უსჯულოების საიდუმლო - ებრაელები და თალმუდი 0 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ფლაბიან ბრენიე დე სენ-კრისტო

ებრაელები და თალმუდი

ებრაელი ერის ზნეობრივი და საზოგადოებრივი საფუძვლები მისი წმინდა წიგნის თალმუდის მიხედვით
ასევე იმ ისტორიულ ვითარებათა მიმოხილვა, რომლის დროსაც ებრაელი ერმა გადაუხვია მოსეს სჯულს
ებრაელები და თალმუდი

წიგნის ქართულ ენაზე მთარგმნელისგან

პოლიტიკურ ძალთა და ინტერესთა პოლარიზაციის გამო ებრაელებისა და მათი რელიგიის კრიტიკა მთელ რიგ ქვეყნებში ტაბუდადებულია, ხოლო იქ, სადაც მათს გაკრიტიკებას “ბედავენ”, ვერ ხერხდება ზომიერების დაცვა და კრიტიკა ხშირად აშკარა ანტისემიტიზმში გადაიზრდება ხოლმე. არსებობს მეორე უკიდურესობაც: იმ ქვეყნებში, სადაც მათი კრიტიკა მიღებული არ არის, ნებისმიერი უწყინარი შენიშვნაც კი ანტისემიტობად ინათლება. ამიტომაც, ობიექტურ მკვლევარი თუ მორწმუნე, ვისაც ცხოვრება უწევს ებრაელობისა და მათი რელიგიისადმი სიმპათიით გამსჭვალულ ქვეყნებში, ყოველთვის არის ერთგვარი საფრთხის ქვეშ, ანტისემიტად არ გამოაცხადონ. ქართველ ხალხს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობითა და რჯულშემწყნარებლობით, ოდითგანვე კარგი დამოკიდებულება ჰქონდა როგორც აქ მცხოვრებ, ისე, საერთოდ, ებრაელობისადმი, რისი მოწმენიც ე. წ. ქართველი ებრაელები არიან და რასაც ისინი ეგზომ დადებითად აფასებენ. ფენომენალურია ის, რომ საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს 26 საუკუნის განმავლობაში არ ჩაუდენიათ ჩვენი ქვეყნის ან ხალხის მიმართ ისეთი რამ, არასოდეს უცდიათ ის, რასაც სხვაგან ცდილობდნენ მათი თანამემამულეები. ვფიქრობ, ქართველთა და ებრაელთა ეს ურთიერთობა შესაძლოა პროვიდენციალურად მივიჩნიოთ. შეიცვალა თუ არა მათი ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულება დღეს, ან რა შეიძლება შეიცვალოს მომავალში? ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, - არსად დედამიწის ზურგზე ისე არავის შეხმატკბილებიან ებრაელნი, როგორც ქართველებს... ალბათ იმიტომ, რომ ქართველ კაცს, რომელსაც კარგად ესმოდა მართლმადიდებლური სარწმუნოების პრინციპები, არასოდეს აურევია ერთმანეთში ებრაული სარწმუნოებრივი ცთომილება და მისი მატარებელი ესა თუ ის ებრაელი; ანუ ფაქტია, რომ საქართველოში, როგორც ჩანს, იმთავითვე გამიჯნეს ანტისემიტიზმი და ანტიიუდაიზმი.

რა განსხვავებაა ანტისემიტიზმსა და ანტიიუდაიზმს შორის? დავეთანხმები ახალმოწესე მღვდელ მაქსიმ კოზლოვს, რომელიც წერს: “ანტისემიტებისთვის კრიტერიუმია სისხლის კანონი, ადამიანის ეთნიკური წარმომავლობა, მიუხედავად მისი პიროვნული თვისებებისა, სულის განწყობისა და სარწმუნოებისა რაც, საკუთრივ, განაპირობებს მასში ღმრთის მსგავსებასა და ხატებას. წმ. მოციქული პავლე ბრძანებს: “აღარ არის იუდეველი, აღარც წარმართი, ააღარც მონა, აღარც თავისუფალი; აღარც მამრი, აღარც მდედრი, რადგან ყველანი ერთი ხართ ქრისტეში” (გალატ. 3:28).

ეკლესიის დამოკიდებულება იუდაიზმისადმი, რომელიც განსხვავდება სხვა რელიგიების დამოკიდებულებისგან, ეფუძნება იმას, რომ იუდაიზმი - არის არა მთელი ებრაელი ხალხის რელიგია, რომელიც ძველაღთქმისეული წიგნების პატივისცემაზეა შეჩერებული, არამედ მისი იმ ნაწილისა, იმ ბრბოს შეხედულებას რომ იზიარებს, რომელიც ორი ათასი წლის წინათ ამხნევებდა პონტოელ პილატეს: “ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ, ეგე!” (იოანე. 19:15). ამ ბრბოს ეს ღმრთისმგმობი შეხედულება დოქტრინალურად არის ჩამოყალიბებული თალმუდში და იუდეველთა სხვა “წმინდა” წიგნებში, რომლებშიაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ლაპარაკობენ როგორც მემრუშეზე, ხოლო ქრისტე წარმოჩენილია, როგორც გონებაშეზღუდული და უმეცარი ცრუწინასწარმეტყველი... აქ აღარაფერს ვიტყვით სხვა მსგავს გამონათქვამებზე, რომელთა ციტირებაც საერთოდ მიუღებლად მიგვაჩნია.

ებრაელთა სარწმუნოება, იუდაიზმი - ეს არის იესუ ნაზარეველის უარყოფის ქმედითი და ცოცხალი რელიგია; იმ იესუსი, რომელიც იყო აღთქმული მესია და რომლის მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენით აგერ უკვე ორი ათასი წელია სულდგმულობს ქრისტეანული ეკლესია. აქედან გამომდინარეობს ყველა ტრაგიკული წინააღმდეგობა არა ეკლესიისა იუდაიზმისადმი, არამედ იუდაიზმისა ეკლესიის წინააღმდეგ, რის შესახებაც ნათლად არის ნათქვამი მოციქულთა საქმეებში და ეკლესიის წმინდანთა ცხოვრებაში და რაზეც ესოდენ აშკარად ღაღადებენ ისტორიული წყაროები. ჩვენი თანამედროვე ეპოქიდანაც შეგვიძლია მოვიტანოთ მკაფიო მაგალითები - ვთქვათ, ებრაელთა პროტესტი ოსვენციმში ქრისტეანთა საფლავებზე ჯვრების აღმართვის წინააღმდეგ. არასოდეს, არანაირ შემთხვევაში, არანაირ ვითარებაში, ქრისტეანს არ უნდა ახასიათებდეს ეთნიკური მიკერძოებულობა და არასოდეს არ უნდა შთავარდეს კონკრეტული ადამიანების განკითხვაში მათი ეროვნების გამო.

რაც შეეხება ანტიიუდაიზმს, ქრისტეანი ყოველთვის მოვალეა, განასხვაოს ცთომილებაში ჩავარდნილი ადამიანი თვით ცთომილებისგან“. მიუხედავად შესანიშნავი ისტორიული ურთიერთობისა საქართველოში მცხოვრებ ებრაელებთან და, საერთოდ ამ ერთან, სადაც უნდა ცხოვრობდნენ ისინი, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათსა და ჩვენს შორის, როგორც ღარიბ ლაზარესა და მდიდარს შორის (ლუკა 16:20-25) უზარმაზარი უფსკრულია. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელმაც ვაღიარეთ მათი წინაპრების მიერ შეურაცხყოფილი და ჯვარცმული იესუ. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელმაც თვით ვიტვირთეთ ჩვენი ჯვარი მაცხოვრის მცნებისაებრ (მათე 16:24; მარკოზი 8:34, ლუკა 9:23) და ჯვარს ვეცვით მაცხოვრისადმი რწმენისთვის. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტეანები, იმ დედა ეკლესიის წევრები, რომელსაც ქრისტეს ჯვარცმიდან მოყოლებული დღემდე დევნიან ღვთისმბრძოლი ებრაელები...

ყველამ კარგად ვიცით, რომ ქრისტეანობა და ანტისემიტიზმი შეუთავსებელი ცნებებია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი საეკლესიო დადგენილებები, რომლებიც მკაცრად ზღუდავენ და კრძალავენ იუდეველებთან როგორც რელიგიურ, ასევე საყოფაცხოვრებო ურთიერთობასაც კი.

მაგალითად, მოციქულთა 70-ე კანონით აკრძალულია ებრაელებთან ერთად მარხულობა, Dღესასწაულობა ან მათი დღესასწაულიდან რაიმე ძღვენის მიღება, ხოლო VI მსოფლიო კრების მე-11 კანონი გვიკრძალავს მათთან მეგობრობას, მკურნალობას და აბანოში ტანის დაბანასაც კი (“ნურც სამღვდელო პირი, ნურც ერისკაცი ნუ შეჭამს ურიების უცომოს, ნუ გაიჩენს მათ მეგობრად, ნუ მოუხმობს სნეულების დროს და ნუ მიიღებს მათგან განკურნებას, ნურც აბანოში დაიბანს მათთან ერთად. ხოლო თუ ვინმე მოიმოქმედებს ამას, თუ სასულიერო პირი იქნება, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი - უზიარებელ იქნეს” (დიდი რჯულისკანონი. საქართველოს ეკლესიის კალენდარი. 1987 წ. გვ. 317. იხ. აგრეთვე წმ. მოციქულთა ლაოდიკიის 32-ე, 37-ე და 38-ე კანონები. იქვე)).

ეპისკოპოსი ამოლონი (IXს.) როცა ქრისტესგან ებრაელთა განდგომილებას შეაჩვენებდა და ცდილობდა ქრისტეანთა დაცვას იუდეველთა მრავალგვარი მზაკვრობისგან, წერდა: “სამჯერ მოვითხოვე საჯაროდ, რათა მართალი ქრისტეანები შორს დამდგარიყვნენ მათგან, რათა არც ერთმა ქრისტეანმა არ იმუშაოს მათ ბაღ-ვენახებში, არც სოფელში, რათა ისარგებლონ მხოლოდ მათ დაქვემდებარებაში მყოფი წარმართი მონებით. შემდეგ მე ავუკრძალე ქრისტეანთ მათ საჭმელთან და სასმელთან მიკარება. კიდევ გამოვეცი რამდენიმე მკაცრი განკარგულება, რათა ჩვენი ღვთისმოსავი პასტორისა და მოძღვრის, ჩვენი წინამორბედი აგობარდის მაგალითის მიხედვით, ძირფესვებიანად აღმომეფხვრა ეს ბოროტება”.

წმ. გრიგოლ ნოსელი წერდა, რომ ებრაელები არიან: “უფლისა და წინასწარმეტყველთა მკვლელნი, მეამბოხენი და ღმრთისმოძულენი, რომლებიც მარადის ქელავენ სჯულს; მოწყალებისადმი უგულისხმონი, მამათა რწმენის უარმყოფელნი. ეშმაკის დამქაშები, იქედნეს ნაშიერნი, ცრუნი და გამყიდველნი, გონებადაბინდულნი, ფარისეველობის სანერგენი, დემონთასამკვიდრონი, წყეულნი, საშინელნი, ჯალათები, ყოველივე მშვენიერის მტრები...”.

წმ. იოანე ოქროპირის აზრით კი: “სინაგოგა - ერთდროულად არის სამეძაო სახლიც და თეატრიც, ბანდიტთა ბუნაგიცა და სამხეცეც... ებრაელები მხოლოდ იმისთვის ცხოვრობენ, რათაა ამოიყორონ მუცელი. ყოველთვის პირდაღებულნი, ისინი შინაურ თუ გარეულ ღორებზე უკეთესნი არ არიან, გაუმაძღრობითა და გაუგონარი მსუნაგობით ცნობილნი, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ Gგაძღნენ და დათვრნენ...” (წმ. იოანე ოქროპირი. ექვსი სიტყვა იუდეველთა წინააღმდეგ). მიუხედავად ამისა, ებრაელთა კრიტიკა ყოველთვის გულისხმობს საფრთხეს, ვინმემ ანტისემიტად არ შეგრაცხოს, თუმცა ეს არამც და არამც არ არის ანტისემიტიზმი.

წმ. სტეფანე პირველმოწამე, თავად ებრაელი, ასე მიმართავდა ჯალათ იუდეველებს: “ქედფიცხელნო, გულით და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით სულიწმიდას, ...რომელ წინასწარმეტყველს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაცნენი მართლის მოსვლისა, ვისიც აწ თქვენ გამცემნი და მკვლელები გახდით. თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა მსახურებით და არ დაიმარხეთ” (საქმე მოციქულთა 7:51-53).

ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია: ეს მიმართვა ყველა დროის ქრისტეანობის მიმართვაა ყველა დროის ებრაელთადმი, მაგრამ განა შეიძლება ან წმ. სტეფანე, ან მართლმადიდებელი ქრისტეანი მოწამენი და მოღვაწენი ანტისემიტებად მივიჩნიოთ? ცხადია, ყოველივე ამას არაფერი აქვს საერთო ანტისემიტიზმთან. შეუძლებელია, ქრისტეან, კაცთმოყვარე და ღMრთივსათნო მამებს რაიმე სიძულვილი ჰქონოდათ რომელიმე რასის ან თუნდაც ერისადმი. არ შეიძლება, არ დავეთანხმოთ ჭეშმარიტებას, რომ ყველა ის ტრაგიკული წინააღმდეგობა რასაც ადგილი ჰქონია და აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და იუდაიზმს შორის, არის “არა ეკლესიის ბრძოლის გამოხატულება იუდაიზმისადმი, არამედ იუდაიზმისა ეკლესიის წინააღმდეგ“.

ცნობილია, რომ რელიგია, სარწმუნოება, დოგმატური სწავლება ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირის გამო აყალიბებს ადამიანის მსოფლმხედველობას, აქედან კი მის ხასიათს, მის ცხოვრებისეულ პრინციპებს. თუ ვინმე აკრიტიკებს ე. წ. “გრიგორიანულ” სარწმუნოებას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის აგინებს სომეხ ერს, რომელსაც სარწმუნოებრივ გადაცდომამდე ჰყავდა უდიდესი წმინდანები, თუმცა ამ გადაცდომამ, ერთი სომეხი მოღვაწის თქმისა არ იყოს, “ცხვრები მიაქცია მგლებად”, ანუ მართლმორწმუნენი ერეტიკოსებად. ერეტიკოსი კი სულიერი მგელია, რომელიც ნთქავს მართლმორწმუნის სულს და გაწირავს მას საუკუნო წარწყმედისთვის. და, თუკი ასე შეიძლება ამის თქმა ქრისტეან ერზე, მითუმეტეს, უნდა ითქვას ეს ებრაელებზე, ვინც რჩეული ერი იყო, მაგრამ ებრაელებმა უარყვეს მოსეს სჯული და “მიიღეს მოლოქის კარავი და ვარსკვლავი თავიანთი ღმერთის რემფანისა” (შეად. საქმე მოციქულთა 7:42) და არა მარტო სულიერ მგლებად მიიქცნენ, არამედ გახდნენ შვილები ეშმაკისა, რადგან სწორედ ასე ახასიათებდა მათ თვით მაცხოვარი, როდესაც “თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ“-ო (იოანე 8:44) ეუბნებოდა.

ვიღაცამ შეიძლება თქვას: რატომ უნდა დავაყვედროთ და გვძულდეს ებრაელები იმის გამო, რომ მათ უარყვეს ქრისტე და ჯვარდს აცვეს იგი, თუკი ქრისტესადმი ურწმუნო და ქრისტეს უარმყოფელები არსებობენ ნებისმიერ ეროვნებაში და ეს მათ მიმართ არ იწვევს რაიმე ზიზღსა და სიძულვილს? მართალია, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერ ერში - ებრაელებში, რუსეთში, ქართველებში, ჩინელებში და ა. შ., - არსებობდნენ და ყოველთვის იარსებებენ სკეპტიკოსები, ურწმუნოები, ათეისტები, მწვალებლები.

ამიტომაც არ არის გასაკვირი ებრაელების ერთი ნაწილი ქრისტეს რომ გაჰყვა, ხოლო მეორემ კი უარყო და ჯვარს აცვა იგი, მაგრამ, ვერაფრით დავუშვებთ, რომ ქრისტეს უარყოფა ებრაელთა მიერ იყო ისეთივე ადამიანური სისუსტის გამოვლინება, როგორიც, პრინციპში, ნებისმიერი ეროვნებისთვის არის დამახასიათებელი; ებრაელთა მიერ ქრისტეს ჯვარცმას უფრო ღრმა და სერიოზული საფუძველი აქვს, ვიდრე ეს ჩვეულებრივი ურწმუნოებაა.

სწორედ ეს იქცა ებრაელთა მიმართ ასეთი უარყოფითი განწყობის მიზეზად. ამ მიზეზების ღრმა კვლევას ისახავს მიზნად წინამდებარე ნაშრომიც და არა ანტისემიტური განწობილებების წაქეზებას საზოგადოებაში. ჯერ კიდევ წმიდა მოციქული პავლე თესალონიკელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში, ასწავლიდა რა სამყაროს აღსასრულის წინ უსჯულო კაცისა და წარწყმედის შვილის გამოჩენის შესახებ (2 თესალონიკ. თ. 2), ბრძანებდა, რომ “უსჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს” (2 თესალონიკ. 2:7). “უსჯულოების საიდუმლო” არის მოძრაობა, რომელმაც უნდა მოამზადოს კაცობრიობა მტარვალის, უსჯულო კაცისა და წარწყმედის შვილის, ანტიქრისტეს მისაღებად.

მართლმადიდებლური ესქატოლოგიის მიხედვით, ანტიქრისტე გამოჩნდება სამყაროს აღსასრულის წინ, მცირე დროით (წმ. წერილისა და წმ. მამათა განმარტებების მიხედვით, 7 წლით, რომლიდანაც ბოლო სამწელიწადნახევრიან პერიოდში მთელს დედამიწაზე გაბატონდება).

ჩვენ, მართლმადიდებელმა ქრისტეანებმა, ვიცით, რომ ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან მოქმედებდნენ “მრავალნი ანტიქრისტენი” (1 იოანე. 2:18,22; 4:3; 2 იოანე. 7), რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტეს მისი განკაცების დღიდან და დღემდე ეწინააღმდეგებიან მის წმიდა ეკლესიას, რომლის თავია თვით ქრისტე. სწორედ ამ წინააღმდეგობას ეყრება საფუძველი ძველაღთქმისეული პერიოდიდანვე, რათა იუდეველთათვის დაფარული ყოფილიყო ჭეშმარიტება და მათ ვერ ეცნოთ თავიანთი მაცხოვარი. ცხადია, ქრისტეს ჯვარცმა მხოლოდ ემოციურად დამუხტული და სტიქიურად მოქმედი ბრბოს გონებადაბნელების შედეგი არ ყოფილა, მაცხოვრის უარყოფა ხანგრძლივი და იდუმალებით მოცული პროცესი იყო... ასეთივე იდუმალებით არის მოცული “უსჯულოების საიდუმლოს” მეორე ნაწილი, რომლის განხორციელების შედეგად სამყაროში შემოვა ანტიქრისტე. სად დევს “უსჯულოების საიდუმლოს” გასაღები? როგორია მისი არსი და სტრუქტურა? რატომ დაუბნელდა გონება ძველ ისრაელს და რატომ ვერ იცნო მან თავისი მაცხოვარი? ვინ არის ის ძალა, რომელმაც მოამზადა ნიადაგი ქრისტეს უარსაყოფად და ამზადებს მთელ მსოფლიოს ანტიქრისტეს მისაღებად?

შეუძლებელია ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა იმ ისტორიული და იდეოლოგიური წინაპირობების გაცნობის გარეშე, რომელიც ფარდას ხდის ნებისმიერი ანტიქრისტეანული ძალის (მათ შორის მასონობის) ჭეშმარიტ არსსა და დანიშნულებას. სწორედ ამ იდეოლოგიასა და რელიგიურ-პოლიტიკურ მოძრაობას უწოდა წმ. Mმოციქულმა პავლემ “უსჯულოების საიდუმლო”, რომელიც, როგორც ვიცით, უკვე მოქმედებდა პავლე მოციქულის დროიდანვე; ანუ ეს არის საიდუმლო გეგმა, რომელსაც:

1) უნდა დაეპყრო ძველი ისრაელის ცნობიერება, რათაამას უარეყო თავისი მაცხოვარი და არ აღსრულებულიყო კაცთა მოდგმის გამოხსნა ცოდვის წყევისგან და

2) ეს გეგმა ამჟამადაც მოქმედებს და მთელ მსოფლიოს ამზადებს კაცობრიობის უკანასკნელი და ყველაზე შემზარავი, საყოველთაო დიქტატორის, ცრუმესიისა და ანტიქრისტეს მისაღებად, რომელიც, თუკი შეძლებს, რჩეულებსაც (ანუ ქრისტეანთაც) აცთუნებს.

“უსჯულოების საიდუმლომ” პირველი ამოცანის შესრულება მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო, რადგან მთელმა ისრაელმა როდი უარყო ქრისტე, ის აღიარა ისრაელის ნატამალმა, ხოლო ქრისტეანული სარწმუნოება განივრცო მთელს დედამიწაზე. აამიტომაც ის შეეცდება განახორციელოს მეორე ამოცანა, - აცთუნოს ჭეშმარიტი ისრაელი - ქრისტეს ეკლესია, აცთუნოს მთელი კაცობრიობა და ქრისტესგან განდგომითა და ანტიქრისტეს აღიარებით საბოლოოდ წარწყმიდოს.

ამრიგად, “უსჯულოების საიდუმლომ” ძირფესვიანად შეცვალა ებრაელი ერის სასოება და იდეალი - ზეციური იერუსალემი. დღეს ის ცდილობს იგივე იდეალი შეუცვალოს მთელ ქრისტეანულ კაცობრიობას.

წინამდებარე წიგნის ავტორი შესავალშივე აღნიშნავს ებრაელთა გაუცხოებას ამ იდეალისგან და წერს:

“ებრაელები, რომლებიც გაუცხოებულნი არიან იმ იდეალისგან, რომელსაც ჩვენ მივაგებთ პატივს; ებრაელები, რომელთაც არ ესმით დიდება სიძულვილის გარეშე, გამბედაობა ძარცვის გარეშე და დაკმაყოფილება ლაფის გარეშე, რომელიც ღვარად მოედინება მათ ირგვლივ - წარმოადგენენ პირველ საუკუნეთა იმ ებრაელების შთამომავლებს, რომლებიც საღმრთო განგებამ აირჩია ყველა ხალხსა და ერს შორის, რათა შეექმნა ღმრთის რჩეული ერი. ეს იყო მესიის რელიგია, რომლის მიმდევრებს ახლა ისინი, ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, მთელს დედამიწაზე დევნიან. დევნიან იმ სარწმუნოებას, რომელიც კვებავდა მათ შორეულ წინაპრებს, რჩეულთ ყველა ხალხებს შორის, რომლებმაც მიიღეს “აღთქმა“: აბრაამი სიხარულით შეკრთა მაშინ იმის გაფიქრებისგან, რომ იხილავდა მესიას (შეად. იოანე. 8:56)“. და იქვე სვამს შეკითხვას: “როგორ გარდაიქცა ოქრო ტყვიად? როგორ შეეძლო “ღმრთის ერს“, მიქცეულიყო წყეულ ერად? როგორ მოხდა, რომ ებრაელებმა, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ მაცხოვრის მოლოდინით, ჯვარს აცვეს იგი, როგორც კი მათ შორის გამოჩნდა? როგორ შეეძლოთ მათ, ვისმა მამებმაც სინას მთაზე მიიღეს სიყვარულისა და სამართლიანობის ათი მცნება, შეეცვალათ ის თალმუდად წოდებული სიძულვილის, მკვლელობისა და ძარცვის კანონით, რომლითაც დღემდე ხელმძღვანელობენ?”

სამწუხაროდ, ებრაელი ერი მწარედ მოატყუეს და აცთუნეს ბაბილონის ტყვეობისას ააღმოცენებულმა ფარულმა ებრაულმა სექტებმა და მათმა იდეოლოგებმა, როდესაც დააჯერეს ტყუილში და გაჰყვნე სიცრუის მამას, - ეეშმაკს, რომელიც დასაბამიდანვე არის კაცის მკვლელი. “იმ დროიდან, როდესაც დედამიწაზე ბატონობდა კერპთაყვანისმცემლობა და წარმართული სარწმუნოებანი, რომლებიც ამა თუ იმ სახით უკავშირდებოდა დემონთა სამყაროს და დემონთა თაყვანისცემას ამკვიდრებდა, ებრაელთა სარწმუნოება იყო ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება მთელ დედამიწაზე.

იყვნენ, ცხადია, გამორჩეული წარმომადგენლები სხვა ხალხებშიც, რომლებიც თაყვანს სცემდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, როგორც ბიბლიური იობ მრავალტანჯული და სხვები, მაგრამ მათ არ ჰქონდათ რაიმე ზეგავლენა თავიანთ ხალხებზე და ცხოვრობდნენ ოდენ საკუთარი სინდისის კარნახით. ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემის შესანარჩუნებლად უფალმა ღმერთმა, თავისი მიუწვდომელი განგებულებით, ნებისმიერი კაცისთვის ამ უდიდესი მისიის შესასრულებლად ამოირჩია ადამიანი, რომელიც გახდა მამა ყველა ჭეშმარიტი მორწმუნისა მთელ დედამიწაზე. მისი სახელი იყო აბრამი. არჩევის შემდეგ უფალმა მას უწოდა აბრაამი (იხ. დაბ. თ. 12 და 17).

ღმერთმა დადო აღთქმა აბრაამთან. ასე რომ, თვით უფალი იწოდებოდა უკვე ღმერთად აბრაამისა (მოგვიანებით კი ისააკისა და იაკობისა). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთმა აბრაამი ამოირჩია არა მისი ნაციონალური კუთვნილების გამო, არამედ პიროვნული ღირსებებისა და ჭეშმარიტი ღმერთისადმი მტკიცე და საკვირველი რწმენის გამო! და ღმერთი საკუთარ თავს უწოდებდა ღმერთს აბრაამისას და არა ებრაელებისას. ღმერთმა აბრააამს მისცა გასაოცარი აღთქმა “გაქცევ შენ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. ... კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა” (დაბ. 12:2,3). თვით სახელი “აბრაამიც” ძველებრაულზე მრავალი ხალხის მამას ნიშნავს. სახელის შეცვლით უფალი განსაკუთრებულად ხაზს უსვამს იმას, რომ აბრაამი თავისთავად კი არ გახდება ხალხთა მამა, არამედ ღმერთის განგებითა და შეწევნით: “(მე) გაქცევ შენ დიდ ხალხად...” (დაბ. 12:2).

ეს ფრაზა რომ არა, შესაძლებელი იქნებოდა, გვეფიქრა აბრაამის შთამომავლობის ბუნებრივ გამრავლებაზე, მაგრამ საღმრთო ჩარევა და განგება გვაფიქრებინებს, რომ აქ ლაპარაკია არა ბიოლოგიურ, ხორციელ, არამედ სულიერ შთამომავლობაზე აბრაამისა. ამას გულისხმობს უფლის აღთქმა “კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა” (დაბ. 12:3). უფალმა სარას თანდასწრებითაც გაუმეორა აბრაამს კურთხევა (თანაც ორჯერ) და უთხრა: “ვაკურთხებ მას და ვაჟიშილს შეგძენ მისგან; ვაკურთხებ და გახდება ხალხების დედა და ხალხთა მეფეები წარმოიშობიან მისგან” (დაბ. 17:16).

დიდი ხნის შემდეგ ებრაელთა ადამიანური ამპარტავნებისა და კიდევ იმ მიზეზების გამო, რასაც დეტალურად აღწერს თავის წიგნში ფლაბიან ბრენიე დე სენ კრისტო, აბრაამისადმი ღმრთის მიერ Bოძებული სულიერი ააღთქმის შინაარსმა და აბრაამის (რომელიც, სხვათა შორის, ებრაელი იყო), როგორც პიროვნების სულიერმა მისიამ, ებრაელების წარმოდგენაში ტრანსფორმაცია განიცადა: აბრაამ-პიროვნების მისია მათ ცნობიერებაში ებრაელი აბრაამის მისიად გარდაიქმნა. აქედან კი პირდაპირ გამომდინარეობს ლოგიკური, თუმცა მცდარი დებულება, რომ ღმერთმა აბრაამი იმისთვის კი არ ამოირჩია, რათა მასში ეკურთხებინა მიწიერთა მთელი მოდგმა და ჭეშმარიტი სარწმუნოების შენარჩუნებით მთელი წარმართული სამყარო (ებრაელებთან ერთად) მოემზადებინა კაცობრიობის ცოდვის გამომსყიდველი მაცხოვრის, ღმრთის მხოლოდშობილი ძისა და სიტყვის, ყოვლადწმიდა სამების მეორე იპოსტასის, განკაცებული ქრისტეს მისაღებად, არამედ, პირიქით, ებრაელი აბრაამის სახით აკურთხა მისი ხორციელი შთამომავლობა და ხალხთა მამად (ბატონად) ყოფნა აღუთქვა. აქედან კი იცვლება თვით აბრაამის მოწოდებაც: ებრაელთა ამ წარმოდგენის მიხედვით, ღმერთმა აბრაამს მისი ეროვნების გამო მოუწოდა. თუ ამას დავიჯერებთ, ანუ, თუ ებრაელი აბრაამი მისი სისხლის (გენეტიკის) თანახმად გამოარჩიეს, უკვე არანაირი ძალისხმევა და ღვაწლი აღარც არის საჭირო რაიმე სულიერი სათნოებების მოსახვეჭად, რადგან აბრაამისთვის მიცემული აღთქმა ავტომატურად გადადის მის შთამომავლებზე და, აქედან, აბრაამის რჩეულობას ცვლის ებრაელი ერის რჩეულობა.

ეს იყო საშინელი და სამწუხარო შეცდომა. ასე გარდაიქცა სულის რელიგია ხორცისა და სისხლის რელიგიად. მაგრამ ხორცი და სისხლი, როგორც მოციქულ პავლესგან ვიცით, ღმრთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.

ამ რელიგიურმა ცთომილებამ ებრაელები საშინელ ეროვნულ ქედმაღლობამდე და ცრუ სარწმუნოებამდე მიიყვანა, განაშორა ღმერთს და, სხვა ხალხებისგან განსხვავებით, თავის განსაკუთრებულობაში დააჯერა“ (О. Моленко. Апокалипсис и евреи ).

სანამ ებრაელებს ღმერთი მფარველობდა, სატანა, თავის მხრივ, ყველანაირად ცდილობდა მათ შეპყრობას. მრავალი ათეული თუ ასეული წლის განმავლობაში ცდილობდა ის ამ ხალხის გადაბირებას და კერპთაყვანისცემაშიც კი დასცა. მიუხედავად ამისა, კერპთაყვანისმცემლობაში ყოველ დაცემას, მოსდევდა მხილება უფლის მხრიდან წინასწარმეტყველთა მეშვეობით, რითაც ღმერთი საკუთარ თავსა და ძლიერებას შეახსენებდა ებრაელ ხალხს. უბედურებებითა და წარმართი ხალხების შემოსევებებითაც კი სჯიდა, რითაც ისევ ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ მოაქცევდა ხოლმე მათ გულებს.

მაგრამ სატანასაც ჰქონდა თავისი სტრატეგია. როდესაც ებრაელები წარმართებად ვერ გარდააქცია, მათი სარწმუნოების შინაარსის შეცვლა გადაწყვიტა, და აქ მან მოხერხებულად ისარგებლა ებრაელთა ბაბილონური ტყვეობით. თავისი ადეპტების მეშვეობით ეშმაკმა გადასახლებაში მყოფი ებრაელების წიაღში შექმნა საიდუმლო სექტა, რომელმაც, გამდიდრებულმა ქალდეაში მიღებული ეზოთერული და მაგიური “მეცნიერებებით“ ებრაელთაა სარწმუნოებაში დაამკვიდრა ქალდეური ელემენტები (ანუ შექმნა ე. წ. “კაბალა“ და სხვა დემონური სწავლებები).

სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ებრაელთა გადახრა თორიდან (ანუ მოსეს ხუთწიგნეულიდან) თალმუდისკენ (ადამიანურ შეხედულებათა და სიბრძნეთა, ასევე ეშმაკისეულ შთაგონებათა და მწვალებლობათა კრებული). დაიწყო ებრაელი ერის სულიერი გამოფიტვის პროცესი. ცეცხლით გამოხურვებულ წმიდა ჭურჭლიდან ძველი ღვთაებრივი სარწმუნოების განდევნა და უცხო (ბაბილონის შემდგომი), ახალებრაული სარწმუნოებით მისი შეცვლა.

ეშმაკის მსახურთა ამ მზაკვრობის მთელი სისასტიკე და სისაძაგლე მდგომარეობდა კიდევ იმაში, რომ ახალი რელიგია ფორმალურად და პირმოთნეობრივად ინარჩუნებდა მოსეს სარწმუნოების გარეგნულ ფორმებს, რომელიც თავისთავად, მისი შინაარსის გარეშე, ეეშმაკისთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდა.

ასე მიეცა დასაბამი “უსჯულოების საიდუმლოს“, რომლის მიზანი იყო, შთაეგონებინა ებრაელი ხალხისთვის თავისი ნაციონალური გამორჩეულობის იდეა და მიეყვანა ისინი უდიდეს ეროვნულ ამპარტავნებამდე, უკიდურეს გამიწიერებამდე. ყოველივე ამის რომელთა სიმბოლოებად იქცა ოქროს ხბო და ამქვეყნიური ფასეულობები.

ასე შეუმჩნევლად დაიპყრო სატანამ ებრაელთა გულები და მათში ზეციერი მამის სიყვარულისა და მისი სასუფეველისადმი სწრაფვის ნაცვლად ამა ქვეყნის თავადის მონობისა და მიწიერი ბატონობისკენ სწრაფვა დაამკვიდრა.

ეს ჭეშმარიტება იუდეველებს პირდაპირ უთხრა თვით მაცხოვარმა, უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ: “თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ, და მამათქვენის სურვილთაააღსრულება გწადიათ“ (იოანე 8:44).

ცხადია, ეეშმაკი და მისი მომხრეები ყოველმხრივ ცდილობდნენ, დაეფარათ ეს ცვლილება და მოსეს რელიგიის გარეგნული ფორმალური ნიუანსების დაცვით შთააგონებდნენ და შთააგონებენ ებრაელებს, რომ ჭეშმარიტ ღმერთს ეთაყვანებიან.

სარწმუნოების შეცვლასთან ერთად ებრაელებში შეიცვალა მომავლის სასოებანიც. დღეს ღვთიური და ნაციონალურ-რასული ნიშნით გამორჩეული ერის პრეტენზიით მათ სურთ ყველა დანარჩენ ხალხებზე ბატონობა. ამავე დროს, ებრაელებს ავიწყდებათ, რომ ყველა ადამიანი, გამონაკლისის გარეშე, მწირია (დევნილია) დედამიწაზე სამოთხიდან პირველქმნილ ადამიანთაა (ადამისა და ევას) ცოდვით დაცემის გამო და დაქვემდებარებულია ხრწნადობასა და სიკვდილს. ისრაელის შვილები ელოდნენ მესიას, რომელიც იქნებოდა მათი რომაელთა უღლისგან ძლევამოსილი გამათავისუფლებელი და ამავე დროს მსოფლიოზე ებრაელი ერის ბატონობის დამამკვიდრებელი და მფარველი. ებრაელებს დღემდე სჯერათ (ეს მოცემულია მათ მრწამსში), რომ “მაშიაყი“ (მესია) მოვა და განახორციელებს ყველა მათ ოცნებას, რაც გამოიხატება მსოფლიოს დაპყრობასა და მასზე ებრაელთა ბატონობაში.

იესუ ქრისტე, ჭეშმარიტი მესია, მათ ვერ იცნეს, უარყვეს და ჯვარზე გააკრეს, რადგან მისი ქადაგებები და ბუნება არ შეესაბამებოდა მათ სურვილებსა და წარმოდგენებს. ებრაელებს არ სურდათ და უკვე აღარც შეეძლოთ მიეღოთ მისი სულიერი სუფევა, რომელიც, უფლის სიტყვით, არა ამსოფლისგანაა. მიუღებელი იყო ებრაელთათვის ქრისტეს მოწოდებაც მორჩილებისა და თავმდაბლობისკენ, სიგლახაკისკენ, დამცირებისკენ, ცოდვათა მიტევებისკენ, მტრის სიყვარულისა და ყოველივე იმისკენ, რასაც ჩვენი უფალი იესუ ასწავლიდა.

მაშ, რა გამოდის, ხომ არ შეცდა უფალი ისრაელის არჩევაში? არა! ღმერთი არ ცდება! მან ყველაფერი წინდაწინ უწყის! ღმერთმა იცოდა, რომ ებრაელი ერი გადაცდა და მანვე უწყის, რომ ის სამყაროს აღსასრულის წინ კვლავ მოექცევა. ამის შესახებ რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ნათლად ბრძანებს წმ. მოციქული პავლე:

“ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინდისი სულიწმიდის მიერ, რომ დიდია ჩემი მწუხარება, და დაუმცხრალი ტკივილი ჩემი გულისა; ასე რომ, ვისურვებდი თავად ვყოფილიყავი შეჩვენებული ქრისტეს მიერ ჩემი ძმების, ჩემი სისხლის და ხორცის გამო, რომლებიც არიან ისრაელიტნი და რომლებსაც ეკუთვნით ძეობა და დიდება, მცნებანი და რჯულისდება, ღმრთისმსახურება და აღთქმანი;

მათნივე არიან მამანი, რომელთაგან ხორციელად არის ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული, კურთხეული უკუნისამდე, ამინ. მაგრამ არა ისე, თითქოს გაცუდდა სიტყვა ღმრთისა, ვინაიდან ყველანი როდი არიან ისრაელიტნი, რომელნიც არიან ისრაელისგან; არც შვილნი არიან ყველანი, რომელნიც არიან აბრაამის თესლისგან; არამედ ითქვა: ისააკის მიერ იწოდება შენი თესლი. ესე იგი, ხორციელი შვილნი კი არ არიან შვილნი ღმრთისა, არამედ აღთქმის შვილნი შეირაცხებიან თესლად. და როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: უფალ საბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენთვის თესლი, ვიქნებოდით როგორც სოდომი, და გომორას ვემსგავსებოდით.

რას ვიტყვით? წარმართნი, რომელნიც არ ეძებდნენ სიმართლეს, ეწიენ სიმართლეს, რწმენის მიერ სიმართლეს. ხოლო ისრაელი, რომელიც ეძებდა სიმართლის რჯულს, სიმართლის რჯულს ვერ მისწვდა. რატომ? იმიტომ, რომ ეძებდნენ არა რწმენის მიერ, არამედ რჯულის საქმეთა მიერ. რადგანაც წაიფორხილეს ფეხწამოსაკრავ ქვაზე, როგორც დაიწერა: აჰა, მე დავდებ სიონში ქვას ფეხწამოსაკრავს და კლდეს საცდურისას, და მის მიმართ მორწმუნე თავს არ შეირცხვენს. ძმანო! ნდომა ჩემი გულისა და ჩემი ვედრება ღმერთის მიმართ ისრაელისთვის არის, მისდა სახსნელად. ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ საღმრთო შური, მაგრამ არა ცოდნით. ვინაიდან, რაკი არ იცოდნენ ღმერთის სიმართლე და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ, არ დაემორჩილენენ სიმართლეს ღმრთისას. იმიტომ, რომ რჯულის დასასრული ქრისტეა, ყველა მორწმუნის სიმართლისათვის. კვლავ ვამბობ: ნუთუ ვერ შეიცნო ისრაელმა? მაგრამ პირველად მოსე ამბობს: მე აღვძრავ თქვენს შურს არა ხალხის მიერ, უგულისხმო ხალხით განგარისხებთ თქვენ. ხოლო ესაია კადნიერდება და ამბობს: ვეპოვნინე მათ, რომელნიც არ მეძებდნენ, და გამოვეცხადე მათ, რომელნიც არ მკითხულობდნენ. ამრიგად, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა განიშორა თავისი ხალხი? არამც და არამც. რადგან მეც ისრაელიტი ვარ, აბრაამის თესლისა და ბენიამინის ტომისგან. არ განუშორებია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან, იქნებ, არ იცით, რას ამბობს წერილი ელიასათვის? როგორ შესჩივის იგი ღმერთს ისრაელის გამო: უფალო! შენი წინასწარმეტყველნი მოკლეს და შენი საკურთხეველნი დაანგრიეს; მეღაა დავრჩი, და ეძიებენ ჩემს სულს. მაგრამ რას ეუბნება მას პასუხი ღმრთისა? - მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომლებსაც არ მოუყრიათ მუხლი ბაალის წინაშე. ასე, ამჟამადაც მადლისმიერი არჩევანით გადარჩა ნაშთი. მე კი ვამბობ: ნუთუ წაიფორთხილეს, რათაა დაეცნენ? არამც და არამც. არამედ მათი დაცემისგან არის წარმართთა ხსნა. რათა აღძრას მათში საღმრთო შური. ხოლო თუU მათი დაცემა ქვეყნის სიმდიდრეა, და მათი სიმწირე - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად უფრო მეტი იქნება სავსება მათი? თქვენ გეუბნებით, წარმართთ: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ვადიდებ მსახურებას ჩემსას. იქნებ ასე მაინც შევძლო საღმრთო შური აღვძრა ჩემსავ თვისტომთაა შორის, და ვიხსნა ზოგიერთი მათგანი. რადგან თუ მათი განშორება ქვეყნის დაზავებაა, რაღააიქნება მათი შეწყნარება, თუ არა სიცოცხლე მკვდართაგან? ნუ იქადი რტოთაა წინაშე; ხოლო თუ იქადი, გახსოვდეს, რომ შენ კი არ გიტვირთავს ფესვი, არამედ ფესვმა გიტვირთა შენ. იტყვი: რტონი გადატყდნენ, რათა მე დავმყნილიყავი. კეთილი. ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენით დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს. რადგან თუ ღმერთმა ბუნებრივი რტონი არ დაინდო, არც შენ დაგინდობს. ხომ ხედავ სიკეთეს და სიმკაცრეს ღმრთისას: სიმკაცრე - დაცემულა, ხოლო სიკეთე - შენს მიმართ, თუკი მისი სიკეთით მკვიდრობ; არა და, შენც მოიკვეთები. მაგრამ ისინიც, თუკი არ დარჩებიან ურწმუნოებაში, - დაემყნებიან, ვინაიდან ღმერთს ძალუძს კვლავინდებურად დამყნობა მათი. რადგანაც, თუ შენ მოიკვეთე ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე შინაურ ზეთისხილს, მით უმეტეს ბუნებრივი რტონი დაემყნობიან თავის ზეთისხილს. ვინაიდან არ მსურს ძმანო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო (რათა თქვენსავე განსჯას არ დაეყრდნოთ), რომ ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია, დროებითი, ვიდრე არ შემოვა წარმართთა მთელი სიმრალე. და ასე მთელი ისრაელი ცხონდება, როგორც დაიწერა: მოვა სიონით მხსნელი, და მიაქცევს უღმერთოებას იაკობისგან. და ეს არის ჩემმიერი აღთქმა მათ მიმართ, როდესაც წარვხოცავ მათ ცოდვებს. სახარების მიხედვით, ისინი მტრები არიან თქვენს გამო, ხოლო არჩევის მიხედვით, საყვარელნი მამათა გამო. რადგან ღმრთის ნიჭნი და მოწოდება უცვალებელნი არიან. ვინაიდან, როგორც თქვენ ოდესღაც ეურჩეთ ღმერთს, ხოლო აწ შეწყალებულნ ხართ მათი ურჩობის გამო. ასევე ახლა ისინიც ურჩნი არიან თქვენი შეწყალებისთვის, რათაა თავადაც შეწყალებულ იქმნენ. რადგანაც ღმერთმა ყველანი ურჩობაში მოამწყვდია, რათა ყველა შეიწყალოს. ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და გამოუკვლეველნი მისი გზანი!” (რომ. თ. 10-11).

დამოწმებული სიტყვები ცხადად გვიჩვენებს ღმრთის განგებულებას ისრაელის ძეთა მიმართ. თვით მოციქულ პავლეს მოქცევა ეკლესიისკენ, რომელიც ადრე მისი სასტიკი მდევნელი იყო, და სავლეს გარდაქცევა პავლედ უპირველესად უნდა აღვიქვათ, როგორც ებრაელთა ნატამალის, ქრისტეს სარწმუნოებისკენ მოქცევის წინასწარმეტყველება. ებრაელთა ნატამალი მთელი სულითა და გულით მოექცევა ქრისტესკენ, აღიარებს მას თავის უფლად, ღმერთად და მესიად და - ცხონდება! ოდესღაც ისრაელი ჭეშმარიტებაში მკვიდრობდა, ხოლო წარმართები კერპთაყვანისცემის ბნელით იყვნენ მოცულნი, ახლა ისრაელია დაბრმავებული, მაგრამ გარკვეულ დრომდე, სანამ ეკლესიაში წარმართთა მთელი სისრულე არ შემოვა.

ებრაელთა ქრისტესკენ მოქცევა მოხდება სწორედ ანტიქრისტეს მსოფლიო ბატონობის დროს. იმის შემდეგ, რაც ანტიქრისტე-მხეცი გამოააშკარავებს თავის ჭეშმარიტ სახეს, რომელიც აღვსილია მკრეხელობითა და ღმრთის გმობით, არნახული მძვინვარებითა და ბოროტებით, ისრაელის ძეთ თვალი აეხილებათ. როდესაც დაინახავენ ამ არნახულ ურჩხულს და ბოროტმოქმედს, რომელიც მათ თავიანთი მესია ეგონათ, ებრაელები უარყოფენ მას და უდიდესი ძლიერებითა და გულმხურვალებით მოექცევიან ქრისტესკენ. ებრაელთა ამ მოქცევაში დიდ როლს ითამაშებს ზეცაში ცოცხლად აყვანილი და იმ დროს უკან, დედამიწაზე დაბრუნებული წინასწარმეტყველი ილია.

ანტიქრისტეს მამხილებელი მისი, ქადაგება, არნახული სასწაულები, რომელსაც იმ დროს აღასრულებს უფლის ეს წმიდა ჭურჭელი და მსახური, თვალს აუხელს ებრაელებს და შვილების გულებს მიაქცევს მამათა ღმერთის სარწმუნოებისკენ. ამას წინასწარმეტყველებს მალაქია: “აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდისა და საშინელის დადგომამდე. ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო” (მალაქია 3:23,24). ისრაელის მოქცევაზე წინასწარმეტყველებს ესაიაც: “იმ დღეს აღარ დაენდობა ისრაელის ნატამალი და იაკობის სახლის ნარჩომი თავის მგვემელს; უფალს, ისრაელის წმიდას, დაენდობა დარწმუნებით. ნატამალი დაუბრუნდება, იაკობის ნატამალი ძლიერ ღმერთს!” (ესაია 10:20,21) (უფრო დაწვრილებით იხ. ოლეგ მოლენკო. Апокалипсис и евреи http://www.omolenko.com/tolkovanie/tolk13_8.htm#Nav). მანამდე კი ისრაელი სატანის სამსახურში და თავისი ცრუმესიის, ანტიქრისტესა და მისი მეშვეობით მსოფლიოზე ბატონობის მოლოდინშია...

P.S. აუცილებელია აღინიშნოს, რომ წინამდებარე თხზულებაში ზოგიერთ ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით მეცნიერებს განსხვავებული შეხედულება აქვთ. მკითხველს მიკერძოებად რომ არ ჩაეთვალა, ჩვენ მთლიანად დავეყრდენით წიგნის ფრანგულ გამოცემას და გადავწყვიტეთ, ყველა სადავო თარიღი დაგვეტოვებინა ისე, როგორც ეს ავტორისეულ ტექსტშია. რაც შეეხება გეოგრაფიულ თუ კერძო სახელებს, იქ, სადაც ეს შესაძლებელი იყო, ქართული შესატყვისები საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლიის მიხედვით შევარჩიეთ.
Назад к содержимому