ფსი-ფაქტორი - სასტუმრო ფსიქოპათებისთვის - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი
სასტუმრო ფსიქოპათებისთვის
ემპათიური კომპლექსი ლას-ვეგასში
ლუქსი Empathy მდებარეობს სასტუმრო Palms-ის ყველაზე მაღალ სართულზე ლას-ვეგასში. ერთი ღამით მისი ღირებულებაა 100 000 დოლარი და განკუთვნილია ელიტარული სტუმრებისთვის. ის აღსავსეა ამაზრზენი და შემაშფოთებელი ხელოვნებით, რომელიც მიანიშნებს შესაძლო საშინელ მოვლენებზე, რომლებიც იქ ხდება. მოდი, დაათვალიერეთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნომერი.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ლუქს-ნომერი. თქვენი რომ იყოს ეს სასტუმრო გამოსახავდით თუ არა ყველგან ტაბლეტებს, პეპლებს და სამედიცინო ნარჩენებს? ალბათ არა. რადგან, თქვენ, სავარაუდოდ, ფსიქოპათი არ ხართ. არადა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო სინამდვილეში სავსეა ტაბლეტებით, პეპლებით და სამედიცინო ნარჩენებით. ასევე მკვდარი ცხოველებით. იმიტომ, რომ ეს ადგილი აშკარად შეიქმნა ფსიქოპათებისთვის.

Empathy Suite of the Palms Hotel ლას-ვეგასში წარმოადგენს ტაბლეტებითა და ოპიოიდებით დამშვენებულ ფერად საბავშვო დიზაინს. არ არის საჭირო გონების დაძაბვა და დიდი წარმოსახვა, რათა წარმოვიდგინოთ, თუ რისთვის ან ვისთვის შეიძლება განკუთვნილი იყოს ეს ადგილი. აი საუკეთესო ვიდეო-კომენტარი YouTube-ზე, რომელიც ეძღვნება სასტუმროს Empathy Suite.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/AwK8olyI0zc" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
როდესაც ამ ადგილის ფოტოსურათებს ათვალიერებ, შეიძლება დაგეუფლოს მოკოხტავებული სიბინძურის შინაგანი ამაზრზენი განცდა.  და როდესაც ადამიანს ესმის ოკულტური ელიტის სიმბოლიკა, ეს გრძნობა ერთიათად მძაფრდება. იმიტომ, რომ ადვილი წარმოსადგენია თუ რა შეიძლება სინამდვილეში იქ ხდებოდეს.

Empathy Suite-ის ერთ-ერთი მიმზიდველი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მაში წარმოდგენილია დემიენ ჰერსტის, ოკულტური ელიტის ამ ერთ-ერთი საყვარელი მხატვრის ექსკლუზიური ნამუშევრები. ამიტომაც, ამ სასტუმროს "სულისკვეთება" სრულად რომ შევიგრძნოთ, საჭიროა შევხედოთ დემიენ ჰერსტს და მის ნამუშევრებს.


დემიენ ჰირსტი


აპოსტასიური ხელოვნება
დემიენ ჰირსტი (Damien Hirst) ჟურნალ Interview-ს გვერდზე ადამიანის თავის ქალის გამოყენებით ცალ თვალს იფარავს. ეს საკმარისია იმისთვის, ვიცოდეთ, თუ რას წარმოადგენს ეს ადამიანი.

როგორც ვიცით, დამიენ ჰირსტი ყველაზე მდიდარი მხატვარია დიდ ბრიტანეთში. მისი ქონება 215 მლნ. ფუნტ. სტერლინგად არის შეფასებული. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ჰირსტს მხარს უჭერდნენ განსაკუთრებულად მდიდარი და გავლენიანი ადამიანები, მაგალითად ისეთი, როგორიც არის თუნდაც ჩარლზ საატჩი, ერაყელ-ბრიტანელ-ებრაელი ბიზნესმენი, რომელმაც 1980-იან წლებში დააფუძნა მსოფლიოში უმსხვილესი სარეკლამო სააგენტო Saatchi & Saatchi.

თავისი კარიერის დასაწყისიდანვე ჰირსტის ნამუშევრები სიკვდილის თემას დასტრიალებდა. მისი "ხელოვნების" ერთ-ერთი უპირველესი ნამუშევარი გახლავთ სურათი, რომელზეც ის მოჭრილი თავის გვერდით იცინის (იხ. ფოტო ქვემოთ). ძალიან მალე მან სახელი გაითქვა ხელოვნების ნაწარმოებებით, რომლებშიც მკვდარი ცხოველები (მათ შორის ზვიგენები, ცხვრები და ძროხები) ჩადებულია - ზოგჯერ გაკვეთილია - ფორმალდეჰიდში. ჰერსტი ხშირად ახდენს თავისი ავადმყოფური ფანტაზიების კომბინირებას ქრისტიანულ თემებთან, რათა ხელოვნების რაც შეიძლება მკრეხელური ნაწარმოებები შექმნას.



სასტუმროს ამაზრზენი სტენდი
პიესაში, რომლის სახელია "მხოლოდ ღმერთმა უწყის" გამოსახულია სამი მკვდარი ცხვარი, რომლებიც ისევე არიან "ჯვარცმულნი", როგორც იესუ იყო ჯვარცმული ორ ავაზაკს შორის.
აპოსტასიური ხელოვნება
პიესის "მხოლოდ ღმერთმა უწყის" ნაწილი შედგება ცხვრისგან, რომელიც "ჯვარცმული" იყო გადმობრუნებულ ჯვარზე. ეს გახლავთ წმიდად სატანური ინვერსია.
აპოსტასიური ხელოვნება
ადამი და ევა მაგიდის ქვეშ წარმოდგენილია ორი ადამიანური ჩონჩხის სახით, რომლებიც იატაკზე ცარიელი ბოთლებისა და ნაგვის ქვეშ წვანან.
აპოსტასიური ხელოვნება
ამ ნაწილს ეწოდება Devil Worshiper. როგორც ხედავთ, ეს არის გადმობრუნებული პენტაგრამა (სატანისტებისა და ოკულტური ელიტის უსაყვარლესი სიმბოლო). მაგრამ, აღსანიშნავია ის, რომ პენტაგრამა მთლიანად გაკეთებულია ... მკვდარი ბუზებისგან.
აპოსტასიური ხელოვნება
ჰირსტის ერთ-ერთი ნამუშევარი მსხვილ პლანში. აშკარად ჩანან მკვდარი ბუზები.
აპოსტასიური ხელოვნება
ჰირსტი ასევე ცნობილია იმით, რომ ის ქმნის "ვიტრინებს", რომლებიც შუშის განყოფილებებში ჩვეულებისამებრ მრავალ საგანს მოიცავს. ეს ვიტრინა შეიცავს საოპერაციო მაგიდას, რომელზეც მოთავსებულია საკერავი მანქანა. რა სახის საშინელ პროცედურას უნდა ასახავდეს ეს კომპოზიცია?

ამრიგად, სასტუმრო Palms-ში მისულმა ადამიანებმა ნახეს ეს ყოველივე და თქვეს: "ჩვენ გვჭირდება ჰისრტი, რათა მან ჩვენი ფუფუნების ადგილი დღესვე გაამშვენოს".

ჯერ მათ ჰირსტის ორი 60 ფუტიანი ქანდაკება იყიდეს სახელწოდებით "დემონი თასით ხელში".

აპოსტასიური ხელოვნება
სასტუმრო Palms-ის სტუმრებს შეუძლიათ გიგანტური უთავო დემონის გვერდით დაისვენონ.

თუ გაინტერესებთ, სად იმყოფება ამ დემონის თავი, ინებეთ - ის კიდევ სადღაც არის გამოფენილი. აჰა, აი ისიც.

აპოსტასიური ხელოვნება
დემონის თავი - კომპოზიციის განცალკევებული ნაწილი.


აი ასეთია იმ მხატვრის აზროვნება, რომელმაც "დაამშვენა" Empathy Suite. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს კომპლექსი შექმნილია ოკულტური ელიტის მიერ ოკულტური ელიტის წარმომადგენელთათვის.


თანაგრძნობის ლუქსი

ლას-ვეგასის სასტუმრო Palms-ში სულ ზემოთ განთავსებულია Empathy Suite – სასტუმროს "მარგალიტის გვირგვინი", სასტუმროს სარეკონსტრუქციო მასშტაბური პროექტი, რომლის ღირებულებაა 700 მლნ. დოლარი. ლუქსი, რომლის ფართობია 9000 კვ. ფუტი, ორ სართულად იყოფა, მის დამქირავებელს ის ერთი, მინიმუმ ორი ღამით - 100 000 დოლარი დაუჯდება.

შეუძლებელია უბრალოდ შეხვიდე ინტერნეტში და დაბრონო ეს ლუქსი. საჭიროა განცხადების მიცემა, და სასტუმრო იზრუნებს იმაზე, რომ თქვენ თავს უფლება მისცეთ ისარგებლოთ ამ ადგილით, მაგრამ თქვენ ასევე უნდა შეესაბამებოდეთ მას საკუთარი პროფილით.
აპოსტასიური ხელოვნება
ამ ლუქსის უბრალოდ დაქირავება შეუძლებელია. საჭიროა განცხადების მიცემა.

მაშ, რის გამოა ეს სასტუმრო ასეთი განსაკუთრებული და ექსკლუზიური? რომელ "პროფილს" განეკუთვნება იგი? უბრალოდ შეხედეთ ფოტოებს და ყველაფერი ცხადი გახდება.
აპოსტასიური ხელოვნება
Empathy Suite-ის მრავალრიცხოვან ჰოლთაგან ერთ-ერთი.

სასტუმროს საერთო თემა გახლავთ - ტაბლეტები და პეპლები. მათ აქ ყველგან შეხვდებით, თან იმდენად ხშირად, რომ უნებლიედ ითრგუნები. ჩვენი საიტის მკითხველებმა იციან, თუ რაზე უთითებს ეს სიმბოლოები და რაოდენ საშინელია მათი შინაარსი (იხ. მაგალითად. პროგრამირება "მონარქი").

როგორც ვიცით, MKULTRA-ს განშტოების, პროგრამირება "მონარქის" (Monarch) მიზანია შექმნას ცნობიერებით კონტროლირებადი მონები, რაც მიიღწევა ტრავმებისა და მძიმე ნარკოტიკების მეშვეობით. ამ პროგრამის ძირითად და საიდენტიფიკაციო სიმბოლოს წარმოადგენს პეპელა "მონარქი". ოთახებში ყველაფერი მეტყველებს ნარკოტიკებსა და პეპლებზე. და, როგორც იტყვიან, ეშმაკიც ხომ დეტალებში იმალება.
აპოსტასიური ხელოვნება
შესასვლელის გვერდით აფთიაქია.

რატომ არის მთავარი შესასვლელის გვერდით აფთიაქი? იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს არის დემიენ ჰირსტის "ხელოვნების" მორიგი "ნაწარმოები" სახელწოდებით "ვეგასი".
აპოსტასიური ხელოვნება
სასადილოც ტაბლეტებითა და პეპლებითაა მორთული.
აპოსტასიური ხელოვნება
დისპლეი სასადილოში ათასობით ტაბლეტით არის "დამშვენებული". ეს გახლავთ ჰირსტის კიდევ ერთი ნამუშევარი სახელწოდებით "ფული".


სასადილოს მოპირისპირე მხარეს იმყოფება მასიური ბარი.

აპოსტასიური ხელოვნება
ბარს შეუძლია მიიღოს ათეულობით ადამიანზე მეტი სტუმარი. აბა, გამოიცანით, რა შეიძლება იმყოფებოდეს გამჭვირვალე მაგიდის ქვეშ?

აპოსტასიური ხელოვნება
სამედიცინო ნარჩენები (ნაგავი)

ბარში ნახავთ მილების, შპრიცების, ტაბლეტების და სხვა სამედიცინო საგნებს, რომლებიც ოპერაციებთან და სამედიცინო პროცედურებთან არის დაკავშირებული. ნუთუ ეს გახლავთ ნივთების ის ტიპი, რომელთა ნახვას მოისურვებდით დასვენებისა და ალკოჰოლით დაკტბობის მომენტში?

აპოსტასიური ხელოვნება
ბარის ბრჯენის ქვეშ მკვდარი თევზია

ბარის მეორე მხარეს განლაგებულია მასიური აივანი და ავზი გათბობით. ამაზრზენობები იქაც გრძელდება.
აპოსტასიური ხელოვნება
აივანი, რომელიც ლას-ვეგასს გადაჰყურებს. მაგრამ, ეს ყველაფერი შეზავებულია ტაბლეტებტან და პეპლებთან.

ლუქსის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით, ფერადი დისკოები სვეტებზე ამ ზონას საბავშვო ბაღის ატმოსფეროს ანიჭებს.
აპოსტასიური ხელოვნება
ხედი ტაბლეტების გროვით. გაგიმართლათ, რომ თქვენ დახარჯეთ სულ რაღაც 100 000 დოლარი, რათა ერთი ან ორი ღამით მიგეღოთ ასეთი "სიამოვნება".

ყოველივე ამის შემდეგ თქვენ კიდევ არ გადაიფიქრეთ მეორე სართულის დათვალიერება? მოდი, უბრალოდ ადით პეპლებით მორთულ კიბეზე.
აპოსტასიური ხელოვნება
კიბე, რომელსაც სტუმრები ლუქსის საძინებელთან მიჰყავს.

ლუქსის საძინებელი მშვენივრად არის შეხამებული კომპლექსის თემასთან.
აპოსტასიური ხელოვნება
მთავარ საძინებელშიც ყველაფერი ტაბლეტებსა და პეპლებზე მეტყველებს.
აპოსტასიური ხელოვნება
აბანოს გვერდით იმყოფება მაგიდა მასაჟისთვის... და აქაც პეპლები.
აპოსტასიური ხელოვნება
შპალერი ტაბლეტებში

აი კიდევ ერთი პირველი კლასის ფუფუნება Empathy Suite-ში - "მარილიანი ოთახი", სადაც შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ჰალოთერაპიაში. თქვენ ფიქრობთ, რომ დასვენების ეს ოთახი თავისუფალია ამაზრზენი სიმბოლიზმისგან? - სულაც არა...
აპოსტასიური ხელოვნება
ყურადღებით თუ შეათვალიერებთ კედელს, შეამჩნევთ, რომ მარცხნივ გამოსახულია თავის ქალა, მარჯვნივ კი - პეპელა.
აპოსტასიური ხელოვნება
მაშ, მოდუნდით თუ არა ამ "მშვენიერების" დანახვით?


ბოლოთქმა

არ არის საჭირო ოკულტური ელიტის ავადმყოფური სიმბოლიზმის ცოდნა იმისთვის, რომ მიხვდე, თუ როგორ საგანგაშო და შემაშფოთებელ ატმოსფეროს აფრქვევს "ემპათი სიუიტი". ფერები, პეპლები და სამედიცინო ატრიბუტიკა საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებას მოგვაგონებს. მიუხედავად ამისა, საჯდომი ადგილები (შეხამებით აქ შეიძლება ნახოთ საქანელებიც) უბრალოდ ყივიან "სექსუალურ ორგიებზე".

ის ფაქტი, რომ მთელი ეს კომპლექსი იწოდება "ემპათიად", გამოცანათა გამოცანად რჩება. სავარაუდოდ ეს არის ირონიული წოდება. ეს არის ელიტის ავადმყოფური და გარყვნილი "იუმორის" გამოვლინება. ეს ადგილი სრულიად საწინააღმდეგო ენერგიით გმუხტავს. სინამდვილეში, როგორც ჩანს, ის შექმნილია იმისთვის, რათა ტრავმა მიაყენოს და მეტიც, ძრწოლა მოჰგვაროს ადამიანებს, რომლებსაც იქ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ნარკოტიკებს აძლევდნენ.

წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ადამიანები, ვინც ჭკუიდან შეიშალა და იძულებული გახდა ეცხოვრა ასეთ ადგილას (ოღონდ არა სასტუმროში, არამედ რეალურ "ჯოჯოხეთში"). ამ კონტექსტში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ღამის კოშმარების ადგილად იქცევა.

და ბოლოს, ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რაოდენ ავამდყოფურია გლობალისტური ელიტის წარმოსახვები, რაოდენ სასტიკია მათი შინაგანი ბუნება და მრწამსი.


წყარო: https://vigilantcitizen.com/sinistersites/the-most-expensive-hotel-room-in-the-world-was-made-for-elite-psychopaths
Назад к содержимому