მედიცინა - რატომ არის ეკლესია ევთანაზიის წინააღმდეგ, განა ღმერთს ნებავს ადამიანის ტანჯვა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > მედიცინა
რატომ არის ეკლესია ევთანაზიის წინააღმდეგ, განა ღმერთს ნებავს ადამიანის ტანჯვა?
თვითმკვლელობა
ეკლესია ასწავლის, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე ღმრთის ხელშია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფლება არ გვავს დამოუკიდებლად შევწყვიტოთ ჩვენი ფიზიკური არსებობა. როდესაც არჩევანს თვითმკვლელობის სასარგებლოდ აკეთებენ - ევთანაზია კი სხვა არაფერია, თუ არა დაკანონებული სუიციდი, - პაციენტი მით უშვებს ყველაზე დიდ და მწარე შეცდომას: მარადისობაში გადადის ღმრთის ნების მოწინააღმდეგე ადამიანი, და საკუთარ თავს ჩადენილის გამო სინანულის შესაძლებლობას ართმევს.
 
სინანული (ან, სხვაგვარად, ცვლილება, გარდაქმნა) ხომ ოდენ სიცოცხლეშივეა შესაძლებელი, რადგან საიქიო სამყაროში ადამიანს შეცვლა უკვე აღარ ძალუძს. და აქ საქმე იმაში როდია, რომ ღმერთი არ მიიღებს თვითმკვლელს. ეს უკანასკნელი თვითონვეა ღმერთთან ყოფნის ვერშემძლები, რადგან ამას ხელს უშლის მისი სულის მდგომარეობა. არა აქვს რა სინანულის შესაძლებლობა, ის ამგვარი სახით შეგნებულად წირავს თავს მარადიული წარწყმედისთვის.
 
ღმერთს არ სურს ადამიანის ტანჯვა. ფიზიკური ვნებები - ჩვენი ბუნების თვისებაა, რომელიც ცოდვით დაცემის შემდეგ დაექვემდებარა უძლურებას, სიკვდილს და ხრწნილებას. ისინი ეწინააღმდეგებიან შემოქმედის თავდაპირველ ჩანაფიქრს, რომელმაც ადამიანი სამოთხის ბაღში ნეტარი ცხოვრებისთვის შექმნა. ყოველ ღვთისმსახურებაზე ჩვენ ღმერთს ვთხოვთ, რათა მოგვანიჭოს მან "ქრისტიანული აღსასრული... უმტკივნეულო, ურცხვენელი და მშვიდობითი", ხოლო ეკლესია მხარს უჭერს მედიკამენტოზურ და სხვა საშუალებათა გამოყენებას, რომლებითაც შესაძლებელია ავადმყოფის უკანასკნელი დღეების შემსუბუქება, რათა ამ ქვეყნიდან მისი გასვლა (გარდაცვალება) იყოს ღირსეული.
 
როდესაც აქტიური თერაპია შეუძლებელი ხდება, მისი ადგილი უნდა დაიკავოს პალიატიურმა დახმარებამ (გაუტკივარება, მოვლა, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა), ასევე სამოძღვრო მზრუნველობამ. ყოველივე ამას მიზნად აქვს ადამიანის სიცოცხლის დასრულების უზრუნველყოფა, რომელიც გამთბარი იქნება მოწყალებითა და სიყვარულით (იხ. Основы социальной концепции Русской Православной Церкви).
 
ეკლესიას, რომელიც ერთგულია ღმრთის მცნებისა "არა ჰკლა" (გამ. 20:13), არ შეუძლია ზნეობრივი გამართლება მისცეს დღეს საერო საზოგადოებაში გავრცელებულ მოძრაობას, რომელიც ე. წ. ევთანაზიის, ანუ უიმედო ავადმყოფის წინასწარგანზრახული მოკვდინების (მათ შორის მათივე სურვილით) ლეგალიზაციას ცდილობს. ევთანაზია ეწოდება მკვლელობის ან თვითმკვლელობის ფორმას, მიუხედავად იმისა, იღებს მასში მონაწილეობას პაციენტი თუ არა. ევთანაზიის გავრცელებას მივყავართ იმასთან, რომ მოხუცი და მძიმე ავადმყოფი ადამიანები თავს ზედმეტ ტვირთად გრძნობენ ახლობელთა და საზოგადოებისთვის. დღევანდელ სასულიერო პირთა შორის გამყარებულია აზრი, რომ ევთანაზია ეს არის ადამიანის დანაშაული საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე, რომელიც საზოგადოების ღრმა სულიერ კრიზისზე მეტყველებს.
 
ევთანაზიისადმი ეკლესიის ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება დაკავშირებულია იმის შემეცნებასთან, რომ ადამიანური სიცოცხლე - ეს არის საკვირველება და უძვირფასესი ნიჭი, რომლითაც მანიპულირება აბსოლუტურად დაუშვებელია, ცოდვილია და დანაშაულებრივია. იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ევთანაზია ლეგალიზებულია, აჩვენებს, რომ მისი გავრცელება სწრაფად იწვევს სიცოცხლის ღირებულების დევალვაციას, მთელ რიგ შემთხვევებში კი იწვევს ისეთ მოვლენას, როგორიცაა იძულება თვითმკვლელობისკენ პრაგმატული მიზანშეწონილობის მიზნით.
 
ჯერ კიდევ 2015 წელს ბიოეთიკის ცენტრში «Anscombe» გამოქვეყნდა მონაცემები, რომელთა თანახმადაც იმ ქვეყნებში, სადაც ნებადართულია ევთანაზია, მისი ჩატარება სულ უფრო და უფრო მარტივდება. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ თუკი ევთანაზია გათვალისწინებული იყო მხოლოდ უკურნებელი ავადმყოფებისთვის, დროთა განმავლობაში მასზე უფლება მიიღეს ადამიანებმა, რომლებიც იტანჯებიან სხვადასხვა დაავადებებით, მაგალითად: პარკინსონით, ართრიტით, ფსიქიური სნეულებებით და უბრალოდ მხედველობისა და სმენის გაუარესებითაც კი.
 
საზოგადოებრივი ტაბუს მოხსნა თვითმკვლელობაზე ცხოვრებაში იწვევს მოვლენას, რომელიც პრიმიტიულ წარმართულ თემთათვის არის დამახასიათებელი, სადაც საზოგადოების მოხუც და უუნარო წევრებს, რომელთაც უკვე აღარ შეეძლოთ მუშაობა და საკუთარი თავის რჩენა, ცხოვრებიდან ნებაყოფლობით გასვლას სთავაზობდნენ.
 
რამოდენიმე ხნის წინ საკმაოდ პოპულარული გახდა ბრიტანელი ფილოსოფოსის ბარონესა უორნოკის აზრი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ დემენციით (გონებრივი უნარების დაქვეითება, რომელიც ადამიანს ფიზიკურ ტანჯვას არ აყენებს) დაავადებული ადამიანები ვალდებულნი არიან მოკვდნენ, რადგან ისინი "ფუჭად ფლანგავენ საზოგადოების რესურსებს". როგორც ქრისტიანული საზოგადოების Christian Action Research Education (CARE) პრეს-მდივანმა ჯეიმს მილდრედმა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში აღნიშნა, "საკმარისია ევთანაზიას კარი ოდნავ შევუღოთ, რომ ის იმწამსვე შეეცდება მის უფრო და უფრო გაფართოვებას".
 
დასასრულ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ევთანაზია, რომელიც ყოველთვის აღესრულება სამედიცინო პერსონალის მონაწილეობით, ეწინააღმდეგება ჰიპოკრატეს ფიცს, რომელშიც ნათქვამია, რომ ექიმი ვალდებულია დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და არასოდეს წაართვას იგი. იმის ნაცვლად კეთილსინდისიერად აღასრულონ თავიანთი მოვალეობა, ადამიანებს შეუმსუბუქონ ტანჯვა და იხსნან სიცოცხლე, დოქტორები პირდაპირ საწინააღმდეგო საქმიანობით არიან დაკავებულნი - სიცოცხლეს უსწრაფავენ მძიმედ დაავადებულთ.
 
ბერძნულიდან თარგმანში ევთანაზია - ეს არის კეთილი ან კარგი სიკვდილი. ქრისტიანული გაგებით ასეთ სიკვდილს არაფერი აკავშირებს სიცოცხლის შეწყვეტის გარედან თავსმოხვეულ გადაწყვეტილებასთან, თუნდაც ის მომდინარეობდეს დეპრესიაში მყოფი ადამიანის მოსურვებისგან შეწყვიტოს თავისი სიცოცხლე.
 
საიტი "აპოკალიფსისი". მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით. 2022 წ.
Назад к содержимому