ხელოვნება - ევროვიზია 2019 - ოკულტური ფინალი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
ევროვიზია 2019 - ოკულტური ფინალი

ევროვიზია 2019-ის სიმბოლიზმი
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
ევროვიზია - ეს არის სიმღერის ყოველწლიური კონკურსი, რომლის მონაწილეებს უპირატესად წარმოადგენენ ევროპის ქვეყნები. შოუ ყოველწლიურად გადაიცემა 1956 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღონისძიებას მსოფლიოში. მისი აუდიტორიის საშუალო რაოდენობაა 300 მილიონი მაყურებელი.

თავისთავად ცხადია, რომ ევროვიზია ათწლეულების განმავლობაში წარმოუდგენელ გავლენას ახდენდა შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებზე და მან ხელი შეუწყო უამრავი მსახიობისა და მომღერლის კარიერის დაწყებას. ამასტან, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ ოკულტურ ელიტას შეუძლია ეს შოუ გამოიყენოს თავისი შეტყობინებებისა და სიმბოლიზმის გასავრცელებლად? - რა თქმა უნდა! და ამისი თვალსაჩინო დასტურია 2019 წლის ევროვიზიის ფინალი.
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/VG3WkiL0d_U" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ისრაელში ჩატარებული ეს ღონისძიება დასრულდა გულმოდგინედ მოფიქრებული, დადგმული და განხორციელებული მუსიკალური სპექტაკლით, რომლის მთავარ პერსონაჟად მოგვევლინა ცნობილი კაბალისტი მომღერალი, მუსიკალური ინდუსტრიის მოგვი - მადონა.

მოდი, განვიხილოთ ევროვიზია 2019-ის ფინალის ზოგიერთი ძირითადი მომენტი.
 
 
ოკულტურ-ელიტური სიმბოლიზმი

ფინალში წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის ათეულობით მომღერალი. მიუხედავად კულტურული ტრადიციების ესოდენი მრავალფეროვნებისა, მაინც გამოიკვეთა საერთო "წითელი ძაფი": ოკულტური ელიტისადმი დაქვემდებარებულობა. მართლაც, ევროვიზია მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრია უნდა ექვემდებარებოდეს მსოფლი ოკულტური ელიტის კულტურულ ჰეგემონიას.

აი რამოდენიმე მაგალითი.
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
ბელორუსიის წარმომადგენლის გამოსვლის დროს უკანა პლანზე ნაჩვენები იყო რამოდენიმე გამოსახულება, რომელიც ფსიქიურ დაპროგრამება "მონარქს" განეკუთვნება. აქ მომღერლის თავი ორად არის გაყოფილი, რომლის შიგნით ვეფხვი დარბის - ეს არის წარმოდგენა "ბეტა-ფისუნიაზე" (ანუ საცდელი ფსიქო-ბაჭიის - "აპოკ". რედ.), რომელიც საკმაოდ კარგად არის ცნობილი ფსიქოლოგიურ დაპროგრამებაში.
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
აქ მისი თავი კვლავ გაყოფილია (ოღონდ ვერტიკალურად), სადაც შედიან რამოდენიმე ასო და სიმბოლო. ეს უკვე ცნობიერების (გონების) კონტროლის სიმბოლოა
 
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
ამ თავს ელვა დაჰკრავს და მასში გადის, რაც მინიშნებაა ელექტროშოკით "მკურნალობაზე" (უფრო წამებაზე, რომელსაც მიმართავდნენ და მიმართავენ ტოტალიტარული სახელმწიფოები - "აპოკ." რედ.), რათა გამოიწვიოს პიროვნების გაორება და გახდეს ის "მკ-ულტრას" მონა-მორჩილი.

რაც გინდ უცნაური იყოს, ზუსტად იგივე სიმბოლიკაა გამოყენებულია იტალიის წარმომადგენლის - მაჰმუდის გამოსვლაშიც.
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
სხვადასხვა დროს მაჰმუდის თავი რამოდენიმე ნაწილად "სკდება"

ევროვიზიის ფინალი ოკულტური ელიტის სხვა ელემენტებსაც შეიცავს.
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
აზერბაიჯანის წარმოდგენა დატვირთული იყო ტრანსგენდერული თემებით. ამ სკრინშოტზე რობოტიზირებული ხელები რომელიღაც ლაზერულ ოპერაციას ატარებენ მომღერლის გულზე. მისი გული შემდეგ "იტვირთება" ეკრანზე და მას კომპიუტერის მეშვეობით აკონტროლებენ.

ფინალში წარმოჩინდა ასევე ილუმინატების ზოგიერთი კლასიკური სიმბოლოც.
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
ისრაელელი მომღერალი ქალის ნეტა ბარზილაის (გასული წლის ევროვიზიის გამარჯვებული) გამოსვლა აშკარა მასონური სიმბოლიკით იყო დატვირთული. ყველაფერი დაიწყო წვეულებით, რომელიც მიმდინარეობდა მასონურ, "ჭადრაკულ" იატაკზე.
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
შემდეგ უკანა პლანზე ჩნდება რქებიანი თავი, რომელიც ბაფომეტს წააგავს, მის ზემოთ კიდევ ერთი დუალისტური "ჭადრაკული" ნახატია


გენდერული საზღვრების წაშლა დღის წესრიგში

უპირველესად მე მინდა ვთქვა, რომ ადამიანებს აქვთ უფლება ჩაიცვან და იმოქმედონ ისე, როგორც მათ სურთ. და, თუკი ისინი საკმაოდ ნიჭიერები არიან, განსაზღვრულად აქვთ უფლება იმღერონ და მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში. მიუხედავად ამისა, ევროვიზიაზე შეიმჩნეოდა აშკარა და ჭარბი რაოდენობა იმგვარი ადამიანებისა, რომლებიც არაორდინალურები იყვნენ სქესის თვალსაზრისით. დარწმუნებულნი ვართ, რომ მრავალი მათგანი იქ იყო სწორედ თავისი სქესობრივი ორიენტაციის (ტრანსვესტიტობის) და არა მათი ტალანტების გამო.

როგორც ცნობილია, არსებობს პროგრამა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რათა მასები (განსაკუთრებით ახალგაზრდები) დაუქვემდებაროს სქესთა შორის აღრევას, და ამ მიმართებით ევროვიზიამ თავისი წვლილი შეიტანა. აი რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც ფინალში გამოვიდნენ.
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
ისრაელელი ტრანსგენდერი მომღერალი Dana International გამოვიდა ფინალის დასაწყისში
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
საფრანგეთის წარმომადგენელი ბილალ ჰასანი ძირითადად ქალივით იყო შემოსილი
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
ტრანსვესტიტი კონჩიტა ვურსტი (ევროვიზია 2014-ის გამარჯვებული) ასევე ფინალში გამოვიდა
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
"დედოფალ" ვერა სერდიუჩკოს გამოსვლა


აი ყველაფერ ამის შემდეგ გამოვიდა მადონა და ეს იყო საშინელების მწვერვალი.
 

მადონას სპექტაკლი

მადონას გამოსვლა იყო ნამდვილი საშინელება. ეს იყო წამება. მადონას შესრულება ყველაზე უარესი იყო ევროვიზიის ფინალზე. მართალია, ეს საკითხები ფართოდ განიხილებოდა მასმედიაში, მაგრამ მაინც, პრესამ დუმილით ჩაუარა გვერდი ყველაზე თვალსაჩინო მომენტს: მისი გამოსვლა წარმოადგენდა ფსევდოსატანურ სპექტაკლს, დადგმას ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ, ოკულტურ რიტუალს. და, როგორც წესი, მადონამ, როგორც ეს დარგის მოგვს შეეფერებოდა, სრულიად განახორციელა მისთვის დაკისრებული როლი.

სანამ თვით წარმოდგენას განვიხილავდეთ, მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ მადონა არის კაბალის, - ებრაული მისტიციზმის ადეპტი, რომელსაც ეფუძნება ძირითადად დასავლური ოკულტიზმის ყველა სკოლა, თუნდაც ისეთი, როგორიც არის მასონობა. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ეს სპექტაკლი ჩატარდა ისრაელში, ასევე კავშირშია ევროვიზია 2019-ის სიმბოლიზმთან.
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
სპექტაკლი დაიწყო კრებით გარემოცვაში, სადაც კაპიუშონიანი მამაკაცები იმეორებდნენ სახელს "მადონა", თითქოსდა ეს რელიგიური შეფუცვა ყოფილიყო
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
მისი სახელის გალობის შემდეგ კიბის მწვერვალზე ჩნდება დიადი ქურუმი, რომელიც ისეა ჩაცმული, თითქოსდა რომელიღაც ოკულტურ რიტუალში უნდა მიიღოს მონაწილეობა
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
მაშინ მადონა გამოაჩენს თავის სახეს. ის ატარებს გვირგვინს (დიადი ქურუმი) და ახვეული აქვს ცალი თვალი, რომელზეც გამოსახულია ასო X.

მადონამ ამასწინათ შექმნა ალტერ-პერსონა სახელად "მადამ X", რომელსაც ის რამოდენიმე პიროვნების "აგენტს" უწოდებს. "მადამ X"-ს ცალი თვალი მუდმივად ახვეული აქვს, რაც მოხერხებული პირობაა ცალი თვალის (მასონური სიმბოლოს) მუდმივი ჩვენებისთვის - ეს ოკულტური ელიტისადმი კუთვნილების თვალსაჩინო მტკიცებულებაა.

შემდეგ მადონა იწყებს სიმღერას "როგორც ლოცვა". სიმღერა ეძღვნება სქესობრივი აქტების აღრევას რელიგიურ ერთგულებასთან. მადონა მუდმივად მღერის ამ ფსევდოსატანურ სიმღერას (მან ის 2018 წლის გალა-კონცერტზეც შეასრულა), რადგან ეს იდეალური პრელუდიაა შავი მესისთვის.

გარდა იმისა, რომ მადონა საშინლად მღერის, ის ასევე მღერის ძლიერი აქცენტით, რომელსაც ებრაული ან შესაძლოა აღმოსავლურ ევროპული იერი დაჰკრავს. რატომ? "მკ-ულტრას" დაპროგრამებულ მონებს შესაძლოა ჰქონდეთ აქცენტები. როგორც ჩანს ჩვენ ვუსმენთ "მადამ X"-ის ერთ-ერთ პერსონას.
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
შემდეგ მადონა ნელ-ნელა ეშვება კიბეზე. მიაქციეთ ყურადღება გადმობრუნებულ ჯვარს მის მანტიაზე (სატანიზმის სიმბოლო).

დადგმა აქ საკმაოდ სიმბოლურია. კიბე, რომელსაც აღმა მიუყვებიან სვეტები, სრულიად მასონური სიმბოლოა.
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
კლასიკური მასონური სიმბოლოები, რომლებზეც გამოსახულია სვეტებს შორის აღმართული კიბე

წარმოდგენის დასაწყისში მადონა კიბის მწვერვალზე იდგა, რითაც მიანიშნებდა "განდობის" უმაღლეს დონეზე. კიბეზე ჩამოსვლით, მადონა მასების დონემდე ეშვება. თანაც ის აჩვენებს გადმობრუნებულ ჯვარს, რადგან ეს არის ის, რაც მათ სურთ მასებს დააჯერონ (რომ დაამარცხებენ ქრისტიანობას - "აპოკ". რედ.).
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
აქ კაპიუშონიან ფიგურებს მიაქვთ სვეტები, რათა ისინი მადონას გვერდიგვერდ განათავსონ. რატომ აგებენ ისინი ფიგურებს, სანამ მადონა მღერის?

ეს სცენა წარმოადგენს სოლომონის ტაძრის აღდგენის იმიტაციას, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ადგილ უკავია მასონურ სწავლებებში. ამბობენ, რომ ტაძრის აღდგენა გახსნის ახალ ეპოქას, ახალ ერას - ახალ მსოფლიო წესრიგს. ორი სვეტი, რომელიც მასონურ სიმბოლოებშია ნაპოვნი, წარმოადგენენ სოლომონის ტაძრის სვეტების სიმბოლოს და მათ ეწოდებათ ბოაზი და იაჰინი.
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
ტარო-ს კარტზე გამოსახულია უზენაესი ქურუმი, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დადგმულია სვეტები ბოაზი და იაჰინი.

სოლომონის ტაძრის ოფისი იმყოფება ისრაელში და მუდმივად დაიარება ჭორები, რომ ელიტა ცდილობს მოიპოვოს კონტროლი ტაძრის მთაზე, რათა შემდეგ მასზე აღადგინოს სოლომონის ტაძარი. მოკლედ რომ ვთქვათ, მადონა ძირითადად განეკუთვნება ახალი ერის ჩანასახს, რომელსაც ელიტა მართავს, რაც კიდევ უფრო შემაძრწუნებელია.
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
აირწინაღიანი ადამიანები მიდიან მადონასთან. ის მათ რაღაცას ეუბნება, შემდეგ კი კლავს (კისერს უგრიხავს). ხომ არ წარმოადგენენ ეს ადამიანები მასებს, რომელთაც ტანჯავს და ხოცავს ელიტა?

შემდეგ მადონა წარმოთქვამს უცნაურ სიტყვას, რომლითაც, როგორც ჩანს, ემუქრება ადამიანთა ჯგუფს.

"ისინი ძალიან გულუბრყვილონი არიან. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ არ ვიცით მათი დანაშაულის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ უბრალოდ მზად არ ვართ მოქმედებისთვის. ქარიშხალი ჰაერში როდია. ის ჩვენშია. მე მინდა მოგითხროთ სიყვარულსა და მარტოობაზე. მაგრამ ახლა უკვე გვიანია. განა შენი მოსასხამის მიღმა არ გესმის ქარის წუილი?"
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
როდესაც მადონა ამ სიტყვებს წარმოთქვამს, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ქრისტიანულ ფიგურებს. მათი ახალი ერა იწყება ქრისტიანობის დანგრევით
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
შემდეგ მადონა ნიღბიან ადამიანებს (რომლებიც წარმოადგენენ მასებს) შთაჰბერავს სიკვდილის ქარს და ყველანი კვდებიან. გარდა ამისა, უკანა პლანზე, თავისუფლების ქანდაკება დანგრეულია.
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
როდესაც მადონა მღერის ახალ სიმღერას Future with Quavo (მომავალი ქავოსთან ერთად) მსოფლიო ბუკვალურად ცეცხლშია გახვეული

ამ სიმღერის ლირიკა იმაზეა, თუ რას ეუბნება ელიტა მასებს, კერძოდ: "მომავალი მათთვის არ არის".

ყოველი როდი მიდის მომავალში
ყოველი როდი სწავლობს წარსულით
ყოველს როდი შეუძლია მივიდეს მომავალში
ყოველი როდი იცხოვრებს, ვინც აქ არის,
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
შემდეგ მადონა, ქავო და სხვა ადამიანები კვლავ კიბის მწვერვალზე ბრუნდებიან. ხომ არ ნიშნავს ეს მადონას ასვლას "განმანათლებლისკენ" (ლუციფერისკენ - "აპოკ". რედ.)?

მიუხედავად მთელი სიმბოლიკისა, რომელიც ვნახეთ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების 99%-მა ყურადღება მიაქცია მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ისრაელის დროშის გვერდით იდგა პალესტინის დროშა, რაც მრავალმა ადამიანმა ეს შეურაცხყოფად მიიღო. მაგრამ, მათ ყველამ მხედველობიდან გაუშვეს საზოგადო სურათი - ყველანი კვდებიან.
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
როგორც კი კიბის მწვერვალს მიაღწევენ, ადამიანები უკან შემობრუნდებიან და ქვემოთ მიექანებიან, რაც თვითმკვლელობასავით გამოიყურება. ეს კიდევ ერთი შეტყობინებაა მილიონობით ახალგაზრდისთვის, ვინც ამ ამაზრზენ შოუს უყურებს.
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
რომელიღაც მომენტში ჩვენ ვხედავთ ეკლესიის ანარეკლს კიბეზე. კიდევ ერთი მეთოდი ჯვრის გადმობრუნებისა
ევროვიზია 2019 (ისრაელი)
ბოლოს უკანა პლანზე ჩნდება სიტყვები WAKE UP და მადონა და ქავოც თავს იკლავენ (ხტებიან)

ამის შემდეგ ბრბო ჭკუიდან შეიშლება. გაიგეს თუ არა მათ რაიმე იქიდან, რაც მოხდა? შესაძლოა არა.


დასკვნა

ევროვიზია 2019 წარმოადგენდა ელიტარული პროგრამებისა და ელიტარული პაიკების გამოფენას. ნაჩვენები იყო ცნობიერების კონტროლის ფსიქიატრიული პროგრამა "მკ-ულტრას" სიმბოლიკა, ოკულტური სიმბოლიკა და ასევე მინიშნებები, რომ ელიტას ელტვის სქესთა შორის განსხვავებების მოშლას. შესაბამისად, შოუ დასრულდა მადონას უკიდურესად სიმბოლური და რიტუალური წარმოდგენით, რომელმაც შეაჯამა ელიტის მთელი ფილოსოფიური წანამძღვრები. ამ სიმბოლიზმით ასევე ნაჩვენებ იქნა ელიტის სრული სიძულვილი და ზიზღი მასებისადმი (ხალხებისადმი), რომლისთვისაც ელიტას მომავალში მხოლოდ "სიკვდილი" აქვს გამზადებული.

ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ და ყველაფერი ძალზედ ახლოს არის როგორც არასდროს. თუ ამას ვერ ხედავთ, მაშინ დაინახეთ ის მადონას შოუში და გაიღვიძეთ.


წყარო: vigilantcitizen.com

TOP. GE
Назад к содержимому