უსჯულოების საიდუმლო - "ყოვლისმხედველი თვალის" სიმბოლო - წარმომავლობა და ოკულტური მნიშვნელობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
"ყოვლისმხედველი თვალის" სიმბოლო: წარმომავლობა და ოკულტური მნიშვნელობა
ყოვლისმხედველი თვალი
ესოდენ მრავალ სურათზე რატომ იფარავენ ცალ თვალს თანამედროვეობის თვალსაჩინო და პოპულარული ადამიანები? - ცხადია, რომ ეს შემთხვევითობა არ არის. სინამდვილეში, "ცალი თვალის" სიმბოლოს გააჩნია ღრმა მნიშვნელობა და ადასტურებს იმ ძალების არსებობას, რომლებიც აკონტროლებენ დღევანდელ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკომონიკურ, სამხედრო და კულტურულ პროცესებს. ამ სტატიაში მოკლედ მოგითხრობთ "ცალი თვალის" სიმბოლოს წარმომავლობასა და მნიშვნელობაზე.
"ცალი თვალის" სიმბოლო - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა თანამედროვეობაში, რადგან მას ყველაზე მეტ პოპულარიზაციას უწევენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები. ბეჭდვით გამოცემებსა და ინტერნეტში თავისუფლად შეგიძლიათ ნახოთ უამრავი მხატვრის, მოდელის, ცნობილი ადამიანის, პოლიტიკოსის და საზოგდოებრივი მოღვაწის ფოტო, რომელსაც მათ ცალი თვალი დაფარული აქვთ.

ეს სიმბოლო გვხვდება ყველგან: მუსიკალურ კლიპებში, ჟურნალების გარეკანებზე, ფილმების აფიშებზე, რეკლამებში და ა. შ. ამგვარი სურათების უზარმაზარი რაოდენობა უბრალოდ გვაოცებს. ამფაქტების გათვალისწინებით, "ცალი თვალის" განმეორებითი გამოჩენა შეუძლებელია იყოს დამთხვევის შედეგი. მართლაც, ვიღაც ძალიან დიდი მონდომებით ცდილობს, ეს სიმბოლო გაავრცელოს ყველგან და ამით რაღაც მიანიშნოს.

მაშ, რატომ გვხვდება ეს სიმბოლო ყველგან და რას ნიშნავს იგი?

არქეტიპური სიმბოლო
ყოვლისმხედველი თვალი
თურქული ამულეტი "ნაზარი" გამოიყენებოდა "გათვალვის" წინააღმდეგ. ანალოგიური ამულეტები შეიძლება ვნახოთ პორტუგალიაში, ბრაზილიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ალბანეთში, ალჟირში, ტუნისში, ლიბანში, თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, იორდანიაში, ბანგლადეშში, ირანში, ერაყში, პაკისტანში, ინდოეთის ჩრდილოეთ რეგიონებში, პალესტინაში, მაროკოში, ესპანეთის სამხრეთში, იტალიაში, მალტაში, რუმინეთში, ბალკანეთში, ლევანტეში, ავღანეთში, სირიასა და მექსიკაში

ადამიანის თვალი გარკვეულ სიმბოლოდ ცივილიზაციის დასაბამიდან გამოიყენებოდა. მისი პოვნა შეიძლება ყველა დროის ყველა კულტურაში. კარლ იუნგმა მოახდინა თვალის, როგორც "არქეტიპული სიმბოლოს" იდენტიფიცირება - ეს არის ნიშანი, რომელიც ჩანერგილია კაცობრიობის "კოლექტიურ ქვეცნობიერში". მისი თეორიის თანახმად, ადამიანები ინსტინქტურად რეაგირებენ არქეტიპულ სიმბოლოებზე და ქვეცნობიერად ანიჭებენ მას კონკრეტულ მნიშვნელობას.

"თვალი, ალბათ, გრძნობის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლური ორგანოა. ის არის ნათელმხილველობის, ყოვლისმცოდნეობის ან სულის კარიბჭის სიმბოლო. სხვა თვისებები, რომლებიც ასოცირდება თვალთან არის: გონება, ნათელი, სიფხიზლე, ზნეობა და სიმართლე. ვიღაცისთვის თვალში ჩახედვა - ეს არის პატიოსნების დასავლური ჩვეულება. ამგვარად, თვალების დახუჭვა, ჩაფხუტისა და მზის სათვალეების ტარება (რომ თვალები დაიფაროს) და სხვა, შეიძლება ნიშნავდეს საიდუმლოს ან საკუთარი თავის გამჟღავნების არმოსურვებას, სიმართლისგან გაქცევას ან მოტყუებას. თვალი ხშირად ნიშნავს განსჯას და ავტორიტეტს" (Dictionnary of Symbolism, University of Michigan).

თითქმის ყველა კულტურაში თვალის სიმბოლო ასოცირდება სულიერ ცნებებთან, როგორიცაა ღვთაებრიობა (განგების თვალი), სულიერი განათლება (მესამე თვალი) ან მაგია (გათვალვა).

"თვალი წარმოადგენს ხილვისა და ნათლის სიმბოლოს, შედეგად, თვით ცნობიერებას. თვალი - ეს ჩვენი ნაწილია, რომელიც ხედავს სამყაროს და ჩვენს ადგილს მასში. ეს არის ცოდნა, შეგნება და სიბრძნე. თვალი აღიქვამს ნათელს, სამყაროს წმიდა ენერგიას, და წარუდგენს მას შინაგან სულს. ეს არის კარიბჭე და რეალური კავშირის მე-სა და კოსმოსს შორის" (Peter Patrick Barreda, Archetype of Wholeness – Jung and the Mandala).
ბიბლიაში იესუ თვალს "სულის სანთელს" უწოდებდა.

"სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი?" (მათე 6:22, 23).

თვალის სიმბოლო ყოველთვის იყო დაკავშირებული მისტიკურ და სულიერ განზომილებებთან. ერთი პოპულარული გამონათქვამის თანახმად: თვალები - სულის სარკმელია. ამ მიზეზით თვალის სიმბოლო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ოკულტურ წრეებსა და მისტიკურ სკოლებშიც.
 

მზის ღმერთი

ცივილიზაციის განთიადიდან, თვალისა და მზის სიმბოლო (რომელიც ასევე ცნობილია ცაში გამოხატული თვალის სახით) ღვთაებრიობასთან ასოცირდება. ძველ ეგვიპტეში ვაჯეტის, ხორუსის და რა-ს თვალები დაკავშირებულნი იყვნენ მზე-ღმერთის სიმბოლიზმთან.
ყოვლისმხედველი თვალი
ეგვიპტური "ღმერთების" რა-ს და ხორუსის სიმბოლური გამოსახულებები

ადრე, მზე-ღმერთს ხორუსს უწოდებდნენ. როდესაც რა-მ მიიღო მზის ღმერთის ტიტული, ის ასევე ცნობილი იყო როგორც "რა-ხორათხი" ან რა, რომელიც არის ხორუსი.

სეტთან შებრძოლებაში ხორუსმა დაკარგა ცალი თვალი. ტოტმა მას თვალი აღუდგინა, და ეს იყო მაშინ, როდესაც ხორუსს ვაჯეტსაც (Wadjet, Wadjyt, Wadjit) უწოდებდნენ" (Ancient Pages, Eye Of Horus – Powerful, Ancient Egyptian Symbol With Deep Meaning).

რადგან თვალის სიმბოლო დაკავშირებულია მზესთან - ღვთაებრიობის სიმბოლოსთან, - ეზოთერული თვალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს: ის არის "ყოვლისმხედველი".

ყოვლისმხედველი თვალის, ანუ ცალთვალა მზის ღმერთის არქეტიპი შეიძლება ვნახოთ სხვა ძველ კულტურებშიც. მაგალითად, სპარსეთში აჰურა მაზდა დედამიწის, ზეცის და ადამიანის შემქმნელად მიაჩნდათ, ასევე დედამიწაზე ყოველივე კეთილისა და ბედნიერების წყაროდ. მას, როგორც ამბობდნენ, თვალად მზე ჰქონდა.

"უზენაესი ღმერთი აჰურა მაზდაც ცალთვალაა ან მანთქვა, რომ მისი თვალებია "მზე, მთვარე და ვარსკვლავები, ის ყველაფერს ხედავს" (Manly P. Hall, The Secret Teachings of All Ages).

სკანდინავიურ მითოლოგიაში, რომელიც "ყოველთა მამად" (ან ყველა ღმერთის მამად) მიაჩნდათ, ასევე ცალთვალა იყო. მას ცალთვალა მოხუცის სახით გამოსახავდნენ.
ყოვლისმხედველი თვალი
ოდინის ძველი გამოსახულება

ოდინი მზის ცალთვალა ღმერთთა პანთეონის კიდევ ერთი წარმომადგენელია.

"უზენაესს, უხილავ შემოქმედს ყოველი არსებულისა ყოველთა მამას უწოდებდნენ. ბუნებაში მისი წარმომადგენელი იყო ოდინი, ცალთვალა ღმერთი. ნორვეგიელები ბალდრა მშვენიერეს მზის ღვთაებად მიიჩნევდნენ, და ოდინი ხშირად იყო დაკავშირებული ზეციურ სფეროსთან, განსაკუთრებით მისი ცალი თვალის გამო" (იქვე).

დასავლური ოკულტიზმი

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დასავლური ოკულტიზმი ზემოთხსენებულ ცივილიზაციათა ეზოთერული სწავლებების ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება, ყოვლისმხედველი თვალის სიმბოლო მოხვდა ისეთ ორდენებში, როგორიც არის როზენკრეიცერთა ორდენი, ილუმინატების ორდენი და მასონობა.
ყოვლისმხედველი თვალი
ყოვლისმხედველი თვალის მასონური სიმბოლო

"ალბერტ მაკი წერს, რომ ყოვლისმხედველი თვალი წარმოადგენს "უზენაესი არსების მნიშვნელოვან სიმბოლოს, რომელიც მასონებმა ძველი ხალხებისგან აიღეს". ყოვლისმხედველი თვალი - ეს არის სიმბოლო, რომელიც ღმერთის ყოვლისმხედველობას გამოხატავს". ეს შეგვახსენებს, რომ ჩვენი ყოველი აზრი და მოქმედება სამყაროს დიადი არქიტექტორის მიერ ჩაწერილია, და რომ ჩვენ გვაკისრია ვალდებულებები არა მარტო სულის, არამედ სისხლის მიხედვითაც" (James E Frey, 32°, Midnight Freemasons).

გასულ საუკუნეთა მოვლენებზე მასონობის ძლიერი ზეგავლენის გამო, ყოვლისმხედველითვალი ჩართულ იქნა თვალსაჩინო დოკუმენტებში, როგორიც არის თუნდაც აშშ-ს დიდი ბეჭდის უკანა მხარე და ადამიანის უფლებათა დეკლარაცია.
ყოვლისმხედველი თვალი
მარცხნივ: აშშ-ს დიდი ბეჭდის მეორე მხარე. მარჯვნივ: ადამიანის უფლებათა დეკლარაცია

"ვინმე თუ ეჭვობს დიდი ბეჭდის შექმნის დროს მასონური და ოკულტური გავლენების სინამდვილეს, მას მართებს გაითვალისწინოს ჰარვარდელი პროფესორის ჩარლზ ელიოტ ნორტონის კომენტარი, რომელიც მან დაუსრულებელ პირამიდასთან და ყოვლისმხედველ თვალთან დაკავშირებით დაწერა, რომელი გამოსახულებებიც აღბეჭდილ არიან დიდი ბეჭდის უკანა მხარეს. პროფესორი ჩარლზ ნორტონი წერს: "წყობა, რომელიც მიღებულია კონგრესის მიერ, პრაქტიკულად უუნაროა ეფექტურად უმკურნალოს საზოგადოებას; ის იმ მასონური საძმოს ემბლემაზე უკეთ როდი გამოიყურება (თუნდაც ეს ემბლება მხატვრულად კარგად იყოს დამუშავებული დიზაინერის მიერ)" (Hall, op. cit.).

თვალის სიმბოლო ასევე მიღებულ იქნა რამოდენიმე გავლენიანი საიდუმლო საზოგადოების მიერაც. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა ОТО (Ordo Templi Orientis).
ყოვლისმხედველი თვალი
ОТО (Ordo Templi Orientis)-ის ბეჭედი

ამასთან ყოვლისმხედველი თვალის სიმბოლო ფაქტობრივად წარმოადგენს ღმერთს - მაგრამ, რომელს? იუდეო-ქრისტიანულ ღმერთს ხომ არა? აი, სად იწყება ყოველივე ოკულტური ("ოკულტური" ნიშნავს დაფარულს). ცნობილი ამერიკელი მასონი ალბერტ პაიკი წერდა, რომ ოკულტური სიმბოლოების ნამდვილი მნიშვნელობა იციან მხოლოდ განდობის უმაღლესი ხარისხების მფლობელებმა.

"სწორედ მის ძველ სიმბოლოებში და მათ ოკულტურ მნიშვნელობებშია ჩადებული მასონობის ნამდვილი საიდუმლოებები. მაგრამ მათ არ გააჩნიათ არავითარი მნიშვნელობა, თუ ჩვენ ვერაფერს ვხედავთ ლურჯი ლოჟის სიმბოლოებში, მათ განმარტებაზე სულელური პრეტენზიების გარდა ესოდენ მომრავლებული რომ არის ინტერნეტში. ადამიანებმა დაკარგეს ჭეშმარიტი ცოდნა იმის შესახებ, რომ უძველესი სიმბოლოები გამოიყენებოდა არა მათი შინაარსის გასახსნელად, არამედ დასაფარად. ყოველი სიმბოლო გამოცანაა, რომელიც უნდა ამოხსნა, და არა წერა-კითხვის გაკვეთილი. როგორ შეიძლება გონიერი მასონი ვერ ხედავდეს, რომ ლურჯი გრადუსები მხოლოდ მოსამზადებელი ლოჟებია, რომლებიც აყალიბებენ რიგით მასონურ არმიას იმგვარი მიზნებისთვის, რომლებიც მათთვის ჯერაც გახსნილი არ არის; რომ ეს ჯერ კიდევ გამოცანაა და ეს სიმბოლოები სინამდვილის დასაფარად გამოიყენება?" (Albert Pike, Legenda and Readings of the Ancient and Accepted Scottish Rite of Freemasonry).

სხვა გამოჩენილი მასონი, მენლი პ. ჰოლი, წერდა, რომ ყოვლისმხედველი თვალი ეზოთერულად წარმოადგენს ოკულტიზმის საბოლოო მიზანს: მიაღწიოს გაღმერთებას საკუთარი ძალებით. ეს კეთდება ე. წ. კოპისებრი ჯირკვლის - მესამე თვალის მეშვეობით.

"ოპერატიული მასონობა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ნიშნავს პროცესს, რომლის მეშვეობითაც იხსნება ხორუსის თვალი. ადამიანის ტვინში არსებობს პაწაწკინტელა ჯირკვალი, რომელსაც კოპისებრ ჯირკვალს უწოდებენ და, რომელიც ძველ ფილოსოფოსთა წმიდა თვალს, შესაბამისად კი, ციკლოპის მესამე თვალს წარმოადგენს" (Hall, Op. Cit.).


ისლამში

ისლამურ ესქატოლოგიაში ბოლო ჟამის ფიგურა, რომელსაც ალ-მასიდ ად-დადჯალი ეწოდება (ანუ ცრუ მესია, მატყუარა, თვალთმაქცი) ცალი (მარჯვენა) თვალით ბრმაა. თავს მოაჩვენებს რა მესიად, დადჯალი მოატყუებს მთელ მსოფლიოს და დაიპყრობს მას. ამ მიზეზებით დადჯალს დიდი მსგავსება გააჩნია ქრისტიანულ ანტიქრსიტესთან.

დადჯალის მოსვლას წინ უსწრებს რამოდენიმე მოვლენა, კერძოდ: ადამიანები აღარ ილოცებენ; არაპატიოსნება ცხოვრების წესი გახდება; სიცრუე კი სათნოებად იქცევა; ადამიანები წუთისოფლის სიამეების გამო თავიანთ სარწმუნოებას დატოვებენ; მევახშეობა და მექრთამეობა კანონიერი გახდება; ამ დროებაში იქნება მძაფრი შიმშილობა; ადამიანები დაკარგავენ სირცხვილის გრძნობას; მრავალი ადამიანი თაყვანს სცემს სატანას; არავითარი პატივისცემა არ ექნებათ ხანდაზმულ ადამიანთა მიმართ და ადამიანები ყოველგვარ მიზეზ გარეშე დაიწყებენ ერთმანეთის მკვლელობას.


ცალი თვალის თანამედროვე ნიშანი

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დღეს მსოფლიოს მართავს ის, რასაც ჩვენ "ოკულტურ ელიტას" ვუწოდებთ (მისი კავშირის გამო ოკულტურ ორდენებთან), გასაკვირი არ არის, რომ მისი მთავარი სიმბოლო ყველგან გვხვდება. მაგრამ ეს ყველაფერი გაკეთებულია ორდენების მიერ. გართობის თანამედროვე ინდუსტრია ჰყვავის სწორედ მათი კონტორლი, მანიპულაციებებისა და იდეოლოგიის წყალობით. ეს ყველაფერი ასევე დაკავშირებულია მასების განდევნასთან ჭეშმარიტებისგან, სიწმიდისგნ და სიჯანსაღისგან. დღეს ყოვლისმხედველი თვალის სიმბოლო განეკუთვნება ადამიანთა იმ რჩეულ ჯგუფს, რომელიც აკონტროლებს და თრგუნავს ჩვენი პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.
ყოვლისმხედველი თვალი
ჯორჯ ორუელის წიგნი "1984" - ეს არის მმართველი ოკულტური ელიტის კონტროლისა და ცენზურის ნიმუში. შესაბამისად, თითქმის ყველა გამოცემა ამ ნიშნით არის აღბეჭდილი

იმ დროს, როდესაც ყოვლისმხედველი თვალი ეზოთერულად დაკავშირებულია მესამე თვალთან სულიერი განათლების მისაღწევად (ცხადია, ოკულტური სწავლებების მიხედვით - "აპოკ". რედ.), ცალი თვალის სიმბოლო, რომელსაც ცნობილი და პოპულარული ადამიანები აკეთებენ, ამის საპირისპირო შინაარსისაა.
ყოვლისმხედველი თვალი
კეტი პერი თავის ვიდეოში Dark Horse ცალ თვალს ჰორუსის თვალით იფარავს

როდესაც ცალ თვალს ჰფარავენ, ფაქტობრივად საკუთარი მხედველობის ნახევარი იბლოკება. სიმბოლურ ტერმინებში ამგვარი ადამიანები ნახევრადბრმანი ხდებიან სინამდვილის მიმართ. ერთი თვალის დაფარვით, პოპულარული ადამიანები, სიმბოლურად, საკუთარი არსების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაწილს "მსხვერპლად" სწირავენ დროებითი, მატერიალურ კეთილდღეობას; და რადგან თვალი "სულის სარკმელია", ეს ჟესტი, ამავდროულად, სულის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის სიმბოლოსაც წარმოადგენს.


ცნობიერების კონტროლი

"ცალი თვალის" ნიშანი ოკულტური ელიტის საიდუმლო შეპყრობილობის სიმბოლოა: ეს არის ცნობიერების კონტროლ "მონარქის" სიმბოლო. ცნობიერების კონტროლი, რომელიც ბევრისთვის ცნობილია როგორც პროექტი MK-ULTRA, მიმართულია იმისკენ, რათა სასტიკი მოპყრობით, ტრავმებითა და დაპროგრამებებით ადამიანები გადააქციონ მონებად. არსებობს ნამდვილი კულტურა, რომელიც "მონარქის" ცნობიერების კონტროლის გარშემო ტრიალებს და წარმოადგენს სიმბოლოთა საკუთარ სისავსეს. ცალი თვალის სიმბოლო ამ სისავსის ნაწილია.
ყოვლისმხედველი თვალი
ეს არის კიმ ნობლის სურათი, რომელიც ცნობიერების კონტროლის ტრავმატულ ექსპერიმენტებს გადაურჩა. ამ სურათს "სახელი" ეწოდება და სხვა პერსონის სახელდებას განეკუთვნება.
ყოვლისმხედველი თვალი
ამ სურათს ეწოდება I-Test და ასევე ვიზუალურად აღწერს მკ-ულტრა მონების დაპროგრამებასა და მათ ტრავმირებას

ოკულტური ელიტის მიერ აბსოლუტური კონტროლის მტკიცებულება
ყოვლისმხედველი თვალი
"ყოვლისმხედველი თვალის" ყოვლისმომცველობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს ასევე ემსახურება გარკვეულ მიზანს: ეს ამტკიცებს, რომ მთელი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ეკუთვნის მცირე ელიტურ დაჯგუფებას. მართლაც, იმისთვის, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი და იგივე ნიშანი თანმიმდევრულად და მრავალჯერ გაჩნდეს მედია-პლატფორმებზე, აუცილებელია ხელისუფლების ცენტრალიზირებული ძალაუფლება, რომელიც ყველას აიძულებს ამგვარი პოლიტიკის გატარებას.

დაფიქრდით, რამდენი ფული, ძალაუფლება და გავლენა არის საჭირო იმისთვის, რათა ყველა ამ ცნობილმა და პოპულარულმა პიროვნებამ შეასრულოს ეს ერთი კონკრეტული ჟესტი თავის ვიდეო და ფოტოსესიებში. ახლა კი იფიქრეთ იმაზეც, რამდენი ფული, ძალაუფლება და გავლენაა საჭირო იმისთვის, რათა ეს კონკრეტული ნიშანი აღბეჭდილ იქნას ჟურნალებზე, ფილმების სარეკლამო ბანერებზე, მუსიკალურ კლიპებსა და ყველაფერ დანარჩენზე, რაც კი შეიძლება მასებს თვალში მოხვდეთ.

მოკლედ, რომ ვთქვათ, ეს სიმბოლო წარმოადგენს გლობალური ელიტის დღის წესრიგს: ადამიანის ფსიქიკის დაკნინება, სატანიზმის პროპაგანდა, ცნობიერების კონტროლის, ტრანსჰუმანიზმის, სქესთა აღრევის და მრავალი სხვა უკეთურების ნორმალიზაცია. საბოლოო მიზანი კი ასეთია: რაც შეიძლება განაშორონ მასები ჭეშმარიტებას, ჯანმრთელ ცხოვრებას და ზნეობრიობას.


დასკვნა

თვალის სიმბოლო - ეს არის არქეტიპი, რომელიც დროსა და სივრცეზე მაღლა დგას. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ადამიანები ინსტინქტურად რეაგირებენ დაჟინებულ მზერაზე, ამ სიმბოლოში არის ისეთი რამ, რაც გვაიძულებს დაფიქრებას. თუმცა ძველ დროში ყოვლისმხედველი თვალის სიმბოლოს ხშირად ადარებდნენ მზის ღმერთს, მაგრამ ის თანდათანობით გახდა საიდუმლო საზოგადოებების ძალაუფლების სიმბოლო, რომლებმაც სასურველ კალაპოტში წარმართეს ისტორია და კატასტროფამდე მიიყვანენ მთელ სამყაროს.

დღეისთვის გართობის ინდუსტრია ტკბება პოპულარობითა და გარყვნილებით, და ეს ყველაფერი, ამავდროულად, სიმბოლური ნიშნებითაც იქადაგება. "ყოვლისმხედველი თვალის" ყველგანმყოფობა დღეს უკვე ოკულტური ელიტის ყველგანმყოფობაზე მიანიშნებს. ისინი ამბობენ: "ჩვენ ყველას და ყველაფერს ვაკონტროლებთ".

"ყოვლისმხედველი თვალი" - ეს არის მასმედიის ძალზედ მოხერხებული საპროპაგანდო საშუალება, რომელსაც უნდა გავერიდოთ, რადგან ის, ოკულტური ელიტის დღის წესრიგით არის გამსჭვალული. ეს დღის წესრიგი კი გულისხმობს მსოფლიო კონტროლს და მისი მაკონტროლებელი "დადჯაის", ანუ ანტიქრისტეს შემოყვანას.

წყარო: vigilantcitizen.com

TOP. GE
Назад к содержимому