უსჯულოება > უსჯულოების საიდუმლო
ფლაბიან ბრენიე დე სენ-კრისტო
ებრაელები და თალმუდი
ებრაელი ერის ზნეობრივი და საზოგადოებრივი საფუძვლები მისი წმინდა წიგნის თალმუდის მიხედვით
ასევე იმ ისტორიულ ვითარებათა მიმოხილვა, რომლის დროსაც ებრაელი ერმა გადაუხვია მოსეს სჯულს
ასევე იმ ისტორიულ ვითარებათა მიმოხილვა, რომლის დროსაც ებრაელი ერმა გადაუხვია მოსეს სჯულს
ნაწილი პირველი
თავი IV
ანტიქრისტეანულ დევნულებათა ებრაული წარმომავლობა
ფარისევლებს ეგონათ, რომ ქრისტეს მოკვლით თავიდან აიცილეს საშიშროება, რომელსაც მთელი სამი წელი უფრთხოდნენ. ამიტომაც იყო, რომ ჯვარცმის შემდგომ პირველ ხანებში მოციქულთა ქადაგება სულაც არ აღელვებდათ. როდესაც იერუსალემში ქრისტეანთა რიცხვი გაიზარდა, ისინი იმით დაკმაყოფილდნენ, რომ მათი ბრძანებით სინედრიონის კრებაზე მოყვანილ პეტრესა და იოანეს მხოლოდ დაემუქრნენ, მეორედ დაპატიმრებისას კი გაშოლტეს ისინი. მაგრამ მოგვიანებით მათმა სისასტიკემ იმატა და ჩაქოლეს დიაკვანი სტეფანე, მას შემდეგ, რაც მან თავის მსაჯულთ შეახსენა ის სისხლიანი კავშირი, რომელიც მათ ისრაელის წინასწარმეტყველთა ძველ მადევრებთან აერთიანებდა:“ქედფიცხელნო და გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით სულს წმიდას, როგორც თქვენი მამები, ასევე თქვენც. რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაცნენი მართლის მოსვლისა, ვისიც აწ თქვენ გამცემნი და მკვლელები გახდით. თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა მსახურებით, და არ დაიმარხეთ” (საქმე მოციქულთა 7:51-53 51-53).
ამ დროს ქრისტეს მოწაფეებმა წილი ყარეს თუ ვის რომელ მხარეში ექადაგა სახარება და სამახარობლო სიტყვის მაუწყებლებად რომის მთელს იმპერიაში გაიშალნენ; გადადიოდნენ ქალაქიდან ქალაქში, სინაგოგიდან სინაგოგაში და მოქცეულთ ამრავლებდნენ. ფარისევლები, რომლებიც თავიანთი ზეგავლენის გავრცელებას მთელს მსოფლიოზე აპირებდნენ, ძალიან მალე დარწმუნდნენ, რომ ზეგავლენას კარგავდნენ ებრაელ ხალხზეც. მათ ზრახვებს საფრთხე დაემუქრა.
ამიტომაც გადაწყვიტეს, დაეწყოთ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ქრისტეს სწავლების წინააღმდეგ და მთელს მსოფლიოში ედევნათ ისინი, ვინც მას იქადაგებდა. ამ მიზნის მისაღწევად საშუალებათა სიმწირეს არ განიცდიდნენ. ებრაელების განთესვა მსოფლიოს ხალხთა შორის უკვე დიდი ხნის აღსრულებული იყო, რაც სინედრიონს უზრუნველყოფდა საჭირო რაოდენობის თანამშრომლით, აგენტითა და ერთგული შემსრულებლით. ხოლო თვით სინედრიონი (გამალიელის გამოკლებით, რომელიც გადაიხარა ქრისტეანობისკენ), თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სადუკეველს, რომლებიც ასევე ქრისტეანობის სასტიკი მტრები იყვნენ, მხოლოდ და მხოლოდ ფარისევლებით იყო დაკომპლექტებული.
ზუსტი წარმოდგენა რომ ვიქონიოთ ჩვენი წელთაღრიცხვის 35 წლისთვის ებრაელი ხალხის მდგომარეობაზე, ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ, რომ არც ერთი ხალხი საუკუნეთა განმავლობაში არ ყოფილა ისე განთესილი მთელს მსოფლიოში, როგორც ებრაელი, და ასევე არც ერთ ერს ისე მტკიცედ არ ჰქონდა შენარჩუნებული თავისი ეროვნული ერთობის თვითშეგნება, როგორც ებრაელებს.
განთესვა დაიწყო სოლომონის მეფობის დროიდან, რომელმაც ებრაული კოლონიები გადაჭიმა თვით თარშიშამდე (ესპანეთი) და ეთიოპიამდე, რომლებიც მოვალენი იყვნენ, მოემარაგებინათ ის ოქროთი, სპილოს ძვლითა და ძვირფასი ხით (III მეფეთა. 9:26-28; და 10:22). ამის შემდეგ იყო ბაბილონის ტყვეობა და იუდეის გაპარტახება; მართალია, დევნილებმა კიროსის გამარჯვებათა შემდეგ სახლში დაბრუნების ნებართვა მიიღეს, მაგრამ ბევრს არ უსარგებლია ამ ნებართვით. ამას ადასტურებს ესთერის წიგნიც, საიდანაც ჩანს, რომ ამ პერიოდისთვის ებრაელები განთესილები იყვნენ სპარსეთის იმპერიის მთელს ტერიტორიაზე. ამ დროისთვის დევნილთა დიდმა ნაწილმა მიაღწია ეგვიპტეს და ფარაონთა ძველ ქვეყანაში დაიდო ბინა. ალექსანდრეს გამარჯვებებმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი ებრაელთა განთესვას, რომლებმაც თავიანთი მორჩილებით მაკედონელი დამპყრობლის კეთილგანწყობა მოიპოვეს. მაკედონელმა მრავალი მათგანი ალექსანდრიაში დაასახლა, სხვები საბერძნეთისკენ გაემართნენ, მესამენი კი უკან გაჰყვნენ მის ჯარს. რომში ებრაელები გვხვდებიან რესპუბლიკის უკანასკნელი დღეებიდანვე, სადაც ისინი დიდი რაოდენობით დასახლდნენ. ებრაელები თან დაჰყვებოდენ რომაელთა არმიას მათ ძლევამოსილ ლაშქრობებში, რათა სურსათ-სანოვაგით მოემარაგებინათ იგი და აეკრიფათ სამხედრო ბეგარა. ამავე დროს, ისინი უკვე ისე მომძლავრდნენ, რომ გამუდმებული მუქარით დააშინეს ფორუმი (21).
მოკლედ, იმაზე უფრო უეჭველი არაფერია, ვიდრე ეს ნაწყვეტი სტრაბონის ჩანაწერებიდან, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში აღნიშნავდა: “ებრაელები მოედვნენ ყველა ქალაქს და ძნელად თუ მოიპოვებთ ადგილს დედამიწაზე, სადაც ისინი არ იყვნენ, და სადაც ისინი მყარად არ დაფუძნდნენ” (ციტ. Иосифа Флавий: «Еврейские древности», XIV, 2 и «Еврейские войны», I, 6). და მართლაც, ებრაელებმა გაიმყარეს თავიანთი მდგომარეობა.
ზოგან კი, მაგალითად, ალექსანდრიაში, ისინი შეადგენდნენ მოსახლეობის მესამედს. თითქმის ყველგან მათ მოიპოვეს განსაკუთრებული უფლებები, კერძოდ: 1) დასახლებულიყვნენ ცალკე კვარტლებში (“გეტოებში”, რომელთა გამოც ასე ბევრს გაჰყვირიან, არადა, თავდაპირველად ისინი პრივილეგირებულ ებრაელთა დასახლებები იყო და სწორედ იმ დროიდან შემორჩა); 2) გათავისუფლებულნი ყოფილიყვნენ ზოგიერთი გადასახადისგან და 3) უნდა დაქვემდებარებოდნენ მათივე გარემოდან არჩეულ მსაჯულთა სასამართლოს.
თითოეული ებრაული კოლონია, რომლებითაც იესუ ქრისტესა და მის პირველ მოციქულთა დროისთვის მთელი მსოფლიო მოიფინა, ქმნიდა ერთგვარ რესპუბლიკას, რომლის რელიგიური და ადმინისტრაციული ცენტრი სინაგოგა იყო. მაგრამ ეს ადგილობრივი სინაგოგები მხოლოდ ანარეკლი იყო იმ წმინდა ადგილისა, რომლისკენაც იყო მიპყრობილი განთესილ ებრაელთა მზერა. მხოლოდ იერუსალემის ამ ტაძარში შეწირული მსხვერპლი მიიჩნეოდა ნამდვილად, მსხვერპლის შეწირვა სხვა ნებისმიერ ადგილას აკრძალული იყო. ტაძრის შესანახად მსოფლიოს ყველა კუთხეში ყოველწლიურად იკრიბებოდა გადასახადი და იგზავნებოდა იერუსალემში: ამ მიზნით გაღებული ღალა - ორი დრაქმა (22) კაცზე, იყო ისეთი გადასახადი, რომელზეც ებრაელები სიხარულით თანხმდებოდნენ, რამეთუ ის ამტკიცებდა მათ ეროვნულ ერთობას და, ამავე დროს, აკმაყოფილებდა მათ რელიგიურ გრძნობას.
ჩვენს მიერ აღწერილი ორგანიზაციის წყალობით, ებრაელი ხალხი ჩვენი წელთაღრიცხვის 35-ე წელს წარმოადგენდა უკიდურესი განთესვისა და უმჭიდროვესი რელიგიური და პოლიტიკური ერთობის პარადოქსულ წინააღმდეგობრიობას.
რომაული, აზიური და თვით ბარბაროსული ქალაქების ასეულობით “გეტოს” თავს აფარებდა იუდეის ძველი სამეფოს მოსახლეობის სამი მეოთხედი; სინედრიონი და იერუსალემის ტაძარი ისეთივე მიმზიდველობას და ავტორიტეტს ინარჩუნებდნენ ამ დევნილთათვის, როგორიც ისინი პალესტინაში დარჩენილ ძმათათვის იყო.
იხდიდნენ რა იმავე გადასახადებს, ისინი ერთიანდებოდნენ მსხვერპლშეწირვის ირგვლივ. სინედრიონისთვის ეს ხალხი წარმოადგენდა ქვეშევრდომებს, რომლებთან ურთიერთობაც, მართალია, გართულებული იყო, მაგრამ ყურადღების გარეშე მაინც არ ტოვებდნენ და ხშირად უგზავნიდნენ მალემსრბოლებს.
თუ გავიხსენებთ, რომ იმ დროს და მანამდეც სინედრიონი იყო ფარისეველთა სექტის ხელში, გასაგები გახდება, რომ ამ უკანასკნელს შეეძლო, ერთი უბრალო ბრძანებით, ებრაელი ხალხის უზენაესი საბჭოს სახელით ქრისტეანობის წინააღმდეგ აემხედრებინა უთვალავი ებრაული კოლონია, რომლებსაც დაპყრობილი ჰქონდათ მთელი დედამიწა. ასეც მოხდა, როგორც კი ქრისტეანობამ დაიწყო სწრაფი გავრცელება მთელს დედამიწაზე.
ეს მნიშვნელოვანი საკითხი არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს, თუკი მას განვიხილავთ იმ უდავო ფაქტების გათვალისწინებით, რომელსაც გვაწვდიან ეკლესიის მამები, პირველი საუკუნეების ქრისტეანობის აპოლოგეტები.
აი, მეორე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოწამისა და აპოლოგეტის, წმ. იუსტინე ფილოსოფოსის უტყუარი მოწმობა, რომელიც, ამოწერილია მისი თზულებიდან “გასაუბრება ტრიფონ იუდეველთან” (სავარაუდოდ, ტრიფონი იყო კაბალის წიგნებში ცნობილი რაბინი). ლაპარაკობს რა ფაქტებზე, რომლებიც ცნობილია ეკლესიისთვის, წმ. იუსტინე ბრძანებს : “ყველა იმ შეურაცხყოფაში, რომელსაც გვაყენებენ იესუ ქრისტესა და ჩვენ (ქრისტეანებს - მთარგმნ.), სხვა ხალხები ნაკლებად არიან დამნაშავენი, ვიდრე თქვენ, ებრაელები. სწორედ თქვენ ხართ დამნაშავე იმაში, რომ ამ ერებს ასეთი ცუდი წარმოდგენა აქვთ ჩვენზე და მართალზე (იესუ ქრისტეზე - მთარგმნ.).
მართლაც, მისი ჯვარცმის შემდეგ უეჭველად რომ დარწმუნდით მის აღდგომასა და ზეცად ამაღლებაში, თქვენ არათუ არ შეინანეთ თქვენი საქციელი, არამედ ამ მომენტიდან მთელს მსოფლიოში დააგზავნეთ საგულდაგულოდ შერჩეული აგენტები.
ამ აგენტებმა ყველგან მოფინეს ცნობები იმის შესახებ თუ როგორ ჩაისახა ქრისტეანთა ეს უკეთური სექტა და ქვეყნიერებას მოსდეს ყველაზე საზიზღარი და შემზარავი ჭორები, რომლებსაც დღემდე ავრცელებენ ისინი, ვინც ჩვენ არ გვიცნობს” (§ XVII).
ХVIII პარაგრაფში წმ. იუსტინე ფილოსოფოსი ისევ უბრუნდება ამ ბრალდებას და მას კიდევ უფრო მკაფიოდ და განსაზღვრულად გამოხატავს:
“როგორც უკვე ვთქვი, თქვენ ამოარჩიეთ ხალხი, რომელსაც შეეძლო განეხორციელებინა თქვენი გეგმები, თქვენ წარგზავნეთ ისინი ყველა მხარეს და მათი მეშვეობით გაავრცელეთ ხმები, რომ ვიღაც იესუმ გალილეიდან დააფუძნა უსჯულო და უკეთური სექტა და დაამატეთ, თითქოსდა იესუ ქრისტემ ყველა თავის მოწაფეს ასწავლა, ჩაედინა უბილწესი დანაშაულობანი, დღემდე ამტკიცებთ და ირწმუნებით, რომ ეს დანაშაულობანი და საზიზღრობანი დამახასიათებელია ყველასთვის, ვისაც კი იესუ ქრისტე მაცხოვრად და ძედ ღმრთისად მიაჩნია.
რაც შეგვეხება ჩვენ, მინდა გითხრათ, რომ არ განვიცდით არავითარ სიძულვილს არც თქვენს და არც იმათ მიმართ, ვინაც თქვენგან მიიღო ეს ცუდი წარმოდგენა ჩვენზე. მეტიც, ჩვენ ღმერთს ვევედრებით გიბოძოთ თქვენც და მათაც მიტევება და წყალობა”.
რომელ “უბილწეს დანაშაულობებზეა” ლაპარაკი და რაში ადანაშაულებდნენ სინედრიონის მალემსრბოლები თუ აგენტები ქრისტეანებს მთელს მსოფლიოში გაბნეულ ებრაელთა კოლონიებში თუ ყველა იმ ხალხის წინაშე, სადაც ეს ებრაელები ცხოვრობდნენ?
საკმარისია გადავფურცლოთ იმ დროის წარმართ მწერალთა თხზულებანი, რათა გავიგოთ, რაზეა ლაპარაკი. “ქრისტეანები, - ამბობენ ისინი, - აღიარებენ ბილწ და საიდუმლო სწავლებას. ისინი ეთაყვანებიან ვირის თავს და თავიანთ წმიდა ტრაპეზზე იყოფენ ყრმათა სხეულს, რომელიც აზელილია ცომში (ევქარისტიის საიდუმლოს დამახინჯებული წარმოდგენა), ეწევიან სისხლის აღრევას და სხვა ათასგვარ დანაშაულობას. დაბოლოს, ისინი არიან მეამბოხენი, ყოველგვარი საზოგადოების მტრები, კეისრის ძალაუფლებისადმი დაუმორჩილებელნი”.
ყველამ კარგად იცის, როგორი დევნულება და ტანჯვა-წამება დაატეხა თავს ქრისტეანებს ამგვარმა ბრალდებებმა პირველი სამი საუკუნის განმავლობაში და რამდენი ქრისტეანი ეწამა წარმოუდგენელი და უსასტიკესი წამებით მსგავსი ცილისწამებებით აღგზნებული ბრბოს ყიჟინაში. სასარგებლოა ვიცოდეთ თუ საიდან მომდინარეობდა ეს ცილისწამებები და რომ ხელმა, რომელმაც ჯვარს აცვა მოძღვარი, აწამა მისი მოწაფენიც.
წმ. იუსტინეს მოწმობის თანხმიერია ქრისტეანი მწერლის ტერტულიანეს მოწმობაც, რომელმაც ებრაელებს მიუყენა წერილის სიტყვები: “ეს თქვენს გამო იგმობა უფლის სახელი ხალხთა შორის”, და დაამატა: “მართლაც, ებრაელები არიან დამნაშავენი იმ სამარცხვინო მდგომარეობისთვის, რომელშიც სადღეისოდ ვართ ჩაყენებული” (Против Маркиона III, 23). სხვა ადგილას ის ჩამოთვლის ყველა იმ შეურაცხყოფას, რომლებსაც განიცდიდნენ მისი თანამედროვე ქრისტიანები კართაგენში ებრაელთა მხრიდან; “და ბრბოსაც, - ამბობს ის, - სჯეროდა ებრაელის, რამეთუ რომელ სხვა რასას დედამიწის ზურგზე გაუვრცელებია ჩვენზე ისეთი საძაგლობები, როგორსაც ავრცელებდნენ ებრაელები?”
დაბოლოს, X თავში (scodriaque) (Книга о язычниках, (livre aux Gentils) I, 14.) ის ხმარობს საკმაოდ ზუსტ და მოხდენილ განსაზღვრებას, რომლითაც მოსწრებულად გადმოსცემს ისტორიულ სიმართლეს: ებრაული სინაგოგები წარმოადგენენ ჩვენი დევნულებების წყაროს: "synagogae Judeorum fontes persecutionum sunt".
თავის მხრივ, ორიგენეც წერს, რომ: “ცელსიუსს თავის წიგნში სურდა ჩვენი საწინააღმდეგო აზრები შთაეგონებინა თავისი მკითხველისთვის, რომელიც ჩვენ არ გვიცნობს, და განეწყო ისინი ჩვენთან, როგორც ღმრთის მგმობელებთან, ბრძოლის სურვილით. ამით ის წააგავს ებრაელებს: ეს უკანასკნელნი ხომ ქრისტეანული რელიგიის დაფუძნების დღიდან ავრცელებენ ათასგვარ სისაძაგლეს ჩვენზე და ცილს გვწამებენ; მათი თქმით, ქრისტეანები თურმე ღმერთს მსხვერპლად სწირავენ ბავშვებს, ჭამენ მათ ხორცს და, თავიანთი ბილწი ვნებები რომ დაიკმაყოფილონ, აქრობენ სინათლეს და განურჩევლად სქესობრივი კავშირით შეეყოფიან ერთურთს. ეს ცილისწამებები, რაც უნდა უაზრო და სისულელე იყოს, მრავალს აღძრავს ჩვენს წინააღმდეგ” (Против Цельса VI, 27),
ევსები პამფილუსიც ესაიას წინასწარმეტყველების განმარტებებში ამბობს:
“ჩვენი მწიგნობრების ნაწერებით ვგებულობთ, რომ ებრაელი ხალხის მღვდლებსა და უხუცესთ იერუსალემში საყოველთაოდ, ყველა ებრაელისთვის გაუგზავნიათ წერილები, სადაც ბრძანება გაუციათ, დაეგმოთ იესუ ქრისტეს სწავლება, როგორც სიახლე და ღმრთის საწინააღმდეგო. ასევე უბრძანებიათ, არ მიეღოთ იგი... მათი წერილებით მომარაგებულ ამ ებრაელ დესპანებს გადაულახავთ ზღვები და მთები და მოუვლიათ მთელი დედამიწა და ჩვენს მაცხოვარზე ყველგან გაუვრცელებიათ ცილისწამებები და სისაძაგლეები”.
შეგვიძლია მოვიტანოთ ათეულობით ამონაწერი იმდროინდელ თხზულებათაგან, რომლებიც იმავეს მოწმობენ. შემოვიფარგლებით დასკვნით, რომელსაც გვაძლევს მოსხეიმი თავის წიგნში "De rebus Christianorum ante Constantinum magnum" (стр. 96, de l’edition de Helmstadt, 1753):
“ებრაელი ერის მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა ყველგან გააგზავნეს თავიანთი მალემსრბოლები, რათა შეეგულიანებინათ და წაექეზებინათ თავიანთი თანატომელები, არა მარტო განშორებოდნენ და სძულებოდათ ქრისტიანები, არამედ ყოველგვარი ხერხით შეევიწროებინათ, მიეცათ პასუხისხგებაში და გაესამართლებინათ ისინი.
მთელი მსოფლიოს ებრაელები ზედმიწევნით ასრულებდნენ თავიანთი ბელადების მითითებებს და ცდილობდნენ, ცილისწამებებითა და მრავალგვარი მზაკვრობით ქრისტეანთა წინააღმდეგ აღეძრათ პრეფექტები, მოსამართლეები და ხალხთა მასები. ამ ცილისწამებათა შორის იყო ერთი უმთავრესი, რომელსაც დღემდე იმეორებენ, რომ ქრისტეანობა არის სახელმწიფოსთვის საშიში სექტა, მტრული - საიმპერატორო ძალაუფლებისთვის, ვინაიდან ის ღმერთად და მეფედ აღიარებს ბოროტმოქმედს, ვინმე იესუ ქრისტეს, სრულიად სამართლიანად ჯვარცმულს პონტოელ პილატეს მიერ.
ასეთმა საქციელმა გამოიწვია პირველქრისტეანთა ჩივილი ებრაელთა სიძულვილზე და გულქვაობაზე, რომელსაც ისინი წარმართთა მხრიდან დევნულებაზე უფრო საშიშ და მძიმე საფრთხედ მიიჩნევდნენ”.
“სინედრიონის მოციქულთა” ერთ-ერთი ასეთი წარმომადგენელი, რომელსაც დავალებული ჰქონდა, დაერაზმა ხალხი ქრისტეანთა წინააღმდეგ, იყო სავლე თარშიშელი, განსწავლული ახალგაზრდა ფარისეველი, რომლის ფერხთით დააწყვეს თავიანთი სამოსები წმინდა სტეფანეს მკვლელებმა და რომელიც შემდეგ, დამასკოში მიმავალი, სასწაულებრივად მოექცა ქრისტეანობისკენ და გახდა წმინდა მოციქული პავლე.
“ხოლო სავლე არბევდა ეკლესიას, - ნათქვამია მოციქულთა საქმეებში, - შეიჭრებოდა სახლებში, გამოათრევდა კაცებს და ქალებს და საპყრობილეში ყრიდა...
მძვინვარებდა და სიკვდილს უქადდა უფლის მოწაფეთ. იგი მივიდა მღვდელთმთავართან და გამოსთხოვა ეპისტოლენი დამასკოს სინაგოგების მიმართ, რათა, თუ ვინმეს ჰპოვებდა ამ მოძღვრების მიმდევარს, კაცსა თუ ქალს, შეკრული მიეყვანა იერუსალემს” (საქმე მოციქულთა 8:3 და 9:1,2).
მოგვიანებით თარშიშელ სავლეს, რომელიც წმიდა პავლედ იქცა, ებრაელები ისევე დაედევნენ, როგორც ყველა სხვა მოციქულს და განზრახული ჰქონდათ მისი მოკვლა. მოციქულთა საქმეებში ვკითხულობთ:
“მეორე შაბათს თითქმის მთელი ქალაქი შეიყარა, რათა მოესმინათ ღმრთის სიტყვა. ხოლო იუდეველები შურით აღივსენენ ამდენი ხალხის დანახვისას და გმობითა და წინააღმდეგობით უპირისპირდებოდნენ პავლეს სიტყვებს... მაგრამ იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და ღირსეული ქალები და წარჩინებული მოქალაქენი, და აღძრეს დევნა პავლესა და ბარნაბას მიმართ, და თავიანთი საზღვრებიდან გააძევეს ისინი” (საქმე მოციქულთა. 13:44-50).
ხოლო ლისტრაში წმინდა პავლეს მიერ აღსრულებულ სასწაულთა შემდეგ:
“ანტიოქიიდან და იკონიიდან მოვიდნენ იუდეველნი, რომელთაც გადაიბირეს ხალხი, და ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, ვინაიდან მკვდარი ეგონათ” (43) (საქმე მოციქულთა 14:19, 20).
თესალონიკეში მისი ქადაგების დროს:
"შურით აღიძრნენ ურწმუნო იუდეველნი, წამოიყვანეს მოედნიდან უკეთური კაცნი, და ბრბოდ შეყრილნი აბორგებდნენ ქალაქს... წაათრიეს იასონი და ზოგიერთი ძმათაგანი, და თან ყვიროდნენ: მთელი ქვეყნის ამრევნი აქაც მოსულან; ხოლო იასონს შეუწყნარებია ისინი, თუმცა უკლებლივ ყველანი ეურჩებიან კეისრის ბრძანებებს, და სხვას იტყვიან მეფედ, იესუს. და აღაშფოთეს ამის გამგონე ხალხი და ქალაქის მთავარნი" (საქმენი მოციქულთა 17:5-9).
ამის გამო წმ. პავლე შესჩივის ეფესოს ეკლესიის უხუცესებს და აღუწერს მათ ებრაელთა სისასტიკეს, რომლის გამოც ასე იტანჯებოდნენ მოციქულნი.
იერუსალემში დაბრუნების შემდეგ სინედრიონმა ბრბო აუმხედრა, მაგრამ პავლე გადაარჩინა რომის მოქალაქის წოდებამ, რომელიც აიძულებდა ქალაქის მმართველთ, ყოველგვარი ხელყოფისგან დაეცვათ მისი სიცოცხლე. საპყრობილეში ჩამწყვდეული პავლეს მოკვლა შემდეგშიც არაერთხელ სცადეს.
საბოლოოდ, 64-ე წელს, ფარისეველთა სექტის მიერ წაქეზებულმა ებრაელებმა გადაწყვიტეს, რომ, როგორც იქნა, დაჰკრა მათმა საათმაც და ზეიმის დრო დაუდგათ; რომში მეფობდა ტირანი და ამ მტარვალმა - ნერონმა გამოსცა განკარგულება ქრისტეანთა დევნის შესახებ და მოწამეობრივი სიკვდილისთვის გაწირა ისინი.
ზოგიერთები სვამენ კითხვას, როცა ამ დევნულებებს ახსენებს, რატომ მიაწერს წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელი მათ ქრისტეანთადმი ებრაელთა სიძულვილს. ეს მოწმობა ადვილი ასახსნელია.
ხანძარი რომში, რამაც ნერონს ქრისტეანთა დევნის საბაბი მისცა, დაიწყო ცირკის არენის გარშემო მდებარე სავაჭრო დუქნებიდან, რომლებიც ებრაელ ვაჭრებს ეკუთვნოდათ. შედეგად, სიკვდილით დასჯა უნდა დამუქრებოდა, უპირველეს ყოვლისა, ებრაელ მოსახლეობას.
მაგრამ ებრაელებს იმპერატორის კარზე მძლავრი დამცველები ჰყავდათ და თვით პოპპეა, ნერონის ხარჭა, თავადაც ებრაელობის მიმდევარი იყო. მან არა მხოლოდ დაიყოლია კეისარი, დაენდო ებრაელები, არამედ დევნულება და სასჯელი, რომელიც ებრაელებს ემუქრებოდათ, მიმართა ქრისტეანთა წინააღმდეგ; შედეგად, რომის ებრაელთა კოლონია სამი წლის განმავლობაში თვრებოდა ათასობით ქრისტეანის ტანჯვა-წამებით, რომლებსაც ცოცხლად აჭმევდნენ მხეცებს ან კიდევ ცოცხლად წვავდნენ და ბოძზე გაკრულებს ჩირაღდნებივით აბრიალებდნენ.
67 წლის ივნისში საბოლოოდ შეუსრულდათ დიდი ხნის ნანატრი ოცნება: მტარვალებმა წამებით დახოცეს მოციქულთა თავნი პეტრე და პავლე (23).
__________________________
21. პროკონსულმა ფლაკუსმა მოახდინა "დიდრაქმის გადასახადის" კონფისკაცია, რომელსაც დევნილი ებრაელები იერუსალემის ტაძრის შესანახად აგროვებდნენ. ამისთვის ის რომაელმა ებრაელებმა სახალხოდ დაადანაშაულეს. ფლაკუსს იცავდა ციცერონი. სასამართლოს დღეს ფორუმი სავსე იყო ებრაელებით, რომლებიც ემუქრებოდნენ როგორც ბრალდებულს, ასევე მის დამცველს. მიმართა რა ბრალმდებელს, ციცერონმა შესძახა: "ო, კარგად გავიგე მე, ლელიუს, ავრელიუსის ფერხთით რატომ ირჩევა ეს საქმე! შენ იმიტომ აირჩიე ეს ადგილი და შემოიკრიბე ეს ბრბო, რომ კარგად იცი, რამდენად მრავალრიცხოვანნი არიან ებრაელები და როგორია მათი შეკავშირება და ზეგავლენა ბრბოზე. მაგრამ მე ხმას დავუწევ, რომ ჩემი მხოლოდ მსაჯულთ ესმოდეთ, რამეთუ ვიცი, მათ შორის არიან მათი ხელმძღვანელები, რომლებსაც ძალუძთ ან პირადად მე მომისიონ ისინი, ან კიდევ რომის საუკეთესო მოქალაქეებს; და ნუ გგონია, რომ ხელს შევუწყობ მათ ამ განზრახვის შესრულებაში" (Цицерон: В защиту Флакка. ХVIII).
22. დიდრაქმა იყო ბერძნული მონეტა, ეს გადასახადი - ორი დიდრაქმა, მოსთხოვეს იესუ ქრისტეს, როდესაც ის კაპერნაუმში შევიდა (მათე 17:24-27).
23. დევნულებებმა, რომელიც გამოიწვიეს ებრაელებმა, პირველივე საუკუნეებიდანვე დაამკვიდრა ეკლესიაში სწავლება, რომლის მიხედვითაც, ებრაელები, რომლებმაც არ ისურვეს ღმრთის ერად ყოფნა, გახდნენ ერი ეშმაკისა. ამ სწავლების გამოხატულებას ვპოულობთ დიდასკალიებში ან თორმეტი მოციქულისა და მოწაფის კათოლიკე მოძღვრებაში, რომელიც შედგენილი იყო იერუსალემის კრებასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტის ბერძნული დედანი დაკარგულია. ჩვენ ხელთ გვქონდა მისი მხოლოდ სირიული თარგმანი და ამ დროს ხოლერმა ვერონაში ერთ-ერთ ხელნაწერში ასევე ძველი, თუმცა საკმაოდ მდარე ლათინური თარგმანი აღმოაჩინა. აი, მისი სიტყვასიტყვითი თარგმანი: "რადგანაც მან (ღმერთმა - მთარგმნ.) მიატოვა თავისი ერი, შუაში გახია თავისი სამოსი და იქიდან აიღო სული თავისი წმიდა, იგი გავიდა დაცარიელებული ტაძრიდან, რათა გარდამოევლინებინა იგი იმ წარმართებზე, რომლებიც მას ირწმუნებდნენ (როგორც ნაწინასწარმეტყველევია ეს იოველთან: («я распространю дух мой на всякую плоть»). მან მართლაც წაართვა სულიწმიდა ამ ხალხს თავისი სიტყვის ძალით და მთელი თავისი სამღვდელოება თავის ეკლესიაში გადაიყვანა. ასევე მაცდურმა სატანამაც მიატოვა ეს ხალხი (ანუ ებრაელები - მთარგმნ.), რათა თავს დაესხას ეკლესიას; აწ ეშმაკი აღარ შეაცდუნებს ამ ხალხს (ანუ ებრაელებს - მთარგმნ.), რომელიც თავისი ბოროტი საქმეებით ეშმაკს თვითონ ჩაეხუტა და მზად არის, ასევე დევნოს ეკლესია, გმოს, ცილი სწამოს და დანერგოს მასში მრავალი სქიზმა და მწვალებლობა". ეს ბოლო სიტყვები წინასწარმეტყველურია. პირველი საუკუნის ეკლესიას ნამდვილად არ ახლდა არც ერთი მწვალებლობა, რაც მოგვიანებით შემოვიდა და რაც თავის წარმოშობას ებრაელებს უნდა უმადლიდეს.