აპოკალიფსისი > ტოტალური კონტროლი
პროპაგანდის ლოგიკა, ანუ ახალი ამბები გრიმის გარეშე
ავტორი: ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების ექსპერტი.
პროპაგანდას აქვს თავისი ლოგიკა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მას ცვალოს მიზეზ-
შედეგობრივი კავშირები მისი შინაგანი მიზნებიდან გამომდინარე, რომლებსაც შესაძლოა რეალობასთან არაფერი ჰქონდეს საერთო. პროპაგანდა ომისა და მშვიდობის პირობებში სხვადასხვა მოდელებს იყენებს.
მშვიდობიანი მოვლენების ახალი ამბები ინარჩუნებენ ძალაუფლების იმ გადანაწილებას, რომელიც რეალურ მსოფლიოში არსებობს. დომინირებული ძალა ყოველთვის მიიღებს მისთვის შესაფერის გაშუქებას. პრეზიდენტს ყველა უსმენს, ხოლო დანარჩენი მონაწილეები, რომლებიც მაგიდას უსხედან, დუმან. ანუ დომინანტი პოლიტიკური მოთამაშე ყველაზე საუკეთესო პოზიციას იჭერს მოვლენის გაშუქების დროს. მის წინააღმდეგ პროტესტის გამომთქმელი მოქალაქეები ყოველთვის გამოიყურებიან შემთხვევით ბრბოდ, რომელიც ვერასოდეს შეასრულებს პრეზიდენტის ფუქნციას.
ყველაზე ცნობილი მოდელი, რომელსაც კონფლიქტის შემთხვევაში ამოქმედებენ, მუშაობს კონფლიქტის მონაწილეთა სახელების შეცვლით:გმირი, მტერი, მსხვერპლი. გმირი ებრძვის მტერს, რათა იხსნას მსხვერპლი. ყოველი მხარე ამ ფორმულაში სვამს თავის გმირის, რათა მტერს დარჩეს მტრის/ბოროტმოქმედის პოზიცია. სწორედ ასეთ შემთხვევაში ხდება ომი სამართლიანი. ნებისმიერი ხანგრძლივი ომი ითხოვს მხარდაჭერას შიდა ფრონტზე, ამიტომაც ეს ფორმულა ყოველთვის მოქმედებაშია.
პროპაგანდა, რომელიც მუშაობს ემოციურ რეაქციებთან, ბლოკავს რაციონალურ აზროვნებას. ემოციები გამოიწვევა თითქმის ავტომატურ საფუძველზე, რადგან ეს ადამიანის რეაგირების სხვა დონეა, სადაც აზროვნება არ მუშაობს. ემოციური რეაქციის ობიექტები მკაფიოდ არის ცნობილი პირველი მსოფლიო ომის დროიდან, როდესაც პროპაგანდამ პირველად მიიღო "ინდუსტრიული" ფორმები.
სიმბოლოები, რომლებსაც პროპაგანდა იყენებს, შეუძლებელია ჟღერდეს როგორც სიკეთე ან ბოროტება, როგორც სამოთხე ან ჯოჯოხეთი. ისინი ყოველთვის მიიღებენ უფრო კონკრეტულ ფორმებს. მაგალითად, ხრუშჩოვი აშენებდა კომუნიზმს, რომელიც ყველა პარამეტრებით სამოთხეს მოგაგონებდათ.
პირველმა მსოფლიო ომმა შემოიტანა მოწინააღმდეგის დემონიზაციის ინსტრუმენტი. მაგრამ ამისთვის მან უნდა შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მაგალითად, ძალადობა მოხუცთა, ქალთა და ბავშვთა წინააღმდეგ, რადგან სამხედროთა მოკვლა არ არის ისეთი მოქმედება, რომელსაც ეფექტი ექნება, მოწინააღმდეგის დემონიზაციისთვის საჭიროა ძალადობრივი მოქმედება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
გავიხსენოთ, რომ "ფაშისტები" ან "დამსჯელები", როგორც პერსონაჟები, უკვე მეორე მსოფლიო ომის დროიდან ახორციელებდნენ ძალადობრივ მოქმედებებს მოხუცების, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. ჩვენს დროში თუ გადმოვალთ იგივე სურათს მივიღებთ.
მაგალითად, დანიელ დონდურეი აფიქსირებს: "დღეისთვის ყველაზე მოთხოვნადი ცნება თუნდაც წლინახევრის წინ უბრალოდ არ გამოიყენებოდა - ის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მრავალი სიტუაციის ჩვეულებრივი დახასიათებისთვის. დავურბუნდეთ ყველაზე მკაფიო ფორმას - "ფაშისტები". რუსულ მორალურ და ფილოლოგიურ ტრადიციაში ეს არის აბსოლუტური ბოროტების განსაზღვრება. აქ არსებობს ზოგადნაციონალური და ზოგადკულტურული კონსენსუსი. ეს აღნიშვნა ნებისმიერ გინებაზე შეურაცმხყოფელია. ამიტომაც, როგორც ჩანს, სულაც არ არის შემთვევითი, რომ რუსეთის ყველა მთავარი ტელეარხიდან, რომელიც მოიცავენ მოსახლეობის 88%-ს, დღეში ათასჯერ გაისმის: "ნაციონალ-ფაშისტები", "ხუნტა", "ბანდეროველები", "ლიბერალ-ფაშისტები", "ფაშისტი ღორები კიევში" და სხვა. მსგავსი შეფასებითი ინტენსივობა არსებობდა მხოლოდ დიდი სამამულო ომის პერიოდში. ახლა კი "მოჰკალ ფაშისტი!" - აბსოლუტურად ბუნებრივი მოწოდება გახდა. რადიკალური შეხედულებების ეს დაპროექტებული გადატყორცნა 1941 წლიდან 2015-ში თავისი უხილავი შედეგებით ძალზედ საშიშია ".
პროპაგანდა ამ შემთხვევაში კარგავს რაციონალურ ლოგიკას და ღებულობს ემოციურ შეფერილობას. ის ნეგატიურად იკმაზება და იარლიყებს აკერებს თავის ოპონენტს, რომლის სინდისზე გადადის მთელი ნეგატიური წარსული, თუნდაც მას ამასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდეს. მაგალითად, ელცინის საპრეზიდენტო კამპანიის დროს კომპარტიის წარმომადგენელი, როგორც ოპონენტი, წარსდგებოდა იმგვარი ადამიანის სახით, რომელიც განიცდიდა დეპრესიას და საკვები პროდუქტების დეფიციტს. ამით ის ხდებოდა შიშის აქტივატორი, თუმცა, მასთან გააჩნდა საკმაოდ ირიბი, ზედაპირული დამოკიდებულება.
პროპაგანდის ლოგიკა ფიქტიურს აქცევს რეალურად. დღეს ცნობილი ხდება, რომ სამამულო ომის მრავალ გმირზე არსებული ცნობა, სულაც არ შეეფერებოდა იმ სინამდვილეს, როგორც ის მიეწოდებოდა მოსახლეობას. ამგვართ სიაში აღმოჩნდა მაგალითად 28 პანფილოველი გმირი, რომლებიც, როგორც 1948 წლის პროკურორის ცნობიდან ირკვევა, არც კი არსებულან, ცხადია, არ არსებულა მათი მითოლოგიური გმირობა.
ყველაფერი აღმოცენდა "კრასნაია ზვეზდას" ("Красная звезда") ცნობიდან, რომელიც აღწერდა რეალობაში არარსებულ გმირობას. ისინი იყვნენ მხოლოდ გაზეთში, შემდეგ გადაინაცვლეს ისტორიის სახელმძღვანელოებში, რეალობაში კი არასოდეს ყოფილან.
ისინი აღმოცენდნენ პროპაგანდისეული ჰეროიზაციის ტექნოლოგიით. ჟდანოვისადმი მიწერილ წერილში მთავარი სამხედრო პროკურორი აფანასიევი წერს, რომ ეს გახდა "კრასნაია ზვეზდას" რედაქტორის, ლიტერატურული მდივნისა და კორესპონდენტის გამონაგონის შედეგი, რომელიც შემდეგ თავის თხზულებებში გაიმეორეს მწერლებმა ნიკოლაი ტიხონოვმა, ვლადიმირ სტავსკიმ, ალექსანდრე ბეკამ, ნიკოლაი კუზნეცოვმა, ვლადიმირ ლიპკომ, მიხაილ სვეტლოვმა და სხვებმა.
ყურადღება მივაპყროთ ჯაჭვს, რომლის მიხედვითაც პროპაგანდა ქოქავს სიტუაციას: ფიზიკური მოვლენა (ნამდვილი ან გამოგონილი) - ეს არის ინფორმაციული მოვლენა, სადაც მოქმედებენ ჟურნალისტები; ეს არის მოვლენა, რომელშიც გამოყენებულნი არიან მწერლები და რეჟისორები. სტალინი თუ ლაპარაკობდა მწერლებზე, როგორც ადამიანურ სულთა ინჟინრებზე, ხრუშჩევი კიდევ უფრო ამარტივებდა სიტუაციას და მათ პარტიის მეავტომატეებს უწოდებდა.
დევიდ ელტეიდმა 1979 წელს წარმოადგეინა ფორმატების იდეა, რომელთა დახმარებითაც ხდება მოვლენის გარდაქმნა ახალ ამბად. ჟურნალ Scientific American-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ის განსაზღვრავს სამთავრობო დეზინფორმაციულ კამპანიას როგორც ასეთს, როდესაც მთავრობა კონკრეტული მიზნების მისაღწევად შეგნებულად აყალბებს ან ავრცელებს არაერთგვაროვან ინფორმაციას. მედიალოგიკის საკუთარ კონცეფციაში ის ამბობს: "ჩვენ წარვადგინეთ "მედიალოგიკა" 30 წლის წინათ, რათა აღგვეწერა, თუ როგორ მოქმედებს მედია, განსაკუთრებით ელექტრონული მედია, მისი გრამატიკა, ფორმატი და ა. შ., რათა მიიზიდოს აუდიტორია. საკვანძო მომენტი აქ მდგომარეობს იმაში, რომ გართობა და შიში უნდა გახდეს გართობის ბაზა არა მარტო მასობრივ კულტურასა და კინოში, არამედ საინფორმაციო გადაცემებშიც. პოლიტიკა და ოფიციალური პირები აღიარებენ იმას, რომ შიშზე დაყრდნობა, იმავე სურათების ჩართვით, რომლებიც შეიძლება კინოში ვნახოთ, საკმაოდ შედეგიანია".
სანიმუშოდ მას მოჰყავს ნორკოტიკების მიბმა ტერორიზმთან, რამაც გააჩინა სოციალური რეკლამაც, რომელშიც კონსტატირებულია: ნარკოტიკების ყიდვით, შენ მხარს უჭერ ტერორიზმს.
შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა თავიდან ავიცილოთ ასეთი პროპაგანდის ზემოქმედება, ის პასუხობს: "პროპაგანდა მოქმედებს ყველაზე. საერთო ჯამში შეიძლება მოვახდინოთ კონსტატირება, რომ რაც უფრო მედიაგანათლებულია ადამიანი (იცნობს მას, თუ როგორ მოქმედებს მედია), მით უფრო კრიტიკულია მისი აზროვნება და მით უფრო ნაკლებად ექვემდებარება იგი ამგვარ ზეგავლენას. ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ ფიქრისა და შეფასების მეტი შესაძლებლობა, გააჩნიათ დიდი წვდომადობა მედიის სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებზე, ნაკლებად ექცევიან პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ". თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეწინააღმდეგება ელიულის აზრს, რომელიც მიიჩნევდა, რომ, პირიქით, ადამიანი, რომელიც მიჩვეულია სხვადასხვა თვალსაზრისებს, უფრო ექვემდებარება ზეგავლენას.
ელტეიდს დაწერილი აქვს წიგნი შიშისა და კრიზისის შექმნის შესახებ (Altheide D.L. Creating fear. News and the creating of crisis. - New York, 2002) და ასევე მთელი რიგი სტატიები ამ თემაზე. წიგნში ის ხაზს უსვამს, რომ საშიშროება და რისკი თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ცენტრალური მახასიათებელია. ერთ-ერთ სტატიაში ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მსხვერპლი ყველგან გარს გვაკრავს, რომ შიშმა მთელს საზოგადოებაში შეაღწია. ელტეიდი აღნიშნავს, რომ არსებობს კიდევ ორი "სოციალური ფაქტი", რომლებზეც არსებობს სოციოლოგთა თანხმობა:
მასობრივ კულტურაში არსებული უამრავი ინფორმაცია და სურათი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან შიშთან, დანაშაულობასთან და ძალადობასთან.
ადამიანები სოციალურ ცხოვრებას აღიქვამენ როგორც ძალზედ საშიშს.
ყოველივე ამას მივყავართ იქამდე, რომ იქმნება რისკის საზოგადოება, რომელიც აგებულია პოლიტიკის, კონტროლისა და რისკების თავიდან აცილების ირგვლივ (Altheide D.L. a.o. Fear in the news: a discourse of control // The Sociological Quarterly. - 1999. - Vol. 40. - №3). ფორმატები არეგულირებენ ინფორმაციის შერჩევას, ორგანიზებას და პრეზენტაციას. ისინი იძლევიან იმას, თუ რა უნდა იქნეს განხილული, როგორ უნდა იქნეს განხილული ან როგორ არ უნდა განიხილონ იგი, და საერთოდ, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგალითად, ნარკოტიკები შეიძლება განხილულ იქნას როგორც დანაშაულობის პრობლემა და როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა.
მოსახლეობისადმი შიშის გრძნობის მიყიდვაზე ლაპარაკობენ ჯაკ რანსიერი (საფრანგეთი) და გლებ პავლოვსკი (რუსეთი) (Павловский Г. Гениальная власть! — М., 2011). შიშის ჩანერგვა აადვილებს სოციალურ მართვას.
რადგან დღევანდელი სახელმწიფო არ არის დასაქმებული არც განათლებით, არც მედიცინით, არც მეცნიერებით, არც კულტურით, უსაფრთოების შირმით ის მზად არის მოახდინოს ყოველივე ამის კომპენსირება, რითაც ამტკიცებს თავისი არსებობის საჭიროებას.
ელტეიდი პრობლემურ ფრეიმზე ლაპარაკობს როგორც ახალი ამბების მოწოდების ორგანიზებად პრინციპზე: ""პრობლემური მანქანა" მასმედიის სიმრავლეში იმყოფება. სატელევიზიო საინფორმაციო ფორმატები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მოკლე, დრამატულ, კონფლიქტურ, ვიზუალურად საინტერსო შეტყობინებებს, საჭიროებს მოვლენების, როგორც პრობლემის განხილვას. ამიტომაც პრობლემური ფრეიმი ვითარდებოდა ძალზედ სწრაფად, რაც საინფორმაციო ფორმატებისთვის მეტად დამახასიათებელია".
თავის დროზე შანტო აიენგარმა უკანასკნელი ცნობები დაჰყო ეპიზოდურ და თემატურ მომენტებად.
თემატური ახალი ამბები, ეპიზოდურისგან განსხვავებით, კონტექსტურად მოგვეწოდება. მათ არჩევენ ექსპერტები. შედეგად, მაგალითად,ეპიზოდურ ახალ ამბებში პასუხისმგებლობა სიღარიბისთვის გადააქვთ თვით ადამიანზე, ხოლო თემატურში - სახელმწიფოზე. მაგრამ რადგან თემატური ახალი ამბების მომზადება უფრო რთულია, ტელევიზიაში ჭარბობს ეპიზოდური ახალი ამბები, რითაც მრავალ საკითხში პასუხისმგებლობა ეკისრება არა სახელმწიფოს, არამედ თვით ადამიანს.
დანიელ დნოდურეი კონტენტის მწარმოებლებზე ამბობს: "ნდობის მოპოვება მთელი ტექნოლოგიაა. ეს არის ძალზედ ფაქიზი, სპეციალური და არაჩვეულებრივი სამუშაო. რუსეთის ტელევიზია, ჩემის აზრით, უფრო ძლიერია, ვიდრე საიდუმლო სამსახურები, არმია, გენშტაბი და ამ ქვეყნის ძალადობის ნებისმიერი აპარატი ერთად აღებული. ხალხზე ზემოქმედებისთვის, მილიონობით ადამიანის რეალურ მოქმედებაზე ზეგავლენის მოსახდენად მას ფასდაუდებელი მნიშვნელობა გააჩნია. ის კოლოსალურია, და რუსეთის ელიტების მისია ამ პლანში ჯერაც არაჯეროვნად არის შეფასებული".
ამ ინტერვიუში არის მეორე და საკმაოდ მნიშვნელოვანი ფრაზაც: "სინამდვილეში ის ადამიანები, რომლებიც ამზადებენ მასობრივ ცხოვრებისეულ წარმოდგენებს, ხალხში ნერგავენ მითოლოგიურ პროგრამებს, რომლებიც დაკავშირებულია ყოველდღიურობის შეგნებასთან, მაგალითად, როგორ გავიგოთ მალაიზიური ლაინერის ჩამოგდება. ეს არის რუსული მედიის უზარმაზარი, ძალზედ პროფესიული, ძალზედ რთული და არაჩვეულებრივად ეფექტური მუშაობა". ანუ ხდება გარკვეული ტიპის მოვლენებზე მოსახლეობის დამოკიდებულების მოდელირება.
ახალი ამბები ასევე ასახავენ მოცემულ საზოგადოებაში არსებულს წარმოდგენას მსოფლიოზე. რომელ მოვლენასაც გინდა აშუქებდნენ მასმედიის საშუალებით, ეკრანზე მაინც მსოფლიოს დომინირებული სურათი გადის. როდესაც ვუყურებთ უცხოურ ახალ ამბებს და ვთარგმნით მათ, მსოფლიოს სურათი სულ სხვა აღმოჩნდება. როდესაც ვიღებთ უცხოეთის ახალ ამბებს და ხელახლა ვაკეთებთ ტექსტს, მსოფლიოს სურათი მაინც შეთვისებული ვიზუალიზაციის პრიზმაში იჭრება, რომელიც აქცენტირებული იქნება მსოფლიოს უცხო სურათისთვის საჭირო მომენტებისთვის.
წყარო: osvita.mediasapiens.ua
სიმბოლოები, რომლებსაც პროპაგანდა იყენებს, შეუძლებელია ჟღერდეს როგორც სიკეთე ან ბოროტება, როგორც სამოთხე ან ჯოჯოხეთი. ისინი ყოველთვის მიიღებენ უფრო კონკრეტულ ფორმებს. მაგალითად, ხრუშჩოვი აშენებდა კომუნიზმს, რომელიც ყველა პარამეტრებით სამოთხეს მოგაგონებდათ.
პირველმა მსოფლიო ომმა შემოიტანა მოწინააღმდეგის დემონიზაციის ინსტრუმენტი. მაგრამ ამისთვის მან უნდა შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მაგალითად, ძალადობა მოხუცთა, ქალთა და ბავშვთა წინააღმდეგ, რადგან სამხედროთა მოკვლა არ არის ისეთი მოქმედება, რომელსაც ეფექტი ექნება, მოწინააღმდეგის დემონიზაციისთვის საჭიროა ძალადობრივი მოქმედება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
გავიხსენოთ, რომ "ფაშისტები" ან "დამსჯელები", როგორც პერსონაჟები, უკვე მეორე მსოფლიო ომის დროიდან ახორციელებდნენ ძალადობრივ მოქმედებებს მოხუცების, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. ჩვენს დროში თუ გადმოვალთ იგივე სურათს მივიღებთ.
მაგალითად, დანიელ დონდურეი აფიქსირებს: "დღეისთვის ყველაზე მოთხოვნადი ცნება თუნდაც წლინახევრის წინ უბრალოდ არ გამოიყენებოდა -
პროპაგანდა ამ შემთხვევაში კარგავს რაციონალურ ლოგიკას და ღებულობს ემოციურ შეფერილობას. ის ნეგატიურად იკმაზება და იარლიყებს აკერებს თავის ოპონენტს, რომლის სინდისზე გადადის მთელი ნეგატიური წარსული, თუნდაც მას ამასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდეს. მაგალითად, ელცინის საპრეზიდენტო კამპანიის დროს კომპარტიის წარმომადგენელი, როგორც ოპონენტი, წარსდგებოდა იმგვარი ადამიანის სახით, რომელიც განიცდიდა დეპრესიას და საკვები პროდუქტების დეფიციტს. ამით ის ხდებოდა შიშის აქტივატორი, თუმცა, მასთან გააჩნდა საკმაოდ ირიბი, ზედაპირული დამოკიდებულება.
პროპაგანდის ლოგიკა ფიქტიურს აქცევს რეალურად. დღეს ცნობილი ხდება, რომ სამამულო ომის მრავალ გმირზე არსებული ცნობა, სულაც არ შეეფერებოდა იმ სინამდვილეს, როგორც ის მიეწოდებოდა მოსახლეობას. ამგვართ სიაში აღმოჩნდა მაგალითად 28 პანფილოველი გმირი, რომლებიც, როგორც 1948 წლის პროკურორის ცნობიდან ირკვევა, არც კი არსებულან, ცხადია, არ არსებულა მათი მითოლოგიური გმირობა.
ყველაფერი აღმოცენდა "კრასნაია ზვეზდას" ("Красная звезда") ცნობიდან, რომელიც აღწერდა რეალობაში არარსებულ გმირობას. ისინი იყვნენ მხოლოდ გაზეთში, შემდეგ გადაინაცვლეს ისტორიის სახელმძღვანელოებში, რეალობაში კი არასოდეს ყოფილან.
ისინი აღმოცენდნენ პროპაგანდისეული ჰეროიზაციის ტექნოლოგიით. ჟდანოვისადმი მიწერილ წერილში მთავარი სამხედრო პროკურორი აფანასიევი წერს, რომ ეს გახდა "კრასნაია ზვეზდას" რედაქტორის, ლიტერატურული მდივნისა და კორესპონდენტის გამონაგონის შედეგი, რომელიც შემდეგ თავის თხზულებებში გაიმეორეს მწერლებმა ნიკოლაი ტიხონოვმა, ვლადიმირ სტავსკიმ, ალექსანდრე ბეკამ, ნიკოლაი კუზნეცოვმა, ვლადიმირ ლიპკომ, მიხაილ სვეტლოვმა და სხვებმა.
ყურადღება მივაპყროთ ჯაჭვს, რომლის მიხედვითაც პროპაგანდა ქოქავს სიტუაციას: ფიზიკური მოვლენა (ნამდვილი ან გამოგონილი) -
დევიდ ელტეიდმა 1979 წელს წარმოადგეინა ფორმატების იდეა, რომელთა დახმარებითაც ხდება მოვლენის გარდაქმნა ახალ ამბად. ჟურნალ Scientific American-
სანიმუშოდ მას მოჰყავს ნორკოტიკების მიბმა ტერორიზმთან, რამაც გააჩინა სოციალური რეკლამაც, რომელშიც კონსტატირებულია: ნარკოტიკების ყიდვით, შენ მხარს უჭერ ტერორიზმს.
შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა თავიდან ავიცილოთ ასეთი პროპაგანდის ზემოქმედება, ის პასუხობს: "პროპაგანდა მოქმედებს ყველაზე. საერთო ჯამში შეიძლება მოვახდინოთ კონსტატირება, რომ რაც უფრო მედიაგანათლებულია ადამიანი (იცნობს მას, თუ როგორ მოქმედებს მედია), მით უფრო კრიტიკულია მისი აზროვნება და მით უფრო ნაკლებად ექვემდებარება იგი ამგვარ ზეგავლენას. ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ ფიქრისა და შეფასების მეტი შესაძლებლობა, გააჩნიათ დიდი წვდომადობა მედიის სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებზე, ნაკლებად ექცევიან პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ". თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეწინააღმდეგება ელიულის აზრს, რომელიც მიიჩნევდა, რომ, პირიქით, ადამიანი, რომელიც მიჩვეულია სხვადასხვა თვალსაზრისებს, უფრო ექვემდებარება ზეგავლენას.
ელტეიდს დაწერილი აქვს წიგნი შიშისა და კრიზისის შექმნის შესახებ (Altheide D.L. Creating fear. News and the creating of crisis. -
მასობრივ კულტურაში არსებული უამრავი ინფორმაცია და სურათი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან შიშთან, დანაშაულობასთან და ძალადობასთან.
ადამიანები სოციალურ ცხოვრებას აღიქვამენ როგორც ძალზედ საშიშს.
ყოველივე ამას მივყავართ იქამდე, რომ იქმნება რისკის საზოგადოება, რომელიც აგებულია პოლიტიკის, კონტროლისა და რისკების თავიდან აცილების ირგვლივ (Altheide D.L. a.o. Fear in the news: a discourse of control // The Sociological Quarterly. -
მოსახლეობისადმი შიშის გრძნობის მიყიდვაზე ლაპარაკობენ ჯაკ რანსიერი (საფრანგეთი) და გლებ პავლოვსკი (რუსეთი) (Павловский Г. Гениальная власть! — М., 2011). შიშის ჩანერგვა აადვილებს სოციალურ მართვას.
რადგან დღევანდელი სახელმწიფო არ არის დასაქმებული არც განათლებით, არც მედიცინით, არც მეცნიერებით, არც კულტურით, უსაფრთოების შირმით ის მზად არის მოახდინოს ყოველივე ამის კომპენსირება, რითაც ამტკიცებს თავისი არსებობის საჭიროებას.
ელტეიდი პრობლემურ ფრეიმზე ლაპარაკობს როგორც ახალი ამბების მოწოდების ორგანიზებად პრინციპზე: ""პრობლემური მანქანა" მასმედიის სიმრავლეში იმყოფება. სატელევიზიო საინფორმაციო ფორმატები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მოკლე, დრამატულ, კონფლიქტურ, ვიზუალურად საინტერსო შეტყობინებებს, საჭიროებს მოვლენების, როგორც პრობლემის განხილვას. ამიტომაც პრობლემური ფრეიმი ვითარდებოდა ძალზედ სწრაფად, რაც საინფორმაციო ფორმატებისთვის მეტად დამახასიათებელია".
თავის დროზე შანტო აიენგარმა უკანასკნელი ცნობები დაჰყო ეპიზოდურ და თემატურ მომენტებად.
თემატური ახალი ამბები, ეპიზოდურისგან განსხვავებით, კონტექსტურად მოგვეწოდება. მათ არჩევენ ექსპერტები. შედეგად, მაგალითად,ეპიზოდურ ახალ ამბებში პასუხისმგებლობა სიღარიბისთვის გადააქვთ თვით ადამიანზე, ხოლო თემატურში -