სხვადასხვა > იდუმალი სამყარო
ინკუბუსები და სუკკუბუსები ქართულ გადმოცემებში
მემორატული და ფაბულატური მითოლოგიური გადმოცემები ქართულ, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში
გადავწყვიტეთ ჩვენი საიტის გარკვეული სივრცე დავუთმოთ მემორატული და ფაბულატური მითოლოგიური გადმოცემების ქართულ, ხალხურ ნიმუშებს (ხოლო მომავალში გამოვაქვეყნოთ სხვა ქრისტეანი ხალხების ანალოგიურ გადმოცემებსაც). თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1991 წელს გამოცემული ქართული ხალხური სიტყვიერების II ტომის ("მეგრული ტექტები") წინასიტყვაობაში ვკითულობთ: "ვფიქრობთ, მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ამგვარი მასალების შეგროვება და მეცნიერულად გამოცემა გადაუდებელი, არადასაყოვნებელი საქმეა უძველესი ქართველი ხალხის ისტორიისა და კულტურის ღრმად შესასწავლად. საიდუმლოება არც ის არის, რომ ტექნიკის, ცივილიზაციის და ერთიანი კულტურის საოცარი სწრაფი წინსვლა მივიწყების ნიველირებისა და გაქრობის საფრთხეს უქმნის ხალხური შემოქმედების სხვადასხვა უბანს, მათ შორის ზეპირსიტყვიერებასაც. დღეს არავის შეუძლია, ზუსტად განსაზღვროს, როგორ წარიმართება უმწერლობო ქართველური ენების - სვანურისა და მეგრულ-ჭანურის ბედი რამოდენიმე საუკუნის შემდეგ, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ ამ ენებზე ფიქსირებულ მასალებს მომავალში ოქროს ფასი დაედება".
ამავე გამოცემის შესავალ ნაწილში ვკითხულობთ: "მემორატული და ფაბულატური მითოლოგიური გადმოცემები, როგორც არაზღაპრული პროზის სპეციფიკური ჟანრი, პირველად შემოდის ქართულ ფოლკლორში თავისი ავტონომიური უფლებით. ამ ჟანრის დიდ მნიშვნელობაზე ამ ბოლო წლებში იქნა ყურადღება გამახვილებული როგორც ევროპულ, ისე რუსულ ფოლკლორისტიკაში. მეცნიერებას აინტერესებს ამ ტიპის გადმოცემებში შემონახული ის უძველესი წარმოდგენები, რომლებიც "დაბალ მითოლოგიურ" რწმენათა კომპლექსიითაა შეპირობებული და უნივერსალურ ხასიათს ატარებენ". მაგრამ გარკვეულწილად ამგვარი გადმოცემები საინტერესოა რელიგიის სფეროსთვისაც, რაზეც მეტყველებს თუნდაც ლუდოვიკო მარია სინისტრარის ცნობილი ნაშრომი "ინკუბუსებისა და სუკკუბუსების დემონიალიტეტი", დავა ე. წ. "ნეფილიმთა" გარშემო და სხვა ამის მსგავსი თემა, რომელსაც ხშირად ვხვდებით დაცემულ ანგელოზთადმი მიძღვნილ რელიგიურ სტატიებსა თუ ნაშრომებში.
მეცნიერებისთვის ამგვარი თქმულებები თუ "დაბალ მითოლოგიურ" რწმენათა კატეგორიაშია მოთავსებული, ჩვენთვის, როგორც მორწმუნეთათვის, ის დემონოლოგიის სფეროშია განთავსებული. ამ თემატიკას სხვადასხვა კუთხით ეხებოდა მრავალი ძველი თუ თანამედროვე ღვთისმეტყველი, ამიტომაც, ის სარწმუნოებრივი თვალსაზრისითაც გარკვეულ დაინტერესებას იწვევს. სწორედ ამ ინტერესითაა გამოწვეული ჩვენი მცდელობა შევაგროვოთ ამგვარი ლიტერატურად და განვათავსოთ ის ჩვენი ინტერნეტ რესურსის გვერდებზე.
რა თქმა უნდა, ამ გამოცემის მთლიანად გადმობეჭდვას ჩვენ არ ვაპირებთ, რაც ძალზედ შრომატევადი საქმეა და ჩვენი საიტის თემატიკას სცილდება (წიგნში ასევე შეტანილია ზღაპრები, ანდაზები, თქმულებები და სხვა, თუმცა ამგვარი ლიტერატურის ელექტრონული ვერსიების ინტერნეტში გამოქვეყნება ნამდვილად შესაშური საქმე იქნებოდა). ჩვენ მხოლოდ ვეხებით გამოცემის იმ ნაწილს, რომელიც დაცემული სულების, ანუ ე. წ. ინკუბუსებისა და სუკკუბუსების თემატიკასთან არის დაკავშირებული. მასალა, რომელსაც ქვემოთ ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს, გარკვეულწილად ეხმიანება ამ თემას, რის გამოც ჩვენი ინტერესის სფეროს წარმაოდგენს. მასალის გამოქვეყნებით ჩვენ არაფრის მტკიცებას არ ვიღებთ საკუთარ თავზე, რადგან ამ განყოფილებაში განთავსებული მასალა ქვეყნდება მხოლოდ გაცნობისა და საკითხის შესწავლის მიზნით. ამასთანავე მკითხველებს ვხთოვთ გამოგვიგზავნონ მათთვის ცნობილი მსგავსი ისტორიები, რომლებსაც შევკრებთ და მომავალში ჩვენს საიტზე გამოვაქვეყნებთ.
მასალები აღებულია ნაშრომიდან: "ქართული ხალხური სიტყვიერება", II ტომი. მეგრული ტექსტები. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1991 წ. გვ. 353-405. შემდგენლები ტოგო გულავა და აპოლონ ცანავა. ფრჩხილებში პირველად მითითებულია ნაშრომის გვერდი, შემდეგ კი სტატიის პარაგრაფი.
საიტ აპოკალიფსისის რედაქცია.
შინაარსი
I. ოჩოკოჩი
1. ტყის საკვირველება - ოჩოკოჩი
2. აღწერა და თავისებურებები. ოჩოკოჩის თვისებები
3. სხვადასხვა შემთხვევები
II. ტყაშმაფა
(მეგრ. ტყის მეფე)
1. ტყაშმაფას დახასიათება, აღწერა და თვისებები
2. სხვადასხვა შემთხვევები
III. წყარიშ დიდა
(წყლის დედა ანუ იგივე მეფე წყლებისა)
lV. ჭინკა
1. ტყის საკვირველება -
2. აღწერა და თავისებურებები. ოჩოკოჩის თვისებები
3. სხვადასხვა შემთხვევები
II. ტყაშმაფა
(მეგრ. ტყის მეფე)
1. ტყაშმაფას დახასიათება, აღწერა და თვისებები
2. სხვადასხვა შემთხვევები
III. წყარიშ დიდა
(წყლის დედა ანუ იგივე მეფე წყლებისა)
lV. ჭინკა
V. დიხაშკოჩი
(მიწის კაცი)
VI. მაზაკვალი
(მზაკვარი)
1. მზაკვარი და მისი აღწერა
2. ჭეჭეთობა (ჭიაკოკონობა) -
VII. ჟამი, ანუ სული გაცივებისა
___________________________
IV. ჭინკა
"ჭინკა" ხალხის წარმოდგენაში ბავშვის ტანისაა. ის ტიტველია და აქვს დიდი ყვერები (ზოგი წარმოდგენით დიდი ასო - რედ.). ჭინკები ტყეში ცხოვრობენ. ადამიანს გზის პირას დახვდებიან და სახელს დაუძეხებენ. ჭინკა ადამიანს იმასაც ეტყვის თურმე, თუ იგი სად მიდის, გულში რას ფიქრობს და ჯიბეში რა უდევს. თუ ადამიანი სახლში მარტოხელა დაიგულა, ჭინკა სახლშიაც შევა, მიუჯდება კერას და ადამიანს ესაუბრებაო. მაგრამ ჭნკას ცეცხლისა ეშინია და თუ ვინმემ მუგუზალი მოუქნია, მაშინვე გაიქცევაო. ხალხის რწმენით, ჭინკას არც ვნება შეუძლია და არც სარგებლობის მოტანა, მხოლოდ იგი ადამიანს აფრთხობს სახელის დაძახებით (399, 106).
ადამიანთა საცხოვრებელ სახლებს ახლო ადგილები, ღელეების ნაპირები და სხვადასხვა ბნელი და მივარდნილი კუკთხეები ითვლება სამყფელად მესამე სახის ავი სულებისთვის, მათ ჭინკები ჰქვიათ. ტანით ჭინკები სამი წლის ბავშვის ოდენა თუღა არიან, თმა პატარა კავებადა აქვთ დაწნული, ხმა ბავშვური აქვთ, სერთოდ, როგორც ტანით, ისე სახით ნამდვილ ბავშვებს ჰგვანან. სიარულის დროს პატარა შავი ტანისა და ხელ-ფეხის შეუფერებელი მოძრაობა ჭინკას სასაცილოდ ხდის ადამიანის თვალში. ჯგუფებად ცხოვრობენ. მათი მთავარი თვისებაა - ჭკუაზე შეშალონ მათ წრეში ჩავარდნილი ადამიანი. ზოგჯერაც, ვისაც ჩაიგდებენ ხელში, უსულღმერთოდ სცემენ, მანამდე, სანამ გული არ წაუვა მათს მსხვერპლს.
დიდი მასხარა ხალხის სახელიცა აქვთ ჭინკებს; უყვართ აჭენონ ხოლმე ტყეში ჯოგებად მავალი ცხენები. სხდებიან ცხენის კისერზე. ამისთვის ფაფარს კისერქვევით გამოუნასკვიან შიგ ფეხების გასაყოფად, უზანგების მსგავსად. ცხენებს მთელი საათობით დააჭენებენ, სანამ არაქათი გამოეცლებოდეთ. ზოგჯერაც ისე გაკადნიერდებიან, რომ თავლაში შეიპარებიან, იქიდან ცხენს გამოიყვანენ და გათენებამდე აჭენებენ აღმა და დაღმა. ჭენებით გულს რომ იჯერებენ, ცხენებს თვითონვე შეიყვანენ თავლასი. ცხენის პატრონი გამონასკვილ ფაფარზე შეამჩნევს, რომ მისი ცხენი მთელი ღამე ჭინკას უჭენებია.
გარდა ამისა, ჭინკებს უყვარტ ადამიანთა გამასხარავებაც. ძალიან უხარიათ, როცა ქვებს ესვრიან სახლების სახურვებზე და აკრთობენ ამ სახლებში მყოფთ, ან კიდევ სახურავებზე აცოცდებიან და იქიდან კერას გარშემო დამსხდარ ხალხს თავზე აყრიან ხოლმე ყოველგვარ სიბინძურეს. ეს სიბინძურე ზოგჯერ, კერძი რომ იხარშება, იმ ქვაბშიაც სცვივა. ყოფილა შემთხვევა, რომ ჭინკების თავგასულობით თავგაბეზრებული გლეხი აყრილა ერთი ფუძიდან და უფრო უშისარ და დაცულ ადგილას გადასახლებულა.
ხმა, როგორცა ვთქვით ჭინკებს ბავშვისა აქვთ და ისე მშვენივრად იჯავრებენ ბავშვის ტირილს, რომ ტყეში მიმავალს კაცს ეგონება, - ადამიანის შვილი ჩარჩენილა ტყეში და ისა ტირისო. ძებნას რო დაუწყებს, წააწყდება ჭინკების მთელ გროვას, რომლებიც მისცვივდებიან და მოუნდომებენ ცემას და ჭკუაზე შეშლას. მაგრამ იმასაც გვიამბობენ, რომ ერთ ასეთ ბრძოლაში, გამარჯვებული ადამიანი გამოსულა, ერთი მათგანი დაუჭერია, შინ წამოუყვანია, მოუშინაურებია და მოსამსახურედ გაუხდია.
ამასაც გვიამბობენ: ერთი ცხენოსანი გლეხი გზად მიდენილა ღამე. ერთ ტყეზე უნდა გაევლო. გზაზე ხრამიც ყოფილა გასავლელი. ჯერ ისევ შორიდანვე მოესმა მგზავრს ბავშვის ხმიანობა, ტირილი, სიცილი, ერთმანეთში არეული. ერთი ჭინკათაგანი გზის მოსახვევთან უდარაჯებდა თურმე მგზავრს. დაინახა თუ არა, თავისიანებს შეატყობინა - არიქა, მოდისო, მგზავრი ჭინკების სამყოფელ ადგილს დაუმხარდამხარდა. ამ დროს ჭინკები ხრამიდან ამოცვივდნენ: ზოგი ცხენის ძუას დაეკიდა, სხვები ცხენის აღვირს დაებღაუჭნენ. ზოგნიც ისე გაკადნიერდნენ, რომ ქვების სრილა აუტეხეს მათს ხელში ჩავარდნილ მგზავრს.
ატყდა საშინელი წივილ-კივილი... გულგახეთქილმა გლეხმა მათრახი შემოჰკრა ცხენს და გააჭენა ოღრო-ჩოღროიანი გზით. ჭიბნკები უკან გამოედევნენ... რაც უფრო შორს მირბოდა გლეხის ცხენი, მით უფრო მცირდებოდა პატარა ჭინკების რიცხვი.
ბოლოს ჭინკები სულ ჩამორჩნენ. მხოლოდ დარჩა ერთი მათგანი, რომელიც როგორღაც ცხენზე ამძვრალა და უკანიდან უნაგირს დაბღაუჭებულა. გლეხი შიშისაგან ცოტათი გამოერკვა და დაინახა, რომ მტერთაგან ერთიღა დარჩენილაო, გადაწყვიტა მთელი თავისი ჯავრი იმაზე ეყარნა. ბევრი არ უფიქრია, ისე ცალი ხელით მაგრად მიიკრა ტანზე გაკადნიერებული ჭინკა. ამოუშვა ტირილი ჭინკამ, რამდენი არ ეხვეწა გლეხს, შენი ჭირიმე, გამიშვიო, მაგრამ გლეხმა ყურშიაც არ შეუშვა მისი ხვეწნა. როგორც იყო, შინ მივიდა გლეხი, შიშისაგან გაფითრებული, მთლად გაჭაღარავებული. გლეხს გაგონილი ჰქონდა, რომ დაჭერილ ჭინკას ფრჩხილების დაჭრა უნდაო იმისთვის, რომ წაერთვას ყოველი მავნებლური, უწმინდური ძალაო. ჭინკა ცხარე ცრემლებით ტიროდა, მაგრამ გლეხმა ყური არ უგდო, ფრჩხილები სათითაოდ დააჭრა და კერის ძირში ჩამარხა.
ჭინკას ერთბაშად გამოუცვლია ხასიატი და ჩვეულებრივი ადამიანის შვილებს დამსგავსებია. ტანისამოსიც კი შეუკერეს, რომ ტანის სიშისვლე დაეფარათ. სახლის პატრონმა სათითაოდ უთხრა, რა უნდა გაეკეთებინა ჭინკას მის სახლში: დილა-საღამოს წყალი უნდა მოეტანა წყაროდან, შეშა დაეჭრა, საღამოზე საქონელი მოერეკნა, ძროხა მოეწველნა, სახლი მიელაგებინა და მ. სხ. ჭინკამ არაჩვეულებრივი ნიჭი და უნარი გამოიჩინია მოსამსახურისა. ერთსა და იმავე დროს ასრულებდა როლებს: ხან ხელზე მოსამსახურისას, ხან მზარეულებისას, ხან მეჯინიბისას, ხან ბავშვის გადიისას. ტყეშიაც კი დადიოდა შეშის მოსატანად. ტყეში თავის ტოლებს ხვდებოდა. ესენი არცხვენდნენ. რა დაგემართა ადამიანს მოსამსახურედ გაუხდიო! ზოგნი სასცილოდ იგდებდნენ, ხოლო ხანშიშესულები სერიოზულად ურჩევდნენ - ბოლო მოუღე შენს ასეთ არსებობას,კ იპოვნე ფრჩხილები და დაუბრუნდი ტყეს, თავისუფლებასო...
ჩვენი ჭინკა დაღონებული, ნამტირალევთვალებიანი ბრუნდებოდა ტყიდან... მწარე ცრემლებსა ღვრიდა ღამითაც, როცა ყველანი დასაძინებლად დაწვებოდნენ და თვითონ კი მარტო რჩებოდა, თავის აზრებში გართული. მთელი ღამეები უზილოდ უტარებია, გეგმებს აწყობდა, როგორ გაეთავისუფლებინა თავი ტყვეობისგან და დაებრუნებინა დაკარგული ბედნიერება. ასეთ ტანჯვა-წვალებაში გაატარა ჭინკამ ორი წელიწადი. განთავისუფლების იმედი თითქმის გაუწყდა...
კვირა დღეა. გლეხი და მისი ცოლი გამოეწყვნენ ეკლესიაში წასასვლელად წირვაზე. დიასახლისმა ჭინკას უბრძანა - სადილად ხორცი მოხარშეო. თვითონ წავიდნენ ეკლესიაში და ორი პატარ შვილი ჭინკას დაუტოვეს მოსავლელად. ჭინკამ ხორცი ქვაბში ჩაყარა, საკიდელზე ჩამოჰკიდა და ცეცხლი შეუკეთა მოსახარშავად. კერის მეორე მხარეზე ბავშვები დასხდნენ და მხიარულად დაუწყეს ყურება, როგორ იხარშებოდა ხორცი სადილად. ქვაბში ხორცის დანახვაზე პირში ნერწყვი მოუვიდათ დამშეულ ბავშვებს და მოუნდათ სადილობამდე ეჭამნათ ცხელ-ცხელი ხორცი. დაუწყეს ხვეწნა ჭინკას - ცოტა ხორცი გვაჭამეო. ჭინკა ჯერ უარზე იდგა.
ბავშვები არ ეშვებოდნენ. ჭინკა დასთანხმდა: ხორცს მოგიჭრით, თუ მეტყვით მამამ სად დამარხა ჩემი თითის ფრჩხილებიო. ერთი მათგანი შემთხვევით უყურებდა, რაოცა მამა კერიასთან რაღაცას მარხავდა მიწაში. და აჰა, იმანაც უამბო ჭინკას ყველაფერი, როგორც იყო. ჭინკა გახარებული წამოხტა, მიწიდან ფრჩხილები ამოიღო, მიადო თითებს და უნდოდა უკანმოუხედავად გაქცეულიყო, მაგრამ ერთბაშად ჯოჯოხეთურმა აზრმა გაუელვა თავში: შური ეძია სახლის პატრონისა ორი წლის ტყვეობისთვის და კარგადაც იძია! ... ქვაბიდან ხორცი ამოიღო და ხორცის მაგივრად შიგ ჩაუშვა ორივე ბავშვი სახლის პატრონისა, შეუკეთა ცეცხლი და თვითონ კი ტყისკენ მოჰკურცხლა... (399-401, 107).
გარდა ამისა, ჭინკებს უყვარტ ადამიანთა გამასხარავებაც. ძალიან უხარიათ, როცა ქვებს ესვრიან სახლების სახურვებზე და აკრთობენ ამ სახლებში მყოფთ, ან კიდევ სახურავებზე აცოცდებიან და იქიდან კერას გარშემო დამსხდარ ხალხს თავზე აყრიან ხოლმე ყოველგვარ სიბინძურეს. ეს სიბინძურე ზოგჯერ, კერძი რომ იხარშება, იმ ქვაბშიაც სცვივა. ყოფილა შემთხვევა, რომ ჭინკების თავგასულობით თავგაბეზრებული გლეხი აყრილა ერთი ფუძიდან და უფრო უშისარ და დაცულ ადგილას გადასახლებულა.
ხმა, როგორცა ვთქვით ჭინკებს ბავშვისა აქვთ და ისე მშვენივრად იჯავრებენ ბავშვის ტირილს, რომ ტყეში მიმავალს კაცს ეგონება, -
ამასაც გვიამბობენ: ერთი ცხენოსანი გლეხი გზად მიდენილა ღამე. ერთ ტყეზე უნდა გაევლო. გზაზე ხრამიც ყოფილა გასავლელი. ჯერ ისევ შორიდანვე მოესმა მგზავრს ბავშვის ხმიანობა, ტირილი, სიცილი, ერთმანეთში არეული. ერთი ჭინკათაგანი გზის მოსახვევთან უდარაჯებდა თურმე მგზავრს. დაინახა თუ არა, თავისიანებს შეატყობინა -
ატყდა საშინელი წივილ-
ბოლოს ჭინკები სულ ჩამორჩნენ. მხოლოდ დარჩა ერთი მათგანი, რომელიც როგორღაც ცხენზე ამძვრალა და უკანიდან უნაგირს დაბღაუჭებულა. გლეხი შიშისაგან ცოტათი გამოერკვა და დაინახა, რომ მტერთაგან ერთიღა დარჩენილაო, გადაწყვიტა მთელი თავისი ჯავრი იმაზე ეყარნა. ბევრი არ უფიქრია, ისე ცალი ხელით მაგრად მიიკრა ტანზე გაკადნიერებული ჭინკა. ამოუშვა ტირილი ჭინკამ, რამდენი არ ეხვეწა გლეხს, შენი ჭირიმე, გამიშვიო, მაგრამ გლეხმა ყურშიაც არ შეუშვა მისი ხვეწნა. როგორც იყო, შინ მივიდა გლეხი, შიშისაგან გაფითრებული, მთლად გაჭაღარავებული. გლეხს გაგონილი ჰქონდა, რომ დაჭერილ ჭინკას ფრჩხილების დაჭრა უნდაო იმისთვის, რომ წაერთვას ყოველი მავნებლური, უწმინდური ძალაო. ჭინკა ცხარე ცრემლებით ტიროდა, მაგრამ გლეხმა ყური არ უგდო, ფრჩხილები სათითაოდ დააჭრა და კერის ძირში ჩამარხა.
ჭინკას ერთბაშად გამოუცვლია ხასიატი და ჩვეულებრივი ადამიანის შვილებს დამსგავსებია. ტანისამოსიც კი შეუკერეს, რომ ტანის სიშისვლე დაეფარათ. სახლის პატრონმა სათითაოდ უთხრა, რა უნდა გაეკეთებინა ჭინკას მის სახლში: დილა-
ჩვენი ჭინკა დაღონებული, ნამტირალევთვალებიანი ბრუნდებოდა ტყიდან... მწარე ცრემლებსა ღვრიდა ღამითაც, როცა ყველანი დასაძინებლად დაწვებოდნენ და თვითონ კი მარტო რჩებოდა, თავის აზრებში გართული. მთელი ღამეები უზილოდ უტარებია, გეგმებს აწყობდა, როგორ გაეთავისუფლებინა თავი ტყვეობისგან და დაებრუნებინა დაკარგული ბედნიერება. ასეთ ტანჯვა-
კვირა დღეა. გლეხი და მისი ცოლი გამოეწყვნენ ეკლესიაში წასასვლელად წირვაზე. დიასახლისმა ჭინკას უბრძანა -
ბავშვები არ ეშვებოდნენ. ჭინკა დასთანხმდა: ხორცს მოგიჭრით, თუ მეტყვით მამამ სად დამარხა ჩემი თითის ფრჩხილებიო. ერთი მათგანი შემთხვევით უყურებდა, რაოცა მამა კერიასთან რაღაცას მარხავდა მიწაში. და აჰა, იმანაც უამბო ჭინკას ყველაფერი, როგორც იყო. ჭინკა გახარებული წამოხტა, მიწიდან ფრჩხილები ამოიღო, მიადო თითებს და უნდოდა უკანმოუხედავად გაქცეულიყო, მაგრამ ერთბაშად ჯოჯოხეთურმა აზრმა გაუელვა თავში: შური ეძია სახლის პატრონისა ორი წლის ტყვეობისთვის და კარგადაც იძია! ... ქვაბიდან ხორცი ამოიღო და ხორცის მაგივრად შიგ ჩაუშვა ორივე ბავშვი სახლის პატრონისა, შეუკეთა ცეცხლი და თვითონ კი ტყისკენ მოჰკურცხლა... (399-
ჭინკები (ჭიჭკები) ტყეში ცხოვრობენ
ჭინკები ტყეში ცხოვრობენ. ტყიდან რომ გამოვლენ, წისქვილს ეტანებიან. კაცი თუ ვერ ნახეს, ფქვილს დაუწყებენ ჭამას. ზოგჯერ წისქვილს გააჩერებენ. ერთხელ სამი ჭინკა მისულა წისქვილში. მეწისქვილედ კაჟინა ყოფილა. ჭინკებს დაუძახიათ: "კაჟინა, კაჟინა, ცოლი არ გინდა, ცოლიო"! მერე წისქვილი გაუჩერებიათ. წამოვარდნილა კაჟინა და გამოუკიდებია ჭინკებს. ჭინკები გაქცეულან. კაჟინას წისქვილი ვერ აუბრუნებია. თვითონაც ავად გამხდარა. ნახევარ წელს ავადმყოფობდა, მერე კი მოკვდა (402, 108).
V. დიხაშკოჩი
ჭინკას რომ მოსდევს შემდეგ მავნე სული, -
დიხაშკოჩი თუ ცხენოსანს შეხვდა,სჯერდება იმას, რომ ცხენის აღვირს ხელს წაავლებს და ცხენს ფეხს არ გადაადგმევინებს. ანდა ქვეით მიმავალს ფეხსა და ფეხს შუა შეუძვრება და ცდილობს წააქციოს. მოგვითხრობენ თითო-
VI. მზაკვრები და როკაპი
მზაკვარი მომადლებულია თვალცემულობის ძალით (ეს არის ცრურწმენა, რომელსაც ჩვენს საიტზე ვეხებით განყოფილებაში "მაგია და ოკულტიზმი" -
მზაკვარის თვალის ერთი გადავლება საკმაოა, რომ მოკლე ხანში ლამაზი ბავშვი ავად გახდეს და მოკვდეს, ლამაზმა საქონელმა ფეხი (ან ფეხები) მოიტეხოს ან სულაც მოჰკვდეს, კარგად მოვლილ ბოსტანში ხარი ან ძროხა შევიდეს და მოუძოველი არაფერი დასტოვოს... ვსთქვათ, გზად სადმე მიდიხართ ქვეითად თუ ცხენით და ამ დროს შემოგხვდათ მზაკვარი (მეგრ.: მაზაკვალი), რომლის შეხვედრა ყოველი საქმის დაწყებისას ცუდადა დაცდილი ანუ რომელსაც, როგორც მეგრელები ამბობენ, "ცუდი ფეხი აქვს", - დარწმუნული უნდა იყვეთ, რომ მარცხისა და ზარალის მეტი არაფერი შეგხვდებათ. ამიტომ, თუ გინდათ, ერთიც აგცდეთ და მეორეც, უნდა გადასდოთ თქვენი მგზავრობა მეორე დღისთვის (ასეთია ურწმუნო ხალხის რწმენა. ცხადია, მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის ეს ყოველივე ღიმილის მომგვრელია, რადგან მზაკვარს და ეშმაკს არა აქვს ძალა მონათლულ ქრისტეანზე - რედ.).
მზაკვარს უყვარს თავისი მსხვერპლის გულის ჭამა, განსაკუთრებით თუ ეს გული ჩვილის, ყრმისაა. გულის ჭამს ღამით შეუდგება ხოლმე, როცა ოჯახში ყველას სძინავს. მზაკვარი იმის მზაკვარია, რომ შეუძლია ადამიანის მოსატყუებლად კატად გადაიქცეს და ამ სახით შეძვრეს სხვის სახლში, სადაც მსხვერპლი ჰყავს შეთვალიერებული. კიდეც ამიტომაა, რომ მეგრელთ კატა მაინცდამაინც არ უყვართ. ღამით თუ სადმე დაინახეს უცნობი კატა, ეცდებიან დაიჭირონ და მუგუზალით დაუწვან რომელიმე ნაწილი სახისა. მეორე დღს მზაკვარი ისევ თავის ჩვეულებრივ სახეს ღებულობს, მხოლოდ წინაღამეს მუგუზლით დამწვაარის კვალი ზედა რჩება და ვინც თვალყურს ადევნებს, ადვილია ერთხელ კიდევ დარწმუნდეს, თუ რა წყლისა ბრძანდება ის, ვისი ეჭვიცა აქვთ მეზობლებს. მაზაკვალმა, გარდა ამისა, იცის სხვადასხვა ბალახებისგან საიდუმლო მალამოს გაკეთება. საკმაოა ეს მალამო იღლიებში ამოისვას, რომ ჰაერზე უმსუბუქესად იქცეს და იწყოს ფრენა ყველა მხარეზე. თუ უნდა მზაკვარს, მის სრულ განკარგულებაშია როცა და საცა უნდა - მგელი, როცა ღამით შორი მანძილი ექნება გასავლელი, მზაკვარი გამოვა გარეთ, შეულოცავს და თვალის დახამხამებაში გაჩნდება მგელი, მზაკვარი მოაჯდება ზურგზე და დაურბენს მთელს სოფლებს მეორე დღის დილამდე. კიდეც ამიტომაა, რომ მზაკვარს მეორე სახელიცა ჰქვიან - მგელზე შემჯდომი (გერიშ გიმახვენჯი).
მზაკვარი თავისი ბუნებით ავია, შურიანი, მოხერხებული, იცის, როგორ დააღწიოს თავის ცხოვრების ამა თუ იმ რთულსა და მძიმე კითხვებს. წინდახეულია. თუ ამ თვისებათა პატრონი არ არის მზაკვარი, ისე ნამდვილი მზაკვრის სახელი არ დაერქმის. ყველას როდი შეუძლია მზაკვრობა. ყოველ სოფელში შეიძლება ორი, სამი გამოერიოს მზაკვარი, მეტი არა.
მზაკვართა მთელი კორპორაციას თავისი უფროსი ჰყავს, რომელიც მათ ხელმძღვანელობს, აძლევს სათანადო დარიგებას, აწინაურებს ღირსეულებს, ამდაბლებს ჩამორჩენილთა და უღირსთ. ამ უფროსს როკაპი ჰქვია, მისი რეზიდენცია ტაბაკონის მთაზე, აღმოსავლეთ სამეგრელოში, სენაკის მაზრაშია. როკაპი იმ დროიდანვეა, რა დროიდანაც დედა-მიწაზე გაჩნდნენ მზაკვრები. როკაპი წარმოდგენილია სახიჩარ, ბებერ დედაკაცის სახით. გრძელ და შავკბილებიან ჩამოფხავებულ თითებზე გრძელი ფრჩხილები უფრო აუშნოვებს, უფრო საზარელს ხდის. როკაპი ერთთავად ზის ერთ ადგილას, უძრავად, გარშემო ახვევია მსახურნი, რომელნიც მოახსენებენ ყოველსავე, რაც ტაბაკონას გადაღმა ხდება, მოახსენებენ -მისი ხელქვეითი მზაკვრები ვინ რას აკეთებს.
წელიწადში ერთხელ მზაკვრები სამეგრელოს ყველა კუთხიდან ტაბაკონაზე მიდიან და როკაპს თავიანთი მოქმედების ანგარიშს აძლევენ. ამ დღეს ჭეჭეთობა (ჭიაკოკონობა - რედ.) ანუ მზაკვრების დღესასწაული ჰქვია (ერთგვარი მეგრული ჰელოუინი - რედ.) და ემთხვევა ილიაობის (ივლისის 20) წინაღამეს, ხოლო სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში -მარიამობის (აგვისტოს 15) წინაღამეს.
ამ დღეს, დაბინდებიდანვე, მთელს სოფელში არაჩვეულებრივი ფაცაფუცია. ყველამ იცის, რომ ამ ღამეს მზაკვრები ტაბაკონზე უნდა წავიდნენ როკაპთან ძღვენის მისართმევად. ვინც ამ ღამემდე ვერ მოასწრო ადამიანისთვის ევნო რამე, ამ ღამეს მაინც ყველი ღონე უნდა იღონოს, თავის უფროსს ხელცარიელი არ წარუდგეს და მისი რისხვა და წყრომა არ დაიმსახუროს. იმართება ბრძოლა და ჭიდილი მზაკვრებსა და მოსახლეობას შორის. სოფლელნი, თავის მხრივ, ცდილობენ ამ ბრძოლიდან უვნებელნი გამოვიდნენ. ეზოსა და ყანებში, თვალსაჩინო ადგილას, მიაში ჩარჭობილია სარი, რომელსაც თავზე გაკეთებული აქვს ჯვარი და ზედ წამოცმულია ეკლის გვირგვინი. როცა მზაკვრის ავი თვალები ამ სარს მოხვდება, ყოველივე მავნებლური ძალა ეკარგვის. ოჯახის წევრებს თმებზე მიაკრავენ პატარ-პატარა ნატეხს ცვილისას, კარების თავებზე ნახშირით ჯვარის სახეს გამოიყვანენ. ამ ღამეს არ უნდა დაიძინონ, რომ მზაკვარმა მღვიძარეთ ვერა ავნოს რა. სოფლელები სასოფლო მოედანზე მოიყრიან თავს, გაისმის სიმღერა, გაიმართება ცეკვა, ჩონგურზე დაკვრა. შუა მოედანზე დაანთებენ დიდ კოცონს და ყოველი გამანადგურებელი ძალა სპობს მზაკვრებს და არაწმინდებს, რომლებიც შეიძლება იდუმალად მიასხდნენ ადამიანს ტანზე (ამ ღამეს კოცონს ყველა უნდა გადაახტეს, რათა ეს მიტმასნილი ბოროტი ძალა ცეცხლში დაიწვას. - რედ.). ამავე დროს სცლიან თოფებს, დამბაჩებს, რითაც თავზარსა სცემენ მზაკვრებს, ზოგნიც ყვირიან: "შორს ჩემგან, მზაკვარო, შორს! შენი სვი და შენი სჭამე, ჩემსას ჯვარი დამიწერე".
მზაკვრები კატის სახით დაძრწიან მთელს სოფელში და ვაი იმას, ვინც არ გაფრთხილდა და ერთ-ერთი ჩმოთვლილი საშუალებათაგანი არ იხმარა მზაკვრის საწინააღმდეგოდ! მზაკვარი დაძინებულს მიეპარება და ზოგს ფრჩხილის სიფართედ თმას ამოაჭრის თავზე, ზოგს ამნაირადვე ამოაჭრის ტანისამოსზე:: ეს არის ჩხიბი ანუ სამოწმებელი იმისა, რომ მზაკვარი ამა თუ იმ სახლს ეწვია და იქიდან ხელცარიელი არ გამოსულა; ტანისამოსის პატარა ნაჭერთან ან თმის კოშტთან ერთად მოაქვს გულის ნაწილი იმისა, ვისაც ეს ჩხიბი ეკუთვნოდა.
შუაღამისას მზაკვრები სამეგრელოს მხრიდან გაემართებიან საჰაერო გზით ტაბაკონისკენ. ზოგი მათგანი ცოცხებზე არიან შემსხდარნი, ისე მიფრინავენ, ზოგი საწნახელებში სხედან და ასეთ თავისებური მატარებლებით მიექანებიან თავის უფროსთან. თვითონ ტაბაკონაზე დანთებულია დიდი კოცონი, ზედ დაკიდებულია უზარმაზარი ქვაბი წყლით სავსე, რომელშიაც უნდა მოიხარშოს ყველა გული ადამიანთა, რომლებიც მზაკვრებმა წლის განმავლობაში მოაგროვეს. მოშორებით ტახტზე ზის როკაპი და მომსვლელთ ელოდება.
ბოლოს, ყველანი მოვიდნენ. სცენაზე გამოდის როკაპის ერთი მინისტრთაგანი, რომელთაგან რიგ-რიგად მიდიან მოსული მზაკვრები ძღვენების მისართმევად. ყოველ მირთმევაზე მინისტრი ქვით უკაკუნებს როკაპის გარეთ გამოშვერილ კბილზე. ისმის ჩახრენწილი, ძლივას გასაგონი კითხვა როკაპისა: "ვინ მოვიდა?" პასუხად ასახელებენ მოსულ მზაკვარს და ჩამოთვლიან მის დამსახურებებს. იმისდა მიხედვით, თუ რამდენი და რა თვისების სიავე ჩაუდენია მზაკვარს, როკაპი აქებს და ადიდებს ძღვენის მომტანს. როკაპის გული მით უფრო სძგერს სიხარულით, რაც უფრო მეტი გულქვაობა გამოიჩინეს მისმა ხელქვეითებმა ადამიანთა მიმართ... გაიხედავ, წარუდგა მზაკვარი, რომელმაც არ შეიბრალა თავისი საკუთარი ძუძუთა ბავშვი, ამოჰგლიჯა მისი პაწაწუნა გული და როკაპს ფეხებთან დაუდო... მაგრამ ყველას კი არ ეღირსება ყურადღება და მადლობა როკაპისა. ისეთი მზაკვრებიც გამოერევა, რომელთაც მთელი წლის განმავლობაში ერთი ბეწო რისამე გაკეთბაც ვერ მოასწრეს. ასეთებს საშინელი საყვედურით ავსებენ.
როცა ყველას ინახულებენ და მოუსმენს როკაპი, გაიმართება ნადიმი, თვით როკაპის თავმჯდომარეობით. სუფრაზე ღვინის მაგივრად მიერთმევათ ადამიანის სისხლი, ხორცის მაგივრად - ადამიანის გულის მწვადები. სვამენ როკაპის სადღეგრძელოს, მზაკვრების სამეფოს წარმატებისთვის. მღერიან, ცეკვავენ... აღმოსავლეთიდან განთიადის მოახლოვებამ მზაკვრებს მოაგონა, რომ დრო მოვიდა გამოსამშვიდობებლად, მოასხდებიან ცოცხებსა და საწნახელებს და თვალის დახამხამებაში შინ გაჩნდებიან...
მზაკვრებს სოფელში თანამოაზრე და ხელისშემწყობნი ჰყავთ. ვიზედაც ეჭვს აიღებენ - მზაკვრის თანამოაზრეაო, რაც შეიძლება, ყველა ერიდება, ზოგჯერ გაინაპირებენ, არც ჭირში ეკარებიან და აღარც ლხინში. მომხდარა, რომ გაბოროტებულ გლეხებს მზაკვრებისთვის უსულღმერთოდ ეცემნოთ, მათს სახლებისთვის ცეცხლი წაეკიდებინოთ და თვითონ მზაკვარი მდინარეში ჩაეგდოთ: დაე, მდინარემ გამოარკვიოს - დამნაშავეა მათს მიერ ჩაგდებული მზაკვარი, თუ არაო... თანაც უმატებენ: თუ წყალმა დასძირა მზაკვარი, ეტყობა უდანაშაულოაო და თუ ამოატივტივა, ეს პირდაპირი მაჩვენებელი იქნება იმისი, რომ წყალში ჩაგდებული კუდიანია და წყალში ჩაგდება ცოტაა, უნდა ჩავაქვავოთო...
როდესაც, მეგრელის აზრით, მის რომელიმე ოჯახის წევრის დაავადების მიზეზი - მზაკვარია, რჩევისთვის მკითხავს მიმართავს. მკითხავიც ავადმყოფის უნახავად გამოარკვევს ვისი ხელი ურევია ამა თუ იმ ადამიანის დაავადებაში. ავადმყოფის პატრონს ურჩევს წყალობისთვის მიმართოს ხატს იმ წმინდანისას, რომელიც უფრო ძლიერად ითვლება იმ სოფლის მცხოვრებთათვის, სადაც ავადმყოფია.
მზაკვართა მანქანების ასაცდენად ბავშვებს გულზე ავგაროზები უკიდიათ: სამოგვის ნაჭერი სამკუთხედის ფორმისაა, რომელშიაც ჩაკერებულია თესლი ზოგიერთი მცენარისა. ამის საშუალებადვე გულზე იკიდებენ ან აკვანზე ჰკიდებენ გახვრეტილ ქვას. ავგაროზს, ბავშვების გარდა, შინაურ სქონელსაც ჰკიდებენ. მრგვალ, ბუნებრივად გახვრეტილ ქვებს ჰკიდებენ სახლის კარს ზემოდან, რასაც მიზნად აქვს - მზაკვრის ავი თვალის ძალა აარიდოს როგორც ამ ოჯახში მცხოვრებთ, ისე მეგრელის მთელ ავლა-დიდებას (392, 88).
მზაკვარს უყვარს თავისი მსხვერპლის გულის ჭამა, განსაკუთრებით თუ ეს გული ჩვილის, ყრმისაა. გულის ჭამს ღამით შეუდგება ხოლმე, როცა ოჯახში ყველას სძინავს. მზაკვარი იმის მზაკვარია, რომ შეუძლია ადამიანის მოსატყუებლად კატად გადაიქცეს და ამ სახით შეძვრეს სხვის სახლში, სადაც მსხვერპლი ჰყავს შეთვალიერებული. კიდეც ამიტომაა, რომ მეგრელთ კატა მაინცდამაინც არ უყვართ. ღამით თუ სადმე დაინახეს უცნობი კატა, ეცდებიან დაიჭირონ და მუგუზალით დაუწვან რომელიმე ნაწილი სახისა. მეორე დღს მზაკვარი ისევ თავის ჩვეულებრივ სახეს ღებულობს, მხოლოდ წინაღამეს მუგუზლით დამწვაარის კვალი ზედა რჩება და ვინც თვალყურს ადევნებს, ადვილია ერთხელ კიდევ დარწმუნდეს, თუ რა წყლისა ბრძანდება ის, ვისი ეჭვიცა აქვთ მეზობლებს. მაზაკვალმა, გარდა ამისა, იცის სხვადასხვა ბალახებისგან საიდუმლო მალამოს გაკეთება. საკმაოა ეს მალამო იღლიებში ამოისვას, რომ ჰაერზე უმსუბუქესად იქცეს და იწყოს ფრენა ყველა მხარეზე. თუ უნდა მზაკვარს, მის სრულ განკარგულებაშია როცა და საცა უნდა -
მზაკვარი თავისი ბუნებით ავია, შურიანი, მოხერხებული, იცის, როგორ დააღწიოს თავის ცხოვრების ამა თუ იმ რთულსა და მძიმე კითხვებს. წინდახეულია. თუ ამ თვისებათა პატრონი არ არის მზაკვარი, ისე ნამდვილი მზაკვრის სახელი არ დაერქმის. ყველას როდი შეუძლია მზაკვრობა. ყოველ სოფელში შეიძლება ორი, სამი გამოერიოს მზაკვარი, მეტი არა.
მზაკვართა მთელი კორპორაციას თავისი უფროსი ჰყავს, რომელიც მათ ხელმძღვანელობს, აძლევს სათანადო დარიგებას, აწინაურებს ღირსეულებს, ამდაბლებს ჩამორჩენილთა და უღირსთ. ამ უფროსს როკაპი ჰქვია, მისი რეზიდენცია ტაბაკონის მთაზე, აღმოსავლეთ სამეგრელოში, სენაკის მაზრაშია. როკაპი იმ დროიდანვეა, რა დროიდანაც დედა-
წელიწადში ერთხელ მზაკვრები სამეგრელოს ყველა კუთხიდან ტაბაკონაზე მიდიან და როკაპს თავიანთი მოქმედების ანგარიშს აძლევენ. ამ დღეს ჭეჭეთობა (ჭიაკოკონობა -
ამ დღეს, დაბინდებიდანვე, მთელს სოფელში არაჩვეულებრივი ფაცაფუცია. ყველამ იცის, რომ ამ ღამეს მზაკვრები ტაბაკონზე უნდა წავიდნენ როკაპთან ძღვენის მისართმევად. ვინც ამ ღამემდე ვერ მოასწრო ადამიანისთვის ევნო რამე, ამ ღამეს მაინც ყველი ღონე უნდა იღონოს, თავის უფროსს ხელცარიელი არ წარუდგეს და მისი რისხვა და წყრომა არ დაიმსახუროს. იმართება ბრძოლა და ჭიდილი მზაკვრებსა და მოსახლეობას შორის. სოფლელნი, თავის მხრივ, ცდილობენ ამ ბრძოლიდან უვნებელნი გამოვიდნენ. ეზოსა და ყანებში, თვალსაჩინო ადგილას, მიაში ჩარჭობილია სარი, რომელსაც თავზე გაკეთებული აქვს ჯვარი და ზედ წამოცმულია ეკლის გვირგვინი. როცა მზაკვრის ავი თვალები ამ სარს მოხვდება, ყოველივე მავნებლური ძალა ეკარგვის. ოჯახის წევრებს თმებზე მიაკრავენ პატარ-
მზაკვრები კატის სახით დაძრწიან მთელს სოფელში და ვაი იმას, ვინც არ გაფრთხილდა და ერთ-
შუაღამისას მზაკვრები სამეგრელოს მხრიდან გაემართებიან საჰაერო გზით ტაბაკონისკენ. ზოგი მათგანი ცოცხებზე არიან შემსხდარნი, ისე მიფრინავენ, ზოგი საწნახელებში სხედან და ასეთ თავისებური მატარებლებით მიექანებიან თავის უფროსთან. თვითონ ტაბაკონაზე დანთებულია დიდი კოცონი, ზედ დაკიდებულია უზარმაზარი ქვაბი წყლით სავსე, რომელშიაც უნდა მოიხარშოს ყველა გული ადამიანთა, რომლებიც მზაკვრებმა წლის განმავლობაში მოაგროვეს. მოშორებით ტახტზე ზის როკაპი და მომსვლელთ ელოდება.
ბოლოს, ყველანი მოვიდნენ. სცენაზე გამოდის როკაპის ერთი მინისტრთაგანი, რომელთაგან რიგ-
როცა ყველას ინახულებენ და მოუსმენს როკაპი, გაიმართება ნადიმი, თვით როკაპის თავმჯდომარეობით. სუფრაზე ღვინის მაგივრად მიერთმევათ ადამიანის სისხლი, ხორცის მაგივრად -
მზაკვრებს სოფელში თანამოაზრე და ხელისშემწყობნი ჰყავთ. ვიზედაც ეჭვს აიღებენ -
როდესაც, მეგრელის აზრით, მის რომელიმე ოჯახის წევრის დაავადების მიზეზი -
მზაკვართა მანქანების ასაცდენად ბავშვებს გულზე ავგაროზები უკიდიათ: სამოგვის ნაჭერი სამკუთხედის ფორმისაა, რომელშიაც ჩაკერებულია თესლი ზოგიერთი მცენარისა. ამის საშუალებადვე გულზე იკიდებენ ან აკვანზე ჰკიდებენ გახვრეტილ ქვას. ავგაროზს, ბავშვების გარდა, შინაურ სქონელსაც ჰკიდებენ. მრგვალ, ბუნებრივად გახვრეტილ ქვებს ჰკიდებენ სახლის კარს ზემოდან, რასაც მიზნად აქვს -
მაზაკვალი (მზაკვარი)
მზაკვრები ჩვენებური ხალხია, ოღონდ კუდიანები არიან. არც დღე და არც ღამე არ სძინავთ. კაცის გულს ჭამენ, კაცს საქმეს უფუჭებენ. მზაკვრებს ყველაზე მეტი საქმე ჭეჭეთობის (ჭიაკოკონობის -
იარაღიანი კაცი თუ შეხვდა მგელზე მჯდომ მზაკვარს ამ კაცს შეუძლია შეაშინოს მზაკვარი, ჯვარი გადააწერიონოს, რათა მისი ოჯახის წევრები და ნათესავები არასოდეს გათვალოს. მზაკვარი ამაზე დათანხმდება, რადგან ეშინიას არ გათქვას მნახველმა, რომ ის მზაკვარია, და მგელზე მჯდომი.
ყველა სახის ცოდვას მზაკვრები ჩადიან. ბავშვებს ჭამენ... ტიტლიკანა ბავშვს დილით, უზმოზე მზაკვრის თვალი არ უნდა მოხვდეს, თორემ მუდამ ცუდად იქნება, უჭმელი გამოვა, გულისრევა დაეწყება.
როცა გზაზე მიდიხარ, მზაკვარი ან ხარბი კაცი თუ შეგხვდა, უნდა დაბრუნდე... კატაც მზაკვარია. როცა ნახავ, რომ შენს წინ ცუდი თვალის კაცი მოდის და შენ საშუალება არ გაქვს უკა დაბრუნდე, მაშინ ქვა უნდა აიღო და ის აჩვენო. ქვა მძიმეა, ის მზაკვარის თვალს მოსჭრის (გათვალვის აქტს შეასუსტებს). საერთოდ, კაცს ავგაროზი უნდა ეკიდოს (ცრუმორწმუნეთა შეხედულებით -
მზაკვარი ქალი შავ კატად გადაიქცეოდა
მზაკვარი ქალი შავ კატად გადაიქცეოდა. შეიპარებოდა იმ ოჯახში, ვისი გათვალვაც უნდოდა, ტანსაცემელბს მოაჭრიდა ნაწილებს და გათვალავდა (სახრავდა). იყო შემთხვევა, ოჯახში შემოპარული შავი კატა ცხელი შამფურით დაუდაღავთ. მეორე დღეს კი აკვირდებოდნენ -
"ნამდვილი" ამბავი მზაკვარ ქალზე
მე მყავდა უმცროსი ძმა, სახელად ანტონი. იგი 15-
მზაკვრების ღამე (ჭეჭეთობა) (ჭიაკოკონობა)
ჭეჭეთობა ღამეს (20 აგვისტოს ძვ. სტილით) მინდორზე დავანთებდით დიდ ცეცხლს. მთელი სოფელი აქ იკრიბებოდა. იყო ცეკვა-
ჭეჭეთობა ღამეს, გადმოცემით, მზაკვრები სახრავენ (ამიზეზებენ) ყველაფერს. ოჯახის უფროსი ქალი ყველას თავზე (თმაზე) თაფლის სანთელს დაგვაწებებდა. სანთელს ყველგან აკრავდნენ (სახლს, სასიმინდეს, მარანს, სკების სამყოფ ადგილს) -
ამბობენ: ჭეჭეთობა ღამეს ზოგიერთი მზაკვარი კაცი და ქალი კატად გადაიქცევიან და ისე შედიან სხვის სახლში. იმ კატას ტუჩი უნდა შეუტრუსო. მეორე დღეს მზაკვარ ქალს ან კაცს (რომელსაც ხალხი მზაკვრად თვლის) პირი ექნება შეტრუსული (393, 92).
მზაკვარი (მაზაკვალი) და წითელი ტყემლის ხის ტაბიკი
მზაკვარი კაციც შეიძლება იყოს და ქალიც. მათ თვალი უჭრით. ხარბები არიან. მიდის, თურმე, ერთი მზაკვარი კაცი და ნახა, რომ ვიღაცა ყანას ხნავს და ულამაზესი, თვალის უნახავი ხარები ჰყავს უღელში შებმული. ოხ, ოხ, ამ ძმა მკვდარს რა კარგი ხარები შეუბამს, -