აპოკალიფსისი > განმარტება
წმ. მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისი
ისაგოგიური გამოკვლევა
ავტორი: ვ. ვ. ჩეტირკინი. (1885–1948), მართლმადიდებელი ბიბლეისტი.
წინასიტყვაობა
წმ. მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის თხზულებები სრულიად განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს ახალაღთქმისეული წმიდა მწერლობის წიგნთა შორის. მისი სახარებები არ ჰგავს სხვა სახარებებს, მის აპოკალიფსისს კი საერთოდ ბადალი არ ჰყავს. ისინი თავიანთი მრავალფეროვანი შინაარსით სწორად ასახავენ მათი მწერლის ხასიათს. ჩუმი მჭვრეტელი იოანე, თავის უხვად დაჯილდოვებული სულის სიღრმეებში დიდ ძალებს ფლობდა. გარეგნულად მშვიდი და მორიდებული, - ის, ამავდროულად, გამოირჩეოდა დაუოკებელი სიმხურვალით. უფლის მოწაფეთაგან არავის შეეძლო არწივივით ისე მაღლა აჭრილიყო, როგორც იოანეს. თავისი ღვთაებრივი მოძღვრის, - სიცოცხლისა და ნათლის ამ განხორციელების, - მხურვალე მოყვარული, ის ყოვლისმომცველი მრისხანებით აინთებოდა მათდამი, ვინც ჯიუტად იყო გახევებული ბნელში, ყოველივე მკვდარში, რომელიც გაცოცხლების არანაირ იმედს არ იძლეოდა. სწორედ იოანეს სულის ამ უკანასკნელ მხარეს გამოხატავს საკუთრივ აპოკალიფსისი.
აპოკალიფსისი, - ეს არის გასაოცარი ძალისა და სილამაზის ნაწერი. ის არის იოანეს სულის სარკე, აღსავსე ნამდვილი, მძლავრი, მხურვალე და ბოროტების მოძულე სიყვარულით. ის არის ძლიერი ეთნიკური ბუნების ანარეკლი, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია რელიგიურ-მორალური დაკნინების რაიმე ელემენტი, რომლის სიმპტომსაც, ადამიანებისადმი მორალური დამოკიდებულების მხრივ, სენტიმენტალობაში ვხვდებით და, რომელიც, თავის მხრივ, ნამდვილ სიყვარულს ცვლის.
აპოკალიფსისის მწერალი წარმოგვიდგება არა ცხოვრების პრაქტიკოსად, არა ისეთ ნატურად, რომელიც საკუთარ თავში რელიგიური რეფორმატორის ნიშნებს ატარებს, - არა! ეს არის უჩვეულოდ ღრმა ადამიანი. მისი სტიქიაა - ჩუმი ჭვრეტა, ძალთა შინაგანი დაგროვება. სამაგიეროდ, როდესაც ასეთი ადამიანის მგრძნობიარე სიმებს ეხები, - მასში თავს ავლენს სულის უჩვეულო სიმდიდრე, გრძნობის დიადი, დაუოკებელი ძალი. და აი, ახალაღთქმისეული წინასწარმეტყველების წიგნიდან ვხედავთ, როგორ იღვრება აპოკალიფსისიდან გრძნობები, როგორ გადადის ის საღვრებს, როგორი დიდი ძალით აღელვებს ის მის სულს, ილტვის რაც შეიძლება რელიეფურად გამოხატოს იგი მეტყველებაში, რაც ზოგჯერ ვილნდება მრავალ დამატებათა დახვავებით.
მაგრამ უეცრად გვიწევს იმისი დანახვაც, როგორ ცვლის მასში ერთი შთაბეჭდილება მეორეს, აზრი როგორი სისწრაფით მისდევს აზრს, და მწერალი ჯეროვნადაც კი ვერ ასწრებს ყველაფრის გამოთქმას: ის ხან წყვეტს მსჯელობას, ხან ტოვებს სუბიექტს. ზოგჯერ საწინააღმდეგო მოვლენასაც ვაკვირდებით: ის ლაპარაკობს მდორედ და მშვიდად. მართლაც ღრმა შინაარსითა და პოეტური სილამაზითაა აღსავსე ჩვენი ახალაღთქმისეული კანონის ბოლო წიგნი. მაგალითად, თუ ავიღებთ მიმართვას შვიდი ეკლესიისადმი, გაგვაოგნებს გასაოცარი ექსპრესია, ძლიერება, რომლითაც არის განპირობებული მეტყველების განსაკუთრებული სილამაზე.
საკმარისია ყურადღება მივაქციოთ თუნდაც შემდეგ სიტყვებს: "ვიცი შენი საქმენი (ლაპარაკია ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზზე - ავტ.): არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი, მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან. რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი" (აპოკ. 3:15-17). "ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე" (აპოკ. 3:19).
თუკი ავიღებთ ხილვებს, დაწყებულს IV თავიდან, შევხვდებით სურათების სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას. ღმრთის საყდრისა და მთელი ზეციური მორთულობის მშვიდ აღწერას. კრავის გამოჩენის გადმოცემას ცვლის ბეჭდების მოხსნა და სასჯელები, რომლებიც ეწევა ღმრთის მოწინააღმდეგე ქვეყნიერებას და ა. შ. ზოგჯერ ეს სურათები საკმაოდ პირქუშ სახეს იღებენ, ქმნიან ავისმომასწავებელ კოლორიტს, მაგრამ ამისგან ისინი არა თუ რაიმეს კარგავენ, არამედ, პირიქით, გარკვეულ მომხიბვლელობასაც კი იძენენ.
საერთოდ, ყოველს, ვისაც კი არაერთხელ წაუკითხავს აპოკალიფსისი და თანაც უდიდესი ყურადღებით, არ შეიძლება არ უყვარდეს ეს წიგნი. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ისეთ მკითხველზე, რომელსაც ამქვეყნად სწყურია ზეციური იერუსალიმი და თავისი ამ წყურვილის დაოკებას ეძებს; ელტვის ცხოვრების საიდუმლოებები ამოხსნას აქ, დედამიწაზე, სადაც ქრისტიანობა არის მოწამეობრივი ღვაწლი.
რაც შეეხება ჩვენს გამოკვლევას აპოკალიფსისზე, გვსურდა წარგვედგინა მთლიანი ისტორიულ-კრიტიკული მიმოხილვის მცდელობა წიგნის ყველა უმთავრეს და ძირითად საკითხში. ეს ამოცანა საკმაოდ რთულია აპოკალიფსისის საკითხის გარშემო არსებული თანამედროვე მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქმე იმაშია, რომ ჩვენი კანონის ამ წიგნისადმი არსებობს ეჭვი, ჯერ-ერთი, არა მარტო თავისი სამოციქულო წარმომავლობის, არამედ ქრისტიანული წარმომომავლობის თვალსაზრისითაც. ის უბრალოდ ერთ დონეზეა დაყენებული იუდაურ აპოკალიფსისებთან და თავისი ნამდვილი სახით ზოგჯერ ძირითადი იუდაური ნაწარმოების ქრისტიანულ რედაქციად მიაჩნიათ.
შემდეგ, - ბოლო დროს, ტრადიციულ-იუდაურის გარდა, მოდაში შემოვიდა წმ. იოანეს აპოკალიფსისის რელიგიურ-ისტორიული განმარტება, რომელიც მიიჩნევს, რომ აპოკალიპტური სიმბოლოები აღებულია აღმოსავლეთის ძველ წარმართულ რელიგიათა მითოლოგიური წარმოდგენებიდან.
მეორე საკითხი, რომელიც აპოკალიფსისის შესწავლასთან დაკავშირებით ჩნდება, არის მისი ერთიანობის საკითხი. ბოლო ოცდაათ წელზე მეტია ამ სფეროში დიდი გამოცოცხლებაა, და ჩვენ ვაწყდებით მთელ რიგ მრავალგვაროვან თეორიებს, რომლებიც უარყოფენ ამ ახალაღთქმისეული წინასწარმეტყველური წიგნის ერთიანობას. უკვე ამით არის განპირობებული ჩვენი გამოკვლევის ორი ნაწილი. ბუნებრივია, რომ მათ სჭირდებოდათ შეესწავლათ ახალაღთქმისეულ კანონში აპოკალიფსისის მდგომარეობის საკითხის ისტორია. ამ შესწავლიდან გაკეთებულმა დასკვნამ, თხზულების წარმომავლობასთან და შემადგენლობასთან დაკავშირებით, გვიბიძგა დაგვესრულებინა გამოკვლევა სპეციალური განყოფილებით, რომელიც აპოკალიფსისის მწერალს მიეძღვნა.
ამის შესაბამისად, ჩვენი გამოკვლევა შედგება ოთხი განყოფილებისგან:
განყოფილება I. აპოკალიფსისი ახალაღთქმისეულ კანონში.განყოფილება II. აპოკალიფსისის წარმომავლობის საკითხი.განყოფილება III. აპოკალიფსისი შედგენილობის საკითხი.განყოფილება IV. აპოკალიფსისის მწერლის შესახებ.
მრავალფეროვანი სამეცნიერო მასალის ასეთი განლაგება, რომელიც ეხება აპოკალიფსისს, ყველაზე მოხერხებულად მიგვაჩნია. თუმცა, ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა ადგილას ზოგჯერ ერთსა და იმავე საგანზე გვიწევს ლაპარაკი. ასე, მაგალითად, სპეციალურად აპოკალიფსისის XII თავზე ლაპარაკია ორ ადგილას მეორე და, ერთხელ მესამე განყოფილებაში, ისევე როგორც აპოკალიფსისის თეოლოგიასთან საქმე აქვთ მეორე და მეოთხე განყოფილებებს. მაგრამ ეს ვითარება ვერ გვაიძულებდა შეგვემუშავებინა სხვა გეგმა, რადგან თუკი წარდგენილ გამოკვლევაში ზოგჯერ დაკავშირებულ თემებზე ლაპარაკია სხვადასხვა განყოფილებებში, განხილვის საფუძველი ყველგან განსხვავებულია, მასალები განიხილება სრულიად სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენი გამოკვლევის ამოცანა კრიტიკულია, და მასალის მასში განთავსება განისაზღვრება იმ საკითხებით, რომელსაც აპოკალიფსისთან მიმართებაში აყენებს კრიტიკა.
რაც შეეხება კერძო საკითხებს, მეორე განყოფილებაში, უპირველეს ყოვლისა, ლაპარაკია აპოკალიფსისის რელიგიურ-ისტორიულ განმარტებაზე, თანაც იმისთვის, რათა მკითხველი გაეცნოს ამ სფეროს, შეხედულებებს, რომლებიც სპეციალურად ეხება აპოკალიფსისს და განიხილავს ზოგად შენიშვნებს რელიგიურ-ისტორიულ ჰიპოთეზასთან დაკავშირებით. ამავე განყოფილებაში, მის მეორე ნაწილში, მოცემულია იუდაური აპოკალიპტიკის სწავლება მის მთავარ პუნქტებში და ახალაღთქმისეული აპოკალიფსისი შესაბამისი პუნქტების სწავლებანი.
მოცემულ შემთხვევაში მასალის არჩევის საფუძველს წარმოადგენდა მისწრაფება ერთმანეთისთვის შეგვედარებინა იუდაური ფსევდოეპიგრაფიკული ნაწერები და ქრისტიანული წინასწარმეტყველების წიგნის მთავარი პუნქტები. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი არ იქნება ზედმეტი, რადგან იუდაური აპოკალიპტიკა მისი ცნებების მეშვეობით ახალაღთქმისეული აპოკალიფსისი მკვლევრის ყურადღებას უნდა იპყრობდეს, ამ უკანასკნელის წარმომავლობის საკითხთან მიმართებაში.
აქ, რა თქმა უნდა, შეიძლება შემოგვედავონ იმის გამო, რომ, აპოკალიფსისის სწავლების გადმოცემისას, ჩვენ ვვარაუდობთ მის ერთიანობას, მაშინ როდესაც მისი იუდაური წარმომავლობის ჰიპოთეზები ამ ერთიანობას უარყოფენ: როგორც ჩანს, საჭირო იყო ამ უარყოფით დაწყება. მაგრამ ჩვენ სრულიად შეუძლებლად მივიჩნევთ ერთად გადმოვცეთ საკითხი აპოკალიფსისის ერთიანობისა და მისი წარმომავლობის შესახებ, მაშინ როდესაც განცალკევებულად მსჯელობაში, საიდანაც ვიწყებთ საუბარს, საკითხის მეორე მხარის ბნელში დატოვება გვიწევს. ამასთან, აპოკალიფსისის თეოლოგიის შესწავლის ხასიათის გამო, რაც გადმოცემულია მეორე ნაწილში, მისი გადმოცემა იქ სრულიად კანონზომიერია, მითუმეტეს წიგნის ერთიანობის ჩვენეული მოსაზრებიდან გამომდინარეც. ჩვენ ხომ განზე არ ვტოვებთ იმ ადგილებს, რომლებშიც მკვლევრები აპოკალიფსისის იუდაურ ელემენტს პოულობენ, არამედ მათ საჭირო განმარტებას ვაძლევთ.
გარდა ამისა, თვით აპოკალიფსისის სწავლების სისტემატური სახით გადმოცემის შესაძლებლობა, ერთმანეთის გამომრიცხავი ელემენტების კონსტატირების გარეშეც, მისი ერთიანობის აღიარებისკენ განგვაწყობს, და ამგვარად, სწავლების გადმოცემა გამოკვლევაში ბუნებრივ დამატებად და წიგნის ერთიანობის საკითხზე გადასვლად წარმოდგება.
მესამე ნაწილში ჩვენ შესაძლებლად არ ჩავთვალეთ შემოვფარგლულიყავით უარყოფითი ჰიპოთეზების კრიტიკით, არამედ ამ კრიტიკას გთავაზობთ აპოკალიფსისის შემადგენლობაზე დადებითი შეხედულების თვალსაზრისით.
შემდეგ, რადგან აპოკალიფსისის მწერლის ვინაობასთან დაკავშირებული საკითხი ძალიან რთულია, - ვინაიდან გადმოცემით მოციქულ იოანეს მიეწერება შინაარსობრივად და ენით იმდენად განსხვავებული ნაწერები, როგორებიცაა, ერთი მხრივ, აპოკალიფსისი და მეორე მხრივ - სახარება და სამი ეპისტოლე, რომ ჩვენ ის გამოვყავით მეოთხე განყოფილებაში, და პირველს პატრისტიკული ტრადიციული გამოკვლევა მივუძღვენით.
მეოთხე განყოფილებაში ჩვენ ვლაპარაკობთ აპოკალიფსისის თვითმოწმობაზე მწერლის შესახებ. აქ მოცემულია მოციქულ იოანეს ბიოგრაფიული ცნობები და განიხილება საკითხი მისი ესოდენ განსხვავებული ნაწერების შინაარსსა და ენაზე. ჩვენ აქ მხედველობიდან არ გამოგვპარვია ჩვენი ნაშრომის კრიტიკული ამოცანა, - მასალა შერჩეული გვაქვს მხოლოდ იმისთვის, რათა მივიდეთ ამა თუ იმ დასკვნამდე საკითხში: შეიძლებოდა თუ არა ერთი და იგივე მწერლისგან წამოსულიყო ახალაღთქმისეულ კანონში იოანესადმი მიკუთვნებული ყველა წიგნი?
აპოკალიფსისზე და სხვა საკითხებზე, რომელთაც წინამდებარე გამოკვლევაში ვეხებით, არსებობს საკმაოდ დიდძალი ლიტერატურა. ამ მასიდან წყაროებისა და სახელმძღვანელოების სახით გამოვიყენეთ შემდეგი წიგნები და სტატიები:
Abbott E. A., Johannine Vocabulary, London 1905.
– Johannine Grammar, London 1906.
Adeney W. F., Prof., The Theology of the New Testament, London 1894.
Auberlen h. Aug., Le prophète Daniel et l'apocalypse de saint Jean, Lausanne – Paris 1880.
Баженов И. В., Характеристика четвертого Евангелия со стороны содержания и языка, Казань 1907.
Baldensperger W., Prof., Das Selbstbewusstsein Jesu im Lichte der messianischen Hoffnungen seiner Zeit. Erste Hälfte: Die messianisch-apokalyptischen Hoffnungen des Jüdenthums. Dritte Auflage, Strassburg 1903.
Baur Fr. Chr., Prof., Vorlesungen über neutestamentliche Theologie, Leipzig 1864.
– Geschichte der christlichen Kirche. Erster Band, Tübingen 1863.
Belser Jon., Prof., Einleitung in das Neue Testament, Freiburg i. B. 1901.
Bensly R. L., Prof., and James M. R., The fourth Book of Ezra, Cambridge 1895 («Texts and Studies» bu A. Robinson vol. III, 2).
Benson E. W., The Apocalypse: an Introductoru Studu of the Revelation of St. John the Divine, London 1900.
Beyschlag Willibald, Prof., Die Apokalypse gegen die jüngste kritische Hypothese in Schutz genommen («Theologische Studien und Kritiken» 1888. S. 102–138).
– Neutestamentliche Theologie, B. I–II, Halle 1891. 1892.
Blass Fr., Prof., Grammatik des neutestamentlichen Griechisch. Vierte Autlage. Göttingen 1913.
Bleek Fr., Prof., Vorlesungen über die Apokalypse, Berlin 1862.
Böklen E., Die Verwandtschaft der jüdisch-christlichen mit der parsischen Eschatologie, Gottingen 1902.
Bonnet J., Eclaircissement de l'Аpocalypse, Fribourg 1908.
Bousset W., Prof., Der Antichrist in der Ueberlieferung des Jüdenthums, des Neuen Testaments und der alten Kirche, Göttingen 1895.
– Die jüdische Apokalyptik, ihre religionsgeschichtliche Herkunft und ihre Bedeutung für das Neue Testament, Berlin 1903.
– Die Offenbarung Johannis. Göttingen 1906 (Kritisch-exegetischer Kommentar über d. N. T. v. Meyer, 16 Abth, 6 Autlage).
– Die Religion des Jüdenthums im neutestamentlichen Zeitalter. Zweite Autlage, Berlin 1906.
– Textkritische Studien zum Neuen Testament, Leipzig 1894. «Texte und Untersuchungen» B. IX, H. 4).
Bovon J., Prof., L'hypothèse de M. Vischer sur l'origine de l'Apocalypse («Revue de Théologie et de Philosophie» 1887, p. 329–362).
– Théologie du Nouveau Testament, t. I – II, Lausanne 1893–1894.
Brückner A., Der Sterbende und auferstehende Gottheiland in den orientalischen Religionen und ihr Verhältniss zum Christentum, Tübingen 1908.
Bruston C., Prof., Les Origines de l’Apocalypse («Revue de Théologie et de Philosophie» 1888, p. 255–279).
Bullinger E. W., Die Apokalypse oder der Tag des Herrn, Barmen 1904.
Bungeroth H., Die Offenbarung Johannis erläntert unter dem Gesichtspunkte einer Theodicee, Leipzig 1907.
Burkitt F. C., Prof., Jewish and Christian Apocalypses, London 1914.
Calmes Th., L'Apocalypse devant la tradition et devant la critique, Paris 1907.
Chapman J., John the Presbyter and the Fourth Gospel, Oxford 1911.
Charles R. H., The Apocalypse of Baruch, London 1896.
– The Assumption of Moses, London 1897.
– The Book of Enoch, Oxford 1893.
– A Critical History of the Doctrine of a Future Life in Israel, in Judaisme, and in Christianity or Hebrew, Jewish and Christian Eschatology, London 1899.
Chavannes H., Que penser de l'apocalypse («Revue de Théologie et de Philosophie» 1907, p. 418–471).
Clemen C., Prof., Religionsgeschichtliche Erklärung des Neuen Testaments, Giessen 1909.
– Die Zahl des Tieres Apk. 13, 18 («Zeitschrift für die neutestamentliche Wissenschaft» 1901, S. 109–114).
Corssen P., Noch einmal die Zahl des Tieres in der Apocalypse (ibid. 1902, S. 238–242).
– Zur Verständigung über Apok. 13, 18 (ibid. 1903, S. 264–267).
– Die Entsteheng der Zahl 666 (ibid. 1904, S. 86–88).
Couard L., Die religiösen und sittlichen Anschauungen der alttestamentlichen Apokryphen und Pseudepigraphen, Gütersloh 1907.
Dalman G., Prof., Der leidende und der sterbende Messias der Synagoge im ersten nachchristlichen Jahrtausend, Berlin 1888.
– Die Worte Jesu, B. I, Leipzig 1898.
Dannemann C., Wer ist der Verfasser der Offenbarung Johannis? Hannover 1841.
Deane W. I., Pseudepigrapha, Edinburgh 1891.
Деличь Фридр., проф. Библия и Вавилон, Спб. 1906.
Dieterich A., Abraxas, Leipzig 1891.
– Nekyia, Leipzig 1893.
Dillmann A., Prof., Das Buch Henoch, Leipzig 1853.
Ebrard I. H. A., Prof., Die Offenbarung Johannes, Königsberg 1853 (H. Olshausen, Biblischer Kommentar über sämmtliche Schriften des N. Testaments, B. VII).
Erbes K., Die Offenbarung Johannis, Gotha 1891.
Ewald H., Prof., Commentarius in Apocalypsin Johannis exegeticus et criticus, Lipsiae 1828.
– Die johanneischen Schriften, B. II: Johannes» Apokalypse, Göttingen 1862.
Евдоким (Мещерский), иером. (ныне архиепископ). Св. Апостол и Евангелист Иоанн Богослов, Сергиев Посад 1898 (2 изд. – 1912 г.).
Жданов А. А., доц., Откровение Господа о семи азийских церквах. Опыт изъяснения первых трех глав Апокалипсиса. Москва 1891.
Farrar F. W., The Early Days of Christianity. Third Edition. Vol. II, London – Paris – New-York 1882.
Faye E., Les apocalypses juives, Paris 1892.
Feine P., Prof., Theologie des Neuen Testaments, Leipzig 1910.
Fiebig P., Babel und das Neue Testament, Tübingen 1905.
– Die Offenbarung des Johannes und die jüdische Apokalyptik der römischen Kaiserzeit, Gotha 1907.
– Der Menschensohn. Tübingen und Leipzig 1901.
Franke A. H., Das Alte Testament bei Johnnes, Göttingen 1885.
Gebhardt H., Der Lehrbegriff der Apokalypse und sein Verhältniss zur Lehrbegriff des Evangeliums und der Johnnes, Gotha 1873.
Geffcken I., Komposition und Entstehungszeit der Oracula Sibyllina, Leipzig 1902 («Texte und Uutersuchungen». N. F. VIII. 1).
Gloag P. J., Introduction to the Johannine Writings, London 1891.
Godet F., Prof., Bibelstudien. Zweiter Theil, Hannover 1878.
Grass K. K., Privatdocent, Grundriss der Offenbarung Johannis für gebildete Bibelleser, Riga 1904.
Gregory C. R., Prof., Canon and Text of the New Testament, Edinburgh 1907.
– Textkritik des Neuen Testamentes, B. I–III, Leipzig 1900, 1902, 1909.
Gry L., Le Millenarisme dans les origins et son develloppement, Paris 1904.
Guerike F., Prof., Fortgesetzte Beiträge zur historisch-kritischen Einleitung ins Neue Testament. Erste Lieferung: Offenbarung Johannis, Halle 1831.
Gunkel H., Prof., Aus Wellhansen's neuesten apocalyptischen Forschungen («Zeitschrift für wissenschaftliche Theologie» 1899, S. 581–611).
– Israel und Babylonien, Göttingen 1903.
– Schöpfung und Chaos in Urzeit und Endzeit, Göttingen 1895.
– Zum religionsgeschichtlichen Verständnis des Neuen Testaments («Forschungen zur Rel. u. Lit. d. A. u. N. T.», herausgegeben v. W. Bousset u H. Gunkel, B. I, H. 1) Göttingen 1903.
Harnack Ad., Prof., Die Chronologie der altchristlichen Litteratur bis Eusebins, B. I. Leipzig 1897.
Haussleiter J., Prof., Beiträge zur Würdigung der Offenbarung des Johannes und ihres ältesten lateinischen Auslegers Victorinus von Pettau, Griefswald 1900.
– Die lateinische Apokalypse der alten afrikanischen Kirche (Forschungen zur Geschichte des neutestamentlichen Kanons, Th. IV), Erlangen und Leipzig 1891.
Hehn J., Prof., Siebenzahl und Sabbat bei den Babyloniern und im Alten Testament, Leipzig 1907.
Hengstenberg E. W., Prof., Die Offenbarung des heiligen Johannes, B. I–II, Berlin 1861–1862.
Hertlein E., Die Menschensohnfrage im letzten Stadium, Berlin – Stuttgart – Leipzig 1911.
Hilgenfeld Ad., Prof., Historisch-kritische Einleitung in das Neue Testament, Leipzig 1875.
– Die Johannes – Apokalypse und die neueste Forschung («Zeitschrift für wissenschaftliche Theologie» 1890, S. 385–468).
– Die jüdische Apokalyptik in ihrer geschichtlichen Entwickelung, Jena 1857.
– Messias judaeorum, Lipsiae 1869.
Hirscht A., Die Apokalypse und ihre neueste Kritik, Leipzig 1895.
Holtzmann H. J., Prof., Evangelium, Briefe und Offenbarung des Johannes. Zweite Auflage. Freiburg i. B. und Leipzig 1893. (Hand-Commentar zum Neuen Testament, B. IV).
– Lehrbuch der neutestamentlichen Theologie, B. I–II. Zweite Auflage. Tübingen 1911.
Hort E. I. A., Prof., The Apocalypse of St. John I–III, London 1908.
Huschke E., Prof., Das Buch mit sieben Siegeln in der Offenbarung St. Johannes 5, 1 u. tlg., Leipzig u. Dresden 1860.
Jeremias Alfr., Das Alte Testament im Lichte des Alten Orients. 2 Auflage, Leipzig 1906.
– Babylonisches im Neuen Testament, Leipzig 1905.
– Monotheistische Strömungen innerhalb der babylonischen Religion. Leipzig 1904.
Jülicher Ad., Prof., Einleitung in das Neue Testament, Freiburg i. B. und Leipzig 1894.
Kabisch R., Das vierte Buch Esra, Göttingen 1889.
Kautzsch E., Prof., Die Apokryphen und Pseudepigraphen des Alten Testaments. Zweiter Band. Die Pseudepigraphen d. Alten Testaments. Tübingen 1900.
Keferstein S., Die Offenbarung St. Johannis nach rein symbolischer Auffassung, Gütersloh 1907.
Keim Th., Prof., Geschichte Jesu von Nazara B. I, Zürich 1867.
Kliefoth Th., Die Offenbarung des Johannes B. I–III, Leipzig 1874.
Köberle J., Babylonische Kultur und biblische Religion. München 1903.
Kohlhofer M., Die Einheit der Apokalypse. Freiburg i. B. 1902 («Biblische Studien», herausgegeben v. Bardenhewer B. VII, H. IV).
König E., Prof., Moderne Anschauungen über den Ursprung der israelitischen Religion. Langensalza 1906.
Köstlin K. R., Der Lehrbegriff des Evangeliums und der Briefe Johannis und die verwandten neutestamentlichen Lehrbegriffe, Berlin 1843.
Krüger P., Hellenismus und Jüdentum im neutestamentlicher Zeitalter, Leipzig 1908.
Larfeld W., Prof., Die beiden Johannes von Ephesus der Apostel und der Presbyter, der Lehrer und Schüler, München 1914.
Leipoldt Joh., Privatdocent, Geschichte des neutestamentlichen Kanons, Th. I–II, Leipzig 1907–1908.
Lightfoot I. B., Essays on the Work entitled Supernatural Religion, London 1889.
Lindenbein A., Erklärung der Offenbarung des Johannes, Braunschweig 1890.
Lücke Fr., Prof., Versuch einer vollständigen Einleitung in die Offenbarung Johannis und in die gesammte apokalyptische Litteratur, Bonn 1932.
Lueken W., Michael: eine Darstellung und Vergleichung der jüdischen und Vergleichung der jüdischen und der morgenländisch-christlichen Tradition vom Erzengen Michael, Göttingen 1898.
Lützelberger E. C. I., Die kirchliche Tradition über den Apostel Johannes und seine Schriften in ihrer Grundlosigkeit, Leipzig 1840.
Macdonald I. M., The Life and Writings of St. John, Second Edition, London 1880.
Marti K., Prof., Die Religion des Alten Testaments unter den Religionen des vorderen Orients, Tübingen 1906.
Ménégoz E., Prof., Une nouvelle hypothèse sur la composition de I’Apocalypse de Jean («Revue de Théologia et de Philosophie» 1887, p. 168–189).
Messner H., Die Lehre der Apostel, Leipzig 1856.
Michaelis J. D., Einleitug in die göttlichen Schriften des Neuen Bundes. Zweiter Theil. Dritte Ausgabe, Göttingen 1777.
Moffatt J., An Introduction to the Literature of the New Testament, Edinburh 1911.
Молчанов Н. Д. († архиеп. Никандр). Подлинность четвертого Евангелия и отношение его к трем первым Евангелиям. Тамбов 1883.
Moulton J. H., Prof., A Grammar of New Testament Greek. Third Edition, Edinburgh 1908.
Müller M. W., Die Apokalyptischen Reiter («Zeitschrift für die neutestamentliche Wissenschaft» 1907, S. 290–316).
Neander A., Prof., Geschichte der Pflanzung und Leitung der christlichen Kirche durch die Apostel, Hamburg 1847.
Норов А., Путешествие к семи церквам, упоминаемым в Апокалипсисе, Спб. 1847.
Nösgen C. F., Prof., Geschichte der neutestamentlichen Offenbarung, B. II, München 1893.
Ньютон И., Замечания на книгу пророка Даниила и Апокалипсис св. Иоанна, Петроград 1915.
Орлов Н., свящ., Апокалипсис св. Иоанна Богослова, Москва 1904.
Pfleiderer O., Prof., Vorbereitung des Christentums in der griechischen Philosophie, Halle 1904.
– Das Urchristentum, seine Schriften und Lehren, Zweite Auflage, B. II, Berlin 1902.
Prager L., Die Offenbarung Johannis, B. I–II, Leipzig 1901.
– Das Tausendjärige Reich, Leipzig 1903.
Radermacher L., Prof., Neutestamentliche Crammatik, Tübingen 1911.
Ramsay W. M., Prof., The First Christian Century, London – New – York – Toronto 1911.
– The Letters to the Seven Churches of Asia and their Place in the Plan of the Apocalypse. Second Edition, London 1906.
Rauch Chr., Die Offenbarung des Johannes, Haarlem 1894.
Reinach Th., Textes d'auteurs grecs et romains relatifs au judaisme, Paris 1895.
Renan E., Der Antichrist, Leipzig – Paris 1873.
Reymond A., L'Apocalypse, t. I–II, Lausanne 1904, 1906.
Rohr, Prof., Die apokalyptichen Sendschreiben in ihrer Bedeutung für die Verfassungsgeschichte («Theologische Quartalschrift» 1906, S. 369–390).
– Zur Einheitlichkeit der Apocalypse (ibid. 1906, S. 497–541).
Рыбинский Вл. П., проф., Библия и Вавилон, Спб. 1904.
– Вавилон и Библия (по поводу речи Ф. Делича на тему «Babel und Bibel»), Киев 1903.
Rückert, Prof., Die Begriffe παρθένος und ἀπαρχή in Apoc. 14, 4. 5 («Theologische Quartalschrift» 1886, S. 391–448; 1887, S. 105–132).
– Exegetisch-kritische Beleuchtung von Apoc. 22, 14 und 15 (ibid. 1888, S. 531–589).
Sabatier A., Prof., Les origines litteraires et la composition de I’apocalypse de saint Jean, Paris 1888.
Сагарда Н. И., проф. Первое соборное послание святого Апостола и Евангелиста Иоанна Богослова, Полтава 1903.
Schiaparelli G., Die Astronomie im Alten Testament, Giessen 1904.
Schlatter A., Prof., Das Alte Testament in der johanneischen Apokalypse, Gütersloh 1912.
– Die Theologie des Neuen Testaments, Th. II, Calw und Stuttgart 1910.
Schmid Chr. Fr., Prof., Biblische Theologie des Neuen Testaments. Fünfte Auflage, Leipzig 1886.
Schmidt P., Prof., Anmerkungen über die Komposition der Offenbarung Johannis, Freiburg i. B. 1891.
Schmiedel P., Prof., Evangelium, Briefe und Offenbarung des Johannes nach ihrer Entstehung und Bedeutung, Tübingen 1906.
Scholten J. H., Der Apostel Johannes in Kleinasien, Berlin 1872.
Schrader E., Prof., Keilinschriften und das Alte Testament. Dritte Auflage, neu bearbeitet von H. Zimmern und H. Winckler, Berlin 1902. 1 Hälfte: Geschichte und Geographie von H. Winckler. 2. Hälfte: Religion und Sprache von H. Zimmern.
Schürer E., Prof., Geschichte des jüdischen Volkes im Zeitalter Jesu Christi. 4 Auflage, B. III, Leipzig 1909.
Selwyn E. C., The Christian Prophets and the Prophetic Apocalypse, London 1900.
Славянская книга Еноха («Чтения в Обществе Истории и Древностей Российских» 1899, IV).
Смирнов А. В., прот.-проф., Книга Еноха. Казань 1896.
– Книга юбилеев или малое бытие, Казань 1895.
– Псалмы Соломона, Казань 1896.
– Мессианские ожидания и верования иудеев около времен Иисуса Христа (от Маккавейских войн до разрушения Иерусалима римлянами), Казань 1899.
– Заветы двенадцати патриархов, сыновей Иакова, Казань 1911.
Spitta Fr., Prof., Die Offenbarung des Johannes, Halle 1889.
Stanton V. H., Prof., The Jewish and the Christian Messiah, Edinburgh 1886.
Stave E., Über den Einfluss des Parsismus auf das Judentum, Haarlem 1898.
Steinmetzer Fr., Prof., Die Geschichte der Geburt und Kindheit Christi und ihr Verhältnis zur babylonischen Mythe, Münster i. W. 1910.
Stevens G. B., Prof., The Theology of the New Testament, Edinburgh 1899.
– The Johannine Theology, New-York 1895.
Swete H. B., Prof., The Apocalypse of St. John. Third Edition, London 1911.
Thiersch H., Die Kirche im apostolischen Zeitalter und die Entstehung der neutestamentlichen Schriften, Dritte Autlage, Augsburg 1879.
Thomson I. E. H., Books which influenced our Lord and his Apostles, Edinburgh 1891.
Tiefenthal F. S., Prof., Die Apokalypse des hl. Johannes, Paderborn 1892.
Успенский И. И., Вопрос о пребывании св. Апостола Иоанна Богослова в Малой Азии («Христианское Чтение» 1879. ч. I, стр. 3–31; 279–332).
– Деятельность св. Апостола Иоанна Богослова в Малой Азии («Христианское Чтение» 1879. ч. II, стр. 245–271).
Vischer E., Prof., Die Offenbarung Johannis eine jüdische Apokalypse in christlichen Bearbeitung, Leipzig 1886 («Texte und Untersuchungen» B. II, H. 3).
– Die Zahl 666 Apk. 13, 18 («Zeitschrift für die neutestamentliche Wissenschaft» 1903, S. 167–174).
– Die Entstehung der Zahl 666 (ibid. 1904, S. 84–86.
Volkmar G., Prof., Commentar zur Offenbarung Johannes, Zürich 1862.
Völter D., Prof., Die Entstehung der Apokalypse, Freiburg i. B. und Tübingen 1882.
– Die Entstehung der Apokalypse. Zweite, völlig neu gearbeitete Auflage, Freiburg i. B. 1885.
– Das Problem der Apokalypse, Freiburg i. B. und Leipzig 1893.
– Die Offenbarung Johannis, 2 Auflage, Strassburg 1911.
Volz P., Jüdische Eschatologie von Daniel bis Akiba, Tübingen und Leipzig 1903.
Weber Ferdinand, Jüdische Theologie auf Grund des Talmud und verwandter Schriften. Zweite Auflage, Leipzig 1897.
Weber Otto, Die Literatur der Babylonier und Assyrer, Leipzig 1907.
Weidner R. F., Prof., Biblical Theology of the New Testament, Vol. II, New York and Chicago 1891.
Weiss Bernhard, Prof., Apokalyptische Studien («Theologische Studien und Kritiken» 1869, I, S. 7–59).
– Die Johannes – Apokalypse. Leipzig 1891 («Texte und Untersuchungen» B. VII, H. 1).
– Lehrbuch der Biblischen Theologie des Neuen Testaments. Sechste Auflage, Berlin 1895.
– Das Neue Testament, B. III. Zweite Auflage, Leipzig 1902.
Weiss Johannes, Prof., Die Offenbarung des Johannes, Göttingen 1904. («Forschungen zur Rel. u. Lit. d. A. u. d. N. T.» Heft 3).
Weizsäcker C., Prof., Das apostolische Zeitalter der christlichen Kirche. Zweite Auflage, Freiburg i. B. 1892.
Wellhausen J., Prof., Analyse der Offenbarung Johannis, Berlin 1907.
– Israelitische und jüdische Geschichte. Sechste Ausgabe, Berlin 1907.
– Skizzen und Vorarbeiten, H. VI (статьи: Des Menschen Sohn S. 187–215; Zur apokalyptischen Litteratur S. 215–249) Berlin 1899.
Wendland P., Prof., Die Hellenistisch-Römische Kultur in ihren Beziehungen zu Judentum und Christentum. Zweite und dritte Auflage, Tübingen 1912.
Westcott B. F., Prof., A General Survey of the History of the Canon of the New Testament, Cambridge and London 1889.
Winckler H., Prof., Keilinschriftliches Textbuch zum Alter Testament, Leipzig 1892.
De Wette W. M. L., Kurze Erklärung der Offenbarung Johannis, Leipzig 1848 (Kurzgefasster exegetisches Handbuch zum Neuen Testament B. III, Th. II).
– Lehrbuch der historisch-kritischen Einleitung in die kanonischen Bücher des Neuen Testaments, Berlin 1860.
X (аноним), Die hebräische Grundlage der Apokalypse («Zeitschrift für die Alttestamentliche Wissenschaft» 1887, S. 167–171).
Zahn Th., Prof., Einleitung in das Neue Testament B. II. Dritte Auflage. Leipzig 1907.
– Apokalyptische Studien (Zeitschrift für kirchliche Wissenschaft und kirchliches Leben 1886, S. 32–45, 77–87, 337– 352, 393–405).
– Geschichte des neutestamentlichen Kanons, B. I – II, Erlangen und Leipzig 1888–1892.
– Forschungen zur Geschichte des neutestamentlichen Kanons und der altkirchlichen Literatur, Th. VI: Apostel und Apostelschüler in der Provinz Asien, Leipzig 1900.
– Grundriss der Geschichte des neutestamentlichen Kanons, Leipzig 1901.
Zimmern H., Prof., Keilinschriften und Bibel nach ihrem religionsgeschichtlichen Zusammenhang, Berlin 1903.
Произведения древне-церковной письменности цитуются: мужи апостольские по изданию Funk'a: Patres apostolici, vol I; Ипполит – по Hippolytus» Werke herausgegeben v. Bonwetsch und Achelis, Leipzig 1897; Церковная история Евсевия – по изданию Heinichen’a, Lipsiae 1868; другие отцы и писатели церковные цитируются по изданию Migne’я с обозначением серии, тома и столбца текста.
Для текстуально-критических справок нам служили следующие издания:
1) Η Καινὴ Διαθήκη. Novum Testamentum, Textus Stephanici curanic F. H. A. Scrivener. Editio quarta, Londini MDCCCCVI.
2) Novum Testamentum Gracce cum apparatu critico curavit Fberhard Nestle, Stuttgart 1912.
3) Tischendorf C., Novum Testamentum graece, Volumen II, Editio octava, Lipsiae 1872.
4) Westcott B. F. and Hort F. J. A., The New Testament in the original Greek: Introduction, London 1896.
5) – Text, Cambridge and London 1881.
6) Hermann Freiherr von Soden, Prof., Griechisches Neues Testament: Text mit kurzem Apparat (Handausgabe), Göttingen 1913.
ჩვენ მიერ გამოყენებული ყველა წიგნი, რომელიც ამ სიაში ვერ შევიდა, მთლიანად არის ციტირებული წინამდებარე გამოკვლევის შესაბამის ადგილებში.
გაგრძელება იქნება.
წყარო: Апокалипсис св. апостола Иоанна Богослова : Исагогическое исследование / В.В. Четыркин. - Петроград : Тип. М. Меркушева, 1916. - XVII, 514 с.
მასალა ითარგმნა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ.