Перейти к контенту

კითხვა-პასუხი - რა არის ის ნათელი, რომელიც ღმერთმა პირველ დღეს შექმნა ზეციურ მნათობთა შექმნამდე? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რა არის ის ნათელი,

რომელიც ღმერთმა პირველ დღეს შექმნა ზეციურ მნათობთა შექმნამდე?
ეშმაკი, მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი ჯოჯოხეთში
"თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.  
 
და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.  
 
ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე"
 
(დაბ. 1:3-5)
 
 
ალბათ, როდესაც კითხულობდით თხრობას ღმრთის მიერ ექვს დღეში სამყაროს შექმნის შესახებ, შენიშნეთ ის ფაქტი, რომ შესაქმის პირველ დღეს ღმერთმა შექმნა ნათელი, და მხოლოდ მეოთხე დღეს – ცის მნათობები: მზე, მთვარე და ვარსკვლავები. რა არის ეს ნათელი, რომელიც პირველ დღეს შეიქმნა? სად არის მისი წყარო? მზე ხომ ჯერ კიდევ არ არსებობდა?! სხვათა შორის, მცენარეულობა გაჩნდა ერთი დღით ადრე, ვიდრე მზე და სხვა მნათობები! დედამიწამ ბალახი და ხეები აღმოაცენა მე-3 დღეს და ფოტოსინთეზი მზის სინათლის გარეშე ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო.
 
მაშ, რა ნათელი შექმნა ღმერთმა სამყაროს შექმნის პირველ დღეს? ამ საკითხთან დაკავშირებით consensus patrum (მამათა თანხმობა) არ არსებობს. გვაქვს მხოლოდ კერძო მოსაზრებები. მათი მიხედვით, ეს იყო:
 
• ფიზიკური, გრძნობადი ნათელი;
 
• სულიერი, უხილავი ნათელი.
 
 
ეკლესიის წმიდა მამათა და მოძღვართა მოსაზრებები:
 
1. ანგელოზები (ორიგენე, ნეტარი ავგუსტინე).
 
2. სინათლის ბუნება, ანუ ხილული, გრძნობადი, მზემდელი ნათელი, რომელიც სივრცეში იყო განფენილი, რათა ხელი შეეწყო სიცოცხლის აღმოცენებისთვის, ე.ი. ყოველივე იმის გაცოცხლებისთვის, რაც წყალსა და მიწას უნდა აღმოეცენებინა. ამ ნათლის საშუალებით უნდა გამოჩენილიყო შექმნილი სამყაროს სილამაზე (წმიდა ბასილი დიდი, წმიდა ამბროსი მედიოლანელი, ღირსი ეფრემ ასურელი).
 
3. აუხსნელი სულიერი ნათელი, რომელიც იხილა მოსემ შეუწველ მაყვლოვანში და ცეცხლოვან სვეტში ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლისას, ხოლო სინას მთაზე ღმერთთან შეხვედრის შემდეგ, თავადაც გახდა ამ ნათლის მატარებელი, ისე, რომ მას ვერ უყურებდნენ და იძულებული იყო თავი დაეფარა. ამ ნათელს ასხივებდა ცეცხლოვანი ეტლი, რომელმაც წინასწარმეტყველი ილია აიყვანა ცაზე, ბეთლემის ვარსკვლავი, ბაბილონის ცეცხლოვანი ღუმელი, რომელშიც სამი ჭაბუკი არ დაიწვა. ეს ნათელი გამოეცხადა მწყემსებს ქრისტეს შობისას და მოციქულ პავლეს, როდესაც ის დევნიდა ქრისტიანებს. ეს ნათელი ანათლებს ადამიანს წმიდა სამების რწმენით წმიდა ნათლისღების საიდუმლოში (მართალი კესარიუს ნაზიანზელი).
 
4. ციური ნათელი, რომელიც ბნელს ფანტავს. ჭეშმარიტების ნათელი, რომელიც სიცრუის ბნელისგან ათავისუფლებს. გონების ნათელი, რომელიც უმეცრების ბნელს ანათებს. ცოდნის ნათელი, რომელიც უმეცრების წყვდიადს ანათებს. კულტურის ნათელი, რომელიც უკულტურობის უსინათლობას ანადგურებს (წმიდა იოანე ოქროპირი).
 
5. ცეცხლოვანი ზეციური ძალა ნათელმყოფელი სიტყვისგან. ეს ნათელი არის ზეციური ცეცხლი. თუმცა ისეთი, რომელსაც არ სჭირდება ნივთიერება დასაწვავად, როგორც მიწიერს (წმიდა გრიგოლ ნოსელი, წმიდა იოანე ოქროპირი).
 
6. პირველ დღეს ჩაეყარა საფუძველი ფიზიკურ სინათლეს ელექტრული და თერმული თვისებებით (თანამედროვე ღვთისმეტყველი პანეტელეიმონ ოპტინელი).


მასალა მართლმადიდებელ წყაროებზე დაყრდნობით მომზადდა საიტ "აპოკალიფსის" რედ. მიერ. 2026 წ.
Назад к содержимому