პუბლიკაციები - ბაბილონის ჩამოყალიბების სავარაუდო სცენარი და მოვლენათა ქრონოლოგია - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ბაბილონის ჩამოყალიბების სავარაუდო სცენარი და მოვლენათა ქრონოლოგია
მეძავი ბაბილონი
სანამ დიდი მეძავი ბაბილონი ჩამოყალიბდება (გამოცხ.: 17:1, 2, 5) მთელი სამყარო გახდება ანტი-ბიბლიური და ანტი-ქრისტიანული, სრულიად გულგრილი რელიგიისადმი. ამასთან გაიზრდება ინტერესი ყოველივე თვითსრულყოფილებისადმი, თვითკმაყოფილებისადმი, თვითგამართლებისადმი, თავდაჯერებულობისადმი და ა. შ. ჩამოყალიბდება ვაკუუმი, როდესაც ადამიანებს უკვე აღარ სურთ ძველი, ახალი კი არ ჩანს. ყველა რელიგია და ყველა პარტია, ფილოსოფია და მსოფლმხედველობა დაუძლურდება და დაკარგავს ადრინდელ ავტორიტეტს. მღელვარებანი იძულებითი ჩიპიზაციისადმი თანდათანობით უინტერესო გახდება, რადგან წლები გადის, ჩიპიზაცია კი არანაირი არ არის.

უეცრად მსოფლიოში გაჩნდება რაღაც ახალი, უჩვეულო, ძალზედ საინტერესო, - რომელიც განაცხადებს, რომ სწორედ ის არის ორიგინალი, ყოველივეს ფუძე, დედა და წარმომშობი. რა შეასრულებს კატალიზატორის როლს უცნობია, მაგრამ შეიძლება მოხდეს რაღაც გამოცხადების მაგვარი, ალბათ "იპოვიან" ძველ პაპირუსებს, ხელნაწერებს, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც "იღებენ ინფორმაციას სხვა განზომილებიდან" და ა. შ., რომლებიც სათავეში ჩაუდგებიან ახალ მოძრაობას.

ეს მოძრაობა უსწრაფესად მოედება მთელ მსოფიოს და მას მასობრივად შეიწყნარებენ, თანაც სრულიად ნებაყოფლობით. ადამიანები, რომლებიც გაიზიარებენ ამ მსოფლმხედველობის იდეებს, მიიღებენ ყოველივეს, რაც სურთ - სიმდიდრეს, პრესტიჟს, ფუფუნებას, ჯანმრთელობას, მათთვის მისაწვდომი იქნება ნებისმიერი პირივილეგია, ყოველგვარი ტექნოლოგია, ერთი სიტყვით - დადგება "ოცნებათა ასრულების ჟამი". მეტიც, მატერიალური სიმდიდრის გარდა ადამიანებს შეთავაზებენ სხვა რამესაც - ზებუნებრივ უნარებს, ნიშებს და სასწაულებს, ბუნების მართვას... გარდა ამისა კაცობრიობაში გაავრცელებენ დახვეწილ და სრულყოფილებამდე აყვანილ იდეოლოგიას - უმაღლესი რასა, ახალი ერა, ევოლუციის ახალი საფეხური, თანაც უმაღლესი რასა იქნებიან ყველანი, ვინც მიიღებს ახალ ერას. ელემენტარულად, მიიღე ახალი ერა და ყველაფერი გექნება... არავითარი ვიწრო გზა, როგორც სახარება ამბობს, ან საკუთარ მე-ზე უარის თქმა, მატერიალური კეთილდღეობის უარყოფა, - უბრალოდ მიიღე ახალი რწმენა, და ყველა შენი სურვილი განხორციელდება (ხოლო რადგან სურვილების მიმღებნი ბუნებრივად იტრიალებენ ხორციელი ვნებების ირგვლივ, თვალს "წყალს" დაალევინებენ და ამცხოვრებისეულ ამპარტავნებას დაიკმაყოფილებენ, მეძავი ბაბილონი მათთვის ყველაზე ხელსაყრელი და სასურველი ქალაქი (იდეოლოგია, სისტემა) იქნება.
მეძავი ბაბილონი
მრავალი სიხარულით მიიღებს ამ ახალ ერას, რადგან ისინი მას ელოდნენ, როგორც იესუ გვაფრთხილებდა "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (იოანე 5:43). წუთისოფელს უყვარს თავისი და როდესაც მისი სული მოვა, წუთისოფელი მას შეიწყნარებს, რადგან ის მისია. დაცემული კაცობრიობა უსწრაფესად მოიშორებს ქრისტიანული მორალის "ხუნდებს", თავიდან გამოიგდებს "ბიბლიური ღმერთის" ცნებას და კმაყოფილებით გადაეშვება მეძავი ბაბილონის მკლავებში, დალევს მისი მეძავობის ღვინოს და მის ფუფუნებასა და საცთურებში იბანავებს; დაკმაყოფილდება მისი ცრუ სასწაულებითა და დაპირებებით "არ მოკვდებით, არამედ იქნებით ვითარც ღმერთნი".

შესაძლოა ბაბილონს ჰქონდეს თავისი სიმბოლიკა, თავისი სიმღერები, თავისი სოციალური ქსელიც კი, თავისი სკოლები, თავისი ტაძრები, და ა. შ. მის ზურგს უკან იდგებიან და მას დააფინანსებენ "ამა ქვეყნის ძლიერნი" და "მიწიერი ვაჭრები", ანუ მას ექნება განუსაზღვრელი რესურსები - ნებისმიერი შოუ, ნებისმიერი ფილმი, კონცერტები და ა. შ. სხვათა შორის იმ დროისთვის კარანტინები და კორონავირუსები უკვე ყველას მიავიწყდება, რადგან ლოკდაუნი მხოლოდ ხელს შეუშლის ბაბილონის იდეების გავრცელებას - ადამიანები კვლავ შეიკრიბებიან ერთად, ტაძრები აივსება და მისი მღვდლების პოპულარობა ისე გაიზრდება, რომ მათ მილიარდობით მნახველი და ხელმომწერი ეყოლებათ.

სავარაუდოდ იმ დროისთვის უკვე დაინერგება ახალი, უმძლავრესი ინტერნეტი, რომელიც დაფარავს მთელ დედამიწას და მისაწვდომი იქნება ყველასთვის. მისი მეშვეობით მილიარდობით მაყურებელს მიაწვდიან ციფრულ ნაკადს, რომელიც მათ ყველა მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.

სად იქნებიან ამ დროს ქრისტიანები? ისინი, ვინც ახლავე ემზადება იმ დროისთვის, ყველაზე მალე გამოვლენ შოკური მდგომარეობიდან, და დაიწყებენ მოქმედებას - ანუ იმოქმედებენ ისე, როგორც მათ სულიწმიდა ეტყვის. ისინი დაიწყებენ ქადაგებას, სხვათა სწავლებას და გამოღვიძებას, რის გამოც მათი უმრავლესობა დაისჯება უფლის სახელის ქადაგებისთვის, თუმცა, ამისთვის ისინი მოიპოვებენ მოწამეობრივ გვირგვინს. ისინი, როგორც გონიერნი ქალწულნი (მათე 25:1-7), გაიღვიძებენ, და სერიოზულად მიუძღვნიან თავს უფალს, რადგან შეიგნებენ, რომ კინაღამ ჩაეძინათ უფლის მოსვლამდე. მაგრამ იქნებიან უგუნურნიც (მათე 25:8-12), რომლებიც გაიღვიძებენ, შოკში იქნებიან და არ დაიჯერებენ; მრავალს იმედი გაუცრუვდება უფალში, განუდგებიან ჭეშმარიტ სარწმუნოებას და გადავლენ ბაბილონში, შეეცდებიან მიეცნენ თავდავიწყებას და დათვრებიან ბაბილონის ტკბილსიტყვაობით, რითაც დაამტკიცებენ, რომ არც არასოდეს ყოფილან უფლის შვილები. ყოველი აპოკალიპტური მოვლენის აღსრულების შემდეგ ამდაგვარნი ბუნებრივად გადაეშვებიან ცეცხლის გეენაში. ესენი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც თავს ქრისტიანებს უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში არიან ცრუქრისტიანები.
მეძავი ბაბილონი
მსოფლიო კი სულ უფრო და უფრო დათვრება ბაბილონის მეძაობის ღვინით. ამ პროცესში ბაბილონის 10 მმართველი შექნის ბირთვს, მე-4 სამეფოს საძირკველს, რის შემდეგაც მმართველობას გადასცემენ ანტიქრისტეს. ამის შემდეგ ანტიქრისტე მიწის მკვიდრ ხალხებთან ხელს მოაწერს "მშვიდობისა და უსაფრთხოების" (1 თესალონიკ. 5:3) ხელშეკრულებას. ისრაელს გადაეცემა ყველა სადავო ტერიტორია, და აღდგება მესამე ტაძარი. დაიწყება უპრეცედენტო გაფურჩქვნის 3,5 წელიწადი, "ევოლუციის ახალი საფეხური". ქრისტიანობა კანონგარეშედ გამოცხადდება და ნებისმიერი, ვისაც კი ქრისტეს აღსარებისთვის დააპატიმრებენ, გამწესებული იქნება ან სამუდამო საკონცენტრაციო ბანაკში ან სულს ამოხდიან შუასაუკუნეობრივი სატანჯველების მეშვეობით.

არ იქნება საჭირო არავითარი ჩიპი, რადგან ადამიანები თვითონ მოიყრიან მუხლს მხეცის წინაშე. 3,5 წლის შემდეგ ანტიქრისტე შეიჭრება ისრაელში, რომელიც არანაირ წინააღმდეგობას არ გაუწევს მას, დაწვავს მის ქალაქებს და დაიპყრობს იერუსალიმს, შეაჩერებს აღდგენილ მსხვერპლშეწირვას და ყოვლადდასწველს მესამე ტაძარში. მისი ჰებელსი, ანუ ცრუწინასწარმეტყველი, კაცობრიობის მოთხოვნით იქ დადგამს მხეცის ხატს, რომელიც ჯადოქრული რიტუალის შედეგად ამეტყველდება და მოკლავენ ყველას, "ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (აპოკ. 13:15).

ადამიანებს მისცემენ არჩევანის უფლებას - ან თაყვანი ეც მხეცის ხატებას ან მოკვდი. ვინც თაყვანს სცემს, მიიღებს მხეცის ბეჭედს და მოკლე დროით შეძლებს ცხოვრებას მხეცის იმპერიაში, ექნება ყიდვა-გაყიდვის უფლება მაგრამ მალე ეს პრივილეგია მას არაფერში გამოადგება, რადგან უფალი ნელ-ნელა დაიწყებს სამყაროს განადგურებას.

ამ მოვლენების პარალელურად დაიწყება მართალთა საშინელი დევნა, რომელთაც დაიცავს ორი მოწმე (საეკლესიო გადმოცემით წმმ. ენოქ და ილია წინასწარმეტყველნი), რომლებიც დიდი ურვის 3,5 წლის განმავლობაში ხელუხლებელნი იქნებიან და უფალი დაიცავს მათ სატანის გააფთრებისგან.

ორი მოწმე თავიანთი მისიის დასრულების შემდეგ მოკლულნი იქნებიან მხეცის მიერ, მაგრამ მესამე დღეს აღდგებიან და ზეცად ამაღლდებიან. "სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას. იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცი ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს. მეორე ვაებამ გადაიარა, და აჰა, მოგელავს მესამე ვაება. (აპოკ. 11:11).

ამის შემდეგ მეძავი ბაბილონი, ანტიქრისტე, ცრუწინასწარმეტყველი და ყველა, ვინც კი მას მიჰყვა, ჩაყრილ იქნებიან ჯოჯოხეთში. "ოცდაოთხი უხუცესი, თავიანთ ტახტებზე რომ სხედან ღვთის წინაშე" პირქვე დაემხობიან, თაყვან სცემენ ღმერთს და იტყვიან: "მადლს გწირავთ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიადი ძალი და დაამკვიდრე შენი სუფევა.  წარმართნი გაშმაგდნენ და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი. მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა" (აპოკ. 11:16-19).
მეძავი ბაბილონი
მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ.
Назад к содержимому