აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ენოქი და ილია - მეორედ მოსვლის წინამორბედნი
წმიდა წერილის მრავალ ადგილას მითითებულია, რომ ანტიქრისტეს მეფობის დროს ქვეყნიერებას მოევლინებიან ორი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველნი - ენოქი და ილია. ილიასა და ენოქის მოსვლის შესახებ წმიდა იოანე დამასკელი ასე ბრძანებს: "ამასთან, მოივლინებიან ენუქი და ელია თეზბიტელი და მოაქცევენ მამათა გულებს შვილებისადმი, ესე იგი - სინაგოგას ჩვენი უფლის, იესო ქრისტესადმი და მოციქულთა ქადაგებისადმი, შემდეგ კი მოკლულნი იქნებიან მისგან" (წიგნი IV. თ. 27).
ანტიქრისტეს ყოველი მცდეელობა ჭეშმარიტ მესიად წარმოაჩინოს თავი შეხვდება მოულოდნელ და საკვირველ წინააღმდეგობას ორი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველ-მამხილებლის სახით, რომლებსაც, ღვთის ნებით, სიკვდილი არ უგემიათ, აღტაცებულ იქნენ ზეცად (უფრო სწორედ გადასახლებულ იქნენ ღმრთისთვის ცნობილ, მაგრამ კაცთათვის მიუკვლეველ ადგილას - რედ.) გარკვეულ დრომდე და კვლავ დაბრუნდებიან დედამიწაზე სამყაროს აღსასრულის წინ, რათა აღასრულონ თავიანთი მისია და მოკლულ იქნენ. ამ ორი წინასწარმეტყველის სახელია - ენოქი და ილია. სწორედ მათ წარმოაგზავნის უფალი იერუსალიმს, რათა დედამიწის არსებობის ბოლო დღეებში, როდესაც სამყაროს აღსასრული მოახლოვდება, ანუგეშონ ადამიანები, ამხილონ ანტიქრისტე და საკვირველთმოქმედებით გამოააშკარავონ მტარვალის მტყუვარება. ისინი სამწელიწადნახევრის განმავლობაში გამუდმებით ამხელენ ანტიქრისტეს სიცრუეს, რომელიც მსოფლიო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად უკვე მზად იქნება.
არ ჩამოიცილებს რა თავისი ფარისევლური სახიდან მშვიდობის დესპანისა და კეთილმოქმედის ნიღაბს, და იქნება რა ქველმოქმედი თვით საკუთარ მტერთა მიმართ, ანტიქრისტე მთელი ამ დროის განმავლობაში ვერ შესძლებს ხელი შეუშალოს წინასწარმეტყველთა მამხილებელ ქადაგებას და მათ მიმართ ვერანაირ ძალას ვერ გამოიყენებს. მზაკვარმა სულმა ზედმიწევნით კარგად იცის ამის შესახებ, ამიტომაც ის უკვე დღეიდანვე ცდილობს არ მიაღებინოს კაცობრიობას ორი წინასწარმეტყველი და მათი ქადაგება; ცდილობს, რათა ადამიანებმა მათ არ დაუჯერონ. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიტანოთ ცნობილი სექტის, "თეთრი ძმობის" ლიდერების, ვინმე კრივონოგოვისა და ცვიგუნის ქმედებანი, რომლებიც თავს ილიად და ენოქად ასაღებდნენ. როდესაც ნამდვილი წინასწარმეტყველები მოვლენ, სულიერად დაბრმავებული ხალხი - საკუთარი სულის წარსაწყმედად - მხოლოდ ხელს თუ ჩაიქნევს. "ეჰ, ამგვარი წინასწარმეტყველნი ხომ არაერთხელ ყოფილან!" - იტყვიან ისინი, და ჩაუვლიან ნამდვილ წინასწარმეტყველებასა და მხილებას.
ამაოდ ცდილობს ზოგიერთი ენოქისა და ილიას საკვირველი მოვლინება განმარტოს სიმბოლური მნიშვნელობით. წმიდა წერილი და ეკლესიის გადმოცემა მკაფიოდ გვამცნებს სამყაროს აღსასრულამდე შვიდი წლით ადრე დედამიწაზე მათი მოვლინების შესახებ, მათი მამხილებელი ქადაგების შესახებ, მათ მოწამეობრივ სიკვდილზე, მკვდრეთით აღდგომასა და ზეცად აღტაცებაზე.
იოანეს "გამოცხადებაში" ვკითხულობთ: "მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს.
მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ.
ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც.
სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის ნებას.
დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი.
მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას.
იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცი ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს" (გამოცხ. 11:3-
13).
წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნში ვკითხულობთ: "მივუგე მეორედ და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი აკიდო ზეთისხილისა ორი ოქროს მილის გვერდით, საიდანაც ოქრო იღვრება?მითხრა: არ იცი, რა არის ესენი? ვუთხარი: არამეთქი, ჩემო ბატონო. მითხრა: ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი" (ზაქარია. 4:12).
ის, რომ ორ ზეთისხილში წინასწარმეტყველი ზაქარია გულისხმობდა ორი წინასწარმეტყველს - ილიასა და ენოქს - გვამცნებს წმიდა ანდრია კესარიელი, რომელიც თავის მოსაზრებაში ეფუძნება იმას, რომ აპოკალიფსისშიც ისინი სწორედ ორ ზეთისხილად იწოდებიან.
წინასწარმეტყველ მალაქიას წიგნში ერთ-ერთი მოწმე პირდაპირ არის წოდებული საკუთარი სახელით: "აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე. ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო" (მალაქ. 4:4-
5).
წმიდა მამები: ეფრემ ასურელი ("სიტყვა უფლის მოსვლის შესახებ') და იოანე დამასკელი ("მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა") მკაფიოდ უთითებენ, რომ ორი მოწმე, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ უნდა მოევლინოს ქვეყნიერებას, სწორედ წინასწარმეტყველნი ილია და ენოქია.
იოანეს "გამოცხადების" 11-ე თავის 3-13-ე მუხლებში, ანდრია კესარიელი და სხვა წმიდა მამები პირდაპირ განმარტავენ, რომ ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე ილია და ენოქია. იოანეს "გამოცხადებაში" ვკითხულობთ:
3-4. მივცემ ჩემს ორ მოწმეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე.
სწორედ მათი გამოჩენა უსწრებს წინ წარმართთა მიერ 42 თვის განმავლობაში იერუსალიმის გათელვასა და ანტიქრისტეს გამეფებას.
მათი ქადაგების მიზანია არა მარტო უკეთურთა და წარმართთა მოქცევა, არამედ მართალთა ნუგეშისცემა და განმტკიცება ღმრთის მომავალი სამსჯავროს მოლოდინში.
"იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი" - ამ შემთხვევაში წინასწარმეტყველთა სამოსი გაიგება, როგორც ადამიანთა მოვალეობა თავიანთი ცხოვრება შეუსაბამონ ღმრთის სჯულსა და მცნებებს (შეად.: ზაქ. 13:4; ეს. 20:2).
ძაძით მოსილი ეს ორი წინასწარმეტყველი იწინასწარმეტყველებენ "ათას ორას სამოცი (1260) დღე". დროის ეს ხანგრძლივობა, რომელიც უდრის 42 თვეს, ან კიდევ 3,5 წელიწადს, უნდა განვიხილოთ როგორც მითითება განსაზღვრულ დროზე. ამგვარ გაგებას ითხოვს გამოთქმის სიზუსტე, რომელიც ისეთ დიდ რიცხვში, როგორიცაა 1260, მცირე ერთეულის მითითებამდეც მიდის, როგორიცაა დღე.
ვინ არიან ეს მოწმეები? ეკლესიის წმიდა მამათა განმარტებით: "ეს ორი მოწმე არის ენოქი და ილია, რომლებსაც სამყაროს აღსასრულის წინ ღმრთისგან საქადაგებლად მიეცემათ სამწელიწადნახევარი, რაც "ათას ორას და სამეოცი დღით" აღინიშნება. "ძაძით შემოსვა" გლოვის ნიშანია, ე.ი. იმ დროს მცხოვრებთაგან ყველა, ვინც უარყოფს ანტიქრისტეს საცთურებს, გლოვისა და ტირილისთვის გაიწირება. "ორ ზეთისხილსა და ორ სასანთლეზე" ბრძანებდა წინასწარმეტყველი ზაქარიაც" (ზაქ. 4) (წმ. ანდრია კესარიელი).
"როდის მოხდება ეს, საყვარელო?! - კითხულობს წმ. იპოლიტე რომაელი და თვითონვე პასუხობს, - მაშინ, როდესაც შვიდეული ორად გაიყოფა (დან. 9:27) და გამოჩნდება "უსჯულოების საიდუმლო", (მათე. 24:15; მარკ. 13:14; შეად. დან. 9:27). და ორნი წინასწარმეტყველნი და წინამორბედნი უფლისა აღასრულებენ თავიანთ მოღვაწეობას და ქვეყნიერების ისტორია დასრულდება..." (წმ. იპოლიტე რომაელი).
ზოგიერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი "ორ მოწმეში" სჯულსა და სახარებას გულისხმობს, მაგრამ ასეთი აღქმა უარიყოფა თვით აპოკალიფსისის მიერ, რომელშიც ვხვდებით ამ მოწმეთა პირად თვისებებსა და ცხოვრებისეულ მომენტებს (სასწაულები, სიკვდილი და ამაღლება). ამიტომაც, არ შეგვიძლია დავეთანხმოთ მათ, ვინც "მოწმეებში" იდეას, ჭეშმარიტების მოწმეობის განსახიერებას ხედავს.
ორ მოწმეში ორი ნამდვილი პიროვნების აღიარებას ითხოვს არა მარტო მათი კერძო თვისებების აღწერა, არამედ მათი დაპირისპირება ანტიქრისტესთან და ცრუწინასწარმეტყველთან. მაგრამ ამაზეც არ უნდა შევჩერდეთ. არ არის საკმარისი ვთქვათ, რომ ეს ორი მოწმე ორი კონკრეტული ადამიანია. ბიბლიაში მოცემულია დღემდე გაურკვეველი ორი მოვლენა; კერძოდ - ენოქის სიკვდილის უარყოფა და წინაწსწარმეტყველ ილიას ცოცხლად აყვანა ცაში. როგორ შეეძლოთ ამ ორ ადამიანს თავი აერიდებინათ სიკდილისთვის, როდესაც ის მთელი კაცობრიობის საზოგადო ხვედრია (ებრ. 9:27)? განა არ უნდა განიცადონ მათ ის, რასაც ყოველი ადამიანი განიცდის? ხომ არ არიან ისინი ორი აპოკალიპტური მოწმენი, რომლებიც ბოლო ჟამს უნდა გამოჩდნენ სამყაროს აღსასრულის წინ? ამგვარ აზრს მხარს უჭერს წევრი to‹j, რომელიც დგას სიტყვების dusˆ m£rtusi-
ის წინ; ანუ ეს არის ორი პიროვნება, უკვე ცნობილი და განსაზღვრული. ამის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ მოწმეთა აღწერის ზოგიერთი ნიშანი (ზეცის დაკეტვა, პირთაგან ცეცხლის ფრქვევა) აღებულია ისტორიული პიროვნების, წინასწარმეტყველ ილიას ცხოვრებიდან. შემდეგ, შეგვიძლია დავიმოწმოთ წინასწარმეტყველი მალაქია (მალაქ. 4:5-
6) და ასევე მაცხოვრის სიტყვები: "ელია მართლაც პირველად მოვა და აღადგენს ყოველს" (მათე 17:11) და ბოლოს, ამ განმარტების სასარგებლოდ მეტყველებს წმიდა მამათა ავტორიტეტი.
წმ. იპოლიტე რომაელი, აპოკალიფსისის ყველაზე ძველი კომენტატორი, თავის თხზულებაში "ქრისტე და ანტიქრისტე" წერს: "ძაძით შემოსილი ილია და ენოქი იქადაგებენ 1260 დღე და ყველა ხალხებს აუწყებენ სინანულს".
წმ. ეფრემ ასურელი წერდა "უფალი, თავისი მოწყალებით, გამოაგზავნის ილია თეზბიტელსა და ენოქს, რათა აუწყონ კაცთა მოდგმას ღვთისმოსაობა და ასწავლონ ყველას შიშის გამო არ დაემორჩილონ მტარვალს".
ღირ. იოანე დამასკელის თქმით, უფლის მეორედ მოსვლის წინ "ამასთან, მოივლინებიან ენუქი და ელია თეზბიტელი და მოაქცევენ მამათა გულებს შვილებისადმი, ესე იგი - სინაგოგას ჩვენი უფლის, იესო ქრისტესადმი და მოციქულთა ქადაგებისადმი".
ხოლო ანდრია კესარიელი თავის განმარტებაში ამ შეხედულებას მამათა საზოგადო აზრს უწოდებს და წერს: "მრავალი მოძღვრის აზრით, ეს ორი მოწმე არის ენოქი და ილია, რომლებსაც სამყაროს აღსასრულის წინ ღმრთისგან საქადაგებლად მიეცემათ სამწელიწადნახევარი, რაც "ათას ორას და სამეოცი დღით" აღინიშნება".
მომდევნო მუხლებში კიდევ უფრო დეტალურად იხსნება ამ ორი მოწმის ცხოვრებისა და საქმიანობის დეტალები.
უპირველეს ყოვლისა მე-4 მუხლი ლაპარაკობს იმის შესახებ, თუ როგორი მიმართება აქვთ მათ ღმრთისადმი. ესენი არიან "ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის " უფლის წინაშე" და აქ განყენებული ცნებები კი არ არის მხედველობაში, არამედ კონკრეტული პიროვნებები.
ამგვარი დასკვნის გაკეთების უფლებას გვაძლევს ის ვითარებაც, რომ ჩვენი ადგილი ძალიან წააგავს ზაქარიას წინასწარმეტყველებას (4:2-3, 14). იქ ლაპარაკია შვიდ სასანთლესა და ორ ზეთისხილზე, და მოცემულია განმარტება, რომ შვიდი სასანთლე ღმრთის თვალებია, რომელიც მთელს სამყაროს მოიცავს; ხოლო ორი ზეთისხილი "ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი" (ზაქ. 4:14).
5. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს.
ესენი არიან ღმრთის მოწმენი მოსულნი მართლმორწმუნეთათვისაც, რადგან ანუგეშებენ და განამტკიცებენ მათ და უკეთურთათვისაც, რადგან დააშინებენ მათ სასჯელებით და მოუწოდებენ სინანულისკენ. ვინც არ მიიღებს მათს ქადაგებას და არ შეინანებს, არამედ იმდენად გაჯიუტდება, რომ მათთვის ზიანის მიყენებასაც კი გაბედავს, როგორც ღმრთის სიტყვის უარმყოფელი თავს დაიღუპავს; ასეთი ადამიანი სულიერა წარწყმდება და მისი სული დაიღუპება.
"და თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას.". "ო, საკვირველო მადლო ღმრთისაო, რომელიც ჭრილობის შესაბამისად გვთავაზობს კურნებას! ანტიქრისტე, ეშმაკის შეწევნით, თავისი ცრუ ნიშნებითა და სასწაულებით ყველა მოგვსა და მაცთურს წარემატება; მაგრამ ღმერთიც თავის წმინდანებს მიანიჭებს ჭეშმარიტ ნიშთა და სასწაულთა ქმნის ძალას, რათა ნათლითა და ჭეშმარიტებით უძლონ მათ სიცრუის ბნელის განქარვება; რათა, გვალვით, ცეცხლით, სტიქიათა ცვალებადობითა და სხვა სასწაულებით დასაჯონ ან შეაგონონ ანტიქრისტეს მიერ ცთუნებულნი და მოაქციონ ისინი გზაზე ჭეშმარიტებისა, ხოლო თავად მზაკვარი და მაცთური იგი (ანტიქრისტე) ამხილონ; თავიანთი ქადაგების დასრულებამდე ვერავინ მიაყენებს მათ რაიმე ბოროტებას" (ანდრია კესარიელი).
6. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ.
ძალაუფლება, რომელიც ამ ორ მოწმეს მიეცემა, რათა დაუბრკოლებლად აღასრულონ მსოფლიო ქადაგება, გამოიხატება მათ უნარში სასწაულებრივად დასაჯონ დედამიწა. როგორც წმ. ილია წინასწარმეტყველმა, თავისი სიტყვის ძალით, კერპთაყვანისმცემლობისთვის ებრაელი ერი გვალვით დასაჯა, რომელიც 3,5 წელიწად გრძელდებოდა (3 მეფ. 17:1), როგორც მოსემ დასაჯა ეგვიპტელნი ფარაონის სიჯიუტისთვის და წყლები სისხლად აქცია (გამ. 7:19), ზუსტად ასე ბოლო ჟამინდელი მოწმეები, თავიანთი სასწაულებრივი ძალით გამოიწვევენ გვალვას, წყლებს მიაქცევენ სისხლად, რაც გამოიწვევს ადამიანთა წყურვილსა და ტანჯვას. გარდა ამისა, ორი მოწმე ძალმოსილი იქნება სხვა სახის სატანჯველებიც მოუვლინონ ქვეყნიერებას, იმგვარი სატანჯველები, რომელსაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. და მათი ეს ძალაუფლება და ძლიერება მთელი მათი წინასწარმეტყველური მსახურების პერიოდში, ანუ მთელი 1260 დღე გაგრძელდება, როემლიც უფლის მიერ არის დაწესებული, მსგავსად იმისა, როგორც ნოეს 120 დღე მისცა ქადაგებისთვის, ხოლო იონას 40 დღე.
7. ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ.
1260 დღის გასვლის შემდეგ, როდესაც მოწმეები დაასრულებენ თავიანთ ქადაგებას, აღასრულებენ ყოველივეს, რაც ღმრთისგან დავალებული ჰქონდათ, მათი ძლიერებისა და ხელუხლებლობის დროც ამოიწურება. ეს ისეთი ჟამი იქნება, როდესაც ბოროტება უკიდურესად გაბატონდება დედამიწაზე; და მხეცის მიერ მოკლული ილია და ენოქი საქმის ამგვარი თანამიმდევრობის მსხვერპლნი გახდებიან.
ეკლესიის გადმოცემა, გამოთქმული ჩვენს საღვთისმსახურებო წიგნებში, ასევე ლაპარაკობს ღმრთის სიტყვის წინასწარმეტყველების პირდაპირ გაგებაზე ილიასა და ენოქის მოსვლასთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნიერებას სამყაროს აღსასრულის წინ მოევლინებიან. ეს ფაქტი სხვაგვარი განმარტების არანაირ შესაძლებლობას არ იძლევა.
ხორციელის კვირის სვინაქსარში ნათქვამია: "დანიელის თქმით, სამყაროს აღსასრულამდე შვიდი წლით ადრე, მოვლენ ენოქი და ილია, რომლებიც კაცობრიობას უქადაგებენ არ მიიღონ ანტიქრისტე. ეს უკანასკნელი კი მათ დატანჯავს და თავებსაც მოჰკვეთს" (დიდმარხვის ტრიოდიონი).
წმიდა წინასწარმეტყველ ილიასადმი მიძღვნილ მსახურებაში, "უფალო ღაღადყავზე", იგალობება: "ილია თეზბიტელო, რომელი უხრწნელი ხარ, და სიკვდილი არ გიხილავს, სანამ აღსასრულს არ უქადაგებ ყველას"; ტროპარში ილია წინასწარმეტყველი პირდაპირ იწოდება "ქრისტეს მოსვლის მეორე წინამორბედად" (ტროპარი: "ხორცითა ანგელოზმან და წინასწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსვლისა მეორემან წინამორბედმან, ილია ყოვლადდიდებულმან ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთოვანთა განწმენდად, და პატივისმცემელთა მისითა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობასა"). იგივე არის ნათქვამი მჯდომარეში (საეკლესიო ლოცვა - რედ.), რომელიც პოლიელეოსის* შემდეგ იკითხება.
_________
*რედაქციის შენიშვნა: ბერძნ.: პოლიელეოსი. πολυέλεοσ - მრავალმოწყალე. ცისკრის საზეიმო საგალობელი, რომელიც შედგება 134-ე და 135-ე ფსალმუნებისგან. "მრავალმოწყალე"-ს სახელწოდება მომდინარეობს ფრაზის: "რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი" მრავალგზისი განმეორებიდან).
_________
*რედაქციის შენიშვნა: ბერძნ.: პოლიელეოსი. πολυέλεοσ -
_________
20 ივლისის საკითხავ თვენში ნათქვამია: "ღმრთის წმიდა წინასწარმეტყველი ილია, რომელიც ქვეყნიერებიდან აყვანილ იქნა ცეცხლოვანი ეტლით, დღემდე ცოცხალია, ხორციელად გამოეცხადა მოციქულებს უფლის ფერიცვალების დღეს თაბორის მთაზე და კვლავ გამოჩნდება ხორციელად მოკვდავ კაცთა შორის უფლის მეორედ მოსვლის უწინარეს. ის, ვინც აიცილა იეზაბელის მახვილი, ბოლო ჟამს ანტიქრისტეს მახვილით მოიკვლება, და არა ოდენ როგორც წინასწარმეტყველი, არამედ როგორც ბრწყინვალე დიდების მოწამე უდიდესი ქების ღირსი შეიქნება სამართლისმიმგებელი ღმრთისგან".
იმავე დღის "პროლოგში" ნათქვამია: "ეს ილია, ენოქთან ერთად ქრისტეს მეორედ მოსვლის წინამორბედი შეიქნება, და ამხილებს ანტიქრისტეს მართლმორწმუნეთა სანუგეშოდ".
___________
რედაქციის შენიშვნა: "პროლოგი" - სლავურ-რუსული სეკლესიო-სამოძღვრო კრებული, რომელიც ასევე სვინაქსარად იწოდება. ეს არის წმინდანთა ცხოვრების მოკლე ვერსიები, ასევე ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის და სხვა წმიდა მამათა ჰომილიათა კრებული, რომლებიც ამ წიგნში წელიწადის დროთა მიხედვით არიან განლაგებულნი. "პროლოგის" სახელწოდება მომდინარეობს იქიდან, რომ ამ წიგნის საეკლეიო-სლავურზე მთარგმნელებმა შესაბამისი ბერძნული კრებულის ქვესათაური Πρόλογος (წინასიტყვაობა) მთელი წიგნის სათაურად აღიქვეს და წმინდანთა ცხოვრების მოკლე ვერსიათა და წმიდა მამათა ქადაგებების ამ კრებულს "პროლოგი" უწოდეს. "პროლოგის" ბერძნულ პროტოტიპებს წარმოადგენენ მინოლოგიონი და სვინაქსარი.
___________
20 ივლისის საკითხავ თვენში ნათქვამია: "ღმრთის წმიდა წინასწარმეტყველი ილია, რომელიც ქვეყნიერებიდან აყვანილ იქნა ცეცხლოვანი ეტლით, დღემდე ცოცხალია, ხორციელად გამოეცხადა მოციქულებს უფლის ფერიცვალების დღეს თაბორის მთაზე და კვლავ გამოჩნდება ხორციელად მოკვდავ კაცთა შორის უფლის მეორედ მოსვლის უწინარეს. ის, ვინც აიცილა იეზაბელის მახვილი, ბოლო ჟამს ანტიქრისტეს მახვილით მოიკვლება, და არა ოდენ როგორც წინასწარმეტყველი, არამედ როგორც ბრწყინვალე დიდების მოწამე უდიდესი ქების ღირსი შეიქნება სამართლისმიმგებელი ღმრთისგან".
იმავე დღის "პროლოგში" ნათქვამია: "ეს ილია, ენოქთან ერთად ქრისტეს მეორედ მოსვლის წინამორბედი შეიქნება, და ამხილებს ანტიქრისტეს მართლმორწმუნეთა სანუგეშოდ".
___________
რედაქციის შენიშვნა: "პროლოგი" -
___________
ზემოთდამოწმებული წმიდა სიტყვებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ა) ილია და ენოქი ძაძით იქნებიან შემოსილნი: ბ) იწინასწარმეტყველებენ ათას ორას სამოც დღეს; გ) მათ მიეცემათ დიდი ძალმოსილება -
დახშონ ცა და გამოიწვიონ გვალვა, წყალი აქციონ სისხლად და დედამიწას ათასგვარი სნეულებანი მოუვლინონ ცოდვილთა დასასჯელად; დ) ათას ორას სამოცი დღის გასვლის შემდეგ, ანუ როცა მათი მსახურების ჟამი დამთავრდება, ისინი შეებრძოლებიან ანტიქრისტეს და, მისგანვე ეწამებიან; ე) მათ გვამებს უკეთურნი სამდღენახევრის განმავლობაში დაუმარხავად დატოვებენ იერუსალიმის ქუჩებში; ვ) მაგრამ ამ დროის გასვლის შემდეგ ისინი ყველას თვალწინ აღსდგებიან მკვდრეთით და ღრუბლის მიერ ზეცად აღტაცებულ იქნებიან; და ბოლოს ზ) მოხდება უძლიერესი მიწისძვრა, რომლისგანაც ქალაქის მესამედი ნაწილი დაინგრევა.
მიუხედავად ყველა ამ ღვთაებრივი გაფრთხილებისა, ადამიანთა უმეტესობა მათთვის დამახასიათებელი ავხორცობის გამო, არა მარტო ვერ იხილავს ანტიქრისტეს მთელს სიცრუეს და ღმრთისმგმობლობას, არამედ, პირიქით, აღფრთოვანდებიან მისით და მტარვალის განდიდებას შეუდგებიან. "როდესაც მრავალნი წარჩინებულნი წოდებანი და ერნი იხილავენ ანტიქრისტეს მოჩვენებით ძალთა და სათნოებებს, აღფრთოვანდებიან მისით და ერთი აზრით შეკავშირდებიან... აღიარონ იგი მეფედ, ერთმანეთს კი ეტყვიან: მოიპოვება კი სადმე კაცი ესოდენ კეთილი და სამართლიანი" (წმ. ეფრემ ასურელი).
ცრუმესია ანტიქრისტეს მსახიობური ქცევით გამოწვეული შთაბეჭდილებანი იმდენად ძლიერი იქნება, რომ ილიასა და ენოქის მრისხანე მხილებებისდა მიუხედავად, ანტიქრისტეს, უპირველეს ყოვლისა მეფედ სწორედ იუდეველი ხალხი აღიარებს.
წყარო: Прот. Б. Молчанов "Антихрист". ასევე წმიდა მამათა განმარტებები აღებული პუბლიკაციიდან "აპოკალიფსისის განმარტება".