ხელოვნება - კეთილი ზღაპრების შავბნელი საფუძვლები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
კეთილი ზღაპრების შავბნელი საფუძვლები
ზღაპრების შავბნელი საფუძვლები
წარსულში ზღაპრები ზოგჯერ იმდენად შემაძრწუნებელი და შემზარავი სისხლიანი დეტალებით იყო აღსავსე, რომ წარმოდგენაც კი შეუძლებელია ვის შეეძლო ამგვარი ზღაპრის მოსმენის შემდეგ ერთ საათში ძილს მისცემოდა. მრავალი მათგანი დღეისთვის უკვე გადაწერილია და გაკეთილშობილებულია. ხოლო ისინი, რომლებიც დისნეის ხელში მოხვდა, "ჰეპი-ენდ"-იც კი (Happy and. ინგლ.: "კეთილი დასასრული") შეიძინა.

ჩვენ გვსურს შეგახსენოთ, როგორი შინაარსისანი იყვნენ ბავშვობიდან ცნობილი ის ზღაპრები, როდესაც ისინი პირველად გაჩნდნენ.

მეთაგური
ზღაპრების შავბნელი საფუძვლები
"მეთაგურის" სადღეისოდ ყველაზე ცნობილი ვარიანტი, ორიოდ სიტყვით, ასეთია:
 
ქალაქ ჰამელნს თავს ესხმიან თაგვები. უცებ გამოჩნდება სალამურიანი კაცი და ქალაქს მღრღნელებისგან გათავისუფლებას შესთავაზებს. ჰამელნის მცხოვრებნი უხვ დაჯილდოებას შეჰპირდებიან მას და "მეთაგურიც" აღასრულებს შეთანხმების თავის ნაწილს. როდესაც საქმე ანაზღაურებამდე მივა - ქალაქელები, ასე ვთქვათ, "გადააგდებენ" თავიანთ მხსნელს და მაშინ "მეთაგური" შურისძიებას გადაწყვეტს და ქალაქს ბავშვებისგანაც დააცარიელებს!
 
უფრო ადრინდელ ვერსიებში, მეთაგური ბავშვებს ქალაქიდან მოშორებით მდებარე გამოქვაბულში შეიტყუებს და როგორც კი ქალაქელებს თავისას მიუზღავს, ყველას სახლში გაუშვებს. მაგრამ, ორიგინალში მეთაგური პატარებს მდინარისკენ წაიყვანს და დაახრჩობს (გადარჩება მხოლოდ ერთი კოჭლი პატარა, რადგან ყველას ჩამორჩება).


წითელქუდა
ზღაპრების შავბნელი საფუძვლები
ბავშვობიდანვე ყველასთვის კარგად ცნობილი ზღაპარი მთავრდება იმით, რომ წითელქუდას და ბებიას მეტყევეები გადაარჩენენ. თუმცა ასეთი როდი იყო შარლ პეროს ორიგინალური ფრანგული ვერსია. იქ პატარა გოგონას ადგილას ფიგურირებს კარგად აღზრდილი ახალგაზრდა ლედი, რომელიც მგელს ბებიასთან მისასვლელ გზას ჰკითხავს და ცრუ ინსტრუქციას ღებულობს. სულელი გოგონა მგლის რჩევებს მიჰყვება და გახდება კიდევაც მისი ლუკმა. მორჩა! არავითარი მეტყევეები, არავითარი ბებია - მხოლოდ კმაყოფილი, გამძღარი მგელი და შეჭმული წითელქუდა.

მორალი - ნუ იღებთ რჩევებს უცნობებისგან.


ქალთევზა
ზღაპრების შავბნელი საფუძვლები
დისნეის ამავე სახელწოდების ფილმი არიელისა და ერიკას მდიდრული ქორწილით მთავრდება, რომელზეც არა მარტო ადამიანები მხიარულობენ, არამედ ზღვის ბინადრებიც. მაგრამ პირველ ვერსიაში, რომელიც ჰანს ქრისტიან ანდერსენმა დაწერა, პრინცი სრულიად სხვა პრინცესაზე ქორწინდება, ხოლო დარდით მომკვდარ ქალთევზას სთავაზობენ დანას, რომლითაც, რომ გადარჩეს, პრინცის გული უნდა განგმიროს. ამის ნაცვლად უბედური გოგონა ზღვაში გადაეშვება და კვდება. ის სამარადისოდ შეუერთდება ზღვის ქაფსა და ტალღას.
 
შემდეგ ანდერსენმა ცოტათი შეამსუბუქა დასასრული და ქალთევზე ზღვის ქაფად კი არა, "ჰაერის ქალწულად" გარდაიქცევა, რომელიც თავის რიგს ელოდება, რათა ცაში აიჭრას. თუმცა, მაინც ეს ძალზედ ნაღვლიანი დასასრულია.
 
 
ფიფქია
ზღაპრის ყველაზე პოპულარულ ვერსიაში დედოფალი სთხოვს ჯარისკაცს (ეგერს) მოკლას საძულველი გერი და მისი სიკვდილის მტკიცებულებად გოგონას გული მოუტანოს. მაგრამ მონადირე გოგონას დაინდობს და სასახლეში გარეული ტახის გულით დაბრუნდება.
 
ამ შემთხვევაში დისნეის კომპანიის ცვლილებები არც თუ კარდინალური იყო. სულ ორიოდე დეტალი: ორიგინალში დედოფალი ითხოვს მოუტანონ ფიფქიას ღვიძლი და ფილტვები - ისინი საჭმელად შეკმაზეს და იმავე საღამოს მიართვეს დედოფალს ვახშმად! და კიდევ: პირველ ვერსიაში ფიფქია იღვიძებს იმისგან, რომ სასახლისკენ მიმავალს მას პრინცის ცხენი ეჯახება - ასე, რომ ჯადოსნური კოცნა აქ არაფერ შუაშია. მეტიც, ძმები გრიმების ვერსიაში ზღაპარი იმით მთავრდება, რომ დედოფალს აიძულებენ იცეკვოს გახურებული ქოშებით, სანამ საშინელ ტანჯვაში სული არ აღმოხდება.
 
 
მძინარე მზეთუნახავი
ზღაპრების შავბნელი საფუძვლები
ყველამ იცის, რომ მძინარე მზეთუნახავი - ეს არის ულამაზესი პრინცესა, რომელმაც თითი სათითურით გაიჭრა და ასი წლით დაიძინა, სანამ არ მოვიდა პრინცი და კოცნით არ გააღვიძა. მათ იმწამსვე შეუყვარდათ ერთმანეთი, დაქორწინდნენ და ცხოვრობდნენ დიდხანს და  ბედნიერად.
 
ორიგინალი არც ისე სასიამოვნოა. იქ გოგონას ძილს გვრის წინასწარმეტყველება და არა წყევლა. და მას აღვიძებს არა პრინცის კოცნა, არამედ მეფე, რომელმაც, როდესაც უმწეო და მძინარე მზეთუნახავი იხილა, გააუპატიურა. ათი თვის შემდეგ მძინარე მზეთუნახავს ორი შვილი ეყოლება (გოგონას ისევ სძინავს). ერთ ერთი ახალშობილი დედის თითს სწოვს და მისგან სათითით მიყენებულ ჭრილობას გამოსწოვს, რომლის გამოც, როგორც აღმოჩნდა, ის ვერ იღვიძებდა. გაღვიძების შემდეგ მზეთუნახავი შეიტყობს რომ ძალადობის მსხვერპლი და ორი შვილის დედა გახდა.


რუმპელშტილცჰენი
ზღაპრების შავბნელი საფუძვლები
ეს ზღაპარი სხვა ზღაპრებისგან იმით გამოირჩევა, რომ მოდიფიცირებულ იქნა თვით ავტორის მიერ, რომელმაც გადაწყვიტა კიდევ უფრო შეეშინებინა მისი მკითხველი. პირველ ვარიანტში ჯუჯა რუმპელშტილცჰენი ახალგაზრდა გოგონასთვის თივისგან ოქროს ძაფს წნავს, მაგრამ როდესაც საფასურის დრო მოვა, გოგონა, ცხადია, ვერ შესძლებს ამის გაკეთებას. და მაშინ, ჯუჯა შეჰპირდება მას რომ გაათავისუფლებს მოვალეობისგან, თუ ის ამოიცნობს მის სახელს. ფარულად მოუსმენს რა სიმღერას, რომელშიც ჯუჯა ღიღინებს საკუთარ სახელს, ახალგაზრდა დედა საშინელი ვალისგან თვისუფლდება. შერცხვენილი რუმპელშტილცჰენი გაიქცევა და ყველაფერი ამით დამთავრდება.

მაგრამ, მეორე ვარიანტი ამაზე საშინელი და სისხლიანია. გაბოროტებული რუმპელშტილცჰენი ისე აბაკუნებს ფეხებს, რომ მისი მარჯვენა ფეხისგული მიწაში ჩაერჭობა. ცდილობს რა თავის გათავისუფლებას, ჯუჯა შუაში გაიხევა.


სამი დათვი
ზღაპრების შავბნელი საფუძვლები
ამ ზღაპარში ფიგურირებს პატარა, ოქროსთმება გოგონა, რომელიც ტყეში დაიბნევა და სამი დათვის სახლს მიადგება. ბავშვი საჭმელს ეძებს, ზის მათ სკამზე და ბოლოს დათვის ბელის საწოლში ეძინება. როდესაც დათვები ბრუნდებიან, გოგონა გაიღვიძებს და შიშისგან ფანჯრიდან მოკურცხლავს.
 
ამ ზღაპარს (რომელიც პირველად 1837 წელს გამოქვეყნდა) ორი ორიგინალი გააჩნია. პირველში დათვები პოულობენ გოგონას, გახლიჩავენ მას და შეჭამენ. ხოლო მეორეში - ოქროსთმებას ნაცვლად ჩნდება პატარა დედაბერი, რომელიც, იმის შემდეგ, რაც მას დათვები გააღვიძებენ, ფანჯარაში გადახტება და კისერს მოიტეხს.
 
 
გენზელი და გრეტელი
ზღაპრების შავბნელი საფუძვლები
ყველაზე პოპულარულ ვარიანტში ეს ორი პატარა ბავშვი, რომლებიც ტყეში დაიკარგებიან, წააწყდებიან ნამცხვრის სახლეს, რომელშიც საშინელი კაციჭამია ჯადოქარი ცხოვრობს. ბავშვები იძულებულნი არიან მოემსახურონ ჯადოქარს და სახლის დალაგებაში მიეხმარონ მანამ, სანამ ჯადოქარი მათ აჭმევს და ასუქებს რათა შემდეგ შესანსლოს ისინი. მაგრამ ბავშვები გამოიჩენენ მახვილგონივრულობას, ჯადოქარს ცეცხლში ჩააგდებენ, თვითონ კი გაიქცევიან.
 
ზღაპრის ადრინდელ ვერსიაში (რომელსაც "დაკარგული ბავშვები" ერქვა) ჯადოქრის ნაცვლად ფიგურირებდა თვით ეშმაკი. ბავშვები მას მოატყუებენ (და შეეცდებიან ისე გაუსწორდნენ, როგორც გენზელი და გრეტელი გაუსწორდნენ ჯადოქარს), მაგრამ ეშმაკი თავს დაიძვრენს, შეკაზმავს თხებს შეშის მოსატანად, რის შემდეგაც უბრძანებს ბავშვებს აძვრნენ მათზე და გაწვნენ შეშის ნაცვლად. ბავშვები თავს მოიკატუნებენ, რომ არ იციან როგორ არის საჭირო თხებზე გაწოლა, მაშინ ეშმაკი თავის ცოლს უბრძანებს აჩვენოს ბავშვებს ეს როგორ კეთდება. ისარგებლებენ რა შემთხვევით, ბავშვები ყელს გადაუხერხავენ მას და გაიქცევიან.
 
 
უხელო გოგონა
ზღაპრების შავბნელი საფუძვლები
სიმართლე ითქვას, ამ ზღაპრის ახალი ვერსია ორიგინალზე უფრო კეთილშობილური არაა, მაგრამ მათ შორის განსხვავება მაინც არსებობს. ახალ ვერსიაში ეშმაკი უბედურ მეწისქვილეს უთვალავ სიმდიდრეს შეჰპირდება, ოღონდ იმის სანაცვლოდ, რაც წისქვილს გარეთაა. მეწისქვილეს ჰგონია, რომ ლაპარაკია ვაშლის ხეზე და სიხარულით დათანხმდება, მაგრამ მალე შეიტყობს, რომ ეშმაკს საკუთარი ქალიშვილი მიჰყიდა. ეშმაკი გოგონას წაყვანას შეეცდება, მაგრამ ვერ შესზლებს - რადგან ის საკმაოდ წმიდაა. მაშინ, უწმიდური მის ნაცვლად მამის წაყვანით დაიმუქრება და მოითხოვს, რათა გოგონამ უფლება მისცეს საკუთარ მამას ხელი მოაჭრას. ის თანხმდება, და ხელის გარეშე რჩება.
 
ცხადია, ეს ნაკლებად სასიამოვნო ისტორიაა, მაგრამ ადრინდელ ვერსიებზე ცოტათი ჰუმანურია, სადაც გოგონა ხელს თვითონ იჭრის, რათა მახინჯი გახდეს თავისი ძმის თვალში, რომელიც მის გაუპატიურებას ცდილობს. სხვა ვერსიაში კი მამა ორივე ხელს მოაჭრის საკუთარ გოგონას, რადგან მას არ სურს მამასთან ინტიმური კონტაქტის დამყარება.
 
 
კონკია
ზღაპრების შავბნელი საფუძვლები
თანამედროვე ზღაპარი იმით მთავრდება, რომ მშვენიერი და შრომისმოყვარე კონკია პრინცს შეუყვარდება, ხოლო ბოროტი დები ცოლად ორ თავადს გაჰყვებიან და ყველანი ბედნიერად ცხოვრობენ.
 
ეს სიუჟეტი გაჩნდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში, სადაც სტრაბონის (ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი - რედ.) გმირ გოგონას როდოპისი (ვარდისფერლოყება) ეწოდებოდა. ისტორია ძალზედ წააგავს იმას, რაც ჩვენ ბრწყინვალედ ვიცით, გამონაკლისია მხოლოდ ბროლის ფეხსაცმელი და კვახის კარეტები.
 
მაგრამ არსებობს ძმებ გრიმების ამ ზღაპრის უფრო მძაფრი ვარიაცია: ბოროტი დები იჭრიან თავიანთ ქუსლებს, ბროლის ფეხსაცმელი რომ მოირგონ და ამით პრინცი მოატყუონ. თუმცა ეშმაკობა არ გაუვათ - პრინცის დასახმარებლად მოფრინდება ორი მტრედი და ორივე ბოროტმოქმედს თვალებს ამოჰკორტნიან. ბოლოს და ბოლოს, დები თავიანთ დღეებს სიბრმავესა და სიღარიბეში დაასრულებენ, მაშინ როდესაც კონკია მეფის სასახლის სიმდიდრითა და უშფოთველი ცხოვრებით ტკბება.

მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით.

საიტი "აპოკალიფსისი". 2022.10.
Назад к содержимому