უსჯულოების საიდუმლო - კაბალა, ერესები და საიდუმლო საზოგადოებები 6 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ნ. ლ. ბუტმი

კაბალა, ერესები და საიდუმლო საზოგადოებები
საიდუმლო საზოგადოებები


6. ტამპლიერები

XI საუკუნე გამოირჩევა დასავლეთევროპელი ხალხების მუსულმანური სამყაროს წინააღმდეგ სტიქიური და შეუკავებელი მოძრაობით. ჯვაროსნული ომები, რომლებიც წარმოებდა ურწმუნოთა ხელიდან წმიდა მიწისა და უფლის საფლავის გასათავისუფლებლად, 200 წლის განმავ­ლობაში აღმოსავლეთისკენ იზიდავდა ყველა წოდების გაბედულ და მამაც ადამიანებს, რომლებსაც ამოძრავებდა გულწრფელი რელიგიური გრძნობა, გმირობისა და თავდადების წყურვილი, აქვე იყვნენ თავგადასავლებისა და გამორჩენის სურვილით აღძრულნიც.

როდესაც 1099 წელს ჯვაროსნებმა შეძლეს იერუსალემის აღება და იქ, წმიდა მიწაზე, ქრისტეანული სახელმწიფოს დაფუძნება, უფლის საფლავისკენ მომლოცველთა ნაკადმა იმატა. ქრისტეან მომლოცველებზე ზრუნვა და მათი დაცვა ზღვის სანაპიროდან წმიდა ადგილებამდე სულიერ-რაინდულმა ორდენებმა ითავეს, რომლებიც ურწმუნოებისგან (მაჰმადიანებისგან) წმიდა მიწის გასათავისუფლებლად და უსჯულოებთან საბრძოლველად დააარსეს. ამ ორდენთაგან ყველაზე სახელგანთქმული იყო ტაძრის რაინდთა, ანუ ტამპლიერთა ორდენი, რომელიც 1118 წელს ცხრა ფრანგმა რაინდმა დააარსა და რომელთაც სათავეში ედგა ჰუგო დე-პაიენი.

მებრძოლი და ღვთისმოსავი მიზნების მქონე ამ ორდენის დაარსება სრულიად შეესაბამებოდა ეპოქის სულსა და მოთხოვნილებებს, იწვევდა საყოველთაო თანაგრძნობას და საერო და სასულიერო ხელისუფალთა სრულ კეთილგანწყობასა და მხარდაჭერას.

იერუსალემის მეფე ბალდუინ II-მ ამ რაინდ-ბერებს აჩუქა სახლიც, რომელიც იმ ადგილას იყო აშენებული, სადაც, გადმოცემით, ოდესღაც იდგა სოლომონის ტაძარი, აქედან წარმოდგა მეტაძრეთა, ანუ ტამპლიერთა ორდენის სახელიც.

ახლად დაფუძნებული ორდენით დაინტერესდა იმდროინდელი დასავლელი ქრისტეანების უდიდესი რელიგიური ავტორიტეტი ბერნარდ კლერვოსელი და ტრუაში, 1128 წელს გამართულ საეკლესიო კრებაზე მისთვის შექმნა კონსტიტუცია, ანუ განაწესი, რომელსაც თითქმის მონაზვნური ხასიათი ჰქონდა.

თანაგრძნობამ, რომელიც ბერნარდ კლერვოსელმა გამოიჩინა ორდენის მიმართ, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ორდენს მონარქთა, პაპისა და მთელი კათოლიკური სამყაროს თვალში. კრების დამთავრებისთანავე ტრუისკენ, ორდენის დასახმარებლად წამოვიდა უზარ­მაზარი შემოწირულობანი. ორდენის წევრთა რაოდენობაც თანდათან იზრდებოდა, რადგან ევროპის საუკეთესო რაინდთა მთელი არმადა მზად იყო ღმრთის სადიდებლად შემართულ ამ მებრძოლთა რიგებში ჩაწერილიყო.

თავდაპირველად ორდენის წევრები შედგებოდნენ რაინდები და მომსახურე ძმები. პირველები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ რაინდული მოდგმისანი, უცოლშვილო, უნდა დაედოთ ცელიბატის (უცოლობის), უპოვარებისა და მორჩილების აღთქმა. ასევე, მათ განუხრელად უნდა დაეცვათ ორდენის ბერმონაზვნური განაწესი. სამხედრო საქმეებისგან თავისუფალ დროს რაინდებს უნდა ეცხოვრათ ორდენის თავშესაფრებში, სადაც მთელი თავიანთი დრო ლოცვასა და განმარტოებაში, ასევე ღარიბთა და სნეულ მომლოცველთა მოვლაში უნდა გაეტარებინათ.

რაინდი იმოსებოდა სელის თეთრი მოსასხამით, რომელზეც რვადაბოლოებიანი ჯვრები იყო გამოსახული (არ შეგვეშალოს მართ­ლმადიდებლურ ოთხნაწილიან ჯვარში, რომელსაც ასევე რვა დაბოლოება აქვს. ტამპლიერები მოსასხამზე გამოსახავდნენ ორნაწილიან ჯვრებს, რომლებიც ბოლოში გაორებული იყო.- მთარგმნ.) და წარმოადგენდა გულითადი სიწრფელისა და მოწამეობრიობის სიმბოლოს. მომსახურე ძმები, რომლებიც, თავის მხრივ, მესაჭურვლეებად და ხელოსნებად იყოფოდნენ, რაინდთაგან განსხვავებით, შეიძლებოდა დაოჯახებულნი ყო­ფილიყვნენ, ატარებდნენ ყავისფერ ან შავ სამოსს.

რაინდთა და მომსახურე ძმების გარდა, ორდენის საქმეებში მონაწილეობას ღებულობდნენ ერისკაცებიც: თავადაზნაურები, დიდებულები, ორივე სქესის უბრალო ადამიანები, რომლებიც ნებაყოფლობით ასრულებდნენ ორდენის ამა თუ იმ დავალებას, თუმცა ცალკე ცხოვრობდნენ. ერისკაც ძმებს განეკუთვნებოდნენ ასევე ორდენის სამსახურში მყოფი დონატები და ობლატები, რომლებსაც ორდენში გასაწევრიანებლად ბავშვობიდან ზრდიდნენ ორდენის განაწესით.
თავიდან ტამპლიერები ღირსეჯულად იდგნენ თავიანთი მოწოდების სიმაღლეზე. ისინი თავდაუზოგავად ღვრიდნენ საკუთარ სისხლს წმიდა მიწისა და ქრისტეან მომლოცველთა დასაცავად; ბრძოლაში იყვნენ საოცრად ერთსულოვანნი, ტყვეობას სიკვდილს არჩევდნენ. მათ დაამკვიდრეს ცხოვრების უბრალო და მკაცრი წესი, იყვნენ კეთილნი, ღვთისმოსავნი, თავდადებით ემსახურებოდნენ მოყვასთ.

სამწუხაროდ, ტაძრის რაინდთა პირველდაწყებითი, სათნო და ღვთიმოსაწონი საქმიანობა, რომელიც მრავალი საბრძოლო და სასახელო საქმეებით აღინიშნა, მათი მტკიცე ზნეობა, სიმკაცრე, გულწფრელობა და მონაზვნური მორჩილება ნელ-ნელა დაირღვა, რამაც ძირფესვიანად შეცვალა როგორც ორდენის განაწესი, ასევე მისი ორგანიზაციაც, მისი საქმიანობის მიზანიცა და ხასიათიც.
XII საუკუნის მიწურულისთვის ტამპლიერები მხოლოდ სახელ­­წოდებითღა თუ მოგვაგონებდა ძველ ღვთისმოსავ რაინდ-ბერებს, რომლებიც თავიანთ დანიშნულებას ქრისტეს ეკლესიისა და მოყვასისადმი უანგარო მსახურებაში ხედავდნენ. ორდენის საგარეო მდგომარეობამ არნახულ დიდებას მიაღწია. მონარქები და პაპები უხვად აჯილდოებდნენ მას საჩუქრებითა და შემოწირულობებით, ანიჭებდნენ გაუგონარ პრივილეგიებს, ჩუქნიდნენ ცხენებს, იარაღს, მსხვილი ქონების მეათედს, უზარმაზარ მამულებს, უფლებას აძლევდნენ ევროპის ყველა ქვეყანაში დაეფუძნებინათ თავიანთი საძმოები, რომელთაც მეთაურობდნენ ორდენის მხცოვანი წევრები. რადგან ძირითადად ევროპის დიდებულ გვარებს განეკუთვნებოდნენ, ტაძრის რაინდებს საფრანგეთის, ინგლისისა და ესპანეთის სამეფო კარზე ყველაზე საპატიო ადგილები ეკავათ.

საბოლოოდ, იმ დროისთვის როდესაც 1102 წელს პაპმა ალექსანდრე III სპეციალური ნებადამრთველი ბულით (ბულა - პაპის განკარგულება - მთარგმნ.) ტამპლიერები იერუსალემის პატრიარქისა და ეპისკოპოსების მეურვეობისგან გაათავისუფლა და ნება დართო ჰყოლოდათ საკუთარი სამღვდელოება, ტაძრის რაინდთა ორდენი, რომელსაც, განსაკუთრებული პრივილეგიების წყალობით, ჰყავდა საკუთარი არმია, პოლიცია, სასამართლო, ფლობდა უზარმაზარ ფინანსებს და ვრცელ ადგილ-მამულებს ევროპის ყველა ქვეყანაში, ემორჩილებოდა უშუალოდ მხოლოდ პაპს, წარმოადგენდა ნამდვილ სახლმწიფოს სახელმწიფოში და სიმდიდრითა და სიძლიერით მრავალ მონარქსაც გაუწევდა პაექრობას.

ორდენის სათავეში იდგა გროსმეისტერი, რომლის მოვალეობაც ძირითადად ომში წინამძღოლობა იყო. ასევე მის ხელში იყო აღმასრულებელი ხელისუფლება. მას თავისუფლად ირჩევდნენ რაინდები, მაგრამ მისი ტიტული ასე იწერებოდა: "უფლის წყალობით".

გროსმეისტერი ექვემდებარებოდა მხოლოდ კონვენტს, ანუ ორდენისა და პაპის "დიდ საბჭოს". ორდენის უმაღლესი ძალაუფლება უნდა ჰქონოდა "გენერალურ კაპიტულს", ანუ საერთო კრებას, რომელიც შედგებოდა კონვენტის წევრებისგან, ორდენის პროვინციების მეთაურებისა და ყველაზე ზეგავლენიანი ძმებისგან.

მაგრამ გენერალურ კაპიტულს იწვევდნენ მეტად იშვიათად, თანაც მხოლოდ გროსმეისტერისა და კონვენტის სურვილით, ასე, რომ ეს უკანასკნელი, რომელიც მხოლოდ პაპს ემორჩილებოდა, ფაქტობრივად, იყო სჯულმდებელი, ადმინისტრაციული და აღმასრულებელი ორგანო, რომელსაც უნდა დაქვემდებარებოდა არა მარტო ყველა რაინდი და მომსახურე ძმა, არამედ ორდენის სასულიერო წოდებაც.

რაც უფრო იზრდებოდა ორდენის ძლიერება, რაც უფრო იმტკიცებდა დამოუკიდებელ მდგომარეობას, მით უფრო იცვლებოდა მისი შინაგანი არსიც. ორდენის ადრინდელი უანგარო ერთგულება ეკლესიისადმი ნელ-ნელა რელიგიური ინდიფერენტულობითა და თავისუფალი აზროვნებით შეიცვალა, რაც ახლოს იდგა მწვალებლობასთან. ამ გარემოებებმა შეცვალეს ორდენის პირველდაწყებითი განაწესიც, რომელიც ბერნარდ კლერვოსელმა შეადგინა. ასე მაგალითად, მორჩილება, რომელიც ადრე ორდენში გასაწევრიანებლად აუცილებელი პირობა იყო, გაუქმდა. განაწესის 64-ე პარაგრაფი, რომელიც კრძალავდა ტამპლიერთა რიგებში ეკლესიიდან მოკვეთილი რაინდების მიღებას, გაუკუღმართდა: აღიარეს, რომ ორდენის ახალი წევრების აყვანა სასურველი იყო სწორედ ეკლესიის მიერ ამ უარყოფილ ადამიანთა შორის, რათა "ხელი შეეწყოთ მათი სულების გადარჩენისთვის".

განაწესის ამ ცვლილებების შედეგად ორდენში აღმოჩნდა მრავალი უღირსი და ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ადამიანი. ფინდელისა და შუსტერის (Финдель, "История франк-масонства", т. I, Шустер, "Тайные общества", т. I) ცნობით, დაახლოებით XIII საუკუნისთვის ახალი მიმართულება ორდენში საკმაოდ გამყარდა და განსაზღვრული სისტემაცა და ფორმაც შეიძინა.

ქრისტეანული სწავლებისა და საეკლესიო წეს-ჩვეულებათა გარეგნულ აღიარებასთან ერთად ტამპლიერებმა შეიმუშავეს საკუთარი საიდუმლო მწვალებლური სწავლებაც. იმ დროს, როდესაც ორდენის კაპელებში საეკლესიო მსახურება საზეიმოდ და სახალხოდ ტარდებოდა, ორდენის თავშესაფრების იატაქვეშეთში, ღამით ან დილით ადრე იმართებოდა საიდუმლო სხდომები, სადაც ასრულებდნენ განდობის, ქრისტეანული სიწმინდეების შეურაცხყოფისა და "იდუმალი ძალისადმი" თაყვანისცემის მკრეხელურ რიტუალებს, რომელთაც არაფერი ჰქონდა საერთო ქრისტეანთაგან აღიარებულ ერთ, უზენაეს ღმერთთან.

სახალხოდ ცნობილი, თუმცა სახეცვლილი განაწესის გვერდით, რომელიც ჯერ კიდევ არ ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის სწავლებას, ტამპლიერებმა შექმნეს ახალი, ერეტიკული სწავლების შემცველი განაწესი, რომელსაც მხოლოდ რჩეულთ ანდობდნენ. ეს განაწესი იყო უკიდურესად უზნეო და ქრისტეანული რელიგიისა და ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლება. მას იმდენად საიდუმლოდ იცავდნენ, რომ ორდენის წევრებს სიკვდილის მუქარით ეკრძალებოდათ მისი თან ტარება და ასლის გადაღებაც კი.

ტამპლიერების საიდუმლო სწავლებაზე მასონი ფიდელი და საიდუმლო საზოგადოებებისადმი მეტად კეთილგანწყობილი ისტორიკოსი შუსტერი ასეთ ცნობებს გვაწვდიან. ამ საიდუმლო სწავლების საფუძველი მდგომარეობდა დუალიზმში; ტამპლიერები აღიარებდნენ "უზენაესი ღმერთის" არსებობას, რომელიც იყო სულისა და სიკეთის შემოქმედი, და ასევე არსებობას "უქვემოესი ღმრთისა", რომელმაც შექმნა მატერია და ბოროტება. ეს, როგორც უკვე ვნახეთ, სხვა არაფერია თუ არა ძველი მანიქეველობის განმეორება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ტამპლიერები, რომლებიც აღიარებდნენ ღვთაების არსებობის სინამდვილეს, ეთაყვანებოდნენ არა "უმაღლეს ღმერთს", არამედ "უქვემოესს, ღმერთს მატერიისა და ბოროტებისა", რადგან ყველა ამქვეყნიური სიკეთე სწორედ მისგან მომდინარეობდა (Шустер, "Тайные общества",т. I, с. 193).

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დაუფარავ სატანიზმთან, რომლის ჩანასახები ძველ მანიქეველთა ბუნდოვან ალეგორიებსა და ფილოსოფიურ ხრიკებში იმალებოდა. ორდენის ბნელ მისტერიებს ყველა ტამპლიერს როდი ანდობდნენ, მასში მონაწილეობდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც ხელმძღვანელები ხასიათისა და მიდრეკილებების თანახმად მიიჩნევდნენ ამის ღირსად და განდობილ საიდუმლოთა ურღვევად დაცვის შემძლედ.

პირველი, რასაც კანდიდატს სთხოვნდნენ, იყო საშინელი ფიცის დადება, რომ მისდამი მინდობილი საიდუმლონი წმინდად იქნებოდა დაცული. მას აცნობებდნენ, რომ ფიცის დარღვევას შედეგად მოჰყვებოდა მისი წამებით სიკვდილი ან სამარადისო პატიმრობა ორდენის სახლების მიწისქვეშეთში. ფიცის დადების შემდეგ ნეოფიტს, უპირველეს ყოვლისა, ავალდებულებდნენ, უარეყო ქრისტე, როგორც "ცრუწინასწარმეტყველი", და მის მიერ დაფუძნებული ეკლესია. შემდეგ, იმისთვის, რათა სირცხვილის გრძნობით აღვსილს მუდამ განეცადა და სინდისის ქენჯნა, რაც აიძულებდა, დაეცვა დუმილი, კანდიდატს აიძულებდნენ იქ მყოფი ძმების თანდასწრებით ეკოცნა ინ ორე, ინ უმბილიცო ეტ ინ ფინე პინაც დორსი (Финдель, "История франкмасонства", т. I).

ფინდელი მიუთითებს სხვა ჩვეულებებზეც, რომლებსაც ტამპლიერთა საიდუმლო შეკრებებზე იცავდნენ: ქრისტეს უარყოფა, ჯვარზე შეფურთხება, კერპის თაყვანისცემა, სარტყლის გამოყენება; ორივე სახით ზიარება, ოღონდ არა როგორც საიდუმლოს, არამედ როგორც განდობილთა ძმური სიყვარულის ნიშანი და აღსარება. ამასთან, უმაღლესი რანგის განდობილნი საიდუმლოს გამჟღავნების შიშით აღსარებას ამბობდნენ არა მღვდელთან, არამედ ერთმანეთთან.

კერპი, რომელიც ნახსენებია ყველა ისტორიკოსთან, იყო თვით "მატერიისა და ბოროტების ღმერთის" სიმბოლო, რომელსაც თაყვანს ცემდნენ ტაძრის რაინდები. მისი სახელი იყო ბაფომეტი, რაც ბერძნულში "სიბრძნით ნათლობას" ნიშნავს ეს იყო წვერიანი თავის მეტალის გამოსახულება (სხვა წყაროებით ბაფომეტი გამოსახავდა თხის თავს დედაკაცის მკერდით).

ძველ გნოსტიკოსებთან ასეთი გამოსახულება მარადისშემოქმედი და ბუნების ღმერთის, პანის სიმბოლო იყო. ორდენის მისტერიებში, განდობის შესრულებისას, კანდიდატს აჩვენებდნენ ბაფომეტს და ეუბნებოდნენ: "გწამდეს მისი, მას ენდე, და გეყოს შენ კეთილი". ამასთან, განდობის კანდიდატს ევალებოდა, თავშიშველს მიწამდე თაყვანი ეცა კერპისთვის. ქრისტესგან განდგომა და კერპისადმი თაყვანისცემა ტამპლიერებთან ცვლიდა ნათლობის საიდუმლოს, რის შემდეგაც განდობილისთვის იწყებოდა ახალი ცხოვრება; აქედან მომდინარეობს კერპ ბაფომეტის სახელწოდებაც (სიბრძნით ნათლისღება).

სარტყელს იმისთვის იყენებდნენ, რომ განდობის კანდიდატი შემოსარტყლულიყო "იოანეს სარტყლით", ანუ თეთრი მატყლის თასმით, რომელიც კერპთან შეხების შემდეგ ხდებოდა წმინდა თილისმა. მისტერიებში განდობილი რაინდი ამის შემდეგ უკვე აღარასოდეს იხსნიდა სარტყელს, რომელიც იყო განმასხვავებელ ნიშანი იმისი, რომ ეს ეკუთვნოდა საიდუმლო კავშირს.

ჯადოსნური თასმის სახელწოდება "იოანეს სარტყელი", ტამპლიერებთან მიანიშნებდა იმ პატივისცემას, რაც მათ იოანე ნათლისმცემლის მიმართ ჰქონდათ. ორდენის უმთავრესი დღესასწაული იყო იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღე. მისი გამოსახულება, რომელსაც ზოგიერთი მუჰამედის გამოსახულებადაც მიიჩნევდა, იმ დარბაზში ეკიდა, სადაც ტამპლიერები შეკრებებს ატარებდნენ. აღსანიშნავია, რომ ქრისტეზე უფრო იოანე ნათლისმცემლის პატივისცემა გვხვდება მანდაიტების ძველ იუდეველურ სექტაში, რომლის სწავლება შემდეგ მანიქეველებთან გადმოვიდა და თანამედროვე მასონობის ყველა სისტემაში დამკვიდრდა.

საიდუმლო სწავლების ზეგავლენით, რომელიც ბოროტების თაყვანისცემას ეფუძნება, სრულიად შეიცვალა ტამპლიერთა ზნეობა. ტაძრის რაინდთა ორდენში გაწევრიანებისას ისინი, როგორც ადრე, დებდნენ უბიწოების, უპოვარებისა და მორჩილების აღთქმას, მაგრამ ბნელ მისტერიებში განდობილთათვის ეს აღთქმები კარგავდა ყოველგვარ მნიშვნელობას; მონაზვნური მორჩილება და თავშეკავება, მათი საიდუმლო სწავლების ზეგავლენით, სატანური ამპარტავნებითა და შეუკავებელი გარყვნილებით შეიცვალა. "უეჭველია, რომ მრავალი რაინდი ეწეოდა გარყვნილ ცხოვრებას და ეძლეოდა ბუნების საწინააღმდეგო ცოდვებს", ამბობს ისტორიკოსი შუსტერი (Шустер, "Тайные общества", т. I, с.194), რომელიც საკმაოდ კეთილად არის განწყობილი ტამპლიერთა მიმართ.

ტაძრის რაინდთა ამ უზნეობაზე ლაპარაკობს მასონი ფინდელიც (Финдель, "История франкмасонства", т. I, с.41): "XII საუკუნის მიწურულს, - წერს ის, - ორდენი მოიცვა ზნეობრივმა გახრწნილებამ, რელიგიურმა ინდიფერენტიზმმა და ცოდნამ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ეკლესიას". ტამპლიერთა ეს ანტირელიგიური მიმართულება ჩანდა გარეგნული ნიშნებითაც. ასე, მაგალითად, "ჯვარი, რომელიც ტამპლიერთა რაინდულ მანტიაზე იყო გამოსახული და ორდენის ნიშანს წარმოადგენდა, ნელ-ნელა უბრალო ნიშან T-დ ტრანსფორმიდა, რაც ტამპლიერს ნიშნავს".

რითი შეიძლება აიხსნას ღვთისმოსავი მეომარი ბერების ორდენის ეს გარდასახვა სატანის საიდუმლო თაყვანისმცემლებად? ამ გარემოებასთან დაკავშირებით მოვიტანთ საიდუმლო საზოგადოებათა ჩვენთვის ცნობილი ისტორიკოსების შეხედულებას.

მასონი კლაველი ამბობს: "ახლა უკვე საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ტამპლიერთა ორდენი იყო გნოსტიციზმის განშტოება და თავისი სწავლებით უმეტესწილად წარმოადგენს ოფიტების ძველი გნოსტიკური სექტის განახლებას..." შემდეგ, იგივე კლაველი, აღმოსავლელ ისტორიკოსთა ნაშრომებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ "ტამპლიერები, სხვადასხვა დროს ახლო ურთიერთობაში იყვნენ ასასინთა, ანუ მკვლელთა, საიდუმლო კავშირთან" (ტ. IV), რომ "ორივე კავშირს ჰქონდა ერთნაირი ორგანიზაცია, განდობის ერთნაირი ხარისხები, ტანისამოსის ერთნაირი ფერები (თეთრი და წითელი); როგორც ასასინები, ასევე ტამპლიერებიც მიისწრაფოდნენ იმ რელიგიათა განადგურებისკენ, რომელთაც ისინი გარეგნულად აღიარებდნენ" (Сlavel, "Histoire pittoresque de la Franc-Maconnerie", p. 355-356).

საიდუმლო საზოგადოებათა მცოდნეს, აბატ დეშანს მოყავს მასონთა შორის უზარმაზარი ავტორიტეტის მქონე მასონი მწერლის, რაგონის შემდეგი სიტყვები: "ჯვაროსნები, რომლებიც აზიაში გამოჩნდნენ იმისთვის, რათა დაეპყროთ წმინდა მიწა და მასზე ჯვარი აღემართათ, გაეცნენ იქ გნოსტიკოსთა და მანიქეველთა მისტერიებს, რომლებიც შენარჩუნებულან ადგილობრივ ქრისტეანთა შორის (უფრო ზუსტად, მწვალებელ ქრისტეანთა შორის). ამგვარად, ტაძრის რაინდები აზიაში იუდაურ მისტერიებს ეზიარნენ" (Decshamp, "Les Secietes Secretes et la Societe", t. III, p.610).

საიდუმლო საზოგადოებათა თანამედროვე მკვლევარი ლუი დანტე ამბობს, რომ იმ ცვლილებების ძალით, რომელიც ტაძრის რაინდთა განაწესში შეიტანეს და რომლის თანახმადაც ნებადართული გახდა, ორდენში მიეღოთ ეკლესიიდან მოკვეთილი პირებიც, საფრანგეთში XIII საუკუნის დასაწყისში ალბიგოელთა სექტის განადგურების შემდეგ მრავალმა ალბიგოელმა ერეტიკოსმა, მათ შორის მათმა მეთაურმა, ტულუზის გრაფმა რაიმონდ VI-მ თავშესაფარი ტამპლიერთა ორდენში პოვა.

ტამპლიერთა რიგებში ალბიგოელების გაწევრიანებამ კიდევ უფრო უარყოფითი გავლენა მოახდინა ორდენზე. ალბიგოელებმა ტაძრის რაინდები აზიარეს თავიანთ იუდაურ კაბალაზე დაფუძნებულ მწვალებლობას. იგივე ლუი დანტე აღნიშნავს, რომ ტამპლიერთა ორდენი სწორედ ასასინთა იუდაურ-მუსულმანური სექტის მეშვეობით იუდაური ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდა აღმოსავლეთშიც ("La Bastille", № 409, 1910 г.).

დაბოლოს, ავტორიტეტული მასონი ისტორიკოსი ფინდელი, რომელიც უარყოფს ტამპლიერებთან თანამედროვე მართლმორწმუნე მასონობის (თითქოსდა მთელ მასონობას ერთი მირონი არ ეცხოს!) კავშირს და ამიტომაც მსჯელობისას არ ერიდება ტამპლიერთა განკითხვას, ასევე მოწმობს იმ ზეგავლენაზე, რომელიც მოახდინა ტაძრის რაინდებზე კათართა, ანუ ალბიგოელთა და მათმა მსგავსმა სხვა მწვალებლურმა სექტამ (Финдель, "История франкмасонства", т. I, с. 41).

ამგვარად, როგორც მასონ, ასევე ანტიმასონ მკვლევართა მტკიცებულებანი ერთმანეთს ემთხვევა იმაში, რომ ტაძრის რაინდთა ორდენის გარდაქცევა საიდუმლო და სახელმწიფოსა და ქრისტეანულ საზოგადოებასთან დაპირისპირებულ ორგანიზაციად მოხდა ორი ერთგვარი მიმართულების ზეგავლენით: ევროპაში ტამპლიერები მანიქეველური მწვალებლობით დაასნებოვნეს იუდაური მიმართულების სექტებმა (ალბიგოელები, ბრაბანსონები და სხვა). აზიაში კი იმავე მანიქეველობამ ორდენში შეაღწია მისი გამუდმებული კავშირის წყალობით ასასინთა მუსულმანურ სექტასთან, რომელიც, როგორც ვიცით, შეიქმნა ებრაელთა ზეგავლენით და რომელიც, მიზნად ისახავდა რა ისლამის განადგურებას, აღიარებდა იმავე მანიქეველურ მწვალებლობას.

ძალიან ძნელია ზუსტად იმის გარკვევა თუ როდის გადაიხარა ტამპლიერთა ორდენი ეკლესიისა და მოყვასის მსახურების თავდაპირველი გზიდან. აბატ დეშანს ამასთან დაკავშირებით მოყავს მასონი მწერლის, რაგონის შეხედულება, რომელიც ამტკიცებს, თითქოს ორდენის დამფუძნებლები და პირველი მისი გროსმაისტერი ჰუგო დე-პაიენი უკვე ნაზიარებნი იყვნენ აღმოსავლელ ქრისტეანთა მწვალებლურ მისტერიებს (Decshamp, "Les Secietes Secretes et la Societe", t. III, p. 611). გარდა ამისა, ლუი დანტე და მასონი კლაველი მოგვითხრობენ, რომ სწორედ ტამპლიერთა ორდენის დამაარსებელმა ჰუგო დე-პაიენმა დაითანხმა მეფე ბალდუინ II, დაემყარებინა კავშირი "მთიელ მოხუცთან", ასასინთა, ანუ მკვლელთა ზემოთ ხსენებული ძლევამოსილი სექტის მეთაურთან. თანაც, ასასინებს ჯვაროსნებისთვის უნდა დაეთმოთ ქალაქი დამასკო, სამაგიეროდ კი მიიღებდნენ ტიროსს.

ჯვრისა და ხანჯლის ეს არაბუნებრივი კავშირი, როგორც სამარ­თლიანად უწოდებს მას ლუი დანტე, სრული კრახით დასრულდა, რადგან მოკავშირეებმა დამასკოსთან საშინელი მარცხი განიცადეს (1148 წ.) (Сlavel, "Histoire pittoresque de la Franc-Maconnerie", p. 356).

ზემოთმოტანილი ფაქტები გარკვეულ საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ ტამპლიერთა ორდენი უკვე თავისი დაფუძნებისთანავე მოექცა აღმოსავლეთში იუდეველური სექტების ზეგავლენის ქვეშ. სრული დარწმუნებით კი, ფინდელსა და შუსტერზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ XII ასწლეულის მიწურულს ორდენში უკვე ჭარბობდა ეკლესიისა და სახელმწიფოსადმი მტრულად განწყობილი მიმართულება, XIII საუკუნის დასაწყისში კი საიდუმლო მწვალებლური სწავლება საბოლოოდ ჩამოყალიბდა და გამყარდა.

ეკლესიის ღალატის შემდეგ, ტამპლიერები ნელ-ნელა ქრისტეანული ცივილიზაციისა და სახელმწიფოებრიობის მოღალატეები გახდნენ. თუმცა, თავიანთი მეომრული მიდრეკილებებიდან გამომდინარე, ტაძრის რაინდები მაინც ღებულობდნენ მონაწილეობას ბრძოლებში სარაცინთა წინააღმდეგ, მაგრამ XII საუკუნის მიწურულისთვის, ფინდელის მოწმობით, "ორდენის მთელი აზრი წარიმართა პალესტინის დაპყრობისა და იქ განსაკუთრებული ბატონობის მოსაპოვებლად, რის მისაღწევადაც იგი ყოველთვის როდი ირჩევდა საქებარ ფორმებსა და საშუალებებს. მეტაძრეები უარს ამბობდნენ დახმარებაზე იქ, სადაც იმედოვნებდნენ ბატონობის მოპოვებას. პოლიტიკა, რომელსაც ორდენი მისდევდა, იყო მოღალატეობრივი, ანგარებიანი და თვითმიზნური. ორდენის სამარცხვინო ინტრიგებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქრისტეანობას, რომელიც ნელ-ნელა კარგავდა თავის ზეგავლენას აღმოსავლეთში" (Финдель, "История франкмасонства", т I, с.39 и 41).

იგივე ფინდელი ამბობს, რომ იერუსალემის სამეფოს დაკნინების დღიდან ორდენი კიდევ უფრო დაუახლოვდა სარაცინებს. მას ადრეც არაერთხელ დაუმყარებია კავშირი ეგვიპტის სულთნებთან (ებრაელი ობაიდალაჰის შთამომავლებთან).

როდესაც 1187 წელს სალადინმა ქრისტეანებს იერუსალემი წაართვა, ტამპლიერთა ორდენი გადასახლდა აკრაში, სირიის ზღვისპირა ციხესიმაგრეში, რომელიც 1191 წელს დაიპყრეს ფილიპე-ავგუსტუსმა და რიჩარდ ლომგულმა. აქ ტამპლიერები, მათი ბეჯითი დამცველის, შუსტერის მტკიცებით, სხვა რაინდულ ორდენებთან ერთად ქრისტეანებისა და მათი ზღვისპირა სამფლობელოების ერთადერთი დამცველები იყვნენ. მაგრამ, უფრო მიუკერძოებელი ფინდელის მოწმობით, ამ ეპოქაში "მეტაძრეები არ იბრძოდნენ ისეთი შეუპოვრობითა და აზარტით, როგორც ადრე... მათ უწყოდნენ, რომ ქრისტეანობის ბატონობა აღმოსავლეთში აღსასრულს უახლოვდება, რაც თვითონაც სურდათ, რადგან მათი გული უფრო დასავლეთისკენ მიიწევდა".

იმის შემდეგ, რაც ქრისტეანებმა იერუსალემი დაკარგეს, ტამპლიერები, ფინდელის მოწმობით, უფრო თავიანთი საშინაო საქმეებით იყვნენ დაკავებულნი: "აგროვებდნენ ქონებას, ქირაობდნენ წარჩინებულებს და მდიდრებს; ზრდიდნენ თავიანთ პროვინციებს ევროპაში და ყველგან ავრცელებდნენ მეტაძრეთა სულისკვეთებას, ამავდროულად აჩვენებდნენ, თითქოსდა ცდილობენ პაპების კეთილგანწყობის შენარჩუნებას".

ტამპლიერთა მფარველი ისტორიკოსი შუსტერი აღწერს თუ რა ხერხებით იზრდებოდა ორდენის ქონება: "მომგებიანი სასაქონლო საწარმოები, გაცხოველებული საბანკო და სავექსილო საქმიანობა უწყვეტად ზრდიდა ორდენის პირად ქონებას, რომელიც ინახებოდა მის უმთავრეს ბანკში - პარიზის ტაძარში" (ეს იყო გამაგრებული და მტკიცედ დაცული მონასტერი, ტამპლიერთა მთავარი თავშესაფარი პარიზში). "XIII საუკუნის მეორე ნახევარში ორდენის ყოველწლიურმა შემოსავალმა 54 მილიონ ფრანკს მიაღწია" (Шустер, "Тайные общества", т. I., с. 187 и 195). როდესაც 1291 წელს სარაცინებმა აღმოსავლეთში ქრისტეანთა უკანასკნელი საყრდენი, აკრას ციხე-სიმაგრე აიღეს, ტამპლიერებმა სირია დატოვეს და გადასახლდნენ კუნძულ კვიპროსზე, თუმცა მათი მთავარი ცენტრი ევროპაში იყო და საქმიანობასაც იქ უფრო ეწეოდნენ. იქ მათი უმეტესი ნაწილი ორდენის მფლობელობაში მყოფ მდიდრულ ადგილ-მამულებში ცხოვრობდა.

ტაძრის რაინდთა ორდენის დაფუძნების დროიდან (1118 წ.) კუნძულ კვიპროსზე მათ გადასახლებამდე (1291 წ.) 173 წელი გავიდა. ამგვარად, იმ განსაკუთრებული მდგომარეობისა ფარისევლობის წყალობით, რომელიც ორდენმა შეიქმნა და რითაც ის წარმოედგინათ პაპის ტახტისადმი მორჩილ და ერთგულ ორგანიზაციად, ქრისტეანობისადმი და სახელმწიფოსადმი მტრულად განწყობილი საიდუმლო ორგანიზაცია თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში, დაუბრკოლებლად და თავისუფლად ახორციელებდა თავის დანაშაულებრივ ზრახვებს.

მაგრამ XIV საუკუნის დასაწყისში, ტამპლიერთა ორდენის კუნძულ კვიპროსზე გადასახლებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მის მიზნებს ბოლო მოეღო. ფრანგმა მეფემ ფილიპე ლამაზმა, პაპ კლიმენტ V-სთან ერთად გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა ტამპლიერთა ორდენს.

მრავალი ისტორიკოსი ტაძრის რაინდთა ორდენის განადგურებას ხსნის არა სახელმწიფოებრივი აუცილებლობით, არამედ ფილიპე ლამაზით სიხარბით, რომელსაც იზიდავდა ტამპლიერთა კოლოსალური სიმდიდრე. მაგრამ ისტორიკოსი შუსტერი, რომელიც ტამპლიერთა ტრაგიკულ ბედს მისტირის და აღშფოთებას ვერ მალავს მათი მოწინააღმდეგეთადმი, საშიში, საერთაშორისო კავშირის განადგურებაში ხედავს საფრანგეთის მეფირის მხრიდან პირადი შურისძიების აქტს და ამ თავისი შეხედულების დასამტკიცებლად ასეთი ფაქტები მოყავს:

ჯერ ერთი, ფილიპე ლამაზმა ვერ შეძლო, ეპატიებინა ტამ­პლიერთათვის ის, რომ ფრანგთა ბატონობის წინააღმდეგ სიცილიის მცხოვრებთა სისხლიანი აჯანყების დროს, ტამპლიერები გვერდში დაუდგნენ სიცილიელებს და ქმედითი მონაწილეობა მიიღეს ფრანგების ამოწყვეტასა და კუნძულ სიცილიიდან მათ განდევნაში (1282 წ.).

შემდეგ, ფრანგი ტამპლიერები ფილიპე ლამაზისთვის ყოველთვის იყვნენ "ლოდი საცთურისა რადგან უარს ამბობდნენ, საკუთარი ინტერესები მისი ინტერესებისთვის შეეთანხმებინათ. მეფის ინტერესებში კი, იმავე შუსტერის ცნობით, შედიოდა "სამეფო ძალაუფლების გაძლიერება, მისწრაფება სახელმწიფოებრივი ერთობისკენ და ეროვნული მონარქიის შექმნისკენ" (Шустер, "Тайные общества", т. I., с.195).

საფრანგეთის მეფე თუ ძალაუფლებისა და მმართველობის ერთო­ბისკენ მიისწრაფოდა, "ტამპლიერთა ორდენს მთლიანად დამორჩილებული ჰყავდა მიწათმფლობელნი, თავადაზნაურნი და გლეხები, რომლებიც მას გადასცემდნენ თავიანთ ქონებას და უარს ამბობდნენ პირად თავისუფლებაზე, რათა ორდენის მფარველობით თავი აერიდებინათ მეფის მოხელეთა უხეში გამოძალვებისგან".

მიგვაჩნია, რომ შუსტერის მიერ მოტანილი ფაქტები დამაჯერებლად გვიხსნის ტამპლიერებისადმი ფილიპე ლამაზის დამოკიდებულებას ტამპლიერებთან, მიუხედავად იმისა, მეფეს სიხარბით გამოწვეული რაიმე პირადი ინტერესი და ლტოლვა ჰქონდათ ტამპლიერთა ორდენის ქონებისკენ თუ არა. ცხადია, რომ ფრანგ მონარქს სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, ძირფესვიანად ამოეძირკვა ძალაუფლების მოყვარე მძლავრი ორდენი, რომელიც ეწეოდა მევახშეობას და ღალატობდა სახელმწიფოს; ხელთ ეპყრა მიწათმოქმედთა კლასი, ამხედრებდა მათ კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და, იმავე შუსტერის სიტყვებით, წარმოადგენდა "სახელმწიფოს სახელმწიფოში", ამიტომაც ტამპლიერთა ორდენი საკმაოდ სერიოზულ მოწინააღმდეგე ხდებოდა ნებისმიერი ქვეყნისთვის და შეუძლებელი იყო ასეთი ვითარება რომელიმე სახელმწიფოს მოეთმინა.

ყოველივე ამას თუ დავუმატებთ ორდენის კოსმოპოლიტურ ხასიათს - მას თავისი თემები ჰქონდა ევროპის ყველა სახელმწიფოში - კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ მსგავსი საერთაშორისო კავშირი, მის ერეტიკული მიმართულებაზე რომ არაფერი ვთქვათ, მოსათმენი იყო მხოლოდ იქამომდე, სანამ მას ამოძრავებდა ისეთი დიადი და ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის საერთო საქმე, როგორიც არის ბრძოლა ქრისტეანობის მტრებთან. მაგრამ, როდესაც ქრისტეანობას აღმოსავლეთში ძირი გამოუთხარეს, რასაც, სხვათა შორის, ხელი შეუწყო ტაძრის რაინდთა მოღალატურმა პოლიტიკამ, ორდენის შემდგომი არსებობა სრულიად გაუმართლებელი გახდა.

ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საფრანგეთის მეფემ ისარგებლა პირველივე ხელსაყრელი შემთხვევით, რათა ბოლო მოეღო ამ დანაშაულებრივი კავშირისთვის. კერძოდ, ეს შემთხვევა აღმოჩნდა ორი ყოფილი ტამპლიერის აღიარება, რომლებმაც მეფე ფილიპე ლამაზს აცნობეს ორდენის საიდუმლო და იზუვერული სწავლების, ასევე მისი ცოდვებისა და დანაშაულებების შესახებ.

ორდენის სრული განადგურებისთვის მეფეს აუცილებლად სჭირდებოდა პაპის მხარდაჭერა. კლიმენტ V კარგა ხნის განმავლობაში ვერ ბედავდა, ხელი აღემართა კავშირზე, რომელიც ორი საუკუნის განმავლობაში სარგებლობდა პაპთა კეთილგანწყობით. ბოლოს, მეფის წაქეზებით, რომელზეც გარკვეულწილად დამოკიდებულიც იყო, პაპმა, ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობისა და მასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მომიზეზებით, კუნძულ კვიპროსიდან გამოიძახა ორდენის გროსმეისტერი იაკობ მოლე.

მოლე საფრანგეთში ჩავიდა მთელი თავისი კონვენტით, არქივითა და ხაზინით. 1307 წლის 13 ოქტომბერს, მეფის ბრძანებით, მოულოდნელად დააპატიმრეს საფრანგეთის ყველა ტამპლიერი მათი გროსმეისტერებითა და კონვენტებითურთ. დაიწყო ტამპლიერთა საქმიანობის მკაცრი გამოძიება.

უკიდურესად ლიბერალური და "ჰუმანური", მაგრამ ყოველთვის საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მყოფი ისტორიკოსი შუსტერი ამბობს, რომ მეფისა და საზოგადოებრივი აზრის გავლენით პაპმა მონაწილეობა მიიღო ამ "გაუგონარ სასამართლო დანაშაულში". ის აღნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ავრცელებდნენ ტამპლიერთა წინააღმდეგ მეფისადმი გაგზავნილ ყალბ სავედრებელ არზებს, ტამპლიერთაგან შეწუ­ხებული ხალხის სახელით, სადაც ადამიანები ითხოვდნენ ტამპლიერთა მწვალებლობის ამოძირკვას. ჩვენ სავსებით ვენდობით შუსტერს იმაში, რომ საზოგადოება აღშფოთებული იყო ტამპლიერთა საქმიანობით - რაც შეეხება იმას, რომ ხალხს ასეთი რამ არ მოუთხოვია და ეს სიყალბეა, ამ ცნობის სინამდვილე ისტორიკოსის სინდისზე დავტოვოთ.

1308 წლის 12 აგვისტოს, გამოიცა პაპის ბულა "Fაციენს მისერიცორდიამ", რომელიც სასულიერო და საერო ხელისუფლებს უბრძანებდა, სამართლებრივი დევნა აღეძრათ ტამპლიერთა წინააღმდეგ. ტამპლიერთა პროცესი 7 წელი გრძელდებოდა. სასამართლო ძიებამ ყველა ქვეყანაში გამოიღო ერთნაირი შედეგი და სრულიად გამოააშკარავა ორდენის მწვალებლური და დანაშაულებრივი საქმიანობა. 1312 წლის 2 მაისს გა­მო­ცემული ბულათი პაპმა მთელ ქრისტეანულ სამყაროს აუწყა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, გაენადგურებინათ ტამპლიერთა ორდენი, და დასწყევლა იგი.

ამის შედეგად ზოგიერთი ტამპლიერი ცოცხლად დაწვეს, მათ შორის გროსმეისტერი იაკობ მოლეც (1134 წლის 11 მარტი), დანარჩენები კი დააპატიმრეს. შემდგომში მრავალი მათგანი, ორდენის განადგურებისა და მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ხელისუფლებას შეურიგდა. მწვალებელთაგან ბევრი უცხოეთში გაიქცა. საფრანგეთის, ინგლისის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების მეფეებმა მოახდინეს ორდენის ქონების კონფისკაცია (Финдель, "История франкмасонства",т. I, с. 45).

ტამპლიერთა გასამართლებაში შუსტერი ხედავს "ყველაზე საშინელ და სამარცხვინო უსამართლობას, რომელიც შუა საუკუნეების ეკლესიის ისტორიაში ჩაიწერა" და მიიჩნევს, რომ ორდენის დანაშაულობას არაფერი ამტკიცებს, გარდა ზოგიერთი საეჭვო ადამიანის მოწმობისა და თვით ტამპლიერთა ჩვენებებისა, რომლებსაც წამებით აიძულებდნენ აღიარებითი ჩვენებების მიცემას. დანაშაულებრივი ორდენის უზომო დამცველის ამ მტკიცებას, სრულიად უარყოფს შუსტერზე არანაკლები ლიბერალი, თუმცა უფრო მიუკერძოებელი ისტორიკოსი, მიშლე, რომელიც თავის ტამპლიერთა ისტორიაში გადმოგვცემს ყველა იმ ნამდვილ დოკუმენტს, ტამპლიერთა პროცესს რომ ეხება.

ამათგან ყველაზე მთავარი, გროსმეისტერ იაკობ მოლეს და 231 ყველაზე გავლენიანი ტამპლიერის დაკითხვისა და სინანულის ოქმები, რომელიც მათ მისცეს გამოძიებას, სრულიად ადასტურებს ჩვენს მიერ ზემოთ დასახელებული ფაქტების უმეტესობის სინამდვილეს, კერძოდ: ქრისტესგან მათ განდგომას; ჯვარზე მიფურთხებას და მის ფეხით გაქელვას განდობის რიტუალის შესრულების დროს, განსაკუთრებით კი წმ. პარასკევს (ე. ი. დიდ პარასკევს - მთარგმნ.); უგვანი და უხამსი კოცნა, რომელსაც განდობის რიტუალის დროს სხვა ძმების თანდასწრებით ერთმანეთს უცვლიდნენ ხელდასასხმელი კანდიდატები; კერპთაყვანისცემა; სიკვდილით დასჯა საიდუმლოს გაცემისთვის ან დაუმორჩილებლობისთვის; ბუნების საწინააღმდეგო ცოდვები (სოდომია), როგორც მტკიცედ დამკვიდრებული ჩვეულება; ორდენის გასაძლიერებლად ყველაზე დანაშაულებრივი ხერხების გამოყენება ძარცვიდან და ცრუფიცილიდან მოყოლებული უკიდურეს დანაშაულებამდე და მრავალი სხვა.

ყველა ეს ჩვენება მიიღეს ორდენის მაღალჩინოსანი წევრებისგან, ყოველგვარი იძულებისა თუ დაძალების გარეშე დაკითხვებზე, რომელიც ეკლესიის ყველაზე პატივსაცემ წარმომადგენლებს მიჰყავდათ, როგორც მიშლე ამბობს: "აუჩქარებლად, უკიდურესი შემწყნარებლობითა და სიმკაცრის გარეშე".

მიშლე ამატებს, რომ ჩვენებები, რომლებიც ტამპლიერებმა აღწერილ ვითარებაში მისცეს, უფრო მეტ ნდობას იმსახურებს, ვიდრე ის მოკლე და ნაკლებად სანდო მოწმობები, რომლებიც ტამპლიერთა დაპატიმრების შემდეგ მათი წამებებისა და ათასგვარი ძალადობის შედეგად მოიპოვეს ინკვიზიციისა და მეფის მოხელეებმა.

თუმცა იაკობ მოლემ, რომელიც შემდგომ კოცონზე დაწვეს, ხმამაღლა და ყველას გასაგონად უარყო ყველა თავისი ჩვენება და ღმრთის მსჯავრით დაემუქრა მეფესა და პაპს, იწინასწარმეტყველა მათი სწრაფი სიკვდილი. მართლაც, ორივეს იმავე წელს საშინელ წამებაში აღმოხდათ სული. პაპი 1314 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა, ხოლო უცნობი სნეულებით შეპყრობილი ფილიპე ლამაზი ჯერ კიდევ 40 წლისა აღესრულა რომელიღაც იმავე წლის 29 ნოემბერს.

მასონი მწერლები ტამპლიერთა ამ ორივე მოწინააღმდეგის სიკვდილს მიიჩნევენ "უმაღლესი ძალის" სამართლიან შურისძიებად. ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ კლიმენტ V და ფილიპე ლამაზი, უბრალოდ, მოწამლეს განადგურებული ორდენის საიდუმლო მიმდევრებმა, რომლებმაც მოცემულ შემთხვევაში შეასრულეს ბნელი "უზენაესი ძალის" როლი, რათა აღსრულებულიყო იაკობ მოლეს წინასწარმეტყველება და შური ეძიათ მონარქსა და პაპზე, რომლებმაც გაბედეს და ქრისტეანული სამყარო გაათავისუფლეს სატანის მსახურთა საიდუმლო კავშირისგან.

საყურადღებოა მასონობის დამოკიდებულება ტამპლიერთა ორდენთან. მასონ მწერალთა უმეტესობა, მათ შორის რაგონი, რედარესი, ბონევილი და სხვები, რომლებიც ორდენის თავგამოდებული დამცველები არიან, უარყოფენ მის დანაშაულებრივ საქმიანობას და ტამპლიერებს, ისევე როგორც ალბიგოელებს, პაპებისა და მონარქთა დესპოტიზმის მსხვერპლად აღიარებენ.

მასონ მწერალთა უმეტესობის მწვალებლური ორდენისადმი ასეთი დამოკიდებულება იმით აიხსნება, რომ ისინი მასონიზმს მიიჩნევენ ტამპლიერთა პირდაპირ მემკვიდრედ და ამტკიცებენ, თითქოსდა ტაძრის რაინდთა ორდენს არც არასოდეს შეუწყვეტია არსებობა, რადგან XIV საუკუნეში, მისი განადგურების შემდეგ, მრავალი ტამპლიერი დაიმალა შოტლანდიაში და შევიდა თავისუფალ ქვისმთლელთა კავშირში, რომლიდანაც შემდგომ აღმოცენდა ფრანკ-მასონთა საიდუმლო საზოგადოება.

სხვა, უფრო შორსმჭვრეტელი მასონი მწერლები, მათ შორის ფინდელიც, ორდენის ისტორიულად დასაბუთებული და დამტკიცებული დანაშაულის გამო უფრო მართებულად და გონივრულად მიიჩნევენ, არ იდავონ არსებული ისტორიული ფაქტების გამო და არ დაიცვან ტაძრის რაინდები, მაგრამ, სამაგიეროდ, უარყოფენ მათს ყოველგვარ კავშირს მასონობასთან. ფინდელი, სხვათაA შორის, აცხადებს, რომ XVIII სა­უ­კუნეში მასონობის ერთი ნაწილის სურვილი, აღედგინა ტამპლიერთა ორდენი, გამოიხატა გერმანიასა და საფრანგეთში ცალკეული მასონური სისტემების გამოჩენით, რომლებმაც ისევ გააცოცხლეს ტამპლიერთა რიტუალები და საკუთარ თავს აცხადებდნენ მათ პირდაპირ მემკვიდრეებად, თანაც იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომელთა სიყალბე, ფინდელის აზრით, უეჭველია.

როცა ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ნამდვილ, თანამედროვე მართ­ლმორწმუნე მასონობას არაფერი აქვს საერთო ტამპლიერთა ორდენთან, ფინდელი კიდევ უფრო შორს მიდის და XVIII საუკუნის ზოგიერთ "გონებადაბნელებულ" მასონს ბრალს დებს უმსგავსო საქციელში: "ასე შეისყიდეს, - წერს ის, - ორდენის თაყვანისმცემლებმა ტამპლიერთა პროცესის აქტების მოლდენგავერული გამოცემა, რადგან ამ აქტებით მტკიცდებოდა ორდენის დანაშაულობა. მოლდენგავერს და მიუნტერს სურდათ მეორე ტომის გამოცემაც, მაგრამ, რადგან თვითონაც მასონები იყვნენ, მოერიდნენ სხვა ძმებთან ურთიერთობის გაფუჭებას..."

უკეთესად მოეპყრნენ მასონები დიუპიუის თხზულებას "მეტაძრეთა გასამართლების ისტორია", რომელიც 1605 წელს გამოიცა. აქ მათ ჩაიდინეს სიყალბე, რადგან უკვე შეუძლებელი იყო, შეესყიდათ გამოცემა იმის შემდეგ, რაც ის უკვე ასი წელი იყო, ფართო საზოგადოებაში ვრცელდებოდა. მასონებმა 1751 წელს თვითონ გამოსცეს დიუპიუის თხზულება, მაგრამ "ისე დამახინჯებულად, რომ გამოდიოდა, თითქოსდა დიუპიუი ორდენს კი არ ადანაშაულებს, არამედ მის უდანაშაულობას ამტკიცებსო" (Финдель, "История франкмасонства", т. I, с. 43).


"მართლმორწმუნე" მასონ ფინდელის ეს მხილებანი, ეხება მის "გონებადაბნელებულ" თანამოძმეთ და უმთავრესად წარმოადგენს მასონთა ხრიკებისა და ჩვეულებების დახასიათებას. რაც შეეხება იმას თუ ვინ არის მართალი, - "გონებადაბნელებული" მასონები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტამპლიერთა ორდენს არსებობა არ შეუწყვეტია და შოტლანდიაში, თავისუფალ ქვისმთლელთა კავშირში პოვა თავშესაფარი, თუ "მართლმორწმუნე" მასონები, რომლებიც ამას უარყოფენ, ზუსტი ისტორიული მონაცემების არქონის გამო, ამაზე პასუხის გაცემა ერთის ან მეორის სასარგებლოდ თითქმის შეუძლებელია. სავარაუდოა, რომ ორდენის ნაწილი, რომელმაც ორდენის განადგურების შემდეგ გაქცევა მოახერხა, შესულიყო ქვისმთლელთა პროფესიულ კავშირებში, რომლებშიც, ფრანკმასონთა საიდუმლო ორგანიზაციად მათ გადაკეთებამდე ეკლესიისადმი ერთგვარ მტრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ.

ასეა თუ ისე, უეჭველია ტამპლიერთა ორდენსა და მასონობას შორის კავშირი, რაც ფინდელი უარყოფს. სახელმწიფოსა და ეკლესიისადმი მტრული დამოკიდებულების მქონე ამ ორი საზოგადოების სულიერი კავშირი ვლინდება მასონების მიერ ტამპლიერთა ხსოვნის პატივისცემაში. ასე მაგალითად, მასონური სისტემებიდან ყველაზე გავრცელებული, ე. წ. შოტლანდიური რიტუალის სისტემაში, რომელსაც 33 ხარისხი (საფეხური) აქვს, 30-ე ხარისხი (კადოშის რაინდები) ეძღვნება ტამპლიერთა ხსოვნას და მათი უკანასკნელი გროსმეისტერის იაკობ მოლეს განდიდებას; ასევე პაპ კლიმენტ V-ისა და მეფე ფილიპე ლამაზის გმობას, რომლებმაც გაანადგურეს ორდენი.

ერთი რამ ცხადია: ტამპლიერებს კიდეც რომ არ ჰქონოდათ შესაძლებლობა, უშუალოდ გადაეცათ თავიანთი სწავლება მასონებისთვის, ეს სრულიადაც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ წარმომავლობითა და სულისკვეთებით, თვით სწავლებით, რიტუალებითა და მიზნებით, ტაძრის რაინდთა ორდენიცა და მასონობაც ერთი და იმავე ბნელი ძალის - მსოფლიო ებრაელობის პირმშოები არიან, და ერთნაირად მიისწრაფვიან ქრისტეანული ცივილიზაციის განადგურებისკენ, რათა მის ნანგრევებზე ააშენონ სოლომონის ტაძარი, ანუ ებრაელთა ბატონობა.
Назад к содержимому