უსჯულოების საიდუმლო - Codex Alimentarius — მოსახლეობის საიდუმლო განადგურება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
Codex Alimentarius — მოსახლეობის საიდუმლო განადგურება
Codex Alimentarius
დანიელ ესტულინი - ჟურნალისტი და ექსპერტი კომუნიკაციების დარგში. ის დაიბადა საბჭოთა კავშირში, მაგრამ ოჯახთან ერთად 14 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა კანადაში. ალბათ, ამ მოკლე დახასიათებას უნდა დავუმატოთ ის, რომ დანიელი დღეისთვის ყველაზე ცნობილი ავტორ-კონსპიროლოგია. მისი წიგნები "ვინ მართავს მსოფლიოს?", "ბილდერბერგის კლუბის საიდუმლოებები", "ტავისტოკის ინსტიტუტი" კარგად არის ცნობილი მკითხველისთვის. დანიელ ესტულინის ახალი წიგნი ეძღვნება ამა სოფლის ძლიერთა კრიპტოპოლიტიკას. მასში ავტორი დეტალურად მოგვითხრობს, როგორ მიაქანებს ფარული ელიტა თანამედროვე მსოფლიოს უფსკრულისკენ, გლობალური საკონცენტრაციო ბანაკისკენ, სადაც მოხდება ადამიანის გაპირუტყვება, გაბრიყვება და ერთი მსოფლიო მთავრობის მონად გადაქცევა. წიგნი მოიცავს მიმართულებათა მთელ სპექტრს, რომლითაც გვიტევენ ბანკები და კორპორაციები, მათ უკან მდგომი ოლიგარქები, რომლებიც კაცობრიობის დამონებაზე ოცნებობენ, და რისთვისაც ყოველგვარ საშუალებას იყენებენ: ეკონომიკიდან დაწყებული - ცნობიერების პროგრამირებითა და ტრანსჰუმანიზმით დამთავრებული.
კოდექს ალიმენტარიუსი (ლათ. Codex Alimentarius - საკვების ხარისხის კოდექსი), რომელიც გაერო-მ შეიმუშავა 1961 წელს, და რომლის ფუნქციაში შედის მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვა, ეს არის მარეგულირებელი ორგანო, რომელიც მოქმედებს მრეწველობის, გაერო-ს (United Nations Organization, - UNO) და ჯანმო-ს (World Health Organization, - WHO), ასევე სასურსათო და სასოფლო სამეურნეო ორგანიზაციის (Food and Agriculture Organization – FAO - ფაო) გავლენით. კოდექს ალიმენტარიუსი აწესებს საკვები პროდუქტებით ვაჭრობისა და მათი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. არსებითად მას არა აქვს სავალდებულო ხასიათი, მაგრამ დე ფაქტო მან მოიპოვა გამოყენებისთვის სავალდებულო დოკუმენტის სტატუსი, რადგან ამ კოდექსს აკონტროლებენ ჯანმო (WHO) და ფაო (FAO).
 
1994 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ (World Trade Organizationб - WTO) შეცვალა გენერალური შეთანხმება ტარიფებთან და ვაჭრობასთან დაკავშირებით (General Agreement on Tariffs and Trade, - GATT) და მიიღო უფლებამოსილებანი ეწარმოებინა სავაჭრო სანქციები კოდექსის იძულებითი შესრულებისთვის, ასევე სხვა სტანდარტებისა და ინსტრუქციებისთვის, როგორც საშუალება საკვები სტანდარტების ჰარმონიზაციისა გლობალური მასშტაბით, ასევე ქვეყნებს შორის ვაჭრობის გამარტივებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც კი სახელმძღვანელოები, წესები და ინსტრუქცია კოდექსის ჩარჩოებში რატიფიცირებული და მიღებული იქნება, ისინი სავალდებულო ხდება ჯანმო-ს (WHO) ნებისმიერი წევრი-ქვეყნისთვის.
 
საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც შეშფოთებულები არიან ჩვენი კეთილდღეობით, კვებით და კაცობრიობის რაციონით, - თეორიულად შესანიშნავი იდეაა. მაგრამ, თუ დავივიწყებთ იმას, რომ კოდექსს არაფერი აქვს საერთო ადამიანთა ცხოვრების გადარჩენასთან და სრულიად დაკავშირებულია პლანეტის მოსახლეობის შემცირების განმახორციელებელ "ელიტასთან". არცთუ დიდი ხნის წინ გერმანულ პლანში მოწონებულ კოდექსში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ არავითარი ვიტამინები, ბალახები ან მინერალები არ შეიძლება გაიყიდოს პრევენტიული ან თერაპევტული მიზნებით.
 
დანამატების ეფექტურობის ხარისხი მკვეთრად შემცირდება. ყველა დანამატი, რომელსაც ჰყიდიან კოდექსის წევრ-ქვეყნები ან იყიდება მათში, მოწონებულ უნდა იქნას ამ დრაკონული სტანდარტების მიხედვით (Tips, Scott A Meeting of Two, Health Freedom News Board, December 2004).
 
რატომ კეთდება ეს? იმიტომ, რომ საკვები ელემენტები ადამიანს უფრო ჭკვიანს, ძლიერს, თავისუფალს და დამოუკიდებელს ხდის.
 
შეეცადეთ, თუ შეგიძლიათ, გაიგოთ, რომ კოდექსი - ეს თითოეული ადამიანის მტერია, იმათ გარდა, ვინც მისგან ხეირს პოულობს. გარდა ამისა, აქ არის უშუალო, პირდაპირი კავშირი მათთან, ვინც ნაცისტური რეჟიმის დროს საშინელი დანაშაული ჩაიდინა კაცობრიობის წინააღმდეგ.
 
"ერთ-ერთი აღიარებული დამნაშავე იყო ჰერმან შმიტცი, გიგანტური კორპორაციის I.G. Farben-ის პრეზიდენტი. მისი კომპანია მსოფლიოში ქიმიური წარმოების უმსხვილესი საწარმო იყო და წარმოუდგენელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალაუფლებას ფლობდა ნაცისტურ სახელმწიფოში. Farben აწარმოებდა გაზს, რომელსაც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში გაზის კამერებში იყენებდნენ, ასევე ფოლადს რკინისგზისთვის, რომელიც აიგო, რათა ადამიანები გადაეყვანათ სასიკვდილო ბანაკებში" (Minton, Barbara «Billions of People Expected to Die Under Current Codex Alimentarius Guidelines» Natural News, July 21, 2009).
 
როგორ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული კოდექსთან? კორპორაციები და ადამიანები, რომლებიც ამ ინიციატივის უკან დგანან, იგივე კომპანიები და ადამიანებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ ნაცისტურ გერმანიას. კერძოდ, ესენია: BASF, Hoechst და Bayer-ი.
 
ესენია სამი კომპანია პესტიციდების რვა უმსხვილესი მწარმოებლიდან მთელ მსოფლიოში. ესენი არიან ფარმაცევტული და ქიმიური კომპანიები. ისინი აწარმოებენ გენეტიკურად მოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტებს. ეს სამი ძირითადი კომპანია, ოდესღაც ნაცისტების ქიმიურ კარტელს I.G. Farben წარმოადგენდნენ. კორპორაცია Farben-მა ააშენა საკონცენტრაციო ბანაკი აუშვიცში (URL: http://www.buildfreedom.com/news/archive.php?id=549).
 
Farben დაეხმარა ჰიტლერს ასულიყო ხელისუფლების სათავეში და გამხდარიყო გერმანიის ლიდერი. აქ არის აშკარა კავშირი, თუ ჩვენ რამეს ვიგონებთ?
 
ციხეში ყოფნისას, შმიტცი ეძებდა უხეში ძალის ალტერნატივას ადამიანების მართვისთვის და გაიგო, რომ ისინი შეიძლება მართო საკვებრი რესურსების მეშვეობით. როდესაც ციხიდან გამოვიდა, მან მიმართა თავის მეგობრებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო-ში - UNO) და შესთავაზა მათ თავისი გეგმა მთელ მსოფლიოში სურსათის კონტროლის ხელში ჩაგდების მიზნით. სავაჭრო კომისია, რომელსაც ეწოდება კოდექს ალიმენტარიუსი, შეიქმნა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კომისიის სახით. მაგრამ კოდექსი არასოდეს ყოფილა დასაქმებული ადამიანების დაცვით. მას ყოველთვის ფული და შემოსავლები აინტერესებდა, თანაც ადამიანების საზიანოდ (Minton, Barbara «Billions of People Expected to Die Under Current Codex Alimentarius Guidelines», Natural News, July 21, 2009).
 
შეეცადეთ გაიგოთ, რომ კოდექსი - ეს არის იარაღი, რომელიც გამოიყენება კვების დონის დასაწევათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, კოდექსი არანაირ შეზღუდვას არ აწესებს საშიშ ქიმიურ ნივთიერებათა წარმოების უმეტესობასთან მიმართებაში, რომლებიც შეიძლება გამოყენბულ იქნან საკვებ პროდუქტებში. 2001 წელს 176 ქვეყანა, მათ შორის აშშ, შეიკრიბნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თორმეტი მაღალტოქსიკური ორგანული ქიმიკატი, რომელთაგან ცხრა პესტიციდია, და ცნობილნი იყვნენ, როგორც მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები (Persistent organic pollutants, - POPs), იმდენად მავნე იყვნენ, რომ აუცილებელი გახდა მათი აკრძალვა.
 
კოდექსის შესაბამისად, POPs-ის ცხრა აკრძალული დამაბინძურებლიდან შვიდი კვლავ ნებადართულია საკვები პროდუქტების წარმოებაში. საერთო ჯამში კოდექსი ნებართვას იძლევა გამოყენებულ იქნას 3275-ზე მეტი პესტიციდი, იმათი ჩათვლითაც, რომლებიც, როგორც ეჭვობენ, შეიძლება იყოს კანცეროგენი ან ენდოკრინული გამანადგურებელი. არ არსებობს საკვებ პროდუქტებში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის  გრძელვადიანი შედეგების არანაირი აღრიცხვა (იქვე).
 
თქვენ გიკვირთ? - ამაში არაფერია საკვირველი. დღეს - და ხვალაც - მთელ მსოფლიოში წარმოებას ომი არა ტერორიზმის, არამედ ამ მომაბეზრებელი არსებების წინააღმდეგ, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც ადამიანები. ჯანმო-სა (WHO) და ფაო-ს (Food and Agriculture Organization – FAO) პროგნოზებით, როგორც მინიმუმი სამი მილიარდი ადამიანი უკვე მხოლოდ იმ ინსტრუქციის შესრულებით მოკვდება, რომელსაც ვიტამინებთან და მინერალებთან მიმართებაში განუწესებს ქვეყნებს კოდექსი.
 
კოდექსის შესაბამისად, ყველა მეწველი პირუტყვი შეიძლება დაექვემდებაროს ზრდის ჰორმონს, და ყველა პირუტყვი საკვებ ჯაჭვში მიიღებს ანტიბიოტიკებს სუბკლინიკურ დონეზე. კოდექსის რეალიზაცია მიგვიყვანს იქამდე, რომ გაჩნდება ყველა საკვები პროდუქტის დასხივების მოთხოვნა, იმ პროდუქტების გარდა, რომლებიც განსაზღვრულ ადგილებში იზრდებიან და იყიდებიან ნედლი სახით.
 
საკვები პროდუქტებისადმი მსგავსი მოთხოვნა - ეს, სინამდვილეში, სანქცირებული ტოქსიკურობისა და არასრულფასოვანი კვების ლეგალიზაციაა. ჯანმო-სა (WHO) და ფაო-ს (Food and Agriculture Organization – FAO) გათვლით, სამი მილიარდი ადამიანიდან, რომლებიც, როგორც თავიდანვე იყო მოსალოდნელი, მოკვდებიან კოდექსის რეკომენდაციათა შესრულებით ვიტამინებთან და მინერალებთან მიმართებაში, ორი მილიარდი კონტროლირებადი და პროფილაქტიკას დაქვემდებარებული დაავადებებისგან გარდაიცვლება, რომელსაც არასრულფასოვანი კვება იწვევს. ასეთი დაავადებებია: კიბო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და მრავალი სხვა. გადარჩებიან მხოლოდ მდიდრული ელიტის წარმომადგენლები, რომლებიც შეძლებენ საკუთარი თავის უზრუნველყოფას სუფთა პროდუქტებითა და სხვა საკვები ნივთიერებებით (იქვე).
 
სამეცნიერო და ტექნიკური მიღწევების გათვალისწინებით, დროის საქმეა, როდის მიაქცევს თავის ყურადღებას ფარმაცევტული კომპანიებისა და როკფელერის ოჯახი მოლეკულარულ-სინთეტურ ბიოლოგიას და გენურ ტექნოლოგიებს.

წყარო: Эстулин Даниэль - Трансэволюция. Эпоха разрушения человека. Москва. 2015 г.

მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ.
Назад к содержимому