Перейти к контенту

პოლიტიკა - ჟურნალ The Economist World Ahead-ის პირქუში პროგნოზები და იდუმალი სიმბოლოები 2026 წლისთვის - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოსტასია > პოლიტიკა
ჟურნალ The Economist World Ahead*-ის
 
პირქუში პროგნოზები და იდუმალი სიმბოლოები 2026 წლისთვის
* The World Ahead 2026 - ეს არის ჟურნალ The Economist-ის ყოველწლიური სპეციალური გამოცემა, რომელშიც ექსპერტები, ანალიტიკოსები და მოწვეული ავტორები გვაძლევენ პროგნოზებს მომდევნო წლის (მოცემულ შემთხვევაში 2026 წელზე) საკვანძო მიმართულებებზე: პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ტექნოლოგიებზე, ეკოლოგიაზე, საზოგადოებასა და კულტურაზე.
 
როგორც წესი, გამოშვება ერთმანეთს უხამებს, როგორც მიმდინარე ტენდენციების პრაგმატულ ანალიზს, ასევე  მომავლის უფრო თამამ და ზოგჯერ პროვოკაციულ სცენარებს. გეოპოლიტიკური დაძაბულობის, დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესის და მზარდი კლიმატური რისკების გათვალისწინებით The World Ahead 2026-ის მრავალი პროგნოზი მართლაც საგანგაშო ხასიათს ატარებს - შესაძლო ახალი კონფლიქტებიდან და სასურსათო უსაფრთხოების კრიზისიდან ვიდრე ხელოვნური ინტელექტის გავლენით შრომის ბაზართა ტრანსფორმაციამდე და დემოკრატიულ ინსტიტუტთა შემდგომ ეროზიამდე.
ჟურნალ "The World Ahead 2026" ("მსოფლიოს მომავალი 2026 წელს") სავსეა ნახატებით, რომლებიც კატასტროფულ მოვლენებს გვიწინასწარმეტყველებენ. ამ ნახატებთან შეხამებულია სიმბოლოები, რომლებიც ძველ რიტუალებზე და ცნობიერების კონტროლზე მიგვანიშნებენ. შეხედეთ ამ იდუმალ გამოსახულებას, რომელიც ამ გამოცემამ შექმნა და, რომელიც პირდაპირ კავშირშია მსოფლიო ელიტასთან.
 
 
***
 
 
ყოველი წლის მიწურულს ავტორიტეტული გამოცემა The Economist-ი გამოსცემს თავის ყოველწლიურ ნომერს "The World Ahead", სადაც აქვეყნებს მომავალი წლის მოვლენებისა და ტენდენციების პროგნოზებს. პრაქტიკულად ყოველ ჯერზე ამ ნომრის გარეკანი სავსეა რთული, ძალზედ იდუმალი და ხშირად პირქუში სიმბოლოებით. იმ დროს, როდესაც ჟურნალთა უმრავლესობის გარეკანებზე ყურადღების მიქცევა არ ღირს, ჟურნალი The Economist ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს.
 
ძირითადი მიზეზი: The Economist პირდაპირ არის დაკავშირებული მათთან, ვისაც შეუძლია "პროგნოზები" რეალობად აქციოს, განსაკუთრებით თემებში, რომელთაც ის თავის ფურცლებზე აშუქებს.
 
მაგალითად, The Economist-ის ახლანდელი რედაქტორი ზანი მენტონ ბედოსი (Zanny Minton Beddoes) მონაწილეობდა 2025 წლის ბილდერბერგის კონფერენციაში. ეს არის "პოლიტიკურ ლიდერთა, ექსპერტთა და წარმოებების ხელმძღვანელთა დახურული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ მოსაწვევების მქონე პიროვნებები იღებენ, და არაფორმალურ, საიდუმლო საკვანძო მსოფლიო პრობლემათა განხილვებს ატარებენ ".
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიო ელიტა აქ იკრიბება იმისთვის, რათა განსაზღვროს თავისი დღის წესრიგი უახლოესი წლებისთვის.
ზანი მენტონ ბედოსი ბილდერბერგის კლუბის შეხვედრას დაესწრო 2025 წელს, რომელიც მიმდინარეობდა 12-დან 15 ივნისამდე, სტოკჰოლმში, შვედეთი. მისი სახელი მითითებული იყო მონაწილეთა სიაში, მისი პოზიცია განსაზღვრული იყო, როგორც The Economist-ის მთავარი რედაქტორი. შეხვედრას ესწრებოდა 121 მონაწილე 23 ქვეყნიდან, ხოლო ის ფოკუსირებული იყო გლობალური პრობლემების არაფორმალურ, საიდუმლო განხილვაზე ჩატემ ჰაუსის წესების ჩარჩოებში.
აქედან არაფერი ყოფილა მოულოდნელი: The Economist-ი, რომელიც დაარსდა ჯერ კიდევ XIX ს-ში, მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში მჭიდროდ იყო დაკავშირებული მსოფლიო ელიტის მძლავრ ოჯახებთან, როტშილდების ჩათვლით.
ანიელის ოჯახის გარდა, კომპანიის მცირე აქციონერებს წარმოადგენენ კადბერი, როტშილდები (21%), შრედერი, ლეიტონი და სხვა ოჯახთა ინტერესები, ასევე მთელი რიგი თანამშრომლებისა და ყოფილი თანამშრომელ-აქციონერებისა. მთავარ რედაქტორს მზრუნველთა საბჭო ნიშნავს და ის არ შიძლება გათავისუფლებულ იქნას მისი ნებართვის გარეშე. კომპანია The Economist Newspaper Limited სრული შვილებრივი კომპანიაა The Economist Group-ისა, რომლის თავმჯდომარე 1972-წლიდან 1989 წლამდე გახლდათ სერ ივლინ რობერტ დე-როტშილდი.
მოკლედ რომ ვთქვათ, The Economist პირდაპირ კავშირშია ადამიანებთან, რომლებიც ფლობენ რეალურ ძალაუფლებას და გავლენას, რათა ბილდერბერგის კლუბის სხდომებზე წამოჭრილი დღის წესრიგი გაატარონ ცხოვრებაში. ამიტომაც The Economist-ის "პროგნოზები" - ეს უბრალო ვარაუდები კი არ არის, ეს გაფრთხილებებია. არ არის სავალდებულო ნაწინასწარმეტყველევი მოვლენები დაუყოვნებლივ აღსრულდეს - ეს ხშირ შემთხვევაში გრძელვადიანი გეგმებია.

ამ ფაქტის თვალნათლივი ილუსტრირებისთვის, მოდი გავიხსენოთ The Economist-ის 2012 წლის გარეკანი. მრავალი დღემდე აანალიზებს მას და სვამს კითხვას: "საიდან იცოდნენ მათ ეს?"



დაუთმეთ ერთი წუთი ამ ნახატს და დაუფიქრდით 2012 წლის "ეკონომისტის" ამ გარეკანზე გამოსახულ სიმბოლურ მნიშვნელობებს.


გამოშვების სახელწოდებაა - "ჯოჯოხეთის მეგზური", ხოლო გარეკანზე გამოსახული ნახატები საკმაოდ ნიშანდობლივი. ილუსტრაცია, რომელიც ეძღვნება შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას, აჩვენებს მრავალ მსოფლიო ლიდერს, რომლებიც ეშმაკის ნებას ახორციელებენ. მათ უმეტესობას აკონტროლებენ და მართავენ "უქვემოესი დემონები", რომლებიც მათ ჯოჯოხეთისკენ უბიძგებენ.

მაგალითად, გარეკანის ზედა ნაწილზე "ჰამას"-ის წევრი დგას ბენიამინ ჰეთანიაჰუს პირისპირ, ხოლო მათ შუა ვხედავთ სიტყვას "მრისხანება". ორივენი ჰაერში არიან აწეულნი პარაპლანებზე, რომელიც მოძრაობაში ეშმაკებს მოჰყავთ, რაც სიმბოლურად უთითებს იმაზე, რომ საბოლოო ჯამში მათ ერთი და იგივე "ძალა" მართავს.

ჯოჯოხეთის ქაოსს ამ გარეკანზე აკვირდება ერთი ფიგურა, და ყველაფერს ამ ნახატზე სიმბოლური მნიშნელობა გააჩნია.



ეშმაკის მთავარი ფიგურა დგას ბერკეტთან, რომელსაც "კლიმატის შეცვლა" აწერია.
 
 
გვაოცებს მესიჯი, რომელიც ამ გამოსახულებაშია ჩადებული. ის მიანიშნებს, რომ "კლიმატის შეცვლა" - ეს ხელოვნური, დისტანციურად მართვადი მოვლენაა, რომელსაც თვით ეშმაკი აკონტროლებს. და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია - ეშმაკს ხელში უჭირავს ჟურნალ The Economist-ის სწორედ ეს ნომერი, თითქოსდა სწორედ ესაა მისი "გენერალური გეგმა".
 
მოკლედ, რომ ვთქვათ, The Economist-ის 2012 წლის გარეკანი გამოხატავს მსოფლიოს, როგორც უზარმაზარ სცენას, სადაც ქაოსი და გაურკვევლობა თვით ეშმაკის დაკვირვების ქვეშ იმყოფება, რომელსაც ხელში The Economist-ის ერთი ეგზემპლარი უჭირავს, რაც მათ საიდუმლო შეთანხმებასა და თანამშრომლობაზე მეტყველებს.
 
ამ წელს ჟურნალმა კვლავ გამოსცა თავისი დამატება The World Ahead 2026 (მომავლის მსოფლიო 2026), და, ცხადია, ისიც აღსავსეა ყოველგვარი მესიჯებით - რომელთაგან მრავალი საკმაოდ პირქუშად გამოიყურება.
 

მომავლის მსოფლიო 2026



გამოცემა The World Ahead 2026-ის გარეკანზე მსოფლიო გამოხატულია ფეხბურთის ბურთზე - რაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიგვანიშნებს ფეხბურთში, რომელსაც FIFA 2026 წელს აშშ-ში ატარებს. სიმბოლურ დონეზე ეს მეტაფორა ეხმიანება შექსპირის ცნობილ ფრაზას: "მთელი მსოფლიო - თეატრია" ("all the world’s a stage").

ამ გლობალურ სპექტაკლში ამოქმედებულია მრავალი რეკვიზიტი და პერონაჟი, რომლებიც მასშტაბურ, მსოფლიო სიუჟეტებში მონაწილეობენ. ამ სიუჟეტთა უმრავლესობა მოსახლეობის ფართო ფენებისთვის უფრო ნეგატიურ (თუ არა პირდაპირ კატასტროფულ) ხასიათს ატარებს.

შიშისა და განგაშის გრძნობა, რომელიც ამ გარეკანის დათვალიერებისას გეუფლება, ძლიერდება დრონებისა და თანამგზავრების სიმრავლით, რომლებიც სცენის თავზე დაფრინავენ, - ისინი ყოვლისგამსჭვალავი, მუდმივი დაკვირვებისა და კონტროლის შეგრძნებას ქმნიან.



გამოსახულების ცენტრში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას, განთავსებულია უკიდურესად სიმბოლურ გამოსახულებათა კოლექცია.
 
 
ტორტი ამერიკული დროშის წინ, სავარაუდოდ, აშშ-ს 250 წლისთავზე მიუთითებს. ეს იმიტომ, რომ აშშ დაფუძნდა 1776 წელს. თუ იცით კიდევ რა დაფუძნდა 1776 წელს? - ბავარიელი ილუმინატების ლოჟა. ნუთუ ისინი ამასაც ზეიმობენ? რადგან, თუმც აშშ-ს აქვს ზეიმის მიზეზი, ყველაფერი ამ გარეკანზე განადიდებს ოკულტურ ელიტას, რომელიც თავის ანტინაციონალურ და პრო-გლობალისტურ დღის წესრიგს განადიდებს.
 
ტორტი შეერთებულია აღმართულ მუშტთან, რომელსაც ბორკილები ადებს, რაც ჩახშულ ამბოხზე მიანიშნებს. მოიტანს თუ არა მომავალი წელი სოციალურ მღელვარებას, რომელიც აშშ-ს 250 წლიანი სახელმწიფოებრივი არსებობის ზეიმს გააუფერულებს? ქვემოთ ვხედავთ იუდაურ ჩაქუჩს, რომელიც თავის საფუძველს ამტვრევს, რაც მართლმსაჯულების დამტვრეულ ან კორუმპირებულ სისტემაზე მიუთითებს. ვინ იქნება ამ უსამართლობის მსხვერპლი?
 
აშშ-ს დროშის ირგვლივ (და დედამიწის სხვა ადგილებში) გაშვებულია რაკეტები, რითაც მინიშნებულია ბირთვული შეიარაღების ახალი დევნა. ტანკების და სხვა იარაღის შესამჩნევი არსებობა 2026 წელს გარდაუვალ ომზე მიუთითებს. აშკარაა, რომ The Economist-ის არც ისე ოპტიმისტურად არის განწყობილი მომავალ წელთან დაკავშირებით.
 
ტორტის ქვეშ უცნაურ გამოსახულებას ვხედავთ: ადამიანის ტვინი, რომელიც სათამაშო კონტროლერს არის მიერთებული. სხვა სიტყვებით, ეს არის გონება... რომელსაც მართავენ. თუმცა, შეიძლება ეს ნიშნავდეს ტექნოლოგიასაც, რომელსაც შეუძლია ტვინის გაკონტროლება ბიოლოგიურ დონეზე, ეს ასევე შეიძლება უთითებდეს მასების ფართომასშტაბიან პროგრამირებაზე იმგვარი მოვლენების მეშვეობით, რომლებიც გარეკანზეა გამოხატული.



თუმცა, იარაღი, რომელიც გარეკანზეა გამოსახული ომის სხვა სახეობაზე მიუთითებს.
 
 
წითელი ხაზი აჩვენებს, რომ რომელიღაც მაჩვენებელმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. რას ასახავს ის - აშშ-ს დოლარის ღირებულებას (ცხრილის ირგვლივ გამოხატულია ერთცენტიანი მონეტები), საფონდო ბირჟის მდგომარეობას თუ მთლიანობაში ეკონომიკას? ორი მახვილი გრაფიკული გამოსახულების ქვეშ ვარაუდობს, რომ უარყოფით მნიშვნელობები შეიძლება გამოწვეულნი იყონ სავაჭრო ომებით. გრაფიკის ორივე მხარეს გამოსახულნი არიან სახელმწიფოთა მეთაურები, როგორებიც არიან: სი ცზიან პინი და ტრამპი, რომლებიც, როგორც ჩანს, საკმაოდ მერყევ მდგომარეობაში იმყოფებიან და ძლივს ინარჩუნებენ მდგრადობასა და სიმტკიცეს.



გემი, რომელსაც ტვირთი გადააქვს, ბორტზე იარაღს მალავს და საზეიმო ტორტს პირდაპირ ცეცხლს უშენს.
 
 
ნიშნავს თუ არა ეს დაფარულ შეტევას სავაჭრო პარტნიორის მხრიდან? გემი შავი დროშით მოძრაობს, რომელიც ჩვეულებისამებრ მეკობრეებთან ასოცირდება. ყველა ეს დეტალი ერთგვარ ბნელ საქმეზე მიუთითებს - სავარაუდოდ, ოპერაცია "ფალს-ფლაგზე" (ცრუ განგაშზე).
 
ტორტის მეორე მხარეს კიდევ ერთ ხომალდს ვხედავთ, და ის უფრო იდუმალად გამოიყურება.



მაღალტექნოლოგიური ანტიუტოპიის ფონზე, რომელიც ამ გარეკანზეა გამოსახული, გამოიყოფა ძველი დროის აფრებიანი გემი.

 
ზოგიერთი ვიზუალური მინიშნება უთითებს იმაზე, რომ ეს არის ტრირემა ხმელთაშუაზღვის ძველი ცივილიზაციიდან, როგორიცაა ძველი შუმერი ან ფინიკია. ამ კულტურებში გემებს ხშირად ამშვენებდა თვალი, რათა განეშორებინათ ბოროტი და მიენიჭებინათ მისთვის ზებუნებრივი თვისებები, რათა ამ გზით თავიდან აერიდებინათ საშიშროებანი.
 
გემზე მყოფ ადამიანთაგან ერთ-ერთი დიდ წითელ ურნას ატარებს - ეს კიდევ ერთი იდუმალი სიმბოლოა. იმის გათვალისწინებით, რომ გამოსახულება სრულიად ანაქრონულია ჟურნალის ამ გარეკანზე გამოსახული ყველა სიმბოლოს მიმართ, ის აშკარად არ უნდა აღვიქვათ ბუკვალურად. ის მიუთითებს რაღაცაზე, რომელიც ხდება სიმბოლურ, ისტორიულ და, როგორც თვით ურნა უთითებს, რიტუალურ დონეზე.
 
ომის, კონფლიქტების და თვალთვალის ამ სიმბოლოთა შორის გაფანტულია მრავალი გამოსახულება, რომლებიც ელიტის სხვა გეგმებზეც მიუთითებენ - და თითქმის ყველა მათგანი მიმართულია მასების კიდევ უფრო მეტ კონტროლზე.



გარეკანის ეს ნაწილი უთითებს მრავალრიცხოვან ზრახვებზე, რომელთაც ელიტა, გამოსახულების მიხედვით, მომავალში განახორციელებს.

 
 
გარეკანზე გამოხატულია ორი გიგანტური შპრიცი. ორივე შემთხვევაში ისინი განლაგებულნი არიან რაკეტების გვერდით, რაც იარაღის სახით მათ გამოყენებაზე მიუთითებს. ამასთან დაკავშირებით ღირს იმისი აღნიშვნა, რომ მთელი გარეკანი დახუნძლულია უზარმაზარი რაოდენობის სხვადასხვა ტაბლეტებით, რითაც გვაუწყებენ, რომ მოსახლეობა ამ ქაოსს აკვირდება ძლიერად მოქმედი პრეპარატების ბურუსში. ამასთან ყველა ეს სიმბოლო განასახიარებს რობოტის ავისმომასავებელ ტიპს, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება უკიდურესად მომაკვდინებელი გახდეს.



კამბოჯასთან ამასწინანდელ ერთობლივ სწავლებაში ჩინეთის არმიამ წარმოადგინა ძაღლი-რობოტი ავტომატური შაშხანით, რომელიც მის ზურგზეა დამაგრებული. ხომ არ არის ეს მომავლის ომის სიმბოლური გამოხატულება?
 
 
დასასრულ, გარეკანზე გამოხატულია ყინულის ორი ლღობადი კუბები. სავარაუდოდ, ისინი გლობალურ დათბობაზე მიანიშნებენ - კიდევ ერთ დღის წესრიგზე, რომელიც პანიკას იწვევს და, რომელსაც ელიტა მასების გასაკონტროლებლად იყენებს, რათა გაამართლოს არაპოპულარული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და პირადი თავისუფლების შეზღუდვები... რაც კვლავ The Economist-ის 2012 წლის გარეკანთან გვაბრუნებს.



"ბერკეტი "კლიმატის შეცვლა" გამოიყენება ყოველთვის, როდესაც მისით საჭიროა ადამიანების დაშინება, რათა გატარებულ იქნას ახალი პოლიტიკა.
 
 
ბოლოთქმა
 
ტრადიციულად "The Economist World Ahead 2026"-ის გარეკანი წარმოადგენს პირქუში წინასწარმეტყველებებისა და იდუმალი სიმბოლოების ნაზავს, რომლებიც მშფოთვარე მომავალზე მიუთითებენ. თითქოსდა აშშ-ს 250 წლისთავი, ზამთრის ოლიმპიური თამაშები და მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში მხიარულებისა და ზეიმობის მიზეზნი უნდა იყონ, ისინი უმნიშვნელოდ მოსჩანან შეიარაღებული კონფლიქტების, ეკონომიკური რყევებისა და ეკოლოგიური კატასტროფების ფონზე, რომელსაც ეს ჟურნალი თავისი გარეკანის მეშვეობით იუწყება.
 
როგორც ვიცით The Economist-ს, ამ გავლენიან გამოცემას ვრცელი კავშირებით უყვარს საშინელი საგნების და მოვლენების წინასწარმეტყველება, რომლებიც არ არის სავალდებულო აღსრულდეს მომავალ თვეში. მიუხედავად ამისა გზა მათი განხორციელებისთვის უახლოს წლებში განსაზღვრულად იკვალება.
 
როგორც მასმედიის უმეტესობის, ასევე The Economist-ის მიზანია - არ მიაწოდოს მასებს ზუსტი ინფორმაცია, არამედ ადამიანებს აცნობოს მხოლოდ ის, რაც მათ სურთ, რათა ჩვენ ეს ვისმინოთ. ახლა მათ სურთ, რათა განვიცადოთ სტრესი და შიში. მათ სურთ, რათა მხიარული ღონისძიებები და მნიშვნელოვანი ზეიმები მუდმივად გაუფერულდეს განზოგადოებული და საგანგაშო პრობლემებით.
 
და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისინი აშკარად მიანიშნებენ "ინსტრუმენტებზე", რომელთა გამოყენებას მასებზე კონტროლისთვის აპირებენ, ესენია: ომები, ეკონომიკა, ტექნოლოგიები, დიდი ფარმაცევტიკა და კლიმატის შეცვლა. ეს ყველაფერი არსებობს. და ეს, როგორც გეგმა, გამოიყენება თვით ეშმაკის მიერ მანამ, სანამ ელიტა აშენებს გზას ჯოჯოხეთისკენ.


წყარო: vigilantcitizen.com

მასალა თარგმნა და მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2025 წ.
Назад к содержимому