Перейти к контенту

განმარტება - კვლავ რატომ უნდა გამოჩნდეს მხეცი, რომელიც იყო, და რომელიც არ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან? (გამოცხ. 17:8) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
კვლავ რატომ უნდა გამოჩნდეს მხეცი,

რომელიც იყო, და რომელიც არ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან?

 (გამოცხ. 17:8)
"მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა" (გამოცხ. 17:8).
 
 
ანგელოზის მოწმობაში მხეცის შესახებ, რომელზეც შემჯდარი იყო მეძავი და ჰქონდა "შვიდი თავი და ათი რქა", ნათქვამია, რომ მოც. იოანემ ადრე უკვე იხილა ეს მხეცი, მაგრამ არ არის განმარტებული, რომელ ეპიზოდზეა კერძოდ ლაპარაკი: სულ ახლახან იდუმალთმხილველისთვის შეთავაზებული პანორამა, სადაც მხეცზე იჯდა მეძავი, თუ 11-ე თავის ხილვაზე, სადაც ლაპარაკი იყო "მხეცზე, რომელიც ამოდიოდა უფსკრულიდან" (გამოცხ. 11:7); თუ 13-ე თავის ხილვაზე, სადაც იდუმალთმხილველი, რომელიც ზღვის ქვიშაზე იდგა და ხედავდა მხეცს, რომელიც "წითლად" არ იწოდება, მაგრამ მასაც გააჩნდა შვიდი თავი და ათი რქა (გამოცხ. 13:1).
(ამ საკითხს, შესაძლოა, არც ჰქონოდა არსებითი მნიშვნელობა, გამოცხადების განმარტების მრავალრიცხოვან მცდელობათა შორის რომ არ ჭარბობდეს ვერსია, რომლის მიხედვითაც ერთმანეთისგან განყოფენ და სამ სხვადასხვა "მხეცად" წარმოიდგენენ "უფსკრულიდან ამომავალ მხეცს", "ზღვიდან ამომავალ მხეცს" და "წითელ მხეცს", რომელზეც ზის მეძავი).
რა თქმა უნდა, საკითხთან დაკავშირებით, თუ როდის იხილა იდუმალთმხილველმა ეს მხეცი, ყველაზე ლოგიკურად გამოიყურება ვერსია, რომლის მიხედვითაც ანგელოზი იმოწმებს სულ ახლახან იდუმალთმხილველისთვის გამოცხადებულს "ხილვას უდაბნოში". მაგრამ ეს ხილვა ჯერ დასრულებულად არ გამოიყურება, ხოლო ანგელოზის მოწმობა იმის შესახებ, რომ მეძავის მხეცი "აღვსილია მკრეხელური სახელებით" და "ამოვა უფსკრულიდან", ზუსტად შეესაბამება 11-ე და 13-ე თავების მოვლენებს (შეად.: გამოცხ. 17:3, 8 და გამოცხ. 11:7, გამოცხ. 13:1). ასე რომ 17-ე თავის "წითელი მხეციც" და 11-ე თავის "მხეცი რომელიც ამოდის უფსკრულიდან", ასევე 13-ე თავის მხეცი, "რომელიც ამოდის ზღვიდან" მნიშვნელოვანწილად ერთმანეთის მსგავსნი არიან, - ხოლო დახასიათება "მხეცი, რომელიც შენ იხილე" უბრალოდ და გასაგებად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყურება, თუკი ის დაკავშირებულია არა რომელიმე ერთ-ერთ მხეცთან სამი ზემოთხსენებული ხილვიდან, არამედ ყველა "მხეცურ" გამოვლინებასთან ერთად.
 
მეორე მხრივ, მსგავს მტკიცებულებას შეიძლება შევეპასუხოთ, რომ 17-ე თავის მხეცი წარმოგვიდგება "გამქრალად" და "კვლავ გამომავლად" ("... იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა"), - ხოლო "ზღვიდან ამომავალი მხეცი", რომელიც 13-ე თავშია აღწერილი, არსად არ გამქრალა და "კვლავ" არსაიდან არ ამოსულა.
 
მაგრამ "ზღვიდან ამომავალი მხეცის" ერთ-ერთ თავზე ნათქვამი იყო, რომ ის სასიკვდილოდ დაიჭრა, შემდეგ კი "განიკურნა" (გამოცხ. 13:3), ხოლო "უფსკრული", როგორც ადრე აღინიშნა, ბიბლიური აზრით შეესაბამება "ზღვის უფსკრულის" ცნებას, - ამიტომ იმ პირობით, თუ სასიკვდილო ჭრილობამ, რომელიც "ზღვიდან ამომავალი მხეცის" ერთ-ერთ თავს მიაყენეს, ეს თავი უფსკრულში გააგზავნა იმის მსგავსად, როგორც ეს მოხდა ფარაონის შემთხვევაში, როდესაც ისრაელი გამოვიდა ეგვიპტიდან, და 13-ე თავში აღნიშნული "განკურნება" სხვა არაფერია, თუ არა "კვლავ ამოსვლა უფსკრულიდან".
 
გარდა ამისა, ზემოთხსენებულ "მხეცურ" სიმბოლოთა ერთობის შესახებ მოწმობს იმათი "გაკვირვება, ვინც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში" (გამოცხ. 17:8), რომელიც პირდაპირ შეესაბამება "მიწის ყველა მკვიდრთა გაკვირვებას", რომელიც ზღვიდან ამომავალი მხეცის გამოჩენასთან არის დაკავშირებული, შეად.:
 
"ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?" (გამოცხ. 13:3-4).  
 
რადგან მსგავსება გაკვირვებაში ვარაუდობს მსგავსებას ყოველ მომდევნო რეაქციებშიც (ანუ სიტყვებსა და მოქმედებებში), - მხეცის გამოჩენისას, რომელიც "იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა", უნდა აღსრულდეს 13-ე თავის წინასწარმეტყველება, რომლის მიხედვითაც უკეთური თაყვანისცემის საბოლოო ობიექტი უნდა გახდეს "ურჩხული", ანუ თვით კაცთა მოდგმის მტერი (გამოცხ. 13:3).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამ სხვადასხვა თავთან (გამოცხ. 11, 13 და 17) მიმართებაში შვიდთავიანი მხეცის საერთო ხსენება (გამოცხ. 13 და 17), რომელიც ძველი სამყაროს უკანასკნელ დღეებში უფსკრულიდან გამოჩნდება (გამოცხ. 11 და 17), ქვეყანაზე "სულიერი ეგვიპტის" დაბრუნების სიმბოლოს წარმოადგენს და ერთ პანორამად ჰკრავს ამ სიმბოლოსთან დაკავშირებულ ყველა მოვლენას, კერძოდ კი "ზღვიდან ამომავალი მხეცის" მიერ ორი უკანასკნელი სასანთლე-მოწმის მოკვდინებას (გამოცხ. 11:7), თავში სასიკვდილოდ დაჭრილი მხეცის დროებით გამარჯვებას, რომელსაც აქვს ურჩხულის ძალა და ხელმწიფება (გამოცხ. 13:2-3; გამოცხ. 13:7) - და "მხეცზე შემჯდარი მეძავის" ხილვას, რომელიც მეძავის მოკვდინებით მთავრდება (გამოცხ. 17:16).
(ამ აზრით 17-ე თავის მოწმობებში იკითხება "სიკვდილამდე ერთგულ"  (გამოცხ. 17:6-7; 12:11) "წმინდანთა და... იესუს მოწმეთა" - წინასწარმეტყველური დაპირისპირება უკეთური მეძავის თანამოზიარეებთან, თანაც ასეთი დაპირისპირება ყველა მნიშვნელობით მსგავსია წინასწარმეტყველ ზაქარიას მიერ აღწერილი "ორი ზეთისხილის სასანთლის" დაპირისპირებისა ოქროს სასანთლის "უკეთურ საპირისპირო მნიშვნელობასთან", ანუ "ქალთან ეფაში", რომელიც "ტყვიით დაიბეჭდა" და "წაღებულ იქნა ბაბილონს" (ზაქ. 4 - ზაქ. 5)).
მეტიც, ყველა ზემოთხსენებული "მხეცური" სიმბოლოების ერთობაზე მეტყველებს ის ვითარებაც, რომ "უფსკრულიდან ამომავალი მხეცი" ორი წინასწარმეტყველის მოკვდინების შემდეგ 11-ე თავში უკვე აღარ მოიხსენიება, ანუ ფორმალურად "დაუსჯელი რჩება" (თანაც, გავითვალისწინოთ, რომ 11-ე თავს აგვირგვინებს მაცხოვრის მეორედ მოსვლა), - ხოლო 17-ე თავი ლაპარაკობს წარწყმედაზე, რომელიც ელოდება მხეცს უფსკრულიდან ამოსვლის შემდეგ ("... ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა", (გამოცხ. 17:8), მაგრამ "დუმს" იმის შესახებ, რომ მისი წარწყმედა პირდაპირ არის დაკავშირებული მეშვიდე საყვირთან და მაცხოვრის მეორედ მოსვლასთან.
 
ასე რომ ყველა ზემოთხსენებული მოწმობების არა განცალკევებული, არამედ ერთობლივი განხილვა,  "უფსკრულიდან ამომავალი მხეცის" დანაშაულობანი, მისი განადგურება, მაცხოვრის მეორედ მოსვლა, - მოვლენათა პანორამაში იკავებს იმ ადგილს, რომელიც ზუსტად შეესაბამება დრო-ჟამის აღსასრულის ყველა ბიბლიურ მოწმობას:
 
"იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს" (დან. 9:27).
 
"მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული" (მთ. 25:41).
 
ცალკე შეიძლება აღინიშნოს, რომ "მთელი მიწა" (გამოცხ. 13:3) და "მიწის მკვიდრნი" ზეციურ მოწმობებთან და ზეციურ პერსონაჟებთან მიმართებაში არაფერს ხედავენ და მათ პრაქტიკულად არაფერი ესმით (ანუ არ გააჩნიათ არც შესაბამისი "მხედველობა" და არც "სულიერი სმენა"), - მაგრამ როდესაც ლაპარაკი იწყება მხეცზე, სწორედ "მიწის მკვიდრნი" (ასე კი გამოცხადების ყველა მოწმობაში იწოდებიან ისინი, ვისი სახელებიც არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში) არა უბრალოდ ხედავენ მხეცს, არამედ უკვირთ კიდეც, რომ ის "იყო, და არ არის, და კვლავ მოვა", ანუ შეგნებული აქვთ მიმდინარე მოვლენები და პასუხს აგებენ მათ მიერ გაკეთებულ არჩევანზე.
 
რაც შეეხება 17- თავში ბუკვალურად ართქმულ, მაგრამ მასში ნათქვამისგან პირდაპირ გამომავალ აზრს, - სრულიად აშკარაა, რომ მათ, ვისი სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში, არ უკვირთ არც მხეცის გაუჩინარება და არც მისი განმეორებითი გამოჩენა. ამიტომაც უეჭველია, რომ ქრისტიანები მომზადებულნი არიან ახლანდელი და მომავალი მოვლენებისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ არ გააჩნიათ ცალსახა განმარტებანი გამოცხადების წიგნში წარმოდგენილ სიმბოლოებისა და მეტაფორებისა.


მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому