აპოკალიფსისი > განმარტება
რას გულისხმობს მეძავის დათრობა წმინდანთა სისხლით?
(გამოცხ. 17:6)
"და ვიხილე, რომ დედაკაცი მთვრალი იყო წმიდათა და იესუს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება" (გამოცხ. 17:6).
როგორი რთული წარმოსადგენიც გინდ იყონ გამოცხადების წიგნის პერსონაჟები მათთვის დამახასიათებელი ნიშნების ჩამოთვლისას, მათი უმეტესობა სრულიად გამოსახვადია (ანუ ამ პერსონაჟთა გარეგანი სახე შეიძლება გადმოცემულ იქნას მხატვრული საშუალებებით).
მაგრამ გამოცხ. 17:6 მოწმობს იმის შესახებ, რომ "დედაკაცი-მეძავი მთვრალი იყო სისხლით", ხოლო მსგავსი დახასიათება შეუძლებელია გამოვხატოთ ადამიანისთვის მისაწვდომი ვიზუალური საშუალებებით (არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ სისხლი, რომელზეც არის მსჯელობა, ეს უბრალო სისხლი როდია, არამედ "წმიდათა და იესუს მოწამეთა სისხლია").
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იდუმალთმხილველის აღქმა არ იყო შემოსაზღვრული ჩვეულებრივი ადამიანური მზერით, - ამიტომაც მის თვალწინ გადაშლილი ხილვა არ უნდა მივამსგავსოთ თანამედროვე სურათებს ან კინოფილმებს, სადაც შესაძლბელია მიმდინარე მოვლენების ოდენ "გარეგანი გარსის" წარმოდგენაა შესაძლებელი.
ამასთან მოწმობა "სისხლით დათრობაზე", რომელსაც ამჩნევს (ან გრძნობს) მეძავში გამოცხადების იდუმალთმხილველი, ჩვენებურ თარგმანში შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც "წყლით დარწყულების" სინონიმი, - მაგრამ ბერძნული სიტყვა μεθύουσαν უთითებს არა ჩვეულებრივ სასმელზე, არამედ "ლოთობასა" და "დათრობაზე" (შეად.: "... რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა" (გამოცხ. 17:2), ასე რომ მეძავი არა უბრალოდ "აღვსილია სისხლით", არამედ ეიფორიაშია თავისი დაუსჯელობის გამო (რაც, სიტყვამ მოიტანა და, დამაჯერებლად დასტურდება ვითარებით, რომელიც დღეისთვის არის ჩამოყალიბებული ხილულ ქვეყნიერებაში).
გარდა ამისა, როგორც ადრეც აღინიშნა და შემდეგშიც იქნება განხილული, მეძავის ღვინო არ იფარგლება დანაშაულობებით წმინდანთა და იესუს მოწმეთა წინააღმდეგ, არამედ მოიცავს გამონაკლისის გარეშე მსოფლიო სისხლისღვრას ქვეყნიერების შექმნიდან (აბელის სისხლიდან მოყოლებული), ვიდრე დღემდე, შეად.:
"და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი" (გამოცხ. 18:24).
"რათა მოეკითხოს ამ მოდგმას სამყაროს შექმნიდან დათხეული ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, აბელის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ზაქარიასი, რომელიც მოკლულ იქნა საკურთხეველსა და ტაძარს შორის. დიახ, გეუბნებით თქვენ, მოეკითხება ამ მოდგმას" (ლკ. 11:50-51).
"ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი" (დაბ. 9:6).
ეს კი ნიშნავს, რომ ბაბილონის მეძავის იდუმალ ხატებაში წარმოდგენილია უკეთურთა და ურჯულოთა გლობალური ერთობლიობა, რომელზეც მსჯავრსაც ითხოვდნენ "ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის მოკლულთა სულები", რომლებიც თავიდან "საკურთხევლის ქვეშ" იმყოფებოდნენ, შემდეგ კი შეიმოსნენ სპეტაკი სამოსლებით, ახალაღთქმისეული მსახურებისთვის დადგნენ სიონის მთაზე:
"ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან?" (გამოცხ. 6:10).
მეტიც, სწორედ ბაბილონის მეძავი დალევს სისხლს "წყალთა და მდინარეთა წყაროებიდან" (შეად.: გამოცხ. 16:4-6) იმის შემდეგ, რაც მსოფლიოზე გადმოიღვრება უკანასკნელი ღვთაებრივი რისხვის მესამე თასი, შეად.:
"რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს, შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსნიც არიან" (გამოცხ. 16:6).
(აქ უნდა აღინიშნოს, რომ რადგან შვიდთავიან და ათრქიანი მხეცს ეწოდება "მრავალი წყალი" (გამოცხ. 17:1-3), - მეძავი-დედაკაცის უკანასკნელი სამსჯავროს მომენტისთვის ის გამოიყურება, როგორც "მეწამული", მათ შორის იმ მიზეზითაც, რომ "მესამე ანგელოზმა მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე დასთხია თავისი თასი, და წყალი სისხლად იქცა" (გამოცხ. 16:4)).
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, შურისგება "საკურთხევლის ქვეშ მყოფ მოკლულ სულთა ღაღადისისთვის" და "მხედრობა, რომლის რიცხვია "ბევრნი ბევრთანი"", რომელიც გამოდის მეექვსე საყვირის დაცემისას; ასევე სამაგიეროს მიგება "გააფთრებულ წარმართთადმი" მეშვიდე საყვირის დაცემის წინ 11-ე თავში და "უკეთურების ნაყოფთა უკანასკნელი მკა" 14-ე თავში, ასევე უკანასკნელი რისხვის შვიდი თასი 15-ე და 16-ე თავებში, აგრეთვე 17-ე თავის მოწმობა "ბაბილონის დიდი მეძავის" დასჯაზე არის ერთი და იგივე საღმრთო შურისგება, რომელიც აღწევს ერთსა და იმავე პერსონაჟებს, და ზუსტად შეესაბამება სახარებისეულ მოწმობებს ძველი ქვეყნიერების უკანასკნელ დღეებთან დაკავშირებით, როგორც ამას გადმოგვცემენ მოციქულთა ეპისტოლეები და მართლმადიდებლური ეკლესია თავისი სწავლებით.
ხოლო ის განმარტებანი, რომელშიც ზემოთხსენებულ მოვლენათაგან თითოეული განიხილება როგორც რაღაც ახალი და უნიკალური, რის შესახებაც არ იყო ნახსენები სხვა ახალაღთქმისეულ ტექსტებში (ამ წარმოსახვად მოვლენათა თანმიმდევრობისგან დამოუკიდებლად), მოწმობენ არა ბიბილურ რეალობაზე, არამედ იმაზე, რომ მსგავსი განმარტებების ავტორები გამოცხადების წიგნს აღიქვამენ ძველაღთქმისეული აზრით, და მასში ეძებენ არა ახალაღთქმისეული დროების მსოფლიო პანორამებს, არამედ "ადამიანურ" წინასწარმეტყველებებს ბუკვალურ მიწიერ მოვლენებთან დაკავშირებით.
მთლიანობაში კიდევ ერთხელ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ წმ. წერილის ბოლო წიგნის სიმბოლოები და მოწმობები არ "დადიან" ლოკალურ და შეზღუდულ მნიშვნელობებამდე, არამედ ეძღვნება ახალაღთქმისეულ დროში ყველა წინასწარმეტყველური ხაზის აღსრულებას გამონაკლისის გარეშე, რომლებიც კი მოცემულია ძველ და ახალ აღთქმაში.
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.
