Перейти к контенту

კაბალა - როგორი დამოკიდებულება აქვს ეკლესიას კაბალასთან? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
უსჯულოება > კაბალა
როგორი დამოკიდებულება აქვს ეკლესიას კაბალასთან?
წითელი ძაფი მაჯაზე
კაბალა - ეს არის იუდეველთა საიდუმლო სწავლება, რომელიც აღმოცენდა იუდეველთა შორის ბაბილონში მათი 70 წლიანი ტყვეობის დროს. ამ ტყვეობისას მრავალი იუდეველი გაეცნო ქალდეველთა ვრცელ ცოდნას მათი რელიგიური აზროვნებისა და სარწმუნოების სფეროში, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა დემონთ თაყვანისცემის სახესხვაობა.
 
გათავისუფლდნენ რა გარეგანი ტყვეობისგან, მრავალი იუდეველი (მ. შ. მღვდელმსახურთა კასტა) უცხო რწმენის ხიბლისმიერი ტყვეობისგან ვერ გათავისუფლდება. თავიანთი რელიგიური შეხედულებების გადასინჯვით ქალდეველთა რწმენასთან შედარებით და საკუთარი რწმენის "გაუმჯობესების" სურვილით სხვისი სარწმუნოების ხარჯზე, იუდეველთა მნიშვნელოვან ნაწილში მოხდა რელიგიური ცნობიერების გარდატეხა. ამისგან მათ შექმნეს ებრაული რწმენის "გაუმჯობესებული" ვარიანტი - მისი ჰიბრიდი ქალდეველთა რწმენის მრავალ პოზიციასთან. იუდეველებმა დაიწყეს ამ ახალი რწმენის საფუძვლების წიგნებად ჩაწერა, რომელსაც "კაბალა" ეწოდება.
 
ეს არის ახალი იუდაური რწმენის ერთგვარი "წმიდა" წერილი. თავიდან ეს ახალი რწმენა ფორმალურ აღმსარებლობას და აბრაამისა და მოსესგან მომდინარე ძველი რწმენის პრაქტიკას ეფარებოდა. ამიტომაც "კაბალა" იუდაიზმში შევიდა, როგორც საიდუმლო სწავლება, ანუ დოქტრინა.
 
დროთა განმავლობაში ის შეივსო განმარტებათა კრებულით (ძირითადად კაბალისტური სულისკვეთებით) მოსეს წიგნებზე და ებრაული სარწმუნოების საფუძვლებზე, რომელსაც "თალმუდი" ეწოდა. თქვენ ყველამ კარგად იცით ამ სიტყვების "კაბალა", "დაკაბალება", "თალმუდი" - უარყოფითი საზოგადო სახელწოდება და მნიშვნელობა.
 
ებრაელები - აბრაამის მიერ - ღვთით რჩეული ხალხი გახდა. ისინი იცავდნენ ჭეშმარიტ რწმენას ჭეშმარიტი ღმრთის მიმართ. სატანა მუდმივად ებრძოდა ამ ხალხს და მათ სარწმუნოებას. ამ ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს მთელი წმიდა წერილი. ძველ აღთქმაში, თავიდანვე, მრავალი საუკუნის განმავლობაში ცდილობდა იგი მიედრიკა ებრაელები კერპთაყვანისმცემლობისკენ, რომელიც მეზობელ წარმართ ხალხებს ახასიათებდათ.
 
ღმერთი მკაცრად სჯიდა ებრაელებს ამ გადახრებისთვის და სასჯელად ამ ხალხთა შემოსევებს, ზოგჯერ კი მათგან ებრაელთა ტყვეობასაც კი უშვებდა. ბაბილონის ტყვეობის შემდეგ უეცრად ყველაფერი შეიცვალა და ებრაელები უკვე აღარასოდეს მიდრეკილან კერპთაყვანისმცემლობისკენ, თუმცა "მტკიცედ" იცავდნენ თავიანთ რწმენას (შესწორებულს ქალდეველთა მიერ), მანამ, სანამ არ იცნეს თავიანთი მესია და გაწირეს იგი იმ დროის ყველაზე სამარცხვინო სიკვდილისთვის, - ჯვარცმისთვის. რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბაბილონის ტყვეობიდან სატანამ მათ ღმრთისადმი რწმენა თავისი კაბალით შეუცვალა.
 
"კაბალის" წერილები მეტყველებენ ღმერთზე და მაღალ "სულიერ" მდგომარეობებზე, მაგრამ ეს ყველაფერი, არსებითად, დადის სატანამდე, რომელსაც იუდეველთა საიდუმლო ბირთვი ღმერთივით ეთაყვანება. ამაოდ როდი ამხელს უფალი ამ გადახრას სატანისადმი მსახურებისკენ, რომელსაც გარეგნულად აბრაამის რწმენისა და მოსეს რჯულის სახე აქვს. უფალი ამბობს:
 
"რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას. თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა. მე კი სიმართლეს გეუბნებით და არა გწამთ ჩემი" (ინ. 8:43-45).
 
ყველა ებრაელი როდი ეზიარა ამ საიდუმლოს, არამედ მხოლოდ "რჩეულნი". მათი უმეტესობა კი უბრალოდ მოტყუვდა. ახლა ისინი მისდევენ კაბალას, როგორც "ჭეშმარიტების", "სიბრძნის" და "სულიერების" წყაროს ისე, რომ არც კი ვარაუდობენ მზაკვრობას.
 
მათ სწამთ, რომ სწორედ ეს არის მათი რწმენა, რომელიც მათ აბრაამისგან და მოსესგან გადმოეცათ. მაგრამ წმიდა აბრაამი და მოსე, ისევე როგორც ყველა ძველაღთქმისეული მართალი არ იცნობდნენ არანაირ კაბალას. ისინი პირდაპირ ელაპარაკებოდნენ ღმერთს და ეს მათთვის საკმარისი იყო!
 
ამ მოკლე მონათხრობიდანაც ცხადი ხდება, რომ ქრისტეს ეკლესია უარყოფს "კაბალას", როგორც უცხო ცრუსწავლებას და არასწორ სარწმუნოებას, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს დემონთ თაყვანისცემასთან. ამ წიგნის შეძენა, კითხვა და სახლში შენახვა ქრისტიანისთვის დიდი ცოდვაა და კატეგორიულად იკრძალება. ამ წიგნთან ერთად თქვენს სახლში შემოვა ეშმაკი.
 
ამ ცდომილებასთან და მის გავრცელებასთან ბრძოლა საჭიროა განმარტებებით, რომელთა საფუძველი წმიდა წერილი და წმიდა მამათა, ასევე მართლმადიდებელ მეცნიერ-თეოლოგთა ნაშრომებია.

მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2025 წ.
Назад к содержимому