Перейти к контенту

საუბრები ბიბლიაზე - რაშია ათეიზმის მიზეზი, რატომ უარყოფს ღმერთს ზოგიერთი ადამიანი? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
რაშია ათეიზმის მიზეზი, რატომ უარყოფს ღმერთს ზოგიერთი ადამიანი?
წმ. დავით ფსალმუნთმგალობელი
"თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და ბილწ იქმნენ იგინი უსჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ქმნნა სიტკბოებაჲ"

(ფსალმ. 13:1).


 
მიაჩნიათ, რმო ეს სიტყვები დაწერა დავითმა საულის და მის მომხრეთა წინააღმდეგ. დავითს უსაფუძვლოდ როდი შეეძლო ასე მიეჩნია, რადგან ეს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში დრტვინავდნენ მის წინააღმდეგ, ხოლო თავისი დღეების ბოლოს საული იქამდე დაეცა, რომ მკითხავს მიმართა. ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე, რომ მას ღმრთისა და მისი განგებულებისა არ სწამს და არსებითად უღმრთო გახდა, თუმცა, გარეგნულა, აღიარებდა უფალს.
 
ათეიზმი ახალი მოვლენა როდია, ეს არის ადამიანთა მდგომარეობა, რომელიც ცნობილია ჯერ კიდევ ძველაღთქმისეული დროიდან. მაგრამ, თანამედროვე შეხედულებისგან განსხვავებით, როდესაც ათეიზმი მეცნიერულად იწოდა, ხოლო ადამიანები, ვინც ეს გზა აირჩია, ბრძენებად მიიჩნეოდნენ, წმიდა წერილი მოკლედ, მაგრამ მოცულობითად უწოდებს მათ უგუნურებს.
 
უნდა გვესმოდეს, რომ ამ ფსალმუნში დავითმა უგუნური უწოდა არა გონებაწართმეულ ადამიანს, გიჟს ან ჭკუანაკლულს. სიტყვა "უგუნური" წმიდა წერილის ენაზე ნიშნავს უკეთურს, ამასთან, მიწიერი საზომებით, ეს ადამიანი შეიძლება ერში ძალიან ჭკვიან ადამიანადაც მიაჩნდეთ.
 
შეიძლება ვინმეს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ ღმერთის არსებობას მრავალი უარყოფს არა უმეცრების გამო, არამედ იმიტომ, რომ არ აწყობთ მისი არსებობა.
 
რატომ შეიძლება ზოგიერთ ადამიანს არ აწყობდეს ღმერთის არსებობა?
 
ეს სრულიად გასაგებია. რადგან, ღმერთის არსებობის აღიარების შემთხვევაში, აუცილებელი იქნება მისი სიტყვის, მისი მცნებების და მასთან დაკავშირებული ყოველი ნიუანსის აღიარებაც. ეს კი ნიშნავს, რომ საჭირო გახდება საკუთარი ცხოვრების შეცვლა, მისი გადაწყობა ღმრთის სიტყვის შესაბამისად. მაგრამ ყველას როდი სურს შეცვალოს გახრწნილებისა და გარყვნილების გზა უფლის მიმდევრობის გზად შეცვალოს, და ამიტომაც იძულებულია თქვას, რომ ღმერთი არ არსებობს. ამ სიტყვებით ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ამშვიდებს თავის გადაგვარებულ სინდისს.
 
ამრიგად, უკეთურება, ან კიდევ, როგორც მას უწოდებენ, გონების გახრწნილება გახლავთ სიტყვების მიზეზი: "არა არს ღმერთი". მაგრამ ამ სიტყვებს თავისი შედეგები მოაქვთ.
 
შემდეგ დავითი წერს: "განირყუნნეს და ბილწ იქმნენ იგინი უსჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ქმნნა სიტკბოებაჲ" (ახ. ქართ.: "გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი"). ამრიგად, თუკი გონების გახრწნა, ნაკლებად შესამჩნევი გარშემომყოფთათვის, ათეიზმის მიზეზია, ღმრთის უარყოფას შედეგად ცხოვრების გარყვნილება მოაქვს.
 
ათეისტი ცდილობს თავისი სიტყვების დამტკიცებას, მაგრამ, ყველაფერი, რასაც კი ის არგუმენტად იყენებს, უფრო სიგიჟეს წააგავს და ეხმიანება იმას, რომ ადამიანი თითქოსდა წარმოიშვა მაიმუნიგან, ხოლო სამყარო - დიდი აფეთქებისგან. როდესაც ადამიანი ამაზეც არ ჩერდება, მაშინ ის, თუმც საღ აზრზეა და ნათელი მეხსიერება აქვს, იწყებს მტკიცებას, რომ თეთრი შავია, შავი კი - თეთრი. აი ამ ეტაპზე ადამიანის უგუნურება სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. როგორც, მაგალითად, ჩვენს თანამედროვეობაში მამაკაცს შეუძლია ამტკიცოს, რომ ქალია, ხოლო ქალს - რომ კაცია, ან საერთოდ კატად თუ ცხვრად წარმოიდგინოს საკუთარი თავი. და ეცადეთ შეედავოთ მათ. ეს არის აშკარა მაგალითი უღმრთო უგუნურებისა, თუმცა გარეგნულად ადამიანი შეიძლება სრულიად გონიერი ჩანდეს, მაღალი თანამდებობაც ეკავოს და თავის უგუნურებას დიდი ტრიბუნებიდან ქადაგებდეს.
 
"თუ ღმერთი არ არის, ყველაფერი ნებადართულია", - ეს არის თევდორე მიქაელის ძე დოსტოევსკის ცნობილი ფრაზა და ის ყველაფერს ააშკარავებს. სწორედ ყველაფრის ნებადართულობის სურვილი, მოსურვება მისდიოს საკუთარი გარყვნილ ნებას, არ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, გახდა სწორედ ყველა დროის ცნობილი ათეისტის მიერ ღმერთის უარყოფის მიზეზი.
 
ვისაც გაინტერესებთ, წაიკითხეთ მათი ბიოგრაფია, და აუცილებლად ჰპოვებთ, რომ არა საპატიო უცოდინრობა ღმრთისა, არამედ სწორედ ღმერთის არსებობის პირადი, შეგნებული უარყოფა გახდა მათი ღმრთისმბრძოლობის უპირველესი მიზეზი.
 
ამრიგად, შეჯამების სახით ვიტყვით, რომ უკეთურება ან გონების გარყვნა, რასაც დავითი უგუნურებას უწოდებს, გახლავთ ღმერთის უარყოფის მიზეზი, ხოლო ამ უარყოფის შედეგად მოიწევა ადამიანის ნებისა და ცხოვრების გარყვნა, რაც უკვე აშკარა უგუნურებასა და გარყვნილებაში აისახება, როდესაც ადამიანი შავს თეთრს უწოდებს და ამართლებს ნებისმიერ უკეთურებას.
 
"თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და ბილწ იქმნენ იგინი უსჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ქმნნა სიტკბოებაჲ" (ფსალმ.. 13:1).
 
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან კითხვად რჩება ის, თუ როგორ არის შესაძლებელი გავლენა ვიქონიოთ ასეთ ადამიანებზე და გამოვასწოროთ ისინი, ვინც შეგნებულად უარყოფს ღმერთის არსებობას. მაგრამ ამის შესახებ ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც განვიხილავთ 52-ე ფსალმუნს, რომელიც ძალიან წააგავს მე-13-ს, რომელიც დღეს განვიხილეთ.


საიტი "აპოკალიფსისი".

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლურ წყაროებზე დაყრდნობით. 2025 წ.
Назад к содержимому