უსჯულოების საიდუმლო - მსოფლიო პატრიარქი ბილდერბერგის კლუბთან თანამშრომლობს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

მსოფლიო პატრიარქი ბილდერბერგის კლუბთან თანამშრომლობს

პატრ. ბართლომეოსი

ავტორი: ბერი სერაფიმე (ზისისი) (το Μοναχο Σεραφείμ (Ζήση))

წინამდებარე დოკუმენტში რაც შეიძლება მოკლედ (პუბლიკაციის მოცულობაზე არსებული შეზღუდვის გამო) წარვუდგენთ ფართო აუდიტორიას ორ დოკუმენტს: 1) "საიენტლოგიის ეკლესიის" ("Church of Scientology") დოკუმენტს და 2) ცნობას ორი მართლმადიდებელი პატრიარქის (კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის) შეხვედრაზე ებრაული წარმომავლობის ორ ცნობილ ამერიკელ პოლიტიკოსთან, რომელიც შედგა თერთმეტი წლის წინ, 2007 წელს (წინამდებარე სტატია დაწერილია 2018 წ-ს - "აპოკ." რედ.). ორივე დოკუმენტი ადრე უკვე გამოქვეყნებულ იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არასოდეს შესრულებულა მათი შედარება და შინაარსობრივი ანალიზი.

პირველ დოკუმენტში იხსნება პარარელიგიური დაჯგუფებებისა და სექტების დაინტერესება, როგორიცაა NRM (New Religious Movements - "ახალი რელიგიური მოძრაობები"), განსაკუთრებით კი საიენტოლოგიის მიმდევართა მხრიდან, იმაში, რათა მსოფლიო პატრიარქი მიიზიდონ თავიანთ მხარეზე და განაწყონ იგი სხვა მართლმადიდებელ კლერიკოსთა წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მათ დესტრუქციულ საქმიანობას.

მეორე დოკუმენტი მოწმობს იმაზე, რომ 2007 წელს, რომელიც კრიტიკული იყო იერუსალიმის ბერძნულ-მართლმადიდებლური საპატრიარქოსთვის, პატრ. ბართლომეოსმა მოაწყო შეხვედრა - ბილდერბერგის კლუბის მუშაობის ჩარჩოებში, რომლის დროსაც ის, იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე III-ის თანხლებით შეხვდა ებრაული წარმომავლობის ცნობილ ამერიკელ ლობისტებს, პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს ჰენრი კისინჯერსა და რიჩარდ ჰოლბრუკს (გარდ. 2010). როგორც იტყვიან კომენტარები ზედმეტია...

პირველი - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ცნობილია თავისი მტრული დამოკიდებულებით ბერძნებისადმი და როლით, რომელიც მან ითამაშა 1974 წლის ზაფხულში კვიპროსზე თურქეთის შეჭრის საქმეში.

მეორე - აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, რომელმაც "სახელი გაითქვა" თავისი პოზიციით მართლმადიდებელი სერბების წინააღმდეგ 20 წლის წინ ბალკანებზე შეიარაღებული კონფლიქტების დროს, დაწყებული ხორვატიიდან და უსამართლოდ განადგურებული სერბული კრაინას განადგურებით და დამთავრებული ბოსნიით, ასევე სხვა "პროექტით", კერძოდ - ალბანელების მიერ კოსოვოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკით
(1).

ორივენი არიან ბილდერბერგის კლუბის მუდმივი წევრები (2), რომლის მიზანია - აშშ-სა და ევროპის ურთიერთობათა გაძლიერება.

__________________

1. Πρβλ. νδεικτικς τήν βιβλιοπαρουσίαση σχετικο βιβλίου το Χόλμπρουκ πό τόν R. BERNSTEIN, "“To End a War”: Take Force, Add Envoys and “Fudge”, Then Stir" (May 20, 1998) (πό τό ρχεο τν The New York Times, https://archive.nytimes.com/): "But in Richard Holbrookes first-person account of the U.S. negotiation that ended the conflict in Bosnia, it becomes clear that Holbrooke himself, in direct contradiction to Washingtons official statements, was telling Tudjman to press militarily ahead, even urging him to seize specific Serbian-held towns". πίσης, ΑΝ. ΔΑΡΒΕΡΗΣ, νθ νωτ., σσ. 155-159 / იხ. რ. ბერნშტეინის მიერ ორგანიზებული რ. ჰოლბრუკის შესაბამისი წიგნის "To End a War" პრეზენტაცია (გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" არქივიდან: https://archive.nytimes.com): "მაგრამ რიჩარდ ჰოლბრუკის მონათხრობიდან აშშ-ს მოლაპარაკებებზე, რომლებმაც ბოლო მოუღეს კონფლიქტს ბოსნიაში, ნათელი ხდება, რომ თვით ჰოლბრუკი, სრული წინააღმდეგობაშია ვაშინგტონის ოფიციალურ განცხადებასთან, მან დაავალა ტუჯმანს წინ წაწეულიყო სამხედრო მიმართებაში, მეტიც, მოუწოდა მას დაეპყრო კონკრეტული, სერბების მიერ დაკავებული ქალაქები". იხ. ასევე. АН. ДАРВЕРИС, Бильдербергский клуб Греческое участие, изд. Стереома Бибис, Салоники 1998, с. сс. 155-159.

2. D. ESTULIN, Η Αληθινή Ιστορία της Λέσχης Μπίλντερμπεργκ, εκδ. Broken Hill Publishers LTD & Π.Χ. Πασχαλίδης, Λευκωσία 2012, σσ. 37.436 (κ..). ΑΝ. ΔΑΡΒΕΡΗΣ, νθ νωτ., σ. 104.158 / Д. ЭСТУЛИН, Подлинная история Бильдербергского клуба, изд. Broken Hill Publishers LTD & Π.Χ. Пасхалидис, Никосия 2012, сс. 37.436 (и др.). АН. ДАРВЕРИС, см. выше, с. 104.158.

__________________


2007 წელს ამ ძლევამოსილი კლუბის სხდომის დროს კონსტანტინოპოლში "შემთხვევით" შედგა მათი შეხვედრა ორ პატრიარქთან, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც საჭირო იყო გადაწყვეტილების პოვნა მძაფრი ეკლესიოლოგიური საკითხის გადასაჭრელად, რომელიც იერუსალიმის ეკლესიის წინაშე იდგა.

"საიენტოლოგიის ეკლესიის" (http://www.k-istine.ru/sects/scientology/scientology_dvorkin-02.htm) დოკუმენტი, რომელიც 1994 წლის 13 აპრილით თარიღდება, მიმართულია ათენის არქიეპისკოპოს სერაფიმეს (†1998) და მ. ანტონ ალევიზოპულოსის (†1996) წინააღმდეგ, სადაც ლაპარაკია პატრიარქ ბართლომეოსზე.

ცნობილი საიენტოლოგიური მოძრაობის ნიუ-ეიჯის (New Age) ბერძნული განშტოება, რომელიც ცნობილია როგორც "საბერძნეთის გამოყენებითი ფილოსოფიის ცენტრი" (ბერძნ. "კეფე") დაახლოებით 25 წლის წინ საბერძნეთის სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, მანამ, სანამ ცსს-ს ამერიკული სააგენტოს ჩარევამ "საბერძნეთის სადაზვერვო სამსახურის" განყოფილებისა და საბერძნეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის დახურვა არ გამოიწვია, რომლებიც პარარელიგიურ მოძრაობათა საქმიანობას თვალყურს ადევნებდნენ.

ეს ცნობები აღმოჩენილ და გამოქვეყნებულ იქნა რეალურ საიენტოლოგიურ დოკუმენტთა საფუძველზე, რომლებიც 1995 წელს, პირველი ინსტანციის სასამართლოს პროკურორის მოადგილის იოანე ენგელისის ბრძანებით, ათასობით სხვა დოკუმენტთან ერთად ბერძნული პოლიციის ინსპექტორული შემოწმების დროს ამოიღეს. ამ დოკუმენტებიდან ზოგიერთი მოგვიანებით "კეფე"-ს ყოფილმა წევრმა (1990-1991), ცნობილმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ანტონის ბოსნაკუდისმა გამოაქვეყნა
(3).

__________________________

3. ΑΝΤ. ΜΠΟΣΝΑΚΟΥΔΗΣ, Μισθοφόροι της Νέας Τάξης· η δράση των εξτρεμιστικών παραθρησκειών και της Scientology, εκδ. Πελασγός, Αθήνα 2001, σσ. 14.19.234-236 / АНТ. БОСНАКУДИС, Наемники Нового порядка: деятельность экстремистских парарелигий и сайентологии, изд. Пеласгос, Афины 2001, сс. 14.19. 234-236.
__________________________

1994 წლის 14 თებერვლის (განახლდა 13 აპრილს) კონფიდენციალური საიენტოლოგიურ დოკუმენტს, იმ სახით, როგორც მას იმოწმებს (ნაწილობრივ) ბერძნულ თარგმანში ბოსნაკუდისი, ეწოდება "ბერძნული ანტირელიგიური მოძრაობის მართვის პროგრამა" ("Greece ARM Handling Program"). ეს დოკუმენტი არიგებს ბერძენ საიენტოლოგებს, თუ როგორი სხვადასხვა (მათ შორის შიდასაეკლესიო) მეთოდით გაანეიტრალონ არქიეპისკოპოსი სერაფიმე (ტიკასი) და დეკ. ანტონი ალევიზოპულოსი და მათი ანტიერეტიკული საქმიანობა, რომელსაც დოკუმენტი ცილისმწამებლურად "ანტირელიგიურს" (ARM, Anti
Religious Movement) უწოდებს. მტრების ასეთ ნეიტრალიზაციას საიენტოლოგიაში ჩვეულებრისამებრ "აგენტის პოლიტიკურ მოკვდინებას" ("Dead agenting") უწოდებენ.

აშშ-ს საიენტოლოგთა მითითებებში, რომლებიც მიეცა საბერძნეთის გამოყენებითი ფილოსოფიის ცენტრს, არის ასეთიც: "იპოვეთ ვინმე, ვინც კონტაქტშია ბერძნულ-მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქთან, რათა დაველაპარაკოთ მას და ვაუწყოთ მას ალევიზოპულოს/სერაფიმეს ანტირელიგიური შეხედულებების შესახებ. შეუთანხმდით მას იმ მოქმედებების აღსრულებაზე, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემენ გავუსწორდეთ მათ" (
ΑΝΤ. ΜΠΟΣΝΑΚΟΥΔΗΣ, ατόθι, σ. 408 (πιχειρησιακός Στόχος [Ο. Τ.] § 8 το γγράφου) / АНТ. БОСНАКУДИС, იქვე, გვ. 408 (ოპერატიული მიზანი [ორთოდოქს ტიპოსი] დოკუმენტის § 8).

შემდეგ რეკომენდაციაში ნათქვამია: "თუ კათოლიკეები, ებრაელები ან სხვა დიდი ეკლესიები თავიდანვე არ გახდებიან რელიგიათშორისი ჯგუფების ნაწილნი, გამოძებნეთ მეთოდი შეხვიდეთ კონტაქტში ამ ეკლესიებთან, შეხვდით მათ და აჩვენეთ, რომ ისინიც ექვემდებარებიან თავდასხმებს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურების მოხსენებებში. აიძულეთ ისინი იმოქმედონ ალევიზოპულოსის წინააღმდეგ და ზემოქმედება მოახდინონ საბერძნეთის მთავრობასა და ბერძნულ-მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქზე, რათა გავუსწორდეთ მათ" (ხაზგასმები ჩვენია - ავტ.) (
ΑΝΤ. ΜΠΟΣΝΑΚΟΥΔΗΣ, ατόθι, σ. 409 (πιχειρησιακός Στόχος [Ο.Τ.] §12 το γγράφου) / АНТ. БОСНАКУДИС, იქვე, გვ. 409 ([Ο. Τ.] § 12).

ეს დოკუმენტი, რა თქმა უნდა, საჭიროებს მრავალმხრივ ანალიზს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მცირე სტატიის ჩარჩოებში მისი კომენტირება შეუძლებელია. მთლიანობაში, დოკუმენტის ავტორების მიერ შემოთავაზებული მეთოდები ითვალისწინებენ პირდაპირ ან ირიბ დაახლოებას მსოფლიო პატრიარქთან (მოხსენიებულია ოთხჯერ), რელიგიათშორისი ჯგუფების შექმნას, რათა საბერძნეთში დაიწყონ სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფის პროცესი, დაუახლოვდნენ მინისტრებსა და წმიდა სინოდის წევრებს, რათა მოახდინონ ორი "ფიცხი" კლერიკოსის კომპრომეტირება და სხვა მრავალი, მართლაც აღმაშფოთებელი და შემაძრწუნებელი მოქმედება.

მოწმობს თუ არა ეს დოკუმენტი თავისთავად იმას, რომ საიენტოლოგებმა იპოვეს საჭირო მიდგომა და საბოლოოდ დაარწმუნეს პატრიარქი ბართლომე ათენისა და სრულიად ელადის არქიეპისკოპოს სერაფიმესა და დეკ. ანტონ ალევიზოპულოსის მართლმადიდებლური საქმიანობის ნეიტრალიზაციის აუცილებლობაში? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ, ეს ადასტურებს შემდგომ მნიშვნელოვან ფაქტებს (და წარმოადგენს "ცივი წყლით სავსე გოვზას" მათთვის, ვინც მიჰყვება ბერძნული ეროვნული უპირატესობის იდეას, თავს სასოებს ღვთისმოსაობის გარეგანი  ფორმებისადმი, განყენებულია საეკლესიო პრობლემებს და თავს იმშვიდებს აზრით, რომ საჭიროა ყველაფერში ბრმად და განსჯის გარეშე მივყვეთ პატრიარქებსა და ეპისკოპოსებს):

ა) იგეგმება ჩვენი საეკლესიო ხელისუფლების ან განადგურება ან მისი გამოყენება პარარელიგიური ან პარასახელმწიფოებრივი მექანიზმების დახმარებით (საიენტოლოგია ცსს-ს ბრწყინვალე მოკავშირე იყო სერბეთსა და სხვა რეგიონებშში ჩატარებულ მრავალ მისიაში)
(4).

______________

4. ΑΝΤ. ΜΠΟΣΝΑΚΟΥΔΗΣ, ατόθι, σσ. 311-350, που περί το ρόλου τς Scientology κατά τν Σέρβων, κατά τήν διάλυση τς Γιουγκοσλαβίας, καί τς δράσεώς της στό Κοσσυφοπέδιο, τήν λβανία, τήν Τουρκία (μέ τούς Γκρίζους Λύκους) καί τήν Ρωσσία πό τήν διακριτική καθοδήγηση τς CIA καί τς NSA / АНТ. БОСНАКУДИС, იხ იქვე, გვ. 311-350, საიენტოლოგთა როლზე სერბების წინააღმდეგ იუგოსლავიის დაშლის დროს და მისი საქმიანობა კოსოვოს რესპუბლიკაში, ალბანეთსა და თურქეთში ("რუხ მგლებთან") და რუსეთში, ცსსა-ს და NSA-ს (ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს) მკაფიო მითითებებით).  
______________

ბ) საიენტოლოგთა სექტას (რომელიც თავისი "განსაკუთრებული" პრაქტიკების გამო უკვე დიდი ხანია
დაქვეითებული აქვს სოციალური სტატუსი) 1994 წელს რომც ეძებნა წვდომა პატრიარქისადმი (რომელიც იმხანად ჯერაც ახალბედა იყო თავის თანამდებობაზე), "მორჩილ" პატრიარქზე ზეწოლა უფრო გაუადვილდებოდა დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან, რომელთაც მრავალწლიანი ვრცელი ქსელები გააჩნიათ და აღიარებით სარგებლობენ მსოფლიო საიდუმლო ორგანიზაციათა სისტემებში, ისეთებში, როგორიცაა, მაგალითად, მასონობა და მისი "შვილობრივი" ორგანიზაციები: ტამპლიერები, როტარის კლუბი და ლაიონი, ამერიკულ-ბერძნული პროგრესული საგანმანათლებლო კავშირი და სხვა (ამ ჯგუფებთან პატრიარქის კავშირზე არსებობს საკმაოდ ვრცელი მასალები).

________________

5.
Βλ. λόγου χάριν τά σπουδαα στοιχεα πού μεταφέρει πό μασονικά ντυπα εδήμων ΜΟΝ. ΑΒΕΡΚΙΟΣ, "Μ ποες “εκαιρίες” καί διατί ο Μασόνοι ναφέρουν ες τ ντυπά τους τ νομα το σημερινο Οκ. Πατριάρχου μας;", ρθόδοξος Τύπος 2142-2144 (2, 9, 16 Δεκ 2016) / იხ. მაგალითად, მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლებსაც მასონური დოკუმენტებიდან იმოწმებს ბერი ამბერკი, "რომელი "შემთხვევის" და რის გამო ახსენებენ მასონები თავიანთ დოკუმენტებში ჩვენი დღევანდელი მსოფლიო პატრიარქის სახელს?" (Ортодоксос Типос 2142-2144 (2, 9, 16 дек 2016)).
________________

გ) საიენტოლოგთა სექტის დოკუმენტში ასახულია იგივე ამერიკული "ეკლესიოლოგიური" კონცეფცია, რაც "ცივი ომის" დროინდელ "ტრუმენის დოკუმენტში", ანუ ასახულია მართლმადიდებლურ ეკლესიაში მსოფლიო პატრიარქის პირველხარისხოვანი და საკოორდინაციო როლი: "ზემოდან", ანუ ე. წ. "აღმოსავლეთის პაპის" (მსოფლიო პატრიარქის) მიერ გაკონტროლებით, დასავლური ძალები შეძლებენ გავლენა მოახდინონ მართლმადიდებლობაზე და "გაანეიტრალონ" სხვა ადგილობრივ ეკლესიათა საქმიანობა (
Βλ. στό μέτερον " Μασόνος Πατριάρχης θηναγόρας Α΄" κ.λπ., νθ νωτ., κεφάλαια 3 (§7) καί 4 (§δ καί §η) / იხ. ნაშრომი: "Масон патриарх Афинагор Ι" და ა. შ., იქვე თავები 3 (§7) და 4 (§4 καί § 8).

ზემოთხსენებულ დოკუკმენტში თავისთავად ნაგულისხმევია (შეცდომით), რომ "ბერძნულ-მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს" შეუძლია ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა უცხო იურისდიქციების კლერიკოსთა წინააღმდეგ, რომლებიც არასასურველნი არიან მოძრაობა ნიუ-ეიჯისთვის, მაგალითად, ისეთების წინააღმდეგ, როგორებიც არიან ელადის ეკლესიის წინამძღვარი არქიეპისკოპოსი სერაფიმე. "ვისაც ყური აქვს სმენად ისმინენ"...

თუკი ზემოთხსენებული საიენტოლოგიური დოკუმენტი საბერძნეთის გამოყენებითი ფილოსოფიის ცენტრის საქმიანობის შესახებ უბრალოდ მეტყველებს უცხოეთის დაჯგუფებების ზრახვებზე მართონ მსოფლიო პატრიარქი, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის პატრიარქების შეხვედრა ბილდერბერგის კლუბის ორ თვალსაჩინო წევრთან უკვე ეკლესიის შიდა საქმეებში სერიოზულ ჩარევაზე უთითებს.

მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე და მსოფლიო საპატრიარქოს ჟურნალ "მართლმადიდებლობაში" გაჩნდა შემდეგი შინაარსის მქონე ცნობები: "მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობის, ჩვენი მსოფლიო პატრიარქის ძმური მოწვევით, 30 მაისს, ოთხშაბათს, შუადღეს, თანმხლები პირებითურთ ჩამობრძანდა მისი უნეტარესობა იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III ... რათა მასთან ერთად განიხილოს ბოლო დროს იერუსალიმის საპატრიარქოში აღმოცენებული ეკლესიოლოგიური საკითხები ... საღამოს ორივე პატრიარქი დაესწრო ვახშამს, რომელილც მოაწყო ბიზნესმენმა მუხტარ კენტმა თავის სახლში ბოსფორში. ვახშამს ასევე ესწრებოდნენ სტუმრები: ჰენრი კისინჯერი, რიჩარდ ჰოლბრუკი (ორიგინალის თანახმად), ასევე სხვა პირები თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან".

__________

6. "διωτική πίσκεψις το Μακ. Πατριάρχου εροσολύμων κ.κ. Θεοφίλου ες τν Πόλιν", ρθοδοξία, περίοδ. Β΄, τος ιδ΄, τεχος β΄ (πρίλιος-ούνιος 2007) 440.441, πως πίσης καί " Μακ. Πατριάρχης εροσολύμων ες Φανάριον (30/05/2007)" / "Частный визит Блаж. Патриарха Иерусалимского Феофила в Стамбул", Ортодоксия (Православие), журн. 2, год 14, выпуск 2 (апрель-июнь 2007) 440.441, იხ. ასევე: "Блаж. Патриарх Иерусалимский в Фанаре (30/05/2007)", http://www.ecpatr.org/docdisplay.php?lang=gr&id=792&tla=gr
__________

ამ შეხვედრის წინაისტორია ასეთია: 2005 წელს, პატრიარქის მტკივნეული, მაგრამ უფლის წმიდა საფლავის საძმოსთვის აუცილებელი შეცვლის შემდეგ, მისმა უნეტარესობამ, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ მიიღო ოფიციალური აღიარება იორდანის ჰაშიმიტური სამეფოსა და პალესტინის ავტონომიისგან (18 და 19 სექტემბერს); მაგრამ, ჯერ კიდევ ელოდნენ აღიარებას ისრაელის სახელმწიფოსგან, სადაც, როგორც ჩანს, ეჰუდ ოლმერტის მთავრობაზე დიდ ზეწოლას ახდენდნენ გავლენიანი წრეები, რომლებიც დიდ გამოსარჩენს იღებდნენ საეკლესიო ქონების გაქირავებით წინა პატრიარქის პერიოდში. უეცრად, 2007 წლის 12 მარტს მოვიდა ცნობა იმის შესახებ, რომ იორდანიის მინისტრთა საბჭო არ აღიარებდა ახალ პატრიარქს, და საპატრიარქო აღმოჩნდა ახალი დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე. ამ პირობებში იქნა ორგანიზებული იერუსალიმის პატრიარქის ზემოთხსენებული ვიზიტი ფანარაში
(კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რეზიდენცია სტამბულში - "აპოკ". რედ.). ბოლოს და ბოლოს, მთელი პრობლემა თანდათანობით, ერთი წლის განმავლობაში გადაწყდა (დიდი ძალისხმევის შედეგად) და 2007 წლის 24 დეკემბერს თეოფილე III-მ აღიარება ისრაელის სახელმწიფოსგანაც მიიღო (იორდანიამ კი ის აღიარა 12 ივნისს).

როგორც ჩანს, არ იყო შემთხვევითი კონსტანტინოპოლში ორი ამერიკელი ებრაელის - დიპლომატებისა და პოლიტიკოსების კისინჯერისა და ჰოლბრუკის "შემთხვევითი სტუმრობა" და მათი შეხვედრა ორ მართლმადიდებელ პატრიარქთან. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სწორედ იმ დღეებში (2007 წლის 31 მაისი - 3 ივნისი) კონსტანტინოპოლში მიმდინარეობდა ბილდერბერგის კლუბის სხდომა (D. ESTULIN,
νθ νωτ., σ. 14 / Д. ЭСТУЛИН, Подлинная история Бильдербергского клуба, изд. Broken Hill Publishers LTD & Π.Χ. Пасхалидис, Никосия 2012, с. 14).

ამ კლუბის წევრთა მიზანი, ამერიკელი ჟურნალისტისა და დიპლომატის უილიამ შენონის (1927-1988) აღიარებით, მდგომარეობს იმაში, რომ "მიიყვანონ მსოფლიო პოსტნაციონალიზმის ეპოქამდე: როდესაც არ იქნებიან ქვეყნები, არამედ იქნებიან დედამიწის რეგიონები, რომელთაც წარმართავენ უნივერსალური ღირებულებებით. ლაპარაკია ერთ მსოფლიო ეკონომიკაზე, ერთ მსოფლიო მთავრობაზე (რომელსაც აირჩევენ, მაგრამ არა ხმის მიცემით) და ერთ მსოფლიო რელიგიაზე. მოცემული მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, კლუბის წევრები ფოკუსირებულნი არიან "უფრო მკაცრ მმართველობით მიდგომაზე, ასევე საქმის ვითარებასა და კლუბის საქმიანობაში ფართო საზოგადოების ნაკლებ ჩახედულობასა და მონაწილეობაზე.

______________

7. μμέσως, στό D. ESTULIN, ατόθι, σ. 87 (W. SHANNON, «Plans to destroy America are exposed!», American Almanac (11 Aug 2002): “The Bilderbergers are searching for the age of post-nationalism: when we wont have countries, but rather regions of Earth surrounded by Universal values. That is to say, a global economy, one World government (selected rather than elected) and a universal religion. To assure themselves of reaching these objectives, the Bilderbergers focus on a (i greater technical approach and less awareness on behalf of the general public” / ციტ. Д. ЭСТУЛИН, იქვე, გვ. 87 (У. ШЕННОН, "Планы по уничтожению Америки разоблачены!", Американский Альманах (11 авг. 2002): "The Bilderbergers are searching for the age of post-nationalism: when we wont have countries , but rather regions of Earth surrounded by Universal values. That is to say, a global economy, one World government (selected rather than elected) and a universal religion. To assure themselves of reaching these objectives, the Bilderbergers focus on a (i greater technical approach and less awareness on behalf of the general public".
______________

ორივე პოლიტიკოსი, კისინჯერი და ჰოლბრუკი, - ამ კლუბის ძირითადი ფიგურები, რომლებიც, "ლონდონ ტაიმსის" (1977) ცნობით, წარმოადგენენ "დასავლური სამყაროს უმდიდრეს და ძლიერთა ამა ქვეყნისათა ხროვას, საიდუმლოდ ხვდებიან და გეგმავენ ზოგიერთ მოვლენას. შემდეგ კი ხდება ისე, რომ ეს მოვლენები მართლაც სრულდება" (ციტ. Д. ЭСТУЛИН, იქვე, გვ. 41 ("…a clique of the richest, economically and politically most powerful and influential men in the Western world, who meet secretly to plan events that later appear just to happen")).

დამაჯერებელი ნიშნების საფუძველზე, ავტორიტეტული ჟურნალისტები ბილდერბერგის კლუბს განსაკუთრებულ მასონურ "სუპერ-ლოჟად" მიიჩნევენ, რომელიც ასრულებს კოორდინატორის როლს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში (
Κ. ΤΣΑΡΟΥΧΑΣ, Η Μασονία στην Ελλάδα, εκδ. Πεδίο, Αθήνα 2012, σ. 499ε. ΑΝ. ΔΑΡΒΕΡΗΣ, νθ νωτ., σ. 146 / Κ. ЦАРУХАС, Масонство в Греции, изд. Педио, Афины 2012, с. 499ε. ΑН. АН. ДАРВЕРИС, Бильдербергский клуб Греческое участие, изд. Стереома Бибис, Салоники 1998, с. 146 ).

სრულიად ცხადია, რომ ამ შეხვედრის ინიციატივა ეკუთვნის არა იერუსალიმის პატრიარქს, რადგან როგორც მოწვევას, ასევე თარიღსა და კონსტანტინოპოლში ვიზიტს ადგენდა მიმღები მხარე, ანუ პატრ. ბართლომეოსი და არა მისი სტუმარი პატრ. თეოფილე III.

ასევე ნიშანდობლივია, რომ ბილდერბერგის კლუბის წევრებისთვის (ისეთებისთვის, როგორიც არის პატრ. ბართლომეოსის მეგობარი, ზემოთხსენებული ვახშმის მომწყობი, - კომპანია "CocaCola"-ს თურქი დირექტორი მუხტარ კენტი (NNDB, "Muhtar Kent" / NNDB, "Мухтар Кент"), რომელსაც ბართლომეოსმა "წმიდა ყურანი" აჩუქა) კლუბის შეკრების ზუსტი ადგილი, უსაფრთხოებდან გამომდინარე, ცნობილი ხდება მხოლოდ ერთი კვირით ადრე (D. ESTULIN, νθ νωτ., σ. 74 / Д. ЭСТУЛИН, იხ. ზემოთ, გვ. 74). ანუ მოცემულ შემთხვევაში დაახლოებით ათი დღის შემდეგ იმისა, რაც იერუსალიმის პატრიარქს გაუჩნდა პრობლემები.

რა თქმა უნდა, ქვიშაში თავჩარგულებისთვის არსებობს სრული შემთხვევითობის ვერსია ... ("ყველა მათგანი კონსტანტინოპოლში სრულიად შემთხვევით შეიკრიბნენ...").

რა გამომდინარეობს ზემოთაღწერილი მოვლენებიდან?

ა) მისი უნეტარესობა იერუსალიმის პატრიარქი მოწვეული იყო ეკლესიოლოგიური პრობლემის "მართლმადიდებლობის ერთობის სიმბოლოს" გადასაწყვეტად. მოიწვია იგი მსოფლ. პატრიარქმა ბართლომემ, რომელმაც ის წარუდგინა (?) მართლმადიდებლობის ორ მტერს, ორ ამერიკელ ებრაელს - ბილდერბერგის გლობალისტური კლუბის ლობისტებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ორი პატრიარქის ერთადერთი არსებითი საქმიანობა იყო ზემოთაღწერილი შეხვედრა, რადგან ვიზიტის დარჩენილი ერთი დღე (ხუთშაბათი, 31 მაისი) თეოფილე III-მ მიუძღვნა სადილებს, ეწვია მარმარილოს ზღვას, ცხოველმყოფელი წყაროს ტაძარს, უფლის წმ. საფლავის მეტოქიონს და ადგილს თერაპია (ტარაბია).

ბ) მსოფლიო საპატრიარქომ "მოკრძალებით და დელიკატურად" გამოსცა ეს ამბავი თავის საინფორმაციო წყაროებში, მაგრამ თავი არ შეიწუხა დაეზუსტებინა, თუ ვისი ფორუმი ან კონფერენცია (ბილდერბერგის კლუბის) უწყობდა ხელს პატრიარქთა და პოლიტიკოსთა ამ შეხვედრას... როგორც იტყვიან, "მგლებიც გამძღარნი არიან" (განმტკიცებულია მეგობრობა ამერიკელ ებრაელებთან) და ცხვრებიც საღად არიან (მართლმადიდებლობის მოშურნეები და "შეთქმულების თეორიის" მომხრეები გაურკვევლობაში დარჩნენ).

გ) 2007 წლის ბილდერბერგის კლუბის სხდომის დღის წესრიგში იდგა როგორც დასავლეთისთვის საშიში რუსეთის აღდგენისა და მისი NATO-სთან კონფრონტაციის საკითხი, ასევე შუა აღმოსავლეთის გეოპოლიტიკის საკითხიც (
D. ESTULIN, ατόθι, σ. 480.482-485 / Д. ЭСТУЛИН, იქვე, გვ. 480.482-485).

ამ პერსპექტივაში რა მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ბილდერბერგის კლუბისთვის ბერძნულ-მართლმადიდებლური იერუსალიმის საპატრიარქოს სტაბილურობას?

ვშიშობ, ეს მნიშვნელობა ასახულია კონფიდენციალურ დოკუმენტში, რომელიც იმავე დროს (2007 წლის 21 მაისს) შეადგინა აშშ-ს ელჩმა ათენში ჩრლზ რისმა (ინფორმაციამ გაჟონა მრავალტანჯული Wikileaks-ის მეშვეობით), სადაც ნათქვამია, რომ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა ხარალამბოს როკანასმა ითხოვა აშშ-ს ჩარევა მოცემულ ეკლესიოლოგიურ საკითხში, სადაც, სხვათა შორის, ხაზი გაუსვა იერუსალიმის საპატრიარქოს საქმეებში რუსეთის ჩარევის საშიშროებას.

საელჩოს დოკუმენტი მთავრდება ასე: "როკანასმა თქვა, რომ აშშ ასევე დაინტერესებულია იმაში, რათა შეაჩეროს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მზარდი ჰეგემონიის ტალღა და არ დაუშვას ვითარებაში "ჰამასის" რადიკალების ჩარევა"
(8).

_________________

8.
O7ATHENS1022 (Greece Requests U.S. Intervention in Jerusalem Patriarch Affair), §7, Wikileaks, https://wikileaks.org/plusd/cables/07ATHENS1021_a.html : «Rocanas said the U.S. also had an interest in stemming the rising tide of the Russian Orthodox Churchs hegemony and keeping Hamas radicals out of the situation» / O7ATHENS1022 (Греция требует вмешательства в дело Патриарха Иерусалимского), §7, Wikileaks, https://wikileaks.org/plusd/cables/07ATHENS1021_a.html: "Роканас сказал, что США также были заинтересованы в том, чтобы остановить растущую волну гегемонии Русской Православной Церкви и держать радикалов ХАМАС в стороне".
_________________

დ) ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ დორა ბაკოიანნიმ, რომელიც იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, და პრემიერ-მინისტრმა კ. კარამანლისმა (რომელიც წარსულში კლუბის მუშაობაში მონაწილეობდა) ორი წლის შემდეგ, 2009 წელს ბილდერბერგის კლუბისგან სხდომებზე დასწრების უფლება მიიღეს (თუმცა კარამანლისი ამ სხდომას არ ესწრებოდა).


ე) და ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ პატრ. ბართლომეოსს, როგორც ჩანს, გარკვეული კავშირები გააჩნია ბილდერბერგის კლუბთან, რადგან სტაბილურად იღებს მონაწილეობას "World Policy Conference"-ის ("კონფერენცია მსოფლიო პოლიტიკის საკითხებზე") სხდომებში, რომელზეც 2011 წლის 10 დეკემბერს (მონაკოში) მოხსენებითაც კი გამოვიდა. ფორუმის ორგანიზატორი იყო ტიერი დე მონბრიალი, ბილდერბერგის კლუბის მმართველობის კომიტეტის წევრი ხანგრძლივი დროის განმავლობაში (1976-2012).

2011 წელს პატრ. ბართლომეოსის მოხსენების თემა გახლდათ: "ევროპა როგორც მსოფლიო მთავრობის ლაბორატორია"
(9).

____________

9. Βλ. τήν πίσημη στοσελίδα το φόρουμ https://www.worldpolicyconference.com/fr/2011-agenda/#1-2 (βλ. στήν καρτέλλα [ριστερά] Samedi 10 Décembre). εσήγηση το κ. Βαρθολομαίου δ: http://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=1425&tla=gr&print=yes. Περί το κ. de Montbrial ς μέλους τς διοικήσεως (Steering Committee) τς Bilderberg βλ. δ: https://www.ifri.org/en/a-propos/equipe/thierry-de-montbrial / იხ. ფორუმის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი https://www.worldpolicyconference.com/fr/2011-agenda/#1-2 (გვერდზე (მარცხნივ) დააკლიკეთ ლინკს "შაბათი 10 დეკემბერი" (Samedi 10 decembre. Session plénière 7 : "LEurope comme laboratoire de la gouvernance mondiale". Bartholomée 1er, Patriarche oecuménique de Constantinople). ბართლომეოსის გამოსვლა იხ. აქ: Выступление Варфоломея здесь: http://www.ecpatr.org/docdisplay.php?lang=gr&id=1425&tla=gr&print=yes. О г-не де Монбриале члене комитета управления (Steering Committee) Бильдербергского клуба см. здесь: –  https://www.ifri.org/en/apropos/equipe/thierrydemontbrial.
____________

რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ყველა ამ მოვლენას, და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მან აშშ-ს (დასავლეთის) მხრიდან ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებზე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში? სიმართლეა თუ არა ის, რომ ე. წ. "რუსული საშიშროებისგან" თავდაცვის მიზეზით, რომელიც საკმაოდ გადაჭარბებულია და გამოიყენება "საფრთხობელად", ზოგიერთი საეკლესიო ხელმძღვანელი, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის ბართლომეოსი, მზად არის "ითანამშრომლოს ეშმაკთანაც კი" და კავშირში შევიდეს ჩრდილოატლანტიკურ ძალებთან? ამ მიზეზით ხომ არ დუმან უღირსი ლიდერები ჰომოსექსუალიზმის რეკლამასა და დასავლური "პოლიტკორექტულობის" დანარჩენ ნაკადზე მართლმადიდებლურ ქვეყნებში? როგორც ჩანს, დიახ!

ეს ისტორია და ანალიზი, უდავოდ, წვეთია ზღვაში, მაგრამ, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბნელ და მართლაც ანტიდემოკრატიულ გეოპოლიტიკურ პროცესებს სწირავს ჩვენს მართლმადიდებლურ დოგმატებს და ბუნებრივ კავშირებს მართლმადიდებელ ძმებთან. ჯეროვანი იქნება შევახსენოთ მათ წმ. მარკოზ ეფესელისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ გენადი სქოლარიუსის მოძღვრის ბერ იოსებ ვრიენიოსის სიტყვები: "რამეთუ არავის ძალუძს ბოროტებისა და მზაკვრობის გარეშე მოიპოვოს ბოროტ და მზაკვარ ადამიანთა სიყვარული. როგორც დიდი სიკეთეა პატიოსანი კაცისთვის - მტრად ჰყავდეს ღმრთის მტრები, ხოლო მეგობრებად - მისი მეგობრები; ზუსტად ასევე, დიდი ბოროტებაა ცოდვილებისთვის - მტრებად ჰყავდეთ ღმრთის მეგობრები, ხოლო მეგობრებად - მისი მტრები"
(10).

__________________

10. ΙΩΣΗΦ ΜΟΝ. ΒΡΥΕΝΝΙΟΣ, Μελέτη περ τς τν Κυπρίων πρς τν ρθόδοξον κκλησίαν μελετωμένης νώσεως, ν ωσήφ το Βρυεννίου τά Ερεθέντα, τόμ. Β΄, κδ. Β. Ρηγοπούλου, Θεσσαλονίκη 1990, σ. 22· «πε οδες δύναται κτήσασθαι τν γάπην τν πονηρν κα κακν, χωρς κακίας κα πονηρίας. Μεγάλη δ ρετ το δικαίου, ταν χ τος το Θεο χθρούς, χθρούς· κα τος ατο φίλους, φίλους· σπερ μεγάλη κακία μαρτωλο, ταν τος το Θεο φίλους χ χθρούς, κα τος χθρος ατο φίλους» / МОН. ИОСИФ ВРИЕННИЙ, Выступление о воссоединении киприотов с православной Церковью, в Сочинениях Иосифа Вриенния, том 2, изд. В. Ригопулу, Салоники 1990, с. 22: «πε οδες δύναται κτήσασθαι τν γάπην τν πονηρν κα κακν, χωρς κακίας κα πονηρίας. Μεγάλη δ ρετ το δικαίου, ταν χ τος το Θεο χθρούς, χθρούς· κα τος ατο φίλους, φίλους· σπερ μεγάλη κακία μαρτωλο, ταν τος το Θεο φίλους χ χθρούς, κα τος χθρος ατο φίλους».
__________________

ვდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით...

წყარო: http://aktines.blogspot.com/2018/09/bilderberg.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню