პუბლიკაციები - ჩვენ ელექტრონული შუასაუკუნე გველოდება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ჩვენ ელექტრონული შუასაუკუნე გველოდება
ახალი მსოფლიო წესრიგი
დიდი ხანია დადის ჭორები იმის შესახებ, რომ მთელს მსოფლიოს რამდენიმე საუკუნეა მართავს სამასი უმსხვილესი მდიდარი, გავლენიანი პოლიტიკოსი, მწერალი, სოციოლოგი და ფილოსოფოსი. მაგრამ ჩვენ სერიოზულად არ აღვიქვამდით ამ ჭორებს, ადამიანებს, რომლებიც ლაპარაკობდნენ მსოფლიო შეთქმულებაზე, ვუყურებდით ირონიით. ასეთივე რეაქცია გვქონდა ყოფილი ბრიტანელი მზვერავის ჯონ კოლემანის წიგნზე "კომიტეტი 300", რომელშიც ის ლაპარაკობდა მსოფლიო მთავრობის გეგმებზე უახლოესი 50 წლის განმავლობაში. მან თავისი წიგნი გამოსცა 1991 წელს; გავიდა 29 წელი, ის გადაითარგმნა რუსულ ენაზეც, და ჩვენ ამჯერად თვითონაც შეგვიძლია განვსაჯოთ, ემთხვევა თუ არა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები იმ გეგმებს, რომელთა შესახებაც გვაფრთხილებდა კოლემანი.
 
უცნაურია, მაგრამ მსოფლიო მთავრობის გეგმები საზოგადოებისგან დაფარული არ არის. მათ შესახებ წერდა "კომიტეტ 300"-ის ერთ ერთი აწ გარდაცვლილი და საყოველთაოდ ცნობილი წევრი, ინგლისელი მწერალი-ფანტასტი, ჰერბერტ უელსი თავის ნაშრომში: "ღია შეთქმულება - მსოფლიო რევოლუციის გეგმები". "ღია შეთქმულება, - წერდა უელსი, - თავიდან გამოვლინდება ინტელიგენტ და, ზოგიერთ შემთხვევაში, მდიდარ ადამიანთა შეგნებული ორგანიზაციის სახით; გამოვლინდება როგორც მოძრაობა, რომელსაც გააჩნია მკაფიო პოლიტიკური მიზნები. ისინი საერთო თანხმობით უგულებელყოფენ პოლიტიკური მმართველობის აპარატის უდიდეს ნაწილს. ეს არის გარკვეული რაოდენობის პიროვნებათა მოძრაობა კონკრეტული მიმართულებით, რომლებიც ძალიან მალე აღმოაჩენენ საერთო მიზანს, რომლისკენაც ყველანი მიისწრაფვიან. ყოველგვარი საშუალებით შეეცდებიან ისინი ზეგავლენა მოახდინონ მთავრობებზე და მართონ ისინი".
 
უელსის ეს ნაშრომი, ისევე როგორც სხვა ნიჭიერ ავტორთა ნაშრომები, რომლებიც "კომიტეტ 300"-მა დაუკვეთა, განკუთვნილი იყო საზოგადოებრივი აზრის დასამუშავებლად ერთიანი მსოფლიო მთავრობის მმართველობის სასარგებლოდ. თუ შევაჯამებთ "კომიტეტ 3000"-ის განზრახვებსა და მიზნებს, ისინი თავს მოიყრიან ერთიანი მსოფლიო მთავრობის შექმნისა და მსოფლიოში ერთი, საზოგადო ფულადი სისტემის დამყარების იდეაში. მათ უხელმძღვანელებენ მემკვიდრეობითი ოლიგარქები, რომლებიც ირჩევენ ლიდერებს საკუთარი საზოგადოებიდან. ეს ყოველივე შუასაუკუნეობრივ ფეოდალურ სისტემას წააგავს.
 
ამ ერთიან მსოფლიოში მოსახლეობა შეზღუდული იქნება შობადობის შემცირებით ერთ ოჯახზე, სნეულებათა, ომებისა და შიმშილის გზით, სანამ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა არ დარჩება 1 მილიარდი ადამიანი, რომელიც მოემსახურება მმართველ კლასს საქმიანობის მკაცრად განსაზღვრულ სფეროებში.
 
საშუალო ფენა არ იქნება - იქნებიან მხოლოდ წარმომადგენლები და მსახურები.
 
ყველა კანონი უნიფიცირებული იქნება საყოველთაო იურიდიული სისტემის ჩარჩოებში, რომელიც გამოიყენებს კანონთა ერთი და იგივე კოდექსს, რომლის შესრულებას გააკონტროლებს ერთიანი მსოფლიო მთავრობის პოლიცია, ხოლო ერთიანი მსოფლიოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალები ძალდატანებით დაამკვიდრებენ ამ კანონებს ყველა ყოფილ სახელმწიფოში, რომლებიც უკვე აღარ იქნებიან ერთმანეთისგან გამოყოფილი საზღვრებით.
 
სისტემა დაეფუძნება კეთილმოწყობილ სახელმწიფოს. ვინც დაემორჩილება და მოემსახურება ერთიან მსოფლიო მთავრობას, დაჯილდოვებული იქნება საარსებო საშუალებებით; ხოლო, ვინც აჯანყდება, უბრალოდ შიმშილით მოკვდება ან გამოცხადდება კანონგარეშედ, და გახდება სამიზნე ყოველი ადამიანისთვის, ვინც კი მის მოკვლას მოინდომებს. პირადი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი აიკრძალება.
 
ნებადართული იქნება მხოლოდ ერთი რელიგია ერთიანი მსოფლიო მთავრობის ეკლესიის ფორმით, რომელმაც თავისი არსებობა 1920 წლიდან დაიწყო. სატანიზმი, ლუციფერიანელობა და შავი მაგია აღიარებული იქნება კანონიერ საგნებად, ხოლო კერძო და საეკლესიო სკოლები აიკრძალება. დაინგრევა ყველა ქრისტეანული ეკლესია, ხოლო თვით ქრისტეანობა, ერთიანი მსოფლიო მთავრობის დროს, წარსულს ჩაბარდება (აქ, სავარაუდოდ, იგულისხმება ის, რომ ქრისტიანობა უკვე ვეღარ შეასრულებს იმ მნიშვნელოვან როლს და მას აღარ ექნება ის გავლენა, რაც ადრე ჰქონდა - "აპოკ." რედ.).
 
იმისათვის, რათა დაამყარონ მდგომარეობა, როდესაც აღარ დარჩება არავითარი პირადი თავისუფლება და თავისუფლების კონცეფცია, როდესაც აღარ იარსებებს მმართველობის რესპუბლიკური ფორმა და ერის სუვერენული უფლება, - უნდა აღმოიფხვრას ეროვნული სიამაყე და რასობრივი კუთვნილება. გარდამავალ პერიოდში რასულ წარმომავლობაზე ლაპარაკიც კი მკაცრად დაისჯება.
 
თითოეულ ადამიანს შთააგონებენ: ის არის ერთიანი მსოფლიო მთავრობის კუთვნილება. ყველა ადამიანს მიეცემა საიდენტიფიკაციო კოდი, რომლის არსებობა ადვილად შესამოწმებელი იქნება. ამ საიდენტიფიკაციო ნომრებს შეიტანენ ბრიუსელში, ნატო-ს კომპიუტერის საზოგადო ფაილში, რომელიც ერთიანი მსოფლიო მთავრობისთვის, ნებისმიერ დროს, ადვილად ხელმისაწვდომი იქნება. არსებობს ცსს-ს, გფბ-ს, შტატების პოლიციისა და ადგილობრივი პოლიციის, ასევე აშშ-ს საგადასახადო სამმართველოს (IRS) და საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს (РЕМА) საზოგადო ფაილები.
 
სოციალური დაზღვევის სააგენტოები მნიშვნელოვნად გაფართოვდება და გახდება საფუძველი აშშ-ს (და ასევე მსოფლიოს - "აპოკ." რედ.) თითოეულ მოქალაქეზე პერსონალური დოსიეს შესაქმნელი მონაცემთა ბაზისთვის.
 
ქორწინებას გამოაცხადებენ კანონგარეშედ, და ისეთი ოჯახური ცხოვრება, როგორიც ჩვენ დღეს გვესმის, აღარ იქნება. ბავშვებს წაართმევენ მშობლებს ჯერ კიდევ სიყრმის ასაკში, და მათ, როგორც სახელმწიფო ქონებას, მეთვალყურეები აღზრდიან. დედაკაცნი "ქალთა ემანსიპაციის" პროცესის შემწეობით, თანდათანობით  უკიდურესად გაიხრწნებიან. თავისუფალი სექსი სავალდებულო გახდება.
 
თუ 20 წელზე მეტი ხნის დედაკაცი დადგენილ წესებს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება. ორი ბავშვის მშობიარობის შემდეგ დედაკაცებს აბორტის გაკეთებას ასწავლიან; შესაბამისი მონაცემები შეინახება თითოეული დედაკაცის პერსონალურ დოსიეში, მსოფლიო მთავრობის რეგიონალურ კომპიუტერებში. თუ დედაკაცი ორი ბავშვის მშობიარობის შემდეგ დაფეხმძიმდება, მას ძალდატანებით გააგზავნიან კლინიკაში აბორტის გასაკეთებლად, და ამასთანავე მას გაუკეთდება სტერილიზაცია.
 
ფართოდ გავრცელდება პორნოგრაფია, ყოველ კინოთეატრში, როგორც აუცილებელი პროგრამა, ნაჩვენები იქნება პორნოფილმები, მათ შორის ჰომოსექსუალური და ლესბოსური პორნოგრაფია. ნებადართული იქნება ნარკოტიკების მოხმარება - თითოეულ ადამიანს გამოუყოფენ თავის კვოტას ნარკოტიკებზე, რომელთა შეძენა შეეძლებათ მსოფლიო მთავრობის მაღაზიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფართოდ გავრცელდება ისეთი ნარკოტიკები, რომლებიც ცვლიან ადამიანის ცნობიერებას, მათი გამოყენება სავალდებულო იქნება. ცნობიერების შემცვლელ ასეთი ნარკოტიკებს დაამატებენ საკვებს და სასმელ წყალს მოქალაქეთა დაუკითხავად. ყველგან შეიქმნება ნარკობარები, რომელთაც მსოფლიო მთავრობის აგენტები უხელმძღვანელებენ, და რომლებშიც ადამიანი-მონები თავისუფალ დროს გაატარებენ. ამგვარად, ელიტისგან განსხვავებით, ხალხის არაელიტური მასა დაყვანილი იქნება გაწვრთნილი პირუტყვების დონეზე, რომელთაც საკუთარი ნება არ გააჩნიათ, ადვილად სამართავი და დამორჩილებადია.
 
ეკონომიკური სისტემა დაეფუძნება ოლიგარქიული კლასის მმართველობას, რომლის ხელში იქნება უფლება აწარმოოს იმდენი პროდუქტი და მომსახურეობა, რამდენიც მონათა მასობრივი, შრომითი ბანაკების ფუნქციონირებისთვის იქნება საჭირო.
 
მთელი სიმდიდრე თავს მოიყრის "კომიტეტ 300" ელიტარულ წევრთა ხელში. თითოეულ ადამიანს შთააგონებენ, რომ მისი არსებობა და სიცოცხლე მთლიანად დამოკიდებულია სახელმწიფოსგან. მსოფლიოს მმართველობა განხორციელდება "კომიტეტ 300"-ის აღმასრულებელი დეკრეტებით, რომლებიც გამოცემისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღებენ კანონის ძალას.
 
წარმოება მთლიანად უნდა განადგურდეს ატომურ, ენერგეტიკულ სისტემებთან ერთად. მხოლოდ "კომიტეტ 300"-ის წევრებს და მათ რჩეულებას ექნებათ მიწის რესურსების განკარგვის უფლება. სოფლის მეურნეობა ასევე "კომიტეტ 300"-ის ხელში აღმოჩნდება, ხოლო პროდუქტის წარმოება მკაცრად გაკონტროლდება.
 
როდესაც ეს ზომები თავის ნაყოფს გამოიღებს, დიდი ქალაქების მოსახლეობას ძალდატანებით გადაიყვანენ მოშორებულ რაიონებში, ხოლო ვინც გადასახლებაზე უარს იტყვის, კამბოჯელი პოლ პოტის მეთოდით ფიზიკურად განადგურდება.
 
სასიკვდილოდ სნეულთა და მოხუცთა ევთანაზია (უმტკივნეულო მოკვდინება) სავალდებულო გახდება. ქალაქების მოსახლეობა არ გადააჭარბებს დაწესებულ ზღვარს. კვალიფიციურ მუშებს სხვა ქალაქებში გადაიყვანენ, თუკი ის ქალაქი, სადაც ისინი ცხოვრობენ, ჭარბი მოსახლეობა აღმოჩნდება და მოსახლეთა ნორმას გადააჭარბებს. სხვა, არაკვალიფიციურ მუშებს შეარჩევენ და გადააგზავნიან არასრულად დასახლებულ ქალაქებში, რათა შეავსონ მათი კვოტები.
 
2050 წლისთვის ლოკალურ ომებით, ასევე ორგანიზებული სასიკვდილო ეპიდემიებით, სწრაფად განვითარებად სნეულებებითა და შიმშილით, დაახლოებით 4 მილიარდამდე "უსარგებლო მჭამელი" ამოწყდება. ელექტროენერგიის, საკვების და წყლის მარაგი შენარჩუნებული იქნება იმ დონემდე, რომელიც მხოლოდ არაელიტის სასიცოცხლო უნარის შენარჩუნებისთვის იქნება საკმარისი, უპირველეს ყოვლისა დასავლეთ ევროპისა და აშშ-ს თეთრი მოსახლეობის, შემდეგ კი სხვა რასებისთვის. კანადის, დასავლეთ ევროპის და აშშ-ს მოსახლეობა შემცირდება უფრო სწრაფად, ვიცდრე სხვა კონტინენტებზე, სანამ მსოფლიო მოსახლეობა არ მიაღწევს მართვად დონეს - 1 მილიარდ ადამიანს, რომელთაგან 500 მილიონი იქნება ჩინელი და იაპონელი, რომლებიც მიჩვეულები არიან მთავრობისადმი უსიტყვო მორჩილებას.
 
დრო და დრო ხელოვნურად შექმნიან საკვების, წყლისა და სამედიცინო დახმარების დეფიციტს, რათა შეახსენონ ადამიანებს, რომ მათი არსებობა მთლიანად "კომიტეტ 300"-ის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მრეწველობის ისეთი დარგების განადგურების შემდეგ, როგორიცაა სამშენებლო, საავტომობილო, მეტალურგიული და სხვა, საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იქნება შეზღუდული, ხოლო მრეწველობის შენარჩუნებული დარგები, ასევე ყველა სამეცნიერო და კოსმიური გამოკვლევები სრულიად დაექვემდებარება "კომიტეტ 300".
 
ყოფილი ქვეყნების კოსმიური იარაღი განადგურდება ბირთვულ იარაღთან ერთად. ყველა ძირითადი და დამხმარე ფარმაცევტული პროდუქტები, ექიმები, დანტისტები და მედიცინის სხვა მუშაკები დარეგისტრირებულ იქნებიან მონაცემთა ცენტრალურ ბანკში, წამლებისა და სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლებელი იქნება რეგიონალური კონტროლიორების სპეციალური ნებართვის გარეშე, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან თითოეულ ქალაქზე, დასახლებასა და სოფელზე.
 
ამერიკის შეერთებულ შტატებს აღავსებენ უცხო კულტურის ადამიანები, რომლებიც საბოლოოდ დათრგუნავენ თეთრ ამერიკას, ადამიანები, რომელთათვისაც საჭმელი და ბინა იქნება მთავარი საზრუნავი.
 
საერთაშორისო ანგარიშებისა და მსოფლიო ბანკების გარდა, ყველა ცენტრალური ბანკის საქმიანობა აიკრძალება. კერძო ბანკებს კანონგარეშედ გამოაცხადებენ. შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურებას დააწესებენ უნიფიცირებული, მსოფლიო მთავრობის მიერ დადგენილი შკალის მიხედვით. აკრძალული იქნება ხელფასის მომატების ნებისმიერი მოთხოვნა, ასევე ყოველგვარი გადახრა ხელფასის, სტანდარტული, უნიფიცირებული შკალიდან, რომელსაც მსოფლიო მთავრობა დაადგენს. ის, ვინც კანონს დაარღვევს, დაუყოვნებლივ დაისჯება.
 
არაელიტას არ ექნება ნაღდი ფული. ყველა ანგარიში შესრულდება დებეტური ბარათის მეშვეობით, რომელზეც დატანებული იქნება მფლობელის საიდენტიფიკაციო ნომერი. ნებისმიერი პირი, რომელიც დაარღვევს "კომიტეტ 300"-ის მიერ დაწესებულ ნორმებსა და წესებს, დაისჯება: მას დროებით შეუჩერდება ბარათის მოქმედება და ეს სასჯელი დამოკიდებული იქნება დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე (ცხადია მსოფლიო მთავრობის თვალთახედვით - "აპოკ." რედ.).
 
როდესაც ეს ადამიანები წავლენ საყიდლებზე, ისინი აღმოაჩენენ, რომ მათი ბარათები შეტანილია შავ სიაში, და მათ არ შეუძლიათ შეიძინონ რაიმე პროდუქტი ან მიიღონ რაიმე მომსახურეობა. "ძველი" ანუ ვერცხლის მონეტების გაყიდვის მცდელობა, განხილული იქნება, როგორც მძიმე დანაშაული, რომელიც სიკვდილით დაისჯება.
 
გამოვა განკარგულება განსაზღვრული დროისთვის ჩაბარებულ იქნას ყველა ძველი მონეტა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი: პისტოლეტები, თოფები, ფეთქებადი ნივთიერებები და ავტომობილები. მხოლოდ ელიტას და მსოფლიო მთავრობის მაღალჩინოსან ფუნქციონერებს მიეცემათ პირადი იარაღის, ფულისა და ავტომობილების ფლობის უფლება.
 
ადამიანი თუ სერიოზულად დააშავებს, მისი ბარათი ამოღებული იქნება იმ საკონტროლო პუნქტში, სადაც მას წარადგენს. ამის შემდეგ ადამიანი ვერ მიიღებს საკვებს, წყალს, საცხოვრებელ ბინას და კვალიფიცირებულ სამედიცინო დახმარებას. ის ოფიციალურად გაირიყება საზოგადოებისგან. ამგვარად, შეიქმნება გარიყულთა დიდი ბანდები, და ისინი იცხოვრებენ იქ, სადაც ყველაზე ადვილი იქნება არსებობისთვის საჭირო საშუალებების მოპოვება. მათზე გამოცხადდება ნადირობა და მოჰკლავენ მათ პირველივე შემთხვევაში. პირები, რომლებიც გარიყულებს დაეხმარებიან, ასევე სიკვდილით დაისჯებიან. იმ დამნაშავეთა ნაცვლად, ვინც განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში არ ჩაბარდება პოლიციას ან სამხედროებს, პატიმრობის ვადას მათი ნათესავები მოიხდიან.
 
გააჩაღებენ წინააღმდეგობებს კონკურენტ ფრაქციებსა და ჯგუფებს შორის, როგორიც არიან არაბები და ებრაელები, აფრიკული ტომები და მათ უფლებას მისცემენ აწარმოონ სასტიკი და გამანადგურებელი ომები ნატო-ს და გაერო-ს წარმომადგენელთა მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთი ტაქტიკა გამოყენებული იქნება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ეს გამანადგურებელი ომები მანამ გაგრძელდება, სანამ დამყარდება მსოფლიო მთავრობა და მათ გააჩაღებენ ყველგან, ყველა კონტინენტზე, სადაც კი ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ეთნიკური და რელიგიური ნიშნებით, როგორებიც არიან, მაგალითად, სიქხები, პაკისტანელი მუსლიმები და ინდოელი ბუდისტები. ეთნიკურ და რელიგიურ დაპირისპირებებს გაამძაფრებენ, ხოლო ამ წინააღმდეგობათა "დასარეგულირებლად" ხელს შეუწყობენ მძაფრ და სასტიკ ეთნოკონფლიქტებს.
 
ყველა საინფორმაციო საშუალება და ბეჭდვითი ორგანოები მსოფლიო მთავრობის ხელთ იქნება. "გართობის" სახით მუდმივად მოაწყობენ "ტვინების გამორეცხვას", რასაც უკვე მიმართავენ აშშ-ში, სადაც ეს ხელოვნება გახდა.
 
ბავშვებს, რომელთაც "არალოიალურ მშობლებს" წაართმევენ, სასტიკად აღზრდიან. ორივე სქესის ახალგაზრდობას ასწავლიან მსოფლიო მთავრობის "შრომითი ბანაკების" სისტემის დაცვას.
 
ცხადია, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ვიდრე ახალი, მსოფლიო წესრიგი დამყარდება. "კომიტეტ 300"-ში უკვე დიდი ხანია სრულყოფილია ცივილიზაციის განადგურების გეგმები, რომელთაც დაუფიქრებლად ვაფასებთ და ვიხიბლებით მათით.

 
წყარო: ჯონ კოლემანი. გაზ. "Знамя Мира", », март 2005 г.

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ყოველივე ზემოთთქმული გამოქვეყნებული იქნა 16 წლის წინათ. ამჯერად კი მიმოიხედეთ ირგვლივ! განა უკვე ვერ ვამჩნევთ ჩვენთვის გამზადებული მომავლის ნიშნებს, რომლებიც ამ ადამიანმა აღგვიწერა?!

2021 წ. 27 იანვარი.
Назад к содержимому