განმარტება - ვინ დგას ეკლესიის მხარეს სამყაროში გამართულ საშინელ და ხანგრძლივ ომში? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ვინ დგას ეკლესიის მხარეს სამყაროში გამართულ საშინელ და ხანგრძლივ ომში?
მებრძოლი ეკლესია
ამრიგად, ეკლესიისა და სამყაროს დაპირისპირებაში, რომელსაც ეძღვნებოდა წინა პუბლიკაცია, ლაპარაკია არა მარტო ინტერესთა სხვაობაზე. და არც იდეათა ბრძოლაზე, რომელიც წარმოებს ფილოსოფიური დისპუტის წესებით.
 
რადგან "ქვეყანა" აღვსილია სიძულვილით, რომელიც სულიერი აზრით კაცთმკვლელობაა (შეად.: "ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია..." – 1 იოანე 3:15), - ერთადერთი შესაძლო ფორმა ამ სიძულვილის განხორციელებისა გახლავთ ღია და პირდაპირი ომი.
 
ეს არის ნამდვილი, რეალური სამკვდრო-სასიცოცხლო ომი.
 
რადგან მიწიერი ეკლესია მის წინააღმდეგ გამართული განუწყვეტელი ომის პირობებში ცხოვრობს, - ყველა დროსა და ეპოქაში, ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე, ის იარსებებს მხოლოდ, როგორც მებრძოლი ეკლესია.
 
ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთა სიმბოლური ენით თუ გამოვხატავთ, ეკლესია - ეს არის ღმრთის ერის საბრძოლო, საველე ბანაკი, რომელიც დგას სიონის მთის ირგლივ, და რომელზეც აღმართულია ქრისტეს ბაირაღი.
 
თანაც, ვინც ამ ბაირაღის ქვეშ დგას, ის ეწევა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას თავისი მტრების წინააღმდეგ.
 
შესაბამისად, ყველა ისინი, ვინც ადრე გადაეცა ან მომავალში გადაეცემა ტანჯვა-წამებას, ვინც მომავალში მოიკვლება და მოძულებულ იქნება "ყველა ხალხის მიერ ქრისტეს სახელის გამო" (შეად. მათე 24:9); როგორც ისინი, ვინც "... ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.  ... დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი - ბორკილები და დილეგი. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა)" (ებრ. 11:35-37) და ა. შ., - ყველა ისინი წარმოადგენდნენ და წარმოადგენენ სწორედ ასეთ ეკლესიას.
 
ხილულ სამყაროში მას დასცინიან, ცილს სწამებენ, ავიწროვებენ, დევნიან და ფიზიკურადაც კი ანადგურებენ, - მაგრამ სულიერ განზომილებაში ის ყოველთვის "ბრწყინავს, ვითარცა ცისკარი", მშვენიერია "ვითარცა მთოვარე" და რჩეულია "ვითარცა მზე" და საშინელი, "როგორც ბაირაღებით მორთული ბანაკი" (ქებათა ქება 6:10).
 
რაც შეეხება ამ გლობალურ დაპირისპირებას წმ. წერილის ბოლო წიგნში, - იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში, ქვეყნიერებისა და მებრძოლი ეკლესიის სახეები მთელი საღვთისმეტყველო და წინასწარმეტყველური მნიშვნელობებით არის გახსნილი. მაგრამ ეს წინააღმდეგობა წარმოდგენილია არა "მარტივი სიტყვით" (როგორც ეს ხდება ახალი აღთქმის სხვა წიგნებში), არამედ განსაკუთრებულ ხილვებში, რომლებიც აგრძელებენ და ამთავრებენ იმ სიმბოლურ-წინასწარმეტყველურ მნიშვნელობებს, რომლებიც მონიშნული იყო ძველი აღთქმის პერიოდის ისტორიულ მოვლენებში.
 
ამასთან ქრისტეს ეკლესია გამოცხადების წიგნში წარდგება, როგორც ყველა იმ კურთხევათა და აღთქმათა ერთადერთი მემკვიდრე, რომლებიც ბუკვალური აზრით მიმართულია ან მთელი ხალხისთვის, ან კიდევ ძველაღთქმისეული ისრაელის თორმეტი ტომიდან ერთ-ერთი ტომისთვის.
 
ხოლო გამოცხადების სიუჟეტთა უმრავლესობაში ძველი სამყაროს სიმბოლოებად გამოდიან იმ მიწიერ სამეფოთა "სულიერი მემკვიდრეები", რომლებიც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებებში ყველაზე ბუკვალური აზრით იბრძოდნენ არა მარტო ცალკეულ წინასწარმეტყველთა და მართალთა წინააღმდეგ, არამედ იაკობის ყველა შთამომავლის წინააღმდეგ გამონაკლისის გარეშე (ანუ ატყვებებდნენ მათ, იმონებდნენ, ანადგურებდნენ, ჩაგრავდნენ, დევნიდნენ, ავიწროვებდნენ და ა. შ.).
 
ამიტომაც, რაოდენ უჩვეულოდ ეჩვენებოდეს თანამედროვე ადამიანს ის ხატებანი, რომლებიც ეხსნება გამოცხადების წიგნის იდუმალთმხილველს, - ყველა მათგანს გააჩნია განსაკუთრებული ბიბლიური აზრი, რომელიც არ ითხოვს მიმართვას საერო ცნებებით რაიმე ვარაუდებისადმი, ფანტაზიებისადმი და განყენებულობებისადმი წმიდა წერილთან მიმართებაში.


მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში

საიტი "აპოკალიფსისი". 2023 წ. იანვარი.
Назад к содержимому