აპოკალიფსისი > განმარტება
"ათი რქა... მოიძულებენ მეძავს... და შეჭამენ მის ხორცს"
(გამოცხ. 17:16-17)
"ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა" (გამოცხ. 17:16-17).
მოწმობა "წითელი მხეცის ათი რქის მიერ" დიდი მეძავის გაპარტახებისა და განადგურების შესახებ შეუძლებელია განმარტებულ იქნას იმ ვითარების გააზრების გარეშე, რომ მხეცის თავების შვიდობითი სისავსე ნიშნავს მსოფლიო სულიერ სამეფოებს, რომლებიც ახალაღთქმისეული დროების ხილულ ქვეყნიერებაში ვლინდება არა აშკარად, არამედ ირიბად, სხვისი მეშვეობით, - და რომ მეძავის წინააღმდეგ "ათი მეფე-რქის ამბოხამდე" სწორედ "დიდი ბაბილონის" "მეუფებას ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე" (გამოცხ. 17:18), რომელშიც შეიძლება ვიგულისხმოთ მიწიერ ხელისუფალთა მთელი სისავსე (ანუ ის "მიწიერი მეფეები", რომლებიც აღწერილნი არიან "ათი რქის" სიმბოლოში).
რადგან "ათი რქა-მეფე" განსაზღვრულ მომენტში თავის ძალაუფლებას გადასცემს წითელი მხეცის უკანასკნელ თავს, რომელიც უფსკრულიდან ამოდის და მათი მიწიერი ხელმწიფებით "გაძლიერდება", ამის შემდეგაც მიწიერ მეფეებზე გამეფებული "დიდი მეძავი" განადგურდება, - აშკარაა, რომ ამ მომენტიდან ვერავითარი ძალაუფლება, გარდა შვიდთავიანი მხეცის უკანასკნელი თავისა, ქვეყნიერებაში აღარ დარჩება (შეად.: გამოცხ. 11:7).
შესაბამისად, წითელი მხეცის უკანასკნელი თავისთვის ძალისა და ხელმწიფების საბოლოო "გადაცემა" ათი რქის მიერ, - რის შესახებაც ორჯერ მოწმობს გამოცხადების 17-ე თავი (გამოცხ. 17:13 და გამოცხ. 17:17), მოხდება არა მანამ, და არა შემდეგ, არამედ "მიწიერ მეფეებზე" დიდი მეძავის ხელმწიფების მოსპობისა და მისი მიწიერი ძალაუფლების სრული განადგურების მომენტში.
მეტიც, როგორც კი "ათი მეფე-რქა" დაიწყებს (და იქვე დაამთავრებს) მეძავის განადგურებას, - ისინი უბრალოდ კი არ აღდგებიან ურთიერთსიძვის ტოტალური სისტემის წინააღმდეგ, რომლითაც ადრინდელი "მიწიერი მეფეები" დატყვევებულნი იყვნენ, არამედ, გადასცემს რა ძალაუფლებას მხეცის უკანასკნელ თავს, "ათი მეფე-რქა" ამით ქვეყნად სულიერი ეგვიპტის განხორციელების შესაძლებლობას დაუშვებს, რომლისთვისაც დამახასიათებელია არა სიძვა, არამედ ბუკვალური ცოდვილი მონობა.
ეს კი ნიშნავს, რომ "მეძავის" განადგურებით დაეცემა "მიწის მკვიდრთათვის" ის ჩვეული მსოფლიო წესრიგი, რომელიც ყველა გარდასულ დროში, მათ "მიწიერ" არსებობაში, გარეგან კეთილდღეობას უზრუნველყოფდა.
(ამასთან
"ქალის" და "მისი მტვირთველი მხეცის" ერთი
და საზოგადო საიდუმლო შესაძლებლობას გვაძლევს
ვამტკიცოთ, რომ მიწიერი უკეთურების კეთილდღეობა, რომელიც წარმოდგენილია "დიდი
მეძავის" მდიდრული შესამოსელითა და მორთულობებით, განადგურდება არა მისთვის გარეგანი
ძალებით, არამედ საკუთარი "მტვირთველების" მიერ).
რაც შეეხება ოთხ ნიშანდობლივ მოქმედებას, რომელსაც "დიდ მეძავთან" მიმართებაში აღასრულებს უკანასკნელი მხეცის ათი რქა-მეფე (ეს კი არის "გაპარტახება", "გაშიშვლება", "შეჭმა" და "ცეცხლისთვის მიცემა"), - მსგავსი მოვლენები აღასრულებენ და დაასრულებენ ძველაღთქმისეულ ეზეკიელის წიგნის წინასწარმეტყველებათა მთელ რიგს, რომლის თანახმადაც მეძავ-იერუსალიმის "სამარცხვინო სიშიშვლეს" (ეს კი მთელი მსოფლიოსა და მთელი ძველი კაცობრიობის ერთ-ერთი ბიბლიური სიმბოლოა) გამოაჩენენ ისინი, ვინც ყოველთვის გვერდით იყვნენ და მის საკუთარ შეყვარებულებს წარმოადგენენ, შეად.:
"ამიტომ ისმინე, ბოზო დიაცო, უფლის სიტყვა!... აჰა, შევკრებ ყველა შენს საყვარელს, რომლებთანაც ტკბებოდი, და ყველას, ვინც გიყვარდა და ყველას, ვინც გძულდა; შემოგიკრებ მათ ყოველი მხრიდან - ვუჩვენებ მათ შენს სიბოროტეს და დაინახავენ ისინი მთელს შენს სირცხვილს. დაგსჯი გარყვნილი და სისხლისმღვრელი დიაცების სასჯელით და მიგცემ სისხლს, რისხვასა და შურისგებას. მიგცემ მათ ხელს და დაანგრევენ შენს სამეძაოებს ... შემოგძარცვავენ შესამოსელს, აგართმევენ სამკაულებს და შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ. ... აჰა, ყოველი მეიგავე იგავს გამოგითქვამს: "რაც დედაა, ასულიც ის არისო" (ეზეკ. 16:35-44).
(შეად.: "... ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით" (გამოცხ. 18:3).
"შემოგძარცვავენ შესამოსელს და სამკაულებს აგართმევენ. ... სიძულვილით მოგეცქევიან და წაგართმევენ მთელს შენს მონაგარს; შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ და გამოჩნდება შენი უხამსობის სირცხვილი, შენი გარყვნილება და შენი ბოზობა" (ეზეკ. 23:26-29).
მაგრამ კიდევ უფრო ნიშანდობლივად გამოიყურება ის ვითარება, რომ "ბაბილონის მეძავის" გაპარტახების დროს უკანასკნელი მხეცის ათი რქა არა მარტო "გამოაჩენს მის სიშიშვლეს", არამედ "მის ხორცსაც შეჭამს", თანაც, მეფეთა მე-3 წიგნში ისრაელისა და იუდეის ურჯულო მეფეებს ეუწყებათ სრულიად განსაკუთრებული, და ამასთან ყველა მნიშვნელობით სამარცხვინო სიკვდილი, ასე რომ მათი "სახლების" იმ წარმომადგენლები (შეად.: "მპარავის სახლს" ზაქარიას წიგნიდან (ზაქ. 5:4)), ვინც "ქალაქში" მოკვდება", ძაღლები შეჭამენ, - ხოლო მათ გვამებს, ვინც "მინდორში" მოკვდება, ფრინველები დაჯიჯგნიან, შეად.:
"ამიტომ, აჰა, უბედურებას დავატეხ იერობოამის სახლს და ამოვძირკვავ ყველას, ვინც კი კედელთან მშარდავი ჰყავს იერობოამს, ყმასა და აზატს ისრაელში; გავხვეტავ იერობოამის სახლს, როგორც პირწმინდად გახვეტენ ხოლმე ნაგავს. ვინც ქალაქში მოუკვდება იერობოამს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც გარეთ მოკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან..." (3 მეფ. 14:10-11).
"ვინც ქალაქში მოუკვდება ბაასს ძაღლები შეჭამენ; ვინც მინდვრად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან" (3 მეფ. 16:4).
ზუსტად ასეთივე ხვედრი ეუწყა იუდეველი მეფის აქაბის სახლს, რომელიც განსაკუთრებული ურჯულოებით გამოირჩეოდა, - თანაც, მის ცოლს, მეძავსა და ცრუწინასწარმეტყველ იეზაბელს (შეად.: გამოცხ. 2:20-22), ყველაზე ბუკვალური აზრითაც ძაღლები შეჭამენ (4 მეფ. 9:10), თანაც იეზაბელს (მსგავსი წინასწარმეტყველების დანარჩენ ადრესატთაგან განსხვავებით) ეს შეემთხვა არა ქალაქში, არამედ ველად" (ანუ ქალაქის კედლების გარეთ), შეად.:
"იეზაბელზეც თქვა უფალმა: ძაღლები შეჭამენ იეზაბელს იზრაიტელის გალავანთან. ვინც ქალაქში მოუკვდება აქაბს, იმას ძაღლები შეჭამენ; ვინც ველად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან. ჯერ არავინ ყოფილა, რომელსაც აქაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც აქეზებდა იეზაბელი, მისი ცოლი" (3 მეფ. 21:23-25).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ბაბილონის დიდი მეძავი" დაიღუპება არა ჩვეულებრივი, არამედ "იეზაბელის სიკვდილით", ანუ დაუმარხავი დარჩება (შეად.: "... შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას" (გამოცხ. 17:16)), - ხოლო "მხეცის ათი რქა" წარმოდგებიან იმ უკეთურ "ძაღლებად", რომლებიც მის სხეულს "ქალაქის გალავანს გარეთ" შეჭამენ, შეად.:
"წავიდნენ მის დასამარხავად, მაგრამ ვერაფერი ნახეს მისგან, თავისქალისა და ხელ-ფეხის მეტი. დაბრუნდნენ და მოახსენეს. თქვა იუმ: ასეთი იყო უფლის სიტყვა, ... იეზრაელის ველზე შეჭამენო ძაღლები იეზაბელს. იქნება იეზაბელის გვამი, როგორც ნეხვი ყანაში, იეზრაელის ველზე, რომ ვერავინ თქვასო: აი, ეს არის იეზაბელი" (4 მეფ. 9:34-37).
(გამოცხადების
წიგნის ბერძნულ ტექსტში, სადაც არის მტკიცებულება - "შეჭამენ მის ხორცს",
მოცემულია სიტყვა σάρκας, ასე რომ ერთ-ერთ შესაძლო ბუკვალურ წაკითხვაში ლაპარაკია არა
მარტო მეძავის "ხორცზე", არამედ მის "სხეულებზე", თანაც "სხეულებზე"
მრავლობით რიცხვში. ეს კი ნიშნავს, რომ "მხეცის ათი რქა" გაგლეჯენ და
"შეჭამენ" ერთ სხეულად შეკრებილ მიწიერ მეძავთა
სიმრავლეს, რომლებიც ამ მომენტამდე "წითელი
მხეცისგან" განუყოფელნი იყვნენ).
ამასთან უეჭველია, რომ "ძაღლების" ბიბლიურ სიმბოლოში, რომელიც ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებშიც არის ნახსენები იეზაბელის საბოლოო ხვედრთან დაკავშირებით, და იოანეს გამოცხადებაშიც (ირიბად) "ბაბილონის მეძავის" საბოლოო ხვედრზე არსებულ მოწმობებში, აღწერილია სხვადასხვა მიწიერი ურჯულოებანი, - ხოლო ფსალმუნთა წიგნში ასეთი "ძაღლები" არცთუ შემთხვევით წარმოგვიდგებიან "ქალაქის ირგვლივ მოსიარულეებად", რომლებშიც ახალაღთქმისეული დროების პროექციაში ზეციური იერუსალიმი და ქრისტეს ეკლესია უნდა ვიგულისხმოთ (გამოცხ. 11:2), შეად.:
"განიღჳძე შემთხუევად ჩემდა და იხილე. და შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღმერთო ისრაჱლისაო, მოიხილე მოხედვად ყოველთა წარმართთა და ნუ შეიწყალებ ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა. მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან, ვითარცა ძაღლი, და მოადგენ ქალაქსა. ესერა, იგინი იტყოდიან პირითა მათითა, და მახჳლი ბაგეთა შინა მათთა, ვითარმედ ვის ესმა?" (ახ. ქართ.: "ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ძალთა, ღმერთო ისრაელისა, გამოიღვიძე, რომ მოჰკითხო ყველა ხალხს; არ დაინდო არც ერთი უკანონობის ჩამდენი. დაე, მობრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარეუარონ ქალაქს. აგერ, წარმოანთხევენ თავიანთი პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო" (ფსალმ. 58:6-8)).
მეტიც, რადგან ცოტა ადრე ქალი-მეძავი წარმოდგენილი იყო არა მარტო როგორც "მხეცზე მჯდომად", არამედ, "მრავალ წყალზე მჯდომადაც", ხოლო ბიბლიურ სიმბოლიზმში "წყლები" არიან "ხალხები და ბრბონი, ერები და ენანი" (გამოცხ. 17:15),- გამოდის, რომ მეძავს შეჭამენ არა "ხორცის მჭამელი რქები", და არა ძაღლთა ჯიშის მტაცებლები, არამედ "ურჯულო ძაღლები" ხალხებიდან, რომლებზეც აქამოდე ის "მშვიდად იჯდა".
რაც შეეხება ცეცხლს, რომელიც ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებების თანახმად უბრალოდ კი არ დაწვავს, არამედ "დანთქავს" დიდი მეძავს - ასეთ ცეცხლში უნდა ვიგულისხმოთ არა საყოველთაო განმწმენდელი ზეციური ცეცხლი, არამედ საკუთარ დანაშაულთა და ურჯულოებათა უკეთური ცეცხლი, შეად.:
"რადგან აღიგზნო ბოროტება, როგორც ცეცხლი, ძეძვისა და ნარ-ეკლის შემჭმელი, აბრიალდება უსიერ ტევრში და აღიმართება კვამლის სვეტები. ცაბაოთ უფლის რისხვისაგან დაბნელდება მიწა და ხალხი ცეცხლის კერძი შეიქნება, ერთი მეორეს არ დაინდობს. მარჯვნივ გამოგლეჯს, მშიერი დარჩება; მარცხნივ შეჭამს, ვერ გაძღება. ყველანი თავის მკლავის ხორცს დაუწყებენ ჭამას. მენაშე ეფრემს, ეფრემი მენაშეს, ორივენი ერთად იუდას ესხმის. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი" (ეს. 9:17-20).
(შეად.: ცაში
მფრინავი მესამე ანგელოზის მოწმობით: "კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე
და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ
და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ" (გამოცხ. 14:11).
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან მოწმობად ბაბილონის დიდი მეძავის საბოლოო სამსჯავროზე წარმოგვიდგება ის "ადგილი", სადაც მეძავი იქნება "გაგლეჯილი" და "შეჭმული", - და სწორედ ამ საკითხს მიეძღვნება მომდევნო პუბლიკაცია.
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.
