Перейти к контенту

პოლიტიკა - ამერიკაში რაღაც დემონური ხდება - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოსტასია > პოლიტიკა
ამერიკაში რაღაც დემონური ხდება
ჩარლი კირკის მკვლელობამ სიხარულის გრიგალი გამოიწვია, ხოლო ონლაინ-პლატფორმები აივსო პოსტებით, რომლებიც სავსე იყო დაცინვებითა და აბუჩად ამგდები წერილებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კირკის სიკვდილზე რეაქცია იყო დემონური, და სწორედ ამისი დანახვა უნდოდათ იმათ, ვინც კულისებს მიღმა იდგა.
 
 
პირადად მე არ მიყვარს ლიბერალების და კონსერვატორების დავები, ამიტომაც არ შემიძლია ვთქვა, რომ ჩარლი კირკის დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. მიუხედავად ამისა, გადავაწყდი მის რამოდენიმე ვიდეოს და შევაფასე ის, რის მიღწევასაც ის ცდილობდა: მიეწვია ახალგაზრდობა ცივილიზებულ დისკუსიაში მონაწილეობაზე, სადაც ორივე მხარე მოსმენილი იქნებოდა. კირკის ინიციატივა ჯანსაღი და სასარგებლო იყო პოლიტიკურ კლიმატთან მიმართებასი, სადაც სისტემატურად ხდება მოწინააღმდეგე მხარის დემონიზება და დეჰუმანიზება.
 
ჩემ მიერ მოსმენილი ფრაგმენტებიდან ზოგიერ შეხედულებას ვეთანხმებოდი. ზოგჯერ - არა. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მე მსურდა მისი მკვლელობა მენახა ორი პატარა ბავშვის თანდასწრებით? რა თქმა უნდა, არა. რომელი უკიდურესი ფსიქოპათი ისურვებდა ამას?
 
მაშ რა, როგორც ჩანს, ჩვენ უკიდურეს ფსიქოპათებს შორის ვცხოვრობთ. მისი სასტიკი მკვლელობის შემდეგ ავარდა არაადეკვატურ მომხმარებელღთა ტალღა, რომლებიც მუდმივად სხედან ინტერნეტში, დასცინიან და ზეიმობენ მის სიკვდილს. ზოგიერთმა ისიც კი განაცხადა, რომ მან ეს დაიმსახურა და, რომ სხვებმაც, მისმა მსგავსმა ადამიანებმაც, იგივე ხვედრი უნდა გაიზიარონ.
 
საკუთარი უგუნური შეხედულებების გასამართლებლად, ზოგიერთი ამბობს: "კირკი ემხრობოდა (აქ ჩასვი შეხედულება)" ან "ის ეწინააღმდეგებოდა (აქ ჩასვი სხვა შეხედულება)".
 
ასეა? სერიოზულად? და მერე რა?
 
თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ მან სიკვდილი დაიმსახურა და ზეიმობთ კიდევაც მის სიკვდილს, ნება მომეცით ორიოდ სიტყვა გითხრათ, და ვიმედოვნებ, ამის გამო ჩემს მოკვლას არ მოისურვებთ: მას ჰქონდა სრულ უფლება გამოეთქვა ნებისმიერი შეხედულება, რასაც კი მოისურვებდა. თქვენ დაგავიწყდათ, რომ სიტყვის თავისუფლება - თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური პრინციპია? თქვენ სერიოზულად ამტკიცებთ, რომ მან ყელში ტყვია იმიტომ დაიმსახურა, რომ მისი და თქვენი აზრი ერთმანეთს არ დაემთხვა?
 
თუკი თქვენ მის სიკვდილს ზეიმობდით, როგორც ადამიანმა ფიასკო განიცადეთ. თქვენ ნება მიეცით ქვენა პოლიტიკას აღზევებულიყო თქვენს ადამიანურობაზე, და ამან უკვე მონსტრად გაქციათ. თქვენ ნება მიეცით სიძულვილს გადაეყლაპეთ და ბოროტების მხარეს დადექით. თქვენ შეგიძლიათ ეს გაამართლოთ როგორც გსურთ, მაგრამ არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, როდესაც არ იქნებოდით უსამართლო, თუკი ზეიმობდით ორი პატარა გოგონას მამის სასტიკ სიკვდილს.
 
თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ მისი საჯარო დასჯა თქვენი პოლიტიკური მხარის "გამარჯვებაა", მაშინ, თქვენთვის, როგორც პიროვნებისთვის ეს სერიოზული დანაკარგია. და, საბოლოო ჯამში, ეს არის ერთადერთი ბრძოლა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს. უმეტესწილად, პოლიტიკური დებატები არაფერი ღირს, მაგრამ თქვენი, როგორც ადამიანის მოქმედება, - ეს ყველაფერია. თქვენ გამოგცადეს და წარუმატებლობა განიცადეთ.
 
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კირკი არავის ვნებდა. მისი ერთადერთი "დანაშაული" იყო სიტყვების წარმოთქმა მიკროფონში. და, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - ეს დანაშაული არ არის, არამედ ფუძემდებლური უფლებაა, რომელიც კონსტიტუციურად არის გამყარებული.
 
თავისთავად იგულისხმება, რომ კირკის სიკვდილის ტოქსიკური შედეგები აშფოთებენ ჩემს სულს, და ერთადერთი სიტყვა, რომელიც ახლა გონებაში მიტრიალებს, ამ ვითარების აღწერა და მისი შეფასებაა და მე მას ვაფასებ სიტყვით - "დემონური".



კირკის სიკვდილამდე ორი დღით ადრე გამომცემლობა Jezebel-მა დაიქირავა ჯადოქრები, რათა ჩარლი კირკი დაეწყევლა.

მათ სურთ, რათა ჩვენ გარემოცულები ვიყოთ ტოქსიკური, დემონური ენერგიით, და იმგვარი მოვლენების საშუალებით, როგორიც ესაა, ისინი მთელ მსოფლიოს აიძულებენ მონაწილეობა მიიღონ მასში.
 
 

საშინლად სიმბოლურია


 
სიკვდილამდე სულ რამოდენიმე წამით ადრე კირკი იჯდა კარავში, რომელსაც ეწერა "დაამტკიცე, რომ მე ვცდები" - ეს იყო მიწვევა იდეათა ცივილიზებულ გაცვლაზე. მას ეცვა თეთრი მაისური წარწერით "თავისუფლება".
შემდეგ კი ის სისხლისგან დაიცალა.
 
 
ამ მკვლელობაში ყველაფერი საშინლად სიმბოლურია. ის მოხდა ერთი დღით ადრე 11 სექტემბრამდე, "შემობრუნების მომენტამდე" ამერიკის ისტორიაში. ბედის ირონიით, "შემობრუნების მომენტი" - ეს კირკის ორგანიზაციის სახელწოდებაა, და მისი მკვლელობა ასევე შეიძლება გახდეს შემობრუნების მომენტი ამერიკის პოლიტიკაში.
 
გასროლის მომენტში კირკი გამოთქვამდა თავის აზრს და ახდენდა სიტყვის თავისუფლების რეალიზაციას. როდესაც ტყვიამ მის ყელში გაიარა, იფეთქა სისხლმა, და ეს მტანჯველი წამება ფართოდ გადაიცემოდა სოციალურ ქსელებში. მიუხედავად იმისა, რომ სისასტიკის ამსახველი კადრები დეტალურ ცენზურას გადის ინტერნეტში, კირკის სისხლიანი სიკვდილი რატომღაც ფართო საზოგადოების კუთვნილება გახდა. თითქოსდა "მათ" სურდათ, რათა ადამიანებს ეს ენახათ. რადგან ეს სიმბოლური და რიტუალური იყო. კირკის სიტყვები ჩაახშო ძალადობამ, რომელიც ხშირად ხდება რეპრესიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოებში. მათ სურთ, რათა ეს მოვლენები ნორმა გახდეს, და სურთ, რათა ისინი, ვინც აფასებს სიტყვის თავისუფლებას, სიკვდილის შიშით კანკალებდნენ.
 
მათ სურთ, რათა ნორმა გახდეს კიდევ ერთი საშინელი მოვლენა: ადამიანის ძალადობრივი სიკვდილის ზეიმობა. და ეს დაიწყო იმავე წამიდან, როდესაც კირკს ესროლეს.
 
 

ვინ არიან ეს ადამიანები?
 
 
გასროლისთანავე, როდესაც შეძრწუნებული ადამიანები მოიხარნენ, ვიღაც წვერიანმა მამაკაცმა ხმამაღლა იყვირა
 
 
ამ მამაკაცის ყურადღებით შეთვალიერება აჩვენებს, რომ რაღაც ისე ვერ არის. ჯერ-ერთი, როგორც კი კირკი დაჭრეს, მამაკაცმა პირდაპირ შეხედა მსროლელს და შეჰყვირა, თითქოსდა იცოდა, რა ხდებოდა. და მას უხაროდა ის, რომ სნაიპერის გასროლა წარმატებული გამოდგა. არ ყოფილა არც ერთი წამი დაბნეულობისა ან გაურკვევლობისა. აშკარაა, რომ როდესაც ადგა და დაიწყო ლოზუნგების სკანდირება, მას არ ეშინოდა იოლი სამიზნე გამხდარიყო ჯერ კიდევ აქტიური მსროლელისა. იყო თუ არა ის საქმის კურსში?
 
როდესაც ადამიანებმა სოციალურ ქსელებში მოძებნეს ეს მამაკაცი, აღმოჩნდა, რომ მას გამოქვეყნებული ჰქონდა უცნაური, იდუმალი შეტყობინება, რომლის აზრი გაუგებარია.


 
 
ამ კაცის პოსტი იმდენად უცნაურია და ისეა ფორმულირებული, რომ კოდირებულ შეტყობინებას უფრო წააგავს, რომელიც ფსიქოლოგიურ ოპერაციას მოგვაგონებს.
 
 
როგორც ეს ხდება ხოლმე, სროლაში დაადანაშაულეს მარტოხელა, შეურაცხადი ბიჭი, რომელმაც მოახერხა კირკისთვის ესროლა 200 იარდის სიშორიდან. როგორც მინეაპოლისელმა მსროლელმა, მანაც თავის ვაზნებზე დატოვა შეტყობინება ტრანსგენდერებისადმი, ლგბტ-სადმი და ანტიფასადმი მოწოდებით. როგორც მინეაპოლისელი მსროლელი, ისიც, როგორც ჩანს, დაექვემდებარა ისეთი პლატფორმების რადიკალიზაციას, როგორიცაა Reddit (რომელიც, სხვათა შორის, არის საშინელი პოსტების გამავრცელებელი, რომლებშიც კირკის სიკვდილს დასცინიან).



 
ახლა ეს ტრადიცია გახდა:
ყოველ გასროლას ახლა თან ახლავს მსროლელის არაჯანსაღი შეპყრობილობა, მისი მოტივები და პოლიტიკური მიდრეკილებები,
რადგან ყოველი მხარე ცდილობს სისხლისღვრაში მეორე მხარის დადანაშაულებას.
 
 
ნება მომეცით დავეჭვდე იმაში, რომ Reddit-ის ეს 22 წლის მონაწილე, რომელიც თანაცხოვრობდა ტრანსგენდერ ტიპთან ერთად, მარტო მოქმედებდა. ბრბოში ზოგიერთი ადამიანის უცნაური მოქმედების მიხედვით, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო დაგეგმილი მკვლელობა, რომელიც შემდეგ უნდა დაბრალებოდა ტვინჩარეცხილ უბრალო ხეპრეს. თქვენ თუ ეს უგუნურ შეთქმულების თეორიად მიგაჩნიატ, იცოდეთ, რომ ხმამაღალ (სკანდალურ) მკვლელობათა უმეტესობა სწორედ ასე დაიგეგმა, მათ შორის ჯონ კენედისა და მისი ძმისაც.
 
რაში სჭირდებოდათ მათ მისი სიკვდილი?
 

დაგეგმილი საპასუხო რეაქცია
 
ყველაფერი, რაც კი კირკის მკვლელობას და მის შედეგებს უკავშირდება, უკიდურესად ტოქსიკურია... ხუთი წლის წინ მე დავწერე სტატია სათაურით "ლიბანი სამოქალაქო ომით გაიხლიჩა, და აშშ-ც იმავე გზას ადგას", რომელშიც ავხსენი, როგორ სპეციალურად აღრმავებენ რასულ და პოლიტიკურ უთანხმოებებს, რათა შიგნიდან დაანგრიონ ქვეყანა.
 
მართალია ზოგიერი ამტკიცებდა, რომ ჩემი სტატია საკმაოდ პირქუია, ყველაფერი, რასაც კი ვაკვირდებოდი, იმ დროიდან მოყოლებული მხოლოდ გაუარესდა. თუმცა, ვიმედოვნებ, ამერიკა ჯერ კიდევ შორსაა სამოქალაქო ომისგან, მაინც, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა ერთმანეთს დაუპირისპირონ მოქალაქეები.
 
გავლენიანი ფიგურის მოკვლა "მეორე მხარიდან" - გახლავთ სწორედ ის, რაც ქოქავს ვითარებას ღრმად დაცალკევებულ ქვეყნებში. ეს არის ომის გაჩაღების კლასიკური მეთოდი, რომელსაც ხშირად მარიონეტები და დაქირავებული აგენტები ასრულებენ. მთელი ისტორიის განმავლობაში მსგავს მკვლელობებს ჩვეულებისამებრ თან სდევდა საპასუხო მოქმედება, რომელიც მძაფრ და სასტიკ ესკალაციას იწვევდა. როდესაც სისხლი იღვრება, მშვიდობა და შერიგება შეუძლებელი ხდება.
 
იმედს ვიტოვებთ, რომ სისხლისღვრა აწი აღარ იქნება. მაგრამ ინტერნეტში "სამოქალაქო ომი" უკვე გაჩაღებულია. კირკის სიკვდილიდან სულ რაღაც რამოდენიმე წუთში სოციალური ქსელი აივსო შემაძრწუნებელი პოსტებით, რომლებიც განადიდებდნენ მის სიკვდილს, აკრიტიკებდნენ მის პიროვნებას და ამტკიცებდნენ, რომ ის თვითონ არის ამაში დამნაშავე. სხვები სარგებლობდნენ კირკის ციტატებით (ხშირად კონტექსტიდნა ამოგლეჯით), რათა რამენაირად მაინც გაემართლებინათ მისი "დამსახურებული" მკვლელობა. ერთ-ერთი მათგანია - პირწავარდნილი არამზადა სტივენ კინგი.
 
 
 

კირკის საპატივცემო პოსტის გამოქვეყნების საპასუხოდ სტივენ კინგი გამოდის განცხადებით, რომ ის "გეების ჩაქოლვის მოწოდებით გამოდიოდა".
 
 
მსგავსი რიტორიკა შობს რადიკალიზაციას. მეტიც, ის აშკარად ცრუა. საერთოდ რატომ უნდა გამოქვეყნდეს მსგავსი რამ ადამიანის სიკვდილიდან რამოდენიმე საათის შემდეგ? არ შეიძლება ერთი დღით მაინც მიეგოს პატივი გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნას? ნებისმიერ შემთხვევაში, კინგის რეაქციას დაუყოვნებლივი საპასუხო რეაქცია მოჰყვა.
 

 
როდესაც სტივენ კინგმა გაიგო, რომ თავისი კომენტარების გამო მისი წიგნების გაყიდვა დაეცემა, თავისი ტვიტი გაიტანა და ბოდიში მოიხადა.
მაგრამ მისი უცნაური ტვიტი იმის შესახებ, რომ ეპშტეინის დოსიე არ არსებობს, ჯერ კიდევ იქაა.
 
 
რეაქცია კირკის სიკვდილზე - ეს ახალი, შემაშფოთებელი დაცემაა ამერიკის საზოგადოებრივ დისკურსში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ "ისინი" გეგმავდნენ მოვლენათა ამ ჯაჭვს, რათა შეექმნათ ტოქსიკური პრეცედენტები ამერიკულ ცხოვრებაში. მათ სურთ, რათა ადამიანის სიკვდილის ღია ზეიმობა და მისი მემკვიდრეობის დაცინვა ნორმა გახდეს. მათ სურთ, რათა ეს პოსტები (წერილები) მეორე მხარის მიერ აღქმულ იქნას გააფთრებითა და მრისხანებით, რაც გამოიწვევს ოპონენტთა დემონიზაციასა და დეჰუმანიზაციას. საბოლოო ჯამში ამერიკა შიგნიდან გაიხლიჩება - ეს კი გლობალური ელიტის მთავარი მიზანია.
 
მე გამოვაქვეყნებდი ასობით მემს, რომლებიც დასეირნობენ ინტერნეტში ისეთ პლატფორმებზე, როგორიც Reddit-ია, მაგრამ მრავლიდან მხოლოდ ერთს გამოვაქვეყნებ.
 
 


მემი Reddit-ზე, რომელიც დასცინის კირკის მკვლელობას, მაგრამ ამასთან მიანიშნებს, რომ მან ის დაიმსახურა.
 
 როგორც უკვე ვამბობდით, ამ პოსტებიდან მრავალი დაწერილია იმ ადამიანთა მიერ, რომლებიც ინტერნეტში დაექვემდებარნენ რადიკალიზაციას. მაგრამ საქმე მარტო ამაში როდია. მრავალი ამ დეზინფორმაციული პოსტებიდან, მემებიდან და კამპანიებიდან ეკუთვნის უცხოელ მოღვაწეებს, რომლებიც ელტვიან განხეთქილების გაჩაღებას ქვეყნის შიგნით. და ეს მუშაობს. კირკის სიკვდილის შემდეგ შეიმჩნევა ორივე მხარის საგრძნობი რადიკალიზაცია, რომელსაც თან ახლავს სიძულვილისა და შეურაცხყოფების მზარდი მაჩვენებელი. ვითარება სწორედ მაშინ ხდება საშიში და არასტაბილური.
 
12 სექტემბერს ვითარება ლამის გაუარესდა.




იუტას შტატში კინაღამ მოხდა ტერაქტი, რომელსაც შეეძლო მასობრივი მსხვერპლი გამოეწვია. ამ მოვლენის შესახებ ინფორმაცია სერიოზულად იყო მიჩქმალული.
 
 
ოფიციალური ცნობების თანახმად, გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ (FBI) იუტას შტატში დააკავა ორი მამაკაცი იმის შემდეგ, რაც სოლტ ლეიკ სიტიში ტელეარხ FOX 13 News-ის ავტომობილის ქვეშ ბომბი აღმოაჩინა.
 
ეჭვმიტანილ 58 წლის ადიბუ ნასირუს და 31 წლის ადილო ჯასტის აჰმედ ნასირუს წაუყენეს მრავალრიცხოვანი ბრალდებები, მათ შორის ტერორიზმის მუქარა, მასობრივი განადგურების იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვა. მოწყობილობა აღმოაჩინეს პარასკევს, 12 სექტემბერს, და, როგორც ტელეარხი FOX 13 იუწყება, დადგენილია, რომ ის ნამდვილია. ოფიციალურ პირთა განცხადებით მოწყობილობა გააქტიურებული იყო, მაგრამ "ვერ ამუშავდა".
 
 


ეჭვმიტანილები დააპატიმრეს სახლში, რომელსაც ანტიტრამპული დროშა ამშვენებდა
 
 
მოწყობილობის დეტონირება რომ მომხდარიყო და დაღუპულიყო რამოდენიმე ადამიანი, ეს სტრატეგიულად განთავსებული დროშა "ტაკო" ამერიკულ პოლიტიკას კიდევ უფრო ჩამოურეცხავი სისხლით დაალაქავებდა.
 
 

დემონური დროება
 
კირკის გარდაცვალების შემდეგ ამერიკას ტოქსიკურმა დემონურმა ენერგიამ გადაურბინა. მისმა სასტიკმა მკვლელობამ დაცინვის, აბუჩად აგდებისა და მკრეხელობების ტალღა გამოიწვია, რომლის მსგავსი ადრე არასდროს ყოფილა. მრავალრიცხოვანი კულტურების თანახმად, ასე მხოლოდ დემონები იქცევიან.
 
მრავალ ტრადიციაში, განსაკუთრებით ქრისტიანულ მიმართულებებში, დემონები აღწერილნი არიან როგორც არსებები, რომლებიც ადამიანებს დასცინიან, ხშირად იმიტომ, რომ გამოიწვიონ მათში ემოციური ტანჯვა, გააღვივონ მათში მრისხანება ან ჭეშმარიტების გზას გადააცდინონ ისინი.
 
აბუჩად აგდებისა და დაცინვის ეს დემონური მცდელობები განიხილება, როგორც სულიერი ომის ფორმა, სადაც ადამიანის გონება ბრძოლის ველი ხდება. მას რომ წინ აღვუდგეთ, მორწმუნეებს ეძლევათ რეკომენდაცია გასაქანი არ მისცენ აზრს, პასუხი გასცენ ღმრთის სიტყვით, სიბრძნე ეძებონ ღმერთთან და დაეყრდნონ ქრისტესადმი რწმენის ძალას, რათა მოიგერიონ ეს შეტევები.
 
გარდა ამისა, ბერძნული სიტყვა "ეშმაკი" (ბერძნ.: "დიაბოლოს", diabolos) ნიშნავს "ცილისმწამებელს", რაც ვარაუდობს კავშირს დაცინვასთან და ბოროტსიტყვაობასთან.
 
ის, რაც ახლა ხდება, ატარებს არა მარტო პოლიტიკურ, არამედ სულიერ ხასიათსაც. მრავალწლიანი განცხადებების შემდეგ, რომ ჩვენი საზოგადოება განიცდის სატანური პოპ-კულტურის გავლენას, ჩვენ ვხედავთ ამ გავლენის შედეგებს.
 
ჩარლი კირკის სიკვდილი - ეს არის დაავადების სიმპტომი, რომლითაც დასნებოვნებულია ამერიკა და კიდევ მთელი რიგი ქვეყნები. სიტყვის თავისუფლება, ცივილიზებული დიალოგი და იდეათა კულტურული გაცვლა - ეს არის თავისუფალი საზოგადოების საფუძვლები - არადა ის იცვლება სიძულვილით, ძალადობით და დემონური დამცირებით. სოციალურ დონეზე ამერიკა თავს ნებას აძლევს დაინგრეს და ძალადობისა და რეპრესიათა მდგომარეობისკენ ჩაექანოს. სულიერ დონეზე ჩვენ ყველანი ძალადობრივად ვბანაობთ დემონურ ენერგიაში. დადგა გამოღვიძების დრო, შეგნების დრო, რათა დავინახოთ რა ხდება და გონს მოვეგოთ.
წყარო: vigilantcitizen.com

მასალა თარგმნა და მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2025 წ.
Назад к содержимому