უსჯულოების საიდუმლო - ებრაელები და თალმუდი 2_1 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ფლაბიან ბრენიე დე სენ-კრისტო

ებრაელები და თალმუდი

ებრაელი ერის ზნეობრივი და საზოგადოებრივი საფუძვლები მისი წმინდა წიგნის თალმუდის მიხედვით
ასევე იმ ისტორიულ ვითარებათა მიმოხილვა, რომლის დროსაც ებრაელი ერმა გადაუხვია მოსეს სჯულს
ებრაელები და თალმუდი

ნაწილი მეორე

თავი I

რაბინები და თალმუდი ღმერთზე და ბიბლიაზე მაღლა


თალმუდი ძალიან ბევრჯერ არის გამოცემული, განსაკუთრებით ბაბილონური, რომელიც ყველაზე უფრო პოპულარულია ებრაელებში, როგორც ებრაელი ერის სასოებისა და აზრების ყველაზე დაფარულად გამომხატველი. უძველესი გამოცემა, რომელიც თითქმის წიგნის ბეჭდვის თანამედროვეა, 1520 წელს დასტამბა ბომბერგმა ვენეციაში: ის შედგება თორმეტი ტომისგან in folio (36).

მარკოს ანტონიუს ჯუსტინიანმა ვენეციაშივე გამოსცა იგი ყოველგვარი ცვლილების გარეშე 1550 წელს. ამ ერთიმეორეზე მიყოლებულმა გამოცემებმა ძალიან მალე ებრაელი ერი ჩააყენა მეტად რთულ მდგომარეობაში. მართლაც, აქამდე, როდესაც რომელიმე სწავლული ქრისტეანი ან მონათლული ებრაელი უთითებდა ისრაელის სწავლების უზნეობაზე და იმოწმებდა ამონაწერებს ებრაელთა წმინდა წიგნებიდან, ეს უკანასკნელები გაჰკიოდნენ მთარგმნელთა უმეცრებაზე ან გადამწერთა ბოროტგანზრახვაზე; მაგრამ ავტორთან, რომელიც ბეჭდვით გამოცემას ადარებდა ხელნაწერ დოკუმენტს, როგორც უეჭველ, საბოლოო და უტყუარ მამხილებელ საბუთს, ამგვარი ხრიკი, რაღაც არასწორ თარგმანებზე და ა. შ. ხდებოდა უსაფუძვლო და უაზრო. ამიტომაც XVI საუკუნის ანტისემიტებმა იმთავითვე მიიღეს ზომები ხელისუფალთა წინაშე თავიანთი ბრალდებების დამამტკიცებელი მყარი საფუძვლის შესაქმნელად. ამ მიზნით მათ თალმუდის მესამე, ბაზელის 1581 წლის გამოცემა, გაატარეს მკაცრ ცენზურაში და გაწმინდეს ქრისტესი და მისი ეკლესიის საწინააღმდეგო ზოგიერთი განსაკუთრებულად მტრული გამოთქმისგან. თუმცა, ებრაელები შემოიფარგლნენ მხოლოდ იმით, რომ ხელახლა გამოსცეს ცალკე ამოშლილი მკრეხელობანი, მაგრამ კვლავ შეჰქონდათ ისინი იმ წიგნებში, რომლებიც იყო მათს განკარგულებაში. (იხ. Action Francaise, revue, 15 Juillet 1911) l’article du compte de Lafon sur le Talmud).

ახალი საჩივრების შედეგად, რომელიც მოჰყვა ამსტერდამულ (1605 წ.) ამჯერად სრულ, გამოცემას, რაბინებმა გადაწყვიტეს, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და უმჯობესია, თავიანთ მტრებს ისრაელის წინააღმდეგ იარაღი არ მისცენ.

ამიტომაც უმაღლესმა სინოდმა, რომელიც შეიკრიბა 1631 წელს პოლონეთში, დაადგინა, ყველა მომდევნო გამოცემაში შეიტანონ ყველა ის ადგილი, რომლებიც იწვევს მძაფრ რეაქციებს, მაგრამ გააკეთა ეს ისეთი ფორმულირებით, რომ თავისუფლად შეიძლება, იგი ებრაული ფლიდობის სანიმუშო ძეგლად ვაღიაროთ: “ამიტომაც უმაღლესი განკვეთის შიშით განვაწესებთ, არაფერი დაბეჭდონ მიშნის ან გემარას მომდევნო გამოცემებში ისეთი, რასაც ავი თუ კარგი კავშირი აქვს იესუ ნაზარეველის საქმიანობასთან. ვბრძანებთ, თეთრ ლაქებად დატოვონ ის ადგილები, სადაც ლაპარაკია იესუზე ნაზარეთიდან. წრე, აი ამ “0” - ს მსგავსი, დასმული ამ ადგილზე, რაბინებისა და მოძღვართათვის იქნეს მინიშნებად და გაფრთხილებად იმისა, რომ ეს ადგილი ახალგაზრდობას უნდა გადაეცეს მხოლოდ და მხოლოდ ზეპირი სახით. თუ დავიცავთ ამგვარ სიფრთხილეს, სწავლულ ნაზარეველებს (ქრისტეანებს) არ ექნებათ მიზეზი, თავს დაგვესხან ამ საკითხის გამო “ (Drach, Harmonie enter l’eglise et la synagogue, I, 167).

ეს გადაწყვეტილება მეტ-ნაკლები სისრულით განხორციელდა შემდეგ გამოცემებში: ვენის, ყველაზე სრულ, გამოცემაში, ამსტერდამისაში (1644 წ.), ოდერის ფრანკფურტისაში (1697წ. და 1715-1721 წწ.), ზალცბახსკისაში (1769 წ.), პარიზულში (1839 წ.) და ვარშავისაში (1863 წ.). თუმცა ეს გამოცემები, ციტატების თაღლითურად შეცვლის მიუხედავად, მაინც აღსავსეა აღმაშფოთებელი უსირცხვილობითა და უხამსობით.

ამიტომაც ერთმა სწავლულმა ჰებრაისტმა, აბატმა ავგუსტინე როლინგმა, ღვთისმეტყველების დოქტორმა და პრაღის უნივერსიტეტის პროფესორმა, გააკეთა მათგან ამონაწერები და დაახლოებით 1878 წელს შეადგინა პატარა ზომის ნაშრომი სახელწოდებით: “ებრაელი-თალმუდისტი”, რომელიც გამოიცა ვესტფალიის მიუნსტერში.

იმის გამო, რომ გამოჩნდნენ ამ ნაშრომის კრიტიკოსები, რომლებიც უარყოფდნენ ზოგიერთ მოწმობას, აბატმა მაქსიმილიანე დე-ლამარკმა, ღვთისმეტყველების დოქტორმა, ათი წელი მოანდომა ამ ნაშრომის სრულ გადამოწმებას და ხელმეორედ გამოსცა იგი 1888 წელს ბრიუსელში, ალფრედ ვრომანის სტამბაში, რომელმაც დააწესა 10. 000 ფრანკი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც შეძლებდა დაემტკიცებინა ამ წიგნში დამოწმებული თუნდაც ერთი ციტატის სიყალბე.

იმ დროიდან ოცდახუთი წელი გავიდა; ეს ნაშრომი გავრცელდა ათიათასობით ტირაჟით ბელგიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში; მრავალ რაბინს სჭერია ის ხელთ და მაინც, მიუხედავად ებრაელებისთვის დამახასიათებელი სიხარბისა, ვერავინ გაბედა, ეცადა მაინც ამ პრემიის მოგება და დაემტკიცებინა ამ წიგნში დამოწმებული თუნდაც ერთი ციტატის თუ ცნობის არასწორობა.

ამგვარი ცდა საუკეთესო მტკიცებულება უნდა იყოს სკეპტიკოსთათვის. ამიტომაც ჩვენც ვისარგებლებთ აბატ როლინგისა და დე-ლამარკის შრომებით და ვისესხებთ მათგან თალმუდიდან გაკეთებულ ამონაწერებს. მანამ კი გვინდა, დავამტკიცოთ ის უზარმაზარი მნიშვნელობა, რომელიც აქვს თალმუდს ებრაელთათვის და რომელსაც ესოდენ დიდი ხნის განმავლობაში ადგენდნენ მათი სულიერი მოძღვრები.

ფარისევლები, რომლებმაც დაწერეს იგი, თავიანთ უპირველეს ამოცანად მიიჩნევდნენ ამ წიგნის დოგმატური მნიშვნელობის გაზრდას, მის განდიდებასა და მისი ღირებულების ამაღლებას.

დასახული მიზნის მიღწევას ამ სექტამ დაახლოებით ათასი წელი მოანდომა. მათ სრულიად განახორციელეს დასახული მიზანი და საკუთარი ნაწარმოები დააყენეს ბიბლიაზე მაღლა, რომელიც მათში გრძნობას არ იწვევდა ზიზღის გარდა, რამეთუ ის აგონებდა მათ ისრაელის მართლმორწმუნეობის პერიოდს. ამიტომაც თალმუდი მრავალ ადგილას ღაღადებს თავის უპირატესობაზე ბიბლიის წინაშე. ამას ადასტურებს შემდეგი ამონაწერები.

“ბიბლია მსგავსია წყლის, მიშნა ღვინის, გემარა კი ღვინოა სურნელოვანი. როგორც არ შეუძლია სამყაროს, იარსებოს წყლის, ღვინის და არომატული ღვინის გარეშე, ასევე არ შეუძლია მას, იყოს ბიბლიის, მიშნისა და გემარას გარეშე. აღთქმა მსგავსია მარილის, მიშნა - წიწაკის, გემარა - კეთილსურნელების, სამყაროს კი არ შეუძლია იარსებოს მარილის გარეშე...” და ა. შ. (Masech, Sepharim, folio 13, b).

”ვინც ბიბლიას სწავლობს, ამით თავისთავად კარგ საქმეს ან აკეთებს, ან არა, აი, ვინც მიშნას სწავლობს, ის სათნოდ იქცევა და ამისთვის დაჯილდოვდება კიდეც, ხოლო, ვინც გემარას სწავლობს, უზენაეს სათნოებას აღიარებს (Traite Baba Meza, folio 33, o).

”კაცი, ვისაც თალმუდის გამონათქვამი ბიბლიაზე გადააქვს, ბედნიერი ვერ იქნება” (Traite Chag, folio 10, b.). თალმუდში გამუდმებით მეორდება აზრი, იმის შესახებ, რომ რაბინთა ქმნილება (თალმუდი) მეტია ღმრთითშთაგონებულ წიგნზე (ბიბლიაზე): “თალმუდის სიტყვები უფრო ტკბილია, ვიდრე აღთქმის სიტყვები” (Talmud de Jerusalem, traite Berachoth, Perek I), ამბობს ის და შედეგად, “თალმუდის წინააღმდეგ შეცოდება უფრო მძიმეა, ვიდრე ბიბლიის წინააღმდეგ” (Traite Sanhedrin, folio 88, b.). ყველა კომენტატორი (იგულისხმებიან თალმუდის კომენტატორები - მთარგმნ.) ერთხმად ამატებს : “არ შეიძლება გქონდეს ურთიერთობა იმასთან, ვისაც ხელში ბიბლია უჭირავს და არა თალმუდი” (Sepher Cad ha Kemach, folio 74, C, 3.). “შვილო ჩემო, მეტი ყურადღებით მოეპყარი რაბინთა სიტყვებს, ვიდრე აღთქმისას” ((Traite Erubin, folio 21, b. Cf. traite Guttin, folio 59, b.) “არ ჰყავს ღმერთი იმას, ვინც ბიბლიას მიშნისა და გემარას გარეშე კითხულობს” ” (Sepher chafar Zedek, folio 9).

თალმუდის ბიბლიაზე უპირატესობა ისეა შთანერგილი ებრაულ ცნობიერებაში, რომ თვით “ებრაული არქივი”, ებრაელ რეფორმისტთა ტრიბუნა, აცხადებს: “რაც შეეხება თალმუდს, ჩვენ ვაღიარებთ მის უდავო უპირატესობას მოსეს ბიბლიაზე“ (Archives Israelites, 1867, 25, 150).ამ უპირატესობის დასამტკიცებლად ებრაული გადმოცემა ირწმუნება, რომ ღმერთმა სინას მთაზე მოსეს მისცა არა მხოლოდ ბიბლია, არამედ თალმუდიც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თალმუდი, როგორც უფრო ღირებული შრომა, ზეპირად უნდა გადაცემულიყო, რათა კერპთაყვანისმცემელ ხალხებს ებრაელთა დაპყრობის შემთხვევაში მისი გაცნობის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ (Traite Berachoth, 1, c., et Midrasch Chemott, par. 47) და კიდევ იმიტომ, რომ, ღმერთს თალმუდის ჩაწერა რომ ენებებინა, დედამიწა ვერ დაიტევდა ამდენ ნაწერს (Jalkut Simeoni, 22).

ამგვარად, გააღმერთეს რა თალმუდი, სინაგოგის სწავლებას სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ მეტად აღემაღლებინა რაბინთა კლასი, რომელსაც უნდა უმადლოდეს ისრაელი ესოდენ დიადი შრომის შეთხზვასა და შენახვას. ამიტომაც რაბინები წარმოადგენენ არა მხოლოდ ზეადამიანური პატივისცემის საგანს, არამედ ნამდვილი თაყვანისცემისასაც, როგორც ამას მოწმობს შემდეგი სიტყვები: “ვინც არ ასრულებს რაბინის სიტყვებს, სიკვდილის ღირსია” (Traite Erubin, folio 21, b.).

“გვახსოვდეს უნდა, რომ წინასწარმეტყველთა სიტყვებზე უფრო ტკბილია რაბინთა სიტყვები” (Sepher Caphthoru - Perach, 1590, folio, 121.).. “რაბინთა უბრალო საუბრებსაც კი ისე უნდა ვცეთ პატივი, როგორც სჯულს მთელი მისი მოცულობით” (Midrach Miscle, folio, 1).

“ვინც ეწინააღმდეგება თავის რაბინს, ედავება მას ან ბუზღუნებს მასზე, ის ეწინააღმდეგება ღმრთის სიდიადეს, მას ედავება და მასზე წუწუნებს” (Traite Sanhedrin, folio 110, a). “რაბინის სიტყვა ღმრთის სიტყვაა” (Bachai, ad Pent., folio 201, col. 4). მაიმონიდი ამას ადასტურებს სიტყვებით : “შიში რაბინთა წინაშე არის ღმრთის შიში” (I ad. Chaz. hilch. Talmud., Thora, Perek 5, 1), ხოლო რაბი რაში აცხადებს:

“თუ რაბინი გეტყვის, რომ შენი მარჯვენა ხელი არის მარცხენა, ხოლო მარცხენა არის მარჯვენა, უნდა ირწმუნო მისი სიტყვების” (Ad Deuter., XVII, 11).

ტრაქტატში “სანჰედრინი” წერია, რომ გარდაცვლილი რაბინები მოწოდებულნი არიან, ზეცაშიც დამოძღვრონ რჩეულნი, რაბი მენაჰემი კი ამტკიცებს (Ad Pent., par 28 folio 129, col 3), რომ ყოველთვის, როდესაც ზეცაში განიხილებოდა სერიოზული საკითხი, რომელიც სჯულს ეხება, ღმერთი ჩამოდიოდა დედამიწაზე და ეთათბირებოდა რაბინებს.

ამაზე შეიძლება ვინმემ თქვას, რომ თალმუდი შეიცავს მრავალ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებას ერთსა და იმავე საკითხზე, რომელიც ერთსა და იმავე დროს არის გამოთქმული ამ რაბინების მიერ, ესოდენ განთქმულნი რომ არიან თავიანთი განსწავლულობით. ცხადია შეუძლებელია ერთდროულად ყველა იყოს მართალი, თუკი ეწინააღმდეგებიან ერთურთს, და ასეთ შემთხვევაში როგორ გავარკვიოთ, ვინ არის მართალი? ამ შეკითხვაზე პასუხს იძლევა ისევ რაბი მენახემი:

“ყველა დროისა და თაობის რაბინთა ნებისმიერი სიტყვა ღმრთის სიტყვაა წინასწარმეტყველთა სიტყვების მსგავსად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს; ვინც ეწინააღმდეგება რაბინებს, ეკამათება მათ ან წუწუნებს მათზე, ის ედავება თვით ღმერთს და მასზე წუწუნებს”. ეს სწავლება ყველა დროის რაბინებს ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, როდესაც ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, მიაწერს ისეთ უცთომელობას, როგორსაც კათოლიკური ეკლესია მხოლოდ თავის მეთაურს, რომის პაპს, ოღონდ მხოლოდ ზუსტად დადგენილ შემთხვევებში. ეს სწავლება მოიპოვება თალმუდის ყველა განმარტებაში. პრაქტიკულად ის მიდის ყოველგვარი ზნეობრივი საფუძვლების უარყოფამდე.

მართლაცდა, რა უნდა ქნას კაცმა, თუკი არსებობს აზრთა სხვაობა ჰილელის სკოლასა და შამაჰის სკოლებს შორის. ვის სასარგებლოდ უნდა გადაწყვიტოს დავა, რომელიც ჩაწერილია თალმუდში, როდესაც, როგორც სინაგოგის წმინდა წიგნი ირწმუნება: “ორივეს სიტყვები, როგორც ჰილელისა, ასევე შამაჰისა ღმრთის სიტყვაა”? აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: “რაკიღა ყოველგვარი სიტყვა, წარმოთქმული რაბინთა მიერ, ღვთაებრივი სიტყვაა, აკეთე ის, რაც შენს სულსა და გულს მოეწონება, რაც შენთვის უფრო ადვილი შესასრულებელია” (Cf. Traite Chullin, folio 34, b; traite Ilbammeoth, folio 32, b; rabbi Rachi, Iebam., filio 33, a; et Tocaphot, traite Chebout, folio 26, a.). ადამიანთადმი გულგრილობა სავსებით, სრულიად ფარისევლურ სულისკვეთებაშია და ასეთი დარიგებით გვირგვინდება: “ცოდვა ნებადართულია, ოღონდაც აღასრულეთ ის საიდუმლოდ” (Traite Chag, folio 16, a; et traite Kidduchin, folio 40, a).


____________________

36. ებრაელებს იმდენად არ უნდოდათ, მათი წმინდა წიგნები თვალში სცემოდათ არაებრაელებს, რომ წიგნში სინედრიონი (traite Sanhedrin, folio 59, a) წერია "არაებრაელი, რომელიც დაიწყებს სჯულის (თალმუდის) შესწავლას, სიკვდილის ღირსია".
Назад к содержимому