უსჯულოება > უსჯულოების საიდუმლო
"ხელუხებელნი"
ანუ
ილუმინატების კოლონიალური პოლიტიკა და მასონური საელჩოები
"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჰოლივუდის ფანტასტიკური ჟანრის კინოპროდუქციაში ჭარბობს ფანტასტიკის ორი მიმართულება - აპოკალიპტიკა და პოსტაპოკალიპტიკა. ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი სამყაროს აღსასრულის იდეასთან, ოღონდ პირველი აღწერს სამყაროს მის აღსასრულამდე, ხოლო მეორე - აღსასრულის შემდეგ. აპოკალიპტიკა, როგორც წესი, მუშაობს ახლო მომავლის თემაზე, როდესაც კაცობრიობა მეტ-ნაკლები სტაბილურობით ცხოვრობს და გლობალურ კატასტროფებს არ ელის, ხოლო პოსტაპოკალიპტიკა მომავალს აღწერს როგორც ქაოსს და დეკადანსს, რომელიც ამგვარი კატასტროფის შედეგად დგება.
იგივე შეიძლება ითქვას ფანტასტიკურ ფილმებზე, განსაკუთრებით იმ ნაწარმოებებზე, რომლებიც ეხებიან უცხოპლანეტელთა თემატიკას. თითქოსდა ყველა შესაძლო ვარიანტი უცხოპლანეტელი სტუმრების შესახებ ათასჯერ არის გადაღებული, მაგრამ არა, ჩვენ კვლავ და კვლავ გვიჩვენებენ იმავე ჰუმანოიდებს, თითქოსდა მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაგვავიწყდეს. ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ იმ ვარიანტს, რომ როდესაც მსოფლიო ტერორიზმის იდეა, რომლის წინააღმდეგაც მსოფლიო უნდა გააერთიანონ, საბოლოოდ დისკრედიტირებული იქნება და ამოიწურება, მსოფლიო საიდუმლო მთავრობა, შექმნის უცხოპლანეტელთა ასეთივე მოჩვენებითი შემოსევისა და კაცობრიობის საყოველთაო ტერორის საფრთხეს. ამ მხრივ მრავალი კინოსურათი იმსახურებს ყურადღებას, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთ მათგანზე შევჩერდებით. ეს არის სერიალი "კოლონია" (2016 წ.).
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/EliLc7kgGWE" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
სერიალში მოქმედება ვითარდება ახლო მომავალში. ლოს-ანჟელესს უცხოპლანეტელები იპყრობენ და უზარმაზარი კედლით დაანაწევრებენ და "ბლოკებად" ჰყოფენ. მთელი ქალაქი ახალი მთავრობის ბატონობის ქვეშ აღმოჩნდება. უცხოპლანეტელი დამპყრობლები ტოტალურ კონტროლს აწესებენ. მცხოვრებთა ნაწილი შეეგუება ახალ წესრიგს და ცდილობს მოაგვაროს ცხოვრება ახალ პირობებში, მაგრამ მეორე ნაწილი ამბოხის გზას ადგება და რეჟიმისადმი წინააღმდეგობას იწყებს.
ერთი შეხედვით "კოლონია" ჩვეულებრივი, მორიგი ფანტასტიკური ბლოკბასტერია, მაგრამ თუ ღრმად ჩაუკვირდებით, ფილმში მიმდინარე მოვლენები ძალიან წააგავს ჩვენს დღევანდელობას. კოლონიურ ყოფას, "ერთი ქვეყნის", ანუ დედამიწის (ფილმში ეს ერთი ქვეყანა არის აშშ), მრავალ "ბლოკებად" - სახელმწიფოებად და საზღვრებად (ფილმში ეს არის აშშ-ს შტატები) დაყოფას, სადაც თავისუფალი გადაადგილება აკრძალულია და ამისთვის სპეციალური ნებართვაა (ვიზები) საჭირო.
ფილმი "კოლონია" აჩვენებს, როგორ დამყარდება ერთიანი სახელმწიფოებრივი მმართველობა დედამიწაზე, როგორ დაფუძნდება "ახალი საყოველთაო წესრიგი", როგორი იქნება ამ კოლონიების მმართველთა შეუზღუდავი უფლებები, მაგრამ თუ მომავლის რეალობას დღევანდელობაში გადმოვიტანთ, დავინახავთ, რომ ის, რაც სერიალ "კოლონიაშია" აღწერილი უკვე არსებობს.
ჩვენი აზრით, სერიალი "კოლონია" ჩვენს დღევანდელობაზე მოგვითხრობს, ოღონდ ეს დღევანდელობა "შეფერილია" მომავლით, ანტიქრისტეანული ძალები - "უცხოპლანეტელებით", ხოლო "დამოუკიდებელი" და "თავისუფალი" ქვეყნები (შტატები) - ერთმანეთისგან კედლით განცალკევებული "ბლოკებით", სადაც ერთი ბლოკიდან გადასვლა მეორეში შეუძლებელია, კონტროლდება მესაზღვრე დრონების მიერ და დაუშვებელია სპეციალური ვიზების გარეშე.
"კოლონიის", ანუ დედამიწის დაყოფა ზონებად (ბლოკებად), მათზე საზღვრებისა და საბაჟოების, მასობრივი მაკონტროლებელი დოკუმენტებისა და ელექტრონული ბარათების დაწესება - ეს ყოველივე ემსახურება დაყოფილი და დაცალკევებული კაცობრიობის კონტროლის გლობალურ მექანიზმს, რომელიც ალბათ არცთუ შორეულ მომავალში ერთი კაცის, კაცობრიობის ბოლო დიქტატორის ხელში აღმოჩნდება.
ამის გააზრებისკენ გვიბიძგა ერთმა წერილმა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. შესაძლოა ზოგი რამ გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ არსებითად ავტორი სიმართლეს ამბობს. ჩვენ მსოფლიო კოლონიაში, ანუ მსოფლიო საკონცენტრაციო ბანაკში ვცხოვრობთ, რომელსაც "დემოკრატიული მონაპოვრების" - გარყვნილებისა და გართობის მასობრივი პროპაგანდის მეშვეობით "გვილამაზებენ".
"თუ რაიმეს დამალვა გინდა,
დადე ის ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე"
ხალხური სიბრძნე
წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც სრულიად ოფიციალურად შეუძლიათ აკეთონ ის რაც სურთ, ამასთან არავისა აქვს უფლება არა თუ მათი დასჯის, არამედ დაკავებისაც კი!
მილიციას, პოლიციას, არმიას, სპეცსამსახურებსა და კონტრდაზვერვასაც კი არა აქვთ უფლება არა თუ დააკავონ, არამედ გააჩერონ მათი ავტომობილები. ესენი არიან "ხელშეუხებელი" ადამიანები, რომლებიც ათასობით ცხოვრობენ მსოფლიოს ყოველ ქვეყანაში, მართლმსაჯულების საზოგადოდ მიღებულ სისტემაზე მაღლა დგანან და მას არ ემორჩილებიან.
ამასთან, მათთვის პრეზიდენტებთან, იმპერატორებთან, გენმდივნებთან, მეფეებთან, ლორდებთან, მმართველებთან, "რომის პაპებთან", მინისტრებთან, გენერლებთან და ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობა, თვით ისეთ უზარმაზარ ქვეყნებშიც კი როგორებიც არიან აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ინდოეთი, ჩინეთი და სხვა - მოსაწყენი ყოველდღიურობაა.
ვინ არიან ესენი: აგენტები, მზვერავები, სუპერმენები, უცხოპლანეტელები, ზეადამიანები, ტერმინატორები თუ ჯადოქრები? არა, ბატონო, ისინი მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატები და ელჩები ბრძანდებიან - ე. წ. საელჩოებისა და საკონსულოების მუშაკები, რომლებიც მსოფლიოს ყოველ ქვეყანაში ასობითაა. ამ საელჩოების ტერიტორიებზე არ მოქმედებს არავითარი კანონი, გარდა თვით ამ საელჩოებისა. ეს არის ერთგვარი "სახელმწიფო სახელმწიფოში".
"შეთქმულებათა თეორიის" თვალსაზრისით, არსებობენ თუ არა ამაზე უფრო საეჭვო ადგილები და ადამიანები? - არა, მსოფლიოში სხვა ასეთი საეჭვო ადგილი არ არსებობს! სამწუხაროდ, უბრალო ადამიანები სულიერად ბრმები არიან და ვერ ხედავენ, თუ რა ხდება მათ თვალწინ.
ადამიანები ყოველდღიურად გულგრილად ჩაუვლიან ხოლმე ამ იდუმალებით მოცულ "სახელმწიფოებს სახელმწიფოში", გულგრილად ათვალიერებენ "ხელშეუხებელთა" სხვადასხვა ფერად შეფეერილ და დიპლომატიური ნომრების მქონე ავტომობილებს, რათა ყველაზე ჩლუნგმა პოლიციელმაც კი იცოდეს: "ამ მანქანის გაჩერება კატეგორიულად დაუშვებელია, საგზაო მოძრაობის წესებიც რომ დაარღვიოს ან მისი საბარგულიდან ყუმბარმტყორცნი, ან ვიღაცის ფეხები იყოს გამოშვერილი!"
დაახლოებით აი ასე გამოიყურება რუსეთში "ხელუხლებელ" მასონ-ილუმინატთა დიპლომატიური ნომრები. სხვა ქვეყნებში ამგვარი ნომრებისთვის სხვა ფერები გამოიყენება, მაგალითად, - მწვანე.
ვინ არიან მასონები და ილუმინატები?
ჩვენ აქ გამოთქმას "მასონები და ილუმინატები" პირობითად ვიყენებთ. მათში იგულისხმება საიდუმლო მსოფლიო მთავრობა - ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მსოფლიოში რეალურ ძალაუფლებას ფლობენ, და ყველა ქვეყნის აშკარად მარიონეტულ მთავრობებს აკონტროლებენ. ამ მასონ-ილუმინატებს რაც გინდათ ის უწოდეთ, - საქმის არსი ამით იოტისოდენადაც არ შეიცვლება.
საიდუმლო მსოფლიო მთავრობა - ეს არის მრავალსაფეხურიანი პირამიდა, სადაც ქვემო დონეებმა (საფეხურებმა) არ იციან რას იქმან ზემო დონეები (საფეხურები). ამიტომაც მოცემულ პირამიდაში შეიძლება იყონ არა მარტო მასონები და ილუმინატები, არამედ მრავალი სხვა საიდუმლო სექტის წარმომადგენლებიც. იქ ჩანერგილები არიან იუდეველებიც, კაბალისტების ჩათვლით.
ყველა მათგანი ფუნქციონირებს როგორც ხელისუფლების ერთიანი (მთლიანი) პირამიდა, და ასრულებს კაცობრიობის დაზომბირებისა და შემდგომი განადგურების გეგმას, რათა შემდეგ ეს დაზომბირებული ადამიანები გეჰენიაში ჩაყაროს. ასეთია მასონებისა და ილუმინატების მთავარი "ღმერთის", სატანის ნება, რომლის სიმბოლო - "ყოვლისმხედველი თვალი", - შეიძლება ერთდოლარიანზე გამოსახულ პირამიდაშიც ნახოთ.
რადგან საიდუმლო მსოფლიო მთავრობა აკონტროლებს ყველა მასმედიას, ამავე მასმედიაში არსებობს დეზინფორმაციის უზარმაზარი რაოდენობა. ამიტომაც ძიება სიტყვებით "მასონები და ილუმინატები" მიგიყვანთ 99,9999%-იან ტყუილამდე.
ოფიციალური "ვითომ მასონები", ყალბი "ბავარიელი ილუმინატები" და მათ მსგავსი კლოუნადა, რომლებიც "ტამპლიერთა" როლს ასრულებენ, საიდუმლო მსოფლიო მთავრობაში არ უნდა აგვერიოს. კლოუნები იმიტომ არსებობენ, რომ მოგვატყუონ, დეზინფორმაცია შემოგვაჩეჩონ - სწორედ ამ სამსახიობო მუშაობას მოცემული კლოუნები მსოფლიო მთავრობისგან ღებულობენ და სოლიდურ გასამრჯელოსაც იღებენ ამისთვის.
ვინ არის ჯონ კოლემანი?
ბევრისთვის არის ცნობილი ჯონ კოლემანის წიგნი "კომიტეტი 300" - ეს არის მასონური სიცრუისა და დეზინფორმაციის ყველაზე ტიპიური მაგალითი. ამოფარებულნი არიან რა ვირტუალურ სახელს "ჯონ კოლემანი", ილუმინატები მსოფლიოს რეალურ მოწყობაზე გვიმჟღავნებენ სიმართლის მხოლოდ ნაწილს - ძირითადად უმნიშვნელოს და მეორეხარისხოვან ფაქტებს. მაგრამ მათაც კი სიცრუის გიგანტური ულუფებით აზავებენ. ამით მთელი წიგნი უკვე სიცრუის მქადაგებლად იქცევა. ხოლო უბრალო ადამიანები იძულებულნი არიან ან ერწმუნონ ასეთ წიგნებს, ან უარყონ ისინი. ერთიც და მეორეც - არასწორია. ნებისმიერი წიგნის ის ნაწილი, რომელიც სიმართლეა, უნდა მივიღოთ სიმართლედ, ხოლო სხვა დანარჩენი - სიცრუედ. ანუ, აუცილებლად საჭიროა მკაცრი ლოგიკური ანალიზი და თუნდაც მცირედი სიბრძნე.
სამწუხაროდ, ადამიანთა 99%-ს ლოგიკური განსჯისა და ანალიზის უნარი დაკარგული აქვს, ხოლო სიბრძნე მათში საერთოდ არ მოიპოვება. ადამიანთა უმეტესობის გონებრივი შესაძლებლობა არც ისე მაღალია (რასაც ხელს უწყობს მასობრივი მედია და პროპაგანდა). მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, რომლებშიაც ძლიერია ღმრთისადმი რწმენა და მადლისმიერი გულისხმიყოფა, შეუძლიათ ამგვარ საკითხებში წვდომა.
თანამედროვე ადამიანების უმეტესობაში დომინირებს ცხოველური, მშვინვიერი ფაქტორი, მათ გონებას დაუფლებიან ჯოჯოხეთის მოციქულები, დაცემული ანგელოზები, რომლებიც მშვინვიერად მცხოვრებთ ხორციელი სიამოვნებებისკენ უბიძგებენ და მით ჯოჯოხეთისკენ მიერეკებიან.
სწორედ ამაშია მიზეზი, რატომ შეძლო მსოფლიო საიდუმლო მთავრობამ ასე ადვილად მოეტყუებინა მთელი მსოფლიო და ემართა იგი. სულ რაღაც ორ ადამიანს ადვილად შეუძლია აკონტროლოს 100-მდე ძროხა, რომელთაგან თითოეული ადამიანზე უფრო ძლიერია. ასეთია გონების ძალა, რომელიც აჭარბებს ფიზიკურ ძლიერებას. ამიტომაც ფიზიკურად სუსტ, მაგრამ ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ უხილავად მართონ მილიარდობით მარტივი გონების მქონე ადამიანები.
ჯონ კოლემანი, ვიქტორ სუვოროვი, დევიდ აიკი, დენ ბრაუნი - ჩვეულებრივი აგენტ-დეზინფორმატორები არიან, რომლებსაც პოპულარიზაციას უწევს მასონური სახელმწიფო მასმედია და ფორუმული ტროლ-კონსპიროლოგია (ამ კატეგორიას განეკუთვნებიან ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დაქირავებული ბლოგერებიც), რათა ამ უკანასკნელებმა წარმატებით შეძლონ ხალხის მოტყუება და მოსახლეობის დეზინფორმირება.
პრაქტიკულად ყველა იმ წიგნების ავტორები, რომლებიც "მსოფლიო შეთქმულებას" ეძღვნება და არ მუშაობენ სახელმწიფო სადეზინფორმაციო სამსახურში - ჩვეულებრივი ფლიდები და მატყუარები არიან, რომლებსაც ამ სკანდალურ თემებზე უბრალოდ ხელის მოთბობა სურთ. ზოგჯერ ისინი იგონებენ ათასგვარ სისულელეს - რაღაც ფანტასტიკის მსგავსს - და "კონსპიროლოგიური ინფორმაციით" აზავებენ. ასე მიიღება ათასობით წიგნი, რომელიც აღწერს "შეთქმულებათა თეორიებს" და სხვა "საშინელ საიდუმლოებებს".
საზოგადო წესები, თუ როგორ ამოვიცნოთ სიცრუე, ასეთია: თქვენ თუ წიგნში ნახეთ ინფორმაცია "საშინელ როტშილდებზე", "საძაგელ როკფელერებზე" ან "შემაძრწუნებელ მორგანებზე", "რომის კლუბზე" და "ბილდერბერგერებზე", რომლებიც თითქოსდა "უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობენ" ან "უცხოპლანეტელებზე, რომელსაც კოსმიური ხვლიკების დნმ" გააჩნიათ (მაგალითად, ამას სერიოზულად ირწმუნება დევიდ აიკი - რედ.), - თქვენს წინაშეა ჩვეულებრივი სიცრუე.
თვით ილუმინატები არ გამოდიან მასმედიით, რადგან ხალხის რისხვასა და შურისძიებას უფრთხიან. ადამიანები, რომლებიც რეალურ ძალაუფლებას ფლობენ, მსოფლიოში თითქმის ყველასთვის უცნობია, და თქვენ პრაქტიკულად არა გაქვთ შანსი გაიგოთ მათი ვინაობა ან ნახოთ ისინი თუნდაც ერთხელ თქვენს ცხოვრებაში. მათ არაფერში სჭირდებათ პოპულარობა, მათ მხოლოდ ძალაუფლება სჭირდებათ. ამიტომაც როდესაც რომელიმე პიროვნებას ახალ ამბებში ახსენებენ და აჩვენებენ ტელევიზიით, 100%-იანი დარწმუნებით შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მას არა აქვს და არც არასოდეს ჰქონია რეალური ძალაუფლება.
საიდუმლო მსოფლიო მთავრობა და ახალი მსოფლიო წესრიგი დიდი ხანია შექმნილია
სწორი მსოფლმხედველობა ასე ჟღერს. უკვე მრავალი საუკუნეა (მინიმუმ 500-700 წელი) მსოფლიოს მართავს ერთიანი მთავრობა. მისი ცენტრი დღეს ბრიტანეთშია, კერძოდ ლონდონში. იქიდან მართავენ ისინი ყველა ქვეყანას, რომლებიც მხოლოდ ბრიტანეთის კოლონიებს წარმოადგენენ. ხოლო დიდი პოლიტიკოსები, ფოტომოდელები, პოპულარული მსახიობები და მომღერლები არიან ის პაიკები, რომელთა დახმარებითაც მსოფლიოს მმართველები ახორციელებენ თავიანთ ბილწ გეგმებს.
ილუმინატები ამუშავებენ განათლების ისეთ სისტემას, რომელიც უფრო აჩლუნგებს ადამიანს, ვიდრე აბრძენებს. ამ საქმეში მათ ძალიან ეხმარებიან ჩვენი დაზომბირებული მშობლები და მეგობრები, რომლებსაც ტვინები ჯერ კიდევ ადრიდანვე ჩაურეცხეს - ისინი უკვე ჩვენ გვაზომბიერებენ სახელმწიფო ტყუილების მეშვეობით და ამას ისინი ჩვენი დაბადებიდანვე აკეთებენ. რადგან ჩვენ ვენდობით მშობლებსა და მეგობრებს, სიხარულით ვიჯერებთ სახ.-ტყუილებს, რომელთაც ისინი ტვინში გვინერგავენ (გავიხსენოთ თუნდაც რას გვასწავლიდნენ საბჭოთა კავშირის პერიოდის სკოლებში - რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა, რომ ღმერთი არ არსებობს და მისთანანი. ვინ გვასწავლიდა ამას? მშობლები, უფროსი თაობა, რომლებიც, მათდა გაუაზრებლად, ასევე ზომბირებულნი იყვნენ იმდროინდელი ათეისტური პროპაგანდით - "აპოკ". რედ.). მათდა უნებლიედ, ჩვენთვის ძვირფასი ეს ადამიანები, თვითონაც დაზომბირებულნი, სახელმწიფო ზომბიფიკატორების როლში გამოდიან და აქტიურად მონაწილეობან სახელმწიფო სიცრუის ზომბო-ვირუსულ მარკეტინგში.
ამგვარად, ჩვენ გვეჩვენება, რომ სახ. სიცრუე, რომელსაც ვღებულობდით და დაბადებიდანვე ვღებულობთ - ეს არის "სიმართლე", ხოლო მთელი ინფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ოფიციალურ სახ. სიცრუეს (მაგალითად, რაც დაწერილია მოცემულ საიტზე) - არის "სიცრუე".
მხოლოდ ერთეულ ადამიანებს თუ ძალუძთ ამ ინფორმაციული ზომბო-მონობისგან თავის დაღწევა, რათა შეიგნოს სიმართლე: "ახალი მსოფლიო წესრიგი" უკვე დიდი ხანია შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს, ხოლო ყველა ადამიანი - მათი მონაა. მთელი მსოფლიო დიდი ხანია ანტიქრისტეს მსახურთა, მათი მეშვეობით კი - სატანის კლანჭებშია მოქცეული.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეალობაში!
ვის და რისთვის სჭირდება საზღვრები, საბაჟოები, ვიზები და უცხოეთის პასპორტები?
ცენტრის ბლოკ-ქვეყნებს შორის საზღვრები შეიქმნა იმისთვის, რათა დაებრკოლებინათ და გაერთულებინათ ადამიანთა მიმოსვლა, ხელი შეეშალათ ღარიბთა და ხელისუფლების ორგანოთათვის "არასასურველ" პირთა გადაადგილებისთვის, იმ პირთათვის, რომლებსაც არ სურთ ილოცონ ფულზე, არ სურთ იყონ მამონას (ფულის) მონები და ანტიქრისტეს მსახურები; იმისთვის, რათა საზოგადოება უფრო კონტროლირებადი გახადონ.
კადრი სერიალიდან "კოლონია" (2016 წ.)
ამავე დროს თვით მასონ-ილუმინატებს ბლოკ-ქვეყნებში გადაადგილება უპრობლემოდ შეუძლიათ, თანაც ძალიან სწრაფად და შეუზღუდავად, ამისთვის კი ისინი ეფარებიან "დიპლომატიურ ხელშეუხებლობას". ამით ისინი ღებულობენ უზარმაზარ უპირატესობას თავიანთი პოტენციური მოწინააღმდეგეებისა და კონკურენტების წინაშე.
სულ რაღაც 100-200 წლის წინ თანამედროვე საზღვრებისა და საბაჟოების მსგავსიც კი არაფერი არსებობდა, ხოლო ადამიანები მრავალი ათასწლეულის განმავლობაში ვიდრე 19-ე საუკუნემდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლად და უფასოდ გადაადგილდებოდნენ.
შეეძლოთ დაეჭირათ ცხენი ან აქლემი, ბალახი ხომ ყველგან ხარობს და ისიც უფასოდ, - ბენზინისა და სხვა ძვირადღირებული საწვავისგან განსხვავებით. მოგზაურობა შეეძლოთ წლობით, თანაც ისე, რომ არ დახარჯოდათ მანეთიც კი. უკიდურეს შემთხვევაში, შეეძლოთ ფეხითაც ევლოთ და დადიოდნენ კიდეც. ახლა კი ეს შეუძლებელია, - ყველგან საზღვრებია, სახ. ბანდიტები და გამომძალველები თავიანთი "მიწერებით" და ა. შ. ხოლო იარაღი და თავდაცვა ამ მოძალადეებისგან მკაცრად აკრძალულია.
გავიხენოთ თუნდაც მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია ამერიკაში მე-19 ს-ისა და 20-ე ს-ის დასაწყისში. მაშინ მიგრანტებს ადგილზე მისვლის მიხედვით აფორმებდნენ, ანუ არავითარი ვიზები არ იყო საჭირო. ადამიანები უბრალოდ მიდიოდნენ და სახლდებოდნენ იქ, სადაც სურდათ. ნებისმიერ თავისუფალ ტერიტორიაზე ნებისმიერ უცხოელს შეეძლო აეშენებინა სახლი და მით ამერიკელი გამხდარიყო.
ახლა კი საზოგადოება მკაცრ კონტროლს ექვემდებარება, ამიტომაც მრავალი ქვეყანა-კოლონიის მცხოვრებს საერთოდ არც კი შეუძლია მისი ტერიტორიის დატოვება, ხოლო სხვა ბლოკ-ქვეყნის მცხოვრებთ არ შეუძლიათ მათთან ჩამოსვლა. აი თუნდაც ერტი კარგი მაგალითი - ჩრდილოეთ კორის დატოვება ცოცხლად მცირედს თუ შეუძლია (გაქცევის მსურველი კი ათეულობით მილიონს აღწევს). არსებითად, ეს არის ოფიციალური მონობა. არც ისე დიდი ხნის წინათ სოცბანაკი (დაახლ. დედამიწის 1/3) მონური საკონცენტრაციო ბანაკი იყო, რომლისგან გაქცევის უფლება მხოლოდ ებრაელებს ჰქონდათ. ახლა რუსეთის ფედერაციიდან გაქცევა შეიძლება, მაგრამ ესეც არც ისე ადვილია და ძალიან ძვირიც ჯდება.
რომელიმე უცხო ქვეყანაში რომ იმგზავრო, ადამიანმა უამრავი დოკუმენტი უნდა მოაგროვოს, ამაზე უამრავი დღე და კვირა, ასევე საკმაო თანხები ხარჯოს. და ასეც რომ გააკეთოს, ვიზის მიღების არანაირი გარანტია არ არსებობს - საელჩოები ძალიან ხშირად, ყოველგვარი განმარტების გარეშე, უარით ისტუმრებენ მათ ქვეყანაში ჩასვლის მსურველთ (ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის "ფეისკონტროლი", ანუ "სახეზე არ მოეწონეთ". ამაზე დიდი დაცინვა რა შეიძლება იყოს - "აპოკ". რედ.).
გარდა ამისა, მაშინაც კი, როდესაც ვიზა მიღებულია, თუ რამე არ მოეწონათ მესაზღვრეებს ან მებაჟეებს ადამიანის ქცევაში ან მგზავრის ბარგში, შეუძლიათ ის "მოხსნან" მატარებლიდან ან თვითმფრინავიდან, და უკან თავისსავე სახლში გააბრუნონ.
განა ეს ფაშიზმი არ არის?
მეტიც, ადამიანს არ შეუძლია საზღვარზე თავისუფლად გადაიტანოს საკუთარი ნივთები (არა მოპარული, არამედ საკუთარი!) - მათ აუცილებლად ამოწმებენ, და თუ შემმოწმებელს რამე არ მოეწონება, ადამიანს მოუწევს ამ ბარგის დათმობა, ან კიდევ სახელმწიფოს გადაუხადოს დიდი ჯარიმა, ან ციხეში გაამწესონ "კონტრაბანდისთვის". იგივე ვითარებაა ფულთან დაკავშირებით: საკუთარი ჯიბით საზთვარზე ფულის დიდი რაოდენობით გადატანა აკრძალულია!
კადრი სერიალიდან "კოლონია" (2016 წ.)
მოკლედ, ადამიანებს არა აქვთ უფლება პატიოსანი შრომით მოპოვებული თანხები და ასევე პატიოსნად ნაყიდი ნივთები თან ატარონ, თქვენ კი ამბობთ - "თავისუფლება და დემოკრატიააო". სად არის აქ თავისუფლება? ჩვენ მხოლოდ მხეცურ ფაშიზმს ვხედავთ, სადაც სახ.-ბანდიტებს უფლება აქვთ ყველაფერი აკეთონ, რაც სურთ, ხოლო უბრალო ადამიანებს მათგან თავის, საკუთარი შვილებისა და საკუთარი ნივთების დაცვის უფლებაც კი არ გააჩნიათ.
შეეძლოთ კი ამისთანა საშინელებები წარმოედგინათ 500 წლის წინ მცხოვრებ ადამიანებს? "ბნელი შუასაუკუნეები" - თავისუფლების სამოთხეა დღევანდელ "დემოკრატიულ" და "თავისუფალ" ზომბო-ფაშიზმთან შედარებით. უკიდურეს შემთხვევასი, იმ დროს იარაღის ტარებაც კი შეიძლებოდა, რათა საჭიროების შემთხვევაში თავი დაგეცვა. შეიძლებოდა ნებისმიერი ქვეყნის თავისუფლად დატოვება და დასახლება იქ, სადაც მოისურვებდი, მაგალითად, ინდოეთში, ავსტრალიაში ან ამერიკაში. ახლა ასეთი შესაძლებლობა ადამიანთა უმეტესობას არ გააჩნია - მსოფლიოს ყველა ქვეყანაში "ყველაფერი დაპყრობილია" ადგილობრივი სახ.-ბანდიტების მიერ.
ჩვენ საკონცენტრაციო ბანაკში ვცხოვრობთ, რომლებიც პლანეტა დედამიწის უზურპატორებმა შექმნეს, მათ ჩვენი პლანეტა "კოლონიად" გადააკეთეს, რომელიც დაყოფილია იზოლირებულ საკონცენტრაციო ქვეყნებად (ბლოკებად). ბლოკებს შორის კი აუცილებლად დამყარებულია "რკინის ფარდა" (საზღვრები), რომელთაც რეპრესიული აპარატი, ანუ სახ.ბანდიტები და ფაშისტ-ანტიქრისტეები აკონტროლებენ. აი ეს არის ჩვენი დღევანდელობის სასტიკი რეალობა.
შეეძლოთ კი ამისთანა საშინელებები წარმოედგინათ 500 წლის წინ მცხოვრებ ადამიანებს? "ბნელი შუასაუკუნეები" -
ჩვენ საკონცენტრაციო ბანაკში ვცხოვრობთ, რომლებიც პლანეტა დედამიწის უზურპატორებმა შექმნეს, მათ ჩვენი პლანეტა "კოლონიად" გადააკეთეს, რომელიც დაყოფილია იზოლირებულ საკონცენტრაციო ქვეყნებად (ბლოკებად). ბლოკებს შორის კი აუცილებლად დამყარებულია "რკინის ფარდა" (საზღვრები), რომელთაც რეპრესიული აპარატი, ანუ სახ.ბანდიტები და ფაშისტ-
რა საჭიროა საელჩოები?
რა როლს თამაშობენ საელჩოები "პლანეტა დედამიწის" ამ მასონურ საკონცენტრაციო და კოლონიურ ქვეყნებში?
სერიალ "კოლონიას" პოსტერი
ისინი ხელოვნურად ამუხრუჭებენ და ზღუდავენ ადამიანების გადაადგილებას ბლოკ-ქვეყნებს შორის; ძალიან აჭიანურებენ საჭირო ქაღალდების გაცემას, რომელსაც "ვიზებს" უწოდებენ, ან საერთოდ უარს ამბობენ მათ გაცემაზე. "ვიზების" გაცემის პროცესი მაქსიმალურად გაბუნდოვანებული და შენელებულია. გარდა ამისა, ისინი ამისთვის ბევრ ფულს ითხოვენ. და ყველაფერი იმისთვის, რათა საკუთარი საკონცენტრაციო "კოლონიის" დატოვების ყოველგვარი სურვილი დავკარგოთ.
რაც უფრო ნაკლებად გადავაადგილდებით, მით უფრო ადვილად გვაკონტროლებენ, მით უფრო ადვილად გვაზომბირებენ. რადგან თუკი ადამიანმა საკუთარი თვალით ერთხელ მაინც დაინახა სიმართლე სხვა ქვეყანაზე, დაიწყებს თავისი აზრის ჩამოყალიბებას მასზე და ამ ქვეყანაზე სახ.-სიცრუის უარყოფას, რომლის შესახებაც არსებული ყალბი ინფორმაციები ნაკადივით მოგვეწოდება ზომბო-მასმედიის მიერ. ეს კი საკმაოდ საშიშია კოლონიზატორი უზურპატორებისთვის.
სწორედ ამიტომაც აკეთებენ ისე, რომ სხვა ქვეყნებში მოგზაურობა გართულდეს, იყოს მტანჯველი და ძვირადღირებული სიამოვნება. სხვა ქვეყნებში დაუბრკოლებელი და ფუფუნებით მოგზაურობა უმცირესი კასტის პრივილეგიაა. პრივილეგირებული სახელმწიფოებიც კი არსებობენ, რომლებმაც ერთმანეთთან მიმოსვლა გააადვილეს, მაგრამ სხვა ქვეყნებს გაურთულეს.
ადამიანთა კონტროლისა და დაბრკოლების გარდა, საელჩოები კიდევ სხვა მრავალ ფუნქციებს ასრულებენ, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია - მსოფლიო მთავრობის კოლონიების (პირობითად "ბრიტანეთის") მართვა. ყოველ საელჩოში აუცილებლად ჰყავთ საიდუმლო მსოფლიო მთავრობის აგენტები - მოდი მათ პირობითად შევარქვათ "მასონები". რა თქმა უნდა, საელჩოთა მუშაკების უმეტესობა - არამასონია, ისინი შეიძლება პატიოსანი ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ სწორედ მათ არიან ამოფარებულნი ნამდვილი მასონები.
მაგალითად, ქვეყანაში A ჩამოდის მასონი-ელჩი ქვეყნიდან B. ის ხვდება ქვეყანა A-ს პრეზიდენტს და გადასცემს მას რაღაც ინფორმაციას. რა ინფორმაციაა ეს ამ ადამიანთა გარდა არავინ იცის. უმეტესწილად ასეთი შეხვედრები დახურულ კარებს მიღმა წარმოებენ. მეტიც, მათზე დასწრების უფლებას თვით მასონების მიერ კონტროლირებად მასმედიასაც კი არ აძლევენ. ამის შესახებ მასმედიაში არაფერს წერენ, არც სხვა სახ. ორგანოები იუწყებიან რამეს, და თუ წერენ, ძალიან მოკლედ, თანაც სიმართლის მხოლოდ უმცირეს ნაწილს - უმეტესწილად კი სიცრუეს. მათი 99,99% სიმართლე - სიცრუეა, რამეთუ, ამ 0,01%-ს შეუძლია ნათქვამის აზრი საპირისპიროთი შეცვალოს.
სად არის გარანტია იმისა, რომ ამგვარი სახით ქვეყანა A-ს მთავრობა ბრძანებას არ ღებულობს მსოფლიო მთავრობისგან? ამისი არავითარი გარანტია არ არსებობს. მეტიც: დარწმუნებულნი ვართ, რომ სწორედ ამგვარად გადმოიცემიან ბრძანებები და განკარგულებები. ილუმინატებმა ბრწყინვალედ უწყიან, რამდენად არასაიმედოა ელექტრონული საშუალებები (რადიო, ინტერნეტი და სხვა), რამდენად მარტივია უბრალო შიფრის გატეხვა, როგორ ხშირად იკარგება ელექტრონულ ფორმატში და ქაღალდზე შენახული საიდუმლო დოკუმენტები.
ამიტომაც უეჭველია: ისინი იყენებენ უძველეს, გამოცდილ მეთოდს - საიდუმლო ინფორმაციის სიტყვიერად გადაცემას. ბრძანების მიმღებისა და ამავე ბრძანების გადმომცემის გარდა, რაიმე ინფორმაციას ამის შესახებ ვერავინ გაიგებს. არავითარი ნივთმტკიცებულება - აი მასონ-ილუმინატების მსგავსი ყველა საიდუმლო სექტისა და საზოგადოების არსი. სხვაგვარად საიდუმლო დიდხანს ვერ შენარჩუნდება. გაიხსნება მსოფლიო საიდუმლო მთავრობის მთავარისაიდუმლო და მისი განხორციელება შეუძლებელი გახდება, რადგან ვიცით, მსოფლიოში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს რათა ანტიქრისტეან-ილუმინატთა ეს მზაკვრული გეგმები ჩაფუშოს და გაანადგუროს.
"ხელუხლებელთა" შესაძლებლობები
საელჩო - სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ქალაქში, სადაც განთავსებულია სხვა სახელმწიფოს მთავრობა. იურიდიულად, საელჩოს ტერიტორია არ წარმოადგენს იმ სახელმწიფოს ტერიტორიას, სადაც მოცემული საელჩო იმყოფება (...) მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საელჩოს ყველა თანამშრომელი დიპლომატი როდია.
ნებისმიერ საელჩოში აუცილებლად არსებობს დიდი რაოდენობის დამხმარე, ტექნიკური შემადგენლობა (მაღალი კვალიფიკაციის მუშები, დაცვა, სამეურნეო ნაწილის მომსახურე პერსონალი, მძღოლები, დიდ საელჩოებში მზარეულებიც და სხვა). ნებისმიერ საელჩოში ასევე ჰყავთ რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ემსახურება დაშიფრული ინფორმაციის გადაცემას. (...) საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს დიპლომატიური წარმომადგენლების ჩარევას იმ ქვეყნის საშინაო საქმეებში, რომლის ტერიტორიაზეც არია განლაგებული მოცემული საელჩო (ვიკიპედიადან).
საელჩოს მუშაკები, ყველა ჯურის მასონების, ილუმინატების და მზვერავების ჩათვლით, ფლობენ ე. წ. "დიპლომატიურ იმუნიტეტს" - ეს არის პიროვნების, სამსახურეობრივი ნაგებობების, საცხოვრებლისა და პირადი ქონების ხელშეუხებლობა; ისინი არ ექვემდებარებიან იმ ქვეყნის კანონმდებლობას, სადაც იმყოფებიან, გათავისუფლებულნი არიან გადასახადებისგან, საბაჟო შემოწმებისგან და სხვა.
მარტივად რომ ვთქვათ, მათ შეუძლიათ თავისუფლად გადაკვეთონ ქვეყნების საზღვრები და ამისთვის სჭირდებათ თავიანთი დიპლომატიური პასპორტების უბრალო ჩვენება, მათ არც ვიზები სჭირდებათ და არც საბაჟოები ეხებათ - მათ შეუძლიათ ატარონ ნებისმიერი ტვირთი (მიცვალებულების, ნარკოტიკების ან ბირთვული ქობინების ჩათვლით - და ეს ყველაფერი განუსაზღვრელი რაოდენობით). ძნელია მასონ-ილუმინატისთვის უფრო შესაფერისი თანამდებობის გამოძებნა, ვიდრე "დიპლომატობა" ან "ელჩობაა".
როგორ ურთიერთქმედებენ საიდუმლო მსოფლიო მთავრობა და ქვეყანა-კოლონიების მარიონეტული "მთავრობები"?
ახალი მსოფლიო წესრიგის ამ მსოფლიო კოლონიალური იმპერიის ფუნქციონირების სქემა დაახლოებით ასე გამოიყურება:
არსებობს თვით საიდუმლო მსოფლიო მთავრობა - ის, როგორც ჩანს, ლონდონში იმყოფება (თუმცა, შესაძლოა იმყოფებოდეს არა ლონდონში, არამედ სხვაგან - რედ.). ყოველ ქვეყანაში არსებობს საიდუმლო მშოფლიო მთავრობის ქვეგანყოფილება, რომელიც ბრძანებებს "ცენტრიდან" (დავუშვათ ლონდონიდან) იღებს. არსებობენ "ლეღვის ფოთლები" - ე. წ. "დიდი ძმა" და მისი გარემოცვა, რომლითაც ინიღბება ყოველი ბლოკ-ქვეყნის აღმასრულებელი აპარატი. ეს არის ასევე "პრეზიდენტი", "პრემიერ-მინისტრი", "პარლამენტი", "სახ. სათათბირო (დუმა)" და სხვა მებრძოლი ბიჭ-ბუჭები - მსახიობები, მაგალითად, რომლებიც "ამა ქვეყნის ძლიერთა" როლს თამაშობენ.
__________
შენიშვნა: "დიდი ძმა" ან "უფროსი ძმა" - სახელმწიფოს ან ორგანიზაციის საზოგადო სახელი რომელსაც სურს გლობალური კონტროლის ან ადამიანებზე, ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფოებზე თვალთვალის დაწესება. ასეთი, ერთი შეხედვით უწყინარი სიტყვათშეხამება მომდინარეობს ორუელის ანტიუტოპიური რომანიდან "1984", სადაც არის პერსონაჟ, რომელიც საკუთარ ქვეყანას მართავს და ხელმძღვანელობს პარტიას, რომელმაც ტოტალური კონტროლი დააწესა ხალხზე.
__________
შენიშვნა: "დიდი ძმა" ან "უფროსი ძმა" -
__________
დავუშვათ "ცენტრში" (პირობითად ლონდონში) მიიღეს გადაწყვეტილება: "ამა თუ იმ ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს ფაშიზმი, შემოღებულ იქნას მკაცრი ცენზურა და განადგურდეს მცირე ბიზნესი". იქვე, ცენტრში (ლონდონში), მოიფიქრებენ ამ გადაწყვეტილების აღსრულების მეთოდებს. მაგალითად, რა უნდა გაკეთდეს ამჯერად: ააფეთქონ მატარებელი, ცეცხლი წაუკიდონ სამხედრო საწყობს, დახოცონ უიარაღო მოქალაქეები, ჩამოაგდონ ერთი-ორი სამგზავრო თვითმფრინავი... და სხვა...
იმის შემდეგ, რაც სახ. ტერაქტის კონკრეტული გეგმა დაიწერება, ვინმე კარგი მეხსიერების მქონე მასონი-ელჩი მას დაიმახსოვრებს. შემდეგ ის ჩადის საჭირო ქვეყანაში (მაგ. მოსკოვში), და ზეპირად გადასცემს ამ გეგმას "ცენტრის" (ლონდონის) კოლონია "რუსეთის" (ან "საქართველოს" -რედ.) საიდუმლო ხელისუფლების აღმასრულებელ ადგილობრივ აპარატს.
მაგალითად, ირანის ელჩი - ილუმინატების აგენტია, რომელიც ფლობს "დიპლომატიურ პასპორტს" - მას აგზავნიან მოსკოვში, და ის იქ ზეპირად გადასცემს კოლონიალურ მთავრობას - რფ-ს საიდუმლო პროკურატორს, რომელიც შეიძლება მუშაობდეს ძალიან მოკრძალებულ სამუშაოზე. მაგალითად, იყოს რფ-ს პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელი ან მისი მზარეული. ხოლო პროკურატორი აირჩევს ამ ტერაქტის მომავალ შემსრულებლებს - მაგალითად, რფ-ს ФСБ-ს მსახურებს, ინჟინერ-ამფეთქებლებს, რომელთაც ტერაქტების შესრულების დიდი სტაჟი გააჩნიათ.
იმის შემდეგ, რაც ტერაქტი განხორციელდება, სახ.-მასმედიაში დაიწყება მასობრივი ისტერიკა (მოსახლეობის ტვინების ჩარეცხვა) მოთხოვნით "იპოვონ და დასაჯონ დამნაშავეები, ასევე გაამკაცრონ ამისა და იმის წესები". როგორც კი გაამკაცრებენ, რეპრესიული აპარატი აშკარად მარიონეტული მთავრობისა - მილიცია, პოლიცია, სპეცნაზი, პროკურორები, მეზვერეები და სხვა ცოდვილები - იწყებენ ამ მოთხოვნის აღსრულებას: შემოდის მკაცრი ცენზურა, იწყება მცირე ბიზნესის გადასახადებით მოხრჩობა, იზღუდება მოქალაქეთა უფლებები და ა. შ.
აი ასე, თანდათანობით და თითქმის უხილავად გველივით მოცოცავს ფაშიზმი და წლიდან წლამდე ძლიერდება უკვე რამოდენიმე ასეული წელია. თითქოსდა რა შუაში იყო აქ ირანის ელჩი?
რექვიემი კაცობრიობაზე
ზიმბაბვეს უწყინარი ელჩი, რომელიც კრემლში ვითომდა "ზიმბაბვეს ეკონომიკის გადასარჩენად მორიგი კრედიტის ასაღებად ჩამოვიდა", სინამდვილეში შეიძლება იყოს საშიში მასონი -
ასე, რომ მასონური საელჩოების ეს პრობლემა სათითაოდ ყველას გვეხება. როდესაც ხედავთ მანქანას დიპლომატიური ნომრებით, მთავრობისკენ რომ მიემართება, იფიქრეთ: ხომ არ უნდა დაიწყოს მალე -
წყარო: https://via-midgard.com/news/14734-masonskie-posolstva-illyuminatov.html