Перейти к контенту

განმარტება - "ბაბილონის მეძავის" სიმბოლოს ბიბლიური აზრი (გამოცხ. 17-18) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
"ბაბილონის მეძავის" სიმბოლოს ბიბლიური აზრი

 (გამოცხ. 16:17-18)
მოწმობა "დიდ ბაბილონზე" უკანასკნელი და საბოლოო სამსჯავროს შესახებ, რომელიც წარმოდგენილია 17-19 თავებში, გამოცხადების წიგნში პირველად როდი ისმის. ასე, მაგალითად, 14-ე თავში "დიდი ქალაქის" საბოლოო ხვედრს, რომელმაც ყველა ხალხებს ასვა "სიძვის ღვინო", იუწყებოდა სამიდან მეორე ანგელოზი, რომლებიც ერთი-მეორის მიყოლებით ფრინავდნენ "შუაგულ ცაში" (გამოცხ. 14:8), - ხოლო მესამე მფრინავი ანგელოზი მოწმობდა "ღვთის რისხვის ღვინოზე", რომელიც ელოდება მათ, ვინც წარმოადგენს ბაბილონის ნაწილს და "ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით" (გამოცხ. 14:9-12).
 
გამოცხადების წიგნის 16-ე თავშიც ღვთაებრივი რისხვის უკანასკნელ მეშვიდე თასთან ერთად ნახსენებია სრულიად განსაკუთრებული "რისხვის თასი", რომელიც იღვრება "დიდ ბაბილონზე" და შეესაბამება ძველი ქვეყნიერების აღსასრულს (გამოცხ. 16:19), - ამიტომაც უეჭველია, რომ 17-ე და 18-ე თავებში გრძელდება და მთავრდება ის მოვლენები, რომლებიც უკვე ბუკვალურად ყველას გასაგონად იყო ნაუწყები (შეად.: "და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, ... და ხმამაღლა ამბობდა: ... დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი..." (გამოცხ. 14:6-8).
 
ამასთან 17-ე და 18-ე თავებში დაცემული ბაბილონი არა მარტო "დიდ ქალაქად" იწოდება, არამედ "დიდ მეძავადაც" ("ქალაქი" ბერძნ ენაში მდედრ. სქესის სიტყვაა, ამიტომაც სიტყვათშეთანაწყობა "პოლისა" და "მეძავი" გრამატიკული აზრით სრულიად ბუნებრივია), ხოლო მისი საბოლოო დაცემის პანორამებს თან ახლავს მრავალი არცთუ აშკარა და მეტიც, იდუმალი დახასიათებები, რომლებიც ეხებიან მის ადგილს, მდგომარეობას, უკეთურ აზრებს, მოქმედებებს და ა. შ. ასე რომ, იდუმალთმხილველის მიერ აღწერილი "ქალაქი-მეძავი" იძენს იდუმალების ორეოლს და ავსებს გამოცხადების წიგნის ყველაზე მკაფიო და ყველაზე განხილვად ხატებათა რიცხვს.
 
რაც შეეხება ამ ხატების განმარტებას, - სხვადასხვა ავტორთა მიერ შემოთავაზებული ვარიანტების უმეტესობა შედეგად მიდის იქამდე, რომ "ქალაქ-მეძავად" გამოცხადებულია "დიდი რომი" და მთელი რომის იმიპერია, ხოლო უფრო ზოგადი აზრით ყველა ისინი, ვინც არიან ან ამ "დიდი მეძავის" "სულიერ მემკვიდრეებად" გამოიყურებიან, მათ შორის ვატიკანი და პაპის საყდარი.
(მსგავსი ვარაუდის სასარგებლოდ ერთ-ერთი ყველაზე მარტივ და აშკარა არგუმენტს წარმოადგენს სიტყვა "რჩეული" – "თანარჩეული ეკლესია ბაბილონისა და მარკოზი, ჩემი ძე" (1 პეტ. 5:13), სადაც მოციქული "ბაბილონს" უწოდებს იმ დროს რომის იმპერიაში ყველაზე დიდ და თვალსაჩინო დედაქალაქს.
რა თქმა უნდა, ამ სიტყვებთან მიმართებაში გაიჟღერა ყველაზე ბუკვალურმა ვერსიებმაც, რომელთა თანახმადაც მოც. პეტრე თავისი ეპისტოლეს დაწერისას იმყოფებოდა არა რომში, არამედ მესოპოტამიაში. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა: არც ახალი აღთქმის ტექსტებში, არც მოც. პეტრეს და წმ. მახარობელ მარკოზის ცხოვრებაში მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ ისინი ქადაგებდნენ შუამდინარეთში, ხოლო ადრე აყვავებული ბუკვალური ბაბილონი ქრისტეს შობიდან I საუკუნისთვის პრაქტიკულად გაპარტახებული იყო).
გარდა ამისა, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ერეტიკოსთა და სექტანტთა შორის საკმაოდ პოპულარულია ვერსია, რომელიც "დიდ მეძავად" აცხადებს რომელიღაც "ცრუ ეკლესიას" და "ცრუ რელიგიას", რომელთაც ისინი ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას განაკუთვნებენ (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებისმიერი სექტის ცრუსწავლების თანახმად ყველა, ვინც კი ოდნავ მაინც განეკუთვნება ქრისტიანობას, მათ გარდა, ყველანი "მეძავები" არიან, - მაგრამ "დიდი მეძავის" სახელს ისინი უტოვებენ ეკლესიებს, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ მოციქულებრივი მეკვიდრეობითობა, რადგან ასეთი ეკლესიები თვით სექტანტთაგან განსხვავებით მთელი ახალაღთქმისეული პერიოდის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით ქადაგებდნენ და ავრცელებდნენ სახარებას, რაც სექტანტების მიერ აღქმულია, როგორც ყბადაღებული უსამართლობა).
 
ასეა თუ ისე, მრავალი საუკუნის განმავლობაში "ბაბილონის დიდ მეძავთან" დაკავშირებით გამოთქმული იყო იმდენი დაშვება და ვარაუდი, რომ მარტო მათი ჩამოთვლა არაერთ ათეულ ფურცელს დაიკავებდა, - ხოლო ერთ-ერთი მიზეზთაგანი, რომელიც სხვადასხვა ფსევდოქრისტიანულ კრებულებს შესაძლებლობას აძლევს გაამრავლონ სხვადასხვა "ფანტაზიური" ვერსიები, გახლავთ (სხვათა შორის) ის ვითარება, რომ "დიდი მეძავი" გამოცხადების წიგნში გვეხსნება რაიმე წინაისტორიის გარეშე, და სრული სახით ვლინდება მხოლოდ მასზე აღსრულებული საბოლოო სამსჯავროს აღწერებში.
(ცხადია, გამოცხადების წიგნის მოწმობებს თან რომ სდევდეს ამა თუ იმ მოვლენის ხსენება "ბაბილონის დიდი მეძავის" ისტორიიდან, ეს არსებითად შეამოკლებდა ამ ხატებისადმი მიძღვნილი "ვარაუდების" რაოდენობას).
მიუხედავად ამისა, საიდუმლოებით მოცულ "ბაბილონის მეძავ" აქვს არა მარტო "აწმყო", არა მარტო გარკვეულწილად შეზღუდული და არცთუ შესაშური მომავალი, - არამედ აქვს თავისი "წინასწარმეტყველური დასაწყისი", რომელიც ხილვათა ერთიან წყებაშია აღწერილი და ძველაღთქმისეული ზაქარიას წიგნის მე-4 და მე-5 თავებშია მოცემული.
 
ასე, მაგალითად, წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნის მე-4 თავში აღწერილია გასაოცარი ოქროს სასანთლე, რომელიც ემყარება ორი ცოცხალი ზეთისხილის რტოებს, - და ეს სასანთლე, როგორც უკვე დეტალურად იყო განხილული ადრე, "ქვაკუთხედთან" და "სამშენებლო შვეულთან" ერთად გამოდის, როგორც ზეციური ქალაქის აღშენების სიმბოლო და ხატება, ანუ როგორც მოზეიმე ახალაღთქმისეული ეკლესია.
 
ამის შემდეგ კი, თვით მე-5 თავის დასაწყისში, წინასწარმეტყველი ზაქარია მოწმობს "მფრინავ გრაგნილზე", რომელიც ზომით არის ოცი წყრთა ათზე, თანაც სეპტუაგინტაში და საეკლესიო სლავურ თარგმანში ეს "მფრინავი საგანი" წარმოგვიდგება არა "წიგნის გრაგნილად", არამედ, უზარმაზარი ნამგლად, რომელსაც ძველაღთქმისეული ტაძრის სტოას ზომები გააჩნია და მსოფლიო უკეთურებაზე (გამონაკლისის გარეშე) სამსჯავროს დაწყებას გვამცნობს (ზაქ. 5:1-2).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ზაქარიას სატაძრო სასანთლემ", იმის შემდეგ, რაც სიონზე "ქვაკუთხედი" დამყარდა, ქვეყნიერებას საღმრთო გამოცხადების ნათელი მოუტანა (შეად.: გამოცხ. 11:3-6), ხოლო "მფრინავი გრაგნილ-ნამგალი" მსოფლიო ახალაღთქმისეული მკის დროებას იუწყება, რომელიც გამოცხადების წიგნში წარმოდგენილია "ხუთთვიანი პერიოდის" სახით (გამოცხ. 9:10); ასევე "პირველნაყოფთა" სახით, რომლებიც "ღმრთისა და კრავის" მარადიულ ხვედრში (გამოცხ. 14:4) და, როგორც კეთილი, ასევე უკეთურების ნაყოფთა უკანასკნელ და საბოლოო მკის ხატებებშიც შედიან.
 
შესაბამისად, განსაკუთრებული "ორმხრივი" წყევლა, რომელსაც ცაში მფრინავი გრაგნილი შეიცავს, ახალაღთქმისეულ დროებაში იძენს აზრობრივ სისავსეს და იხსნება, როგორც ცნობა უბედურებაზე ("ვაი, ვაი, ვაი") მიწის მკვიდრთა მიმართ (გამოცხ. 8:13). ის იუწყება უკანასკნელ და საბოლოო მსჯავრზე, რომელთა შესახებ ცაში მფრინავი ანგელოზებიც მოწმობდნენ (გამოცხ. 14:6-11). თანაც "მფრინავი ნამგლის წყევლა" ზაქარიას წიგნში წარმოდგენილია არა მარტო "მსოფლიო" წყევლად, რომელიც დედამიწის ყოველ კუთხე-კუნჭულს აღწევს, - არამედ "დამისამართებულად", ანუ ისეთად, რომელიც მხოლოდ "მპარავთა სახლებში" (ასე აწერია გრაგნილის ერთ მხარეს) და "ცრუდ მფიცველთა სახლებში" (ასე აწერია გრაგნილის მეორე მხარეს) შედის. შეად.:
 
"მითხრა: ეს არის წყევლა, მთელ ქვეყანაზე გადმომავალი; რადგან ყოველი მპარავი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს, როგორც წერია ერთ მხარეს, და ყოველი მოფიცარი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს, როგორც წერია მეორე მხარეს. გამოვიხმე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მიადგება მპარავის სახლს და ჩემი სახელის ცუდად მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და მოსპობს მას, მის ხესა და ქვას" (ზაქ. 5:3-4).
 
გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ "მსოფლიო ურჯულოების სახლის" საბოლოო დასჯის ხატებებში იკითხება მოწმობა უმძიმესი სულიერი სნეულებით მთელი მიწიერი უკეთურების მოწყვლის შესახებ, რომელიც მოსეს ხუთწიგნეულში "მწარე კეთროვან წყლულებად" არის მონიშნული. ამიტომაც უკურნებელი დაავადებით მთლიანად მოწყლული სიმბოლური "სახლი", ლევიანთა წიგნის მცნებების შესაბამისად, "კანონიერი" შვიდი დღის შემდეგ (წინასწარმეტყველური აზრით - "შვიდეულის მეორე ნახევრის" გასვლის შემდეგ) საფუძვლამდე დაინგრევა, მოისპობა "მისი ხე და მისი ქვა" (თანაც, "ქვები" და "ხეები" ბიბლიური მყარი ხატებებია, რომლებიც ადამიანებსა და ანგელოზებს აღნიშნავენ).
 
მეტიც, ამ მოცემულობების თანახმად "უკეთურების სახლის" დანგრევის შემდეგ ნარჩენები უნდა გაიტანონ და დაყარონ "უწმინდურ ადგილას", რაც ახალაღთქმისეულ ტექსტებში პირდაპირ "ცეცხლის გეენაზე" პირდაპირ უთითებს, შეად.:
 
"დაათვალიერებს წყლულს და თუ წყლული სახლის კედლებზეა - მომწვანო (ბერძნულიდან - χλωρίζω)  ან მოწითალო ღრმულები და ჩაღრმავებულად ჩანს კედელზე, მაშინ მღვდელი გამოვა სახლიდან გასასვლელისკენ და შვიდი დღით გამოკეტავს სახლს. მეშვიდე დღეს მღვდელი მობრუნდება და დაათვალიერებს: თუ წყლული მოდებულია სახლის კედლებზე, მღვდელი გამოანგრევინებს ქვებს, რომელზედაც წყლულია და ქალაქის გარეთ, უწმიდურ ადგილზე გადააყრევინებს. სახლი შიგნიდან ირგვლივ უნდა მოფხიკონ და ანაფხეკი ბათქაში ქალაქის გარეთ უწმიდურ ადგილზე უნდა გადაყარონ. აიღონ ახალი ქვები და ჩააწყონ იმ ქვების ნაცვლად, მოიტანონ ახალი ბათქაში და შელესონ სახლი. თუ წყლული ისევ გაჩნდება და აყვავდება სახლში მას შემდეგ, რაც ქვები გამოყარეს, სახლი გაფხიკეს და შელესეს, მღვდელი უნდა მივიდეს და დაათვალიეროს: თუ წყლული მოდებულია სახლში, ეს მწვავე კეთრია. უწმიდურია იგი. უნდა დაანგრიონ სახლი, ქვები, ძელები და სახლის მთელი ბათქაში და ქალაქის გარეთ, უწმიდურ ადგილზე გაიტანონ" (ლევ. 14:37-45).
(აქ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ "მომწვანო ღრმულებს", რომლებიც "ჩაღრმავებულად ჩანან კედელზე", იგივე "მკვდრის" ფერი ადევთ, რაც "მეოთხე მხედრის "ჩალისფერ" ცხენს" (ბერძნ. სიტყვა χλωρίζω) (გამოცხ. 6:8)).
შემდეგ ზაქარიას წიგნის იმავე მე-5 თავში, სადაც გრძელდება მოწმობა მფრინავ "ნამგალ-გრაგნილზე" წინასწარმეტყველი აღწერს ერთ დედაკაცს, რომელიც "საწყაულის შიგნით" იმყოფება (ანუ ის მოთავსებულია "ისრაელში ცნობილ საწყაულთაგან ყველაზე დიდში" - პროფ. ლოპუხინი). თანაც საწყაულის შესახებ, რომელშიც ქალია მოთავსებული ნათქვამია "ეს არის მათი (ანუ "მპარავთა და ცრუდ მოფიცართა" ზაქ. 5:4) უკეთურება მთელს ქვეყანაზე", - ხოლო თვით ქალს ანგელოზი წინასწარმეტყველს წარუდგენს სიტყვებით: "ეს არის უსჯულოებაო", შეად.:
 
"გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: აახილე თვალი და დაინახე, რა არის ეს, რომ ჩანს. ვუთხარი: რა არის-მეთქი? მითხრა: ეს საწყაული ჩანს. და თქვა: ეს არის მათი უკეთურება მთელს ქვეყანაზე. აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია და ერთი ქალი ზის შუაგულ საწყაულში. თქვა: ეს არის ბოროტებაო და ჩააგდო იგი საწყაულში და ტყვიის ზოდი დაახურა მის პირს" (ზაქ. 5:5-8).
 
ამასთან ქალის მდგომარეობა განსაკუთრებული "ადამიანური" საწყაოს შიგნით, იმაზე მოწმობს, რომ ის "აწონილ" და "გაზომილ" იქნა (შეად.: დან. 5:22-28), რის შემდეგაც ამ ქალის პირს დაედება ტყვიის ზოდი, შემდეგ კი ზომა-საწყაული, და ქალი-უსჯულოება, და ტყვიის ზოდი მის პირზე მიდიან განსაკუთრებულ ადგილას, სადაც, როგორც ნათქვამია, უკეთურებას დრომდე ექნება საკუთარი "სახლი", რომელიც ამ სახლისთვის შესაფერის საფუძველზე იქნება შემდგარი, შეად.:
 
"ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა; სად მიაქვთ-მეთქი ეს საწყაული? მითხრა: შენყარის (ბაბილონის) ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ; და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი" (ზაქ. 5:10-11).
 
რადგან "შენყარის მიწად" წმ. წერილში იწოდება ბაბილონის სამეფოს ტერიტორია (შეად.: დან. 1:2), ზაქარიას წინასწარმეტყველების მე-4 და მე-5 თავების ხილვათა წყება არსებითად მოწმობენ იმის შესახებ, რომ ღმრთის მთაზე (ე. ი. სიონზე) დაიდება ქვაკუთხედი (ზაქ. 4:7), რომელზეც აშენდება საყოველთაო ახალაღთქმისეული ეკლესია, კრავის პატარძალი (ანუ "სახლი სიმართლისა", ანუ ღმრთის სახლი (1 ტიმ. 3:15); ან კიდევ ზეციური იერუსალიმი (ფსალმ. 121:1-4; 1 პეტ. 2:6; გალატ. 4:26; გამოცხ. 21:2; 9-10)), - ხოლო ზეციური სიონისა და ძვირფასი ქვაკუთხედის "უკეთურ ალტერნატივად" წამორჩნდება სწორედ "შენყარ-ბაბილონი", სადაც დრომდე დამკვიდრდება "მსოფლიო ქალი-უკეთურება" და "უსჯულოების მსოფლიო სახლი".  
 
იგივე მნიშვნელობები და მოვლენებია აღწერილი ზაქარიას წიგნში მფრინავი ნამგალ-გრაგნილის ხატებაში, რომლის მეშვეობით იმხილება მთელი მიწიერი ურჯულოება, განიკითხება და მოიკვეთება მარადისობისგან, ხოლო უსჯულოების წამღები საწყაული მოწმობს იმაზე, რომ მსგავსი საქმიანობა შეზღუდულია და განკვეთილ იქნება "თავის ადგილას შენყარის ქვეყანაში", ანუ ბაბილონში.
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ბაბილონი ბიბლიური აზრით არის არა მარტო სამოცდაათწლიანი ბაბილონური ტყვეობის ადგილი, არამედ ის მიწაც, სადაც "დამწვარი აგურებიდან" და "მიწის ფისიდან" კაცობრიობა ცდილობდა აეშენებინა ბაბილონის გოდოლი და მით დაემყარებინა "საკუთარი სახელი", სადაც მოხდა ენათა აღრევა, და საიდანაც დაიწყო მთელ დედამიწაზე ტომთა და ხალხთა განთესვანი (დაბ. 11:1-9).

ხოლო რადგან ურჯულოების მსოფლიო სახლის "აგურ-ფისიანი" საძირკველი ხატოვანი აზრით ბაბილონშია, - არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ სწორედ ამ ბაბილონს მიემართება ის წყევლა, რომელსაც ვხედავთ გრაგნილ-ნამგალში, რომელიც "მთელ დედამიწაზე გამოდის", რათა შევიდეს "მპარავის სახლში და უფლის სახელის ცრუდმფიცავთა სახლში..." და ამოწყვიტოს "... ისიც, მისი სახლის ხეც და ქვებიც" (ზაქ. 5:3-4)).
გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივია ის, რომ ბუკვალურ დადგენილებათა გათვალისწინებით, რომლებიც ხელთქმნილ კარავთან იყვნენ დაკავშირებულნი, "საწყაულში მყოფი ქალის" ბიბლიური სახე, რომელიც განშორდება სიონის ქალაქს "შენყარის (ბაბილონის) მიწაზე", შეესაბამება "ტაძრის განწმენდის" ახალაღთმისეულ სიმბოლოს, ხოლო მფრინავი "ნამგალ-გრაგნილი" რომლის ზომაა ოცი წყრთა ათზე განსაკუთრებულ "წინასწარმეტყველურ ინსტრუმენტად" გამოიყურება, რომელიც განკვეთს წმიდას უწმინდურისგან, ანუ ემსგავსება ხელთქმნილი ტაძრის სტოას არა მარტო ზომით, არამედ მოქმედების სახითაც.
 
მაგრამ ყველაზე მთავარი მოწმობა "დიდი ბაბილონის მეძავის" არსზე მდგომარეობს იმაში, რომ მისი შესაბამისი "სახლი" წინასწარმეტყველს წარმოუდგენია, როგორც "მპარავის სახლი" და "ღმრთის სახელის ცრუდ მოფიცარის სახლი", - ამიტომაც უეჭველია, რომ სწორედ ამ სულიერად დაზიანებულ და კეთროვან სახლში დაიმალებიან დრომდე ყოველგვარი მპარავები, ყაჩაღები, და გამონაკლისის გარეშე, - ცრუწინასწარმეტყველები, ცრუმოწმენი და მისთანანი...
 
ეს კი ნიშნავს, რომ "დიდი ბაბილონის მეძავის" გულისხმისყოფისთვის არ არის საკმარისი მასში დავინახოთ მხოლოდ "ღმრთის სახელით ცრუდ მოფიცარნი", ანუ ისინი, ვინც იცის მაცხოვრის წმიდა სახელი, მაგრამ უფლება არა აქვთ ილაპარაკონ მისი სახელით (ეს კი არა მარტო რომის საყდარია და რომის ეკლესიაა, არამედ გამონაკლისის გარეშე ყველა სექტანტი, წმ. წერილის ყველა თავნება კომენტატორი და სხვა).
 
ნამგალ-გრაგნილს, რომელიც დედამიწისკენ არის მომართული ურჯულოებისა და უკეთურების მოსასპობად, აქვს მეორე მხარეც, რომელიც განსაზღვრავს წყევლის ობიექტს - "მიწიერ მპარავთ", - ამიტომაც "მეძავი ბაბილონი" მოიცავს არა მარტო ცრუ-ეკლესიებს, არამედ ყოველ მათგანს, ვისაც არანაირ ეკლესიასთან არა აქვს ურთიერთობა (ეს კი ცრუ რელიგიათა და კულტთა ადეპტია, ესენია ყოველგვარი კატეგორიის ურწმუნონი და სხვა).
(საკითხი იმის შესახებ ზემოთჩამოთვლილი კატეგორიები სულიერი აზრით რატომ მიიჩნევიან "მპარავებად", განხილულ იქნება მომდევნო პუბლიკაციებში, ხოლო დამატებითი არგუმენტები, რომელიც ეხებიან ბაბილონის მეძავის საზოგადო არსს, განიხილული იყო პუბლიკაციაში, რომელიც განმარტავდა გამოცხადების 14-ე თავის მე-8 მუხლს).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому