ხელოვნება - კორონავირუსი: დასნებოვნების გეგმა ფილმ Contagion-ის მიხედვით - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
კორონავირუსი: დასნებოვნების გეგმა ფილმ Contagion-ის მიხედვით
უჰანის კორონავირუსი
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/iDXQtEzWlBc?list=PLLfvFMBJknm0SKP6AYHPwrkX2njHozZ6S" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
კორონავირუსის გავრცელებისა და მსოფლიოში ატეხილი პანიკის ფონზე, 2011 წლის ფილმი "Contagion" ("დასნებოვნება") ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ ფილმი გახდა. მოდი, კიდევ ერთხელ ნახეთ ეს ფილმი და დარწმუნდით, თუ როგორ იქცევა დღეს ფილმში გადმოცემული დასნებოვნების გეგმა რეალობად.

რადგან კორონავირუსი მთელ მსოფლიოში ავრცელებს შიშსა და პანიკას, ნაკადოვანი სერვისები აღნიშნავენ ინტერესისი მატებას 2011 წლის ფილმ "Contagion"-ისადმი. მთავარ როლებში თამაშობენ: მეტ დეიმონი, გვინეტ პილტროუ და ლოურენს ფიშბორნი. ფილმი მოგვითხრობს მომაკვდინებელი ვირუსის MEV-1 აფეთქებაზე და მის კატასტროფულ შედეგებზე საზოგადოებისთვის. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ თანამედროვე კონტექსტში ფილმი Contagion კიდევ უფრო ავისმომასწავებლად წარმოჩინდება. სინამდვილეში, თუკი ვითარება კორონავირუსთან დაკავშირებით უკვე შემაშფოთებელია, ალბათ, უკვე ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა აიცილოთ თავიდან დასნებოვნება. ეს კი კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას, რადგან ამგვარ საგონებელშია დღეს დედამიწის თითქმის მთელი მოსახლეობა.

სინამდვილეში, ფილმის ლოზუნგია "არაფერი ისე სწრაფად არ ვცელდება, როგორც პანიკა", ამავდროულად ეს ფილმის მიზანიც გახლავთ - ადამიანების მართვა შიშის მეშვეობით. რვა წლის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია " ""ინფიცირება", ანუ როგორ "იწვრთნებიან" მასები ფართომაშტაბიანი კატასტროფების ამსახველი ფილმებით", სადაც გამოვყავით ამ ფილმის ძირითადი იდეები და გეგმა, რომელშიც მოცემულია მომავალი ეპიდემიების განვითარების პროგრამა.

ჯერ კიდევ 2012 წელს ვამბობდით, რომ საჭიროა ამ ფილმის გაანალიზება, რადგან ეს უბრალოდ "საშინელი ტრილერი" როდია. სინამდვილეში, ამ ფილმში არაფერია საინტერესო. ეს სასწავლო ვიდეოა. ეს არის პანდემიის მასშტაბური აფეთქების "ულტრა-რეალისტური" აღწერა, რომელიც რეალურ ადგილებში ხორციელდება და, რომელშიც რეალური ორგანიზაციები მონაწილეობენ.

მართლად, იმ დროს, როდესაც სტივენ სოდერბერგი ფილმს იღებდა, მისი სცენარი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (რუსულად: ВОЗ, ინგლისურად: World Health Organization, WHO), დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) (Centers for Disease Control and Prevention) და სხვა სპეციალისტთა მონაწილეობით მუშავდებოდა

აი ამონაწერი მწერალ-სცენარისტ სკოტ ბერნსის (Contagion Writer Scott Z. Burns) ინტერვიუდან ფილმის შექმნაში ამ ორგანიზაციათა მონაწილეობის შესახებ:
 
კორესპონდენტი: დაუკავშირდით თუ არა ვინმეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან?

ბერნსი: დიახ, მე რამოდენიმეჯერ ვიყავი ატლანტაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში (CDC). ჩვენ იქ გადავიღეთ ფილმის ნაწილი და ბევრი ვისაუბრეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მთელი პროცესის შესახებ. ლარი ბრილიანტი და დოქტორი ლიპკინი ძლიერ დაგვეხმარნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებაში, ამიტომაც ისინი ფილმის გადაღების კურსში იყვნენ".
 
შედარებისთვის: ფილმი გამოვიდა 2008 წელს H1N1-ის კრიზისიდან რამოდენიმე წლის შემდეგ. რამოდენიმე თვიანი პანიკისა და მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის შემდეგ, ზოგიერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და CDC-მ H1N1 ვირუსის ფაქტობრივ შემთხვევათა რაოდენობის პროგნოზირებაში ძლიერ გადააჭარბეს. ამიტომაც, Contagion-ის მსგავსი ფილმი კარგი საშუალება იქნებოდა ამ ჩირქმოცხებული ნდობის გასამართლებლად.

2020 წელს მსოფლიო გადაეყრება კიდევ ერთ სერიოზულ ეპიდემიურ საშიშროებას და "ინფიცირება" (Contagion) კვლავ აქტუალური გახდება; და დღეს მასობრივი საინფორმაციო საშუალებები მას უდიდეს ყურადღებას უთმობენ.



Contagion--ის შესახებ New York Times-ის ამასწინანდელი დასათაურება

ამრიგად, წარმოადგენს თუ არა Contagion ზუსტ დაპროგრამებულ ულტრა-რეალისტურ აღწერას? დიახ, ის, როგორც არასდროს, უზუსტესად აღწერს დღევანდელ ვითარებას. მოდი, კვლავ გადავხედოთ ფილმის ძირითად თემებს და იმასაც, თუ როგორ ხორციელდება ის 2020 წელს.


სნეულება

ფილმი იწყება მთელ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების სხვადასხვა ფორმების ჩვენებით. რამოდენიმე დღეში ვირუსი მთელ დედამიწას მოედება.
 


დასნებოვნებული მოქალაქე ტოკიოში მოგზაურობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ის სხვადასხვა საგნებს ეხება. ტოკიოს მოსახლეობა კი 36,6 მლნ. ადამიანს შეადგენს

ძალიან მალე ეს ვირუსი აშშ-მდეც მიაღწევს და მაშინ ნამდვილი ჯოჯოხეთი დატრიალდება.



მსახიობი გვინეტ პილტროუ რეალისტურად გადმოგვცემს დაინფიცირებული მომაკვდავის ბოლო აგონიას. ეს ნამდვილად შემაშფოთებელი კადრებია

Contagion-ში პუბლიკა გამოსახულია, როგორც იდიოტების ბრბო, რომელიც პანიკისკენ ადვილად მიდრეკადია.



დაპანიკებული ადამიანები უტევენ აფთიაქს

2020 წელს კორონავირუსის აფეთქებამ გამოიწვია მასობრივი რიგები მაღაზიებში, რადგან ადამიანები იმარაგებენ სხვადასხვა პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო საგნებს.


 
ტონობის ტუალეტის ქაღალდის შესყიდვა კალიფორნიაში: ნახეთ რას აკეთებენ ადამიანები, როდესაც შეშინებულნი არიან და არ იციან რა ქნან

ფილმ Contagion-ში, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვრცელდება ვირუსი MEV-1, ამერიკის მთავრობა გარბის უცნობ ადგილას და მუშაობას "ინტერნეტ რეჟიმში" იწყებს. რეალურ ცხოვრებაში, კორონავირუსის საშიშროებამ უკვე მიაღწია თეთრ სახლს, რადგან, როგორც იუწყებიან, მისი რამოდენიმე წარმომადგენელი (პრეზიდენტ ტრამპის ჩათვლით), უკვე დაეკონტაქტნენ ამ ვირუსის რამოდენიმე მატარებელს. არსებობს "ქსელური" მუშაობის რამოდენიმე გეგმაც.

 
Washington Post-ის ამასწინანდელი სათაური

ამგვარად, Contagion-ში ამერიკის მთვრობა ძირითადად იმალება და მოქმედების არელზე ძირითადად გამოდიან კონკრეტული ორგანიზაციები (მაგალითად, ორგანიზაციები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ ფილმის გადაღებას): CDC (დაავადებათა კონტროლის ცენტრი) World Health Organization, WHO (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია), FEMA (საგანგებო ვითარებათა ფედერალური სააგენტო), ამერიკის წითელ ჯვარი და აშშ-ს არმია.

ამის შემდეგ, ძალიან მალე, მინესოტის შტატში კარანტინი გამოცხადდება.



აშშ-ს არმია აკონტროლებს მინესოტას ტრანსპორტს და აკავებს ყველას, ვინც კი შტატში შეღწევას ცდილობს
 
მართალია, 2011 წელს მთელი შტატების კარანტინზე გადაყვანის კონცეფცია გამოგონილი (თუმცა რეალისტური) სცენარი იყო, ის კიდევ უფრო რეალისტურ 2020 წელს გახდა. როგორც, ალბათ იცით, დღეს იტალია, მთელი ქვეყანა, იზოლირებულია.


 
იგივე პროცესები მიმდინარეობს აშშ-შიც, რადგან ეროვნული გვარდია გადატყორცნილ იქნა ნოუ-როშელში, რათა დაეხმაროს ადგილობრივ ხელისუფლებას შეაჩეროს ინფექციის ჯგუფი.



Contagion-ში საქმე "შეჩერებაზე" ბევრად უფრო უარესადაა. მთავრობა აცხადებს სამხედრო მდგომარეობას და ადამიანებს FEMA-ს ბანაკებში აგზავნიან.



სამოქალაქო პირები (ჯანმრთელებიც კი) შეზღუდულნი არიან უფლებებში და გადაიგზავნებიან FEMA-ს ბანაკებში, სადაც მათ აჭმევენ და განათავსებენ. ამ სცენაში ბანაკის მოსახლეობის "ინდივიდუალური კვების" არარსებობა ბინადართა ამბოხს იწვევს.
 
 

მასობრივი ვაქცინაციის კამპანია

რამოდენიმე თვიანი საშინელების, პანიკისა და სიკვდილიანობის შემდეგ, როგორც იქნა ვაქცინაც გამოჩნდება.



როგორც კი შემუშავდება MEV-1 ვირუსის ვაქცინა, სპეციალური სამედიცინო ცენტრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოჩნდება

2020 წელს კორონავირუსის აღმოფხვრის საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ასევე ვაქცინის ფორმას მიიღებს.


 
გაზეთ " Times of Israel"-ის ამასწინანდელი დასათაურება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით

Contagion-ში ვაქცინა არა მარტო სასურველია, არამედ - სავალდებულოც.



კორონავირუსზე აცრილი ადამიანები მიიღებენ შტრიხ-კოდიან სამაჯურს

მათ, ვინც ამ სამაჯურს ატარებს, უფლება მიეცემა იმოგზაუროს საზოგადოებრივ ადგილებში, სავაჭრო ცენტრებში. ხოლო ვინც არ მიიღებს აცრას, ვერსადაც წავა, საბოლოო ჯამში ისინი კვდებიან.

და ზოგიერთი ადამიანი უარს იტყვის აცრაზე.


შეთქმულების თეორია

Contagion-ში შეთქმულების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს შეთქმულების თეორეტიკოსს (რომელსაც თამაშობს ჯუდ ლოუ) და, რომელიც ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდის.

ბლოგერი ირწმუნება, რომ სინამდვილეში ვირუს MEV-1-ის წამალი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მას არ ახმოვანებენ ძალები, რომლებიც დაიწყებენ ვაქცინის გაყიდვას. ის ასევე მოუწოდებს თავის მკითხველებს არ მიიღონ ვაქცინა, რომელსაც ხელისუფლება გასცემს.

Contagion-ში შეთქმულების თეორეტიკოსი დახატულია, როგორც საეჭვო პიროვნება საეჭვო შრომითი ეთიკით. სამეცნიერო სამყაროს ის სძულს, რადგან ბლოგერი, როგორც ჩანს, სიმართლეს ამბობს. ამის შემდეგ ბლოგერს აპატიმრებენ "უსაფრთხოების სფეროში შემჩნეული თაღლითობის", "დეზინფორმაციის" და მეტიც, "მკვლელობის" გამო.


 
შეთქმულების თეორეტიკოსს აპატიმრებენ მისი ბლოგის შინაარსის გამო

ბოლოს და ბოლოს, ირკვევა, რომ ბლოგერი თურმე თაღლითი ყოფილა და მას MEV-1 ყალბ წამალზე 4,5 მილიონი დოლარი მოუხვეჭია. ერთი სიტყვით, ფილმი მაყურებელს არწმუნებს, რომ მთავრობა სწორად მოიქცა, როდესაც დააპატიმრა ბლოგერი.

2020 წელს ბრძოლა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ შეთქმულებათა თეორიებთან დღის წესრიგშია. აი რამოდენიმე დასათაურება:


 
ბიზნეს ინსაიდერი


 
DW



The Next Web



Washington Post


დასკვნა
 
როგორც 2012 წელს ვამბობდი, Contagion-ის მიზანი იყო არა მაყურებლის გართობა, არამედ სწავლება. ის გვიჩვენებს პროცესის გეგმას, რომელიც უნდა მოხდეს ეპიდემიის გაჩენის დროს: ეს არის შიში და პანიკა. სოციალური შეკვეთის ნგრევა. ხალხის კონტროლი და იზოლირება. სოციალური დისტანცირება (ეს უკვე ხდება საქართველოში. ზოგიერთი სოციალური მომსახურეობა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა - "აპოკ". რედ.). სავალდებულო გადაწყვეტილებები და რეპრესიები მათ წინააღმდეგ, ვინც ამ განკარგულებებს არ დაემორჩილება.

თუმცა, 2020 წელს ყველაფერი შეიძლება ისე არ წარიმართოს, როგორც ეს ფილმ Contagion-შია (იმედს ვიტოვებთ, რომ მართლაც ასე იქნება), ფილმი აზრობრივად ამზადებს ადამიანებს იმისთვის, რაც შეიძლება რეალურად მოხდეს. და ამაშია მასობრივი საინფორმაციო საშუალებები გასაოცარი უნარი - გლობალურ დონეზე ჩამოაყალიბოს სასურველი საზოგადოება.

წყარო: https://vigilantcitizen.com/latestnews/how-the-movie-contagion-laid-the-blueprint-for-the-coronavirus-outbreak

TOP. GE
Назад к содержимому