ufo - ამოუცნობი მფრინავი ობიექტი - აპოკალიფსური სიმპტომი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

ყურადღება!


საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი - აპოკალიფსური სიმპტომი

ამო

XX საუკუნე პირველი და მეორე მსოფლიო ომებით დაგვამახსოვრდა, ასევე "ცივი ომით", სექსუალური რევოლუციით, ეკოლოგიური კრიზისით, კოსმოსში გაფრენით და კიდევ სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენით. მაგრამ XX საუკუნე ასევე ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა საუკუნეა. როგორ ხსნიან ადამიანები ამო-ს ფენომენს? რისი დანახვა სურთ მათ ცის კაბადონზე? მართლაც უცხო პლანეტებიდან მოსული არსებები არიან ესენი თუ პარალელური სამყაროებიდან? იქნებ ამო - სულაც სხვა ტიპის მოვლენაა, ისეთი, რომელზეც ჩვენ არც კი გვიფიქრია, ან ნაკლებად ვფიქრობთ, რადგან არ გვსურს ამისი დაჯერება?

როგორც წესი, ადამიანები, მზად არიან ცაში დაინახონ ის, რისკენაც ისინი ჩვენი ცივილიზაციის განვითარებამ მოიყვანა: უცხოპლანეტელთა კოსმიური ხომალდები, რომლებიც ცოდნითა და ძლიერებით ღმერთებს უტოლდებიან. მოსულები, რომლებიც ადამიანებს გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარებიან, უძღვებიან მომავლისკენ, რომელიც წარმოადგენს სუპერტექნიკისა და აღმოსავლური ფილოსოფიისა თუ ოკულტიზმის ნაზავს.




რატომღაც გვგონია, რომ ჩვენი თვალსაზრისი - ერთადერთი და ყველაზე სწორია. მაგრამ გვავიწყდება, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც სწამთ ღმრთისა. მათი რაოდენობა მილიონებია, და ამო-ს ფენომენის მათეულ განმარტებას არაფერი აქვს საერთო ჩვენს, ათეისტურ განმარტებასთან. ყველა ეს "მფრინავი თეფში" და "პატარა მწვანე კაცუნები", ამბობენ ისინი, - სხვა არაფერია, თუ არა XX საუკუნის ზღაპრები, რომელიც გამიზნულია არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილთათვისაც. სინამდვილეში, ამო-ს უკან იმალება არა ბოროტების იმპერია, რომელიც მსოფლიო დაპყრობაზე ოცნებობს, არა ავისმზრახველი ქვეწარმავლები, რომლებსაც კაცობრიობა საჭმელი რესურსი ჰგონიათ, არამედ სულ სხვა ძალები.
როგორი? მოდი ვცადოთ ამაში გარკვევა.



ამო-ს სულის გამოძახება


ამო-სთან შეხვედრის ურიცხვ შემთხვევათა შორის ყველაზე საინტერესო და საყურადღებოა ახლო კონტაქტები, რომლის დროსაც ადამიანები არცთუ იშვიათად განიცდიან ღრმა შერყევას, როდესაც ამო-ს ფენომენი თავს ავლენს ფსიქიური მხრიდან. ეს არის შეხვედრები ამო-ს "პილოტებთან" ან მათ "მგზავრებთან", უწოდეთ, როგორც გნებავთ. რა შეხვედრებია ეს და რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? ეს არის რეალური კონტაქტი კოსმოსელ სტუმრებთან თუ რაიმე სხვა, რომელიც გარეგანი მოვლენის მიღმა იმალება?

მოტაცებულ ადამიანთა თითქმის ყველა ჩვენება, რომლებიც  შესწავლის ან ტესტირების მიზნით ხორციელდება, მიღებულია ღრმა ჰიპნოზის მდგომარეობაში. კოსმიურ სტუმრებთან იძულებითი ნაცნობობისგან ადამიანებს რჩებად ფსიქიკურად ტრავმატული მოგონებები და შთაბეჭდილებები, თანაც ისეთი, რომ მათი ცნობიერება არ აფიქსირებს მათ. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ თანხმდებიან ისინი ჰიპნოზის სეანსებს, რათა მიიღონ დროის იდუმალი დაკარგვის განმარტება, რომელიც დაკავშირებულია ახლო კონტაქტებთან.

ერთის შეხედვით ასეთი შემთხვევები არარეალური ჰგონიათ, მიაჩნიათ ჰალუცინაციის ან ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფად. მაგრამ უკვე იმდენად ბევრია შემთხვევაა ცნობილი, რომ შეუძლებელია ასე ხელაღებით მათი უარყოფა. ამავდროულად ფსიქიატრები გვაფრთხილებენ, რომ ცნობები, რომლებიც ღრმა ჰიპნოზის მდგომარეობაშია მიღებული, არასაიმედოა. ჰიპნოტიზირებულ ადამიანს არ შეუძლია ჭეშმარიტი ფაქტი გაარჩიოს შთაგონებისგან, რომელსაც მისი ტვინი აღბეჭდავს თვით ჰიპნოტიზიორის ან ვინმე სხვა არსების ზემოქმედებით სავარაუდო ახლო კონტაქტის დროს. მაგრამ ეს განცდები თუ არც ისე რეალურია, საკმაოდ ნიშანდობლივია თვით ფაქტი, რომ მათი ასეთი სიმრავლე ადამიანებს ამ ბოლო წლებში ვიღაცამ შთააგონა.

ასევე აღმოჩნდა, რომ ახლო კონტაქტები დაკავშირებული პარანორმალურ ფენომენებთან. უშუალოდ ამო-სთან შეხვედრის წინ ადამიანები ხედავენ უჩვეულო სიზმრებს ან ესმით კარზე კაკუნი, რომლის იქით არავინ დგას, ან კონტაქტის შემდეგ მათთან მოდიან უცნაური სტუმრები. ზოგიერთი თვითმხილველი "უცხოპლანეტელთაგან" ღებულობს ტელეპატიურ შეტყობინებებს. ბოლო დროს ამო უბრალოდ მატერიალიზდება და დემატერიალიზდება, ნაცვლად იმისა, რომ მოფრინდეს და გაფრინდეს. ზოგჯერ ხდება ადამიანთა საოცარი განკურნება ამო-სთან ახლოს. მაგრამ ყველაზე ხშირად ამო-სთან კონტაქტები იწვევს ლეიკემიას, ფსიქიურ აშლილობებს, ადამიანის პიროვნება მიჰყავს დეგრადაციამდე, სიგიჟემდე, თვითმკვლელობამდე. სტატისტიკის მიხედვით შემთხვევათა 95% აჩვენებს, რომ ისინი ადამიანებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენენ.

დრო გადიოდა, თანდათანობით ამო ფიზიკურიდან ფსიქიკურ ფენომენად გადაიქცა. ზუსტად რომ ვთქვატ, ფსიქიკურმა ზემოქმედებამ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ამან სპეციალისტები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ამო-ს ფენომენი ძალზედ წააგავს სპირიტიზმს. მასშიც ხომ შეხამებულია ფსიქიკური ეფექტები უცნაურ ფიზიკურ მოვლენებთან, ოღონდ ტექნოლოგია უფრო მარტივია.

მეცნიერები დაფიქრდნენ, თუ რატომ ეშვებიან ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ასე ხშირად გზისპირებზე? რატომ საჭიროებენ ასეთი მაღალი ტექნოლოგიის ხომალდები ხშირ შეკეთებებს? რატომ სჭირდება მათ პილოტებს აგროვოს ქვები და ჯოხები უკვე მერამდენე ათწლეულის განმავლობაში? რატომ ხდება ამდენი ადამიანის ტესტირება, თუკი ამო არამიწიერ ცივილიზაციათა სადაზვერვო ხომალდია? რამდენიმეჯერ შეამოწმებდნენ, დაზვერავდნენ და მორჩა, განა საკმარისი არ უნდა იყოს?

როგორც ცნობილი უფოლოგი ჟაკ ვალე ვარაუდობს, სტუმრები კოსმოსიდან ნიღბავენ უფრო რთულ ტექნოლოგია, და ამო - ეს სულაც არ არის კოსმიური შემოსევა, არამედ კაცობრიობაზე კონტროლის რომელიღაც სისტემის ნაწილია. სრულიად შესაძლებელია საზოგადოების რომელიღაც ნაწილს დააჯერონ ზებუნებრივი რასების, უჩვეულო მფრინავი მანქანებისა და აპარატების, უამრავი დასახლებული სამყაროების არსებობა და ამისთვის გაითამაშონ დეტალურად მოფიქრებული და მომზადებული სცენა, რომელთა ცალკეული დეტალები მისადაგებულია მოცემული დროის კულტურასა და ცრურწმენებს, ასევე დროსა და ადგილს. იგივე ვალე ამ სცენებს ადარებს განდობის ოკულტურ რიტუალს - ინიციაციას, - რომელიც ხსნის ცნობიერებას სიმბოლოთა და შეხედულებათა ახალი სისტემისთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ყოველივე წარმოდგენს ჰიპნოტურ ხრიკებს.

აქ ჩვენ ვუახლოვდებით უმთავრეს, - იმას, რისთვისაც გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა ეს ხანგრძლივი საუბარი მრფინავ თეფშებზე. თანამედროვე მკვლევარებმა უკვე იპოვეს პასუხები ზემოთდასმულ მრავალ კითხვაზე. მაგრამ რელიგიის საკითხებში არაკომპეტენტურობის გამო შეგნებული ვერა აქვთ თავიანთი აღმოჩენების მნიშვნელობა.

ამერიკელი ბრედ სტაიგერი, აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების კარტოთეკის დეტალური შესწავლის შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ მის წინაშეა მრავალდონიანი პარაფიზიკური მოვლენა, რომელიც მნიშვნელოვანწილად ეკუთვნის პლანეტა დედამიწას. დ. ჰაინეკმა და ჟ. ვალემ წამოაყენეს ურთიერთგამჭვალავ სამყაროთა ჰიპოთეზე, რომლის მიხედვითაც უცხოპლანეტელებს შეუძლიათ უეცრად გამოჩნდნენ ან მოახდინონ ფიზიკური ზემოქმედება ისე, რომ უხილავნი დარჩნენ. ჯონ კილი, თავდაჯერებული ათეისტი, მივიდა დასკვნამდე, რომ ისტორიები ამო-ს შესახებ - ეს არის ისტორია სულტა და მოჩვენებათა შესახებ; ეს არის ისტორიები უცნაურ გონებრივ აშლილობებზე, უხილავ სამყაროზე, რომელიც იჭრება ჩვენს სამყაროში და ადამიანებს აშფოთებს. ეს არის ილუზორული სამყარო, სადაც რეალობა დამახინჯებულია უხილავი ძალების მიერ, რომლებიც, როგორც ჩანს, მართავენ სივრცეს, დროსა და მატერიას.

საერთოდ, კილის აზრით, ამო-ს თვისებები და მახასიათებლები წარმოადგენენ ოდითგანვე ცნობილ დემონთა გამოცხადებების ვარიაციებს. ის წერს: "ამო-ს შესახებ დღეს გამოქვეყნებული მრავალი სანდო პუბლიკაცია გასაოცრად წააგავს დემონით შეპყრობილობის შემთხვევებს, ფსიქიკურ მოვლენებს, რომელიც დიდი ხანია ცნობილია ღვთისმეტყველთა და პარაფსიქოლოგთათვის".



ბრძოლა ჩვენი სულებისთვის


მრავალი სპეციალისტი, წერს ამერიკელი მართლმადიდებელი ფილოსოფოსი, მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი, უკეთ რომ გაერკვეს ამო-ს არსში, მიმართავს ოკულტიზმსა და დემონოლოგიას. მას მხარს უჭერენ პროტესტანტ-ევანგელისტებიც, ამო-ს შესახებ რამოდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორები. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფენომენი თავისი არსით დემონურ ბუნებას ამჟღავნებს.

ადამიანების ისტორია, რომლებმაც ამო-სთან კონტაქტი დაამყარეს, აგრძელებს როუზი, ავლენენ სტანდარტულ ნიშნებს, რომლებიც დემონებთან ურთიერთობას ახასიათებს. მაგალითად, ერთ კალიფორნიელ პოლიციელს ამო-ს ერთი ნახვის შემდეგ გაუხშირდა ამგვარი მოვლენები, თანაც უცხოპლანეტელები მას მხოლოდ ღამით ევლინებოდნენ. ერთ-ერთი დაშვების შემდეგ, როდესაც მან ცოლთან ერთად ამო-ს კვალი შეამჩნია მიწაზე, უცხოპლანეტელთა ძიებით იქნა შეპყრობილი, ის დარწმუნებული იყო, რომ უნდა მომხდარიყო რაღაც გრანდიოზული რამ. მან შეწყვიტა ბიბლიის კითხვა და ზურგი შეაქცია ღმერთს, ოღონდ რაიმე წაეკითხა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე.

მრავალი ღამე გაათენა ამ ადამიანმა ამაო მოლოდინში, ცდილობდა შესულიყო აზრობრივ კონტაქტში მათთან, ვისაც უცხოპლანეტელად თვლიდა, თითქმის ევედრებოდა მათ გამოჩენას და ახლო კონტაქტებში შესვლაზე ოცნებობდა. ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა ეღირსა 80 ფუტიანი ხომალდის ხილვას, რომელიც მრავალფეროვნად ბრჭყვიალებდა. ხომალდი იმწამსვე გაქრა და იმედგაცრუებული პოლიციელი მორიგი "სასწაულის" მოლოდინში დატოვა, თუმცა პოლიციელს ამო-ს მომდევნო ხილვა არ ეღირსა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი პოლიციელი მიეცა დეპრესიას და დაიწყო ფიქრი თვითმკვლელობაზე. მხოლოდ კვლავ ქრისტესკენ მობრუნებამ მოუღო ბოლო მისი ცხოვრების ამ უცნაურ პერიოდს.

ადამიანები, რომლებიც ახლო კონტაქტებში შედიან ამოს-თან ან მის "პილოტებთან", უარესსაც განიცდიან. კერძოდ, "უცხოპლანეტელები" ბუკვალურად ეუფლებიან მათ და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მოკვლითაც კი ემუქრებიან. ის, რაც იდუმალია და ამოუხსნელია მეცნიერთა უმეტესობისთვის, კერძოდ ფიზიკურ და ფსიქიკურ მახასიათებელთა უცნაური შეხამება, სულაც არ არის გასაკვირი მათთვის, ვინც მართლმადიდებლურ სულიერ წიგნებს კითხულობს, განსაკუთრებით კი წმინდანთა ცხოვრებას. დემონებსაც გააჩნიათ "ფიზიკური სხეულები", მაგრამ მათი "მატერია" იმდენად ფაქიზია, რომ უხილავია ადამიანისთვის მანამ, სანამ მას ღმრთის მიერ არ გაეხსნება "სულიერი ხედვა" როგორც ეს იყო წმინდანთა შემთხვევაში ან პირიქით, - ჯადოქართა და მედიუმთა შემთხვევაში.

ამერიკელი თოლოგი მიმართავს მართლმადიდებლურ ტრადიციას, რომელიც დემონთა გამოცხადების უამრავ მაგალითს გვაძლევს და, რომლებიც ზუსტად თავსდებიან ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა გამოცხადებების სქემაში: "სხეულებრივი" არსებებისა და "შეგრძნებად" საგნების ხილვა წარმოადგენენ თვით დემონებს და მათ ილუზორულ ქმნილებებს, რომლებიც წამში ქრებიან და ყოველთვის ადამიანთა დაშინებას, გაკვირვებას და გონების შეშფოთებას ისახავენ მიზნად.

წმ. მარტინე ტურელის (ტურინელის) (IV ს.)  ცხოვრებაში, რომელიც მისმა მოწაფემ სულპიციუს სევეროსმა დაწერა, მოცემულია დემონურ ხრიკთა საინტერესო მაგალითი, რომლის დროსაც დემონები იყენებდნენ უცნაურ "ფიზიკურ" მოვლენებს, რომლებიც ძლიერ წააგავენ თანამედროვე ამო-ს გამოცხადებებს.

სერაფიმ როუზის დასკვნით, მფრინავი თეფშებში იმყოფებიან "დემონური ტექნიკის საზღვრებში", და დღეისთვის ამ იდუმალებით მოცული მოვლენის უკეთესი ახსნა არ არსებობს. მრავალრიცხოვანი დემონური ხრიკები დღეს მისადაგებულია კოსმიურ მითოლოგიას, ეს არის და ეს. "უცხოპლანეტელთა" მიერ ადამიანთა მოტაცებები ერთი-ერთიში წააგავენ დემონების მიერ ადამიანთა მოტაცებებს, თუნდაც ისეთს, როგორიც აღწერილია წმ. ნილოს სორელის ცხვორებაში, რომელიც XV ს.-ის რუსეთში ცხოვრობდა. და ასეთი ისტორიები საკმაოდ გავრცელებული იყო გასულ საუკუნეებში. დღეს მათზე რომ ჰყვები ადამიანებს ეღიმებათ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამო-ს თანამედროვე მკვლევარები ეძებენ კომპრომისულ პასუხს, ცდილობენ სულიერ მოვლენას მოუძებნონ მატერიალური ახსნა ისე, რომ არ გასცილდნენ სამეცნიერო ანალიზის ჩარჩოებს. მაგრამ სულიერ სფეროს, როგორც სერაფიმე როუზი და ამო-ს დემონური წარმომავლობის კონცეფციის მომხრეები მიიჩნევენ, შეუძლებელია მიეახლო მიუკერძოებელი ობიექტურობით ისე, რომ არ განასხვავო სულთა ბუნება. თუ ფიზიკური სამყარო მორალურად ნეიტრალურია, სულიერი სამყარო პრიქით. ის დასახლებულია კეთილი და ბოროტი სულებით, ამიტომაც ობიექტურ დამკვირვებელს არ შეუძლია განასხვავოს ერთნი მეორისგან, თუ ის ღმრთის მიერ ადამიანისთვის ბოძებულ გამოცხადებას არ მიიღებს.


ამო-ს ფენომენის ახსნა, გვარწმუნებენ ამო-ს რელიგიური კონცეფციის დამცველები, შესაძლოა მხოლოდ ქრისტეანული გამოცხადებისა და გამოცდილების საფუძველზე. ცხადია, ამბობენ ისინი, ადამიანს არ ძალუძს მთლიანად ახსნას ანგელოზთა და დემონთა უხილავი სამყარო, მაგრამ მას გააჩნია საკმარისი ცოდნა იმისთვის, რადა იცოდეს, თუ როგორ მოქმედებენ ეს არსებები ჩვენს სამყაროში და როგორ უნდა ვუპასუხოთ მათ ხრიკებს.




ამო-ს გამოჩენა უმეტესწილად - ეს საშინელი აპოკალიფსური სიმპტომია. ქრისტეანული მსოფლმხედველობა, რომელიც ადამიანს ბოროტ ძალდა მასობრივი თავდასხმებისგან იცავს, უკვე აღარ არის ერთიანი და მთლიანი. მხეცი გამოვიდა უსფსკრულიდან, რათა აცთუნოს ხალხები და მოამზადოს ისინი ანტიქრისტეს თაყვანისცემისთვის. შესაძლოა ქრისტეანული ეპოქის დასაწყისიდან დღემდე დემონური ძალა ისე ღიად და საყოველთაოდ არასოდეს გამოცხადებია ადამიანს, როგორც დღეს. ამიტომაც, საჭიროა დავეხმაროთ ადამიანებს დაიცვან გონება და თავი დაანებონ ფუჭ ოცნებებს "უცხოპლანეტელებსა" და "უცხო ცივილიზაციებზე", რომელსაც ასე მასობრივად შთაგვინერგავენ დღეს მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, კინო და ხელოვნების სხვა დარგები. უნდა დავიცვათ ადამიანები ამგვარი გონებრივი საწამლავისგან და მივცეთ მას მყარი სულიერი საკვები.

წყარო: planet-nefelana.ucoz.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню