მედიცინა - რუსეთის მოქალაქეები კორონავირუსისგან აცრის წინააღმდეგი არიან - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > მედიცინა
რუსეთის მოქალაქეთა 73% კორონავირუსისგან აცრის წინააღმდეგია

დასკვნები ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ნაადრევია
Covid-19
ავტორი: ვალერი პავლეს ძე ფილიმონოვი, რუსი მართლმადიდებელი მწერალი.

გამოკითხვამ, რომელიც 16 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა პარტიამ "Единая Россия", აჩვენა რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობის დამოკიდებულება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისადმი, რომელსაც დღეს აქტიურ პროპაგანდას უწევენ პირდაპირ ინვესტიციათა რუსული ფონდი, რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვა და მოსკოვის მერი სობიანინი.

5 ოქტომბერს "РИА Новости"-იმ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმადაც მოქალაქეთა 73% არ სურს აიცრას COVID-19-სგან. თანაც გამოკითხულთა 93% გამოდის საყოველთაო ვაქცინაციის წინააღმდეგ. ისინი მიიჩნევენ, რომ აცრები მხოლოდ ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ ვაქცინის ნაჩქარევი დანერგვა დაკავშირებულია გვერდითი ეფექტების დიდ რისკთან არა მარტო უახლოესი მომავლის პერსპექტივაში, არამედ შეიძლება აისახოს ვაქცინირებულთა მომდევნო თაობებშიც. ამის შესახებ უკვე არაერთხელ განაცხადეს გამოცდილმა მეცნიერებმა.

კლინიკურ გამოკვლევათა ორგანიზების ასოციაციამ არაერთხელ სთხოვა პრეპარატის რეგისტრაციის გადადება, სანამ მისი გამოკვლევა არ დასრულდებოდა სრული და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სვეტლანა ზავიდოვამ განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით პრეპარატის უსაფრთხოებაზე და ეფექტურობაზე დასკვნის გაკეთება ნაადრევია. ამის შესახებ უფრო დეტალურად იხილეთ ინტერვიუ, რომელიც გამოქვეყნდა "Коммерсант"-ში სათაურით: "Исследования эффективности вообще не проводились" ("გამოკვლევები ეფექტურობაზე საერთოდ არ ჩატარებულა").

სვეტლანა ზავიდოვას თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის რეგისტრაცია ვოლუნტარისტულად დაჩქარდა, კლინიკური გამოკვლევები კი ვარაუდობენ საკმაოდ მკაცრ კონტროლს და განსაზღვრული პროტოკოლის დაცვას.

მაღალი დონის ექსპერტებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ ახალი ვაქცინის შემუშავებას ჩვეულებრივ ათ წლამდე სჭირდება. ტესტირების ყველა აუცილებელი ფაზის ნებისმიერი შემოკლება დაკავშირებული იქნება გვერდითი ეფექტების მაღალ რისკთან და ეფექტურობის უარეს შეფასებასთან. ძირითადი რისკი - ეს გახლავთ მძიმე აუტოიმუნური რეაქციების პროვოცირება. იმუნური დაცვა მიმართულია არა მარტო აღმგზნების, არამედ საკუთარი სხეულის კომპონენტების წინააღმდეგაც.

ჯერ კიდევ 90-იანი წლების მეორე ნახევარში გამოქვეყნდა პროფესორ-ონკოიმუნოლოგის ვერა ვლადიმირის ასულ გორდილოვას ღია წერილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოეთიკის კომიტეტისადმი და ასევე რადიო "Россия"-ს რედაქტორისადმი. ის ცალსახად ამტკიცებდა, რომ დაუშვებელია ჭარბი ანტისხეულების უსაზღვრო დაგროვება - მათი სიჭარბე იწვევს აუტოიმუნურ პროცესებს. "იმუნური სისტემა - ფაქიზი დაბალანსებული მექანიზმია და, სხვა სისტემების მსგავსად, დარღვევას ექვემდებარება. მუდმივი გაღიზიანების შედეგად - რაც ვაქცინური სტიმულაციით ხდება, - ის, ორგანიზმის დაცვის ნაცვლად, საკუთარ უჯრედებს დაგროვებული ანტისხეულების, აუტოიმუნური პროცესების და უჯრედთა თვისებების ფუნქციონალური ცვლილებების ხარჯზე ღუპავს" - წერდა ვ. ვ. გორდილოვა.

თითქმის ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს კლინიკურ გამოცდას გადის, ან არაეთიკურია, ან ეფუძნება აქტიურ პრინციპს, რომლის გრძელვადიანი ეფექტი და ეფექტურობა არასოდეს გამოცდილა ადამიანებზე. საგულისხმოა, რომ რამოდენიმე ათწლეულების განმავლობაში ინტენსიური გამოკვლევების მიუხედავად, დღემდე არ არსებობს შიდსის და მალიარიის (ციების) ვაქცინა. კარგად არის ცნობილი, რომ გრიპის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაციის ეფექტურობა უკეთეს შემთხვევაში არ აღემატება 30%-ს, ხოლო ღორის გრიპის ვაქცინამ საერთოდ ფიასკო განიცადა, როგორც გვერდითი ეფექტების თვალსაზრისით, ასევე ეფექტურობის თვალსაზრისითაც. მან დააინვალიდა უამრავი ბავშვი. ამის შესახებ "Вести" ჯერ კიდევ 2011 წელს იტყობინებოდა.

ვირუსოლოგიის დარგის ცნობილ სპეციალისტთა ბოლოდროინდელი გამოსვლები აჩვენებს, რომ ვაქცინაცია მრავალ გაუთვალისწინებელ შედეგს იძლევა და თვით ადამიანის ბუნების შეცვლასაც კი იწვევს. არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ ეს ვაქცინაცია არ გამოიწვევს მრავალრიცხოვან გართულებებს და თვით სასიკვდილო შედეგსაც კი.

დღეს ცალსახად დამტკიცებულია, რომ მრავალი აცრა მრავალრიცხოვანი გვერდითი რეაქციებით ხასიათდება, კერძოდ: ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება, ღვიძლისა და ნაღვლის გამომყვანი სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის, კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანებები (ამის შესახებ დეტალურად არის ნათქვამი სპეციალისტ-მედიკოსთა სახელმძღვანელოებში - ავტ.). ბოლო დროს ჩნდება სულ უფრო მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, რომლებიც აჩვენებენ აცრების კავშირს ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა აუტიზმი, შაქრის დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი, რევმატოიდური ართრიტი, ლეიკემია.

გავიხსენოთ, რომ ვაქცინების წარმოება და გავრცელება - ეს კოლოსალური ბიზნესია. "კორონავირუსის ვაქცინებზე მსოფლიო მოთხოვნილება 3-5 მლრდ. დოზას აღემატება, - წერს Ведомости სტატიაში "Сколько хотят заработать на прививках от коронавируса" ("როგორი მოგების მიღება სურთ კორონავირუსის აცრებით"). - ფულად ერთეულებში ეს 75$ მლრდ-ზე მეტია. ვაქცინის რუსი დამამზადებლები გეგმავენ 2021 წლის ბოლომდე ამ თანხის თუნდაც მეოთხედზე მაინც იბრძოლონ. ისინი აპირებენ მსოფლიო ბაზარზე ვაქცინის 1 მლრდ.-მდე დოზის წარდგენას..."

მიუხედავად ამისა, ხაზგასმულია, რომ: "ვაქცინის დამზადება - ხანგრძლივი და შრომატევადი საქმეა. ჩვეულებრივ დროს ახალი ვაქცინის შექმნისა და გამოშვების სრული ციკლი შეიძლება მოცავდეს 10-15 წელს. "ვაქცინების დამზადება ჩვეულებრივ 4 წლამდე გრძელდება", - აღნიშნავს დმიტრიევი (პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდის მეთაური - ავტ.). Gam-COVID-Vac შეიქმნა უფრო სწრაფად. ახალდამზადებული ვაქცინის მასობრივი გამოყენების სხვა მაგალითების დასახელება "ვედომოსტის" მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა ვერ შეძლეს.

"საჭიროა ჩატარებულ იქნას კლინიკურამდელი და კლინიკური გამოკვლევების სამი ფაზა, ათასობით პაციენტზე შემოწმდეს პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა, რადგან მასობრივი ვაქცინაციის დროს გვერდითი მოვლენების ერთი პროცენტის ნაწილსაც კი კოლოსალური ზიანის მიყენება შეუძლია, - განმარტავს აკადემიკოსი იგორ გუნდაროვი. - მნიშვნელოვანია პოსტკლინიკური დაკვირვებებიც, როდესაც თვეების ან წლების შემდეგ აკვირდებიან პაციენტების მდგომარეობას, რადგან გვერდითი ეფექტები შეიძლება უცებ ვერ გამოვლინდეს".

წყარო: ruskline.ru
Назад к содержимому