სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
ძველი აღთქმის წმიდა წერილი
და მისი განმარტება
წინამდებარე პუბლიკაციაში, მისი მიზანდასახულობიდან გამომდინარე, შედგენილია სხვადასხვა ავტორთა შრომების მიხედვით. ყველა გამოყენებული წყარო მითითებულია პუბლიკაციის (სტატიების) ბოლოში - "აპოკალიფსისის" რედაქცია.
წინამდებარე პუბლიკაცია, მისი მიზანდასახულობიდან გამომდინარე, შედგენილია სხვადასხვა ავტორთა შრომების მიხედვით. ყველა გამოყენებული წყარო მითითებულია პუბლიკაციის (სტატიების) ბოლოში - "აპოკალიფსისის" რედაქცია.
ნაწილი პირველი
შესაქმე
"ნუ უგულებელყოფ, მეგობარო, საღმრთო წერილის მეთოდურ შესწავლას. ეშმაკის მზაკვრობას არ სურს დავინახოთ საგანძური, რათა არ გავმდიდრდეთ. "საღმრთო აზრების მოსმენას არაფერი მოაქვს", - ასე ამბობს მტერი, რათა არ დაინახოს ის ღვაწლი, რომელიც მომდინარეობს ამგვარი მოსმენისგან".
ღირ. ისიდორე პელუსიელი.
წმიდა წერილის მოსმენისა და შესწავლის სარგებლობა და აუცილებლობა
სამწუხაროდ, გამოცდილება აჩვენებს, რომ მრავალი მართლმადიდებელი მორწმუნე ძველი აღთქმის კითხვას სრულიად არააუცილებელ, უსარგებლო საქმედ აღიქვამს და, რელიგიური შინაარსის მქონე მრავალრიცხოვან ბროშურებთან შედარებით, დროის ფუჭ ფლანგვად მიიჩნევს. თუმცა, თეორიულად, ალბათ, თითოეულ თქვენთაგანს წარმოუდგენია, რომ ეს ასე არ არის, და რომ თვით მაცხოვრისგან, მოციქულებისგან და წმიდა მამებისგან მცნებად მოგვეცა შევისწავლოთ და ჩავწვდეთ წმიდა წერილის შინაარსს. ჩვენთვის (თქვენთან ერთად) წმიდა წერილი - ეს, უპირველეს ყოვლისა, არის მოწმობა ქრისტეს შესახებ, მოწმობა ღმერთზე, და თუკი თუნდაც მცირედით მაინც ვეცდებით დავიცვათ ღმრთის მცნება: "გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით" (მეორე რჯლ. 5): "ეს არის პირველი და მთავარი მცნება" (მთ. 22:37-38); და თუკი მცირედით მაინც მივაყურადებთ ამ მცნებას, მაშინ, წმიდა წერილი, როგორც წიგნი იმის შესახებ, თუ ვინ შევიყვარეთ ჩვენ მთელი ჩვენი გულით, გონებითა და ძალით, - ყველა სხვა წიგნზე უფრო ძვირფასი უნდა იყოს.
წმიდა წერილს ჩვენ კიდევ საღმრთო გამოცხადებას ვუწოდებთ. ეს არის ის, რისი გამოცხადებაც ღმერთს ენება საკუთარ თავზე, სამყაროში თავის მოქმედებაზე, ადამიანისადმი დამოკიდებულებაზე და ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ცხადია, წმიდა წერილი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი წიგნია.
საკუთრივ ჩვენი კურსი სწორედ ამ პირველ მცნებაზე იქნება აგებული, და თუკი მცირედით მაინც შევძლებთ თქვენში სიყვარულის გაღვიძებას წმიდა წერილის კითხვისადმი, ძალიან მოხარული ვიქნებით და საკუთარ მიზანს აღსრულებულად ჩავთვლით.
შთაგონებისთვის, გვსურს რამოდენიმე ამონარიდი გაგაცნოთ წმიდა მამათა თხზულებებიდან. წმ. იოანე ოქროპირი ერთ-ერთ თავის ქადაგებაში თავის მსმენელებს ეუბნება იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდ ყურადღებას უთმობენ ისინი საერო პროფესიებს, ზრუნვას საკუთარ სახლზე, მეურნეობაზე და შემდეგ ამბობს: "აბა მითხარით, რომ გთხოვოთ, რომელი თქვენთაგანი, ვინც აქ ესწრებით, შეძლებთ, წამიკითხოთ ერთი ფსალმუნი ანდა რომელიმე ადგილი წმიდა წერილიდან? ვერც ერთი! და გასაკვირი მარტო ეს არ არის, არამედ ის, რომ თქვენ, ესოდენ ზარმაცები ყოველგვარ სულიერ საქმესთან მიმართებაში, სატანისეულ საქმეში ცეცხლზე მალები აღმოჩნდებით ხოლმე. თუკი ვინმეს აზრად მოუვა ეშმაკეული სიმღერები, გარყვნილი და მრუში მელოდიები მოგკითხოთ, გაირკვევა, რომ მრავალმა თქვენგანმა ისინი ზეპირად იცის და სრული სიამოვნებით მღერის. და რითი გაიმართლებენ თავს, თუკი მათ ამაში დასდებ ბრალს? ისინი ამბობენ: მე ბერი კი არ ვარ, არამედ, ცოლშვილიანი ადამიანი და ოჯახში ვხლაფორთობ. მთელი ბოროტება სწორედ აქედან მოდის, რომ გვგონია, თითქოს საღმრთო წერილის კითხვა მხოლოდ ბერების საქმე იყოს, მაშინ, როდესაც თავად უმეტესად გვესაჭიროება ის. ვინც ერში ცხოვრობს და ყოვლდღიურად ახალ-ახალ წყლულებს იღებს, მისთვის უმეტესად არის საჭირო მკურნალობა. ამიტომ წერილის კითხვის ზედმეტად მიჩნევა გაცილებით უარესია, ვიდრე მისი არწაკითხვა. ამგვარი აზრი სატანის მიერაა ჩაგონებული. არ გსმენიათ პავლე რომ ამბობს, რომ ეს ყოველივე "დაიწერა სამოძღვრებლად ჩვენდა" (1 კორ. 10:11)? შენ კი, ვისაც ვერ გაგიბედავს, დაუბანელი ხელებით აიღო სახარება, განა არ ფიქრობ, რომ რაც მასში წერია უაღრესად მნიშვნელოვანია?!" (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. V ტომი. ნაწილი I. მეორე ჰომილია. მთ. 1:1. §§ 5-6. თბ. 2016. გვ. 24-25).
"მოისმინეთ და ძრწოდეთ. დიაკვანი, ყველას სახელით, დგას და ხმამაღლა ამბობს "მოხედენ"! და ამას ხშირად აკეთებს. ეს ხმა, რომელსაც ის გამოსცემს, ეკლესიის საერთო ხმაა, მაგრამ არავინ ისმენს. რომლის შემდეგ ამბობს "წინასწარმეტყველებათაგან ესაიას საკითხავი"... და ისევ არავინ იღებს ყურად, თუმცა წინასწარმეტყველება არ შეიცავს არაფერ ადამიანურს. შემდეგ ისევ ხმამაღლა ამცონბს: "ამას იტყვის უფალი"... და ისევ არავინ იღებს ყურად. მაგრამ, მე რას ვამბობ? იკითხება რაღაც საშიში და საშინელი; და ამის დროსაც არავიღ იღებს ყურად. რას ამბობს ბევრი? ამბობენ, რომ ყოველთვის ერთი და იგივე იკთხება. ეს ისაა, რაც თქვენ გღუპავთ. ეს ყველაფერი რომ იცოდეთ, მასინ მითუმეტეს გმართებდათ ყურადღბა; სანახაობებზეც ყოველთვის ერთი და იგივე ხდება, თქვენ კი გაუმაძღარნი ხართ მათ მიმართ.
რა "ერთი და იმავეს" შესახებ ბედავ ლაპარაკს, როდესაც წინასწარმეტყველთა სახელებიც კი არ იცი? არ გრცხვენია იმის თქმა, რომ არ უსმენ იმის გამო, რომ ყოველთვის ერთსა და იმავეს კითხულობენ, როდესაც წაკითხული მწერლების სახელებიც კი არ იცი, თუმცა ყოველთვის ერთსა და იმავეს ისმენ. შენ ხომ თვითონ აღიარე, რომ ყოველთვის ერთი და იგივე იკიტხება. ამას შენი განსჯისთვის რომ ვამბობდე, სხვა გამართლების ძებნა მოგიწევდა და არა ისეთის, რომელიც შენსავე განსჯას ემსახურება" (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. 19-ე ჰომილია. საქმე 8:26-27. § 5. III ტომი. თბ. 2015. გვ. 20-210).
"მაშ, უგულოდ ნუ მოვეკიდებით, საყვარელნო, საკუთარი ხსნის საქმეს: "ეს ყოველივე დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს" (1 კორინთ. 10:11). ცოდვებისგან თავის დასაცავად უძლიერესი საშუალებაა წმინდა წერილის კითხვა, ხოლო მისი არცოდნა უდიდესი ხრამი და ღრმა უფსკრულია; საღმრთო დადგენილებების უცოდინარობა ხსნის საქმეში უდიდესი დანაკარგია. ამ უცოდინარობამ ერესები წარმოშვა; მანვე მოიტანა გარყვნილი ცხოვრებაც; ამან ყველაფერი თავდაყირა დააყენა; რადგან შეუძლებელია, რომ უნაყოფოდ დარჩეს ის, ვინც წმინდა წერილს მუდამ და გულმოდგინედ კითხულობს" (წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. XV ტომი. ლაზარეს შესახებ. მესამე სიტყვა. § 3. თბილისი 2017 წ. გვ. 163-164).
აი, როგორი დამაჯერებელი და ძლიერი სიტყვებით მიმართავდა წმ. იოანე ოქროპირი თავის მსმენელს თითქმის 1600 წლის წინათ. მაგრამ იმ დროიდან, სამწუხაროდ, არც ისე მნიშვნელოვნად წავიწიეთ წინ.
წმინდანთა ცხოვრებაში ვხვდებით ასეთ ფაქტს, - ზოგიერთმა წმინდანმა, რომელიც აბსოლუტურად უწიგნური იყო და არსად უსწავლია, თავისი ღვაწლის გვირგვინად მიოპოვა ის, რომ წმიდა წერილი ზეპირად იცოდა და ყოველთვის ჯეროვნად ახდენდა მის ციტირებას. გავიხსენოთ, მაგალითად, ღირ. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება; ეგვიპტელი მეუდაბნოვეებიდან - ღირ. პატერმუფი, ღირ. ორე, რომელთა შესახებაც ნათქვამია, რომ მათ წმიდა წერილის ცოდნა ზებუნებრივად მიიღეს. ესეც შესაძლო გზაა.
მის განმარტებას მათეს სახარების ჰომილიებში იძლევა წმ. იოანე ოქროპირი: "წმიდა წერილის შეწევნა არ უნდა დაგვჭირვებოდა, არამედ ისეთი სიწმიდით უნდა გვეცხოვრა, რომ ჩვენს სულებს წიგნეის სანაცვლოდ შეწეოდა მადლი სულისა. და ჩვენი სულები იმგვარადვე უნდა დაწერილიყო სულით, როგორც ეს წიგნებია მელნით დაწერილი. მაგრამ რამდენადაც ჩვენ ამგვარი მადლი განვაგდეთ, ამიტომ ამ მეორე გზით მაინც ვისარგებლოთ" (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. V ტომი. წმიდა მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი I. პირველი ჰომილია. § 1. თბილისი. 2016 წ. გვ. 3).
იგივე წმინდანი, მის მსმენელის შეპასუხებაზე, რომ ზოგჯერ ისინიც კითხულობენ წმიდა წერილს, მაგრამ მასში ვერაფერი გაიგეს, ასე პასუხობს: "გევედრებით, ნუ უგულებელყოფთ წერილის კითხვას, მიუხედავად იმისა, გვესმის თუ არა წაკითხული; ორსავ შემთხვევაში რაც შეიძლება ხშირად მივმართოთ მას. გამუდმებული ვარჯიში წარუშლელად ჩაბეჭდავს მეხსიერებაში წაკითხულს და ხშირად, რაც დღეს გაუგებარი ჩანდა, ხვალ - ხელახლა გადაკითხვისას - გასაგები გახდება, რადგანაც კაცთმოყვარე ღმერთი უხილავად გაგვინათებს გონებას" (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. I ტომი. შესაქმის განმარტება. ნაწილი I. 35-ე ჰომილია. § 2. თბილისი. 2015 წ. გვ. 407).
ასეთი გამონათქვამები მრავალ წმიდა მამასთან მეორდება, რომ მორჩილებით და თავმდაბლობით გაჯერებული ადამიანის მონდომება წმიდა წერილის შესწავლის საქმეში ღმრთის მიერ ყოველთვის ჯილდოვდება მისი გონების განათლებით.
აი კიდევ წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის გამონათქვამი: "სული, რომელსაც დღე და ღამე ღმრთის რჯულის შესწავლა სწყურია, არაფრისგან მიიღებს ამ მიმართებით იმდენ სარგებელს, რამდენსაც საღმრთო წერილის კვლევა; რადგან ამ წერილში დაფარულია სულიწმიდის მადლის ზრახვანი, რომლებიც, როგორც კი მისაწვდომნი გახდებიან, სულში უდიდეს სიტკბოებას წარმოშობენ, აღამაღლებენ ადამიანს ყოველივე მიწიერსა და საეროზე, ზეცად აღიტაცებენ, და მხოლოდ საღმრთოზე ფიქრისთვის განაწყობენ, მოასურვებენ მას ოდენ ანგელოზურ ცხოვრებას ამ წუთისოფელში" (წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. სიტყვა 34) (ციტ. Преподобный Симеон Новый Богослов. Слова. О словах Апостола Павла: искупующе время, яко дние лукави суть (Еф.5:16). URL: https://azbyka.ru/otechnik/Simeon_Novyj_Bogoslov/slovo/34). ნახეთ, წლის განმავლობაში რაოდენი სულიერი სიკეთეების მიღწევა ძალგვიძს, თუკი გულმოდგინედ დავიწყებთ ჩვენი საგნის შესწავლას.
ღირ. იოანე კიბისაღმწერელი ბრძანებს: "სული, რომელიც დღისით გაუჩერებლივ ღვთის სიტყვას შეიმეცნებს, ჩვეულებრ ძილის დროსაც ამავე საქმიანობას აგრძელბს და ეს მეორე არის ჭეშმარიტი ჯილდო პირველისათვისა, რათა ოცნების ბოროტი და მზაკვარი სულები განიდევნონ" (წმ. იოანე კიბისაღმწერელი. კიბე. 20:23. URL: https://orthodoxy.ge/tserilebi/kibe/20.htm).
წმიდა მამები გვაფრთხილებდნენ და დღემდე გვაფრთხილებენ, რომ წმიდა წერილის შესწავლა არ შეიძლება წმიდად მის გადაკითხვამდე დავიყვანოთ. ბიბლიის შესწავლა შეუძლებელია წარმატებული იყოს, თუკი ჩვენ თუნდაც ვკითხულობთ შესაბამის განმარტებებს. წერილის ნამდვილი გულისხმისყოფა ეძლევა მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც თავისი ცხოვრებით ცდილობს იმის აღსრულებას, რასაც წერილში ხვდება. მაგრამ ამისთვისაც მან შეწევნა უნდა ითხოვოს ღმრთისგან, "ვინაიდან, - როგორც ნეტ. თეოდორიტე ამბობს, - ჭეშმარიტად საჭიროა სიბრძნე და გონიერება, როგორც ღმრთის სიტყვათა შემეცნებისა და გულისხმისყოფისთვის, ასევე მათი დაცვისა და აღსრულებისთვის. შეუძლებელია გაიგოს წერილი იმან, ვისაც ღმრთის სულის გამონათება არ მიუღია, და დაიცვას იგი მან, ვინც ზეგარდმო შეწევნას არ ღირსებია" (Творения Блаженного Феодорита, епископа Кирского. - Ч. 4. Толкование на пророка Осию. / М. 1857. 248-317 с. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feodorit_Kirskij/tolkovanie-na-proroka-osiyu/14#source).
სრულიად სამართლიანად ამბობდა 1912 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიის იმდროინდელი რექტორი ეპისკოპოსი თეოდორ პოზდეევსკი: "ღმრთის სიტყვას რომ ვუყურებდეთ არა როგორც ჭეშმარიტებათა ერთობლიობას, რომლებიც მხოლოდ ადამიანური ცნობისმოყვარეობის ინტერესთა გამოა გაცხადებული, არამედ, როგორც ღმრთივსათნო ცხოვრების უზენაეს და ზნეობრივი წესწყობის გამოცხადებას, თავისთავად ცხადია ამ ჭეშმარიტებათა შეთვისება და გულისხმისყოფა აღსრულდებოდა სხვა გზით, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება. რადგან საიდუმლო როდია ჩვენთვის, რომ როდესაც წმიდა წერილის სიტყვათა მნიშვნელობის სიღრმეებში შევდივართ, ჩვენი ეს მცდელობანი სრულიად ამაო რჩება, თითქოსდა რაღაც საფარველი გვიშლიდეს ხელს სუფთა თვალებით გულისხმავყოთ წერილში დაფარული მნიშვნელობა. და ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ "რჯული სულიერია", ადამიანი კი "ხორციელი და ცოდვას მიყიდული" (რომ. 7:14), და არასოდეს, რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც ხორციელი კანონით ცხოვრობს, ვერ გულისხმაყოფს სულიერი ცხოვრების კანონებს, ღმრთივსათნო ცხოვრებას, რადგან, ეს კანონები რომ იცოდე, საჭიროა მას თვით ცხოვრებით მიუახლოვდე და გამოცდილებით შეიმეცნო მათი ჭეშმარიტება. აი რატომ არის, რომ წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველიც, როდესაც ღმრთის სიტყვის გულისხმისყოფის მეთოდებზე მსჯელობს, მას საგანძურით სავსე დახურულ სკივრს ადარებს. ეს სკივრი შეიძლება უსარგებლოდ ატარო შენს მხრებზე ისე, რომ ერთხელაც არ ისარგებლო მისი შიგთავსით, იმ საგანძურით, რომელიც მასშია, თუკი მისი გასაღები არ გექნება. ხოლო სულიერი საგანძურის გასაღები, რომელიც ღმრთის სიტყვის შემეცნებას აღებს, ერთია - ზნეობრივი სისუფთავე და სიწმიდე; აი რატომ არის, რომ ღმრთის სიტყვა, რომელიც საკუთარ თავში მთელ ღმრთისშემეცნებას შეიცავს, საჭიროა შესწავლილ იქნას არა მარტო გონებით, არამედ წმიდა გულით, რომელსაც ძალუძს თვით ღმერთის ხილვა და შემეცნება" (архиепископ Феодор (Поздеевский). Начала богопознания. Феодор (Поздеевский), еп. Начала богопознания / / Богословский вестник 1912. Т. 3. №9. С. 153–158 (2-я пагин. ციტ. https://azbyka.ru/otechnik/Feodor_Pozdeevskij/nachala-bogopoznanija/#note1).
მოვიტან ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ციტატას, სადაც ღირ. სიმეონი წმიდა წერილს მტკიცე სკივრს ადარებს, რომლის შიგნითაც დიდი საგანძურია. და ის ამბობს, რომ "ვინმემ ეს სკივრი ზურგზე რომ შემოიდოს, მარტო ამით მასში მდებარე სიმდიდრეს ვერ დაინახავს, - ასეა წმიდა წერილიც, ვინც წაიკითხავს და მთელ წმიდა წერილს ზეპირად დაისწავლის, ერთი ფსალმუნივითაც რომ დაიზუთხოს, ვერ ჩაწვდება სულიწმიდის მადლს, რომელიც მასშია დაფარული; რადგან ის, რაც სკივრშია დამალული მხოლოდ სკივრის დანახვით ვერ შეიმეცნება; და ვერც ის, რაც საღმრთო წერილშია ბოძებული, თვით წერილის მეშვეობით ვერ გაიხსნება" (Слова прп. Симеона Нового Богослова. Том 1. Слово сорок девятое. О духовном ведении, и что сокровище Духа сокрыто в букве Божественного Писания... ციტ. URL: https://svyatye.com/chitat/Prepodobnyi-Simeon-Novyi-Bogoslov-sobranie-tvorenii-Slova-1-52-Simeon-Novyi-Bogoslov/21395/).
ის ამბობს, რომ ასეთი ადამიანი, რომელმაც წმიდა წერილი ზეპირადაც ისწავლა, მაგრამ მექანიკურად, ემსგავსება იმ კაცს, საგანძურით სავსე სკივრს ზურგით რომ ატარებს. ყველაზე დიდი, რასაც ის მიაღწევს არის ის, რომ ზურგის რაიმე დაავადებას მოიმუშაკებს ამგვარი თავგამოდებისგან, ხოლო საგანძურის მოპოვებას ვერანაირად შეძლებს.
მაგრამ მცნებების აღსრულება, სათნოებებში დამკვიდრება ბევრად უფრო სასარგებლოა და ის, ამბობს, რომ რომ "მცნებათაგან იშვებიან სათნოებანი, ხოლო სათნოებათაგან აშკარავდებიან საიდუმლონი, რომლებიც წერილის ასოშია ჩამალული. მაშინ წარემატებიან სათნოებებში, როდესაც მცნებებს იცავენ და, კვლავ, როდესაც მცნებებს იცავენ, მაშინ სათნოებებზეც მოშურნეობენ, - და ამისგან უკვე იხსნება შემეცნების კარი - ანუ, ის საიდუმლონი, რომლებიც საღმრთო წერილშია მოცემული".
ასე რომ, რა თქმა უნდა, საჭიროა წმიდა წერილის კითხვაში სიბეჯითე, საჭიროა ვეცადოთ, რათა შევისწავლოთ ის გულმოდგინედ, მაგრამ საბოლოო სარგებელს მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარ ცხოვრებაში გამოვიყენებთ და დავნერგავთ იმას, რაც გამოგვეცხადა წმიდა წერილით.
შესაქმის წიგნის შინაარსი
დაბადების წიგნი იყოფა რამოდენიმე სიუჟეტური ნაკვეთისგან, რომლებიც ერთმანეთთან ისტორიის ერთიანი ძაფით არიან შეკრულნი:
1. ცის, მიწის და პირველი ადამიანების შექმნა. ადამი და ევა ღმერთმა დედამიწის საუკეთესო ადგილას - ედემის ბაღში დაასახლა.2. ღმერთი ადამიანებს აძლევს 3 მცნებას: ინაყოფიერონ და გამრავლდნენ, ეპატრონონ დედამიწას და არ ჭამონ სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხისგან.3. სამოთხეში გველის სახით იპარება სატანა, რომელიც აღძრავს ევას არ უსმინოს ღმერთს და უკეთეს ცხოვრებას ჰპირდება იმისგან განსხვავებით, რაც მათ (ადამსა და ევას) ღმერთი შეჰპირდა.4. ადამი და ევა ჩადიან პირველ ცოდვას, ჭამენ აკრძალულ ნაყოფს, ღმერთი აძევებს მათ ედემის ბაღიდან, მაგრამ ამავდროულად აძლევს აღთქმას, რომ გაანადგურებს ეშმაკის საქმეს და თვით ეშმაკსაც აღთქმული თესლით - ეს იქნება მესია.5. ადამსა და ევას შეეძინებათ შვილები. კაენი მოკლავს აბელს.6. ჩამოყალიბდება ადამიანთა საზოგადოება, რომელიც უმეტესწილად უკეთური ადამიანებისგან შედგება.7. დედამიწაზე ჩამოდიან დაცემული ანგელოზები, რომლებიც, შეიქმნიან რა კაცთა მსგავს სხეულებს, შეეუღლებიან ქალებს. ამგვარი კავშირის ნაყოფად გაჩნდებიან ნეფილიმები - სასტიკი ბუმბერაზები, რომლებიც ჩაიდენენ მრავალგვარ ძალადობას.8. მსოფლიო ბოროტების გავრცელების გამო უფალი დედამიწას მოუვლენს წარღვნას. ნოე ააშენებს კიდობანს, რომელშიც მხოლოდ ნოეს ოჯახი და ცხოველთა სახეობების წარმომადგენლები გადარჩებიან.9. წარღვნის შემდეგ კაცობრიობა კვლავ გამრავლდება.10. ადამიანები გაიმეორებენ წარღვნამდელი საზოგადოების გზას: დაადგებიან ცოდვისა და გარყვნილების გზას. ისინი დაიწყებენ ბაბილონის გოდოლის მშენებლობას, რათა საუკუნეებში უკვდავყონ თავიანთი სახელი. უფალი მათ ენებს აურევს. ადამიანები დედამიწაზე გაიფანტებიან.11. ღმერთი ირჩევს აბრაამს და აგზავნის მას ქანაანში, რათა იქ ამ მართლისგან წარმოშვას დიდი ერი.12. ანგელოზები ანადგურებენ სოდომს და გომორას მათი გარყვნილების გამო.13. ღრმა სიბერეში აბრაამი ისააკის მამა ხდება. ისააკისგან იშვებიან იაკობი და ესავი.14. იაკობი მიდის სირიაში, სადაც იმუშავებს 14 წელი, რათა მოიპოვოს ლაბანის ქალიშვილის - რაქელის მეუღლეობის უფლება.15. იაკობი გახდება 12 ძის მამა, რომლებიც მან ცოლებისა და ხარჭებისგან გააჩინა.16. იაკობის ძეები თავიანთ ძმას იოსებს მონად გაჰყიდიან.17. ეგვიპტეში მონად გაყიდული იოსები ციხეში მოხვდება. მაგრამ ღმერთი არ მიატოვებს მას და მისცემს წინასწარმეტყველური სიზმრების ახსნის ნიჭს. ამის წყალობით ის წარდგება ფარაონის წინაშე, რომელსაც უცნაური სიზმრები ჰქონდა. იოსები უწინასწარმეტყველებს მას 7 წლიან სიუხვეს მოსავლისა და მის მომდევნო 7 წლიან შიმშილობას.18. ფარაონი იოსებს ეგვიპტის მმართველად (პრემიერ-მინისტრად) დანიშნავს, რისი წყალობით მრავალი ხალხი შიმშილით სიკვდილს გადაურჩება.19. ეგვიპტეში გადასახლდება იაკობის მთელი ოჯახიც, რომელიც დაახლოებით 70 კაცისგან შედგებოდა.20. დაბადების წიგნი მთავრდება იოსების გარდაცვალებით.
საინტერესო ფაქტი:
ძველი აღთქმის წიგნები მათი შინაარსიდან გამომდინარე სახელწოდების პირველი ასოს მიხედვით იწოდებოდნენ. ებრაულ ენაზე შესაქმეს "ბერეშით"-ი ეწოდება, რაც "დასაბამს" ნიშნავს, ხოლო ბერძნულად მისი სახელია - გენეზისი ("წარმომავლობა").
დაბადების წიგნის ავტორი
ტრადიციულად დაბადების წიგნის ავტორად მოსე მიაჩნიათ. მაგრამ თვით წიგნი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ ვინ იყო მისი ავტორი. რენესანსის ეპოქის დადგომის დროიდან განათლებულმა ევროპელებმა ეჭვქვეშ დააყენეს მრავალ ადრინდელ ჭეშმარიტებათა უცვალებლობა. მათი კრიტიკა შეეხო ბიბლიასაც.
კრიტიკოსები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოსეს არანაირად შეეძლო დაეწერა "შესაქმის" წიგნი. ამისთვის მათ მოჰყავდათ რამოდენიმე მტკიცებულება:
1. იმ დროს, როდესაც მოსე ცხოვრობდა (16-14 სს. ჩვ. წ.-მდე) ადამიანებმა წერა ჯერ კიდევ არ იცოდნენ.2. შესაქმის "დოკუმენტალური ჰიპოთეზის" თანახმად შესაქმის წიგნს სამი ავტორი წერდა, რაზეც მიუთითებს ერთ წიგნში ღმერთის სხვადასხვა სახელწოდების გამოყენება: იაჰვე (ღმრთის სახელი), ელოჰიმი (უფალი), და ასევე სიუჟეტური განმეორებები და შეუთავსებლობანი. მაგალითად, ადამისა და ადამიანების შექმნა. 1-ელ თავში ნათქვამია, რომ ადამიანი შეიქმნა ცხოველების შემდეგ. მე-2 თავში კვლავ შესაქმეზეა ლაპარაკი, მაგრამ ნათქვამია, რომ ცხოველები ადამიანების მერე იქმნებოდნენ.
ცნობა მსოფლიო წარღვნის შესახებ წააგავს ბაბილონურ თქმულებას გილგამეშზე, ადამიანზე, რომელიც ხის ყუთში იჯდა და დიდი წყალდიდობა გადაიტანა.
ამგვარი განსჯის გზის მავალი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დაბადების წიგნი შექმნილი იყო ბაბილონის ტყვეობიდან ებრაელთა დაბრუნების შემდეგ.
მაგრამ კრიტიკოსთა არგუმენტები შემოწმების შემდეგ არც ისე დამაჯერებელი აღმოჩნდა.
1. ასე, მაგალითად, ამერიკელი ბიბლეისტის ჰენრი ჰელეის "ბიბლიურ ცნობარში" მოტანილია მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანებმა წერა მოსეს ეპოქამდე დიდი ხნით ადრე ისწავლეს:2. ბაბილონელი ისტორიკოსი ბეროსი (4-3 სს. ჩვ. წ.-მდე) მიიჩნევდა, რომ დამწერლობა ჯერ კიდევ წარღვნამდე აღმოცენდა.3. ებრაელთა და არაბთა გადმოცემით, დამწერლობა ენოქმა შექმნა.4. ყოფილი მესოპოტამიის (თანამედროვე ერაყი) ტერიტორიაზე წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ უკვე აბრაამამდე ადამიანები სარგებლობდნენ პიქტოგრაფიული დამწერლობით, სადაც შეტყობინებები ნახატების სახით გადაიცემოდა.5. თვით ბიბლია მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანებს დამწერლობა შეეძლოთ აეთვისებინათ ჯერ კიდევ კაენის დროიდან, რომელსაც შუბლზე უფალმა დაადო ნიშანი, რომელიც განსაზღვრულ აზრს შეიცავდა: ეს ნიშანი კრძალავდა მის მოკვლას.
ადამიანისა და ცხოველების შექმნის განმეორებითი თხრობა ინფორმაციის უბრალო დუბლირება როდია. დაბადების 1-ელ თავში ეს მოვლენა წარმოდგენილია სამყაროს შექმნის შესახებ საზოგადო თხრობის კონტექსტში. მეორე თავი დეტალურად აჩვენებს, თუ როგორ შექმნა უფალმა ადამი და ევა. ცხოველთა შექმნის ფაქტი აქ მოტანილია მხოლოდ თხრობის საზოგადო კავშირთან მიმართებაში. დაბადება არ ამბობს იმას, რომ ისინი ადამიანის შემდეგ შეიქმნენ. მეორე თავში ნათქვამია, რომ ღმერთმა შექმნა ყველა ცოცხალი არსება და მიუყვანა ისინი ადამს, რათა მას სახელები მიეცა მათთვის. ეს უთითებს არა ცხოველთა შექმნის დროზე, არამედ იმაზე, რომ ადამი მაღალგანვითარებული იყო და იმას, რომ ადამიანებს მიენდო მოსიყვარულე მეუფება მთელს პლანეტაზე.
მაშ, რა შეიძლება ვუპასუხოთ მათ, ვინც ამტკიცებს, რომ თხრობა წარღვნაზე აღებულია ბაბილონური თქმულებიდან გილგამეშის შეასხებ? მიუხედავად ორი ცნობის მსგავსებისა, თვალში გვეცემა ბიბლიური ცნობის ზნეობრივი აღმატებულება. აქ მითითებულია, რომ ღმერთმა ადამიანები (დიდი ბოროტებისთვის) დასაჯა, რომ მას ეს გადაწყვეტილება იოლად როდი მიუღია (მას ტკიოდა ადამიანთა უზნეობა). ასევე მითითებულია მიზანი, რომლის მიხედვითაც ღმერთმა გადაარჩინა ნოე და მისი ჯალალბობა: ის მართალი კაცი იყო.
გარდა ამისა, გილგამეშმა წარღვნა გადაიტანა ხის კუბში, რომელსაც ტალღები აქეთ-იქით ატრიალებდნენ. კიდობნის პარამეტრები, პირიქით, რეალისტურია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ შესაქმის წიგნის ავტორი წარღვნის ამბავს კი არ აკოპირებდა გილგამეშიდან, არამედ ნიშნავს იმას, რომ ბიბლიის ბაბილონის შემდგომ დროინდელი დათარიღება უმწეო და უსუსურია.
თვით ქრისტე ადასტურებს, რომ შესაქმის ავტორი მოსეა:
"მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში" (ლკ. 24:27).
აქ ნათქვამია, რომ მესიის შესახებ პირველი წინასწარმეტყველება ჩაწერა მოსემ. ის მოცემულია შესაქმის წიგნში 3:15.
დაწერის ისტორია
ბიბლია არ ამბობს, თუ როგორ წერდა მოსე შესაქმის წიგნს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს მოხდა ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის შემდეგ და სინას უდაბნოში მათი ხეტიალის დროს. აშკარაა, რომ პირველად წიგნი ისრაელი ხალხის საჭიროებისთვის იქმნებოდა. თვით წიგნის შინაარსი მეტყველებს ამაზე. თუკი თხრობის დასაწყისში გადმოცემულია მთელი კაცობრიობის წინაპრებზე, უკვე 12-ე თავიდან ის კონცენტრირებულია ებრაელი ერის წინაპრებზე: აბრაამზე, ისააკზე და იაკობზე.
საინტერესოა, რომელი წყაროებით სარგებლობდა მოსე ბიბლიის თავისი პირველი წიგნის შექმნისას? როგორც ზემოთ ითქვა, ადამიანებს უკვე წარღვნამდე შეეძლოთ წერა და ბიბლიოთეკებსაც ქმნიდნენ. მოსეს შეეძლო ესარგებლდა თავისი წინაპრების ჩანაწერებით. ასეა თუ ისე, შესაქმის წიგნი დაწერილია ღმრთის შთაგონებით. ეს ნიშნავს, რომ მასში არ არსებობს დამახინჯება, მითებსა და ლეგენდებზე დაფუძნება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას.
შესაქმის წიგნის განმარტება
რა მიზნით შთააგონა ღმერთმა მოსე დაეწერა შესაქმის წიგნი? და ბიბლიის დაწერა რატომ დაიწყო სამყაროს შექმნიდან რამოდენიმე ათასი წლის შემდეგ, დაახლოებით 800-900 წლის შემდეგ მსოფლიო წარღვნიდან? მიზეზი მარტივი და სევდიანია: ადამიანებმა დაივიწყეს ნათელი და შამაგონებელი ჭეშმარიტებანი ყოველივე არსებულის წყაროზე - ერთ შემოქმედზე.
ეს მასობრივი დეგრადაციის გამო მოხდა, რის შესახებაც გვაუწყებს მოციქული პავლე:
"კი მაგრამ, რაღაა რჯული? ის მოცემულ იქნა შეცოდებათა გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი, ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით" (გალატ. 3:19).
ძალზედ გაიფურჩქნა კერპთაყვანისმცემლობა, და ღმერთმა გადაწყვიტა შეეხსენებინა ყველასთვის, თუ ვინ არის სამყაროს და კაცობრიობის შემოქმედი: თავად ის, და არა ღვთაებათა პანთეონი.
უზენაესმა ასევე შეახსენა ყველას, რომ მას უდიდესი მიზანი ჰქონდა - მთელ პლანეტაზე შეექმნა სამოთხე და ის სრულყოფილი ადამიანებით დაესახლებინა, რომლებიც სიყვარულით მოუვლიდნენ მთელ მის ქმნილებას.
ადამისა და ევას შეცოდების გამო ღმერთს თავის განზრახვაზე უარი არ უთქვამს. მას მთელი გულით სურს გვაჩუქოს მარადიული სიცოცხლე და სრულყოფილი ნეტარება. ამის შესახებ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ედემის ბაღი ცოდვით დაცემის შემდეგაც აგრძელებდა არსებობას. ადამიანებს შეეძლოთ მისი ხილვა, შორიდან დათვალიერება, მაგრამ არ ჰქონდათ მასში შესვლის შესაძლებლობა, რადგან ედემს ქერუბიმი იცავდა.
საინტერესო ფაქტი:
მხედველობაში თუ მივიღებთ პირველ ადამიანთა გენეოლოგიას, რომელიც ბიბლიის სინოდალურ თარგმანშია მოტანილი, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სამოთხე 1656 წელი არსებობდა, სანამ ის წარღვნის წყლებში არ ჩაიძირა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მოდი, ჩავიხედოთ 1656 წლის წინანდელ ჩვენს ისტორიაში, გადავხედოთ 366 წელს. ამ დროს ჯერ კიდევ არსებობდა რომის იმპერია. ანტიკურობის ეპოქის დასასრულამდე 10 წელი რჩება. ძველი ადამიანები 16 ასწლეულის განმავლობაში ხედავდნენ სამოთხეს, მათთვის ის იყო არა ლეგენდა, არამედ ცოცხალი რეალობა. წარღვნამდელ თაობას ნათელი წარმოდგენა ჰქონდა იმის შესახებ, რომ ღმერთს სურდა ადამიანების სამოთხეში დაბრუნება, თუკი ისინი შეინანებდნენ და მოსპობდნენ ცოდვას თავიანთი ცხოვრებიდან, გონებიდან და გულიდან.
მაგრამ, ვაი რომ ედემის ხილვამაც ვერ იხსნა კაცობრიობა ცოდვის უფსკრულიდან. ბოროტება და ძალადობა იმდენად გამრავლდა, რომ ღმერთმა იმდროინდელი სამყაროს მოსპობა წარღვნით გადაწყვიტა, მხოლოდ ნოეს და მის ოჯახს ეღირსა გადარჩენა. ამ ისტორიაში ჩვენთვის მოცემულია რამოდენიმე გაკვეთილი:
1. ღმრთის მრავლისმთმენობა უსაზღვრო არ არის და ის არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მიზეზი გარყვნილებისა.2. ღმერთი არასახისმოყვარეა. ნებისმიერი ცოდვილი, როგორი მდიდარიც და გავლენიანიც გინდ იყოს, დაისჯება, თუ არ შეინანებს.3. უფალი ყოველთვის ხედავს განსხვავებას მართალსა და უკეთურს შორის და ყველა ერთგულს ცხონებით აჯილდოვებს.4. ჩვენს დღეებში კიდობნის მსგავსება ქრისტიანულ ნათლობაში მოიაზრება: ეს არის "არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ" (1 პეტ. 3:21).5. ყოველ ჩვენთაგანს შეუძლია ეშმაკისადმი და მისი ბოროტი მიმდევრებისადმი წინააღმდეგობა, როგორც ამას ნოე და მისი ახლობლები აკეთებდნენ.
საინტერესო ფაქტი:
ნოეს უდიდეს სულიერ ძალაზე შეიძლება ვიმსჯელოთ იმით, რომ ის პირისპირ ხვდებოდა მატერიალიზებულ დემონებს, შესაძლოა, თვით სატანასაც.
შემდგომი თხრობა აგრძელებს იმავე თემას, ოღონდ ახლა ღმრთის ჩანაფიქრი კონცენტრირებულია აბრაამის ოჯახსა და ისრაელის ხალხზე. სწორედ აბრაამში აღუთქვა ღმერთმა კაცობრიობას მაცხოვარი, რომელიც შემუსრავდა ეშმაკს, გაანადგურებდა ბოროტებას და დედამიწაზე ღმრთის სასუფეველს დაამყარებდა. ეს მაცხოვარი იყო სწორედ იესუ ქრისტე.
შესაქმის წიგნის თავისებურებანი
როგორც შესაქმის წიგნის, ასევე მთელი ბიბლიის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება უკიდურესი გულწრფელობა გახლავთ. მასში თითქმის არ არსებობენ გმირები, რომლებსაც ვერაფერს უსაყვედურებ. ასეთი დეტალები არ ამშვენებენ წიგნის გმირებს, მაგრამ ღმერთი ასე აჩვენებს ცოდვის შედეგებს და მისდამი თავის დამოკიდებულებას.
შესაქმის წიგნის კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება გახლავთ განცხადება იმის შესახებ, რომ მთელი სამყარო მხოლოდ ღმერთის შექმნილია. ძველი სამყაროსთვის, რომელიც ღმერთების მთელი პანთეონით იყო სავსე, ეს სიტყვები ძალზედ თამამი და წარმოუდგენელია. ერთი ღმერთის ყოვლისშემძლეობა ჩვეულებრივი მიწიერი ლოგიკის ჩარჩოებში ვერ თავსდებოდა.
შესაქმე - ბიბლიის ერთ-ერთი მთავარი წიგნია, რომელიც ჩვენი ტანჯვების მიზეზებს აღწერს. ჩვენ ცუდად ვხდებით, ვბერდებით, ვკვდებით და ვიტანჯებით არა იმიტომ, რომ ადამიანებმა დაუჯერეს ეშმაკს, რომელმაც თქვა, რომ ღმერთის წინამძღოლობის გარეშეც მივაღწევდით ბედნიერებას.
"მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი" (დაბ. 3:5).
ღმერთმა გამოჰყო დრო და წარმოგვიდგინა დედამიწისა და მთელი სამყაროს რესურსები, რათა ჩვენი ძლიერების მწვერვალისთვის მიგვეღწია, და დავრწმუნდით იმაში, თუ რაოდენ შორს ვართ მისი სიბრძნისგან, სრულყოფილებისგან და დიადი ძალისგან.
შესაქმე - ეს ზღაპრებისა და ლეგენდების წიგნი როდია. ის მოგვითხრობს ღმერთის უდიდეს ჩანაფიქრზე დედამიწისთვის და მისი დამჯერი კაცობრიობისთვის. და ის, რომ მრავალი ადამიანი მასში აღწერილ მოვლენებს ზღაპრად აღიქვამს, ნათლად ადასტურებს იმას, რომ - მიუხედავად უდიდესი სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევებისა - სამოთხე, სრულყოფილება და უკვდავება ჩვენ შეიძლება გვიბოძოს მხოლოდ შემოქმედმა.
* * *
თავი 1
ახ. ქართ.:
ამრიგად, გონება, აუცილებლობიდან გამომდინარე, გვაიძულებს ვაღიაროთ, რომ ღმერთი ან ნივთიერია, რადგან მისგან ნივთიერი წარმოიშვა, ან კიდევ, ვისაც სურს ამას გაექცეს, უცილობლად უნდა ივარაუდოს, რომ მას სამყაროს მოსაწყობად მატერია გარედან მიეწოდა. მაგრამ უკეთუ იგი (2) გარეშე ღმრთისა იყო, მაშინ, რაღა თქმა უნდა, გარდა ღმრთისა, სხვა რამეც ყოფილა, რომელიც მარადიულობის გაგებასთან მიმართებაში არსებულთან ერთად დაუბადებლად მოიაზრება. მაშასადამე, გონებით ერთმანეთის გვერდი-გვერდ ორი დაუსაბამო და დაუბადებელი წარმოიდგინება: ერთი - ხელოვნებით მოქმედი და მეორე - შემწყნარებელი ამ ხელოვანი მოქმედებისა.
უკეთუ ვინმე, აუცილებლობით ამისა, ივარაუდებს, რომ ნივთიერება ყოველთა შემოქმედის თანადაუსაბამოა, ეს მანიქველი საკუთარი სწავლების დასაცავად ისეთს რას იპოვის, რომ დაუბადებლობის გამო კეთილ ბუნებას ნივთიერი მიზეზი დაუპირისპიროს? მაგრამ მოვისმინეთ რა ჩვენ რას ამბობს წმინდა წერილი, ვირწმუნეთ, რომ ყოველი ღმრთისაგანაა, ხოლო როგორ იყო ყოველივე ღმერთში, ეს ჩვენს გონებას აღემატება და მისი გამოძიება ამაო გულმოდგინება იქნება, გვწამს რა, რომ ღმრთეებრივი ძალით ყველაფერი შესაძლებელია - არარსებულის ყოფიერებაში მოყვანა და არსებულისთვის თვისებების მინიჭებაც, ვითარცა ინებებს.
გამომდინარე აქედან, ვაღიარებთ რა საკმარისად ძალას ღმრთის ნებისა, როგორც არარსებულთაგან არსებულთა შესაქმნელად, ასევე შექმნილთა განახლებაც იმავე ძალასთან აღგვყავს, არაფერს ვვარაუდობთ გარეშე სარწმუნოებისა, მაგრამ შეიძლება, შესაძლებელი იყოს ვრცლადმეტყველებით რამდენადმე დარწმუნება იმათი, რომელნიც მატერიის შესახებ ცუდად ლაყბობენ; გვერდს არც ამას ავუვლით, რათა არ მოეჩვენოთ, რომ სიტყვა შემოგვაკლდა.
_______________________
3. შდრ. არისტოტელეს სწავლებას მატერიაზე, როგორც თვისებათა სუბსტრატზე.
1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და ქვეყანა
ძვ. ქართ.:
1. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.
წმ. გრიგოლ ნოსელი (IV ს.).
თავი 23. იმის შესახებ, რომ, ვინც სამყაროს შექმნის დასაბამს აღიარებს, მის დასასრულსაც უცილობლად დაეთანხმება.
უკუეთუ ვინმე, ვინც ახლა ხედავს რა სამყაროს მოძრაობას, რომელიც რამდენადმე უწყვეტად აღესრულება და რომლითაც დროის ხანგრძლივობა განიჭვრიტება და არ დაეთანხმება წინასწარ თქმულს იმის თაობაზე, რომ მოძრავთა დადგომა მოხდება, ცხადია, მას არც ის სწამს, რომ დასაბამად ცა და დედამიწა ღმრთის მიერ შეიქმნა. ვინც მოძრაობისთვის დასაბამის მიცემას გულისხმაყოფს, რაღა თქმა უნდა, არც დასასრულზე ეჭვობს; ხოლო ვინც დასასრულს არ შეიწყნარებს, არ შეიწყნარებს დასაბამსაც. ამიტომ ვითარცა გვწამს გვწამს დამტკიცება საუკუნეთა სიტყვითა ღმრთისაითა, როგორც მოციქული ამბობს, არა საჩინოისაგან ხილულად შექმნულად (ებრ. XI,3), ამავე სარწმუნოებით მივუდგეთ ღმრთის სიტყვასაც, რომლითაც არსებულთა დადგომაზე წინასწარ გვაცნობა, რადგან ის, თუ ეს როგორ მოხდება, კვლევა-ძიებას არ ექვემდებარება (1). იქაც ხომ გავექეცით გამოძიებას მიუწვდომელთა, რწმენით მივიღეთ რა დამყარება ხილულისა ჯერ კიდევ უჩინართაგან; და ეს მაშინ, როცა გონება ჩვენ ბევრ რამეს საეჭვოდ წარმოგვიდგენდა და ცოტა მიზეზს როდი გვაძლევდა ეჭვის შესატანად იმაში, რაც ვირწმუნეთ. თუმცა იქაც, კამათის მოყვარულთ, შესაძლებელი იყო, მაცდუნებელი სიტყვებით რწმენა ისე დარღვეოდათ, რომ ჭეშმარიტებად აღარ მიეჩნიათ სწავლება ნივთიერთა შექმნაზე, რასაც წმინდა წერილი გვასწავლი, სახელდობრ, რომ ყოველთა არსებულთა წარმოშობა ღმრთისაგანაა.
საპირისპირო სწავლების დამცველნი ცდილობენ მატერია თანადაუსაბამოდ ღმრთისა წარმოადგინონ და ამგვარი სწავლების დამტკიცებისათვის ლოგიკურ დასკვნებს იყენებენ. უკეთუ ღმერთი ბუნებით მარტივი და არამატერიალურია, უთვისებო, სიდიდის არ მქონე, შეუდგენელი და გარეშემოწერილი ფორმისათვის უცხო, ხოლო ყოველი ნივთიერება სივრცობრივი მანძილითაა შემოსაზღვრული და გრძნობისმიერ აღქმას ვერ გაექცევა, რადგან ფერით, ფორმით, მოცულობით, რაოდენობით, სიმტკიცით და მისი სხვა თვისებების ჭვრეტით შეიცნობა, რომელთაგან ღმრთეებრივ ბუნებაში არცერთის მოაზრება არ შეიძლება, არანივთიერისაგან ნივთიერი რა საშუალებით შიქმნა? ხოლო უსივრცოსაგან კი - სივრცის მქონე ბუნება? თუკი ვირწმუნებთ, რომ ესენი ღმრთისაგან წარმოიშვა, ცხადია, რაც მაშში არსებობდა, გამოუთქმელი კანონით ყოფიერებაში ამგვარად მოვიდა. მაგრამ უკეთუ მასში რაღაც ნივთიერი იყო, როგორღა არის უნივთო ის, ვისაც თავისთავში ნივთიერი აქვს? იგივე უნდა ითქვას სხვა დანარჩენზეც, რომელთა მიერაც ნივთიერი ბუნება ხასიათდება. უკეთუ ღმერთში რაოდენობაა, ღმერთი რაოდენობის გარეშე როგორ არის? უკეთუ იგი შედგენილია, მარტივი, უნაწილო და შეუდგენელი როგორ იქნება?
ამრიგად, გონება, აუცილებლობიდან გამომდინარე, გვაიძულებს ვაღიაროთ, რომ ღმერთი ან ნივთიერია, რადგან მისგან ნივთიერი წარმოიშვა, ან კიდევ, ვისაც სურს ამას გაექცეს, უცილობლად უნდა ივარაუდოს, რომ მას სამყაროს მოსაწყობად მატერია გარედან მიეწოდა. მაგრამ უკეთუ იგი (2) გარეშე ღმრთისა იყო, მაშინ, რაღა თქმა უნდა, გარდა ღმრთისა, სხვა რამეც ყოფილა, რომელიც მარადიულობის გაგებასთან მიმართებაში არსებულთან ერთად დაუბადებლად მოიაზრება. მაშასადამე, გონებით ერთმანეთის გვერდი-გვერდ ორი დაუსაბამო და დაუბადებელი წარმოიდგინება: ერთი - ხელოვნებით მოქმედი და მეორე - შემწყნარებელი ამ ხელოვანი მოქმედებისა.
უკეთუ ვინმე, აუცილებლობით ამისა, ივარაუდებს, რომ ნივთიერება ყოველთა შემოქმედის თანადაუსაბამოა, ეს მანიქველი საკუთარი სწავლების დასაცავად ისეთს რას იპოვის, რომ დაუბადებლობის გამო კეთილ ბუნებას ნივთიერი მიზეზი დაუპირისპიროს? მაგრამ მოვისმინეთ რა ჩვენ რას ამბობს წმინდა წერილი, ვირწმუნეთ, რომ ყოველი ღმრთისაგანაა, ხოლო როგორ იყო ყოველივე ღმერთში, ეს ჩვენს გონებას აღემატება და მისი გამოძიება ამაო გულმოდგინება იქნება, გვწამს რა, რომ ღმრთეებრივი ძალით ყველაფერი შესაძლებელია - არარსებულის ყოფიერებაში მოყვანა და არსებულისთვის თვისებების მინიჭებაც, ვითარცა ინებებს.
გამომდინარე აქედან, ვაღიარებთ რა საკმარისად ძალას ღმრთის ნებისა, როგორც არარსებულთაგან არსებულთა შესაქმნელად, ასევე შექმნილთა განახლებაც იმავე ძალასთან აღგვყავს, არაფერს ვვარაუდობთ გარეშე სარწმუნოებისა, მაგრამ შეიძლება, შესაძლებელი იყოს ვრცლადმეტყველებით რამდენადმე დარწმუნება იმათი, რომელნიც მატერიის შესახებ ცუდად ლაყბობენ; გვერდს არც ამას ავუვლით, რათა არ მოეჩვენოთ, რომ სიტყვა შემოგვაკლდა.
_______________________
1. იგულისხმება გამოძიება იმისა, თუ როდის მოვა ეს დრო.
2. ე.ი. მატერია (მთგ.).
_______________________
თავი 24. პასუხი მათ, რომელნიც ამბობენ, რომ მატერია თანადაუსაბამოა ღმრთისა.
რაც გონების მიერ თანმიმდევრულად გამოიძიება, იმის საზღვრებსგარეთ მატერიის შესახებ არც ის შეხედულებაც ჩანს, რომლის თანახმადაც იგი გონით საწვდომისა და არანივთიერისაგან წარმოიშვა; რადგან აღმოვაჩენთ, რომ ყოველი მატერია რაღაც თვისებებისაგან შედგება, რომელთაგან თუ განიძარცვა, თავისთავად გონებით მისაწვდომი ვერაფრით იქნება. ყოველი სახე თვისებისა მის ქვეშე მყოფისაგან (υποκειμἐνου) სიტყვითაა გამოყოფილი (3). ხოლო სიტყვა გონიერია და არა სხეულებრივად სახილველი. მაგალითად, როცა განსახილველი საგანი ცხოველი, ხე ან სხვა რამეა, რომელსაც ნივთიერი შედგენილობა აქვს, ბევრ რამეს მის შესახებ გონებით ერთმანეთისაგან განყოფილად წარმოვიდგენთ, რომელთაგან თითოეულს ერთობლივად განჭვრეტილთან შეურევნელი თავისი სიტყვა (ცნება) აქვს. სხვაა სიტყვა ფერია და სხვა - სიმძიმისა და კიდევ: სხვა რაოდენობისა და სხვა შეხებით აღსაქმელი თვისებისა; არც სირბილე, არც სიგრძე (4). და არც დანარჩენი სხვა დასახელებულთაგან, სიტყვის (ცნების) მიხედვით, არც ერთმანეთსა და არც თავად სხეულს არ თანხვდება, რადგან ამ თვისებათაგან თითოეულისათვის, იმის მიხედვით, როგორიცაა, საკუთარი განმარტებითი განსაზღვრება მოიაზრება და მას არაფერი აქვს საერთო სხვა რომელიმე თვისებასთან, რომელიც საგანში იხილვება. ამრიგად, უკეთუ ფერი გონებაჭვრეტითია, გონებაჭვრეტითნი არიან, აგრეთვე, რაოდენობაცა და ამგვარ თვისებათაგან სხვა დანარჩენნიც. ხოლო უკეთუ თითოეული მათგანი საგანთან განშორებასთან ერთად სხეული მთელი გაგებაც (λόγος) ირღვევა, შესაბამისად, რომელთა მოკლებაც სხეულის რღვევის მიზეზად ვიპოვეთ, იმათი ერთად შეკრება ნივთიერი ბუნების მშობლად უნდა გულისხმავყოთ.
ასე რომ, სხეული არ არის, ის რასაც არა აქვს ფერი, ფორმა, მდგრადობა, მოცულობა, სიმძიმე და სხვა დანარჩენი თვისებები, რომელთაგან თითოეული ცალ-ცალკე არა თუ სხეული არ არის, არამედ თავისთავად რაღაც სხვა რამეა, მისგან განსხვავებული; და პირიქით: სადაც დასახელებული თვისებები შეიკრიბება, იქ სხეულებრივი არსება (ύπὁστασιν) წარმოიქმნება.
მაგრამ უკეთუ გულისხმისყოფა ამ თვისებათა გონებაჭვრეტითია, გონებაჭვრეტითია ღმრთეებრივი ბუნებაც; ამიტომ არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ ეს გონიერი მიზეზები (საწყისები) სხეულთა დაბადებისათვის უსხეულო ბუნებისაგან წარმოიშვნენ. გონებაჭვრეტითი ბუნებისაგან გონებაჭვრეტითი ძალები წარმოდგება, ხოლო მათი ერთმანეთთან შეკრები ყოფიერებაში ნივთიერი ბუნება მოიყვანება. მაგრამ ამას ჩვენი გამოკვლევა, დაე, გაკვრით შეეხოს, ჩვენი სიტყვა კი კვლავ სარწმუნოებას დაუბრუნდეს, რომლისაგან ყოველივეს არარსისგან არსად მოყვანება შევიწყნარეთ და კიდევ: წმინდა წერილისაგან განსწავლულებს ეჭვი არ გვეპარება, რომ ყოველივე რაღაც სხვა მდგომარეობისათვის შეიცვლება.
_______________________
3. შდრ. არისტოტელეს სწავლებას მატერიაზე, როგორც თვისებათა სუბსტრატზე.
4. დედანში დასახელებულია სიგრძის კონკრეტული ერთეული, სახელდობრ, τὁ δὶπηχυ - ორწყრთა
_______________________
(წყარო: წმიდა გრიგოლ ნოსელი - შესაქმისათვის კაცისა (http://library.church.ge/index.php?option=com_content&id=145:2010-02-24-14-32-30)).
წმ. ბასილი დიდი (IV ს.).
1. ვისაც სამყაროს დაბადებაზე თხრობა სურს, იგი ხილული საგნების წარმოშობაზე საუბრით უნდა დაიწყოს, კერძოდ, ზეცისა და მიწის შექმნის ისტორია უნდა გადმოსცეს, რადგანაც შექმნა, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ, თავისით არ მომხდარა, არამედ მიზეზი ღმრთისაგან მიიღო. რომელი სასმენელია ღირსი ნათქვამის სიდიადის მოსმენისა? ან როგორ უნდა იყოს სული მომზადებული ამგვარ დიდთა საქმეთა ყურადსაღებად? ხორციელ ვნებათაგან განწმენდილი, ცხოვრებისეულ საზრუნავთაგან დაუბნელებელი, შრომისმოყვარე, გამომეძიებელი და მიმომხედველი ყოველ მხარეს, საიდანაც კი ღმერთზე შესაფერისი წარმოდგენის შეძენა შეიძლება.
მაგრამ ვიდრე ნათქვამის სიზუსტეს გამოვიძიებდეთ და ამ რამდენიმე სიტყვის უდიდეს მნიშვნელობას განვიხილავდეთ, გულისხმავყოთ, ვინ გვესაუბრება ჩვენ. შეიძლება ჩვენი გონების უძლურების გამო აღმწერელის გულის სიღრმეს ვერ ჩავსწვდეთ. მაგრამ უკეთუ მთხრობელის სანდოობას მაინც გულისხმავყოფთ, მის ნათქვამსაც თავისთავად ვირწმუნებთ. ეს წიგნი მოსემ დაწერა, იმ მოსემ, ვის შესახებაც დამოწმებულია, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ძუძუს სწოვდა, "მკვირცხლ იყო წინაშე უფლისა" (შესაქ. 7:20); ვინც ფარაონის ასულმა იშვილა, მეფურად აღზარდა და ეგვიპტელი ბრძენნი მოძღვრებად და აღმზრდელებად დაუყენა, ვინც ქედმაღლობა უსაზღვრო ძალაუფლებისა მოიძულა და თვისტომთა სიმდაბლისაკენ მიიქცა: "გამოირჩია თანა-ძჳრის-ხილვაჲ ერსა თანა ღმრთისასა, ვიდრეღა რაჲთა აქუნდეს საწუთროჲ იგი საშუებელი ცოდვისაჲ" (ებრ. 11:25); ვინც, თვით ბუნებისგან ჰქონდა რა მინიჭებული სიყვარული სიმართლისა, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ერის წინამძღოლობა მიენდობოდა, ბოროტების ბუნებრივი სიძულვილის გამო, როგორც ჩანს, თვით სიცოცხლის ფასადაც კი მზად იყო დაესაჯა უკეთურნი; ვინც, დევნილმა იმათგან, ვისაც კეთილი უყო, ეგვიპტელთა შფოთნი ხალისით დატოვა, ეთიოპიას მიაშურა და იქ სხვა საქმეთაგან სრულიად მოცლილი, მთელი ორმოცი წლის მანძილზე არსებულთა ჭვრეტას შეექცა; ვინც უკვე ოთხმოცი წლისამ იხილა ღმერთი, როგორც კაცს შეუძლია იხილოს იგი, ან უფრო სწორად, თვით ღმრთისავე დამოწმებით, როგორც მანამდე არავის უხილავს: უკუეთუ იყოს ვინმე თქუენგანი წინასწარმეტყველ უფლისა, ჩუენებით გამოვეცხადო მას და ძილსა შინა ვეტყოდი მას. ხოლო არა ვითარცა მოსეს, მსახურსა ჩემსა, რომელი ყოველსა სახლსა ჩემსა სარწმუნო არს. პირისპირ ვეტყოდი მას, ხილვით და არა იგავით (რიცხვ. 12:6-9).
ვინც, ანგელოზთა მსგავსად ღმრთის პირისპირ ხილვის ღირსი გახდა, იმას მოგვითხრობს, რაც ღმრთისაგან ესმა. მოვისმინოთ ჭეშმარიტების სიტყვები, რომელნიც "არა რწმუნებით კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისაჲთა არიან თქმულნი" (I კორ. 2:4-13) და მიზნად არა მსმენელთაგან შექება, არამედ იმათი გადარჩენა აქვთ, ვინც მათ შეისწავლის.
2. "დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა" (შესაქ. 1:1), საკვირველება აზრისა სიტყვას მიჩერებს. პირველად რა ვთქვა, განმარტება საიდან დავიწყო? წარმართების ამაოება ვამხილო თუ ჩვენი ჭეშმარიტება შევაქო?
ელინმა ფილოსოფოსებმა ბუნებაზე ბევრი იმსჯელეს, მაგრამ არცერთი მოძღვრება მტკიცე და ურყევი არ ყოფილა, რადგან წინა მოძღვრებას ყოველთვის მომდევნო ამხობდა. ამიტომაც, ჩვენ მათი მხილება აღარ გვჭირდება, ერთმანეთის დასამხობად თვითონაც საკმარისნი არიან. რომელთაც ღმერთი ვერ შეიცნეს, მათ ვერც სამყაროს დაბადების გონიერი მიზეზი გულისხმაყვეს და სხვა დასკვნებიც ერთმანეთის მიყოლებით ამ პირველი უგუნურების შესაბამისად გამოიტანეს. ამიტომაც ერთნი მატერიალური საფუძვლებისაკენ მიილტვოდნენ და ყოველივე არსებულის მიზეზად კოსმოსის სტიქიებს თვლიდნენ, სხვების წარმოდგენით კი ხილული საგნების ბუნებას განუყოფელი და დაუნაწევრებელი სხეულები, სიმძიმე და ფორმები ქმნიდნენ. რამდენადაც განუყოფელი სხეულები ხან ერთმანეთისაკენ მიისწრაფვიან, ხან კი ერთმანეთისაგან განიზიდებიან, ამდენად დაბადებაცა და დაღუპვაც თითქმის ამისდა შესაბამისად ხდება; ხოლო იმ სხეულების ხანგრძლივობის მიზეზი, რომელნიც სხვებზე დიდხანს არსებობენ, ატომების უმტკიცეს შეერთებაში მდგომარეობს.
ჭეშმარიტად ობობას ქსელს ქსოვენ ამის დამწერნი, რადგან ზეცას, მიწასა და ზღვას უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ ასე მცირესა და სუსტ საწყისებს უდებენ. მათ არ იცოდნენ და ვერ თქვეს: დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა. მათში დამკვიდრებულმა უღმერთობამ შეაცდინა ისინი და აფიქრებინა, რომ ყოველივე განმგებლობისა და წესრიგის გარეშე არსებობს და მოძრაობას შემთხვევით იწყებს. ჩვენც რომ იგივე არ დაგვემართოს, სამყაროს შესაქმის აღმწერი, ღმრთის სახელით, მყისვე გვინათებს გონებას პირველივე სიტყვებით, როცა გვეუბნება: დასაბამად ქმნა ღმერთმან.
რა მშვენიერი რიგია! პირველად დასაბამი მოიხსენია, რათა ვინმეს სამყარო დაუსაბამო არ ჰგონებოდა და შემდეგ დაუმატა ქმნა, რათა ეჩვენებინა, რომ ქმნილება შემოქმედის ძლიერების მხოლოდ უმცირეს ნაწილს წარმოადგენს. მსგავსად მექოთნისა, რომელიც თავისი ხელოვნებით მრავალ ჭურჭელს ქმნის, მაგრამ ამით არც ოსტატობა და არც ძალა აკლდება, ასევე ყოველთა შემოქმედსაც, რომელსაც მხოლოდ ერთ სამყაროსთან შესწორებული შემოქმედებითი ძალა როდი აქვს, არამედ ბევრწილად აღმატებული, ნების ერთი წამისყოფით მიანიჭა არსებობა ხილულთა სიდიადეს. უკეთუ სამყაროს დასაბამი აქვს და შექმნილია, გამოიძიე, ვინ მისცა დასაბამი და ვინ არის მისი შემოქმედი. უმჯობესი იქნება ვთქვათ, რომ მოსემ, რათა ყოველივე ეს შენ კაცობრივი მსჯელობებით არ გეკვლია და ჭეშმარიტებისაგან არ მიქცეულიყავი, თავისი მოძღვრებით დაგვასწრო და ჩვენს სულებზე, ვითარცა ბეჭედი და ზღუდე, ღმრთის ფრიად ძვირფასი სახელი აღბეჭდა და თქვა: დასაბამად ქმნა ღმერთმან. ამ ნეტარმა ბუნებამ, მოუკლებელმა სიკეთემ, ყველასათვის, ვისაც კი გონება მიეცა, საყვარელმა და ფრიადსასურველმა სახიერებამ, დაბადებულთა დასაბამმა, ცხოვრების წყარომ, გონიერმა ნათელმა და მიუწვდომელმა სიბრძნემ დასაბამად ქმნა ცაჲ და ქუეყანა.
3. ამიტომ, ადამიანო, ნუ წარმოიდგენ, რომ ხილულნი დაუსაბამონი არიან და იმის გამო, რომ ცაზე მოძრავი სხეულები წრეს წერენ, ხოლო წრის დასაბამი ჩვენი გრძნობის ორგანოებისათვის მიუწვდომელია, ნუ იფიქრებ, რომ წრიულად მოძრავი სხეულების ბუნება დაუსაბამოა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს შეგრძნებებს გაურბის და არც იმის პოვნა შეგვიძლია, თუ სად იწყება იგი და არც იმისა, თუ სად მთავრდება. დაუსაბამოდ არც ეს წერე, ანუ სიბრტყეზე ერთი ხაზით შემოწერილი გეომეტრიული ფიგურა, უნდა მივიჩნიოთ. მართალია, ჩვენს შეგრძნებებს გაურბის, მაგრამ სინამდვილეში, ვინც წრე ცენტრიდან გარკვეული მანძილით შემოწერა, მან იგი უეჭველად საიდანმე დაიწყო.
ამგვარად შენც როცა დაინახავ, რომ სხეულები, რომლებიც წრიულად მოძრაობენ, თავისივე თავისკენ მიიქცევიან. მათი თანაბარი და განუწყვეტელი მოძრაობა იმ მცდარ აზრზე ნუ დაგაყენებს, თითქოს სამყარო დაუსაბამო და დაუსრულებელი იყოს: რამეთუ "წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ" (I კორ. 7:31) და ცანი და ქუეყანაჲ წარჴდეს (მთ. 24.35). სამყაროს დასასრულისა და ცვალებადობის შესახებ დოგმატების წინასწარ განცხადებას წარმოადგენს ისიც, რაც ახლა ჩვენ მოკლედ ღმრთივსულიერი მოძღვრების დასაწყისშივე გადმოგვეცა: დასაბამად ქმნა ღმერთმან. ის, რაც დასაბამს დროში იღებს, აუცილებლად დროშივე აღესრულება, ანუ, უკეთუ დასაბამი ჟამიერია, აღსასრულზეც ნუ დაეჭვდები.
მაგრამ როგორ დასასრულთან მიგვიყვანს გეომეტრიული და არითმეტიკული მეთოდები, გამოკვლევები სამყაროთა შესახებ, ყბადაღებული ასტრონომია – ეს ფრიად საჯაფი ამაოება, თუკი მკვლევარნი, რომელნიც ამ საკითხებს სწავლობენ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ, მსგავსად ყოველთა შემოქმედი ღმერთისა, ეს ხილული სამყაროც დაუსაბამოა და ის, რაც გარეშემოწერილია და მატერიალური სხეულები აქვს, მიუწვდომელი და უხილავი ბუნების მსგავსად განადიდეს, იმის მოაზრება ვეღარ შეძლეს, რომ იქ, სადაც ნაწილები გახრწნასა და ცვალებადობას ემორჩილება, მთელიც ოდესმე უცილობლად თავისი ნაწილების მსგავსად შეიცვლის სახეს. მაგრამ "ესოდენ ამაო იქმნეს გულის ზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოჲ იგი გული მათი. იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს" (რომ. 1:21-22), რომ ერთნი ღმერთთან ერთად ზეცის დაუსაბამო არსებობასაც ამტკიცებდნენ, ხოლო მეორენი მიიჩნევდნენ, რომ იგია თავად ღმერთი, დაუსაბამო, დაუსრულებელი და მიზეზი ნაწილთა კეთილმოწყობისა.
4. როცა იქნება, ამსოფლიური სიბრძნის გარდამეტებულობა, უეჭველია, მათ მძიმე სასჯელს მოუტანს, რადგან ამაოებათა ასე მახვილად მჭვრეტელნი ჭეშმარიტების გულისხმისყოფისათვის ნებით დაბრმავდნენ.
მაგრამ მათ, რომელთაც ვარსკვლავთა სიხშირე გაზომეს, მარადის საჩინონი და ჩრდილოეთის ვარსკვლავები, აგრეთვე სამხრეთის პოლუსთან მდებარენი, იქ მყოფთათვის სახილველნი, ჩვენთვის კი – უცნობნი, აღწერეს, ჩრდილოეთის სივრცე და ზოდიაქოს წრე ათას ნაწილად დაყვეს, ვარსკვლავთა აღმოსვლა, დადგომა, გადახრა და თავდაპირველი ადგილისაკენ საერთო მოძრაობა გამოწვლილვით გამოიკვლიეს, აგრეთვე დროც, რომლის მანძილზეც თითოეული ცდომილთაგანი თავის სრბას (პერიოდს) აღასრულებს, დაადგინეს, - მხოლოდ ერთი ღონე, თავი ყოველთა ღონეთა, ვერ იპოვეს, რომლითაც ღმერთს, ყოველთა შემოქმედსა და სამართლიან მსაჯულს, ვინც ყველას საქმეთა მიხედვით ღირსეულად მიუზღავს, გულისხმაყოფდნენ; და ვერც სამსჯავროზე მოძღვრებიდან გამომდინარე აღსასრულის აზრი შეიცნეს, რადგან თუ სულები, როგორც ისინი ფიქრობენ, სხვაგვარ ცხოვრებაში გადასვლით მდგომარეობას შეიცვლიან, მაშინ სამყაროც უცილობლად უნდა შეიცვალოს. ისევე, როგორც ახლანდელი ცხოვრება ბუნებით ამ სამყაროს ენათესავება, ასევე ჩვენი სულების მომავალი არსებობაც მათი მდგომარეობის შესაფერისი უნდა იყოს. მაგრამ ისინი იმდენად დაშორებულნი არიან სიმართლეს, რომ ხმამაღალ სიცილს გვაყრიან, როცა ამ სამყაროს აღსასრულსა და კვალად საუკუნო განახლებაზე ვსაუბრობთ. რამდენადაც დასაბამი, ბუნებრივია, წინ უსწრებს იმას, რაც მისგანაა, ვინც იმ საგნებზე მოგვითხრო, რომელთაც ყოფიერება დროში მიიღეს, აუცილებლობის მიხედვით ყველაზე წინ სიტყვები: დასაბამად ქმნა დააყენა.
5. როგორც ჩანს, ამ სამყაროზე ადრე იყო რაღაც, რომელიც ჩვენი გონებისათვის თუმცა მისაწვდომია, მაგრამ როგორც შეუფერებელი ახლად განსწავლულთა და გონებით ჩვილთათვის, გადმოცემაში შეტანილი მაინც არაა. სამყაროს დაბადებაზე ადრე იყო რაღაც ზეციური ძალებისათვის შესაფერისი მდგომარეობა: ზედროული, საუკუნო და სამარადისო. მასში ყოველთა შემოქმედმა და დამბადებელმა სრულყო ქმნილებანი: ნათელი, გონიერი, შესაფერისი უფლის მოყვარულთა ნეტარებისათვის, გონიერი და უხილავი არსებანი, ყოველმხრივ შემკობილნი და ჩვენს გონებაზე იმდენად აღმატებულნი, რომ მათთვის სახელების გამოგონებაც კი ვერ შევძელით. ისინი, როგორც ამას პავლე მოციქულიც გვასწავლის, უხილავი სამყაროს ყოფიერებას აღავსებენ: რამეთუ "მის მიერ დაებადა ყოველივე, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი" (კოლ. 1:16), გინა თუ ანგელოზთა მჴედრობანი, გინა თუ მთავარანგელოზთა წესთმთავრობანი; ხოლო როცა უკვე არსებულისათვის ამ სამყაროს მიმატებაც საჭირო გახდა, რომელიც პირველ რიგში კაცთა სულისათვის სასწავლო-სააღმზრდელო ადგილს, ხოლო მერე საერთოდ ყოველთა, რაც შობასა და ხრწნას ემორჩილება, სამყოფელს წარმოადგენს, მაშინ წარმოიშვა სამყაროსა და მისთა მკვიდრთა, ცხოველთა და მცენარეთა შემსგავსებული მოძრაობა დროისა, რომელიც მარადის ჩქარობს, მიისწრაფვის და არასოდეს მდინარებას არ წყვეტს.
დრო ხომ ასეთია: წარსული გაქრა, მომავალი ჯერ არ დამდგარა, ხოლო აწმყო, ჩვენს შეგრძნებას მანამდე გაურბის, ვიდრე მის შეცნობას მოვასწრებდეთ. ასეთია ბუნება დაბადებულისა, ის აუცილებლად ან იზრდება, ან იხრწნება, ასე რომ მყარი და მტკიცე არაფერი აქვს. ამიტომაც ცხოველთა და მცენარეთა სხეულებს, რომელნიც აუცილებლობით თითქოსდა რაღაც დინებასთან არიან შეერთებულნი და მოძრაობისას დაბადებისაკენ ან კიდევ გახრწნისაკენ მიისწრაფვიან, დროის ბუნებაში ჩაკეტვა შვენის, დროისა, რომელმაც ცვალებადი საგნების მონათესავე თვისებები შეიძინა.
აქედან გამომდინარე, მან, ვინც ჩვენ სამყაროს დაბადება სიბრძნით გვასწავლა, თავის სიტყვას ჯეროვნად დაამატა და თქვა: დასაბამად ქმნა, ანუ ამ დასაბამში, დასაბამში დროისა. დასაბამად იქმნა სამყაროო – ამას იმის დასამოწმებლად კი არ ამბობს, რომ იგი ყოველთა დაბადებულთა უწინარეს დაიბადა, არამედ უხილავთა და გონებით განსაჭვრეტთა შემდეგ ამ ხილულთა და გრძნობისათვის მისაწვდომ საგანთა დასაბამზე გვესაუბრება.
დასაბამად იწოდება პირველი მოძრაობაც, როგორც მაგალითად: დასაბამი გზისა კეთილისა – საქმე სიმართლისა (იგავ. 16:5), რადგანაც ნეტარი ცხოვრებისაკენ პირველ რიგში მართალ საქმეებს მივყავართ. დასაბამად იწოდება ასევე ისიც, საიდანაც რაიმე იწყება, მაგალითად: საძირკველი სახლისა და წყალქვეშა ნაწილი ხომალდისათვის. ამ აზრითაა ნათქვამი: "დასაბამი სიბრძნისა – შიში უფლისა" (იგავ. 1:7), რადგანაც ღმრთისმოშიშობა სრულყოფილების საყრდენი და საფუძველია. ასევე ხელოვნების ქმნილებათა დასაბამი ხელოვნებაა, მაგალითად, როგორც სიბრძნე ბესელიელისა დასაბამ იქმნა კარვის შემკობისა, ზნეობრივ საქციელთა დასაბამი ხშირად საქმეთა კეთილი ბოლოა. მაგალითად, მოწყალების დასაბამი ღმრთის კეთილმოწყალების მოპოვებაა, ხოლო ყოველი ქველმოქმედებისა – ჩვენთვის აღთქმული დასასრული.
6. რადგანაც დასაბამს ამდენი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება თუ არა მას ამ შემთხვევაში ყველა მნიშვნელობა მივუსადაგოთ? შენ შეგიძლია შეიტყო ჟამი, როცა სამყაროს შექმნა დაიწყო, თუ აწმყოდან წარსულში გააბიჯებ და ჯაფას გასწევ, რათა სამყაროს დაბადების პირველი დღე იპოვნო. ამგვარად იპოვნი ჟამს პირველი მოძრაობისა, შემდეგ შეიცნობ, რომ ცა და დედამიწა, როგორც რაღაც საფუძველი და საყრდენი, ყოველივეს ისე დაედო, ხოლო შემდეგ, რომ არის ხელოვანი სიტყვა, დასაბამი ხილულთა შემკობისა, როგორც შენ ამას თვითონ სიტყვა დასაბამი გაჩვენებს. შეიცნობ აგრეთვე, რომ ეს სოფელი არცა ფუჭად და არცა ამაოდ, არამედ რაღაც სასარგებლო დასასრულისა და არსებულთა დიდი საჭიროებისათვის შეიქმნა, თუკი იგი მართლაც გონიერი სულების დასამოძღვრი და ღმრთის შემეცნების მასწავლებელია და ხილულთა და გრძნობადთა მეშვეობით გონებას უხილავთა ჭვრეტისათვის ხელმძღვანელობს, როგორც მოციქული ამბობს: რამეთუ "უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთა ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების" (რომ. 1:20).
ან იქნებ, რადგან შესაქმე წამიერია და უჟამო, იმიტომაც ითქვა: დასაბამად ქმნა. იგი ხომ შეუდგენელია და გაუგრძელებელი. ისევე, როგორც დასაწყისი გზისა ჯერ კიდევ არაა გზა, ხოლო დასაწყისი სახლისა – თვითონ სახლი, ასევე დასაბამი დროისა არათუ თვითონ დრო, არამედ თვით მისი უმცირესი ნაწილიც კი არაა. უკეთუ ვინმე კამათის მოყვარული დასაწყისს დროს უწოდებს, დაე იცოდეს, რომ ამით მას დროის ნაწილებად ჰყოფს, რომლებიც შემდეგია: დასაწყისი, შუა და დასასრული, მაგრამ დასაწყისის მოგონება დასაბამისათვის ფრიად სასაცილოა. ვინც დასაწყისს ორად ჰყოფს, ერთის ნაცვლად ორ დასაწყისს ან უფრო სწორად, მრავალსა და ურიცხვ დასაწყისს იღებს, რადგანაც ყოველთა ცალკეული ნაწილის ახალ ნაწილებად დაყოფა დაუსრულებლად შეიძლება.
ამგვარად, რათა ჩვენ ერთად მოვიაზროთ ის, რომ სამყარო ღმრთის ნებით უჟამოდ შეიქმნა, ნათქვამია: დასაბამად ქმნა. ზოგიერთმა მთარგმნელმა (1) აზრი უფრო ცხადად გადმოსცა და თქვა: "ერთად დაჰბადა ღმერთმან", ე.ი. მსწრაფლ და მყის.
7. ხელოვნებათაგან ზოგი შემქმნელად იწოდება, ზოგი მოქმედად და ზოგიც კიდევ მჭვრეტელობითად. მჭვრეტლობითი ხელოვნების ბოლო თვითონ გონების მოქმედებაა, მოქმედ ხელოვნებათა – სხეულის მოძრაობა, რომლის შეწყვეტის შემდეგაც უკვე აღარაფერი აღარ არის და მაყურებელთათვისაც აღარაფერი აღარ რჩება. ასე მაგალითად, ცეკვასა და სალამურზე დაკვრისას მოქმედება მოქმედებასავე შინა მთავრდება, ხოლო შემქმნელ ხელოვნებათა საქმენი მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც საჩინონია, როგორც მაგალითად, კალატოზთა, დურგალთა, მჭედელთა, მქსოველთა და სხვათა ამგვართა. თუმცა ამ დროს ხელოვანნი მათთან აღარ არიან, მაგრამ თავად საქმენი ავტორთა შემოქმედებით ნიჭს საკმარისად წარმოაჩენენ და კალატოზი, მჭედელი თუ მქსოველი, თავ-თავიანთი ქმნილებებით შენს გაოცებას იწვევენ. ამიტომ რათა ეჩვენებინა, რომ სამყარო მხატვრული ქმნილებაა, რომლის ჭვრეტაც ყველას შეუძლია და რომლის მეშვეობითაც შემოქმედის სიბრძნეც შეიცნობა, მის შესახებ ბრძენმა მოსემ სხვა რამ სიტყვა კი არ გამოიყენა, არამედ თქვა: "დასაბამად ქმნა", არა გააკეთა, არა აღმართა, არამედ ქმნა.
რამდენადაც მრავალნი იმათგან, რომელთა წარმოდგენითაც სამყაროც ღმერთთან ერთად მარადიულად თანაარსებობს, ფიქრობენ, რომ იგი ღმრთისაგან კი არ შეიქმნა, არამედ ვითარცა ანარეკლი მისი ძლიერებისა, თავისით წარმოიშვა, და აქედან გამომდიანრე, თუმცაღა მის მიზეზად ღმერთს აღაირებენ, მაგრამ უნებლიე მიზეზად, როგორც მაგალითად, ჩრდილის მიზეზი სხეულია, ხოლო ბრწყინვალებისა – ნათელი, ამიტომაც წინასწარმეტყველმა ეს ცრუ აზრი გაასწორა, და გამოიყენა რა განსაკუთრებით ზუსტი სიტყვა, თქვა: დასაბამად ქმნა ღმერთმან. ე.ი. ღმერთი არა მხოლოდ მიზეზია ყოფიერებისა, არამედ მან შექმნა კიდეც იგი ვითარცა სახიერმა – სასარგებლო, ბრძენმა – უმშვენიერესი და ძლიერმა – უდიდესი. წინასწარმეტყველმა გიჩვენა შენ ყოველთა ბუნებაზე აღმატებული ხელოვანი მისი, ვინც ცალკეული ნაწილები ერთმანეთთან შეაერთა და თავისი თავის შესაფერისი, შეთანხმებული და ჰარმონიული მთელი შექმნა.
"დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა". მიანიჭა რა უხუცესი დაბადება, ხოლო დედამიწაზე თქვა რა, რომ იგი არსით მეორეა, სამყაროს არსი ორი უკიდურესობით ცხადყო. უეჭველია, რომ ყოველივე, რაც მათ შორისაა, ამ საზღვრებთან ერთად დაიბადა. თუმცა ცეცხლის, წყლისა და ჰაერის სტიქიებზე არაფერია ნათქვამი, შენ შენი გონებით მოიაზრე, რომ პირველ რიგში ყოველივე ყოველივეშია აღრეული და რომ მიწაში წყალსაც იპოვი, ჰაერსაც და ცეცხლსაც; ცეცხლი ქვისგანაც ჩნდება და რკინისგანაც, რომელიც მიწისგან იბადება და რომელთა ერთმანეთზე დაკვესებით უშრეტი ცეცხლი გამობრწყინდება.
გაკვირვების ღირსია, როგორც იფარება სხეულებში უვნებლად ცეცხლი, მაშინ, როცა, როგორც კი გარეთ გამოიხმობა, მყისვე ანადგურებს იმ სხეულებს, რომელნიც მანამდე ინახავდნენ. იმას, რომ წყლის ბუნება მიწაშიცაა, ჭის მთხრელნი გვიჩვენებენ, ხოლო მასში ჰაერის ბუნების არსებობას მოწმობს ორთქლი, რომელიც ნესტიანი მიწიდან მზის სიმხურვალის წყალობით ამოდის. შემდეგ: რადგანაც ბუნებით ზეცას მაღალი ადგილი უპყრია, დედამიწას კი – უდაბლესი, რის გამოც მსუბუქნი ზეცისაკენ აღმაღლდებიან, ხოლო მძიმენი მიწისაკენ მიდრკებიან, ამასთან, ზე და ქვე ერთმანეთის წინააღმდგომნი არიან, ვინც ბუნებით ერთმანეთისგან ასე ფრიად დაშორებულნი მოიხსენა, რა თქმა უნდა, მათ შორის აღმავსებელნიც იგულისხმა, ამიტომ თითოეულ სტიქიაზე თხრობას ნუკი ეძებ, არამედ ის რაზეც დუმან, განცხადებულით მოიაზრე.
8. დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა. არსებულთაგან თითოეულის არსის გამოკვლევას, რომელნიც ან ჩვენი გონებით განიჭვრიტებიან, ან კიდევ ჩვენს შეგძნებებს ემორჩილებიან, გრძელი და ფრიად სიტყვამრავალი თხრობისაკენ მივყავართ; და თუ ამ პრობლემის განხილვას მოვისურვებთ, უფრო მეტი სიტყვა დაგვეხარჯება, ვიდრე სხვა დანარჩენ საკვლევ საკითხთაგან თითოეულზე მსჯელობას დასჭირდებოდა. გარდა ამისა, ამგვარი საგნებისათვის მოცლა ვერც ეკლესიის დარიგებას გაუწევს რაიმე სამსახურს. არამედ ზეცის არსზე ესაიასაგან თქმული ვიკმაროთ, რომელმაც მის ბუნებაზე ჩვენთვის საკმარისი წარმოდგენა მარტივი სიტყვებით მოგვცა, როცა თქვა: "ცაჲ ვითარცა კუამლი დაემყარა" (ეს. 5:6), ანუ ნივთიერება, რომლისგანაც ცაა აგებული, ბუნებით თხელი, არამყარი და არა უხეშია. ასევე საკმარისია ჩვენთვის ის, რაც ესაიამ ღმრთის დიდებისმეტყველებისას მის ფორმაზე თქვა: "რომელმან გარდაართხა ცაჲ ვითარცა კამარაჲ" (ეს. 40:22).
მსგავსად შეიძლება ვიმსჯელოთ დედამიწის შესახებაც; ზედმეტი ცნობისმოყვარეობა მისი არსის მიმართ, კერძოდ, თუ რა არის იგი, არ გამოვიჩინოთ, გონებას მისი საფუძვლის გამოკვლევისათვის ძალა არ დავატანოთ და არ მოვძებნოთ რაგვარობას მოკლებული რაღაც ბუნება, რომელიც თავისთავად აღებული უთვისებო იქნება, არამედ კარგად გვახსოვდეს, რომ დედამიწის ყველა თვისება, რომელსაც კი ვხედავთ, მისი არსის დამამტკიცებლად და აღმავსებლად შეიქმნა. მცდელობა იმისა, რომ დედამიწისაგან ყოველი მისი თვისება გამოაცალკევო, არავითარ შედეგამდე არ მიგიყვანს; თუ მას სიშავეს, სიცივეს, სიმძიმეს, სიმტკიცესა და იმ თვისებებს, რომელნიც გემოთი იხილვებიან, ან კიდევ რაღაც სხვებს, რომელთაც მასში ვხედავთ, მოვაკლებთ, საფუძვლად აღარაფერი დაგვრჩება. ამიტომაც გირჩევ, დათმობ რა ყოველივე ამას, ნურც იმას გამოიძიებ, რაზე დგას იგი. ამგვარი ძიებისას თავბრუ დაგეხვევა, რადგან გონება უეჭველად ზღვარს ვერ იპოვნის.
თუკი იტყვი, რომ სივრცეს მიწისას საფუძვლად ჰაერი უდევს, გაგაოცებს – ლბილი, თხელი და ფრიად მსუბუქი ბუნება როგორ იდებს თავს ესოდენი სიმძიმე იტვირთოს, მისი დაწოლისაგან თავის დასაღწევად ყოველ მხარეს არ განიბნინოს და მარადის მისი შემვიწროვებლის ზევით არ ამოიღვაროს. და კიდევ: უკეთუ დედამიწის ქვეშ წყალს წარმოიდგენ, ასევე უნდა იკითხო, როგორ არ იძირება წყალში სიმძიმე და სიმყარე და როგორ შეუძლია უუძლურეს ბუნებას მასზე სიმძიმით აგრერიგად აღმატებული იტვირთოს; უფრო მეტიც, წყლის საყრდენიც უნდა გამოიძიო და კვლავ საგონებელში ჩავარდნილმა იკითხო, რა სიმტკიცეზე ან სიმყარეზე დგას მისი ფსკერი.
9. თუ წარმოიდგენ, რომ დედამიწას მასზე უფრო მძიმე რომელიღაცა სხვა სხეული უშლის ხელს ქვემოთ დაქანებაში, მის შესახებაც ასევე უნდა განსაჯო, რადგან მასაც დასჭირდება რაღაც მტკიცე საყრდენი, რათა არ ჩავარდეს: კიდევაც რომ შევძლოთ და მისთვის რაიმე საყრდენი მოვიფიქროთ, ჩვენმა გონებამ მისთვისაც იგივე უნდა მოიძიოს და ასე ჩავვარდებით დაუსრულებელ ძიებაში, რადგან ყოველი ახლად ნაპოვნი საყრდენისათვის კვლავ ახლის მოფიქრება დაგვჭირდება. და რაც უფრო შორს წავალთ ამ გზაზე გონებით, მით უფრო იძულებულნი გავხდებით მოვიფიქროთ დიდი საყრდენი ძალა, რომელსაც შეეძლება ყოველივე ერთად აღებული, რაც აწევს, დაიჭიროს.
ამიტომ გონებას შენსას საზღვარი დაუდევი, რათა შენი ცნობისმოყვარეობისათვის, რომლის გამოც მიუწვდომელის გამოკვლევას ცდილობ, იობის სიტყვა შენც არ შეგეხოს და შენთვისაც არ აღმოჩნდეს დასმული მისი კითხვა: ანუ რასა ზედა კარშიკნი (2) მისნი დამსჭუალულ არიან? (იობ. 38:6). და თუ ოდესმე ფსალმუნში მოისმენ: "მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი" (ფს. 74:4), გულისხმაჰყავ, რომ სვეტებად ის ძალა იწოდება, რომელიც დედამიწას იჭერს. რადგან სიტყვები "ზღვათა ზედა დააფუძნა იგი" (ფს. 23:2), რას ნიშნავს, თუ არა იმას, რომ დედამიწა ირგვლივ წყლის ბუნებითაა გარემოცული; როგორ ხდება, რომ მდინარე წყალი, რომელიც ფერდობზე ჩვეულებრივ ქვემოთ მიექანება, დაკიდებული რჩება და არსად არ ჩაედინება?
ხოლო შენ იმასაც კი არ განსჯი, რომ გონებას იმავე ან კიდევ უფრო დიდ სიძნელეს თვითონ დედამიწა უქმნის, რომელიც, თუმცა, კიდევ უფრო მძიმეა ბუნებით, თავისთავზეა დაკიდებული; მაგრამ მიუხედავად იმისა, რას ვიტყვით, იმას, რომ დედამიწა თავისთავზე დაკიდებული, თუ იმას, რომ იგი წყალს ეყრდნობა, საჭიროა ღმრთის სათნო მსჯელობას არ დავცილდეთ და ვაღიაროთ, რომ ყოველივეს ერთად აღებულს შემოქმედის ძალა იჭერს. ამიტომ საკუთარ თავსაც და იმათაც, რომელნიც შეგვეკითხებიან, რას ეყრდნობა ეს უზარმაზარი და აუწონავი სიმძიმე მიწისა, უნდა ვუპასუხოთ: "ჴელსა შინა ღმრთისას არიან კიდენი ქუეყანისანი" (ფს. 94:4). ეს აზრი ჩვენთვისაც ყველაზე უსაფრთხოა და მსმენელთათვისაც ყველაზე სასარგებლო.
10. ბუნების ზოგიერთი მკვლევარის მახვილგონივრული მტკიცებით, დედამიწა უძრავია უკვე შემდეგი მიზეზითაც: რამდენადაც მას სამყაროში შუა ადგილი უჭირავს და კიდეებიდან ყოველმხრივ თანაბრადაა დაშორებული, ამდენად არც რაიმე მიზეზი აქვს, რომ რომელიმე მხარეს უფრო მეტად მიდრკეს. რჩება რა იგი იძულებით თავის მდგომარეობაში, რაიმესაკენ მის მოძრაობას ირგვლივ არსებული ეს თანაბრობა შეუძლებელს ხდის. შუა ადგილი დედამიწას არც ხვედრით რგებია და არც შემთხვევითობით, არამედ იგი მის ბუნებრივსა და აუცილებელ მდგომარეობას წარმოადგენს, ისინი ამბობენ, რომ რადგანაც ზეცის სხეულს უკიდურესად მაღალი ადგილი უჭირავს, ყველა სიმძიმე, რომელიც კი შეიძლება ზესკნელიდან ჩამოვარდეს, ყოველი მხრიდან შუა ადგილისაკენ უნდა მიისწრაფვოდეს, ხოლო საითაც ნაწილები მიისწრაფვიან, ცხადია, რომ მთელიც იქ შეიკრიბება (მიიზიდება). თუ ქვები, ხეები და საერთოდ ყოველივე, რაც მიწისაგანაა, ქვემოთ მიისწრაფვის, მაშინ ეს მდგომარეობა დამახასიათებელი და შესაფერისი იქნება დედამიწისთვისაც; ხოლო უკეთუ, რაიმე მსუბუქთაგანი შუა ადგილიდან დაიძვრება, ცხადია, რომ იგი ზეცისაკენ წარემართება. ამიტომაც ქვემოთ სწრაფვა მძიმე სხეულისთვისაა დამახასიათებელი, სიტყვა "ქვემოთ" კი მსჯელობით "შუად" წარმოჩნდება. ამდენად ნუ გიკვირს, რომ უჭირავს რა მისთვის ბუნებრივი შუა ადგილი, დედამიწა არსად არ ვარდება, რადგან აუცილებლობით იგი ან თავის ადგილას უნდა დარჩეს, ან კიდევ თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ ამოძრავდეს და საკუთარი საფუძვლიდან მოწყდეს. თუკი იქედან, რაც აქამდე ვთქვით, რაიმე დამაჯერებელი მოგეჩვენება, შენი გაოცება ღმრთის სიბრძნისაკენ წარმართე, ვინც ყოველივე ასე მოაწყო, რადგანაც გაოცება დიდთა საქმეთა წინაშე, იმ საშუალების პოვნით, რომლითაც რაღაც უჩვეულო წარმოიშვა, არ მცირდება, ხოლო თუ ვერ იპოვნი, გონების საბუთებზე უფრო მტკიცე რწმენის უბრალოება უნდა იყოს.
11. იმავეს ვიტყვით ზეცის შესახებაც, რადგან ამა სოფლის ბრძენთა მრავალფეროვანი მსჯელობანი მის ბუნებაზეც შემოგვთავაზეს. ზოგი ამბობდა, რომ ვითარცა შესახებელი და ხილული, იგი ოთხი სტიქიონისგანაა შედგენილი, რადგან მიწას სიმყარით ეზიარება, ცეცხლს – სახილველობით, ხოლო დანარჩენებს იმით, რომ ნაზავია. სხვები ამ შეხედულებას, როგორც დაუჯერებელს, უარყოფენ და ზეცის აგებულებაში რაღაც მეხუთე სხეულებრივი ბუნება შემოაქვთ, რომელიც თვითნებურად თვითონვე გამოიგონეს (3). ეს რაღაც მათთან ეთერული ნივთიერებაა, რომელიც, როგორც ამბობენ, არც ცეცხლია, არც ჰაერი, არც მიწა, არც წყალი და არც საერთოდ რაიმე მარტივთაგანი, რადგან მარტივთათვის პირდაპირი მოძრაობაა დამახასიათებელი. მსუბუქნი აღმართ, ხოლო მძიმენი დაღმართ მიისწრაფვიან. ეს სხეული არც ზევითკენ მოძრაობს და არც ქვევითკენ, არამედ წრიულად ბრუნავს, სწორხაზოვანი მოძრაობა კი საერთოდ ფრიად განსხვავდება წრიული ბრუნვისაგან.
სხეულები, რომელნიც ერთმანეთისაგან ბუნებრივი მოძრაობით განსხვავდებიან, მათი მსჯელობით, აუცილებლად უნდა განსხვავდებოდნენ არსითაც. ჩვენ არც იმის ვარაუდი გვმართებს, რომ ზეცა იმ მარტივი სხეულებისგანაა აგებული, რომელთაც ჩვენ სტიქიებს ვუწოდებთ. სხვადასხვა სხეულისაგან აგებულს არ შეუძლია ჰქონდეს თანაბარი და თავისუფალი მოძრაობა, რადგან რთულში შემავალ ყოველ მარტივ სხეულს ბუნებით სხვადასხვა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სწრაფვა აქვს. ამიტომაც, ჯერ ერთი, რთულ სხეულებს განუწყვეტელი მოძრაობა უჭირთ, რადგან ერთ რომელიმე მოძრაობას არ შეუძლია თანაზომიერი და მეგობრული იყოს სხვა საწინააღმდეგო მოძრაობებისა;
პირიქით, მსუბუქისთვის შესაფერისი მოძრაობა მტრულია ყველაზე მძიმე სხეულის მოძრაობისა. რაჟამს ზეაღმართ მივისწრაფვით, გვამძიმებს ის, რაც ჩვენში მიწისაგანია, ხოლო როცა დაღმართ მივექანებით, ცეცხლისაგან ვაიძულებთ თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ ქვევითკენ იმოძრაოს. ასე რომ, რღვევის მიზეზს სტიქიათა სხვადასხვა მხარეს სწრაფვა წარმოადგენს; რადგან ის, რაც იძულებითია და ბუნების საწინააღმდეგო, მხოლოდ მცირე ხნით შეიძლება იქნეს შენარჩუნებული, ისიც ძალით და გაჭირვებით, ხოლო შემდეგ მყის იშლება შემადგენელ ნაწილებად, დაუბრუნდება რა თავის ადგილს შეერთებულთაგან ყოველი.
აუცილებლობით გამოტანილმა ამ დასკვნამ, როგორც ამბობენ, ადრინდელი შეხედულებანი უნდა უარყონ და თავიანთი ვარაუდი წარმოადგინონ იმათ, რომელთაც ზეცისა და ვარსკვლავების წარმოშობას საფუძვლად მეხუთე სხეულებრივი ბუნება დაუდეს. მაგრამ აღდგება რა მათ წინააღმდეგ დამაჯერებელ სიტყვაში დახელოვნებულთაგან ვინმე სხვა, ამას ყოველივეს დაშლის და დაარღვევს და მის ნაცვლად თავის შეხედულებას შემოიტანს. თუ ჩვენც ახლა ამდაგვარ ვარაუდებზე დავიწყებთ საუბარს, მათივე მსგავსი მოლაყბენი აღმოვჩნდებით.
ვაცალოთ, რომ მათ ერთმანეთი დაამხონ, ხოლო ჩვენ არსზე მსჯელობას ნუკი გავმართავთ, არამედ დავუჯეროთ მოსეს, რომ ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა და ვადიდოთ უდიდესი ხელოვანი, ვინც სამყარო სიბრძნითა და ოსტატობით შექმნა; ხილულთა სილამაზიდან გულისხმავყოთ ის, ვინც სილამაზით ყველას აღემატება და ამ შეგრძნებადი და გარეშემოწერილი სხეულების სიდიადით დაუსრულებელი, ყოველგვარ სიდიადესა და თავისი ძალის მრავალფეროვნებით ყოველგვარ გონებაზე აღმატებული მოვიაზროთ.
თუმცა დაბადებულთა ბუნება არ ვიცით, მაგრამ ისიც კი, რაც ჩვენი შეგრძნებებით განიცდება, იმდენად გასაოცარია, რომ თვით ყველაზე ბრძენი გონებაც უძლურია სამყაროს თუნდაც უმცირესი ნაწილი ისე განმარტოს, როგორც საჭიროა და ღირსეული ქება შესწიროს დამბადებელს, რომლისა არს ყოველი დიდება, პატივი და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
_______________________
შენიშვნები:
1. სავარაუდოდ, წმ. ბასილის მხედველობაში ჰქონდა აკვილას თარგმანი, რომლის მიხედვითაც იკითხება: Εv κεφαλαιω εποιηοε υ Θεος τον σρανον και την γην.
2. დედანში, ისევე, როგორც სამოცდაათთა თარგმანში გვაქვს: οι κρικοι საკუთრივ – რგოლი, რკალი, ბეჭედი; აკილასთან და თეოდოტიონთან კი, αι βασεις საფუძვლები, – რაც ებრაულ დედანთან უფრო ახლოსაა.
3. წინამდებარე აზრი ეკუთვნის პლატონს, ხოლო ბოლო არისტოტელეს.
(წყარო: წმიდა ბასილი დიდი – ჰომილიები ექვსი დღისათვის. 1 // http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=521).
წყაროები:
1. Священное писание Ветхого Завета : Курс лекций / Свящ. Геннадий Егоров ; Православный Свято-Тихоновский гуманитарный ун-т, Фак. доп. образования, Каф. теологии. - 3-е изд., испр. и доп. - Москва : Изд-во ПСТГУ, 2011. // https://azbyka.ru/otechnik/Gennadij-Egorov/svjashennoe-pisanie-vethogo-zaveta/#source
2. Книга Бытия: содержание и толкование первой книги Библии // https://pravoslavie.wiki/kniga-bytiya-soderzhanie-i-tolkovanie-pervoj-knigi-biblii.html
პუბლიკაცია თარგმნილია და გამოსაქვეყნებლად მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ. 2025 წ.