აპოსტასია > პოლიტიკა
სოფელი, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი - სექსუალური დამნაშავეა
ავტორი: ლინდა პრესლი.
Linda Pressly
BBC World Service, Florida

Miracle Village (Miracle (მირიკოლ) - ინგლისურიდან თარგმანში ნიშნავს "საკვირველს" – "აპოკ". რედ.) მწვანეშია ჩაფლული.
ეს არის შაქრის ლერწმის მხარე ფლორიდის სამხრეთით.
ევერგლეიდსის კუთხეში, უახლესი ქალაქიდან ორი მილის დაშორებით, პატარა, კეთილმოწყობილ ბუნგალოებში ცხოვრობს დაახლოებით 200 ადამიანი.
აქედან 100-ზე მეტი - დარეგისტრირებული სექსუალური დამნაშავეა, ანუ ადამიანები, რომლებიც დამნაშავეებად ცნეს, და როგორც წესი, პატიმრობის ვადა მოიხადეს სექსუალური დანაშაულობებისთვის. მათ შორის არის ერთი ქალი, დანარჩენები - მამაკაცები არიან. ზოგიერთი მათგანი უყურებდა ბავშვთა პორნოგრაფიას ან ჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს საკუთარ შვილებთან მიმართებაში.
სხვები, რომელთაც ხელმძღვანელი თანამდებობები ეპყრათ, არასრულწლოვნებთან მიმართებაში ჩადიოდნენ გარყვნილ ქმედებებს - მათ შორის არიან მასწავლებელი, პასტორი, სპორტული მწვრთნელი. ზოგიერთი ციხეში იჯდა გაშიშვლებისთვის. რამოდენიმე მცხოვრები დაპატიმრებული იყო არასრულწლოვან მეგობარ გოგონებთან სექსუალური კავშირებისთვის.
ფლორიდას შტატის კანონების თანახმად, მათგან არავის შეუძლია 1000 ფუტის სიახლოვეს მიუახლოვდეს სკოლას, საბავშვო ბაღს, პარკს ან საბავშვო სათამაშო მოედნებს. ქალაქებმა და ოლქებმა ეს შეზღუდვები გააფართოვეს 2500 ფუტამდე - დაახლოებით ნახევარ მილამდე. ზოგიერთ ადგილებში აუზები, ავტობუსის გაჩერებები და ბიბლიოთეკები ასევე აკრძალვის ქვეშაა. ამან გამოიწვია ის, რომ სექსუალური დამნაშავეები იძულებულნი გახდნენ გამოსულიყვნენ მჭიდროდ დასახლებული რაიონებიდან.

Miracle Village იმყოფება ორ მილის სიშორეზე ქალაქ პაჰოკიდან
ფლორიდის კანონებმა Miracle Village ერთგვარ მიმზიდველ ვარიანტად აქცია. ის 2009 წელს დააფუძნა აწ გარდაცვლილმა პასტორმა დიკ უიზეროუმ ორგანიზაციიდან Matthew 25 Ministries. ის ხედავდა, როგორ სიძნელეებს აწყდებოდნენ სექსუალური დამნაშავეები საცხოვრებელი ფართის ძიებისას. მართალია დღის განმავლობაში მათ თავისუფლად შეეძლოდ გადაადგილებულიყვნენ ნებისმიერი მიმართულებიტ, მაგრამ ღამით ისინი კონკრეტულ მისამართზე უნდა ყოფილიყვნენ, რომელიც საცხოვრებელი ადგილის შეზღუდვებს შეესაბამებოდა.
Miracle Village-ში ცხოვრებაზე განაცხადები პოტენციური მაცხოვრებლებისგან ყოველდღე შემოდის. "ჩვენ ვიღებთ კვირაში 10-დან 20 განცხადებამდე", - ამბობს ჯერი იუმანსი, მიღების კოორდინატორი სამინისტროში, ასევე დარეგისტრირებული სექსუალური დამნაშავე.
"ჩვენ ვცდილობთ არ მივიღოთ ადამიანები, რომელთაც აქვთ მოძალადის ისტორია ან იღებს ნარკოტიკებს, ასევე დიაგნოსტირებულ პედოფილებს - ანუ იმათ, ვისაც სქესობრივად აღძრავენ მხოლოდ ბავშვები. ჩვენ გვსურს დავიცვათ ისინი, ვინც უკვე აქ არის, და ისინიც, ვინც აქ ჩვენამდე ცხოვრობდა".
ედგარ უოლფორდი სოფელში გადმოვიდა მანამ, სანამ აქ გაჩნდნენ სექსუალური დამნაშავეები

ედგარ ულფორდი აქ 10 წლის წინ გადმოვიდა, - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამ ადგილს პელიკან-ლეიკი ერქვა და შაქრის ლერწმის მოსავლის ამღებთა ოჯახების თავშესაფარი გახდა. ის სამხრეთ ფლორიდაში იამაიკიდან გამოდსახლდა 1962 წელს და მთელი თავისი ცხოვრება შაქრის ლერწმის აღებას მიუძღვნა, ასევე ბოსტნეულისას, რომელსაც თავის მეზობლებს ჩუქნის.
პენსიაზე გასვლის შემდეგ, ის მთელი დღეების განმავლობაში უვლის დიდ ბაღს, სადაც მოჰყავს ტკბილი კარტოფილი, ბანანი - მთელი რიგი ხილ-ბოსტნეულისა, რომელთაც შემდეგ მეზობლებს ურიგებს.
"ეს ძალიან მშვიდი ადგილია, არავინ არავის აწუხებს", - ამბობს ის. შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს ის ათობით სექსუალური დამნაშავის ამ სოფელში ყოფნას, რომლებიც აქ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში გადმოვიდნენ, ის პასუხობს: "ისინი კარგი ადამიანები არიან. მე მათ შორის ბევრი მეგობარი მყავს. ერთადერთი, რის გამოც ვიწყენთ, - ეს ბავშვებია, სასკოლო ავტობუსი აქ უკვე აღარ დადის".
Miracle Village-ში რამოდენიმე ბავშვია - ფლორიდის კანონები არ კრძალავენ სექსუალური დამნაშავეებისა და ბავშვების ერთ რაიონში ცხოვრებას, თუმცა მათი გამოსაცდელი ვადის პირობები შეიძლება მათ უკრძალავდნენ ნებისმიერ კონტაქტს არასრულწლოვნებთან.
22 წლის კრისტოფერ დოუსონი დარეგისტრირებული სექსუალური დამნაშავეა, რომელსაც ეკრძალება 18 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებთან ურთიერთობა. როგორც თვითონ ჰყვება, 19 წლისა იყო, როდესაც ურთიერთ თანხმობით სექსუალურ კავშირში შევიდა 14 წლის გოგონასთან. მას ეგონა, რომ ის მასზე უფროსია.
"მე ვიცოდი მისი წლოვანება, და ჩვენ რამოდენიმე თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს", - იხსენებს ის. "მისმა მშობლებმა ჩვენება მისცეს ჩემს წინააღმდეგ, და მე ორი წლით შინაპატიმრობა და შემდგომი რვა წლიანი გამოსაცდელი ვადა მომისაჯეს".
ეს პირობა მან დაარღვია მით, რომ ელაპარაკა თავისი მეგობრის უმცროს ძმას, რის გამოც ოთხი თვე ოლქის ციხეში გაატარა. შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილებით ის Miracle Village-ში გადაიყვანეს - არსებობდა სხვა ალტერნატივაც, კერძოდ, ხანგრძლივი პატიმრობა.
"ეს იყო ბედნიერება, უბედურება დაიფარა. მძიმე იყო მშობლებთან განშორება, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ჩემი ბედი დაკავშირებულია ამ სოფელთან. მე აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში და უსაფრთხოდ ვარ, - მე მიყვარს ეს ადამიანები", - ამბობს ის. "მართალია, მე სექსუალური დამნაშავის დამღა მადევს, მაგრამ მე ურჩხული არ ვარ. მე შეცდომა დავუშვი და ვიწვნიე მისი შედეგები".
ნიჭიერი მუსიკოსი კრისტოფერი ჯგუფში დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს, მსახურობს პატარა ეკლესიაში, რომელიც Miracle Village-ს ცენტრშია.
ეს არის ქრისტიანული თემი, რომელიც მოწოდებულია დაეხმაროს სექსუალურ დამნაშავეებს დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, მაგრამ აქ არაქრისტიანებსაც იღებენ, და ეკლესიაში ყველას მისვლა უხარიათ. აქ ატარებენ მეცადინეობებს, თუ როგორ მართონ მრისხანება და სწავლობენ ბიბლიას. გარდა ამისა, გამოსაცდელი ვადის სახით სექსუალურ დამნაშავეთა უმეტესობა გადის ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამას. ზოგიერთი მათგანი ადგილობრივ ქალაქებში მუშაობს.

Miracle Village ეს არის იდილიური სოფელი კოხტად შეჭრილი გაზონებით და ტროპიკული მცენარეებით. აქ იოლად შეიძლება დაივიწყო, რომ მისმა ზოგიერთმა მცხოვრებმა სერიოზული და გამაოგნებელი დანაშაულობა ჩაიდინა.
პეტ პაუერსი, აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაციიდან "Matthew 25 Ministries", წამყვანი მწვრთნელი იყო ბავშვთა ჩოგბურთში (იგულისხმება ამერიკული თამაში: racquetball (რაკეტბოლ) – "აპოკ." რედ.). 1990-იანი წლების დასაწყისში ის გაასამართლეს 11 არასრულწლოვანთან სექსუალური კონტაქტების გამო. როგორც კვლავმოქცეული ქრისტიანი, ის ამბობს, რომ "როგორც ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა სექსუალური დანაშაულობა, იყენებს თავის გამოცდილებას, რათა გავლენა მოახდინოს სხვებზეც".

მაგრამ სიახლოვეს ამდენი რაოდენობის სექსუალური მოძალადის არსებობა ძალიან აშფოთებთ ადგილობრივ მცხოვრებთ. ქეთის (Kathy) დანა დაადეს და მოკვლის მუქარით გააუპატიურეს, როდესაც ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. ათწლეულების შემდეგ ის ჯერაც ვერ ურიგდება განცდილ უბედურებას. ამიტომ "საკვირველი სოფელი" (Miracle Village) მასზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს.
"მე საერთოდ არ მიმაჩნია ეს საკვირველებად, - ამბობს ის, - შესაძლოა სექსუალური დამნაშავეებისთვის ეს მართლაც საკვირველება იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს უფრო კოშმარია თელების ქუჩაზე" (მოსაუბრეს მხედველობაში აქვს ამერიკული საშინელებათა ფილმი - "Nightmare on Elm Street", "კოშმარი თელების ქუჩაზე" – "აპოკ". რედ.).
პაჰოკის მერი კოლინ უოკესი მიიჩნევს, რომ ადამიანები თანდათანობით ეჩვევიან ქალაქთან ახლოს მცხოვრებ თავიანთ უჩვეულო მეზობლებს. "ვიცი, რომ თავიდან მათთვის ეს ყველაფერი ამაზრზენი იყო, რადგან ყველა საკუთარ უმთავრეს ღირებულებაზე - შვილებზე ფიქრობს. მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ, და ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს, რომლებიც ჩადიან შეცდომებს, ეძლევად მეორე და მესამე შანსი. სანამ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებენ არანაირი პრობლემა არ არის, საზოგადოება მათ მიიღებს".

პალმ-ბიჩის პოლიციაში, სექსუალური მოძალადეებისა და დამნაშავეთა გამოაშკარავების განყოფილების ოფიცრის, დეტექტივ კორტნი მინტონის სამუშაო მდგომარეობს სექსუალურ დამნაშავეთა დაკვირვებაში, რომლებიც Miracle Village-ში ცხოვრობენ.
ის ყოველკვირეულად მიდის მათ სახლებში, რათა შეამოწმოს მისამართები და დარწმუნდეს, რომ მცხოვრებლებმა კანონის შესაბამისად დაარეგისტრირეს ყველა თავიანთი მონაცემი.
ივნისის ცხელ დილას, ხუთშაბათს ის თავისი წითელი პიკაპით ჩამოუვლის სახლებს და ჩერდება მათთან სიის შესაბამისად. ზოგიერთი სახლში არ იმყოფება, რადგან მუშაობენ და ამიტომაც პოლიციის ოფიცერი მათ სავიზიტო ბარათს უტოვებს. ერთ-ერთ სახლთან ის ესაუბრება დამნაშავის მეუღლეს.

დეტექტივი კორტნი მინტონი
როდესაც თავის მანქანაში ბრუნდება, ის ფიქრობს თავის სამსახურზე: ხშირად მან დეტალურად იცის ვიღაცის დანაშაული.
"დამნაშავე, რომელიც ეს-ესაა შევამოწმე, - არის საქმე, რომელსაც მე, როგორც დეტექტივი, რამოდენიმე წლის წინათ ვაწარმოებდი. მან (დამნაშავემ) გარყვნა თავისი ქალიშვილები. მე მას ბრალი წავუყენე და დავიწყე გამოძიება. შემდეგ ის ციხეში მოხვდა, გამოვიდა, და ახლა ჩემი ამოცანაა - თვალყური ვადევნო მას", - ამბობს დეტექტივი.
დეტექტივ მინტონს მინდობილი აქვს 300 საქმე. პალმ-ბიჩის ოლქში დარეგისტრირებულია 900 სექსუალური დამნაშავე. მთელ ფლორიდაში კი 55 000. კანონის დაცვა დამნაშავეთა საცხოვრებელი ბინის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ძვირი ჯდება.
მიდის დავა იმის შესახებ, ეს შეზღუდვები მოსახლეობის უსაფრთხოებას ნამდვილად ამაღლებს თუ არა. აქტივისტები ამტკიცებენ, რომ არ გვაქვს ემპირიული მტკიცებულება იმისა, თითქოსდა სექსუალურ დამნაშავეთა რეციდივიზმის დონე, რომლებიც სკოლებიდან მოშორებით ცხოვრობენ, დაბალია. კანონთა მომხრეები ამტკიცებენ, რომ პრობლემას საღად უნდა შევხედოთ: თუკი სექსუალურ მტაცებლებს უფლებას მივცემთ იცხოვრონ დიდი რაოდენობით ბავშვების თავშეყრის ადგილებში (სკოლები, საბავშვო ბაღები და სხვა), დანაშაულობათა რისკი გაიზრდება.
მრავალნი იმათგან, ვინც Miracle Village-ში ცხოვრობს, ასე იმიტომ იქცევა, რომ ფლორიდაში ვერ პოულობს სხვა ადგილს, სადაც დაცული იქნებოდა შესაბამისი კანონი. სხვებისთვის ეს უბრალოდ სახლია. მაშ, რა დაემართება საზოგადოებას, თუკი კანონები საცხოვრებელთან დაკავშირებით გაუქმდება, და სექსუალური დამნაშავეები იცხოვრებენ იქ, სდაც მათ სურთ?
"აქ მაინც იცხოვრებდნენ სექსუალური დამნაშავეები, - ამბობს პეტ პაუერსი, - აქ, მიყრუებულ ადგილას, სიმვიდეა".
სოფელ Miracle Village-სთან დაკავშირებული ფოტორეპორტაჟი შეგიძლია იხ. აქ: https://mavink.com/post/C30147EED34A75CCAA89B6380311E945A7AM5AF5AD/miracle-village-fl
წყარო: https://www.bbc.com/news/magazine-23063492
ამერიკელ მკითხველთა კომენტარები:
RedQueen:
"გულს მირევს და მრისხანება მეუფლება იმ მომენტიდან, როდესაც პირველად გავიგე ამ ადგილის შესახებ. Miracle Village - სოფელი, სადაც 100-ზე მეტი გასამართლებული პედოფილი ცხოვრობს. სტატიაში ქალაქის მერი ამბობს, რომ "ეს არის ქვეყანა, სადაც მეორე და მესამე შანსს იძლევიან". არა! ასე არ უნდა იყოს, როდესაც ამ სნეულებაზეა (პედოფილიაზეა) ლაპარაკი.
მსხვერპლს არ გააჩნია მეორე ან მესამე შანსი, რადგან პირველი თავდასხმა მათთვის ცვლის მთელ დარჩენილ ცხოვრებას.
ეს არის მკვლელობა, იმ წამს, როდესაც ბავშვს თავს ესხმიან, ეს კლავს მის უბიწოებას, ადამიანს, რომელიც ბავშვი იყო, მასში ეს ბავშვობა პირველივე თავდასხმისთანავე კვდება.
მე მაგიჟებს ის, რომ ისინი ნებას აძლევენ მათ იცხოვრონ ამ პატარა მშვენიერ ადგილას, რომ ისინი ჯერაც ახლოს იმყოფებიან საჯარო ადგილებთან, და ბავშვებიც შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდნენ მათთვის, და ისიც, რომ ამ გარეწრებს პოლიცია იცავს.
ჩემთვის სულერთია, ვინ არის ეს ე. წ. "ოჯახი". თუკი ვინმე ხელს შეახებს ჩემი შვილებიდან ერთს მაინც, მე ჩავჯდები ციხეში, რადგან მოძალადეები უკვე ვეღარ იარსებებენ.
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ: ამ სნეულებას მხოლოდ ერთი წამალი გააჩნია.
Possible:
RedQueen ჩვენ ყველას გვმართავს ბიზნეს-ელიტა და პოლიტიკური ელიტა, რომლებიც ყველაფერ ამაში მონაწილეობს. აი რატომ არის მსოფლიო ასე საშიში, განსაკუთრებით ღარიბთა და ინვალიდ ბავშვთათვის, რომლებიც სისტემაში ცხოვრობენ, და აი რატომ არასოდეს იღებენ სერიოზულ ზომებს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ. ეს სტრუქტურები, როგორც კორპორაციები, ვიღაცამ შექმნა მდიდრებთან კარგი და მიდრო კავშირებით.
პუბლიკაცია ინგლისურიდან ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.
