სწავლანი > ლიტურგიკა
აღვიარებ
ერთსა ნათლისღებასა...
ავტორი: პროტოპრესვიტერი გიორგი მეტალინოსი.
წყარო: Исповедую едино Крещение... Изъяснение и применение 7-го Правила Второго Вселенского собора Отцами-Колливадами и иереем Константином Икономосом / Протопр. Георгий Металлинос; Пер. с греч. на англ. иером. Серафима, пер. с анг. на рус. Н. Россомагиной; Ред. Пер. и прим. канд. филол. наук Е. Огородник. - Пермь: «Панагия», 2004 .
შინაარსი:
წიგნში "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა..." ათენის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი პროტოპრესვიტერი გეორგი მეტალინოსი მკითხველს აცნობს კოლივად-მამათა (1) და მღვდელ კონსტანტინე იკონომოსის, ასევე XVIII და XIX საუკუნეთა ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის თვალსაჩინო მეცნიერთა და მღვდელმსახურთა მართლმადიდებლურ შეხედულებას. მათი შრომების საფუძველზე, რომელიც დღემდე ნაკლებად ცნობილია როგორც ჩვენში, ასევე დასავლეთში, ის აანალიზებს მეორე მსოფლიო კრების მე-7 კანონს, რომელიც არეგულირებს ეკლესიაში ახალმოქცეულთა მიღების მეთოდს. მოცემულია აკრიბიისა და იკონომიის პრინციპების განსაზღვრებანი, შემოფარგლულია მათი მოქმედების საზღვრები და განმარტებულია მათი გამოყენება წარსულში. წიგნი "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა...", უეჭველად, გამოიწვევს დიდ ინტერესს, როგორც მღვდელმსახურთა, ასევე ერისკაცთა შორის.
____________________
1. ბერძნ. Κολλυβάδες – XVIII ს-ის მეორე ნახევერში ათონელ ბერთა შორის გაჩენილი მოძრაობა გაუმართლებელ ინოვაციათა წინააღმდეგ და ბრძოლა სულიერი ცხოვრების ტრადიციული პრაქტიკის აღდგენისთვის.
____________________
* * *
II. კანონის განმარტება
1. საწყისი ეკლესიოლოგიური აქსიომები და პრინციპები
იმისათვის, რომ ჩავწვდეთ იმ მიდგომის არსს, რომლითაც ზემოხსენებული სასულიერო პირები განიხილავენ ჩვენთვის საინტერესო კანონს, უპირველეს ყოვლისა, ოდნავ უნდა შევჩერდეთ იმ საწყის პრინციპებსა და ორიენტირებზე, რომლებსაც ეყრდნობოდა მათი მსჯელობა, ანუ მათ წანამძღვრებზე (პრესუპპოზიცია) (1), რომლებიც ჩამოყალიბდა როგორც მათი ეპოქის ზოგადი სულიერი დონის, ისე მათივე საღვთისმეტყველო აზროვნების ხარისხის გავლენით. სრულიად ნათელია, რომ მათი საღვთისმეტყველო აზროვნება მოქცეულია იმ ჩარჩოებში, რომლებიც ქვემოთ მოყვანილმა ეკლესიოლოგიურმა და კანონიკურმა წანამძღვრებმა ჩამოაყალიბა:
ა) "ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება" (ეფეს. 4:5) (2) — მოციქულ პავლეს ეს სიტყვები წარმოადგენს მთავარ ღერძს, რომლის გარშემოც ჩამოყალიბდა მათი საღვთისმეტყველო ცნობიერება და აზროვნება. ამ სიტყვებიდან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივად იბადება იმის გააზრება, რომ ეკლესიაც მხოლოდ ერთი და ერთადერთია. და ჭეშმარიტად მოქმედი და მაცხოვნებელი საიდუმლონი არის მხოლოდ ის საიდუმლონი, რომლებიც ამ ეკლესიაში აღესრულება. და ეს "ერთადერთი ეკლესია" არ არის არცერთი სხვა ეკლესია, გარდა მართლმადიდებელი ეკლესიისა. ეს სწორედ ის ეკლესიაა, რომელსაც ისინი თავადვე ეკუთვნიან. (3) მათ ამ პოზიციაში სრულიად ნათლად იკვეთება, რომ ისინი იზიარებენ მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელის ეკლესიოლოგიას. (4) სწორედ იმ ეკლესიოლოგიას, რომელსაც პრაქტიკულად მუდმივად მისდევდა მთელი მართლმადიდებლური აღმოსავლეთი, (5) მაშინ როდესაც დასავლეთი, როგორც ამ, ისე სხვა საკითხებში, ნეტარი ავგუსტინეს შეხედულებას იზიარებდა.
ბ) მოციქულთა 46-ე, 47-ე, 50-ე და 68-ე კანონები (6) გადმოსცემენ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვან მოთხოვნებს და გააჩნიათ უმაღლესი და ურყევი ავტორიტეტი. ზემოხსენებული ღვთისმეტყველნი მიიჩნევენ, რომ მოციქულთა კანონები წარმოშობით არა მხოლოდ საეკლესიოა (ანუ დადგენილია საეკლესიო კრებებზე), არამედ ნამდვილად მოციქულთა კანონებია (7) ანუ სათავეს თვით წმიდა მოციქულთაგან იღებს. ამ მიზეზით, მოციქულთა კანონებს დანარჩენ კანონებთან შედარებით უფრო მაღალი ავტორიტეტი გააჩნიათ. სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ მიღებულია ჯერ მოციქულთა კანონების ციტირება, ხოლო შემდეგ — დანარჩენი კანონებისა (მსოფლიო და ადგილობრივი კრებების, აგრეთვე წმიდა მამათა კანონების), რომლებიც აუცილებლად თანხმობასა და ერთობაში უნდა იყვნენ მოციქულთა კანონებთან, რომლებსაც ფუნდამენტური, საბაზისო მნიშვნელობა აქვთ ეკლესიის ცხოვრების მოსაწესრიგებლად. (8)
ასევე, 256 წლის ადგილობრივი კრების გადაწყვეტილების შემთხვევაშიც, რომელსაც მღვდელმოწამე კვიპრიანე თავმჯდომარეობდა — იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღსრულდეს ნათლისღების საიდუმლო — ჩვენი ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ კრების ეს გადაწყვეტილებაც მოციქულთა ზემოხსენებულ კანონებს ეფუძნებოდა, და ამ ადგილობრივი კრების ავტორიტეტს მსოფლიო კრებათა ავტორიტეტის დონე აქვს, რაც დამტკიცდა მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრების მეორე კანონით (9), ამიტომ, ეკლესიაში არ არსებობს და ვერც იარსებებს რაიმე საეკლესიო გადაწყვეტილება (ნათლისღების საიდუმლოს შესახებ), რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა მოციქულთა კანონებთან, მღვდელმოწამე კვიპრიანეს კანონთან, ისევე როგორც წმიდა ბასილი დიდის კანონებთან (1 და 37), რომლებმაც მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრებაზე ასევე მოიპოვეს მსოფლიო კრებათა ავტორიტეტი (10).
გ) რაც შეეხება უშუალოდ ნათლისღების საიდუმლოს, ეფეს. 4:5-ისა და სარწმუნოების სიმბოლოს თანახმად, არსებობს მხოლოდ ერთი, ერთადერთი ნათლისღება, რომელიც აღესრულება ერთ და ერთადერთ ეკლესიაში, ანუ მართლმადიდებელ ეკლესიაში (11). ეს, საკუთრივ, არის "ნათლისღება", რომელიც აღესრულება წყალში სამგზის შთაფლვითა და მისგან ამოსვლით, რამდენადაც ტერმინი βάπτισμα მხოლოდ ამას შეიძლება ნიშნავდეს (12). წყალში სამგზის შთაფლვით ნათლისღება მოციქულებმა თვით ღვთისგან ისწავლეს (θεοδίδακτο) და ღვთივგადმოცემულად (θεοπαράδατο) იწოდება (13), რაც დასტურდება მოციქულთა, კრებათა და წმიდა მამათა კანონებით (14). "სწორედ ასეთი ნათლისღების გვწამს, — აღნიშნავს ეკონომოსი, — და ეს არის ერთადერთი ნათლისღება, რომელსაც ვაღიარებთ, და ის აღარ მეორდება" (15).
დ) სხვადასხვა ჯურის ერეტიკოსები, რომლებიც ჩამოთვლილია წმიდა ბასილი დიდის პირველ კანონში (ჩვენი ღვთისმეტყველები ამ საკითხშიც მის შეხედულებას იზიარებენ) (16), ეკლესიის გარეთ იმყოფებიან, და ამიტომ მათი "ნათლისღება", რომელიც სრულიად მოკლებულია თავის არსს, არის ცრუნათლისღება (ψευδοβάπτισμα), რომელიც არ არის ჭეშმარიტი (οὐκ ἀληθές) (17) რამეთუ იგი ეკლესიის საზღვრებს გარეთ აღესრულება (18). აქედან გამომდინარე, მათი ნათლობა თუნდაც სამგზის შთაფლვით, ანუ საეკლესიო ნათლისღების წესების შესაბამისად აღესრულებოდეს, მაინც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს "განათლებად", არამედ არსებითად "შეგინებას" წარმოადგენს (19).
შეუძლებელია ერეტიკოსებს ჰქონდეთ ჭეშმარიტი ნათლისღება, რამეთუ მათი რწმენა დაზიანებულია მწვალებლობით (νοσούν κατά την πίστη) (20), ამიტომ, რადგანაც მათ დაკარგეს მართლმადიდებლური რწმენა, მათ მიერ მინიჭებული ნათლისღებაც უსარგებლო და ფიქტიურია (ανωφελές έχουσι και το παρ’ αυτών διδόμενον βάπτισμα, με το να υστερήται την ευσέβειαν) (21). ნეოფიტეს თქმით, ერეტიკოსთა რწმენა "ანათემასაა გადაცემული, ხოლო ჩვენი რწმენა კურთხეულია. ანალოგიურად, ჩვენი და მათი ნათლისღება ერთი და იგივე არ არის" (22). მაშასადამე, როგორც წმიდა ნიკოდიმოსი აღნიშნავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერეტიკოსები სწორად მოუხმობენ წმიდა სამებას და ზუსტად აღასრულებენ ნათლისღებას, მათი ბაგეებით წარმოთქმული უწმიდესი სიტყვები მაინც უმოქმედო და უნაყოფო რჩება" (23).
გარდა ამისა, ერეტიკოსებს არ შეიძლება ჰქონდეთ ჭეშმარიტი ნათლისღება იმიტომაც, რომ მათ არ გააჩნიათ მღვდლობა. მღვდლობა და ნათლისღება ურთიერთდაკავშირებულია (24), "ამიტომაც სრულიად აუცილებელია, ან ორივე ერთად მივიღოთ, ან არც ერთი" (25). ერეტიკოსთა ნათლისღება "ვერ ანიჭებს ცოდვათა შენდობას" (26), და ამიტომ ყველა ერეტიკოსი, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას უბრუნდება, აუცილებლად უნდა მოინათლოს (27).
მოყვანილი არგუმენტები ნათლად ეფუძნება მღვდელმოწამე კვიპრიანეს კანონსა და წმიდა ბასილი დიდის 47-ე კანონს (28), რომლებმაც გზა გაუკვალეს "აკრიბიის" პრინციპს (29), რომლის თანახმადაც ლაპარაკიც კი გამორიცხულია ერეტიკოსთა საიდუმლოებების ნამდვილობაზე.
ე) ეკლესიაში ერთიანი ნათლისღების "ღვთივგადმოცემული" წესის შეცვლა "უკიდურესი აუცილებლობის გარეშე" (30) წარმოადგენს "მოციქულებრივი ტრადიციის შეუნდობელ დარღვევას" (31) რომელიც "საძაგელი და საზიზღარია" (32). ნეოფიტეს აზრით, ნათლისღება "აღიარებულია როგორც დოგმატი" (33), ხოლო "სამგზის შთაფლვა თავისთავად — ესეც დოგმატია" (34). ნათლისღება არ არის უბრალოდ "საეკლესიო განჩინება", რომლის განხილვაც შეიძლება ზნე-ჩვეულებებისა და ტრადიციების ჭრილში; ეს არის ის, რაც უშუალოდ თავად რწმენის სფეროს განეკუთვნება" (35). ამიტომ, აღმსარებლობათა შორის განსხვავების გავლება იმის მიხედვით, თუ როგორ აღესრულება ნათლისღება, დაუშვებელია. კითხვაზე: "რა უფრო მნიშვნელოვანი და არსებითია — გარეგნული სახე თუ რწმენა?" — ეკონომოსი პასუხობს: "ორივე" (36), და შემდეგ ციტირებს წმიდა ბასილი დიდს, რომლის თანახმადაც "რწმენა და ნათლისღება არის ხსნის ორი სახე, ერთმანეთთან თანაბუნებრივი და განუყოფელი; რამეთუ რწმენა აღესრულება ნათლისღებით, ხოლო ნათლისღება ეფუძნება (θεμελιούται) რწმენას" (37). რწმენის სწორი აღმსარებლობა, ეკონომოსის სიტყვებით, უნდა ახლდეს "სრულყოფილ" ნათლისღებას, რამეთუ მხოლოდ ასეთი ნათლისღება, "თავის მხრივ, სრულყოფს რწმენას" (38).
ვ) ის გარემოება, რომ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისთვის აუცილებელია წყალში სამგზის შთაფლვა, შეესაბამება მის დოგმატურ ბუნებას. სამგზის შთაფლვით ჩვენ "ვაღიარებთ დოგმატს ღვთივდასაბამიერი წმიდა სამების შესახებ, რომელსაც ლოცვებში მოვუხმობთ ", აგრეთვე "დოგმატს ჩვენი ქრისტე ღვთისა და მაცხოვრის განგებულების შესახებ", ვინაიდან წყალში სამგზის შთაფლვა და მისგან ამოსვლა "წარმოადგენს მისი სიკვდილის, დაკრძალვისა და მესამე დღეს აღდგომის სიმბოლურ სახეს" (39). წმიდა ნიკოდიმეს თქმით, საუბარია არა მხოლოდ სიმბოლიზმზე, არამედ რეალობაზე, რამეთუ "ადამიანი ნამდვილად განიცდის თავის თავზე უფლის სიკვდილს. ანუ, ნათლისღების მიღებისას ის კვდება და ქრისტესთან ერთად იმარხება ნათლისღების წყალში" (შდრ. რომ. 6:4).
შეუძლებელია უგულებელვყოთ წყალში სამგზის შთაფლვა "რადგან ჩვენში უნდა განხორციელდეს ქრისტეს სიკვდილისა და სამდღიანი დაკრძალვის მსგავსება". ამის გარდა, მართლმადიდებლური ნათლისღება განასახიერებს "უფლის სულის ჯოჯოხეთში ჩასვლას". ამიტომ, თუ "ქრისტეს დაკრძალვისადმი მსგავსების" მეშვეობით ღმერთი მოქმედებს ნათლღებულის სხეულში, მაშინ "ჯოჯოხეთში ჩასვლისადმი მსგავსების" მეშვეობით განიღმრთობა მისი სული. ასე აჯამებს ნიკოდიმე წმიდა მამათა სწავლებას ამ საკითხთან დაკავშირებით (40).
ზემოთ მოტანილი საწყისი დებულებები გვეხმარება სწორად შევაფასოთ როგორც კოლივადების, ასევე კ. ეკონომოსის საღვთისმეტყველო პოზიცია, რომელიც ზუსტად იმავე მოსაზრებას იზიარებდა მეორე მსოფლიო კრების მე-7 კანონთან და, ზოგადად, ძველი და ახალი მწვალებლების ეკლესიაში გადმოსვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
________________
1. პრესუპპოზიცია (წანამძღვარი) — საბაზისო აქსიომათა და პრინციპთა საწყისი ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც შემდგომ ლოგიკურად აიგება მთავარი აზრი.
2. ორიგინალური ტექსტი ბერძნულად: εἷς κύριος μία πίστις ἓν βάπτισμα. აქ რუსულ ენაზე ეს ციტატა მოცემულია აზრობრივ-განმარტებითი თარგმანით, რათა ნათელი იყოს, თუ კონკრეტულად რაზეა საუბარი.
3. P, с. 51, 57. E, с. 139, 142, 147xiii-xviv (одно крещение в одной Церкви). O, с. 499, 485, 511.
4. Επιστ. (Письма) 73:21; 69:1, 2, 10; Ср. Tertullian, De Baptismo 15.
5. Cм. T. Ware, с. 82.
6. ამ კანონთა ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ 94-ე გვერდზე (ჩვენს საიტზე ამ კანონთა ტექსტები შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე გადასვლით - "აპოკ." რედ.).
7. ნეოფიტეს თანახმად (E, გვ. 132), მათი მეშვეობით "მოციქულთა კრება" მეტყველებს; შდრ. გვ. 131, 132, 133, "ყველა კრებას შორის უდიდესია მოციქულთა კრება", E, გვ. 143–144. იხ. P, გვ. xxiv, 53, 55. O, გვ. 399, 452–453, 480. ეკონომოსის დროს, არგოსის ეპარქიის პროტოსინგელმა ე. დიოგენიდისმა ეჭვქვეშ დააყენა მოციქულთა კანონების ავტორიტეტი. იხ. Γ. Δ. Μεταλληνού, Το ζήτημα της Μεταφράσεως της Αγίας Γραφής εις την Νεοελληνικήν κατά τον ΙΘ’ αι., Αθήναι 1977, σ. 394 (პროტოპრესვიტერი გიორგი მეტალინოსი. "წმიდა წერილის თანამედროვე ბერძნულ ენაზე თარგმნის საკითხი მეცხრამეტე საუკუნეში"). მღვდელმა კონსტანტინე ეკონომოსმა ეს მოსაზრება უარყო ზემოთ ხსენებულ სპეციალურ ნაშრომში (Περί των τριών Ιερατικών της Εκκλησίας βαθμών Επιστολιμαία Διατριβή, εν η και περί της γνησιότητος των αποστολικών κανόνων, υπό του πρεσβυτέρου και οικονόμου Κωνσταντίνου του εξ Οικονόμων, εν Ναυπλία αωλε’).
8. P, с. 55. O, с. 453–454.
9. E, გვ. 128, 142. P, გვ. 51, 370–371. O, გვ. 453. ნეოფიტე აცხადებს: "უმალ საიქიოში წავალს, ვიდრე უარვყოფ კართაგენის კრების მიერ დაწესებულ ურყევ წესრიგს" (გვ. 142).
10. E, გვ. 142, 147a-147b. P, გვ. 52. O, გვ. 426, 451. M, გვ. 263. შემდგომ ტექსტში მღვდელმოწამე კვიპრიანეს თავმჯდომარეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილება ასევე იწოდება, როგორც "მღვდელმოწამე კვიპრიანეს კანონი", "მოწერილი იანუარიუსისა და დანარჩენი 18 ნუმიდიელი ეპისკოპოსისადმი", "მღვდელმოწამე კვიპრიანეს დროს კართაგენში შემდგარი მესამე წმიდა ადგილობრივი კრების კანონი".
11. P, გვ. 51. ნეოფიტეს თქმით: "ასეთ შემთხვევაში, თუ ჩვენი ნათლისღება და ერეტიკოსთა ნათლისღება ერთი და იგივეა, მაშინ ჩვენი რწმენაც და მათი რწმენაც ერთი და იგივე ყოფილა, რადგან უფალი ერთია. თუმცა სინამდვილეში ჩვენი რწმენა და მათი რწმენა არ არის ერთი და იგივე, და ამიტომ ნათლისღებაც არ არის ასეთი, და უფალი მათთან არ იმყოფება" E, გვ. 142. შდრ. O, გვ. 441, 454ff, 485. ეკონომოსი საუბრობს "მართლმადიდებლურ ნათლისღებაზე". მისი აზრით, ერეტიკოსთა საიდუმლოებები არ არის "მოქმედი" (άπρακτα) (გვ. 459).
12. Βαπτίζω, εκ του βύπτω = βουτώ ("ბაპტიძო, ეკ ტუ ბიპტო = ბუტო" – "Βαπτίζω" მომდინარეობს "βύπτω"-დან, ანუ ნიშნავს "ჩაყოფას", "ჩაძირვას" ("βουτώ")) – "აპოკ." რედ.), ანუ წყალში ჩაშვება, წყალში ჩაძირვა. O, გვ. 402. ეკონომოსი საფუძვლიანად უარყოფს თავისი ოპონენტების არგუმენტებს (გვ. 398ff). შდრ. გვ. 436ff, 442ff. P, გვ. 63ff. ათანასე პაროსელის თანახმად (M, გვ. 266), ნათლისღება ნიშნავს "ნათლღებულის წყალში ჩაძირვას" (εντός ταυ υγρού υποβρύχιον ποιείν τον βαπτιζόμενον).
13. O, გვ. 399, 426. შდრ. გვ. 413: "ყოვლადწმიდა და ჭეშმარიტი" (πανάγιον και αληθινόν). მსოფლიო კრებათა თანახმად, "წყალში სამგზის შთაფლვა და მისგან ამოსვლა წარმოადგენს ღვთის მცნების აღსრულებას და განასახიერებს სამერთიან ღმერთს". Ιωάννου Ρίννε, (Μητροπολίτου Ελσιγκίου), Ενότης και ομοιομορφία εν τη Εκκλησία, κατά το πνεύμα των Οικουμενικών Συνόδων, Θεσσαλονίκη 1971, σ. 37/38 (ჯონ რინი, ფინეთის მთავარეპისკოპოსი, ერთობა და ერთგვაროვნება ეკლესიაში მსოფლიო კრებათა სულისკვეთების შესაბამისად).
14. P, с. 63f. O, с. 399.
15. O, გვ. 426. ნეოფიტეს თანახმად: "ქრისტეს ეკლესია ერთ ნათლისღებას აღიარებს; და ეს არა მხოლოდ იმ აზრით, რომ იგი არავის ნათლავს ორჯერ, არამედ იმ აზრითაც, რომ ის ყველას ერთი და იმავე ნათლისღებით ნათლავს, და არა ისე, რომ ვიღაც ერთი სახის ნათლისღებით, ვიღაც კი — სხვა სახით" E, გვ. 142.
16. იხ. E, с. 126; P, с. 587; O, с. 89, 420.
17. E, с. 134; P, с. 51, 55, 370; O, с. 413.
18. შდრ. Ιερ. Κοτσώνη, Περί του κύρους της Ιερωσύνης των Αγγλικανών από της απόψεως του Κανονικού Δικαίου της Ορθοδ. Εκκλησίας, Αθήναι 1957, σ. 18 (იერ. კოცონისი, ანგლიკანთა მღვდლობის ნამდვილობის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო სამართლის თვალსაზრისით). ნეოფიტეს თანახმად (E, გვ. 127), "ერეტიკოსთა ნათლისღება სრულიად უარყოფილია (το μεν των αιρετικών (βάπτισμα) παντελώς αθετείται, τα δε των αποσχισθέντων), სქიზმატიკოსთა ნათლისღება კი წმიდა მირონით ცხების მეშვეობით იღებს კურთხევასა და კანონიერებას (μόνη τη του μύρου επιχρίσει εγκαινιζόμενον) მოციქულთა 47-ე და 68-ე კანონების, კვიპრიანეს I კანონისა და ბასილი დიდის 47-ე კანონის საფუძველზე".
19. E, გვ. 133, 147f. აქ ნეოფიტე ეყრდნობა წმიდა მამათა შეხედულებებს: კვიპრიანეს, ათანასე დიდის, ბასილი დიდის, ლაოდიკიის კრების მე-8 კანონსა და მოციქულთა კანონებს.
20. E, с. 142; 135–136.
21. P, с. 52–53.
22. E, с. 137.
23. P, გვ. 56. ხოლო ნეოფიტეს თანახმად, "საიდუმლოს წარმატებით აღსრულებისთვის, თავისთავად, მხოლოდ სამგზის შთაფლვა წმიდა სამების მოხმობით საკმარისი არ არის", E, გვ. 147xiv. ეს იმიტომ, რომ "ჭეშმარიტი ნათლისღება, მოციქულთა 47-ე კანონის შესაბამისად, უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც მამის, ძის და წმიდა სულის სახელით და სამგზისი შთაფლვით, არამედ უნდა ხორციელდებოდეს წმიდა სამების მართლმადიდებლური აღმსარებლობით..." (το κατ’ αλήθειαν βάπτισμα του μζ’ αποστολικού κανόνος ουχ απλώς το εις Πατέραν και Υιόν και Πνεύμα Άγιον εν τρισί καταδύσεσιν υποληπτέον, αλλά και το εν υγιά της Τριάδος ομολογία....) E, გვ. 139.
24. "ნათლისღებისა და ხელდასმის შემთხვევაში მოქმედებს ერთი და იგივე პრინციპი", E, გვ. 147xxii. შდრ. O, გვ. 459, 492; E, გვ. 133: "Οι αιρετικοί ούτε ορθόδοξοι εισιν, ούτε ιερείς" ("ერეტიკოსები არც მართლმადიდებლები არიან და არც მღვდლები"). შდრ. ξη’ Αποστολικόν და Αποστολ. Διατάξεις VI, 15 (მოციქულთა 68-ე კანონი და მოციქულთა განწესებები VI, 15).
25. E, გვ. 147xxii. მოციქულთა 68-ე კანონის თანახმად, ერეტიკოსებს არ გააჩნიათ მღვდლობა, და ამიტომ ყველა მათი "მღვდელმოქმედება" არის ამაო და მოკლებულია მადლსა და განწმედის მოქმედებას (και τα παρ’ αυτών ιερουργούμενα κοινά εισι, και χάριτος και αγιασμού άμοιρα), P. 50, 52. "მოციქულთა კანონების შესაბამისად, მათი მღვდლები ცრუნი არიან, ამიტომ მათი ნათლისღებაც, ბუნებრივად, ცრუა" (Ων γαρ οι ιερείς κατά τους αποστολικούς κανόνας ψευδείς, ψευδές δήπου και το τούτων βάπτισμα), E, გვ. 147xiii.
26. E, გვ. 147xiv. ნეოფიტე სამართლიანად აგრძელებს: "რადგან თუკი ის მაინც ანიჭებს მას (მადლს - "აპოკ." რედ.), თუ იგი მაინც ანიჭებს მას, მაშინ მათი ეკლესიაში გადმოსვლა აზრს მოკლებულია, და ერეტიკოსებმა, რომლებიც არ გადმოდიან, იციან ეს" (Ει γαρ παρέχει, αλόγως λοιπόν τη Εκκλησία προσέρχονται, και αιρετικοί οι μη προσερχόμενοι ακούουσιν).
27. P, с. 370.
28. E, с. 132.
29. ეს დაკანონდა (επεκυρώθη) მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრების მე-2 კანონით. O, გვ. 491.
30. O, с. 398.
31. იქვე.
32. O, с. 485.
33. E, გვ. 147xiv. ასევე, ეკონომოსის თანახმად, "ინოვაცია" ("სიახლე"), რომელიც ეხება ნათლისღების წესს (καινοτομία)" არის არა უბრალოდ ერესი, არამედ დოგმატური ერესი, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით... მიუხედავად ამისა, ეს არის საზიზღარი და საძაგელი პრაქტიკა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ აუქმებს ერესის ბრალდებას. ეს არის ერეტიკოსთა მანკიერი გამოგონება და ნათლისღების ღვთივგადმოცემული წესის (παραδεδομένου τύπου) გაყალბება..." O, გვ. 485. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ერესის ნაყოფი!
34. E, с. 147xvii. Ср. Правило I св. Василия Великого и Περί Αγίου Πνεύματος (О Святом Духе), гл. 27, PG 32:185C f.
35. E, с. 147xiv.
36. O, с. 425.
37. О Святом Духе, гл. 12, PG 32:117B. Ср. E, с. 147xiv, 147xvii.
38. O, с. 426.
39. O, с. 398–399. M, с. 266. Ср. T. Ware, с. 91ff.
40. P, с. 63f.
________________
2. კანონის ავთენტიკურობა
XVII საუკუნეში ინგლისელმა კანონისტმა ბევერიჯმა (Beveregius ან G. Beveridge) ეჭვქვეშ დააყენა II მსოფლიო კრების მე-7 კანონის ავთენტიკურობა (41), მიუთითა რა, რომ იგი კრების აქტებს არ მიეკუთვნება, რადგან V საუკუნით თარიღდება (42). მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამ კანონის არაავთენტიკურობის დამტკიცება (43) არანაირად არ აკნინებს მის ავტორიტეტს, რომელიც მართლმადიდებლურ გარემოში არასოდეს გამხდარა ეჭვის საგანი. კანონის შინაარსი სიტყვასიტყვით მეორდება ტრულის კრების 95-ე კანონში, რაც მას მსოფლიო მნიშვნელობასა და მარადიულ ძალას ანიჭებს (44).
ჩვენს ღვთისმეტყველთაგან ამ კანონის ავთენტიკურობის საკითხს მხოლოდ ერთი განიხილავს (45), კერძოდ, ნეოფიტე კავსოკალივიტი. იგი უარყოფს მის ავთენტიკურობას, რაც XVIII საუკუნის ბერძნულენოვან სამყაროში საკმაოდ გაბედული მოსაზრება იყო (46). თავის გამოუქვეყნებელ ნაშრომში იგი ამ საკითხს მრავალ გვერდს უთმობს და არგუმენტებს იმდროინდელ დასავლურ წყაროებზე აფუძნებს (47).
ნეოფიტე ეხება არა მხოლოდ II მსოფლიო კრების მე-7 კანონს, არამედ ტრულის კრების 95-ე კანონსაც, რომელიც "მეორე კრების მე-7 კანონს ეთანხმება და მნიშვნელობითაც მისი ტოლფასია" (48). მისი აზრით, ორივე დოკუმენტი მომდინარეობს "არა კრებისგან", არამედ ანტიოქიელი მარკიანესადმი მიწერილი "ეპისტოლედან" (49) და, მაშასადამე, "სახეცვლილია" (50). ამასთანავე, ნეოფიტეს მიაჩნია, რომ ისინი აშკარად ეწინააღმდეგებიან სამოციქულო კანონებსა და წმინდა ბასილი დიდის იმ კანონებს, რომლებიც მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრებამ დაამტკიცა (51).
ნეოფიტე ზუსტად არ ადგენს, როდის შეიტანეს ეს კანონები ორი მსოფლიო კრების დოკუმენტებში (52). ამასთან, იგი ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომ ეს ტრულის კრებაზე მოხდა (53).
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს, როგორც ჩანს, წმინდა ფოტიოსამდე და ბერ არსენამდე უნდა მომხდარიყო, რადგან ორივე მათგანი ზემოხსენებულ კანონებს იმ სხვა კანონებთან ერთად ჩამოთვლიან, რომლებიც ამ კრებებმა მიიღეს (54). თუმცა, ეს გარემოებაც არ ადასტურებს მათ ავთენტიკურობას, ვინაიდან არსებობს უფრო ძველი ავტორების საპირისპირო მოწმობებიც, რომლებიც თავიანთი სიძველის გამო უფრო სანდოდ მიიჩნევა (55).
ამრიგად, ნეოფიტეს მიაჩნია, რომ II მსოფლიო კრების მე-7 კანონი (ისევე როგორც ტრულის კრების 95-ე კანონი) უნდა უარვყოთ, უმთავრესად იმისთვის, რათა "ლუთეროკალვინისტების" (56) მხრიდან მართლმადიდებელი ეკლესიისადმი წაყენებული ბრალდებები ავიცილოთ თავიდან.
ნეოფიტეს აზრით, ამ ორი კანონის არაავთენტიკურობის დასაბუთებული აღიარება მათ ავტორიტეტს ასუსტებს. ეს კი ნამდვილი ცდუნებაა ათონელი ბერისთვის, რომელიც კვიპრიანეს პრინციპის აბსოლუტურობასა და ურყევობას აღიარებს. ამ პრინციპის თანახმად, ერეტიკოსთა ნათლობა ცრუ ნათლობაა და მართლმადიდებელ ეკლესიას არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია მისი აღიარება.
მიუხედავად ამისა, აუცილებელი იყო გონივრული განმარტების მოძებნა როგორც ამ კანონის წარმოშობის შესახებ არსებული მოწმობისთვის, ისე იმის ასახსნელად, თუ რატომ შეიტანეს იგი II მსოფლიო კრების კანონთა ნუსხაში. ამასთან დაკავშირებით ნეოფიტე შემდეგ არგუმენტებს წარმოგვიდგენს:
კონსტანტინოპოლის ეკლესიის არასარწმუნო ეპისტოლე (57) მიწერილი მარტირიუს ანტიოქიელისადმი, რომელშიც II მსოფლიო კრების მე-7 კანონი ზუსტად არის მოყვანილი, ისიც "მხოლოდ ფრჩხილებში" (58), მოწმობს არა ეკლესიაში ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკაზე, არამედ, სავარაუდოდ, "კონსტანტინოპოლის ეკლესიაში დამკვიდრებულ ჩვეულებაზე". მაშასადამე, მას კერძო ხასიათი აქვს და არა კრებითი ან მსოფლიო. გარდა ამისა, ნეოფიტე ლოგიკურ დასკვნას აკეთებს: ამგვარი კანონი, რომელიც ერეტიკოსობიდან მოქცეულთა მიღების წესს განსაზღვრავდა, II მსოფლიო კრების მე-7 კანონიდან რომ გამოსულიყო და მას შემდეგ ეკლესიაში ფართოდ ყოფილიყო დამკვიდრებული, ამ საკითხის დამსმელისთვის ცნობილი იქნებოდა და მას რჩევისთვის კონსტანტინოპოლის პატრიარქისთვის მიმართვა აღარ დასჭირდებოდა (59).
აქედან გამომდინარე, ეპისტოლეში აღწერილი პრაქტიკა უბრალოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიის "ტრადიციაა" და მას არც არც კრებითი ძალა გააჩნია და არც სავალდებულო ხასიათი (60), რადგან "ამ ქალაქის ავტორიტეტი" საკმარისი არ არის იმისთვის, რომ იქ არსებული წესი მთელ ეკლესიაზე გავრცელდეს.
ნეოფიტეს ვარაუდით, ეს წესი კონსტანტინოპოლში ჯერ კიდევ არიანელთა დავების დროიდან (IV საუკუნე) მოქმედებდა და უკავშირდებოდა "არიანელობაზე მოქცეულთა" (61) კვლავ ეკლესიაში მიღების საკითხს (იგულისხმებიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომლებიც მოინათლნენ, შემდეგ არიანობას მიემხრნენ და მოგვიანებით კვლავ მართლმადიდებლობას დაუბრუნდნენ). ეკლესია მათ ხელახლა არ ნათლავდა, არამედ მხოლოდ მირონცხებით იღებდა. დროთა განმავლობაში კი განსხვავება "არიანელებსა და არიანელობისკენ გადასულთა" შორის წაიშალა. ამიტომ უკანასკნელთა მიღებისას გამოყენებული წესი არიანელებზეც გავრცელდა, თუმცა, ნეოფიტეს აზრით, ეს კანონს არ შეესაბამებოდა (62).
ამით აიხსნება, ერთი მხრივ, თუ რატომ ეწინააღმდეგება ეს პრაქტიკა კანონებს ნაწილობრივ, ხოლო, მეორე მხრივ, "თვითონვე ეწინააღმდეგება საკუთარ თავს" (63). პირველი დასკვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრების მე-2 კანონს, რომელიც "სხვაგან არსად გვხვდება შეცვლილი სახით და არ აუქმებს არაფერს იმათგან, რაც თავად დაამტკიცა" (64).
მეორე მტკიცება კი ემყარება იმ ფაქტს, რომ ეს კანონი დასაშვებად მიიჩნევს "არიანელთა და მაკედონიანელთა ნათლობას, მაგრამ არა მათ ხელდასხმას", რაც ეწინააღმდეგება სამოციქულო 47-ე კანონს, რომელიც ასევე დაამტკიცა მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრებამ (65).
ეს ცხადყოფს, თუ რამდენად უსაფუძვლოა მტკიცება, რომ "მეექვსე კრებამ მოგვიანებით კანონთა კრებულში შეიტანა მანამდე მასში არშეტანილი, მაგრამ კონსტანტინოპოლში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა ერეტიკოსებთან დაკავშირებით", რადგან ასეთ შემთხვევაში კრება საკუთარ თავსვე დაუპირისპირდებოდა (66).
რადგან ამ კანონის სამოციქულო კანონებთან შეთანხმება შეუძლებელი იყო, ნეოფიტე შემდეგ ნაბიჯს დგამს და ეჭვქვეშ აყენებს თავად ამ ეპისტოლის ავთენტიკურობას. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამცირებს ნდობას ზემოხსენებული ორი კანონის მიმართ, რომლებიც ამ ეპისტოლიდანაა ამოღებული. ამრიგად, მისი აზრით, ეპისტოლე დაწერა არა პატრიარქმა გენადი I-მა (458–471), როგორც საყოველთაოდ არის მიჩნეული, არამედ აკაკიმ (471–479), რომელიც "აკეფალთა ერესს მიეკუთვნებოდა (του εκ της αιρέσεως των ακεφάλων)" (67).
ეპისტოლეში მოცემულ ფრაზაზე დაყრდნობით: "... რომლის (ე. ი. კათოლიკე ეკლესიის) წინამძღოლი და თავი ბრძანდებით თქვენო უნეტარესობავ", ნეოფიტე შენიშნავს: "ეს ეპისტოლე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პატრიარქს ეკუთვნოდეს, რადგან მასში ანტიოქიის ეპისკოპოსი ქრისტეს კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის თავად იწოდება". მისი აზრით, ეს "უკანონო და უღვთო" გამოთქმაა, რადგან ეკლესიას ქრისტეს გარდა სხვა თავი არ ჰყავს! (68).
ზემოთქმულის გათვალისწინებით, გასაგები ხდება დასკვნა, რომელთანაც ნეოფიტე მიდის. განსახილველი ორი კანონი კრების კანონებად ვერ ჩაითვლება (69); ისინი "მცდარი და ყალბია" (70). შემდეგ, გახარებული იმით, რომ შეძლო ტრულის კრებასთან დაკავშირებული ამ აღმაშფოთებელი წინააღმდეგობის გადაჭრა, იგი შესძახებს: "დიდება ჩვენს წმინდა ღმერთს, რომელსაც სამპიროვან ღმრთეებაში თაყვანს ვცემთ და რომელმაც თავის მოწაფეებს გაუცხადა ის, რაც ბრძენებმა და მწიგნობრებმა ვერ გაიგეს" (71).
ამრიგად, ერეტიკოსთა მიღების წესი უნდა ეფუძნებოდეს სწორედ ამ საკითხისთვის დადგენილ შემდეგ კანონებს: მოციქულთა 47-ე და 68-ე კანონებს; I მსოფლიო კრების მე-8 და მე-19 კანონებს; ლაოდიკიის კრების მე-7 და მე-8 კანონებს; კართაგენის კრების პირველ კანონს, აგრეთვე წმინდა ბასილი დიდის პირველ და 47-ე კანონებს. მათ აუცილებელი მსოფლიო ავტორიტეტი აქვთ, რადგან ისინი "დამტკიცებულია" II მსოფლიო კრების პირველი კანონით, VI მსოფლიო კრების მე-2 კანონით და VII მსოფლიო კრების პირველი და მე-9 კანონებით (72).
როგორც გინდ იყოს, ნეოფიტე II მსოფლიო კრების მე-7 კანონის ავთენტიკურობის კრიტიკულ განხილვას ამთავრებს მტკიცებით, რომელიც, როგორც ჩანს, მოგვიანებით არის დამატებული და, სხვა ყველაფერთან ერთად, ნეოფიტეს გულწრფელობასა და ობიექტურობასაც ცხადყოფს.
ის წერს: "საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ზემოხსენებულ ორ კანონთან დაკავშირებული საკითხები შევისწავლე", როდესაც VII მსოფლიო კრების მეოთხე საქმეში შენიშნა, რომ ამ კრების მამები VI (ტრულის) კრების 82-ე კანონს (უნდა წავიკითხოთ 102-ე კანონი) მისი ავთენტიკური აქტებიდან კითხულობდნენ.
მეექვსე სხდომაზე ნათლად არის ნათქვამი, რომ VI მსოფლიო კრებამ "დაამტკიცა კანონები... სულ 102 კანონი", რაც სრულად შეესაბამება ფოტიოსის მოწმობას. ამიტომ ნეოფიტე იძულებულია აღიაროს: "ამრიგად, II მსოფლიო კრების მე-7 კანონთან დაკავშირებული ეჭვები, რომლებიც ძველი წყაროების შესწავლისას წარმოიშვა, ახლა აშკარად გაიფანტა VI მსოფლიო კრების მიერ 95-ე კანონის მიღების შედეგად".
მიუხედავად ამისა, ნეოფიტე კვლავ ასკვნის, რომ, მისი აზრით, ტრულის მსოფლიო კრების წინააღმდეგობა აღმოფხვრილი არ არის. მაგრამ, რაკიღა VII მსოფლიო კრებამ 95-ე კანონი დაამტკიცა, "საკითხი კვლავ საჭიროებს განხილვასა და სხვა გამოსავლის ძიებას ამ კანონის აშკარა, ნაწილობრივი შეუსაბამობის გამო როგორც სამოციქულო კანონებთან, ისე წმინდა ბასილის პირველ კანონთან, რომლებიც VI და VII მსოფლიო კრებებმა მოიწონეს" (73).
ზემოხსენებული წინააღმდეგობა კვლავ ძალაში რჩება, რადგან სამოციქულო კანონებისა და წმინდა ბასილის კანონის თანახმად, არიანელთა მართლმადიდებლობაში მოქცევის შემთხვევაში საჭიროა მათი ნათლობა, ხოლო ტრულის მსოფლიო კრების 95-ე კანონის მიხედვით — მხოლოდ მირონცხება. ეს მაშინ, როდესაც VII მსოფლიო კრების თანახმად (საქმე მეექვსე, II ტომი), ისინი არა უბრალოდ მწვალებლები, არამედ "წარმართთა თანასწორნი" არიან.
ნეოფიტე მსჯელობას აღარ აგრძელებს. მას არც შეუძლია მისი გაგრძელება, რადგან ეს საკითხი მისთვის გადაუჭრელი რჩება. ამის ახსნა, რა თქმა უნდა, ადვილია: ნეოფიტე უკიდურესად უარყოფითად იყო განწყობილი ერეტიკოსთა მიმართ "იკონომიის" პრინციპის გამოყენების იდეისადმი. როგორც ქვემოთ დავინახავთ, "იკონომიის" პრინციპი აღმოფხვრის იმას, რასაც ნეოფიტე წინააღმდეგობად მიიჩნევს, და ცხადყოფს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონთა ერთიანობას.
თავისთავად ცხადია, რომ მათთან კამათისას, ვინც ეკლესიაში მოგვიანებით წარმოშობილი ერესების მიმდევართა მიღების წესთან დაკავშირებით თავის პოზიციას ამ ორ კანონზე აფუძნებდა, ნეოფიტე, თავისი ეკლესიის ტრადიციის ერთგული, იყენებს II მსოფლიო კრების მე-7 კანონს (74) და გვერდს უვლის მისი ავთენტიკურობის საკითხს. თუმცა უმეტეს შემთხვევაში იგი ამ კანონს ტრულის კრების 95-ე კანონთან ერთად მოიხსენიებს და იყენებს ფორმულირებებს: "მეექვსე კრება მეორესთან ერთად" (75) ან "მეორე და მეექვსე" (76). ეს მოწმობს, რომ II მსოფლიო კრების მე-7 კანონის ავთენტიკურობა ტრულის კრების 95-ე კანონის მეშვეობით დასტურდებოდა. ამიტომ, მისი ავთენტიკურობის პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობისა და მისგან წარმოშობილი პრობლემების გამო (როგორც ამას ქვემოთ ვნახავთ), ნეოფიტეს ცნობიერებაში ამ კანონის მნიშვნელობა დაკნინებული დარჩა.
________________
41. «Συνοδικόν», sive Pandectae Canonum SS. Apostolorum et Conciliorum ab Ecclesia Graeca receptorum, nec non canonicarum SS. იხ. vol. II, с. 98ff. Ср. Mansi 3:563/4, n.2. Karl Joseph Hefele, Conciliengeschichte, 2nd ed., Freiburg i. Br. 1856, с. 12ff, 27.
42. დადასტურებული იქნა მხოლოდ ამ კრების პირველი ოთხი კანონის ნამდვილობა. იხ. Αναστ. Π. Χριστοφιλοπούλου, Ελληνικόν Εκκλησιαστικόν Δίκαιον, Αθήναι 1965², σ. 40 (Греческое церковное право). Ср. Ι. Ν. Καρμίρη, Τα Δογματικά και Συμβολικά Μνημεία της Ορθοδόξου Καθολικής Εκκλησίας, τ. Ι, εν Αθήναις 1960², σ. 129, n. 2. Δημ. Γεωργιάδου, Το βάπτισμα των αιρετικών, εν Ν. Σιών, τ. ΙΘ’ (1924), σ. 104 (Д. Георгиадис, Крещение еретиков). Т. Ware, указ. раб., с. 72.
43. ცხადია, არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. ამ კანონის ნამდვილობა სხვებთან ერთად დაასაბუთა ხრისოსტომოს პაპადოპულოსმა თავის გამოკვლევაში "Περί του βαπτίσματος των ετεροδόξων" ("არამართლმადიდებელთა ნათლობის შესახებ"), რომელიც გამოქვეყნდა გამოცემაში: Εκκλ. Φάρος, τ. 14 (1915), σ. 474.
44. См. Καρμίρη, указ. соч. См. T. Ware, с. 72 n.1.
45. მთლიანობაში ნიკოდიმე ამ საკითხს არ განიხილავს. იხ., მაგ., Р, с. 154, 423, 590 და სხვა.
46. ამ საკითხს ის თავისი ნაშრომის ცალკე თავს უძღვნის, რომელსაც ასე უწოდებს: "Περί του ζ΄ κανόνος της Δευτέρας Οικουμενικής και του 95 της Έκτης" (σ. 147 κ’–147 κε’) ("მეორე მსოფლიო კრების მე-7 და მეექვსე მსოფლიო კრების 95-ე კანონების შესახებ" (გვ. 147 κ’–147 κε’)).
47. იგი არაერთგზის სიტყვასიტყვით ციტირებს γραικορρωμαϊκόν νομικόν-დან (Jus Graecoromanum), ტ. IV, გვ. 290–291, აგრეთვე "Συνοδικόν"-დან ან "Πανδέκται"-დან (ბევერეგიუსი), ტ. E, გვ. 147xx, 147xxi, 147xxii (ციტირებულია ტ. II-დან, გვ. 100, 501, 717, 748). ნეოფიტეს არგუმენტი, რომელიც მან, როგორც ჩანს, ბევერეგიუსის (Beveregius, Beveridge) ნაშრომიდან ისესხა, იმაში მდგომარეობს, რომ ეს კანონი არ გვხვდება არც ადრეულ თარგმანებში (ლათინურსა და არაბულში) და არც იოანე სქოლასტიკოსისა (Ιωάννου του Σχολαστικού) და სიმეონ მაგისტროსის (Συμεών Μαγίστρου) "Επιτομές"-ში.
48. E, с. 147xx.
49. ნეოფიტეს "Επιστολή" ("ეპისტოლე") მთლიანად მოჰყავს (E, გვ. 147xiii–xiv) და მიუთითებს Jus Graecoromanum-ის IV ტომის 290–291-ე გვერდებსა და Πανδέκτες-ის II ტომის 100-ე გვერდზე (E, გვ. 147xx–xxi).
50. E, с. 147xxi, 147xxii.
51. E, с. 147xx.
52. E, с. 147 xxi.
53. "სად არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ეს (ე. ი. კონსტანტინოპოლის "ჩვეულება") მეექვსე მსოფლიო კრების მიერ იქნა დაკანონებული?" E, გვ. 147xxiii. ვინაიდან ეს კანონი გადმოცემულია "სიტყვასიტყვით" (ων αυτόλεκτος), იგი არც მეორე და არც მეექვსე მსოფლიო კრებას არ ეკუთვნის (E, გვ. 147xxiv).
54. Φωτίου Νομοκάνων (წმინდა ფოტიოსის "ნომოკანონი"), Αρσενίου Μοναχού, Κανονική Σύνοψις (ბერ არსენიოსის "კანონთა კრებული"), κεφ. λε’ και ρλδ’. E, σ. 147 κ’ και 147 κε’.
55. "მიუხედავად ამისა, მხოლოდ ერთი არგუმენტის საფუძველზე ამ კანონებს უპირობოდ ავთენტურად ვერ მივიჩნევთ, რადგან მათ შესახებ არაფერი იციან იოანემ და სიმეონმა, რომლებიც არსენიოსსა და ფოტიოსზე ადრე ცხოვრობდნენ... მაშასადამე, ალექსის, არსენიოსისა და ფოტიოსის წინამორბედ იოანეს მოწმობა უფრო სარწმუნო იქნებოდა... რადგან იგი მეორე მსოფლიო კრების ეპოქასთან მათზე უფრო ახლოს ცხოვრობდა" (E, გვ. 147xx).
56. "ამიტომ მიმაჩნია, რომ გაცილებით უკეთესი იქნებოდა მე-7 კანონის, აგრეთვე მასთან თანხმოვანი მეექვსე მსოფლიო კრების 95-ე კანონის უარყოფა, ვიდრე მათი იმავე ხარისხით ავთენტურად მიჩნევა, როგორც ნამდვილი კანონებისა. ეს ჩემი სინდისისთვის აუტანელია, რადგან მას არ შეუძლია ერთმანეთთან შეარიგოს შეურიგებელი რამ; მით უმეტეს, ეს მიუღებელია ლუთეროკალვინისტებისთვისაც, რომლებიც კრებსით ეკლესიას საყვედურობენ, თითქოს იგი საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდეს" (E, გვ. 147xx).
57. ვინაიდან მისი ავტორი უცნობია (E, გვ. 147xx, 147xxiii და სხვ.).
58. E, с. 147xxi.
59. იქვე.
60. E, გვ. 147xxi–xxii. ავტორი საკმაოდ მკვეთრად შენიშნავს: "როგორც ჩანს, ეპისტოლე მოითხოვს, რომ ყველამ, სადაც უნდა ცხოვრობდეს, ისე იმოქმედოს, როგორც კონსტანტინოპოლში მოქმედებენ, და ისიც ისე, როგორც იქ აკეთებენ!" E, გვ. 147xxiii. კონსტანტინოპოლელები "თავიანთ ნებისმიერ ჩვეულებას კრების კანონთა განწესებებზე მაღლა აყენებენ" (იქვე). დასასრულს კი ასკვნის: "რაოდენ ძლიერია ჩვეულება და რაოდენ ძნელია მასთან ბრძოლა!" (Ισχυρόν γαρ τι χρήμα και δύσμαχον συνήθεια).
61. E, с. 147xxiv.
62. E, с. 147xxiv-xxv.
63. E, с. 147xxii.
64. E, с. 140–141.
65. E, გვ. 147xxii: "იგი მწვალებელთა ხელდასხმასაც იღებს და არც იღებს, რაც წინააღმდეგობაა" (Την του αιρετικού χειροτονίαν και δέχεται και ου δέχεται, όπερ εστίν αντίφασις).
66. E, с. 147xxii–147xxiii.
67. E, გვ. 147xxi: "ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზემოხსენებული უსათაურო ეპისტოლე აკაკის ეკუთვნის, რომელიც ანატოლიოსის შემდეგ იყო, რადგან მასში არ არის ნახსენები აკეფალ-სევერიანები, როგორც ისინი, ვისაც მირონცხება ესაჭიროება (Την γουν ειρημένην αδέσποτον επιστολήν λογίσαιτο μεν αν τις του μετά τον Ανατόλιον Ακακίου είναι, ως μη μεθ’ ων αξιοί χρίεσθαι, και των ακεφάλων Σευηριανών μνημονεύουσαν)!"
68. E, გვ. 147xxi: "რადგან პატრიარქს, მით უმეტეს კონსტანტინოპოლის პატრიარქს, არ შეჰფერის, ანტიოქიის ეპისკოპოსს ქრისტეს კათოლიკე ეკლესიის მეთაური უწოდოს".
69. E, с. 147xxiv.
70. E, с. 147xxii.
71. E, с. 147xxiii.
72. იქვე.
73. E, с. 147xxv.
74. См., напр., E, с. 127, 131, 132, 139f.
75. მაგ., E, с. 132.
76. მაგ., E, с. 139.
________________
გაგრძელება იქნება.
წყარო: https://azbyka.ru/otechnik/Georgij-Metallinos/ispoveduyu-edino-kreshhenie/#source
მასალა რუსულიდან ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
.jpg)