უსჯულოების საიდუმლო - მსოფლიო პანდემია და ეკონომიკური კრიზისი - მსოფლიო მთავრობის წინამორბედები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
მსოფლიო პანდემია და ეკონომიკური კრიზისი - მსოფლიო მთავრობის წინამორბედები
 
ჟაკ ატალი და მისი ილუმინატური "წინასწარმეტყველება"
ახალი მსოფლიო წესრიგი
"პანდემია", რომელზეც 2020 წლის გაზაფხულზე ალაპარაკდნენ, სტიქიური მოვლენა არ გახლავთ. ეს არის ადრიდანვე დაგეგმილი ოპერაცია, რომლის მიზანია მსოფლიო გარდაქმნა "გლობალური ელიტის" ინტერესების შესაბამისად. ამისი ფაქტები საკმარისად მოიპოვება.
 
ფრანგი ეკონომისტი, მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე ჟ. ატალი 1943 წ-ს ალჟირში დაიბადა. 1956 წ-ს ჟაკის ოჯახი პარიზში გადაბარგდა. ატალიმ აღიარება 1981 წელს მოიპოვა, როდესაც ის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის მრჩეველი გახდა. 1991 წლის აპრილში ის რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (ინგლ.: European Bank for Reconstruction and Development, EBRD) პირველ პრეზიდენტად გვევლინება. ატალი - ერთ-ერთი ფიგურანტია ანგოლისთვის იარაღის უკანონოდ მიყიდვის საქმეში ("ანგოლაგეიტი"). ატალი არის მასონი, ზოგიერთი ცნობით, ილუმინატი.
 
ატალიმ დიდი გავლენა მოახდინა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე. მაკრონის საქმიანობაში შეიმჩნევა "ბილდერბერგის კლუბის წევრისა და გლობალიზაციის ფანატიკური იდეოლოგის ჟაკ ატალის მკაფიო გავლენა. ემანუელ მაკრონი 2007-2008 წლებში საფრანგეთის ეკონომიკური ზრდის კომისიის მომხსენებლის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ალჟირელ ებრაელ-სეფარდისტთა შთამომავალის, ჟაკ ატალის ფილოსოფია დადის იმ აზრამდე, რომ ფულის ყოვლისშემძლეობა - ყველაზე სამართლიანი საზოგადოებრივი წესრიგია, ხოლო გლობალიზაციის მიერ ნაშობ "მსოფლიო ნომადისტთა" (მოხეტიალეთა. ინგლ. "Nomad" - მოხეტიალე) თემი გადაჭრით უნდა იქნას მოკვეთილი თავისი ეროვნული ფესვებიდან.
 
ჯერ კიდევ 1979 წელს ფართო პუბლიკისთვის ნაკლებად ცნობილმა ჯაკ ატალიმ, საფრანგეთის ტელევიზიით გამოსვლისას, გადმოსცა თავისი კონცეფცია "ჯანმრთელობის დიქტატურა": "ჩვენ დავამყარებთ დიქტატურის აბსოლუტურ ფორმას, რომლის დროსაც ყოველი ისურვებს ნებაყოფლობით ("თავისუფლად") შეესაბამებოდეს დაწესებულ ნორმებს. საჭიროა, რათა ყოველმა ნებაყოფლობით ("თავისუფლად") მიიღოს მონის სტატუსი... ტოტალიტარული საზოგადოების ეს ახალი ფორმა იქმნება მედიცინის მეშვეობით, სიკეთისა და ბოროტების მისაღები ცნებებით, სიკვდილისადმი დამოკიდებულებით".
 
უკვე მაშინ ატალი გამოვიდა წინადადებით შემოეღოთ სპეციალური "ჯანმრთელობის პასპორტები" ადამიანებზე კონტროლის დასაწესებლად. საზოგადოებრივი ორგანიზაციის United World International-ის ექსპერტები მიმოხილვაში World-wide Fascism on the horizon? Globalist plans for 2021 (მსოფლიო ფაშიზმი ჰორიზონტზე? გლობალისტების გეგმები 2021 წლისთვის), განიხილავდნენ მიმდინარე წელს მსოფლიოში ისეთი დოკუმენტის გამოჩენას, როგორიცაა "იმუნიტეტის პასპორტი" (immunity passport) და აღნიშნავდნენ, რომ პირველად ასეთი დოკუმენტის შემორების იდეა გამოთქვა სწორედ ჟაკ ატალიმ.
 
კიდევ უფრო ხმამაღლად გაიჟრა ჟაკ ატალის 12 წლის წინანდელმა განცხადებამ გამოცემაში L’Express. შეგახსენებთ, თუ რომელი მსოფლიო მოვლენათა ფონზე მოხდა ეს: მსოფლიო ფინანსური კრიზისი პლიუს "ღორის გრიპის" ეპიდემია, რომელმაც მოიცვა მრავალი ქვეყანა.
 
2009 წლის 5 მარტს ატალი წერდა: "ისტორია გვასწავლის, რომ კაცობრიობა არსებითად მხოლოდ მაშინ ვითარდება, როდესაც მას მართლაც ეშინია: მხოლოდ მაშინ იწყებს ის თავდაცვითი მექანიზმების შექმნას..."
 
ატალი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმაზე, რომ სახელმწიფო მოღვაწეებმა და პოლიტიკოსებმა ხელიდან გაუშვეს შესანიშნავი შესაძლებლობა დაეწყოთ მსოფლიო გარდაქმნა, რომელსაც გლობალური ფინანსური კრიზისი და ღორის გრიპი იძლეოდა (პუბლიკაციის მომენტისთვის ერთისა და მეორის პიკები უკვე გავლილი იყო). ახლა, აღნიშნავდა ატალი, უნდა ველოდოთ მომდევნო კრიზისს და შემდეგ ეპიდემიას.
 
"დიდი პანდემია უფრო წარმატებულად დაარწმუნებს ადამიანებს ალტრუიზმის აუცილებლობაში, ვიდრე ნებისმიერი ჰუმანიტარული ან ეკოლოგიური ქადაგება..." - ირწმუნებოდა ატალი. "ალტრუიზმში" კი იგულისხმებოდა ადამიანების მზადყოფნა წასულიყვნენ მსხვერპლზე და თვითშეზღუდვაზე "კაცობრიობის ინტერესების სასარგებლოდ".
 
ატალი მოუწოდებდა "ჭკუა უნდა ვისწავლოთ, რათა მომდევნო გარდაუვალი მოვლენისთვის შეიქმნას კონტროლისა და თავიდან აცილების მექანიზმები, ასევე ლოგისტიკური მექანიზმები წამლებისა და ვაქცინების სამართლიანი გადანაწილებისთვის. ამის განსახორციელებლად ჩვენ მოგვიწევს გლობალური პოლიციის, გლობალულრი საცავის (სავარაუდოდ, მედიკამენტებისა და ვაქცინების ცენტრალიზებული მარაგის - ვ. კ.) შექმნა, და შედეგად, გლობალური დაბეგვრისაც".
 
რისთვის? - პასუხი ძალიან მარტივია: "მაშინ უფრო მალე შევძლებთ ნამდვილი მსოფლიო მთავრობის ფუნდამენტის ჩაყრას". ეს ითქვა 12 წლის წინათ. და აი მოურჯულებელი გლობალისტის იდეები, რომლებიც იდეოლოგიურად ახლოსაა კლაუს შვაბის იდეასთან, უკვე ცხოვრებაში ხორციელდება.
 
2020 წელს ატალიმ პრესას მისცა რამოდენიმე ინტერვიუ, რომლებიდანაც ჩანს, რომ ის ძალიან კმაყოფილია მიმდინარე მოვლენებით ("პანდემია", პლანეტარული ლოკდაუნი, "დიდი გარდაქმნის" გეგმის პუბლიკაცია და სხვა). ატალი იმედოვნებს, რომ პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე იქნება მიყვანილი, ანუ - შეიქმნება ღიად მოქმედი მსოფლიო მთავრობა.
 
ჯაკ ატალის ზოგიერთი "გამოცხადება", რომელიც მან 2020 წლის ინტერვიუებში გამოამზეურა, ყურადღებას და ციტირებას იმსახურებს.
 
აი, მაგალითად, რა განაცხადა მან იაპონური გამოცემების Sankei Shimbun და JAPAN Forward-ისთვის  მიცემულ ინტერვიუებში: "კრიზისი ძალიან ღრმაა. ეს მხოლოდ დასაწყისია. შემდეგ, ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყნებს მსოფლიო რეცესია შეიპყრობს, ყველაზე ძლიერი მთელი ასწლეულის განმავლობაში". აქ ის არ შეცდა. მსოფლიო ეკონომიკის დაცემამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს 4,4 % შეადგინა.
 
ატალი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება შეიძლება შეიცვალოს მიცემული მიმართულებით: "დღევანდელ ვითარებაში იწყება საზოგადოების სხვა ფორმათა ჩამოყალიბების აუცილებლობის შეგნება. ჩვენ უნდა გადავამისამართოთ ჩვენი ეკონომიკა "დარგთა სიცოცხლისუნარიანობაზე ორიენტირებულ" მხარეს, ისეთებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, კვება და ჰიგიენა, ენერგეტიკა, განათლება, სამედიცინო კვლევა, წყლის რესურსები, ციფრული სექტორი, უსაფრთხოება და დემოკრატია..."
 
სიტყვებს "ცხოვრების ეკონომიკა", "უსაფრთხოება", "დემოკრატია" ატალი მუდმივად ახსენებს. მაგრამ ეს მხოლოდ - "მომავალში". მანამდე საჭირო გახდება სერიოზული შეზღუდვების გავლა (უნდა გამოვიჩინოთ "ალტრუიზმი"), დავეთანხმოთ დემოკრატიის შეზღუდვებსაც (თვითიზოლაცია, ლოკდაუნები) და ომებსაც კი - კიბერნეტიკული, ეკონომიკური და სხვა.
 
შეიძლება გავიხსენოთ ჟაკ ატალის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანულის წიგნი "მომავლის მოკლე ისტორია" (2006 წ. რუსულად ითარგმნა 2014 წ.).
 
ეს, არც მეტი არც ნაკლები, უახლოეს ნახევარ საუკუნეში მსოფლიოს განვითარების პროგნოზია. პირველ ეტაპზე (2025 წლამდე) აშშ დაკარგავს მსოფლიო ლიდერის როლს, და აშშ-ში დაიწყება შიდა კონფლიქტები, ქვეყანა ჩვეულებრივ და უფერულ სახელმწიფოდ გადაიქცევა. ჩინეთის მცდელობა, და შეიძლება ევროპისაც, "ჩაანაცვლონ" ამერიკა წარმატებით ვერ დასრულდება. გაძლიერდება ტრანსნაციონალური კომპანიების გავლენა, ყევლა ისინი სულ უფრო და უფრო მოშლიან ეროვნული სახელმწიფოების საძირკვლებს, და მოახდენენ სახელმწიფოების პრივატიზებას. ყველაფერი, - გვპირდება ატალი, - დიდი, გაწელილი და მძიმე მსოფლიო ომით დამთავრდება, და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოცენდება ახალი სამართლიანი წესრიგი. მაგრამ ეს წესრიგი ატალის ბუნდოვნად წარმოუდგენია, თანაც მომავალი "სამოთხის" გარანტიასაც ვერ იძლევა.
 
საინტერესო აღინიშნოს, რომ დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, ატალი მოითხოვს შემდეგ მდგომარეობებს: დღეისთვის ადამიანი რაც უფრო მეტ "ალტრუიზმს" გამოავლენს (ანუ დათანხმდება შეზღუდვებს), მით უფრო მეტი შანსია, რომ მომავალი ომი განსაკუთრებით მძიმე არ აღმოჩნდება და კაცობრიობაც სასურველ "სამოთხეს" იხილავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაემორჩილეთ იძულებებს და ბედნიერები იქნებით.
 
აი იტალიური გამოცემის FarodiRoma-სთვის მიცემული ატალის გულახდილი ინტერვიუ (ივლისი): ფრანგი იდეოლოგი არ მალავს სიხარულს იმის გამო, რომ მსოფლიო გარდაქმნა "პანდემიის" პირობებში წარმატებით მიმდინარეობს. მისი თქმით, 2,5 მილიარდზე მეტი ადამიანი ერთ საათში გადაერთო დისტანციურ მუშაობაზე. აქედან გამომდინარე, არსებობს იმედი, რომ კაცობრიობა ასევე მშვიდად მიიღებს სხვა ნოვაციებს. ახლა ყველაზე მთავარია - ზეწოლა მოხდეს სახელმწიფო მმართველებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ძილ-ბურანში არიან.
 
ატალი უკმაყოფილოა იმით, რომ მკაცრი წესრიგის ("იძულებითი ალტრუიზმი") შემოტანის ნაცვლად ხელისუფლებები კრიზისის შემსუბუქებას ეკონომიკის ფულადი გაბერვით ცდილობენ. ეს კი ხელს უშლის რადიკალურ გარდაქმნას: "მე ვფიქრობ, რომ ბევრისთვის დღემდე გაუგებარია, თუ რა ხდება. მხედველობაში მაქვს ის, რომ დასავლეთისა და მსოფლიოს კიდევ სხვა ქვეყნებმა ბაზარზე თავიანთი ცენტრალური ბანკების მეშვეობით იმდენად ბევრი ფული შემოიტანეს, რომ... ეს მათ პირველ ეტაპზე შესაძლებლობას მისცემს "შენიღბონ" კრიზისი, გადაავადებს მის შედეგებს და გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ გადაწყვეტილება დადგება უბრალო ფულადი ემისიით, რაც სავსებით ასე როდია".
 
ჟაკ ატალი უკმაყოფილოა იმითაც, რომ მრავალი ქვეყნის ხელისუფლება ეკონომიკის "მკვდარი" დარგების გადარჩენას ცდილობს. ის გვთავაზობს ყველა რესურსი კონცენტრირებულ იქნას იმაზე, რასაც "ცხოვრების ეკონომიკას" უწოდებს: "ჯანდაცვა, განათლება, კვება, ციფრული სამყარო". ატალი "მკვდარ" დარგებს უწოდებს მანქანათმშენებლობას და ავიამშენებლობას, და წინადადებით გამოდის კვალიფიცირებული ინჟინრები და სხვა სპეციალისტები გადატყორცნილ იქნან ამ დარგბიდან "ცხოვრების ეკონომიკის" სექტორში. ეს მოგვაგონებს გარდაცვლილი ზბიგნევ ბჟეჟინსკის მსჯელობას წიგნში "ტექნოტრონული ერა" (1969 წ.), სადაც ის წინადადებით გამოდიოდა რაც შეიძლება მალე გადასულიყვნენ ინდუსტრიული საზოგადოებიდან პოსტინდუსტრიულზე, სადაც მომსახურება გადააჭარბებდა წარმოებას. შევნიშნავთ, რომ "პოსტინდუსტრიული საზოგადოება" და "ცხოვრების ეკონომიკა" - ეს ფანტაზიის პროდუქტი როდია. ეს არის იდეოლოგემები, რომელთა მიღმა სრულიად განსაზღვრული მიზნები იმალება.
 
ჟაკ ატალის გეგმაში "სიცოცხლის ეკონომიკა" მეზობლობს "ომის ეკონომიკასთან". მას არ გააჩნია "ომის ეკონომიკის" მკაფიო განსაზღვრება, მაგრამ ეს მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი ცნებაა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "ომის ეკონომიკის" ქვეშ ეს მასონი-ფილოსოფოსი ეკონომიკის იმ მოდელის სრულ ლიკვიდაციას გულისხმობს, რომელსაც ჩვეულებრივ "ლიბერალურს", ანუ "საბაზროს" უწოდებენ. სადაც ბაზარია, იქვეა დემოკრატიაც, ხოლო დემოკრატიის პირობებში საზოგადოების რადიკალური გარდაქმნები შეუძლებელია. ამისთვის საჭიროა დიქტატურა.
 
თავის მთელ რიგ წიგნებსა და სტატიებში ჟაკ ატალი მიგვანიშნებს, რომ მობილიზაციური ეკონომიკის მოდელი, რომელიც მესამე რეიხში შეიქმნა, თანამედროვე პირობებშიც იმსახურებს გამოყენებას. ის ჩივის იმაზე, რომ თვით "პანდემიის" პირობებშიც ხელისუფლებები ვერ ბედავდნენ თავიანთი ეკონომიკა გარდაექმნათ სამხედრო-მობილიზებულ ეკონომიკად.
 
დასასრულ თქვენს ყურადღებას მივაპყრობდი ინტერვიუს, რომელიც ჟაკ ატალიმ მისცა მექსიკურ საინფორმაციო სააგენტოს სახელწოდებით Confabulario.
 
ის ალაპარაკდა თავის წიგნზე "მომავლის მოკლე ისტორია" და დაასახელა ძირითადი ეტაპები, რომლებიც, როგორც ის ამტკიცებს, კაცობრიობამ უახლოეს ნახევარ საუკუნეში უნდა გაიაროს. მან გაიმეორა, რომ პირველ ეტაპზე ამერიკის, როგორც დიდი სახელმწიფოს მზე ჩაესვენება. მისი თქმით, მოცემული ეტაპი უკვე დასრულებულია. ეს ითქვა 2020 წლის 26 დეკემბერს; შესაბამისად, მზის ჩასვენება, ატალის მიხედვით, ხუთი წლით ადრე მოხდა, ვიდრე ის ამას თავის "მომავლის მოკლე ისტორიაში" წინასწარმეტყველებდა. მაგრამ, მთავარი ისაა, რომ მსოფლიო გარდაქმნა "გრაფიკის" გასწრებით მიმდინარეობს. ღია შეთქმულება აშკარად და დაუფარავად ხორციელდება.
 
წყარო: katehon.com

საიტი "აპოკალიფსისი". 24 თებერვალი. 2021 წ.
Назад к содержимому