სწავლანი > საეკლესიო სამართალი
მართლმადიდებლურ ეკლესიაში
არამართლმადიდებელ ქრისტიანთა მიღების წეს-განგებანი
ავტორი: ეპ. სერგი (სერაფიმოვი).
შინაარსი:
ისტორიულ კანონიკური გამოკვლევა
მართლმადიდებლურ ეკლესიაში არამართლმადიდებელ ერისკაცთა მიღების წესები
ა) წმიდა მოციქულთა განწესებები და ეკლესიის პრაქტიკა პირველ სამ საუკუნეში. მოციქულთა 46-ე და 47-ე კანონების აზრი. რომის, მცირე აზიის და აფრიკის ეკლესიათა პრაქტიკა პირველ სამ საუკუნეშის. პირველ და უკანასკნელ ეკლესიათა სხვაობა არამართლმადიდებელ ქრისტიანთა მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღების საკითხში. წმ. კვიპრიანე კართაგენელის დავა რომის ეპისკოპოს სტეფანესთან და, რომის ეკლესიის საპირისპიროდ, აფრიკის ეკლესიათა დადგენილებები ყველა არამართლმადიდებელთა ნათლისღებით მიღების შესახებ. წმ. დიონისე ალექსანდრიელის შუამავლობა.
რომისა და აფრიკის ეკლესიათა სხვადასხვა კანონების სფუძვლები და მტკიცებულებები, რომლებიც მოჰყავდათ საკუთარ შეხედულებათა დასაცავად - ერთი მხრივ წმ. კვიპრიანეს და მის თანამოაზრე აფრიკელ და მცირე აზიელ ეპისკოპოსებს, და მეორე მხრივ, რომის ეპისკოპოს სტეფანეს.
ბ) I მსოფლიო კრების, ლაოდიკიისა და წმიდა მამათა: ათანასე დიდისა და ბასილი დიდის კანონები. I მსოფლიო კრების მე-8 კანონის სხვადასხვაგვარი განმარტებანი კათარების შესახებ და მისი ჭეშმარიტი აზრი. ლაოდიკიის კრების კანონები იმავე კათარებისა და მწვალებელ მონტანისტთა შესახებ. წმ. ათანასეს ეპისტოლე რუფინიანეს არიანელთა მიღების შესახებ. ამ მწვალებელთა ცთომილებანი; მათი ძალა IV ს-ის ეკლესიაში. სოკრატეს მოწმობა მართლმადიდებელ ეკლესიაში მაკედონიანელთა მიღების შესახებ. წმ. ბასილი დიდის 1-ლი და 47-ე კანონების აზრი და მნიშვნელობა.
შენიშვნა IV საუკუნის კანონთა შესახებ ვიდრე II მსოფლიო კრებამდე.
_______________________________
თარგმანი: საიტ "აპოკალიფსისის" რედ. თბილისი 2025 წ.
წყარო: О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в православную церковь. Ист.-канон. исслед. Сергия, еп. Вятского и Слободского, с прил. ст.: О разночтениях 95-го правила 6-го Вселенского собора 1904. - 4-е изд. - Астрахань 1904.
