სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
ბიბლიის აპოლოგეტიკა
პასუხი წმიდა წერილის კრიტიკოსებსა და უღმერთოებს
თავი XII. სხვადასხვა ხალხთა კოსმოგონია
ჩვენი წიგნის დასასრულს მოვიტანთ სხვადასხვა ხალხთა ცნობებს სამყაროს შექმნის შესახებ, რომლებიც შემონახულია უძველეს მითებში, გადმოცემებსა და ლეგენდებში. მათზე დაფუძნებით ძნელი არ იქნება გავაკეთოთ დასკვნები, რომლებიც კიდევ უფრო აამაღლებენ ჩვენს თვალში საღმრთო გადმოცემას ამ საგანზე.
დასაწყისისთვის ავიღოთ დედამიწის მოსახლეობის ყველაზე უმეცარი ნაწილი, - შავი აფრიკა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ქვეყნის ცენტრიდან სამხრეთით ცხოვრობენ. რატცელი მოგვითხრობს, რომ მათში არსებობს ლეგენდა საგანთა თავდაპირველ დასაწყისზე: "დასაბამში იყვნენ ორნი. ერთმა მიწაში დიდი ორმო ამოთხარა, დაჯდა მის გვერდით და ყველა გამვლელს უბრძანა ქვა ესროლათ მისთვის თავში. ამ დროს ქვა უკანვე აისხლიტებოდა და ქვის მსროლელს ჰკლავდა, ის კი ორმოში ვარდებოდა. როდესაც ეს ამბავი აცნობეს ტყუპისცალს, და უთხრეს, რომ ამგვარი სახით მრავალი დაიღუპა, ის მივიდა თავის ორეულთან, თუმცა მისთვის ქვა არ უსროლია, არამედ შეიქცია მისი ყურადღება და შემდეგ ისე დაარტყა, რომ მის მიერვე ამოთხრილ ორმოში ჩავარდნილიყო. ამის შემდეგ დამყარდა მშვიდობა, და ადამიანები კვლავ ბედნიერად ცხოვრობდნენ".
ამ უაზრობაშიც კი ძნელი არ არის დავინახოთ მსგავსება ოიდიპოსსა და ზიგფრიდზე, რომელთაც მოკლეს ურჩხული, სწორედ იმ დრამაში, რომელიც დედამიწაზე კაცობრიობის გაჩენამდე მოხდა. მინიშნება იმაზე, როგორც დავინახეთ, თვით ბიბლიაშია.
ამერიკის მცხოვრებთ, ინდიელებს, რომლებიც ინტელექტუალური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე დგანან, დედამიწის დასაბამის შესახებ უფრო მკაფიო წარმოდგენა გააჩნიათ.
უმეტეს შემთხვევაში ბატონობს შეხედულება უსასრულო, ყველაფრის დამფარავ წყლის უფსკრულზე, რომლისგანაც დასაბამში დედამიწა ნელ-ნელა გამოიძერწა (Проф. П. Д. Шантепи де-ля Сосей. История религий 35 стр.). ეს არის გასაოცარი თანხმობა ბიბლიასთან (იხ. დაბ. 1:2, 6).
ამერიკამ შეინახა ყველაზე მეტი ლეგენდა წარღვნაზე, ამიტომაც მისი ადგილობრივი მოსახლეობა სამი სტიქიონიდან: მიწიდან, ცეცხლიდან და წყლიდან, უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებს.
პერუელთა მითოლოგიის თანხმად თავიდან არაფერი არ იყო, გარდა ცისა, - არც ადამიანები, არც ცხოველები, არც ფრინველები, არც თევზები, არც ქვები და მთები, არც ველები. როგორი გასაოცარი დამთხვევაა, თუკი ქმნილებათა ამ ჩამონათვალს უკანა რიგით შევადარებთ ბიბლიაში აღწერილ შესაქმეს! - მიწის პირი დაფარული იყო. არაფერი არ იყო, გარდა მღელვარე ზღვისა და ცისა. არაფერი იყო მყარი, არ იყო თიხა, ცუდი საქციელი შეუძლებელი გახლდათ, ცაში არ გრგვინვის მიზეზი, არ არსებობდნენ მწირები, იყო მხოლოდ მდუმარე წყალი, მშვიდი ოკეანე და საზღვაო მყუდროება. ყველაფერი დუმდა, იყო სიმშვიდე, სიბნელე და ღამე; იყო მხოლოდ ის, ვინც ყველაფერს აკეთებს და ფორმას აძლევს, ქარიშხალი, მფრინავი გველი. მამებს და დედებს წყლებში ეძინათ, გაურკვეველ ბინდბუნდში, დაფარულნი იყვნენ მწვანე ბუმბულებით. ქარიშხალი, რომელიც ღმერთ ურაკანად მიაჩნდათ (აქედან მომდინარეობს ჩვენი სიტყვა "ურაგანი"), თანდათანობით ერეკებოდა მატერიკს უკუნიდან ზედაპირზე.
ეს ძალიან საინტერესო შეტყობინებაა. არანაკლებ საინტერესოა აღინიშნოს ის, რომ ძველ ინდიელებში, ისევე, როგორც სემიტებში, ასევე თანამედროვე მონღოლურ ტომებში, მთებსა და გორაკებს საღმრთო დანიშნულება გააჩნიათ. პერუელებს სწამთ, რომ მათი პირველი წინაპრები სწორედ კუსკოსთან მდებარე იდუმალი გამოქვაბულიდან გამოვიდნენ; აცტეკების წინაპრები ადგილიდან, რომელსაც ჩიკომოსტოკი ეწოდება, ანუ შვიდი გამოქვაბულიდან, რომელიც მექსიკის ჩრდილოეთით მდებარეობს.
ამ ლეგენდის საფუძველზე არსებობს ვარაუდი, რომ ძალაუფლება მათში შვიდ თავადს ეკუთვნოდა. საინტერესოა, რომ 7 მათში წმიდა რიცხვია, ისევე, როგორც ბიბლიაში. კიდევ უფრო გასაოცარია ის, რომ უძველეს ბარელიეფებში, რომლებიც ჩრდ. ამერიკაში იპოვეს, მოგვები გამოისახებიან ოთხდაბოლოებიანი ჯვრებით, რომლებიც ხელებში უპყრიათ. ხომ არ არის ეს ჯვარი ამ ჩვენთვის უცნობ უძველეს ხალხთათვის იესუ ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლის სიმბოლო? მსგავსი ჯვრები ნაპოვნია კრეტაზეც ხმელთაშუა ზღვაში (იხ. მერეჟკოვსკის "ატლანტიდა - ევროპა")ს და მკვლევრები მიიყვანან იმ დასკვნამდე, რომ მისი იდეა კრეტელებში ახლოს იდგა ქრისტიანთა იდეასთან, და შესაძლოა იმ დროის ადამიანებს ამზადებდა გოლგოთის მსხვერპლის მისაღებად.
აცტეკებში, უზენაესი ღვთაებისადმი უმნიშვნელოვანეს მსხვერპლშეწირვას წარმოადგენდა ამოგლეჯილი ცოცხალი გულები, რისთვისაც მსხვერპლს (ადამიანს) უჭრიდნენ გულმკერდს გულის პირდაპირ. ხომ არ მეტყველებს ეს მსხვერპლი ასევე ბუნდოვან მოაზრებას ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლისა, რომლის გული რომაელი ჯარისკაცის მახვილმა განგმირა? ჭეშმარიტი გამოსყიდვისადმი ჭმუნვა აცტეკებში, უდავოა.
ასევე უნდა შევჩერდეთ პოლინეზიის ხალხთა კოსმოგონიურ შეხედულებებზე. პოლინეზიაში უმთავრეს ღვთაებად ტანგალოა მიაჩნიათ, რომელიც უმეტესწილად ცისა და ზღვის ღმერთია. ის არის შემოქმედი. წარმოდგენა მასზე, თუ როგორ შეიქმნა სამყარო, საკმაოდ განსხვავებულია. გვხვდება მსოფლიო ფრინველის სიმბოლური ხატებანი (როგორც სხვა ადგილებში), ასევე კოსმოგონიური კვერცხისა (ზოგიერთის აზრით, ბიბლიის სიმბოლური განმარტება დასაშვებად მიიჩნევს ასეთ წარმოდგენას, იხ. დაბ. 1:2), ხოლო უმაღლესმა არსებამ სამყარო სხვადასხვანაირი მეთოდებით შექმნა.
ზოგიერთ ადგილას ქვეყნიერება ნაჭუჭად წარმოუდგენიათ, ტანგალოას სხეულად, სხვაგან კი ის რამოდენიმე წარუმატებელი მცდელობის შედეგად ჩნდება; დასასრულს, მესამე ვერსიით, ის ღმერთმა წყალში დაიჭირა. ხშირად ადამიანები ზეციურ არსებებად იწოდებიან და ღმერთებს ედრებიან. - იმის საფუძველზე ხომ არა, რომ ისინი შექმნილნი არიან "ღმრთის ხატად და მსგავსად"?
ახალ ზელანდიაში მითში ყოველივეს შექმნის შესახებ გვეძლევა წარმოდგენა პაპსა და რანგზე (ცა და მიწა), რომლებიც თავიანთმა შვილებმა დაჰყვეს. ადრე ცა მიწაზე იწვა, და ყველგან ბნელოდა. ისინი არასოდეს ყოფილან გაყოფილნი. ცისა და მიწის შვილებმა სცადეს ეპოვათ განსხვავება ნათელსა და ბნელს შორის, დღესა და ღამეს შორის, რადგან ადამიანები მრავლდებოდნენ, სიბნელე კი გრძელდებოდა. უეცრად გაჩნდა სასტიკი ომი და ქარიშხალი, ასე რომ მიწის ერთი ნაწილი გაქრა, მხოლოდ მცირე ნაწილიღა დარჩა ხმელეთად. ნათელი მატულობდა, ამისგან კი ხალხიც მრავლდებოდა...
ჰავაელები თავიანთ კოსმოგონიას ევოლუციის სულისკვეთებით გადმოსცემენ. მათ წმიდა საგალობელში ნათქვამია, რომ დასაბამში დაფარული ნათლის პერიოდმა ჯერ კიდევ არ იცის მზე (იხ. დაბ. 1:3) და მომავალი სამყაროს სურათი ბუნდოვნად აღიწერება მთვარის შუქზე, მაკალიას მძლავრი ღრუბლოვანი საფარველის მიღმა; უფსკრულის ღრმა ფესვებში სიბნელის დასაწყისი ღამეთა ღამის დასაყისია... (წმიდა საგა გვ. 30). ყველაფერი ჯერაც პირველადი ღამითაა მოცული, მაგრამ აი, შესამჩნევი ხდება დღის გამონათება. მაკალიები, პლეადები მიანიშნებენ პლანეტებზე კოსმიურ ძალთა ჩარევასა და ზემოქმედებაზე. მათი თაყვანსაცემი მზის ღვთაება მაუი - ზღვის ქაფიდან გაჩნდა. საინტერესოა, რომ როდესაც ეს ღმერთი შეეცდება დედამიწა ამოიყვანოს ზღვის უფსკრულიდან, ის კატასტროფას განიცდის... საფიქრალია და უცნაურია, თუ რატომ და საიდან იციან პოლინეზიელებმა წინადაცვეთა (Проф. П. Д. Шантепи де-ля Сосей. История религий 45 стр.).
სხვა ხალხებისგან განსხვავებით, ეგვიპტელები ცას წარმოიდგენდნენ, როგორც ქალს, მიწას კი, როგორც - მამაკაცს. ზოგიერთის წარმოდგენით, ცა - ქალი ნუტია, რომელიც დაიხარა მიწა - კებისკენ და ხელებითა და ფეხებით მას დაეყრდნო.
წყალი ეგვიპტელებში, ისევე, როგორც სხვა ხალხებში, პირველდაწყებითი პრინციპია, საიდანაც მოდის ყოველგვარი სიცოცხლე. ეს პირველდაწყებიტი წყალი ნუნ-ად იწოდება და საკუთარ თავში სიცოცხლის მამრობით და მდედრობით საწყისებს შეიცავს. (აქ შეიძლება შევნიშნოთ, რომ ბიბლიაში კეთდება განსაზღვრული მითითება იმაზე, რომ პირველი ცხოველები, ქვეწარმავლები, თევზები და ფრინველები სიცოცხლისკენ წყლიდან იქნენ მოწოდებულნი, იხ. დაბ. 1:20-21).
ზოგიერთთა აზრით ღვთაება რა ამ ნუნიდან გამოდვიდა, სხვათა შეხედულებით კი, რა ფრინველის ან ყმაწვილის სახით კვერცხიდან გამოიჩეკა. ქვემო ეგვიპტეში სიცოცხლის პირველმიზეზად ღვთაება თუმი მიიჩნევა; დასაბამში ქაოსში, ანუ პირველდაწყებით წყალში, არავინ იყო მის გარდა, და თვითგანაყოფიერებით მან წარმოშვა: შუ და ტეფნეტი. კები და ნუტი (მიწა და ცა) პირველდაწყებით წყალში იწვნენ და მჭიდროდ ეკროდნენ ერთმანეთს; შუ გაიწელა მათ შორის და ნუტი მიწიდან აამაღლა ისე, რომ მზეს შეეძლო თავიი წრებრუნვას შედგომოდა.
ღვთაება ტეფნეტის (შუ-ს ქალური დანამატი) "ნამიდან" წარმოიშვება, როგორც ჰაერის ფენა, რომელმაც ცა და მიწა გაჰყო ერთმანეთისგან. კებმა და ნუტმა, თავის მხრივ, შვეს ღვთაება ოზირისი, რომელიც მზის გამოხატულებაა, - ისინი ქმნიან გარდამავალ პერიოდებს ნილოსის გადმოღვრიდან გვალვამდე, და პირიქით; ასევე კებმა და ნუტმა შვეს ნაყოფიერი მიწა, ნილოსი, სეტი (უდაბნოს ღვთაება) და ორი და: იზიდა და ნეფტისი; ასე იყო მოწყობილი პირველი სამყარო.
ამ კოსმოგონიას რომ განიხილავ, როგორი დახლართული სახელებითაც იყოს ცნობილი კაცთა მიერ გამოგონილი ღვთაებები, რომლებიც მის გარემომცველ სტიქიონებს გამოხატავენ, მაინც ძნელი არ არის მასში დაინახო მრავალი საერთო ბიბლიურ მინიშნებებთან.
არანაკლებ მსგავსებას და იგივეობას ვპოულობთ ძველი ბაბილონის კოსმოგონიაში, რომელიც ბიბლიაში აღწერილ სამყაროს შექმნის ისტორიას უკავშირდება. დიდი ბაბილონური თხრობა სამყაროს შექმნაზე, "ენუმა ელიშის" შვიდი ცხრილის ეპოსი, რომელიც ასე მისი პირველი სიტყვების - "როდესაც იქ ზემოთ" - მიხედვით იწოდება, წარმოადგენს მზის მითს, რომელმაც უნდა ააღზევოს ღვთაება მარდუკი, როგორც შემოქმედი, ღვთაებათა მეფე და სამყაროს მმართველი. ღვთაებათა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მარდუკი ღვთაებათა ღვთაება ხდება; პირველყოფილი ქაოსის ურჩხულის დამარცხებისთვის მას ჯილდოდ ბედის ცხრილი გადაეცა, და მის საპატივცემოდ ზეიმობენ ცაში გაზაფხულის პირველ დღესასწაულს - ზაგმუკს. ტიამატი - პირველყოფილი ქაოსის ურჩხულია.
შვიდი ცხრილის ეპოსის შინაარსი ასეთია:
დასასრული იქნება.
წყარო: Г. И. Ясиницкий. Апологетика Библии: ответы критикам Св. Писания и безбожникам / Г. И. Ясиницкий. - Сан-Франциско: б. и., 1980. Репринт. изд. Вых. дан. ориг.: (Харбин, 1937). На тит. л. указано издательство оригинала: Посох.
პუბლიკაცია თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2025 წ.