოდა, მაშინ როდესაც ბუნებრივი ჩალურჯებები ქრებიან თანდათანობით.

ზოგჯერ, იმ დროს, როდესაც იერონიმა თავის პატარა გოგონას მკერდს აწოვებდა, ინკუბუსი ბავშვს წაართმევდა და მას სახურავის კიდეზე დადებდა, ან კიდევ დაუმალავდა დედას, თუმცა პატარას ზიანს არასოდეს აყენებდა. ხან პირქვე გადმოაყირავებდა მთელს მეურნეობას, ამტვრევდა ქოთნებს, თეფშებს და სხვა ჭურჭელს და მყისიერ ისევ აღადგენდა ადრინდელ მდგომარეობაში. ერთხელ ღამით, როდესაც იერონიმა ქმართან იწვა, ინკუბუსი თავის ჩვეულ მდგომარეობაში გამოეცხადა და დაჟინებით შეევედრა დაეთმო მისი სურვილებისთვის; იერონიმა, როგორც ყოველთვის, მედგრად ეწინააღმდეგებოდა. ინკუბუსი გაცოფებული გაშორდა მას, მაგრამ მალევე დაბრუნდა ქვის პლიტების უზარმარზარი გროვით, რომლებითაც გენუისა და ლიგურიის მცხოვრებნი სახლებს იშენებენ. ამ ქვებისგან მან საწოლის ირგვლივ ისეთი მაღალი კედელი აააგო, რომ ჭერს მიაღწია, ხოლო მეუღლეებს მის გადასალახავად ალბათ კიბე დასჭირდებოდათ, მაგრამ, ეს კედელი კირის გარეშე იყო აგებული, ამიტომაც ის ადვილად დაანგრიეს, ხოლო ქვები კუთხეში მიალაგეს, სადაც ორი დღის განმავლობაში იდო, შემდეგ კი გაქრა.

წმ. სტეფანეს დღეს ქმარმა სახლში რამოდენიმე მეგობარი მიიწვია, მამაცი და სახელოვანი მეომრები და მათ საპატივცემოდ საზეიმო სადილი მოაწყო. იმ დროს, სანამ სტუმრები მაგიდას მიუსხდებოდნენ და ჩვეულებისამებრ ხელებს იბანდნენ, უეცრად მაგიდა, საჭმელი, თეფშები, ჭიქები და მთელი ჭურჭლეულობა გაქრა. წარმოიდგინეთ სტუმრების გაოცება! მათ შორის ერთი ესპანელი კაპიტანიც იყო, რომელმაც წამოიძახა: "ნუ გეშინიათ, ეს ეშმაკის ხრიკებია, მაგრამ მაინც, - დალახვროს ეშმაკმა! აქ მაგიდა იდგა და ის ახლაც აქ დგას. ერთი წუთი მოითმინეთ, და მე მას ვიპოვი". ამის თქმა იყო, და გაბედულად გაიარა ოთახში წინ გაწვდენილი ხელებით რათა მაგიდა მოესინჯა. კაპიტნის ამგვარი ქცევის შემხედვარე სტუმრებს სიცილი აუტყდათ და მისაღებში გავიდნენ, რადგან უკვე წასვლას აპირებდნენ. უეცრად სასადილო ოთახიდან საშინელი ხმაური მოესმათ. როცა მობრუნდნენ, რათა გაეგოთ, თუ რა იყო ხმაურის მიზეზი და ისევ სასადილოში შეცვივდნენ, იხილეს მაგიდა, რომელიც გაწყობილი იყო მდიდრული ჭურჭლითა და ნუგბარი საჭმელ-სასმელებით, რომლებიც ოთახში ადრე არ იყო. კედელთან იდგა დიდი ბუფეტი ბროლის, ვერცხლის და ოქროს დოქებითა და თასებით, რომლებშიც კანარული, რეინული, კრიტული და სხვა ქვეყნის ღვინოები ესხა. სამზარეულო მანამდე არნახული საჭმელებით იყო სავსე. სტუმართაგან ზოგიერთი ყოყმანობდა მის გასინჯვას, მაგრამ, უფრო გამბედავების მიერ წაქეზებულები, მაგიდას მიუსხდნენ და სადილობაც დაიწყეს, საჭმელ-სასმელი კი უგემრელესი აღმოჩნდა. როგორც კი სადილობას მორჩნენ და ბუხარს მიაშურეს -უეცრად ყველაფერი გაქრა, და გაჩნდა ძველი მაგიდა იმ საჭმელ-სასმელით, მასპინძლებს რომ მოემზადებინათ მათთვის; მაგრამ ყველა სტუმარი ისე გამაძღარი იყო, რომ ვახშმობა უკვე აღარავის მოუნდა, რაც საკმაოდ ნათლად ადასტურებს, რომ შეცვლილი საჭმელი რეალური იყო და არა წარმოსახვითი.

ინკუბუსი რამოდენიმე თვე დევნიდა იერონიმას. 28 სექტემბერს, წმ. მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის დღესასწაულის წინ, იერონიმამ აღთქმის შესაბამისი ანაფორა შეიმოსა და ეკლესიას მიაშურა. დაახლოებით ცხრა საათი იყო, ადამიანთა დიდი რაოდენობა სასადილოსკენ რომ დაიძრა. მაგრამ ის-ის იყო სტოაში შეაბიჯა უბედურმა იერონიმამ, რომ უეცრად, თითქოსდა ქარმა წაიღოო, ტანისამოსი სრულიად შემოეძარცვა და გაქრა, თვით მანდილოსანი კი სრულიად გაშიშვლდა. საბედნიეროდ, ბრბოდან ორმა ადამიანმა სწრაფად გაიხადეს საკუთარი მოსასხამები, რათა უბედური ქალის სიშიშვლე დაეფარათ, ჩასვეს ეტლში და სახლში გააცილეს. რაც მოტაცებულ ტანისამოსს, ინკუბუსმა ის მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დააბრუნა.

მე სხვა კიდევ უფრო საოცარ ისტორიებს მოგიყვებოდით, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი.

შეგვიძლია დავამატოთ მხოლოდ ის, რომ ინკუბუსი მრავალი წლის განმავლობაში ჯიუტად დასდევდა თავის მსხვერპლს ათასგვარი საცთურებით; და როდესაც, ბოლოს და ბოლოს, დარწმუნდა თავისი ძალისხმევის უაზრობაში, ქალს განეშორა.

ჩემს მიერ ზემოთ დამოწმებულ შემთხვევაში, ისევე როგორც მრავალ სხვა ისტორიებში, რომლებიც ხშირად გვესმის, ინკუბუსი ეხება არა რელიგიას, არამედ უბიწოებას. შედეგად, თუ მის საცთურებს ვინმე უთმობს, სცოდავს არა უღმრთოებით, არამედ თავშეუკავებლობით.


თავი VIII

ინკუბუსთაგან ნაშობი ადამიანები

ღვთისმეტყველთაგან და ფილოსოფოსთაგან დამტკიცებულია, რომ ადამიანისა და ეშმაკის შეერთებით ზოგჯერ ადამიანებიც იბადებიან; როგორც ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, სწორედ ამ გზით უნდა დაიბადოს ანტიქრისტეც. ამასთან ისინი შენიშნავენ, რომ სრულიად ბუნებრივი მიზეზებით, ინკუბუსთაგან გაჩენილი ყრმები, არიან მაღლები, ძლიერები, ამპარტავნები და მძვინვარენი.
ინკუბუსების და სუკუბუსების დემონიალიტები
თავი IX

ინკუბუსები და სუკკუბუსები - მარტო სულნი როდი არიან;
ისინი შობენ, შედეგად, მათ გააჩნიათ საკუთარი სუბსტანცია. რამოდენიმე სიტყვა გიგანტების შესახებ

წმიდა წერილში (დაბ. 6:4) ვპოულობთ, რომ გიგანტები იშვებოდნენ ღმრთისშვილებსა და კაცთა ასულებს შორის სქესობრივი კავშირის შედეგად; ასე ბრძანებს წმიდა წერილი. მაგრამ, როგორც წინასწარმეტყველი ბარუქი ამბობს (ბარუქი 3:26) ეს გიგანტები დიდი ზომის ადამიანები იყვნენ და სხვა ადამიანებს ბევრად აღემატებოდნენ. თავიანთი დიდი ზომების გარდა, ისინი კიდევ საოცარი ძლიერების გამოირჩეოდნენ, იყვნენ ტირანები და ძარცვავდნენ ყველაფერს; გიგანტების ეს დანაშაულობანი უნდა მივიჩნიოთ წარღვნის პირველ და უმთავრეს მიზეზად.

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ღმრთის შვილებში შეთის შთამომავლები უნდა ვიგულისხმოთ, ხოლო კაცთა ასულებში - კაენის ასულები, რადგან პირველნი აღვსილნი იყვნენ წყალობით, რწმენითა და სხვა სათნოებებით, მაშინ როდესაც კაენის მოდგმა სრულიად საწინააღმდეგო თვისებებითა და მანკიერებებით გამოირჩეოდა; არ ვარღვევთ რა ჯეროვან პატივისცემას წმ. იოანე ოქროპირის, კირილეს, ჰილარიუსისა და სხვა მამებისადმი, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს წმიდა წერილის მკაფიო აზრის საწინააღმდეგოა, რადგან ზემოთხსენებულ თაობებს შორის კავშირისგან გიგანტური ზომის არსებები იშვნენ.

ამრიგად, ნათელია, რომ ეს გიგანტები ადრე არ არსებობდნენ, და თუ მათი შობა ამ კავშირის შედეგი იყო, მაშინ დაუშვებელია, რათა ეს შეთისა და კაენის მოდგმის კავშირს მიეწეროს, რომლებიც, თვითონ ჩვეულებრივი სიმაღლისანი იყვნენ და მხოლოდ ამგვარი შვილების გაჩენა თუ შეეძლოთ. შედეგად, კავშირში, რომლისგანაც გიგანტური სიმაღლის არსებები იშვნენ, უნდა ვიგულისხმოთ არა ჩვეულებრივი მამაკაცისა და დედაკაცის სქესობრივი კონტაქტი, არამედ ინკუბუსების მოქმედება, რომლებსაც თავიანთი ბუნების წყალობით ადვილად შეიძლება ღვთისშვილები ეწოდოთ. ასეთია ფილოსოფოს-პლატონიკთა ზარი, და ის არ ეწინააღმდეგება იოსებ ფლავიოსის, ფილონ ალექსანდრიელის, იუსტინე-ფილოსოფოსის, კლიმენტ ალექსანდრიელის და ტერტულიანეს შეხედულებას, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ინკუბუსები ხორციელი ანგელოზები იყვნენ, რომლებიც სიამტკბილობის ვნებას მიეძალნენ. მართლად, როგორც ამას შემდგომში ვაჩვენებთ, აქ, წინააღმდეგობის სახით ერთი და იგივე აზრი იგულისხმება.

თუმცა, საზოგადო აზრის მიხედვით, სწორედ ინკუბუსებმა წარმოშვეს ეს "გიგანტები" მაცოცხლებელი ენერგიის დახმარებით, რომელიც ადამიანისგან აიღეს, მაგრამ, რადგან ეს შეუძლებელია, ჩვენ კვლავ იმ დასკვნას ვუბრუნდებით, რომ გიგანტები ადამიანის თესლისგან კი არ გაჩნდნენ, არამედ ინკუბუსი, შთამომავლობა რომ გაეჩინა, იყენებდა თესლს, რომელიც ადამიანისგან როდი ჰქონდა აღებული. მაშ ვისგან?
ინკუბუსების და სუკუბუსების დემონიალიტები
თავი X

ყველა ანგელოზი როდია უსხეულო


როგორც მეცნიერი, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ინკუბუსი ქალთან შეერთების დროს ბავშვს სრულიად დამოუკიდებლად აჩენს. მრავალი ამგვარ მტკიცებას მწვალებლობად და არაგონივრულად ჩათვლის, მე კი ვთხოვ ჩემს მკითხველს ამ აზრის განსჯას ნუ იჩქარებს, რადგან, როგორც კელსიუსი ამბობს: "არ არ ის ჯეროვანი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, სანამ ყოველი მხრიდან არ განიხილავ საქმეს, ასევე უსამართლოა გაკიცხვა აზრისა, მისი აწონ-დაწონვისა და მისი არგუმენტების უარყოფის გარეშე". შედეგა, მე უნდა დავამტკიცო ჩემი დასკვნა, და ამისთვის დეტალურ მიმოხილვას უნდა შევუდგე. ჯერ-ერთი, ჩემს აზრს ვაფუძნებს იმ შეხედულებას, რომ არსებობენ წმიდად სულიერი არსებები, რომელთაც მატერიალურთან არაფერი აკავშირებთ.

ასეთები არიან ნეტარი ანგელოზები და სამარადისო ტანჯვისთვის განსჯილი დემონები.

ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებდა, რომ ანგელოზთა და დემონთა სულიერება სარწმუნოების დოგმატად არ არისო დაწესებული, სხვები კი უფრო შორს მიდიოდნენ და ამბობდნენ, რომ როგორც ანგელოზები, ასევე დემონები - ხორციელნი არიანო; აქედან კი ასკვნიდნენ, რომ დაუჯერებელი არაფერი იქნება იმაში, თუ ანგელოზებსა და დემონებს ორმაგ, კერძოდ, სულიერსა და ხორციელ, ანგელოზურ და მიწიერ არსებობას მივაწერდეთ. მიმაჩნია, რომ ზოგიერთი არსება ოდენ სულიერ ქმნილებად უნდა ვაღიაროთ - ასეთები არიან უმაღლესი ხარისხის ანგელოზები. მრავალი ღვთისმეტყველი აღიარებს ანგელოზებს შორის ისეთ სხვაობას, რომ ზოგიერთი ანგელოზი, მათი აზრით, მხოლოდ წმიდა სულია, შედეგად -უმაღლესი ბუნების, ხოლო სხვები - ხორციელნი, არც ისე სრულყოფილნი და სხვებისგან მხოლოდ თავიანთი არსებით, ხორციელი და უხორცო ბუნებით განსხვავდებიან.

მართლად, ნიკეის II (ე. ი. 7-ე მსოფლიო - რედ.) კრებაზე წარდგენილ იქნა იოანე თესალონიკელის წიგნი, რომელიც ერთი წარმართი ფილოსოფოსისი წინააღმდეგ დაიწერა, სადაც ის ასე ამბობს: "რაც შეეხება ანგელოზებს, მთავარანგელოზებსა და ძალთ, რომელთაც მე ჩვენს სულებსაც მივაკუთვნებ, კათოლიკე ეკლესია ასწავლის, რომ ესენი არიან სულები, მაგრამ არა სრულიად უხორცონი, სრულიად უსხეულონი და უხილავნი, როგორც ამას თქვენ, წარმართები ამტკიცებთ. ეკლესია, პირიქით, მათში ჰაერისგან ან ცეცხლისგან შექმნილ ფაქიზ სხეულებრიობას აღიარებს, რადგან ნათქვამია: "რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა" (ფსალმ. 103:4). და შემდეგ: "მართალია ისინი არ არიან სხეულებრივნი, როგორც ჩვენ, ანუ არ არიან შედგენილი ოთხი ელემენტისგან, მაგრამ მაინც არ შეიძლება იმის თქმა, რომ ანგელოზები, დემონები და სულები უსხეულონი არიან, რადგან ისინი მრავალჯერ გამოცხადებიან სხეულებრივად მათ, ვისთვისაც თვალების ახელა ღმერთმა ინება". და იმის შემდეგ, რაც ეს წიგნი მთლიანად იქნა წაკითხული კრებაზე დამსწრე მამების წინაშე, ტარასი, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, კრებას მისი მოწონება ასეთი სიტყვებით შესთავაზა: "მამა იოანეს განმარტება ამტკიცებს, რომ ანგელოზები შეიძლება გამოსახულ იქნან ხატებზე, რადგან მათი ფორმა შემოწერილია, და ისინი ადამიანური სახით ცხადდებოდნენ". რაზეც კრებამ ერთსულოვნად მიუგო: "დიახ, მეუფეო".


თავი XI

ადამიანის მსგავს, სულისა და სხეულის მქონე გონიერ არსებათა შესახებ


ამრიგად, კრების ამ მოწონებით დადგენილია ანგელოზთა შეფარდებითი სხეულებრიობა, რადგან ნიკეის კრება გადაიხარა პლატონიკოსთა შეხედულებისკენ, რომლებიც ანგელოზთა სხეულებრიობას ვარაუდობდნენ.

სახელწოდება "ანგელოზი" (ლათინურად Nuntius - დესპანი, მოციქული) არის არა ბუნების აღმნიშვნელი სიტყვა, არამედ მათ მიერ აღსრულებადი ფუნქციისა. ამას ეთანხმება ეკლესიის მრავალი მამა: წმ. ამბროსი (წერილები ებრაელთა მიმართ, თ. 1), წმ. ჰილარიუსი (სამების შესახებ, 5), ნეტ. ავგუსტინე (საღმრთო ქალაქის შესახებ, წიგნი 15, თ. 23), წმ. გრიგოლი (ჰომილიები სახარებაზე, თ. 34), წმ. ისიდორე (De Sim. Bonit., 12). აქედან კი გამოდის, რომ რაიმე დავალების აღსასრულებლად წარმოგზავნილი ღმრთის დესპანი, იქნება ეს სული თუ ადამიანი, შეიძლება ანგელოზად იწოდოს; და მართლაც, ისინი ატარებენ კიდევაც ამ სახელს წმ. წერილში, როდესაც ლაპარაკია ღმრთის ნების მქადაგებლებსა და დესპანებზე. მალაქია იოანე ნათლისმცემელზე წინასწარმეტყველებს: "აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე" (მალაქ. 3:1). ის, რომ ეს წინასწარმეტყველება ბუკვალურად ეხება იოანე ნათლისმცემელს მათეს სახარებაც ადასტურებს (მთ. 11:10).

თვით იესუ ქრისტეს კი ანგელოზად იწოდება, რადგან მამის მიერ წყალობის სჯულის მოსაცემად იქნა წარგზავნილი ქვეყნად.

შედეგად, არაფერია აბსურდული იმაში, თუ ვიტყვით, რომ ზოგიერთი ანგელოზი სხეულებრივია, რადგან ანგელოზებად ზოგჯერ ადამიანებიც კი იწოდებიან, რომლებიც უკვე უეჭველად ხორციელნი და სხეულებრივნი არიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ ჯეროვნად არავის გამოუკვლევია სამყაროში არსებულ საგანთა ბუნება და არსი, ამიტომაც, არ შეიძლება უარვყოთ ფაქტის მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჯერაც გამოკვლეული არ არის.

რა მოხდება, თუ იმ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, კაცთა და ანგელოზურ სულთა გარდა არსებობენ კიდევ სხვა გონიერი არსებებიც, რომლებიც ჩვეულებისამებრ უხილავნი არიან და ადამიანებს განსაკუთრებული შემთხვევის ან საკუთარი სურვილისა თუ ძალის გარდა არ ეჩვენებიან? ამას არავითარი კავშირი არა აქვს სარწმუნოებასთან, და ამისი ცოდნა ან არცოდნა სულაც არ არის აუცილებელი პირობა ადამიანის სულის ცხოვნებისთვის ისევე, როგორც სხვა ბუნებრივ საგანთა არსის ცოდნა ან არცოდნა.

არც ფილოსოფია, არც ღვთისმეტყველება არ ეწინააღმდეგებიან იმას, რომ შესაძლოა არსებობდნენ გონიერი ქმნილებები, რომლებიც დაჯილდოვებულნი იქნებოდნენ კაცისგან განსხვავებული სულითა და სხეულით; ასეთი წინააღმდეგობა, სინამდვილეში რომ ყოფილიყო, სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა არათანმიმდევრულობა ან ღმრთის მხრიდან (რაც შეუძლებელია, რადგან ღმერთი უცოდველია), ან კიდევ ქმნილებებისა და საგანთა მხრიდან, რაც ასევე არასწორია, რადგან ეს უკანასკნელნი ან წმიდად სულიერი არსებები უნდა იყონ, ვითარც ანგელოზები, ან კიდევ წმიდად მატერიალურნი, როგორც არაორგანული სამყარო, ან კიდევ, სულიერ-მატერიალურნი, უხეშნი, მიწიერ-ხორციელნი, როგორც ადამიანი. შეიძლება ასევე დავუშვათ გონიერი სულისა და სხეულებრიობის მქონე ქმნილებების არსებობა, რომლებიც ადამიანზე უფრო სიფრიფანა სხეულებს ფლობენ.

უეჭველია, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, მართალთა სულები შეუერთდებიან ნეტარ და სიფრიფანა სხეულებს; რისგანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ღმერთს შეეძლო შეექმნა ისეთი გონიერი ქმნილება, რომელსაც მკვდრეთით აღმდგარ ნეტართა მსგავსი სიფრიფანა სხეულები ექნებოდათ.
ინკუბუსების და სუკუბუსების დემონიალიტები
თავი XII

რითი განსხვავდებიან ეს არსებები ადამიანისგან?


უკეთ რომ განვსაზღვროთ ამ ქმნილებათა არსებობის შესაძლებლობა, ჩვენ უარვყოფთ არგუმენტებს, რომლებსაც შეუძლიათ მიგვიყვანონ ჩვენი დასკვნის საწინააღმდეგო შედეგებამდე, და პასუხს გავცემთ კითხვებს, რომლებიც შეიძლება დაგვისვან.

პირველი კითხვა: შეიძლება თუ არა ამ ქმნილებებს გონიერი ვუწოდოთ და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, რითი განსხვავდებიან ისინი ადამიანისგან?

ამაზე შეიძლება ვუპასუხოთ, რომ ამ არსებებს გააჩნიათ გონება და ხორციელი ორგანოები, ისევე როგორც ადამიანს; მაგრამ მათ კაცთაგან განასხვავებს არა მარტო უფრო ფაქიზი ბუნება, არამედ უფრო სიფრიფანა მატერიაც. მართლაც, ადამიანი, როგორც ამას წმიდა წერილი მოწმობს, შექმნილია სტიქიის უხეში ნაწილებისგან, მაშინ როდესაც ეს არსებები, პირიქით, სტიქიათა ყველაზე წმიდა ნაწილთაგან არიან შექმნილნი: ერთნი - მიწისგან, სხვანი - წყლისგან, მესამენი - ჰაერისგან, მეოთხენი - ცეცხლისგან.

მეორე კითხვა: რომელ ეპოქას შეიძლება განვაკუთვნოთ ამ არსებათა შექმნა: მომდინარეობენ თუ არა ისინი მიწისგან ან წყლისგან, როგორც ცხოველები, ოთხფეხა პირუტყვები, ფრინველები და ა. შ., თუ, პირიქით, ისინი შექმნილნი არიან ვითარც ადამიანები, ღმრთის მიერ?

ამაზე შეიძლება ვუპასუხოთ, რომ ღმერთმა, ანგელოზთა მეშვეობით, მათი სხეული ისევე შექმნა, როგორც სხეული ადამიანისა, რომელსაც უკვდავი სულიც მიუერთა. მართლაც, რადგან ეს სხეული თავისი ბუნებით უფრო კეთილშობილია, ვიდრე სხვა ცხოველთა, ჯეროვანი იყო მას უხორცო და კეთილშობილი სულიც მისცემოდა.

მესამე კითხვა: მომდინარეობენ თუ არა ეს ქმნილებები ერთი არსებისგან, როგორც ყველა ადამიანი ადამისგან, თუ, პირიქით, მათი გარკვეული რაოდენობა ერთდროულად იქმნა, და ისინი არსებობენ როგორც განსხვავებული ქმნილებანი, რომლებიც მიწამ და წყალმა აღმოშობა?

აი რა შეიძლება ამას ვუპასუხოთ: შესაძლოა, რომ ყველა მათგანი ერთი არსებისგან მომდინარეობდნენ, როგორც ადამიანები - ადამისგან. შენიშნავენ აგრეთვე, რომ ისინი იბადებიან და კვდებიან, რომ იყოფიან მამრებად და მდედრებად, რომ მათ, როგორც ადამიანებს, გააჩნიათ გრძნობები და ვნებები, რომ მათი სხეული იკვებება და ვითარდება. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მათი საკვები არ უნდა იყოს ისე უხეში, როგორიც ადამიანის სხეულ ესაჭიროება, არამედ უფრო ფაქიზი და ჰაეროვანი.

და ბოლოს, ისინი, სავარაუდოდ, თემური სისტემით ცხოვრობენ; მათ შეიძლება გააჩნდეთ ღირსების სხვადასხვა ხარისხები და პირველობა; შესაძლოა, მათ გააჩნიათ ხელოვნება და მეცნიერება, აქვთ თანამდებობები, ჰყავთ ჯარი, აშენებენ ქალაქებს, და ბოლოს, აკეთებენ ყოველივე იმას, რაც მათი დაცვისთვის აუცილებელია.


თავი XIII

ინკუბუსთა და სუკკუბუსთა სხეულების ფორმა და ორგანიზაცია. შედარება ღვინის წარმოშობასთან.


მეოთხე კითხვა: გააჩნიათ თუ არა ამ არსებებს ადამიანის მსგავსი ან სხვა რაიმე გარეგნობა? მუდმივია თუ არა მათი სხეულების ფორმა, როგორც ეს ცხოველებშია, თუ შემთხვევითი, როგორც ახასიათებს ღრუბლებს ან თხევად ნივთიერებებს, მაგალითად, ზეთს, წყალს და ა. შ.? არის თუ არა მათი ორგანიზმი შედგენილი სხვადასხვა ნივთიერებებისგან კაცთა მსგავსად, მაგალითად, აქვთ თუ არა მათ: ძვლები, კუნთები და სხვა?

ამ კითხვებს შემიძლია ვუპასუხო, რომ მათი სხეულების ფორმის დადგენა ძალზედ ძნელია, რამეთუ მათი შემადგენლობა ჩვენი გრძნობების კონტროლს არ ექვემდებარება, ისინი ხომ ძალზედ ფაქიზნი არიან ჩვენი ხორციელი მხედველობისთვის და შეგრძნებებისთვის. თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი გარეგნობა ადამიანის მსგავსია, ოღონდ უფრო სრულყოფილი, რადგან ეს არსებები ნაკლებად მატერიალურნი არიან და, შედეგად, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზეც დგანან.

რაც შეეხება მათი ორგანოების არსებით ნაწილებს, ისინი აუცილებლად უფრო მკვრივნი უნდა იყვნენ და ნაკლებად ფაქიზნი, რათა შეესაბამებოდნენ ორგანულ მოქმედებას. მათი სხეულების განსაკუთრებული სიფაქიზესთან დაკავშირებულ ეჭვებზე ვიტყვი, რომ მათი ორგანიზმის სხეულის ნაწილთა სიმკვრივე უპირობო ვერ იქნება, ის მკვრივია სხვა უფრო ფაქიზ ნაწილებთან შედარებით, რასაც შეიძლება დავაკვირდეთ ყველა თხევად სხეულში, როგორიც არის, მაგალითად, ღვინო, ზეთი, რძე და ა. შ., რომელთა შემადგენლობაში განსხვავება მხოლოდ ქიმიური ანალიზის შემდეგ თუ დგინდება.

ამგვარად, თუ ამას ბუნებრივ წესად მივიღებთ და ვივარაუდებთ მათი ორგანიზმის სიფაქიზეს, რომელიც თხევად ნივთიერებათა ანალოგიურია, განსხვავებული ვარაუდის გამოსათქმელად ადგილი აღარ რჩება, ანუ მათი არსებობის საწინააღმდეგოდ ვერაფერს ვიტყვით, რადგან, როგორც ვამბობდით, ღვინისა და მისი შემთხვევითი შესაბამისობები სულაც არ ვნებს ნაწილთა თანამიმდევრობას, რაც შეიძლება ვთქვათ ამ არსებათა ფაქიზი სხეულების შესახებაც.


თავი XIV

ექვემდებარებიან თუ არა ეს არსებები სნეულებებს, დაზიანებებს და სიკვდილს? იშვებიან თუ არა ისინი პირველდაწყებით ცოდვაში? გამოსყიდულნი არიან თუ არა ისინი ქრისტეს მიერ მომავალი ნეტარი ცხოვრებისთვის თუ მათ თავს დასტრიალებს საუკუნო წყევლა?

მეხუთე კითხვა: ექვემდებარებიან თუ არა ეს არსებები სნეულებებს, დაზიანებებს და სიკვდილს ადამიანთა მსგავსად? იღლებიან თუ არა მუშაობისგან, საჭიროებენ თუ არა ძალების აღდგენას ძილით, ჭამით და დალევით? როგორია მათი საკვები? არიან თუ არა მოკვდავნი და შეიძლება თუ ისინი მოიკლან ან ადამიანის ან კიდევ სხვა არსებათა მიერ?

ამაზე უნდა ითქვას, რომ როგორი ფაქიზიც უნდა იყონ მათი სხეულები, ისინი მაინც მატერიალურნი არიან, ექვემდებარებიან ხრწნილებას და, შედეგად, დაქვემდებარებულნი არიან მავნე ძალებს და სნეულებებსაც, ანუ მათი ორგანოები შეიძლება გაჩერდნენ ან ძნელად აღასრულონ საკუთარი ფუნქცია, რაც არის კიდევაც ნებისმიერი სნეულების შედეგი.

მართლად, რადგან მათი სხეულის მატერია ისეთი მყარი არ არის, როგორც ადამიანისა, რადგან არ შეიცავენ შერეულ ელემენტებს, ისინი ისე ადვილად როდი ექვემდებარებიან მავნე ძალებს და ადამიანზე ნაკლებად იტანჯებიან სნეულებათაგან, რამეთუ მათი ცხოვრება უფრო ხანგრძლივია, რადგან რაც უფრო სრულყოფილია ქმნილება მით უფრო ხანგრძლივად ცხოვრობს, რისი დასტურიც ადამიანია, რომელიც ცხოველებზე უფრო დღეგრძელია. მე არ ვაღიარებ ყვავების არსებობას ასობით წლით, ასევე ირმებისა და სხვა პირუტყვებისა, რომელთა შესახებაც პლინიუსი იგავ-არაკებს ჰყვება. რაც შეეხება მის შრომებს, მართალია ისინი გამოსცეს, მაგრამ მათი ჭეშმარიტება არავის შეუმოწმებია. აქედან კი უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ არსებები, რომელთა შესახებაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ადამიანს დღეგრძლობითაც აღემატება.

როგორც ამას ქვემოთ ვაჩვენებთ, ისინი ადამიანზე კეთილშობილებიც არიან, შედეგად, ექვემდებარებიან რა სხვა ხორციელ გრძნობებს, ისინიც საჭიროებენ საკვებსა და დასვენებას. რაც შეეხება მათ კეთილგონიერებასა და განათლებას, შეიძლება უმეცარნიც იყონ, თუ მათი გონება სწავლებითა და დამოძღვრით არ განვითარდა. საერთოდ, ისინი, ალბათ, უფრო მცოდნენი არიან, ვიდრე ადამიანი, რამეთუ მათი სხეული ფაქიზია, გონება უფრო ქმედითი, ხოლო სიცოცხლე ხანგრძლივი, რაც მათ ადამიანებზე უფრო მეტის შემეცნებას შეეწევა. ასეთია მიზეზები, რომლებიც ნეტარმა ავგუსტინემ მიუთითა (Divin. Daem. с. 3 и De Spir. et Anima, с. 37).

შესაძლოა მათზე სტიქიაც ზემოქმედებს, მაგრამ მათი მოკვლა ძნელად თუ შეიძლება, ისინი ხომ ასტრალური მხედველობით არიან დაჯილდოებულნი და უსწრაფესად გადაადგილდებიან. შესაძლოა, მათი დაზიანება მძიმე საგნით ძილის დროს, ან მოულოდნელად, მაგალითად, ხანჯლით, რამაც შეიძლება ჭრილობები მიაყენოს და მოჰკლას კიდევაც, რამეთუ სულს, რომელიც განუყოფელია, არ ძალუძს ერთი ორგანული სხეულის რამოდენიმე ნაწილის გაცოცხლება.

მეექვსე კითხვა: შეიძლება თუ არა მათი სხეულები შევიდნენ სხვა სხეულებში, მაგალითად, ხეში, მეტალში, სარკეში და ა. შ.? შეუძლიათ თუ არა მათ დიდ რაოდენობას იცხოვრონ ერთ (მატერიალურ) ადგილას და რა სივრცეს დაიკავებს მათი სხეულები?

ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ყველა სხეულს, როგორი სიმკვრივისაც უნდა იყოს იგი, გააჩნია ფორები, რომელთა მეშვეობით, სხვა უფრო ფაქიზ სხეულებს შეუძლიათ შემოღწევა, თუნდაც ეს ფორები გაუმტარი იყოს სითხისთვის, აირებისთვის და სხვა მსგავს ნივთიერებათათვის. თუ რამოდენიმე ანგელოზს შეუძლია იცხოვროს ერთ სივრცეში, რომელიც შესაძლოა ძალზედ შეზღუდული იყოს, თუმცა არა უსასრულოდ, უგურება იქნებოდა იგივე უნარი მიგვეწერა იმ არსებათა სხეულებისთვის, რომლებზეც ახლა არის საუბარი. მათ სხეულებს გარკვეული გრძლიობა გააჩნია, ერთი მეორისთვის გაუმტარია, და თუ ორ ანგელოზს შეუძლია ერთდროულად ერთსა და იმავე ადგილზე ყოფნა, ანგელოზს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია ადამიანში შესახლება, როგორც ზოგიერთი მეცნიერი მოწმობს, მაგრამ ამისი ქმნა არ შეუძლია არსებებს, რომლებიც, მართალია ფაქიზი სხეულებრიობით ხასიათდება, მაგრამ მაინც მატერიალური სხეულია.

მეშვიდე კითხვა: იბადებიან თუ არა ეს არსებები პირველდაწყებით ცოდვაში, იყვნენ თუ არა ისინი გამოსყიდულნი მაცხოვრის მიერ და შეუძლიათ თუ არა ჰქონდეთ სასოება მომავალი ცხოვრებისა?

სარწმუნოების დოგმატი ამტკიცებს, რომ ქრისტემ ყველა გონიერი არსების სული გაათავისუფლა. სხვა დოგმატი კი ამბობს, რომ ნეტარება ენიჭება გონიერ ქმნილებას, როდესაც ის ამისი ღირსი შეიქმნება. ეს დამსახურება კი ღმრთის მცნებათა დაცვაში მდგომარეობს.

იბადებიან თუ არა ეს ქმნილებები პირველდაწყებით ცოდვაში ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რადგან ღმერთი არასოდეს დატოვებს წყალობის გარეშე გონიერ ქმნილებას, სანამ ის ცოცხალია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქრისტეს მისია მათაც შეეხო.

შემდეგ, შეიძლება დავუშვათ, რომ ისინი ემორჩილებიან რაიმე ღმრთის მიერ დაწესებულ კანონებს, რომელთა დაცვაც მოუტანს მათ ნეტარებას.

____________________

"აპოკალიფსისის" რედაქციის შენიშვნა: სინისტრარის მტკიცებულებები არც ისე ზუსტია. არ შეიძლება იმისი მტკიცება, რომ ქრისტემ გამოისყიდა ყველა გონიერი ქმნილება, რადგან დემონებიც გონიერი ქმნილებები არიან, თუმცა, ცხოვნების გარეშე არიან დარჩენილნი. სინისტრარის ყურადღების მიღმა რჩება ის გარემოება, რომ ინკუბუსებმა ოდესღაც შესცოდეს კაცთა ასულების მიმართ და, როგორც ენოქის წიგნშია მოთხრობილი, ღმრთისგან დაისაჯნენ (იუდ. 6), შედეგად, ინკუბუსები და სუკკუბუსები უეჭველად ცოდვებში იბადებიან, ადამიანის მსგავს პირველდაწყებით ცოდვებში. ენოქის წიგნში (2:3-4) ნათქვამია, რომ შესცოდა ყველა დარაჯმა, და თავი კრულვით შეიკრა, ამიტომაც, მათი ცოდვა მათ შთამომავლებზეც გავრცელდა. ღიად რჩება საკითხი იმის შესახებ, ეხება თუ არა ქირსტეს გამომსყიდველი ვნება ყველა ინკუბუსსა და სუკკუბუსზე თუ ეს მხოლოდ მათ ნაწილს ეხება).

____________________


თავი XV

ინკუბუსებისა და სუკკუბუსების არსებობის მტკიცებულება

პლატონი ("სოკრატეს დემონი") და პლუტარქე ("იზიდა და ოზირისი"), მიიჩნევენ, რომ ისინი მიეკუთვნებიან სულს დაქვემდებარებულ ცხოველებს, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან გონიერებით, ჰაეროვანი სხეულებით და ამ არსებებს "დემონებს" უწოდებენ, რომელიც თავისთავად არაფერ შეურაცხმყოფელს არ შეიცავს, რადგან "სრულ სიბრძნეზე" მიანიშნებს.

როდესაც ეს ავტორები დაცემულ ანგელოზებზე, ანუ ეშმაკზე ლაპარაკობენ, ისინი მას დემონს კი არა "კაკოდემონს" უწოდებენ; კეთილი ანგელოზების აღსანიშნავად კი სიტყვა "ეუდემონს" იყენებენ. რაც შეეხება წმიდა წერილსა და ეკლესიის მამებს, ისინიც ახსენებენ ამ არსებებს, როგორც ამას ქვემოთ წარმოვაჩენთ.

ახლა, როდესაც დავადგინეთ ამ არსებათა არსებობის შესაძლებლობა, წინ წავიწიოთ და დავამტკიცოთ მათი არსებობის სინამდვილე. ჯერ დავრწმუნდეთ იმ გადმოცემათა ჭეშმარიტებაში, რომლებიც ეხებიან ინკუბუსთა და სუკკუბუსთა სექსუალურ კავშირებს ადამიანებთან და ცხოველებთან. ეს გადმოცემები იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ ნეტ. ავგუსტინეს თქმით კადნიერება იქნებოდა მათი უარყოფა. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იქ, სადაც არის ტანჯვა, უნდა იყოს გრძნობაც, რადგან ქმედება და პროცესი - ეს მხოლოდ მისი გარეგნული გამოვლინებებია.

ამრიგად, ინკუბუსებსა და სუკკუბუსებში შეიმჩნევა ქმედებები, პროცესები, ვნებები, რომლებიც გრძნობებიდან მომდინარეობენ - მაშასადამე, მათ გრძნობები გააჩნიათ; მაგრამ გრძნობა შეუძლებელია გამოვლინდეს შედგენილ ორგანოთა გარეშე, სულისა და ხორცის შეერთების გარეშე; ე. ი. მათ გააჩნიათ სხეულიც და სულიც, აქედან გამომდინარე კი ვასკვნით, რომ ისინი ცხოველი არსებები არიან; მათი მოქმედებები თანამიმდევრულია, რაც მათი სულის გონიერებაზე მიანიშნებს; ეს კი თავის მხრივ გვაჩვენებს, რომ ეს ცხოველი არსებები გონიერნი არიან.

ჩვენი მეორე წანამძღვარი ადვილად მტკიცდება ანალიზით: ვნება, რომელიც ხორციელ კავშირებს მოითხოვს, გრძნობაა; წყენა, წუხილი, მრისხანება, კავშირში უარის თქმით გამოწვეული გახელება -
ასევე ვნებებსა და გრძნობებს წარმოადგენენ; კავშირის შედეგად აშკარად გრძნობა ისახება. და ეს ყოველივე ინკუბუსებშიც შეიმჩნევა, როგორც ეს ზემოთაც დავამტკიცეთ; ისინი ელტვიან ქალებს და კაცებს და, თუ მათ უარს ეუბნებიან, ძალზედ სწყინთ და შეყვარებულებივით იწყებენ გახელებას. ისინი ბრწყივნვალედ ასრულებენ კავშირს და ზოგჯერ აორსულებენ კიდეც. ამრიგად, უნდა დავასკვნათ, რომ მათ გააჩნიათ გრძნობები, და შედეგად, სხეულიც, ანუ ისინი სრულყოფილ არსებებს წარმოადგენენ. შემდეგ, იმდენად ფაქიზია მათი სხეული, რომ ისინი სახლებში დახურულ კარებსა და ფანჯრებს მიღმაც აღწევენ. მათ იციან მომავალი და წინასწარმეტყველებენ, მათ შეუძლიათ მშვიდობიანი თანაარსებობაც და მტრობაც; ყველა ეს ქმედება გონიერი სულის თვისებაა, შედეგად, ისინი გონიერ არსებებს წარმოადგენენ.

ამასთან დაკავშირებით მეცნიერები ჩვეულებისამებრ ამბობენ, რომ ეს საძრახისი ქმედებები ბოროტი სულის საქმეა, რადგან ვნებებს, სიყვარულს, სექსუალურ კავშირზე უარის თქმის გამო გახელებას, და ბოლოს, სულის ცოდვაში შთავარდნის შესაძლებლობას სწორედ მათ მიაწერენ. მაგრამ, ვიტყვით, ჩვენ, არიან ინკუბუსები, რომლებიც თავიანთი ვნების საგნად ცხენებს ან სხვა ცხოველებს ირჩევენ და თუ მათში მათი ვნებისადმი მორჩილებას ვერ ჰპოვებენ, ამ ცხოველებს ძლიერ ვნებენ. ამიტომაც, არ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ დემონი მხოლოდ თავს მოაჩვენებს კავშირის მოსურნედ, რათა სული წარწყმიდოს, რადგან ცხოველის სული არ ექვემდებარება მარადიულ წყევლას.

ამასთან სიყვარული და მრისხანება მათში წარმოქმნის სრულიად საპირისპირო ქმედებებს. თუ ქალი ან ცხოველი მათ ვნებას დაემორჩილება, ინკუბუსები მათ შესანიშნავად ეპყრობიან; და პირიქით, -
ძალიან უხეშად თუ უარს მიიღებენ.

ამრიგად, ინკუბუსებს ნამდვილად ახასიათებთ ვნება და გრძნობები. გარდა ამისა, ბოროტი სულები, რომლებიც იმონებენ ჯადოქრებსა და შეპყრობილებს, მათ თავიანთ გაღმერთებას აიძულებენ, უბიძგებენ მკრეხელობისკენ და საშინელი დანაშაულობებისკენ. ინკუბუსები კი მსგავს არაფერს ითხოვენ: ესენი არ არიან ბოროტი სულები.
ინკუბუსების და სუკუბუსების დემონიალიტები
დემონი რომ განდევნო, აიძულო ის ძრწოდეს და თრთოდეს, საკმარისია იესუს სახელი წარმოსთქვა ან ქალწულ მარიამისა, გადაიწერო პირჯვარი, მიეახლო წმიდა რელიქვიებს ან ნაკურთხ საგნებს, შეფუცვებს და მღვდლის ლოცვებს - ეს ყოველდღიურად შეგვიძლია ვნახოთ შეპყრობილებზე, და კიდევ არის მრავალი მაგალითი, რომელიც ჯადოქართა ღამეული შაბაშების ისტორიიდან შეიძლება ავიღოთ, სადაც, ჯვრის ძალითა და იესუს სახელით ქრებოდნენ დემონებიც და ჯადოქრებიც. ინკუბუსები კი, მსგავსი გამოცდების დროს, არც გარბიან, არ არანაირ შიშს ავლენენ, ზოგჯერ შეფუცვებს ირონიულადაც ეკიდებიან და მღვდლებს ტანისამოსებსაც კი ახევენ.

ამრიგად, ნათელია, რომ ინკუბუსები არ არიან ბოროტი სულები, თუმცა არც კეთილი ანგელოზები; ასევე ნათელია, რომ ესენი არ არიან ადამიანები, თუმცა გონიერებით არიან დაჯილდოვებულნი. მაშ რას წარმოადგენენ ისინი? თუ დავუშვებთ, რომ ინკუბუსები და სუკკუბუსები მარტო სულნი არიან, მაშინ ისინი ან წყეულნი უნდა ყოფილიყვნენ ან ნეტარნი. წყეულნი ჯვრისა და იესუს მიმართ სიძულვილს გამოავლენდნენ (რედ. შენიშვნა: ქრისტეს სახელისა და ჯვრისადმი სიძულვილი აუცილებელი შედეგი როდია წყევლისა; რამეთუ მრავალი ადამიანიც კი უდიდესი ზიზღით არის გამსჭვალული ქრიტეანული სარწმუნოებიასადმი; თანაც წყევლას ექვემდებარებიან არა მარტო დემონები, არამედ ადამიანებიც პირველმშობელთა შეცოდების გამო); ნეტარნი, ადამიანს ცოდვებში არ ჩააგდებდნენ. მაშასადამე, ისინი რაღაც სხვას წარმოადგენენ, ვიდრე მარტო სულებს, შედეგად, მათ სხეულიც უნდა გააჩნდეთ.

მატერიალურად აქტიურ ძალას არ შეუძლია სხვაგვარად იმოქმედოს, თუ არა იმავე მატერიალური და ვნებას დაქვემდებარებული ძალის მიერ; წმიდად მატერიალური წმიდად სულიერზე ვერ იმოქმდებს. არსებობენ ბუნებრივი ძალები, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ ინკუბუსთა წინააღმდეგ; აქედან კი გამოდის, რომ ეს ინკუბუსები მატერიალურნი არიან ან სხეულებრივნი. ჩვენი წანამძღვარი მტკიცდება დიოსკორიდეს, პლინიუსის, არისტოტელესა და აპულეოსის მიერ და მას ცოდნაც ადასტურებს; ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ბალახი, ქვა და ცოცხალი არსება, რომლებსაც დემონთა განსხმის ძალა გააჩნია. მაგალითად: რუტა (ლათ. Ruta - რედ.), კრაზანა, ვერბენა, კურდღლის ნიორი, ასისთავა, ბრილიანტი, ქორალი, შავი ქარვა, იასპი (ეშმაკის ქვა), მგლის ან ვირის თავის ტყავი და ასობით სხვა საგანი; ის, ვისაც დემონი ესხმის, უფლება აქვს ამგვარი საგნების ტარებისა, მაგრამ არა მათით ჯადოქრობისა.
ინკუბუსების და სუკუბუსების დემონიალიტები
აქედან გამომდინარე, ქვებსა და ბალახებს თავიანთი თვისებებით ძალუძთ მოთოკონ ეშმაკის ძალისხმევა. ადრე საეკლესიო წეს- განგება კრძალავდა მათ გამოყენებას და ცრურწმენად მიიჩნევდა. ამის ბრწყინვალე დასტურს ვხვდებით წმ. წერილში, სადაც ანგელოზი რაფაელი ტობითას ელაპარაკება (6:8) თევზზე, რომელიც მან ტიგროსში დაიჭირა: "უთხრა ყმაწვილმა ანგელოზს: ყაზარია, ძმაო, რა არის ეს თევზის გულ- ღვიძლი და ნაღველი? უთხრა ანგელოზმა: გულ-ღვიძლი, თუკი ვინმვს ტანჯავს ეშმაკი, ან ბოროტი სული, უნდა უკმიო კაცს ან ქალს, და მეტად აღარ დაიტანჯება" (ტობითი 6:8). გამოცდილებამ აჩვენა ამ სიტყვათა ჭეშმარიტება, რადგან თევზის ღვიძლი ჯერ კიდევ დამწვარი არ იყო, სარაზე შეყვარებული ინკუბუსი რომ გაქრა და დაიმალა, რათა მეტად აღარ გამოჩენილიყო".

ამაზე ღვთისმეტყველები ამბობენ, რომ ბუნებრივი ძალები დევნიან ინკუბუსებს, ოღონდ მხოლოდ დასაწყისში და, რომ სრული ქმედება განდევნისა უნდა აღსრულდეს ღმრთის ზებუნებრივი ძლიერებით ან ანგელოზისა. ასე, რომ ზებუნებრივი ძალა არის სწორედ ის პირველმიზეზი, პირდაპირი და უმთავრესი, რომელიც მათ დევნის, ხოლო ბუნებრივი ძალა მხოლოდ მეორეხარისხოვანი, ირიბი და დაქვემდებარებული ძალაა. იმისთვის რათა განემარტა, როგორც მოხერხდა ტობითის მიერ ნაკმევი თევზის ღვიძლით ინკუბუსის განდევნა, ვალეზიუსი ამბობს, რომ ამ კვამლმა ღმრთისგან ინკუბუსის განდევნის ძალა შეიძინა ისევე, როგორც ჯოჯოხეთის მატერიალურ ცეცხლს ძალუძს დემონთა და წყეულთა ტანჯვა. სხვები ამტკიცებენ, რომ თევზის ღვიძლის კვამლმა დემონი თავიდან ბუნებრივი ძალით განდევნა, საბოლოოდ კი ის ანგელოზური და ზეციური ძალით განიდევნა, და ამ აზრს ყველა ის ავტორი იზიარებს, რომლებიც ეშმაკთა შეფუცვის მეთოდებზე მსჯელობს.

მაგრამ, ინკუბუსებზე, როგორც უკვე ვთქვით, მისი გამოყენება შეუძლებელია: ისინი არ იპყრობენ სხეულს, არ გვივლენენ სნეულებებს, მათი ბოროტება შემოიფარგლება დარტყმებითა და მათდამი დაუმორჩილებელი არსებებისადმი ბოროტი მოპყრობით.



თავი XVI

ერთი ინკუბუსისა და ახალგაზრდა მონაზონის ისტორია. დიაკვნის შესახებ


პირველი ისტორია ავიღე მონაზვნების მოძღვრისგან, დარბაისელი და ნდობის ღირსი ადამიანისგან: მეორის მომსწრე კი თვითონ ვარ.

ერთ დედათა მონასტერში პანსიონერის რანგში ცხოვრობდა ახალგაზრდა, კეთილშობილი წარმომავლობის ქალწული. მას ეცხადებოდა ინკუბუსი, რომელიც დღე და ღამ არ ასვენებდა გაუთავებელი თხოვნებით, როგორც ვნებიანი შეყვარებული და მუდმივ ცოდვისკენ უბიძგებდა. ცხადია, ქალწული წინააღმდეგობას უწევდა და ღმრთის წყალობით მტკიცედ იცავდა თავის უბიწოებას. მაგრამ მისი კეთილშობილების, მარხვის, აღთქმების, შეფუცვებისა და კურთხევების მიუხედავად, ამას შეიძლება მივუმატოთ შემფუცველთა ბრძანებები ინკუბუსებისადმი თავი დაენებებინა ქალწულის დევნისგან, უამრავი რელიქვიებისა და სხვა წმიდა საგნების გამოყენების მიუხედავად, რომელიც ახაგალზრდა ქალწულის ოთახში იყო თავმოყრილი, ინკუბუსი მაინც არ ეშვებოდა ახალგაზრდა ქალიშვილს და ძალზედ მოხდენილი ახალგაზრდა კაცის სახით ცდილობდა მის შეცდენას
ინკუბუსების და სუკუბუსების დემონიალიტები
აქედან გამომდინარე, ქვებსა და ბალახებს თავიანთი თვისებებით ძალუძთ მოთოკონ ეშმაკის ძალისხმევა. ადრე საეკლესიო წეს- განგება კრძალავდა მათ გამოყენებას და ცრურწმენად მიიჩნევდა. ამის ბრწყინვალე დასტურს ვხვდებით წმ. წერილში, სადაც ანგელოზი რაფაელი ტობითას ელაპარაკება (6:8) თევზზე, რომელიც მან ტიგროსში დაიჭირა: "უთხრა ყმაწვილმა ანგელოზს: ყაზარია, ძმაო, რა არის ეს თევზის გულ- ღვიძლი და ნაღველი? უთხრა ანგელოზმა: გულ-ღვიძლი, თუკი ვინმვს ტანჯავს ეშმაკი, ან ბოროტი სული, უნდა უკმიო კაცს ან ქალს, და მეტად აღარ დაიტანჯება" (ტობითი 6:8). გამოცდილებამ აჩვენა ამ სიტყვათა ჭეშმარიტება, რადგან თევზის ღვიძლი ჯერ კიდევ დამწვარი არ იყო, სარაზე შეყვარებული ინკუბუსი რომ გაქრა და დაიმალა, რათა მეტად აღარ გამოჩენილიყო".

ამაზე ღვთისმეტყველები ამბობენ, რომ ბუნებრივი ძალები დევნიან ინკუბუსებს, ოღონდ მხოლოდ დასაწყისში და, რომ სრული ქმედება განდევნისა უნდა აღსრულდეს ღმრთის ზებუნებრივი ძლიერებით ან ანგელოზისა. ასე, რომ ზებუნებრივი ძალა არის სწორედ ის პირველმიზეზი, პირდაპირი და უმთავრესი, რომელიც მათ დევნის, ხოლო ბუნებრივი ძალა მხოლოდ მეორეხარისხოვანი, ირიბი და დაქვემდებარებული ძალაა. იმისთვის რათა განემარტა, როგორც მოხერხდა ტობითის მიერ ნაკმევი თევზის ღვიძლით ინკუბუსის განდევნა, ვალეზიუსი ამბობს, რომ ამ კვამლმა ღმრთისგან ინკუბუსის განდევნის ძალა შეიძინა ისევე, როგორც ჯოჯოხეთის მატერიალურ ცეცხლს ძალუძს დემონთა და წყეულთა ტანჯვა. სხვები ამტკიცებენ, რომ თევზის ღვიძლის კვამლმა დემონი თავიდან ბუნებრივი ძალით განდევნა, საბოლოოდ კი ის ანგელოზური და ზეციური ძალით განიდევნა, და ამ აზრს ყველა ის ავტორი იზიარებს, რომლებიც ეშმაკთა შეფუცვის მეთოდებზე მსჯელობს.

მაგრამ, ინკუბუსებზე, როგორც უკვე ვთქვით, მისი გამოყენება შეუძლებელია: ისინი არ იპყრობენ სხეულს, არ გვივლენენ სნეულებებს, მათი ბოროტება შემოიფარგლება დარტყმებითა და მათდამი დაუმორჩილებელი არსებებისადმი ბოროტი მოპყრობით.



თავი XVI

ერთი ინკუბუსისა და ახალგაზრდა მონაზონის ისტორია. დიაკვნის შესახებ


პირველი ისტორია ავიღე მონაზვნების მოძღვრისგან, დარბაისელი და ნდობის ღირსი ადამიანისგან: მეორის მომსწრე კი თვითონ ვარ.

ერთ დედათა მონასტერში პანსიონერის რანგში ცხოვრობდა ახალგაზრდა, კეთილშობილი წარმომავლობის ქალწული. მას ეცხადებოდა ინკუბუსი, რომელიც დღე და ღამ არ ასვენებდა გაუთავებელი თხოვნებით, როგორც ვნებიანი შეყვარებული და მუდმივ ცოდვისკენ უბიძგებდა. ცხადია, ქალწული წინააღმდეგობას უწევდა და ღმრთის წყალობით მტკიცედ იცავდა თავის უბიწოებას. მაგრამ მისი კეთილშობილების, მარხვის, აღთქმების, შეფუცვებისა და კურთხევების მიუხედავად, ამას შეიძლება მივუმატოთ შემფუცველთა ბრძანებები ინკუბუსებისადმი თავი დაენებებინა ქალწულის დევნისგან, უამრავი რელიქვიებისა და სხვა წმიდა საგნების გამოყენების მიუხედავად, რომელიც ახაგალზრდა ქალწულის ოთახში იყო თავმოყრილი, ინკუბუსი მაინც არ ეშვებოდა ახალგაზრდა ქალიშვილს და ძალზედ მოხდენილი ახალგაზრდა კაცის სახით ცდილობდა მის შეცდენას.

ბოლოს, მეცნიერთა შორის, ვინც მსჯელობდა ამ მოვლენის გარშემო, გამოჩნდა ღვთისმეტყველი, რომელიც აკვირდებოდა საცთურში შთავარდნილ გოგონას და შენიშნა, რომ ის უკიდურესად ფლეგმატური ტემპერამენტის ადამიანია. ღვთისმეტყველი მიხვდა, რომ ეს ინკუბუსი წყლის სული უნდა ყოფილიყო (მართლაც, არსებობენ ინკუბუსები: ცეცხლოვანი, ჰაეროვანი, მიწიერი, მიწისქვეშა, დღის მტრები) (ანუ ვისაც დღის სინათლისა ეშინია -
რედ.) და განკარგულება გასცა გოგონას ოთახში ორთქლი ეკმიათ. მოიტანეს ახალი თიხის ქვაბი, ჩააგდეს მასში ერთი უნცია არომატული კანნა, წიწაკა, კუბელა, არისტოლოქია, კარდამონი, მსხვილი და წვრილი კოჭა, გრძელი წიწაკა, მიხაკები, დარიჩინი, მუსკატის ფერი, მუსკატის კაკალი, საკმეველი, ალოეს ხე, ბენზოია (ლათ. Benzoe -რედ.) და ეს ყველაფერი სამ ბოთლ ნახევრად გაწმენდილ არაყში აურიეს. შემდეგ ქვაბი ჩადგეს ცეცხლ ნაცარში, რათა კვამლი დამდგარიყო, და ოთახი მყარად დაკეტეს. კმევამ (კვამლმა) ინკუბუსს გამოჩენა აიძულა, მაგრამ, ამჟამად ოთახში შესვლა ვერ გაბედა, და მხოლოდ მაშინ, როდესაც გოგონა გამოდიოდა ბაღში ან მიდიოდა მონასტერში, იმწამსვე მივიდოდა მასთან, ოღონდ ისე, რომ სხვათა მზერისთვის უჩნარი ყოფილიყო, მოეხვეოდა მას და ჰკოცნიდა, რის გამოც გოგონა ძლიერ იტანჯებოდა.

პირველი თათბირის შემდეგ ჩვენმა ღვთისმეტყველმა გოგონას უბრძანა თან პატარა ქისით ეტარებინა ნელსაცხებლები, თუნდაც მუსკატი, პერუს ბალზამი და სხვა... ამგვარად შეიარაღბული, ის თამამად გამოდიოდა ბაღში, სადაც იმწამსვე ჩნდებოდა ინკუბუსი. გაბოროტებული და ბოღმიანი, უკვე გოგონასთან მისვლას ვეღარ ბედავდა და საბოლოოდ გაქრა კიდეც ისე, რომ უკვე აღარ მობრუნებულა.

მეორე შემთხვევა მოხდა პავიაში, კარტეზიანულ მონასტერში, სადაც ცხოვრობდა დიაკვანი, სახელად ავგუსტინე, რომელსაც უკვე სუკკუბუსი აწუხებდა. რამოდენიმე შემფუცველი ამაოდ ცდილობდა მის გათავისუფლებას; ყველა ღონისძიება ამაო გამოდგა. მონასტრის ვიკარიუსი რჩევისთვის ჩემთან მოვიდა. ხედავდა რა შეფუცვათა უძლურებას, გამახსენდა ზემოთმოტანილი მაგალითი და იმათ მსგავსად, ვისზეც ზემოთ იყო ლაპარაკი, ვუბრძანე დიაკვანს ეტარებინა პატარა ქისა, რომელიც სავსე იქნებოდა იმავე ნელსაცხებლებით; ხოლო რადგან ის თამბაქოს ეწეოდა და არაყიც ძლიერ უყვარდა, ვურჩიე თამბაქო და არაყი მუსკუსის (ლათ. muscus - რედ.) სურნელებით გაეჯერებინა. სუკკუბუსი სხვადასხვა სახით ეცხადებოდა დიაკვანს: ხან ჩონჩხის სახით მოვიდოდა, ხან ვირად მოაჩვენებდა თავს, ხან ფრინველად, ზოგჯერ ამავე მონასტრის რომელიმე ბერის სახესაც მიიღებდა. ერთხელ მან აბატის სახეც კი მიიღო და დიაკვანს არწმუნებდა გაესუფთავებინა საკუთარი სინდისი, ღმერთს მინდობოდა და მისთვის საიდუმლოდ ეთქვა აღსარება, თან მასთან ერთად ელოცა ფსალმუნები Exsurgat Deus და Qui habitat, ასევე წაეკითხა იოანეს სახარება; სიტყვებზე "Verbum caro factum est" ("და სიტყვა ხორციელ იქმნა") მან მუხლი მოიდრიკა, შემდეგ, ხელი დასტაცა ეპიტრაქილსა და საპკურებელ ცოცხლს წმიდა წყალთან ერთად, აკურთხა სენაკი და საწოლი, როგორც ნამდვილმა მოძღვარმა და დემონს უბრძანა მომავალში დიაკვანი აღარ შეეწუხებინა. ამის შემდეგ უეცრად გაქრა, რადგან საკუთარი ტყუილი თვითონ გაამჟღავნა.

კმევისა მიუხედავად, რომელიც მე ვურჩიე დიაკვანს, სუკკუბუსმა მაინც არ მიატოვა მისი დევნა და ერთხელ თავისი მსხვერპლის სახით ვიკარიუსს ეახლა, რომელსაც არაყი და მუსკატის სურნელების თამბაქო სთხოვა. სუკკუბუსმა ერთიც მიიღო და მეორეც და უეცრად გაქრა, რითაც ვიკარიუსს აჩვენა, რომ სუკუბუსმა ის მოატყუა, რაც შემდეგ დიაკვანმაც დაადასტურა, რომელიც ფიცით ამტკციებდა, რომ ვიკარიუსის სენაკში არც შესულა.

მაშინ მე დავასკვენი, რომ ეს სუკკუბუსი იყო არა წყლის სული, როგორც ინკუბუსი, რომელსაც ახალგაზრდა გოგო შეუყვარდა, არამედ ცეცხლოვანი ან ჰაერის სული, ამიტომაც, თბილი ნელსაცხებლებით ძლიერ ტკბებოდა. ახალგაზრდა დიაკვნის ტემპერამენტი, მრისხანე და სანგვინიკური, მხოლოდ აძლიერებდა ჩემს ეჭვებს, რადგან ეს ინკუბუსები და სუკკუბუსები ზოგჯერ არ დევნიან ისეთ ადამიანს, რომელთა ტემპერამენტი მათი ტემპერამენტის მსგავსია (ესეც ჩემი აზრის ახალი მტკიცებულება, რომ ინკუბუსები სხეულებრივნი არიან). ვიკარიუსს ვურჩიე დიაკვნისთვის მიეცა წყალმცენარეები, რომლებიც გრილნი არიან თავიანთი ბუნებით, კერძოდ: დუმფარა, ველური ნიორი, მრავალძარღვა, ლენცოფა და სხვა. ვუთხარი შეეკრა ისინი ორ კონად, ერთი ფანჯარასთან დაეკიდა, მეორე კი - კარებთან. ოთახი, იატაკი და საწოლი კი ამ ბალახებით მოეფინა. და, ჰოი უცნაურობავ! სუკკუბი გამოცხადდა, მაგრამ კარიბჭის მიღმა დარჩა და ოთახში შემოსვლას ვერ ბედავდა, ხოლო როდესაც დიაკვანმა ჰკითხა მისი ამგვარი მორიდებულობის მიზეზი, პასუხის ნაცვლად, სუკკუბუსმა ატეხა ერთი ვაი-უშველებელი და წყევლა-კრულვა, განსაკუთრებით მე მლანძღავდა, რომელმაც დიაკვანს ამგვარი მეთოდით ბრძოლა ვურჩიე მის წინააღმდეგ. ამის შემდეგ სუკკუბუსი გაქრა და მის მერე აღარ გამოჩენილა.

ეს ორი შემთხვევა ნათლად აჩვენებენ, რომ ინკუბუსები და სუკკუბუსები მხოლოდ ბალახებისა და ნელსაცხებლების სურნელს გაურბიან, საღმრთო ძალის ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე. ამრიგად, ინკუბუსებსა და სუკკუბუსებზე მოქმედებენ მატერიალური საგნების თვისებები, შედეგად, ისინიც ამ თვისებების შემცველნი არიან. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ მათ სხეული გააჩნიათ, რისი დამტკიცებაც ჩვენ გვინდოდა.


თავი XVII

ინკუბუსის განდევნა სარასგან; მოხუცი ტობითას განკურნება

უკეთესად რომ დავაფუძნოთ ჩვენი დასკვნა, უნდა ვახსენოთ ზოგიერთი მეცნიერის ცთომილება, მაგალითად, ვალეზიუსისა და კორნელი ლაპიდელისა, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოსდა სარა ინკუბუსისგან მთავარანგელოზ რაფაელის ძალით განიდევნა, და არა თევზის ღვიძლის კმევით, რომელიც ტობითმა ტიგროსის ნაპირებთან დაიჭირა.

ამგვარი განმარტება ტექსტის საწინააღმდეგოა, რომელსაც არ უნდა დავცილდეთ. აი რა უთხრა ტობითს ანგელოზმა: "უთხრა ანგელოზმა: თუკი ვინმეს ტანჯავს ეშმაკი, ან ბოროტი სული, გულ-ღვიძლი უნდა უკმიო კაცს ან ქალს, და მეტად აღარ დაიტანჯება. ნაღველი კი უნდა დააპკურო თვალებზე კაცს, ვისაც სითეთრე აქვს გადაკრული და განიკურნება" (ტობ. 6:8-9).

ინკუბუსების და სუკუბუსების დემონიალიტები
ანგელოზის სიტყვები ეხება გულის, ღვიძლის და ნაღველის თვისებებს და უეჭველად ზოგად ხასიათს ატარებენ, რადგან ის არ ეუბნება ტობითს, თუ რა განაგდებს დემონს. ეს რომ ეთქვა, კომენტატორებთან ერთად მეც ვაღიარებდი, რომ რაფაელმა საკუთარი ზებუნებრივი ძალით აღასრულა ყოველივე და, რომ კვამლი და ნაღველი ამას ვერ მოიმოქმედებდა.

შეიძლება მკითხონ, თქვა თუ არა ანგელოზმა სიმართლე ნივთიერებათა ძალის შესახებ თუ მას შეეძლო მოეტყუებინა, და მოხუცი ტობითის თვალი თევზის ნაღველმა განკურნა თუ მთავარანგელოზ რაფაელის ძლიერებამ? არ შეიძლება თქმა იმისა, რომ ანგელოზს შეიძლებოდა ტობითი მოეტყუებინა, რადგან დემონი სწორედ ღვიძლის კვამლით იქნა განდენილი, ზებუნებრივი ძალის გარეშე.

ექიმი, რომელიც იტყვის, რომ ასეთი და ასეთი ბალახი სრულიად კურნავს პლევრიტს ან ეპილეფსიას, უეჭველად, უეჭველად მოიტყუებოდა, ამ ბალახს ხსენებულ სნეულებათა განკურნება რომ არ შესძლებოდა, და სრული განკურნებისთვის საჭირო გახდებოდა დამატებითი ბალახების გამოყენება.

ახლა მოხუც ტობითზე გადავიდეთ. თვალზე გადაკრული სითეთრე და მისი სიბრმავე გადავიდა თევზის ნაღველის ბუნებრივი ძალით, რომელსაც იტალიაში bocca in capo-ს უწოდებენ, და მედიცინის მტკიცებით, სითეთრის კურნების ძალა გააჩნია; ამას ეთანხმებიან დიოსკორიდე, გალიენი, პლინიუსი, აკლანიუსი, ვალეზიუსი და სხვები. ტობითის ბერძნული ტექსტი გვამცნობს: "წამოაყენა მამა და დააწვეთა ნაღველი თვალებზე და უთხრა: გამხნევდი, მამაჩემო. აეწვა თვალები და მოიხოკა თუ არა, მოსცილდა გუგებს ლიბრი" (ტობ. 11:13). რადგან, იმავე ტექსტის თანახმად, ანგელოზმა ტობითს გაუმხილა თევზის ღვიძლისა და ნაღველის ძალა და განკურნა მოხუცი ტობითი, უნდა დავასკვნათ, რომ ღვიძლის კვამლის იგივე ძალამ განდევნა ინკუბუსი, და ეს ტობითის წიგნის ბერძნული ტექსტითაც დასტურდება: "მიმავალმა გაიხსენა სიტყვები რაფაელისა და აიღო საკმეველთაგან ნაკვერჩხალი, მოუკიდა თევზის გულს და აკმია. როგორც კი იგრძნო ეშმაკმა სუნი, გაიქცა ზემო ეგვიპტეს და შეკრა იგი ანგელოზმა" (ტობ. 8:2). რაც შეეხება ებრაულ ტექსტს, იქ ნათქვამია: "ასმოდავსმა როგორც კი სუნი იგრძნო, გაიქცა". აქედან კი გამოდის, რომ დემონი მისთვის მავნე კვამლს გაურბოდა, და არა ანგელოზის ზებუნებრივ ძალას".

ხოლო ღვიძლის კვამლით ინკუბუს ასმოდავსისგან სარას გათავისუფლებას რაფაელის თანამონაწილეობაც ახლდა, მხოლოდ იმისთვის, რათა მთავარანგელოზს ინკუბუსი ზემო ეგვიპტის უდაბნოში შეეკრა, როგორც ეს ნათქვამია ტობითის წიგნში (8:3). აქ ჩვენ შეიძლება შევათანხმოთ ჩვენი ზემოთმოტანილი აზრი მეცნიერთა დასკვნას, რომლებიც სარას საკვირველ გათავისუფლებას რაფაელის მოქმედებას მიაწერენ. მათ იაზრით, სარა სრულიად ვერ გათვისუფლდებოდა, მთავარანგელოზს ინკუბუსი უდაბნოში რომ არ შეეკრა, და ჩვენ ამას დასაშვებად მივიჩნევთ, თუმცა, საკუთრივ გათავისუფლება, სარას საძინებელიდან დემონის განდევნა - თევზის ღვიძლის კვამლის პირდაპირი მოქმედება გახლდათ.



თავი XVIII

წმ. ანტონი დიდისა და ფავნის შეხვედრა უდაბნოში. მათი გასაუბრება


ჩვენი დასკვნის მესამე და უმთავრესი მტკიცებულება, რომ ინკუბუსები ნამდვილად არსებობენ და სხეულებრივნი არიან წმ. იერონიმეს მოწმობა გახლავთ.

"წმ. ანტონი, - ჰყვება ეს მეცნიერი, - ერთხელ წმიდა პავლესთან მიდიოდა. რამოდენიმე დღის სავალზე კენტავრი შეხვდა, რომელსაც მოსაგრის ადგილმდებარეობა ჰკითხა, რაზეც კენტავრმა ჯერ უხეშად წაიბუზღუნა და შემდეგ გზა ხელით მიანიშნა, და ველად გაიჭრა. ანტონიმ ის-ის იყო ცოტა გაიარა, ამჯერად ჯუჯა კაცს გადაეყარა, რომელსაც თხის ფეხები, თავზე რქები და დაბრეცილი ხელები ჰქონდა. მის დანახვაზე წმ. ანტონი შეჩერდა, და რადგან იცოდა ეშმაკის მზაკვარება, პირჯვარი გამოისახა. თუმცა, ჯუჯა კაცს არც გაქცევა უფიქრია და არც შეშინებია, ის მოწიწებით მიეახლა წმიდა მხცოვანს და პალმის ნაყოფი შესთავაზა, რითაც თავისი კეთილგანწყობა გამოხატა.
ინკუბუსების და სუკუბუსების დემონიალიტები
მაშინ მას ანტონიმ ვინაობა ჰკითხა: "მე ვარ მოკვდავი, - იყო პასუხი, - უდაბნოს ბინადართა წარმომადგენელი, რომლებიც წარმართები არიან და იწოდებიან: ფავნებად, სატირებად და ინკუბუსებად; ჩემმა ჯოგმა-ხალხმა შენთან დავალებით გამომგზავნა, რათა ღმერთს შეგვავედრო, რომელიც ქვეყნის საცხოვნებლად გარდამოხდა და მთელს დედამიწაზე ისმის მისი დიდება".

იხილა რა ასეთი მოწიწებითი დამოკიდებულება ქრისტესადმი, სიხარულით აღვსილი წმ. ანტონი შებრუნდა ალექსანდრიისკენ, მიწაზე კვერთხი დაჰკრა და შესძახა: "ვაი შენდა, გარყვნილო ალექსანდრიავ, რომელიც განადიდებ პირუტყვთ, ვითარც ღმერთსა".

კადნიერება იქნება ამ ისტორიის სინამდვილეში დაეჭვება, როდესაც ის ეკლესიის ისეთი დიდი მეცნიერის, მიერ არის დამოწმებული, როგორიც წმ. იერონიმეა და რომლის ავტორიტეტზე არასოდეს არცერთი კათოლიკე არ დავობდა.

მოდი დეტალურად განვიხილოთ ეს ისტორია და ვნახოთ, როგორ ადასტურებს ის ჩვენს შეხედულებას.
ინკუბუსების და სუკუბუსების დემონიალიტები
უპირველეს ყოვლისა, უნდა შევნიშნოთ, რომ წმ. ანტონი დიდი მრავალგზის გამხდარა დემონის თავდასხმის ობიექტი, მაგრამ, როგორც მისი ცხოვრების აღმწერი წმ. ათანასე დიდი ბრძანებს, ანტონის ეშმაკი ყოველთვის დაუმარცხებია. ამრიგად, წმ. ანტონიმ ამ ჯუჯა კაცში ეშმაკი როდი დაინახა, არამედ ის აღიარა ცხოველად, როდესაც თქვა: "ვაი შენდა, გარყვნილო ალექსანდრიავ, რომელიც განადიდებ პირუტყვთ, ვითარც ღმერთსა". აქედან გამომდინარეობს, რომ ეს არ ყოფილა ზეციდან განდევნილი და წყეული დემონი ან სული, არამედ ეს იყო რაღაც ცხოველი. წმ. ანტონი, როგორც ეს კურთხევანშია ნათქვამი (წმ. ანტონის დღესასწაულზე), როდესაც თავის ბერებს ეშმაკის მზაკვარების გამო არიგებდა, ამბობდა: "გწამდეთ ძმანო, რომ სტანას ღვთისმოსავი კაცის ეშინია, ასევე ლოცვებისა, მარხვისა, ნებაყოფლობითი სიღატაკისა, მოწყალებისა და მორჩილებისა; მაგრამ ყველაზე მეტად მას ჩვენი უფლისა და მაცხოვრისადმი მხურვალე სიყვარულისა ეშინია, ამიტომაც, სატანა რომ განიოტო, წმიდა ჯვარიც საკმარისია"

მაგრამ ჯუჯა კაცს, როდესაც წმ. ანტონი მისგან პირჯვრისწერით ცდილობდა დაცვას, შიში და თრთოლვა სულაც არ გამოუხატავს და არც გაქცევაზე უფიქრია; პირიქით, ის სანდომიანი სახით მიუახლოვდა წმინდანს და მოწიწებით ფინიკის ნაყოფი შესთავაზა. აი მტკიცებულება იმისა, რომ ის ეშმაკი არ ყოფილა.

მეორეც, უნდა შევნიშნოთ, რომ ჯუჯა კაცმა აღიარა: "მე მოკვდავი ვარ", - საიდანაც ჩანს, რომ ის ცხოველი არსება იყო - სიკვდილს დაქვემდებარებული ობიექტი, რომელიც ქვეყანას ჩვეულებრივი შობის გზით მოევლინა; არამატერიალური სული - უკვდავია, რადგან ის სიცოცხლეს შობის გზით როდი ღებულობს, არამედ ქმნილებით, და, შედეგად მას ხრწნადობით, ანუ სიკვდილით როდი კარგავს; მისი არსებობის შეწყვეტა მხოლოდ შემოქმედს და ისიც, მისი განადგურებით შეუძლია. ამრიგად, რაკიღა ჯუჯამ თქვა, რომ ის მოკვდავია, აღიარა, რომ - ცხოველი არსებაა.

მესამეც, ჯუჯა კაცის ნათქვამიდან ჩანს, რომ მან იცის განკაცებული ღმერთის ტანჯვის შესახებ. ეს სიტყვები კი ადასტურებენ, რომ ის გონიერი ცხოველია. პირუტყვებმა არაფერი უწყიან არც წარსულზე, არც აწმყოზე და არც მომავალზე, მათ ღმერთზე წარმოდგენაც კი არ გააჩნიათ (შენიშვნა: სინისტრარის ეს აზრი ცთომილია, რადგან ედემის ბაღში, გველის სიტყვებიდან ჩანს, რომ ცხოველებს გააჩნიათ შემოქმედის შეგრძნება; ასევე გააჩნიათ მათ გარკვეული მეხსიერება და წარსულის ხსოვნაც - რედ.). მაშ ჯუჯა კაცმა თუ თქვა, რომ მან და მისმა მსგავსმა არსებებმა, რომელიღაც განსაკუთრებული გამოცხადებით თუ იციან ღმრთის განკაცებისა და ტანჯვის შესახებ, მათ ღმერთზე ისეთივე შეხედულება გააჩნიათ, როგორიც ჩვენ. აღნიშვნა იმისა, რომ ღმერთი განკაცდა და ივნო, მოწმობს ორ უმთავრეს სარწმუნოებრივ საკითხზე: ღმრთის სამგვამოვნობის აღიარებაზე და მის განკაცებაზე, ტანჯვასა და მკვდრეთით აღდგომაზე. ხოლო ეს ყველაფერი, როგორც უკვე ვთქვი, აჩვენებს, რომ ის, ვინც ანტონის ელაპარაკა, გონიერი არსება გახლდათ, რომელიც მზად იყო ღმრთის შემეცნებისთვის და ჩვენსავით, გონიერ და უკვდავ სულს ფლობდა.

მეოთხეც, მთელი თავისი ხალხის სახელით, რომელმაც ეს ჯუჯა ანტონისთან წარაგზავნა, მან წმინდანს სთხოვა ელოცა ყოველთა ღმერთის წინაშე. აქედან მე ვასკვნი, რომ ეს ჯუჯა კაცი ნეტარების მიღების შემძლეც იყო, და წყევლისაც, და რომ ის არ ყოფილა "in termino" ("ბოლო მიზანთან"), არამედ მხოლოდ "in via" ("გზაში"); და თუკი ის გონიერი ქმნილება გახლდათ, რომელსაც უკვდავი სული გააჩნია, ლოგიკა ასევე გვთხოვს ვაღიაროთ, რომ ნეტარებისთვისაც მზად იქნებოდა და წყევლისთვისაც - ეს ხომ გონიერ ქნილებათა, ანუ ანგელოზთა და კაცთა თვისებაა. ის ჯერ კიდევ გზაზე მავალია (in via), ანუ არ არის მზად ღვაწლისა და სათნოებისთვის, რადგან, in termino რომ ყოფილიყო, მაშინ ან ნეტარი იქნებოდა, ან წყეული, მაგრამ ის არც ერთი იყო და არც მეორე, რადგან წმ. ანტონის ლოცვა, რომელიც მოითხოვა, ვერავითარ შეწევნას ვერ უბოძებდა საბოლოოდ წყეულ და განწირულ არსებას; ხოლო უკვე ნეტარი რომ ყოფილიყო, მაშინ ანტონის ლოცვა არც დასჭირდებოდა. ამიტომაც მიმართა მან ლოცვისთვის წმ. ანტონის, რათა მისი ლოცვა შეწევნოდა მასაც და მის ხალხსაც, მაშასადემ, ის ჯერ კიდევ ნეტარებისკენ მიმავალ გზაზე იდგა, ანუ "in statu viae et meriti".

მეხუთე, ეს ჯუჯა კაცი სიტყვებით - " მე ჩემმა ჯოგმა-ხალხმა შენთან დავალებით გამომგზავნა", საკუთარ თავს სხვა, მისი მსგავსი არსებების წარმომადგენლად და წარგზავნილად აცხადებს. აქედან კი შეგვიძლია რამოდენიმე დასკვნის გაკეთება: ეს ჯუჯა კაცი ერთადერთი, ანუ რაღაც გამონაკლისი სასწაული როდია, არამედ მისი მსგავსი კიდევ ბევრია და ისინი ერთ ჯოგს წარმოადგენენ, ხოლო თავად წმ. ანტონის მათი სახელით მიეახლა. შემდეგ, ეს არსებები ერთად ცხოვრობენ, ანუ გააჩნიათ საკუთარი საზოგადოება, რადგან ყველას სახელით ერთ წარმომადგენელს აგზავნიან. და ბოლოს, ბინადრობენ რა უდაბნოში, ისინი იქ მუდმივად როდი რჩებიან. წმ. ანტონის ადრე არ ჰქონია შემთხვევა ენახა ეს განმარტოვებული ადგილი, რომელიც მისი სენაკიდან მოშორებით უნდა ყოფილიყო, - არც უდაბნოში მცხოვრებ ჯოგს შეიძლებოდა სცოდნოდა ანტონის ვინაობა და ისიც, თუ რა ზომის სიწმიდეს მიაღწია; ამისთვის აუცილებელია, რათა მათ ანტონის შესახებ სხვა ადგილას შეეტყოთ, რაც უკვე გულისხმობს იმას, რომ ისინი ამ უდაბნოს გარეთაც უნდა ყოფილიყვნენ.

მეექვსე, ეს ჯუჯა კაცი ამბობს, რომ ის არის იმ მოდგმისაგან, რომელთაც წარმართები თავიანთი ბრმა რწმენით ხან ფავნებს უწოდებენ, ხან სატირებს და ხან კიდევ ინკუბუსებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მთავარ თეზისს, ანუ იმას, რომ ინკუბუსები გონიერი ქმნილებები არიან, რომელთაც შეუძლიათ როგორც ნეტარების, ასევე საუკუნო წარწყმედის დამკვიდრება.

როგორც აგრიკოლა ამბობს თავის წიგნში "De Animal. Subterr" ამგვარი ჯუჯა ადამიანები ხშირად გვხვდებიან მაღაროებში. ისინი ბავშვებს ჩაცმულნი ეჩვენებიან და ბავშვებივით თამაშობენ და ერთობიან; პატარებს ზოგჯერ კენჭებს გადაუგდებენ და ეს კარგი ნიშანია, ამბობს ზემოთხსენებული ავტორი, - შეიძლება დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ასეთ შემთხვევაში სადღაც ახლოს დიდი და მდიდარი მადნეული მოიპოვება.

სად ცხოვრობენ ჯუჯა ადამიანები და ინკუბუსები? ამაზე ვუპასუხებ: ერთნი მიწიერნი არიან, სხვები - წლისანი, მესამენი ჰაეროვანნი არიან, მეოთხენი კი - ცეცხლოვანნი; ანუ მათი სხეულები ერთ-ერთი ამ ელემენტის ფაქიზი ნაწილებისგან შედგება, და ისინი ან წყალში ცხოვრობენ, ან მიწაზე (ან მიწის სიღრმეში), ან ჰაერში, გამომდინარე თავიანთი ბუნებიდან. შედეგად, მათი საცხოვრებელი, იმ ელემენტებშია, რომლისგანაც შედგება უმთავრესად მათი ბუნება. ცეცხლოვანი ინკუბუსები, მაგალითად, არსოდეს ცხოვრობენ წყალში ან ნაპრალში, რომელიც მათთვის არაბუნებრივია, ხოლო წლის ინკუბუსები ეთერის მაღალ შრეებამდე ვერ ამოდიან, რადგან ეს სფერო საკმაოდ ფაქიზია მათი ბუნებისთვის. იგივეს ვხვდებით ჩვენ ადამიანებშიც, რადგან მათ, ვინც მიჩვეულია მკვრივ ჰაერს, ალპების მაღალმთიან ადგილებში ცხოვრება უჭირთ, სადაც ჰაერი მათთვის საკმაოდ გაიშვიათებულია.
ინკუბუსების და სუკუბუსების დემონიალიტები
როდესაც წმ. მამები აღწერენ დემონთა სხეულებრიობას, უნდა გულისხმავყოთ, რომ ისინი გულისხმობდნენ დაცემულ და წყეულ ანგელოზებს გულისხმობდნენ, და არა დემონი-ინკუბუსებს ჰყავდათ, რომლებიც ჯერ კიდევ ადგანან ცხოვნების გზას. თუმცა, შორს რომ არ წავიდეთ, ნეტ. ავგუსტინეს, ეკლესიის ამ უდიდესი მოძღვრის მოწმობებით შემოვიფარგლებით, და ვნახავთ, რამდენად ეთანხმება მისი შეხედულება ჩვენსას. ნეტარი ავტუსტინე დემონთა არსების შესახებ თავის კომენტარებში ამბობს: "მათ იციან ზოგიერთი ჭეშმარიტება ან იმიტომ, რომ მათი გრძნოებები უფრო ცხოველია, ან კიდევ იმიტომ, რომ მათი სხეულები მეტად ფაქიზია" (წიგნი 2, ტ. 17), და შემდგომ: "დემონები - ჰაეროვანი არსებები არიან, რადგან ისინი თავიანთი ბუნებით ჰაეროვან სხეულებს ემსგავსებიან" (იქვე. წიგნი. 3. თ. 1). "ებრაელთა მიმართ" თავისი ეპისტოლეს 115-ე თავში ნეტ. ავგუსტინე ამბობს: "ეს ჰაეროვანი ანუ ეთერული არსებანი საკმაოდ ფაქიზ გრძნობებს ფლობენ". წიგნში "საღმრთო ქალაქისთვის" (წიგნი 11, თ. 23) ის ამბობს: "დემონს ჰაეროვანი სხეული გააჩნია". იმავე თხზულების 21 წიგნის 10-ე თავში კი წერს: "ზოგიერთ დემონს, როგორც ფილოსოფოსები ფიქრობენ, მკვრივი და ნესტიანი, მაგრამ ჰაეროვანი სხეული გააჩნია". 15- ე წიგნის 23-ე თავში კი ამბობს: "შეუძლებელია თქმა, ძალუძთ თუ არა ჰაეროვანი სხეულების მქონე ანგელოზებს გააჩნდეთ ვნება, რომელიც მათ ქალებისკენ უბიძგებდა". 85-ე ფსალმუნის კომენტარში ნეტ. ავგუსტინე გვასწავლის: "მკვდრეთით აღმდგარ მართალთა სხეულები ანგელოზური სხეულებრიობის მქონენი იქნებიან", ხოლო 14-ე ფსალმუნის განმარტებაში ამატებს: "ანგელოზთა სხეულები უფრო მატერიალურნი არიან, ვიდრე სულთა".

ქვეყნდება უმნიშვნელო რედაქტირებით.

საიტ "აპოკალიფსისის" რედაქცია.
Назад к содержимому